შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტა (დასასრული)


20-12-2015, 20:59
ავტორი malena
ნანახია 11 070

თბილისში დაბრუნებულები, ყოველდღიურად ვეღარ ხედავდნენ ერთმანეთს. ორივეს თავისი საქმე ჰქონდა. ორივე ძალიან იყო დაკავებული. ეს ლევანისთვის არასასიამოვნო ფაქტი იყო, მარტასთვის კი აღმოჩენა. აღმოჩენა იმისა, რომ ლევანის გარეშე გატარებული დღეები, აუტანელი იყო. თუმცა, დარწმუნებით ვერ გეტყოდათ, რას გრძნობდა მის მიმართ. იყო კი, ეს ყველაფერი სიყვარული? ან სჭირდებოდა კი, იმას რასაც გრძნობდა, სახელის დარქმევა?

ურთიერთობა ძალდაუტანებლად და ჰარმონიულად ააწყვეს, მაგრამ ლოგინამდე ვერ მივიდნენ. გრძნობდა, როგორ მწიფდებოდა მზაობა და ეს საკითხი სულ უფრო და უფრო აწუხებდა მარტას. განა, ლევანს თავის შეკავება უჭირდა, ან აძალებდა და საყვედურობდა რამეს. პირიქით, კრინტს არ ძრავდა ამ თემაზე, ზუსტად იცოდა რა დროს უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ასე გაგრძელება შეიძლებოდა. ბევრჯერ დააპირა, დალაპარაკებოდა ამ თემაზე. ყველა თავისი შიში და წარმოდგენა სექსზე, გულახდილად მოეყოლა და როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა, ვერაფრით მოძებნა საუბრის დასაწყებად შესაფერისი სიტყვები. არ გამოპარვია ეს მომენტი ლევანს, ამიტომაც ერთ პარასკევ საღამოს, არყით ხელდამშვენებული მიადგა ქალს სახლში.
- მომენატრე. - თავშეუკავებლად ჩამოეკიდა მარტა კისერზე.
ძლიერად ჩაიხუტა ლევანმა. აგიჟებდა, ქალის მიერ ასე იშვიათად, თუმცა გულწრფელად გამოვლენილი სითბო. ყელში ხმაურიანად აკოცა და სამზარეულოსკენ წაიყვანა, მაგიდაზე სასმელი და მისაყოლებლები დაალაგა.
- ამაღამ ვთვრებით. - გაოცებული მარტას უსიტყვო კითხვას უპასუხა და ჭიქებს დაუწყო ძებნა.
- რასთან დაკავშირებით?
- ისე, მაინტერესებს, როგორი სიმთვრალე გაქვს. - უპასუხა სიცილით და არყის ჭიქების ძებნა განაგრძნო, ვერაფრით მიაგნო და ღვინის ჭიქები გამოალაგა. - ესენიც წავა...
- არაყს ვერ ვიტან. ოდნავ მეტი თუ მომივიდა ცუდად ვხდები. - სასწრაფოდ ჩააყენა საქმის კურსში. იმის წარმოდგენაზე რომ შეიძლებოდა, ლევანის დასანახად არეოდა გული, უკვე შერცხვა. - სულ ორჯერ დავლიე ისე, რომ დავთვერი და მინდა გითხრა, ძალიან საყვარელი ვხდები. სულ ვიღიმი და ყველა მიყვარს, თითქმის ყველა. - მხიარულად აქაქანდა ქალი, თალები უბრჭყვინავდა, ლევანი კი მონუსხული უყურებდა. სულ მომღიმარი მარტას წარმოდგენაზე ჟრუანტელმა დაუარა. - ოღონდ იცოდე, ერთი გადაბრუნებული სიტყვა და საშინლად შარიანი ვხდები, მოგიწევს დანები და ჩანგლები გადამალო მაგიდიდან. - გამაფრთხილებლად აწია ხელი მარტამ და საჩვენებელი თითი კისკისით დაუტრიალა ცხვირწინ ლევანს.
- ახლა ჯერ მაგ თითზე გიკბენ და მერე ტუჩებზე და ენაზე გადავალ. - არც ლევანი ჩამორჩა მუქარაში. მოზღვავებული ვნების გარდა, სხვა რამის აღქმა გაუჭირდა მარტას. ჰაერი პირით ხარბად ჩაისუნთქა და არც მეტი არც ნაკლები, მოლოდინით სავსე მიაჩერდა ლევანს. - ჯერ ვთვრებით. - ეშმაკურად გაუღიმა კაცმა და პარკიდან სასუსნავი ამოალაგა.
შეცბუნებულმა მარტამ თავი უაზროდ დააკანტურა და სულელურად გაიღიმა. ზოგჯერ ისე პატარად გრძნობდა თავს, უდარდელ პატარად და ისეთი უჩვეულო იყო ეს შეგრძნება. ისეთი კომფომორტი და სიამოვნება იყო ლევანთან ურთიერთობა, განა, სულელი არ იყო, ამ ყველაფერს რომ ეწინააღმდეგებოდა?

პირველი ჭიქა ცხვირზე თითებმოჭერილმა გადაუძახა ყელში და ხველაავარდნილი ძლივს მოსულიერდა. ლევანი წვენით სავსე ჭიქას აჩეჩებდა ხელებში და ცდილობდა, ატეხილი სიცილი შეეკავებინა.
- არა, რას მერჩოდი, არ მესმის. - ყელჩახრაკული ბუზღუნებდა მარტა. - მაინც და მაინც არაყი რამ მოგაფიქრა?
- მეორე ნაკლებად გაგიჭირდება, მესამე კი უპრობლემოდ წავა. - ვერაფრეთ იკავებდა სიცილს კაცი.
- რაღაც გაქვს ჩაფიქრებული. - ეჭვით მოწკურა თვალები მარტამ.
- სწორია.
- და არ აპირებ, გამიმხილო?
- გითხარი უკვე, მაინტერესებს, როგორი სიმთვრალე გაქვს. - ჭიქები შეავსო ლევანმა, ისეთი ალალი და უწყინარი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მართლა მარტას ხასიათის ავკარგიანობის გარკვევა უნდოდა და სხვა არაფერი. - ჰოდა, ამიტომ, ნუ შევჩერდებით, თქვი რამე, შემომთავაზე სადღეგრძელო.
- ჰმ... მოდი, მატყუარა ბიჭებს გაუმარჯოთ.
- მატყუარებს?
- მატყუარებს.
- ებს?
- არა, ებს არა, ერთცალს გაუმარჯოს.
- კარგი, რა გაეწყობა, გაუმარჯოს. - მარტას კმაყოფილი სახე, თითქოს მიქარვაში გამოიჭირა კაცი, კიდევ უფრო ამხიარულებდა ლევანს.
მეორე ჭიქა მართლა შედარებით იოლად დალია მარტამ. თუმცა, წვენით სავსე ჭიქა მაინც სასწრაფოდ გაიქანა პირისკენ, ლევანმა კი შოკოლადის ფილა მიუტანა ტუჩებთან, მორჩილად გახსნა ბაგე და მოკბიჩა. ვერასდროს იგებდა, ამ პრიმიტიულ ჟესტში, რატომ ხედავდნენ ან ქალები და ან კაცები სექსუალურ ქვეტექსტს, მაგრამ აი ირონია, უნებურად, ისე სასიამოვნოდ დაეჭიმა მუცელი, აქამდე მომღიმარი ლევანის დასერიოზულებულ და დაუფარავი სურვილით სავსე მზერას რომ გადაეყარა. იმდენი ცეცხლი იყო კაცის თვალებში მის ბაგეს დაჟინებით რომ დასცქეროდნენ, ტუჩები აეწვა, ფრთხილად მიიტანა ხელი, თითის წვერები გადაიტარა და ლევანის მძიმე ამოოხვრაც გაიგონა.
- რადგან მატყუარების დღე გვაქვს, ერთ ცრუპენტელა გოგონას გაუმარჯოს. - ჭიქების შევსება დაიწყო ლევანმა, ძლივს მოწყვიტა თვალი მარტას გაწითლებულ ტუჩებს. - მატყუარა თვალებს, ძნელად გასარჩევი ფერით რომ დაფერილან. მაცდურ წითელ ტუჩებს, საკოცნელად რომ მიტყუებენ, შავ თმას, ურჩად რომ ცვივიან, ხან ერთ და ხან მეორე მხარზე და გამაბრუებელ სურნელს უგზავნიან ჩემს ყნოსვის რეცეპტორებს. კიდევ, ხორბლისფერ კანს გაუმარჯოს, ხელები უნებართვოდ რომ გარბიან, თითების ბალიშებით რომ მინდა ვიგრძნო, ენით, კბილებით, ტუჩებით, მთელი სხეულით რომ მინდა ვიგრძნო მისი სიგლუვე. იმ მატყუარა გოგოს გაუმარჯოს, ყველაზე ქალს, აღელვებული და ათრთოლებული, პირდაპირ თვალებში რომ მიყურებს და ამ შეუგნებელშეუცნობელი სექსუალურობით ბოლოს მიღებს.
ეგონა სუნთქვა დაავიწყდა, ეგონა უძვლო სხეულად, ლივლივა მატერიად გადაიქცა და შეეშინდა, უცებ ძალიან შეეშინდა ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩენილიყო. ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი მშვიდი, დაცულობის იმხელა გრძნობა ჰქონდა, ცხრა ქუჯი რომ გამოცხადებოდა ერთად, არ იდარდებდა. ლევანის სიტყვების შემდგომ კიდევ ერთი ბანალური რეაქცია, ცრემლები იყო, რომელთაც ისევ მომღიმარი ლევანი, ცხელი ხელებით უმშრალებდა.
- ლამაზი ტუჩები რომ გაქვს, იცი ლევან? - დააყრანტალა უცებ, თითქოს პირველად ხედავდა კაცს.
- უკვე დათვერი? - გაიცინა ლევანმა.
- და ზოგადად, ძალიან თვალშისაცემი გარეგნობა გაქვს. არასდროს მომწონდა ლამაზი მამაკაცები. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გონჯს გავყვებოდი. - სევდიანად იღიმოდა მარტა. - თუმცა, თემიდან გადავუხვიე ახლა მე... რომ იცოდე, როგორ მომეწონა შენი თვალით დანახული მარტა, უფროს სწორად ის მესიამოვნა, თუ როგორ მხედავ, საშინლად მესიამოვნა. - გულახდილად გადმოულაგა შებრძნებები, ყოველგვარი დამორცხვებების გარეშე. - მგონი, მართლა დავთვერი ლევან და ახლა ისე მიყურებ, თავს მართლა სექსუალურად ვგრძნობ.
- გიხდება სიმთვრალე, უფრო გასექსუალურებს. - კიდევ უფრო მწველი მზერა შეავლო ლევანმა. - და მართალია შენ გემოვნება მახინჯი კაცებისკენ იხრება, მიხარია რომ მოგწონვარ.
- განა, ეგ ვთქვი მე? - მართლაც რომ შეჟუჟუნებული იყო მარტა და ღიმილად იღვრებოდა.
- რა, არა?
- უბრალოდ, აღვნიშნე რომ თვალშისაცემი გარეგნობა გაქვს, არ მითქვამს, მომწონხარ-მეთქი.
- და ტუჩები? - ქალთან მეტისმეტად მიახლოებული ლევანი ეშმაკურად იღიმოდა და გადასარევად ხვდებოდა, როგორადაც მოქმედებდა მისი გადახვევები მასზე, არანაკლებ დღეში იყო თავადაც.
- ტუჩები... - დაიჩურჩულა მარტამ და ლევანის ტუჩებს მიაშტერდა. - სანამ ამ მატყუარა ჭიქების სადღეგრძელო დამილევია არყის ჭიქებად რომ მოაქვთ თავი, არადა არ არიან, მითხარი, რისთვის გამომათვრე, თორემ მალე გავითიშები. - შეძლო და თავი დააღწია ლევანის ხიბლს და საკუთარი თავით კმაყოფილმა ისე ლაღად გადაიკისკისა, კინაღამ გადაიფიქრა ლევანმა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა.
- სერიოზულად, რაშია საქმე ლევან? - კაცის შეჭმუხნულმა შუბლმა მარტაც დაასერიოზულა.
- მინდა თქვა... - მძიმედ ამოილაპარაკა ლევანმა.
- რა ვთქვა? - ვერ გაუძლო კაცის მზერას, არყის ბოთლს წამოავლო ხელი, თითქოს მათი ჭიქების სასმელით შევსება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იმ მომენტში.
- იცი რაც. - აუღელვებლად გამოსტაცა ბოთლი ხელიდან და მაგიდაზე დადგა. - შემომხედე მარტა, - სახეზე მოკიდა ორივე ხელი და თვალებში ჩახედა. - მინდა იცოდე, მე არსად მეჩქარება, მაგრამ შენ დაგრჩა ბევრი რამ უთქმელი. მინდა, ვიცოდე კონკრეტულად რა გაწუხებს, რა გაკავებს. მინდა, უკეთესად მესმოდეს რაშია პრობლემა და მერე მის დაძლევაში დაგეხმარო. თუ გინდა, ახლა ნუ იტყვი და მაშინ ვისაუბროთ, როცა მზად იქნები.
ერთხანს უხმოდ უყურებდა მარტა, ღრმად სუნთქავდა აღელვებული, ძალებს იკრებდა და ბოლოს გაბედა.
- მართალი ხარ. ბევრი მაქვს მოსაყოლი. რაღაცები იცი, რაღაცებს ხვდები კიდეც, მაგრამ ყველაფერი უნდა გიამბო, ჩემი წარსული მთელი სიცხადით უნდა დაგანახო, უნდა იცოდე რასთან გაქვს საქმე. - და ყვებოდა, ძალიან დიდხანს ყვებოდა... რატი, მოტაცება, არაერთი გაქცევა, დედამისი, ძალადობა, ტკივილი და იმედგაცრუება. არ ტიროდა, თუმცა, შინაგან კანკალს ვერაფერს უხერხებდა. თავიდან განიცდიდა ყველაფერს. პირგამეხებულ ლევანს კი მეტის მოსმენა აღარც უნდოდა და აღარც შეეძლო. ეგონა, ჰქონდა წარმოდგენა, რა შეიძლებოდა გადაეტანა ქალს. ხვდებოდა, მისი შიში სექსისადმი გაუპატიურებასთან იქნებოდა კავშირში, მაგრამ... მარტას მიერ ნაამბობი, შეულამაზებელი სასტიკი ამბავი, მისი თითოეული განცდა, ემოცია თუ შიში, მისი თითქოს მშვიდი თხრობა და აკანკალებული სხეული ამ დროს... რაღაც მომენტში, ისე ცხადად იგრძნო ხრჩობა, ხელიც კი დაისვა ყელზე არარსებული თოკის მოსაგლეჯად. ისე უსუსურად იგრძნო თავი, ცხოვრებაში პირველად, რაც უკვე მოხდა, იმას აღარაფერი გამოასწორებდა. გადარეული, ქუჯის მოკვლის რამდენიმენაირ ვარიანტს ადგენდა გონებაში და თითოეული სადისტურ სიამოვნებას ანიჭებდა. მარტა განაგრძნობდა მოყოლას ერთიანად ტკივილმოცული და თვალებგაშტერებული. რეალობის შეგრძნებადაკარგული და მთელი არსებით წარსულში გადავარდნილი. საერთოდ ვერ აღიქვამდა, რა ხდებოდა ლევანის თავს...
- მერე კი შენ შეგხვდი და გამიზნულად გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. - ამოოხვრით გადაიტანა მზერა ლევანზე და მისი სახით შეშინებული გაჩუმდა. - მაპატიე ლევან.
არანორმალურის გამომეტყველება ჰქონდა კაცს. მრისხანება და ტკივილი ერთმანეთს ენაცვლებოდა. არ იცნობდა ამ ლევანს მარტა, ახლა სიშმაგე რომ ჩასდგომოდა თვალებში. მიხვდა, ზოგადად მშვიდ ლევანს სწორედ იმ თავზეხელაღებულობის წუთები ედგა, ნებისმიერ უგუნურებას რომ ჩაადენინებს ადამიანს.
- მიეზღო ლევან, - ნაზად დაუსვა სახეზე ხელები მარტამ.
ნერვიული მოძრაობით დაიჭირა ლევანმა ქალის ხელები და უთქმელად მიიტანა ტუჩებთან, უამრავი ემოციით გაჟღენთილი კოცნა დაუტოვა ჯერ ერთ და მერე მეორე ხელზე.
- ჩაძაღლდა? - ეს არ იყო ლევანის ხმა.
- ჩემთან დაშორების შემდეგ, ჯერ განარკომანდა, მერე გალოთდა. ერთ ღამეს კი სწრაფი სიჩქარით მოძრავ მანქანას შეუვარდა და თავი მოიკლა. იმაზე მეტად მიეზღო, ვიდრე იმსახურებდა... ალბათ, ვუყვარდი კიდეც თავისებური სიყვარულით. სხვანაირი გაგების ოჯახში გაიზარდა. იმ პერიოდში შენც იცი, მოტაცებით და ძალადობით უამრავი ოჯახი იქმნებოდა. ზოგი მათგანი ბედნიერად, ზოგი არც მაინცდამაინც. ზუსტად ვიცი, მსგავს შედეგს არ ელოდა. უბრალოდ, სუსტი მამაკაცი იყო და ბევრი შეეშალა, ძალიან ბევრი. ისიც კი ვერ მოახერხა, ამ ქვეყნიდან ისე წასულიყო, პასუხისმგებლობა სხვისთვის არ დაეკისრებინა, როგორც ვიცი, მძღოლმა ძლივს დაიძვრინა თავი პატიმრობიდან.
- ის ღამე, რომელიც ჩემთან გაატარე?
- ის ღამე ჩემი შურისძიება იყო. - სიმწრის ღიმილი გადაეფინა სახეზე მარტას. - შენთან ღალატით დავიხსენი მისგან თავი. გაბოროტებული ვიყავი. დედაც გავამწარე და ქუჯიც. ვფიქრობდი, მომკლავდა და არ მანაღვლებდა, დავისვენებდი ყველაფრისგან. მან კი მხოლოდ უსულო საგნების დალეწვა და ტირილი მოახერხა და მე მისი უბედურება და სიმწარე არანორმალურ სიამოვნებას მგვრიდა, არც მისი და არც დედაჩემის ცრემლები მაღელვებდა, როგორც იქნა ორივეს გამწარებულს ვხედავდი. ახლა მგონია, ღალატში როგორც ასეთი, არ იყო მთლად საქმე. იმიტომ წავიდა და შემეშვა, მიხვდა, გაიაზრა ბოლოს და ბოლოს, ოდნავ თბილ მზერასაც კი არ ვაღირსებდი არასდროს, არასდროს ვიქნებოდით წყვილი. მიხვდა, ისეთი გამწარებული ვიყავი, ავიწყვიტე და ყველაფერს ვიკადრებდი უკვე, ოღონდ მისგან დამეღწია თავი. ძლივს დანებდა და გაუსწორა თვალი რეალობას. აი, რა ამწარებდა და ატირებდა. ძლივს შეიგნო, რომ არც არასდროს ვყოფილვარ მისი და არც გავხდებოდი როდესმე. წავიდა და დამტოვა. ბარი ბარში ვიყავით, მოვახერხეთ და ორივემ დავუმახინჯეთ ერთმანეთს ცხოვრება. მერე დედა გარდამეცვალა, გავიცანი თეონა, სამსახურს ვეძებდი და მასთან აღმოვჩნდი, მან კი დახმარების ხელი გამომიწოდა. ვმუშაობდი, ვსწავლობდი და ვცხოვრობდი ჩემთვის, უფერულად, სანამ შენ არ გამოჩნდი და ამირიე დავთრები. - მზერა და ხმადამთბარი მარტა ლევანს უღიმოდა, ჯერ კიდევ დაძაბული ლევანი, რიგ-რიგობით უკოცნიდა ხელებს და თითებზე თითებით ეფერებოდა.
- არავის ვიცნობ შენსავით ძლიერს. - ქალის თითებს შეეშვა, წელთან შეუცურა ხელები, თავისკენ მიიზიდა და ჩაიხუტა. - აღარასდროს იქნები მარტო. - ლევანის მკერდს მიყრდნობილი მარტა, ახალგაზრდული ენერგიით სავსე გული ძგერას უსმენდა და თავს სრულიად მშვიდად გრძნობდა. ერთი საკითხის გადაჭრაღა დარჩენოდა, თუმცა, აღარც ეგ აეჭვებდა, ან აშინებდა. არ იცოდა როდის, ან როგორ მოახერხა ლევანმა, მაგრამ მისი სჯეროდა მარტას. იმედებით იყო სავსე და სწამდა, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას შეძლებდნენ ერთად.
- სულ უმნიშვნელო პრობლემაც კი მინდა რომ გამიზიარო. - ზურგზე ეფერებოდა კაცი და ხმადაბლა საუბრობდა. - არა იმიტომ რომ შენ არ შეგიძლია მათი მოგვარება, მინდა იგრძნო, როგორი ფუფუნებაა როცა ვინმეს მუდმივ თანადგომას გრძნობ და მინდა იცოდე როგორია, როცა ეს ზესუპერპიროვნება აფრენს შენზე და მზადაა, ნებისმიერი სისულელე ჩაიდინოს შენი გულისთვის. - ბოლო წინადადებას ლევანის ჩუმი ჩაცინება მოჰყვა.
- მაპატიე, ასეთი ხალისიანი საღამო რომ დავამძიმე და მადლობა, ყველაფრისთვის. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე ლევან ...
- ეგ ორი სიტყვა, მეორედ აღარ გამაგონო, გაიგე? - მხრებში ჩაავლო ხელები ლევანმა და ფრთხილად მოიშორა მკერდიდან, თვალებში ჩააშტერდა გაკვირვებულ მარტას. - მსგავს ურთიერთობებში, მადლობები და ბოდიშები არ მესმის მე. ბარემ „თქვენობით“ ვისაუბროთ. ასე მართლა ვერასდროს მივალთ სექსამდე. - კიდევ ერთხელ ჩაიცინა კაცმა.
- მე... მე... - ისევ შესაფერის სიტყვებს დაუწყო ძებნა და ალუღლუღდა. ისევ სერიოზულ და მტკივნეულ თემას უნდა მიბრუნებოდნენ, ისევ უნდა გაეფუჭებინა ლევანის გამოკეთებული განწყობა, მაგრამ ბარემ უნდა ეთქვა სათქმელი. - სექსი მეზიზღება. - მოჭრა მოკლედ და ლევანის რეაქციას დააკვირდა.
- შენ ის წარმოდგენა და ის მოგენებები გეზიზღება, რაც გაქვს სექსთან დაკავშირებით. არასდროს მიგიღია სიამოვნება, იმიტომ რომ არასდროს ყოფილხარ არც იმ არაკაცთან და არც ჩემთან სურვილით სავსე. - საკუთარ სიტყვებში სავსებით დარწმუნებული საუბრობდა ლევანი, ყურადღებით უსმენდა მარტა და ძალიანაც დამაჯერებლად ეჩვენებოდა მისი მოსაზრებები. - ჩემი ფერება აღგაგზნებს მარტა. შენ მე გინდები. უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია, ეს მასთან გატარებული ღამეების ბრალია, ღმერთო, კიდევ კარგი ჩაძაღლდა, თორემ აუცილებლად ბოლოს მოვუღებდი ჩემივე ხელებით. - ამ სიტყვებზე შესამჩნევად გააჟრჟოლა მარტას, მარტივი მოძრაობით გადაისვა ლევანმა კალთაში და ჩაიხუტა.
- არ მეგონა, ეს საუბარი ამხელა შვებას თუ მომგვრიდა. - თქვა მცირეხნიანი სიჩუმის შემდეგ მარტამ და ყელში აკოცა ლევანს. - წამოდი დავწვეთ, სადაცაა გათენდება. - ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა კაცს.
მანამდე , არასდროს სძინებია მარტას ასე უშფოთველად, როგორც იმ ღამით. ნაშუადღევი იყო, რომ გაიღვიძა, ლევანი მის გვერდით არ იყო, გემრიელად დაამთქნარა და დაიჯღანა, საშინელი ნაბახუსევი ჰქონდა. ძლივს წამოდგა ფეხზე და ხალათმოცმული სამზარეულოსკენ წაფრატუნდა. ქურასთან იდგა ლევანი და ერბოკვერცხს საქმიანი სახით დასტრიალებდა.
- მასეთი გაჩეჩილი და სახემოჟამულიც რომ დაცემა ქალი ხარ თუ იცი? - მოწყურებული მზერა მოატარა ქალს, დარცხვენილი რომ ცდილობდა თმის დალაგებას. სანახევროდ შიშველი მარტას გვერდით წოლისას შეჩენილ მტანჯველ სურვილს, რომელმაც საერთოდ არ დააძინა სამზარეულოში გაქცევით დააღწია თავი და ახლა იმავე ოთახში მისმა გამოჩენამ თავიდან ააფორიაქა. ძლივს ახერხებდა, დაუდევრად შეკრული ხალათიდან გამოჩენილი მკერდის ღარისთვის თვალი აერიდებინა.
- ცუდად ვარ. - უბრალოდ დაიწუწუნა მარტამ და სკამზე ჩამოჯდა. ახლა ხალათი გადაეხსნა აქეთ-იქით და სანამ გაისწორებდა, შიშველმა ფეხებმა გამოანათა.
აღარ შეიკავა თავი, დრო იყო გადაედგა ნაბიჯი. გაბრუებული ქალის წინ ჩაიმუხლა, რომელსაც ცალი, მაგიდაზე დაყრდნობილი ხელი თვალებზე აეფარებინა, მეორე უღონოდ ჩამოეშვა და კალთაში ედო. მუხლებზე შეახო ხელები ლევანმა და ხმადაბლა დაილაპარაკა.
- რაღაც მინდა ვცადო. - კაცის ხელებმა და დაგუდულმა ხმამ მაშინვე დააქაჩვინა თვალები მარტას. განაბული მიაჩერდა ლევანს, მოლოდინად ქცეული. აღელვებული და ცოტა დაძაბული დაჰყურებდა ლევანის ხელებს, ხალათის ქამარს რომ დასწვდნენ გასახსნელად. - ნუ იძაბები, თვალები დახუჭე და საკუთარ შეგრძნებებს დაუკვირდი. - ასეთი ვნებიანი არასდროს ყოფილა ლევანის ხმა. მორჩილად დახუჭა თვალები და მის ტანზე ნაზად მოსრიალე ხელებზე, კაცის ღრმა სუნთქვაზე გადაიტანა ყურადღება.
ნელა, ფრთხილად დააშორებინა შეკრული მუხლები ლევანმა და მუხლებზე დამდგარი მათ შორის მოექცა. თვალს არ წყვეტდა ქალის სახეს, მილულულ თვალებს, გაპობილ ბაგეს, ესმოდა მისი არათანაბარი და სწრაფი სუნთქვა. თითის წვერებით ტუჩებზე შეეხო, ნელა ჩამოასრიალა ნიკაპზე, ყელზე, მკერდზე... იგრძნო, როგორ არანორმალურივით ძგერდა ქალის გული. სწრაფად გაუშუშვლა მკერდი, ოდნავ მოუჭირა თითები, ყრუ კვნესა გაიგონა და ტუჩებით დაკვდა ვარდისფერ კერტს.
- არ მინდა შედარებები გააკეთო მარტა, მხოლოდ ჩვენ ორზე იფიქრე. - მის მკერდს წამით მოწყვეტილმა უთხრა ქალს და ისეთი მზერით გამოხედა საპასუხოდ მარტამ, იმხელა ვნებით, დაუკოებელი ნდომით, სურვილით - წამოწყებულის გაგრძელებისა და მაინც, სკამის კიდეებზე, მთელი ძალით ჩავლებული ორივე ხელი გასცემდა მის ნერვიულობასა და დაძაბულობას.
სიგიჟე და დაუჯერებელი იყო მარტასთვის ის რასაც იმ მომენტში განიცდიდა. შედარება? - არა. შეუძლებელი იყო რაიმესთვის შეედარებინა ლევანის ალერსით მოგვრილი ტკბილი თრთოლა. თითოეული უჯრედით გრძნობდა სხეულში ჩაღვრილ მტანჯველ სიტკბოებას და სულ უფრო მეტი სურდა. შიმშილს გრძნობდა, უცნობ შიმშილს. მხურვალებაატანილს მუცელი უცნაურად ეჭიმებოდა და კიდევ უფრო ქვემოთ კი, ერთ კონკრეტულ, მგრძნობიარე წერტილში ყველაფერი ერთად იყრიდა თავს. წერტილს, რომლის არსებობაზეც მანამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ლამის ჭკუიდან გადაეყვანა ახლა. ლევანის ერთი ხელი მკერდზე რჩებოდა და სულ უფრო აუტანლად სასიამოვნო ხდებოდა მისი ალერსი, უფრო და უფრო მომთხოვნი იყო მისი ტუჩები, ნაკოცნ ადგილებს დაწითლებულს რომ ტოვებდნენ, თუმცა შოკი, მისმა მეორე ხელმა მოჰგვარა, თავდაჯერებულად რომ შესრიალდა მარტას საცვალში და თავისუფლება მოუტანა ქალს, თავისუფლება მტანჯველი სიამოვნებისგან. ეს იყო შვება და ნეტარება, თითქოს რაღაც მოგროვდა, რაღაცამ თავი მოიყარა და მერე ათას ნაწილად გაიშალა, მოულოდნელი აფეთქების ტოლფასი იყო ეს მარტასთვის, რომელსაც წამოკივლებით შეეგება.
ლევანის მხრებს ჩაფრენილს, შუბლი კაცის შუბლისთვის მიებჯინა და თვალებდახუჭული ღრმად სუნთქავდა, ისევ საკუთარ შეგრძნებებს მიჰყვებოდა კვალდაკვალ, უნებურ ცახცახს ვერაფერი მოუხერხა. თუმცა, აშკარად მშვიდდებოდა ნელ-ნელა.
- ეს... ეს რა იყო?! - აღტაცებანარევი გაოცებით ამოილაპარაკა და ლევანს თვალებში შეხედა. მან კი უბრალოდ გაუღიმა ქალს.
იმდენს ჰპირდებოდნენ კაცის თვალები, ზუსტად იმ მომენტში ისეთი სექსუალური იყო მისი მზერა, ისეთი მწველი, ისეთი მომთხოვნი და ისეთი აგონიით იხმობდნენ მარტას...
- კიდევ. - იყო მარტას პასუხი მის უხმო თხოვნაზე თუ მოთხოვნაზე და ყველაფერი გასაგები იყო ლევანისთვის, სწრაფად წამოაყენა ქალი სკამიდან და საძინებლისკენ წაიყვანა.

***
იმ დღიდან ისე განვითარდა მათ ირგვლივ მოვლენები, როგორც უნდა განვითარებულიყო, მალევე, ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. მარტა თეონას მშობლებს, როგორც თეონას დედამთილს და მამამთილს, ასე თუ ისე იცნობდა. სულ ოდნავ დაძაბულობას გრძნობდა, როცა მათთან უკვე სულ სხვა სტატუსით წაიყვანა ლევანმა. კაცის აუღელვებლობა მასაც ამშვიდებდა. შეხვედრა-გაცნობა კი საკმაოდ ბუნებრივად წარიმართა. ლევანის საოცრად თბილი მამა, ყველანაირად ცდილობდა, თავი თავისუფლად ეგრძნო მარტას. დედა ცოტას კოკობზიკობდა. მგონი, თავიდან მარტას შეშინება გადაწყვიტა, უნდოდა ეჩვენებინა ვინაა ოჯახში მთავარი ქალბატონი. თუმცა მალევე მიხვდა, მასთან პაექრობას სულაც არ აპირებდა მარტა, საერთოდაც, ვერავის და ვერაფერს ხედავდა ლევანს იქით. ეს საკმარისი აღმოჩნდა, ფარხმალ დაყრილი სადედამთილო უბრალოდ მათი ყურებით რომ დამტკბარიყო.
მართლაც, მარტასთვის მოკლე ხანში, ლევანზე მნიშვნელოვანი არვინ და არაფერი არსებობდა. ნელ-ნელა შეეპარა მთელს მის არსებას კაცის სიყვარული და ისე ჩაითრია თავფეხიანად, უკან დასახევი ყველა გზა მოუჭრა. ეს სიახლე მის ცნობიერებაში ისე მოულოდნელად შეიჭრა, კინაღამ მუხლმოკვეთილი დაეცა.
უყურებდა, მისკენ ზურგით მდგომ, ტელეფონზე სერიოზულად მოსაუბრე ლევანს. ხელით კედელს ეყრდნობოდა კაცი, ფანჯარაში იყურებოდა და მოკლე პასუხებს სცემდა მოსაუბრეს, მერე კი უცებ, სწრაფად შემოტრიალდა, თითქოს მარტას მზერა იგრძნო და პირდაპირ თვალებში შეხედა ქალს. დღესაც არ იცის იმ ერთ წამში რა მოხდა, იმ ერთ შემოხედვაში რა დაინახა... უფრო სწორად რა აღარ დაინახა საკუთარი თავით დაწყებული... ადგილზე შეტოკდა და წაბარბაცდა. მასთან წამებში გაჩენილ ლევანს არანორმალურივით დაეტაკა ტუჩებზე, კოცნიდა აკანკალებული და ტიროდა, ბედნიერებისგან ტიროდა. მის სიგიჟეს აყოლილი ლევანი, მოუთმენლად ხდიდა ტანსაცმელს და ხვდებოდა, საბოლოო გარდატეხა მოხდა ქალში. დღემდე აღფრთოვანებაში მოჰყავს მარტა კაცის ფაქიზ დამოკიდებულებას მისადმი. გაგება, მოთმინება და თანადგომა... ლევანის ამ და სხვადადებითი თვისებებით ზოგჯერ ჰგონია, ბოროტად სარგებლობს და ცდილობს, თავადაც გამოიცნოს მისი სურვილები, თითოეული სითბოს გამოვლინება კი ორმაგად დაუბრუნოს უკან, რაც არაჩვეულებრივად გამოსდის, შეყვარებული ქალისთვის ხომ სულაც არაა ძნელი, საყვარელ მამაკაცს მიუძღვნას თავი, მით უმეტეს მაშინ, როცა სამყაროს ცენტრს კაცისთვის ეს კონკრეტული ქალი წარმოადგენს.

დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ. მარტასნაირებისთვის - არა. მიუხედავად საოცარი ბრძოლისუნარიანობისა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთა და არასასურველ ქორწინებას თავი დააღწია, ფაქიზი შინაგანი სამყაროს მატარებელი გოგონასთვის, ცხოვრების მიერ, მისთვის გამზადებული სისასტიკეები, თუ საკუთარი შოკისმომგვრელი ნაბიჯები, დამანგრეველია. მისი ჭრილობების მკურნალი ლევანი აღმოჩნდა. მხოლოდ მან დაინახა სიმკაცრის და უკარებას ნიღაბს ამოფარებული ფაქიზი და შეშინებული გოგონა და უყოყმანოდ, უშიშრად მოუწყო სასურველი სამყარო.

ზოგჯერ, ისეთი განსაცდელის გადატანა უწევს ადამიანს, მისგან დატოვებულ კვალს ვერავინ და ვერაფერი აქრობს. თუმცა, ღამით კოშმარული სიზმრით შეშინებული რომ იღვიძებ და სხეულზე საყვარელი ადამიანის ხელებს გრძნობ, მუცელში კი პაწაწინა არსება ხვანცალებს და გირტყამს, ხვდები, არსებულ რეალობამდე მოსაღწევად თუ საჭირო იქნება, იგივე ან უფრო უარეს განსაცდელსაც, თავიდან გადაიტან.



№1  offline წევრი Mari Ami_2

Perfect!!!
{" ხვდები, არსებულ რეალობამდე მოსაღწევად თუ საჭირო იქნება, იგივე ან უფრო უარეს განსაცდელსაც, თავიდან გადაიტან. " } ზუსტად! <3

 


№2  offline წევრი nestanuka13

დღეს სულ ვამოწმებდი რომ იქნება ახალი თავი დაიდოთქო, რომ დავინახე გამიხარდა მაგრამ გვერდზე დასასრულმა ჩემი სიხარული ჩააქრო, ვიცი არ წერ ზოგადად დიდ ისტორიებს მაგრამ არ მინდოდა ჯერ თითქოს დამთავრება, შენზე და ისტორიაზე აღარ ვიცი რა ვთქვა, იმედია ახალს მალე დაიწყებ wink love

 


№3 სტუმარი სტუმარი მ

კარგი იყო....

ლევანი სუპერ ...

მატყუარა ჭიქების სადღეგრძელოზე ძალიან ვიხალისე....

 


№4  offline წევრი kaxelii

ღირდა ამდენ ლოდინად. მართლა კარგი იყო.ყოჩაღ. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით

 


№5  offline მოდერი chica sol

ვაიმე... დასასრულუ?რა დასასრული?აუუუ:((
მინდოდა ეს ისტორია უსასრულოდ გაგრძელებულიყო. მიუხედავად იმისა რომ ეს თავი ჯერ არ ეწამიკითხავს მაინც ვტოვებ კომენტარს და წაკითხვის შემდეგაც არ დაგზარდები.
პ.სიმედია ეს კიმრნტარიც არ წაიშლება. რატომღაც სულ იშლება ხოლმე და :დდდ

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მიყვარს ასეთი დასასრული. ადამიანს სიცოცხლეს ანდომებ. love

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

რომ გითხარი, ველოდი ორ ან სამ თავში დაასრულებდითქო...
კიდევ კარგი ეს ახლა მოხდა.
მშვენიერი იყო მალო...
ყველაფერი ნორმაში და ზომაზე.
ლევანის და მარტას ურთიერთობაც განსხვავებული იყო. სხვაგვარად ვერც იქნებოდა.
მომეწონე ამ ისტორიაში.
დიდხანს ნუ დაგვეკარგები<3

 


№8  offline მოდერი chica sol

ვაიმე მალენა, გეფიცები ვკანკალებ ემოციების სიჭარბისგან.
ეს იყო რაღაც საოცარი ისტორია საოცრად დახვეწილი და შემდგარი პერსონაჟებით. რა გითხრა? შენი ისტორიები ყველა მაქვს წაკითხული და ყველა საოცრად კარგია. ახლა ემატება მარტა. ..
წინა თავზე დავტოვე კომენტარი და წაიშალა, ამიტომ კიდევ გეტყვი რომ ვიცანი ჩემი ვატუნა-ვახტანგი და თებრო.( რა თქმა უნდა შენი მინიშნების შემდეგ) მინდა გითხრა,რომ "მე მაჩო"(იმედია სწორად მახსოვს,) ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორიაა.
გამიგრძელდა ძალიან...
შენ უნიჭიერესი ხარ ჩემო საყვარელო, არ ვიცი რა გითხრა მეტი. ეს ის შემთხვევაა ვერაფერს რომ ვერ ვამბობ,არადა ბევრია სათქმელი.
დიდი მადლობა ემოციების ცუნამისთვის.. მადლობა რომ ასე მახარებ . მიყვარხარ მე შენ,ასეთი კარგი რომ ხარ❤❤❤❤❤(ვაიმე გამაჩერეთ ვინმემ, თორემ ვერ მოვიფიქრე ჩემით ხომ ხედავთ)

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

'სენსაციონ'. აი, თურმე იძლევა ქართული ლექსიკა იმის საშუალებას, რომ 'ტრადიციულების' გარდა სხვანაირადაც დაიწეროს, თან ამ საიტზე სიამოვნების მინიჭების საშუალებებზე. 'ბავშვ' ავტორებს ნამდვილად არ ვეხები, მაგრამ დიიიდების კი გამკვირვებია. მეტი რა დავწერო ამ შუაღამისას. იმედია, შენი 'ტაო'´-ს მსგავსად ბევრი რამე გავრცელდება ამ ისტორიიდანაც სიტზე.
პ.ს. 1. ისე შენ შეგირცხვა ნამუსი, ამ მოცუცქნული ისტორიის წერას ამდენი დრო რომ მოანდომე და ამდენი ხანი გვალოდინე მკითხველი. მაგრამ, გოგოს მაინცდამაინც ამ სიბერეში მოუნდა 'იმეების' კითხვა wink wink .
2. აი, თითქოს ხომ ყველაფერი ბანალური იყო, მაგრამ მაინც არაბანალურობის დედოფალი ხარ საიტზე.

 


№10  offline წევრი tamtu

Ukargesi da usakvarlesiiii xar ♥Ai kvela sheni istoria momecona chemo kargooo. Davelodebi shens axal istorias. Bevri ar gvalodino raaa. Momenatrebi me shen:)♡♥♡♥♡♥♡♥♡

 


№11  offline მოდერი malena

უღრმესი მადლობა ყველას, ყველას... ლამის გულწასული მივესვენე, ისე მაქებთ.
უყვარხართ მალენას და მოენატრებით. ♥♥♥♥♥♥

 


№12  offline წევრი nestanuka13

მოგენატრებით რას ქვია სად მიდიხარ რო??? :))

 


№13  offline მოდერი malena

nestanuka13
მოგენატრებით რას ქვია სად მიდიხარ რო??? :))

არსად. სანამ ახალი ისტორია გაშანშალდება, ხო მომენატრებით? :)

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

როგორი კარგი გადმოცემის და აღწერის უნარი გაქვს. საოცარია პირდაპირ და ძალიან მომეწონა მე ეს ისტორია. სხვა არ ვიცი, მაგრამ ამ ისტორიას გამოვარჩევ და ალბათ კიდევ და კიდევ დამამახსოვრება დიდხანს..
ემოციებიც გამყვება და შეგრნებებიც, რაც კითხვისას განვიცადე.
love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15  offline წევრი marisa

ვაიმე, რა მაგარი იყო. სუპერ.. ნუ, ძალიან სარისკოა, აღწერო ეს სცენები ისე, რომ არ გადაამლაშო ან ზედმეტი არ იყოს, მაგრამ ისე მომეწონა, არაფერი მეზედმეტება. ნუ, ლევანი და მარტა არ ვიცი, მაგრამ ვიღაც პირდაპირ თვალწინ დამიდგა და პირი ძლივს მოვკუმე, ბოლოს რომ ჩავედი. აა, გამაჟრჟოლა და ელეთ-მელეთი დამემართა :)) მადლობა იმ ემოციისთვის, რაც ამ რომანმა მომანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხ თავში მატირე, მაცინე, ემოციებისგან დამთრგუნე და ამავსე. ეჰ, სად არ მყავს შეყვარებული ლოლ ძალიან გთხოვ, დიდხანს არ დაიგვიანო.. პ.ს. სხვათა შორის, ძალიან გაიხარებდა ამის შემდეგ :))

 


№16  offline მოდერი malena

ერკე
როგორი კარგი გადმოცემის და აღწერის უნარი გაქვს. საოცარია პირდაპირ და ძალიან მომეწონა მე ეს ისტორია. სხვა არ ვიცი, მაგრამ ამ ისტორიას გამოვარჩევ და ალბათ კიდევ და კიდევ დამამახსოვრება დიდხანს..
ემოციებიც გამყვება და შეგრნებებიც, რაც კითხვისას განვიცადე.
love

გმადლობ. მიხარია, გამორჩეულად რომ მოგეწონა. request

marisa
ვაიმე, რა მაგარი იყო. სუპერ.. ნუ, ძალიან სარისკოა, აღწერო ეს სცენები ისე, რომ არ გადაამლაშო ან ზედმეტი არ იყოს, მაგრამ ისე მომეწონა, არაფერი მეზედმეტება. ნუ, ლევანი და მარტა არ ვიცი, მაგრამ ვიღაც პირდაპირ თვალწინ დამიდგა და პირი ძლივს მოვკუმე, ბოლოს რომ ჩავედი. აა, გამაჟრჟოლა და ელეთ-მელეთი დამემართა :)) მადლობა იმ ემოციისთვის, რაც ამ რომანმა მომანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხ თავში მატირე, მაცინე, ემოციებისგან დამთრგუნე და ამავსე. ეჰ, სად არ მყავს შეყვარებული ლოლ ძალიან გთხოვ, დიდხანს არ დაიგვიანო.. პ.ს. სხვათა შორის, ძალიან გაიხარებდა ამის შემდეგ :))

ნუ, შთაბეჭდილებები გაქვთ ისეთი, სადაცაა თავში ამივარდება. winked
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. love

 


№17  offline წევრი nestanuka13

ხოდა ამიტომ მალე გააშანშალე :))

 


შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული.. love
მაგრამ გმორჩეულად ,,ატეხილი გრძნობები'' და ,,მარტა'' მომეწონა..
ნუ დაგვეკარგები ძალიან გთხოვ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით love

 


№19  offline მოდერი malena

nestanuka13
ხოდა ამიტომ მალე გააშანშალე :))

ვეცდები ყველანაირად. :) ♥♥♥

მეფის დედოფლის პოეზია
შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული.. love
მაგრამ გმორჩეულად ,,ატეხილი გრძნობები'' და ,,მარტა'' მომეწონა..
ნუ დაგვეკარგები ძალიან გთხოვ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით love

მადლობა... ♥♥♥ ვეცდები, მალე დაგიბრუნდეთ ახალი ისტორიით. :)

 


№20  offline ადმინი უნდა ვწერო

როგორც იქნა,დავასრულე..
საუკეთესო ხარ...ორიგინალური და ჩამოყალიბებული...მიყვარს შენი ეროტიკა...შესანიშნავად გამოგდის.

 


№21  offline მოდერი malena

უნდა ვწერო
როგორც იქნა,დავასრულე..
საუკეთესო ხარ...ორიგინალური და ჩამოყალიბებული...მიყვარს შენი ეროტიკა...შესანიშნავად გამოგდის.

აი, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. :)

 


№22  offline წევრი zoi

უუუუუუუუფ უმაგრესიაააა

 


№23  offline წევრი OnlyGirl

შენი ყველა ისტორია წავიკითხე რაც დევს და ძალიან მომწონს <3 სულ ვამოწმებ მაგრამ ახლებს აღარ დებ :(

 


№24  offline წევრი lankobalero

საოცრად ტკივილიანი, ემოციური და თბილი ისტორია იყო love იგრძნობოდა ის სისასდავე რაც ახლავს შენ ისტორიებს. ყველა ქალზე ქალური ქალი_ აი ეს შეგრდნებაა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასურველი მამაკაციდან, რაც შენ ამ ისტორიით დაგვანახე. მომწონხარ love

 


№25  offline მოდერი sopiko

საუკეთესო ისტორიაა შენს შემოქმედებაში love
ვგიჟდები მარტაზე, ლევანზე, ვატოზე და თეონაზე...
მებრალება ქუჯი... მხოლოდ მებრალება!
არ მესმის მარტას დედისნაირი ქალების...
სამართალმა, სიყვარულმა, ბედნიერებამ იზეიმა!
დიდი მადლობა იმ ემოციებისთვის, რაც ამ ისტორიამ აღძრა ჩემში feel

 


№26  offline წევრი BuBaMaRa

მადლობა შენ ,, ძალიან ნიჭიერო ადამიანო ამ ზღვა ემოციური საათისთვის.. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მაგრამ კითხვის შემდეგ დაგროვილმა ემოციამ კი შემდგიმ გამიხშირა სუნთქვა... წარმატებებს გისურვებ .. ❤❤❤❤❤❤❤

 


№27  offline მოდერი malena

მადლობა უღრმესი, ყველას. ♥♥♥

 


№28  offline აქტიური მკითხველი aanamaria

სასწაულადკარი იყო

 


№29  offline წევრი Marusa21

Zalian sainteresod weertt,daiwyet axali istoriaa

 


№30  offline მოდერი malena

დიდი მადლობა. ვეცდები უახლოეს მომავალში დავდო ახალი ისტორია. :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent