შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი ფერადი სხივი


20-12-2015, 23:12
ავტორი eleonor
ნანახია 1 571

დილით კარზე ზარის ხმამ გამოაღვიძა. ჯანდაბა ნეტავ ვინ არის? -გულში გაბრაზდა და ლოგინიდან ობობასავით გამოძვრა.
ჯერ კიდევ მოუფხიზლებელი კარისკენ ნელი ნაბიჯებით და თვალების სრესით გაემართა. არც უფიქრია პიჟამაზე რაიმე მოეცვა, ამისათვის ჯერ მის ტვინს მუშაობა უნდა დაეწყო, მაგრამ ვინაიდან არც თვალები ჰქონდა ნორმალურად გახელილი და ვერც მისი "გამოსაფხიზლებელი საშუალების" (ყავის) დალევა მოესწრო ამის გაკეთება აზრადაც არ მოსვლია.
-ანა შენ რა, ჯერ არ ხარ მზად? -მის ხმაში ასპროცენტიანი გაკვირვება გაისმა
-რისთვის უნდა ვიყო მზად? -გოგონამ ხელის გულით თვალები კიდევ ერთხელ მოისრისა და თავით ანიშნა მოსულს სახლში შესულიყო
ნიკას სახეზე აშკარა გაოცება ეწერა, მაგრამ ანას ეს არ შეუმჩნევია. არ მაშინ როდესაც კარი გააღო და არც მაშინ, როცა მისაღებში ნერვიულად მოჰყვა სიარულს, საბოლოოდ კი მის წინ გაჩერდა.
-დღეს შენი პირველი სამუშაო დღეა. გამოგიარე რომ წაგიყვანო? არ მითხრა რომ დაგავიწყდა
-სამუშაო დღე? -თითქოს ელდა ეცა და ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. საკუთარი ხმაც კი ეუცნაურა ამ დროს
-შენ მე გამაგიჟებ, რაზე ფიქრობ გოგო? -ბიჭს ხმაში მცირედი გაღიზიანება დაეტყო -წადი დროზე მოემზადე ახლა თორე პირველივე დღეს გამოგაგდებენ იქედან
პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩაუთვლია, ალბათ იმიტომ რომ ახლა რაიმეს სათქმელად დახარჯული ორი წამიც კი დიდ დროდ ეჩვენებოდა, დროს კი მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში ამწუთას. კარადა კი არ გამოაღო გამოგლიჯა და სპეცილურად ამ დღისთვის, გასულ საღამოს შერჩეული ტანსაცმელი სწრაფად გამოიღო.
თეთრი, ტანზე მომდგარი, მუხლს ოდნავ აცილებული კაბა მის ფიგურას საოცრად მოუხდა. რატომღაც აჩემებული ჰქონდა, რომ ამ ტანისამოსს უბრალო და ჩამოშლილი ვარცხნილობა უხდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა მხოლოდ თმის დავარცხნა-დასწორებით შემოფარგლულიყო და მეტით არაფრით.
ცდილობდა ყველაფერი რაც შეიძლებოდა ჩქარა გაეკეთებინა. ალბათ სწორედ ამის ბრალი იყო ის, რომ ფეხსაცმლის ჩაცმისას წაიქცა კიდეც და გაბრაზებულმა თავისი ახალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კარგადაც გამოლანძღა, მაგრამ რამოდენიმე წამის შემდეგ, როდესაც საკუთარ საქციელს გარეშე პირის თვალით შეხედა, მის ნორმალურობაში ეჭვიც კი შეეპარა.
მორჩა ანა -უთხრა საკუთარ თავს სარკეში, როდესაც მომზადებას საბოლოოდ მორჩა და საჩვენებელი თითი ოდნავ ზემოთ ასწია, თითქოს საკუთარ ორეულს ტუქსავდა რომელიც სარკის მეორე მხრიდან უმზერდა -ვიცი სარკეში ყურება ძალიან გიყვარს, მაგრამ დღეიდან ამისთვის დახარჯული დრო მაქსიმალურად უნდა შეზღუდო. უნდა დასერიოზულდე, ბოლოსდაბოლოს მუშაობას იწყებ.
არადა როგორ ეზარებოდა დილით ყოველდღიურად ადრე გაღვიძება და იქ წასვლა სადაც საქმის, სერიოზული გამომეტყველების მქონე ბიზნესმენების და მოსაწყენი თათბირების გარდა არაფერი ელოდა.
-შენ ამას შეძლებ ანა -კვლავ განაგრძობდა საკუთარ ორეულთან საუბარს -უბრალოდ ღრმად ისუნთქე და არაფერზე ინერვიულო.
გოგონამ წამით თვალები დახუჭა და გახშირებული სუნთქვის დარეგულიერება სცადა. არ იცოდა რატომ ღელავდა, მაგრამ მაინც ვერაფერს უხერხებდა ზედმეტი ნერვიულობისგან აბაგუნებულ გულს, რომელიც თითქოს მკერდიდან ამოხტომას ლამობდა.
-აბა შენ იცი, უბრალოდ თავდაჯერებული იყავი და ყველაფერი კარგად იქნება. -ეს ბოლო სიტყვები იყო რითაც იმ დროს საკუთარი თავი გაამხნევა, ამის შემდეგ ჩანთას დასწვდა მობილური და ყურსასმენები საჩქაროდ ჩატენა და საძინებლიდან ლამის სირბილით გავიდა.
სამსახურში ნიკამ წაიყვანა. იმედი ჰქონდა დროულად მივიდოდნენ, მაგრამ გზაში იმხელა საცობი შეიქმნა, რომ დაგვიანება უკვე გარანტირებული იყო, რამაც უფრო მეტად ააღელვა ისედაც აღელვებული გოგონა. ყურისწამღები სიგნალები და გარაზებული მძღოლების ლანძღვა-გინება ერთმანეთში ირეოდა.
-ნუ ნერვიულობ. არამგონია ამის გამო პრპობლემა შეგექმნას. დიდი დიდი ათი წუთი დააგვიანო -ხელზე ხელი მოუჭირა ნიკამ, როდესაც მისი მღელვარება შენიშნა
-ზედმეტად ოპტმისტურად უდგები. გადმოცემით ვიცი, რომ დირექტორი ნამდვილი მონსტრია -სახე დაემანჭა და საქარე მინიდან უსასრულოდ ჩამწკრივებულ მანქანებს უკმაყოფილოდ გახედა
-ჩემი აზრით ოპტიმიზმში ცუდი არაფერია -ლოყაზე აკოცა ბიჭმა და მისი ხელი თავისაში გადახლართა. ხომ იცი თუ რამე ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს?
-ნიკა უკვე ბევრჯერ გითხარი, რომ ფულს არ გამოგართმევ. შენ არ უნდა დაისაჯო იმის გამო რომ ჩემმა იდიოტმა ძმამ მშობლების მთელი ქონება კაზინოში გაანიავა და ფაქტიურად ნულზე დასვა მეც და თავისი თავიც
-მაგრამ მე ვალდებული ვარ ამაზე ვიფიქრო. საკმარისად უზრუნველყოფილი ვარ იმისთვის, რომ შენც გარჩინო და საკუთარი თავიც
-და ეს სხვისი თვალით როგორი დასანახი იქნება? ამაზე გიფიქრია? იმას ვგულისხმობ რომ შენს ხარჯზე ცხოვრებას მთავაზობ. არ მინდა ჩემზე ვინმემ ჭორაობა დაიწყოს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება წყობილებიდან გამოვიდე და იმ კონკრეტულს რაიმე დავუშავო -თავიმა ნათქვამმა თვითონაც შეაკრთო, მითუმეტეს როცა იცოდა, რომ ეს მხოლოდ სიტყვები იყო და მათ სისრულეში მოყვანას ვერასოდეს შეძლებდა.
-რაც შეეხება ამას -განაგრძო ნიკამ და საჭეს ხელები მოაშორა -მე ბევრჯერ გთხოვე, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის უარს მეუბნები. მაინტერესებს რამდენი დრო გჭირდება იმის დასადგენად გინდა თუ არა ჩემი ცოლობა?
-ნიკა გთხოვ, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ
ანას არ უნდოდა კვლავ ეს თემა წამოჭრილიყო დღის წესრიგში. რატომღაც ყოველთვის გაურბოდა ქორწინებაზე ლაპარაკს, მაგრამ როდესაც ნიკას დაჟინებულ მზერას წააწყდა, მიხვდა, რომ ამჯერად ამ საუბრისგან თავს ვერ დაიძვრენდა და ნერვიულად დაიწყო თითების მტვრევა, მისთვის სათქმელი ტექსტის მოფიქრების პარალელურად
-მოკლედ ჯერ მხოლოდ ოცდაორი წლის ვარ და არ ვთვლი, რომ ოჯახის შექმნა ზუსტად ისაა რაც მე მინდა. არმგონია რომ ამის ასე დაჩქარება აუცილებელი იყოს. ამსითვის ჯერ ხომ ერთმანეთის კარგად გაცნობაა საჭირო. ქორწინება სერიოზული ნაბიჯია და . . .
-ანა ჩვენ უკვე ხუთი წელია ერთმანეთს ვიცნობთ და აქედან სამი წელი ერთად ვართ. არ ფიქრობ რომ ეს დრო საკმარისია იმისთვის, რათა შენს გრძნობებში საბოლოოდ გაეკვე? -ინტერესით და ამავდროულად გაოცებით სავსე მზერა მიაპყრო გოგონას თვალებს, რომელშიც მხოლოდ უარს და ფრაზას "მოვრჩერ ამ თემაზე საუბარს კითხულობდა", მაგრამ ნიკა ამას არ დაუბრკოლებია. ძალიან უნდოდა გაეგო გრძნობდა თუ არა მის მიმართ იგივეს გოგო, რომელიც ამქვეყნად ყველას და ყველაფერს ერჩია. -არ მიპასუხებ?
-უბრალოდ ნუ მაჩქარებ კარგი? -თითქოს ევედრებოდა მისი ხმა -კიდევ უნდა დავფიქრდე, ყველაფერი ავწონ-დავწონო. არ მინდა რაიმე გადავწყვიტო და შემდეგ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვინანო. -მიხვდა, რომ საკმაოდ ცუდად გამოუვიდა, მაგრამ ამის გამო ენაზე კბენა უკვე გვიანი იყო
ნიკა თითქოს გაშრა, არ მოელოდა ასეთ პასუხს. "ესეიგი ფიქრობს, რომ შეიძლება ეს ნაბიჯი ინანოს"-გონებაში მხოლოდ ეს ფრაზა უტრიალებდა. გული ძალიან სტკიოდა. ანას სიტყვებმა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ იგი იმის მეოთხედ სიყვარულსაც არ განიცდიდა რასაც თვითონ. ამის გაცნობიერებამ ძალიან ააფორიაქა, დილიდან ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფი კიდევ უფრო ცუდ გუნებაზე დააყენა.
-კარგი საყვარელო, როგორც შენ გინდა -თქვა ბოლოს და გოგონას გახედა, რომელიც დამნშავეს მზერით შესცქეროდა. ღიმილი მოჰგვარა ამის დანახვამ. იმ წუთას ისეთი საყვარელი ეჩვენა, რომ თავი ვეღარ შეიკავა, ანას სახე ხელებში მოიქცია და მის ბაგეებს მოწყურებული დაეწაფა.
გოგონამ თმაში ხელი შეუცურა და კოცნაში თავის მხრივ ისიც აჰყვა.
ანა მხოლოდ ნიკას ტუჩების შეხებას გრძნობდა-ნიკა მთელ ემოციების ზღვას.
ანასთვის ეს მხოლოდ კოცნა იყო -ნიკასთვის კი ყველაფერი.
ანა ვერ ხვდებოდა რას განიცდიდა ნიკას მიმართ. ბიჭს კი იგი გაგიჟებით უყვარდა.
გოგონას უბრალოდ მისი დაკარგვა არ უნდოდა -ნიკას კი ანას გარეშე სუნთქვა არ შეეძლო . . .
კოცნა უკანა მანქანის სიგნალების ხმამ შეაწყვეტინათ. როგორც ჩანს საცობი გახსნილიყო და ერთ-ერთი მგზავრი მოუთმენლად ელოდა როდის დაიძრებოდა მათ წინ მდგარი ავტომობილი.
-მგონი ჩვენი წასვლის დროა -თვალი კეკლუცად ჩაუკრა ანამ და მკლავზე მიეხუტა.
ნიკას ჩაეღიმა, მასზე მიკრულ გოგონას ზემოდან სიყვარულით სავსსე მზერით დააცქერდა და მანქანა დაძრა . . .
8 8 8
რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე დიდი შენობის წინ იდგა, იმ შენობის წინ სადაც ამიერიდან ყოველდღე მოუწევდა სიარული.
კარი ოდნავ შეშინებულმა შეაღო და შიგნით შევიდა. მართალია გასაუბრებამ მისთვის კარგად ჩაიარა, მაგრამ ამ საშინელ დაძაბულობის გრძნობას ვერა და ვერ იშორებდა. ყველაფერს, ისიც ემატებოდა, რომ ფირმის დირექტორს ჯერ კიდევ არ იცნობდა პირადად. მას კი თანამშრომლები არც თუ ისე დიდი სიყვარულით მოისხსენიებდნენ.
"ნეტავ როგორ შეხვდებოდნენ კოლეგები?" "როგორ შეძლებდა დილის ცხრიდან საღამოს ოთხ საათამდე ერთ ადგილას ჯდომას?" "როგორ შეეწყობოდა თავის უფროსს?"
ამ ფიქრებში გართული მიაბიჯებდა დერეფანში და თან თვალებით ლიფტს ეძებდა.
-აი ისიც -გაუცნობიერებლად ხმამაღლა წარმოთქვა გოგონამ და ღილაკს თითი ისე მიაჭირა საქაღალდიდან ცხვირი არც კი ამოუყვია. უეცრად ვიღაცის სხეული იგრძნო მის სხეულზე და შეშინებულს ფაილი ხელიდან გაუვარდა.
-მაპატიეთ ბოდიშს გიხდით -მის წინ მაღალი, სპორტულად ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი იდგა და უღიმოდა
"ასე ჩაცმული აქ როგორ დადის?" -პირველი ეს იყო რაც თავში გაუელვა მისი დანახვისას, მაგრამ ამის შესახებ არაფერი უთქვამს
-არაუშავს, პირველ დღეს ყველა დაბნეულია -სიტყვიერად გაამხნება, სავარაუდოდ მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და ძირს დაგდებული საქაღალდე გაუწოდა
-გმადლობ და ჰო სწორად მიხვდი. მართლაც რომ დაბნეული ვარ
-მე თორნიკე მქვია -გასაცნობად ხელი გაუწოდა ბიჭმა და კვლავ გაუღიმა
-ანა -მის ხელს თავისი შეაგება გოგონამ და ცოტათი მოეშვა. კოლეგებიდან ერთ ადამიანს უკვე იცნობდა
-ლამაზი სახელია, ისევე როოგრც მისი პატრონი -ანამ შეამჩნია, როგორ აუთამაშდა თვალებში ჭინკები მის პირდაპირ მდგარ "ახლადგაცნობილს" და სცადა იქაურობას დროზე გასცლოდა
-გმადლობ. ახლა კი მაპატიე უნდა წავიდე, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა თორნიკე
-ჩემთვისაც -ბიჭმა თვალი ჩაუკრა და ლიფტის კარის გაღებისთანავე დერეფანში გავიდა -ჰო მართლა შენი მიღების შესახებ საბუთები ხელმოსაწერად დირექტორს მიუტანე. გეგმები შეიცვალა, გუშინ რომ გასაუბრება გქონდა იმ კაცთან აღარ იმუშავებ. თავად დირექტორის მდივანი იქნები -ხელები მაღლა ასწია თორნიკემ და სანამ ანა რაიმეს თქმას მოასწრებდა, გვერდითა კორიდორისკენ საქმიანი სახით გადაუხვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent