შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “9“


22-12-2015, 16:52
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 869

-არაუშავს,-მიუგო დამიანემ,მაგრამ ხმაში შეეტყო რომ ელენეს საქციელით კმაყოფილი არ დარჩა.პატრამ მის მხარზე ჩამოდო თავი და დაიძინა,ელენეს უნდოდა გამოერთმია და დასაწვენად წაეყვანა,მაგრამ დამიანემ უფლება არ მისცა,თავად შეიყვანა დემნა საძინებელში და ელენეს საწოლზე დააწვინა,გვერდებზე ბალიშები მიულაგა და თბილი საბანი დააფარა.
-უხეშად გელაპარაკე,-მიუახლოვდა ელენე ჩურჩულით,-არ მინდოდა,უბრალოდ ძალიან დავიბენი დემნა შენს მკლავებში რომ დავინახე,-თავი იმართლა მან,დამიანეს მისი მოსმენა რატომღაც აღარ სიამოვნებდა და გაბრაზებული გამომეტყველებით გავიდა ოთახიდან.ელენე ერთხანს იდგა და უცქერდა პატარას,საკუთარი თავის უკმაყოფილო,დემნას კოცნა მოუნდა,მაგრამ მისი გაღვიძების შეეშინდა და ფრთხილად გავიდა ოთახიდან.
-კარზე არიან,-მიუგო გამოსულს დამიანემ და ელენე გასაღებად მივიდა კართან.
-დედა სად იყავი?-ჰკითხა გაურკვევლობაში ჩავარდნილმა ქალმა ნინელის
-მაღაზიაში ვიყავი შვილო,რა მოხდა?-ჰკითხა ნინელიმაც დაბნეულ შვილს და პარკები გაუწოდა,რომლებიც ხელში ეკავა,დამიანეს დანახვაზე კი გაბადრული გაემართა მისკენ და გადაკოცნა,-როგორ ხარ?-ჰკითხა მან
-შეძლებისდაგვარად კარგად,-მიუგო დამიანემ,-თქვენ?
-კარგად ვართ,-გაუღიმა ნინელიმ,-ორივეს რატომ ჩამოგტირით სახე რამე მოხდა?-შეათვალიერა კარგად
-მოდი,დაჯექი,გეტყვით რაც ხდება,-უთხრა დამიანემ და დივნისკენ მიუთითა,ნინელი აღელვებული ჩამოჯდა და სმენად იქცა,-არ ვიცი როგორ მიიღებთ ახალ ამბავს,მაგრამ ვიმედოვნებ რომ ელენეზე მეტ გულისხმიერებას და თანაგრძნობას გამოიჩენთ,-ახედა აღელვებულ ქალს და საუბარი განაგრძო,-მე მყავდა და,რომელიც ავარიაში მოყვა ჩემს სიძესთან ერთად და ორივე ადგილზე დაიღუპა,-ამოიოხრა დამიანემ,ხმაში შეეტყო რომ უჭირდა საუბარი,მაგრამ საჭიროებას მოითხოვდა.
-ძალიან ვწუხვარ,-უთანაგრძნო ნინელიმ
-მადლობ,-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე და საუბარი განაგრძო,-ჩემს დას შვილი დარჩა,მე მხოლოდ დღეს გავიგე და ძალიან განვიცადე,აქამდე რომ მცოდნოდა დემნას ჩემთან წავიყვანდი,-მტკივნეულად შეჭმუხნა შუბლი და ხელები მომუშტა,მარცხენა ხელი გულზე მიიჭირა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი,უჟანგბადობის უსიამოვნო შეგრძნებამ იჩინა თავი საუბრის დროს.ნინელი დამუნჯებული ისმენდა მის საუბარს და თავადაც განიცდიდა დამიანეს ტკივილს.გულგრილი არც ელენე აღმოჩნდა,ცხარე ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან და გზა სახიდან ყელისკენ გაიკვლიეს,რაც საშინლად წვავდა გარეგნულად გულგრილ ქალბატონს.გულში ჩხვლეტავდა,თითქოს ნემსებს არჭობდნენ სათითაოდ.სწრაფად მოიშორა სახიდან ცრემლები დამიანეს რომ არ შეემჩნია და მშვიდი გამომეტყველება დაიჭირა.-მოკლედ,ბევრი რომ არ გავაგრძელო,გეტყვით რომ მინდა დემნა ვიშვილო,იმედია ამის გამო უარს არ იტყვით თქვენი შვილი ჩემი ცოლი გახდეს
-არა,-გაიოცა თვალებ ამღვრეულმა ნინელიმ,-რატომ უნდა ვთქვათ უარი,რა სისულელეა,შენს დის შვილს ისე მივიღებ,როგორც საკუთარ შვილიშვილს,-თანაგრძნობის ნიშნად ხელი ხელს დაადო.
-მადლობ,-გაუხარდა დამიანეს,-ძალიან კეთილშობილი ადამიანი ხართ,რა იქნებოდა ცოტა კეთილშობილება თქვენი შვილისთვის გეწილადათ,-ახედა ისევ ელენეს
-ნუ გგონია, რომ როცა ადამიანი გარეგულად არაფერს იმჩნევს,შინაგადაც ასე იყოს,ელენეს არ უყვარს,როდესაც მისი ტკივილი გარეგნულად ჩანს,მისი სიცივე არაფერს ნიშნავს,-დაამშვიდა ნინელიმ და შვილს ახედა,რომელიც ცივად დასცქერდა ორივეს.
-ჩემზე საუბარს მორჩით?-ჰკითხა უკმაყოფილოდ და ჰოლიდან სამზარეულოში გადაინაცვლა.
-ახლა დემნა სადაა?-მიუბრუნდა ისევ დამიანეს ნინელი
-ელენეს ოთახში,სძინავს,მეშინოდა რომ ამიტირდებოდა,მაგრამ მშვიდად იყო
-ალბათ, შენზე ბევრს უყვებოდნენ სახლში
-შესაძლებელია,-გაეღიმა მამაკაცს და წამოდგა,-სამზარეულოში შევალ,-მიუგო ნინელის და ელენეს შეაკითხა.
ქურასთან იდგა და კოვზს მომცრო ქვაბში ურევდა.
-რას აკეთებ?-ჰკითხა ინტერესით დამიანემ და ქვაბს ჩააცქერდა,წყალი მალე ფუხფუხს დაიწყებდა.
-ნინელიმ თევზი იყიდა და უნდა მოვხარშო,-გასცა პასუხი ელენემ და თევზის დაჭრა განაგრძო
-დაგეხმარები,-უთხრა დამიანემ და დანა მოიმარჯვა
-არ მითხოვია,-გაგულისებულმა ელენემ მიუგო,-მე ვიზამ,-მიუგო მან
-ორი ხელი ნელია და ოთხი ხელი მალე მოაკეთებს საქმეს და მალეც დაისვენებს,-ღიმილნარევი ხმით მიუგო დამიანემ და თავი არ მიანება უკვე დაფაზე დასაჭრელად გადმოღებულ თევზს,-ამ თევზზე ბავშვობიდან ვგიჟდები,-დააყოლა მოგვიანებით
-მე მეზიზღება თევზი,-თქვა ელენემ და ნაჭრები მარილიან წყალში ჩაყარა
-თუ გეზიზღება ხელს როგორღა კიდებ,-დაბნეულმა შეხედა და დაჭრა განაგრძო,-წესით უნდა გზარავდეს,რაც მეზიზღება,შეხება მზარავს.
-არ ვიცი,როცა მიწევს სხვა გზა არ მაქვს,თანაც მალე მოვრჩი
-ვისი დამსახურებაა?-ეშმაკურად შეხედა დამიანემ და თევზიანი ხელები ცხელ წყალს შეუშვირა,ამ დროს მოუნდა ელენესაც დაბანა და იდაყვი მიჰკრა გვერდზე.
-გაიწიე,მზარეულო,-სიცილით უთხრა და ხელის საპონი წაისვა,რომთევზის სუნი გაეცალა,ცხიმთან ერთად.
-მეც დასაბანი ვარ,-გაუწყრა დამიანე და არაფრის დიდებით არ უთმობდა,-დავიბან და მერე,-უთხრა და საპონი მანაც გადაისვა და ხელები ისევ ცხელ წყალს მიუშვირა,როცა დაბანას მორჩა ხელები შეიმშრალა და გზა ელენეს დაუთმო,-მიბრძანდი სულსწრაფო,-ჩამოეცალა, ქაფის მოსახდელი და ჯამი აიღო და ქურასთან მივიდა,-ქაფი არ უნდა ჩავიდეს თორემ თევზი ჭუჭყიანი გამოვა,-თქვა მან
-არ ვიცოდი,-დაებრიცა სახე ელენეს,-ისე მასწავლი ყველაფერს,თითქოს ორი წლის ბავშვი ვიყო,-შეუტია გაბრაზებულმა მამაკაცს.
-მაშ რამდენის ხარ?
-ისე მეკითხები ვითომ არ იცოდე,გაიწიე მე მივხედავ,-ქაფქირის გამორთმევა სცადა,მაგრამ დამიანემ ნება არ მისცა.
-სხვა რამე გააკეთე ამას მე მოვათავებ,-უთხრა და საქმე გააგრძელა.
ელენე ცხვირაბზუებული გავიდა სამზარეულოდან და ნინელისთან მივიდა.
-გიორგი სადაა?-ჰკითხა მივიწყებული მამის ამბავი
-სადაცაა მოვა,-მიუგო ნინელიმ და საათს შეხედა,მისი ნათქვამი გამართლდა,მალევე გაისმა კარზე ხმა და ელენე გასაღებად გაემართა.
-ჩემი ლამაზი,-მოეხვია გიორგი შვილს და აკოცა,-უჩემოდ ხოარმოიწყინეთ?-ჰკითხა ელენეს
-ორი ღამეა შინ არ ყოფილხარ,რატომ მამა?-ეჭვით შეხედა ელენემ მამას,-რამე სერიოზულია?
-არაფერი,-დაბნეულობა დაეტყო ხმაში გიორგის,-ბევრი საქმე მქონდა,-აუხსნა შვილს
-სულ ასე მოუცლელი ხარ ხოლმე?
-ელენე!-მოესმა დამიანეს ხმა,-მოდი ერთი წუთით
-ამას რაღა უნდა,-ლასლასით გავიდა სამზარეულოში,-გიორგის ვესაუბრებოდი,რა მოხდა ასეთი?
-მოვიდა?-გაბადრული გამომეტყველებით გავიდა დამიანე ჰოლში,-როგორ ხარ?-ჰკითხა დივნაზე მიწოლილ გიორგის
-კარგად შვილო,შენ როგორ ხარ?-მოიკითხა მანაც,-ჩემს შვილს ხოარ აბრაზებ?-ეჭვნარევი ხმით ჰკითხა დამიანეს
-ცივ ნიავს არ ვაკარებ,-უთხრა დამიანემ,-ხომ ასეა?
-კი ასეა,-დაეთანხმა ნინელიც
-დამანახეთ ერთი ეგ ცივი ნიავი,-გამოენთო ელენე,-დამიანემ დააშინა და იმიტომ აღარ მეკარება,-სიცილით უთხრა გიორგის,-მამა შენთვის ახალი ამბავი გვაქვს,-ხმა შეცვალა წამსვე.
-რამე ცუდია?-შეშინდა გიორგი,დამიანე კი მიხვდა რა ახალ ამბავზე საუბრობდა ელენე და ამბის ხელმეორედ მოყოლას არც კი ფიქრობდა.
-ელენე შენ უთხარი,-ნება მისცა ელენეს და მანაც მოუყვა დემნას მათთან არსებობის ამბავი.
-საწყალი ბავშვი,-დარდიანად აღმოხდა ორიოდ სიტყვა მამაკაცს და თვალებში ჩამდგარი ცრემლი შეიმშრალა,-მანახეთ აბა ჩემი შვილიშვილი,-თქვა მან და წამოდგა,ნათქვამმა სამივე დაადუმა და ერთობლივად იგრძნეს ტკივილიც და ბედნიერებაც.
გიორგი კი მძინარე დამიანეს სანახავად გაემართა,უკან მიჰყვა დამიანეც.


პ.ს მართალია პატარაა,მაგრამ მაინც ველი თქვენს კომენტარებს. ძალიან მახარებს.



№1  offline წევრი Lana Tomlinson

პირველი ვარ , კარგი ხააარ

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Lanas Statusebi
პირველი ვარ , კარგი ხააარ

მადლობ <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3 სტუმარი darina

Damianeze vgijdebi iseti magari vinmea, am gogom rit ver datba.

 


№4  offline წევრი kaxelii

არ მეყო დიდი მინდოდა. მომწონს ეს ისტორია მაგრამ თითქოს რაღაც მაკლდება არ ვიცი ოღონდ რაა. მალე დადე და ცოტა დიდი თავი. დემნა უფრო მეტად ჩართე და უფრო კარგი იქნება.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიიიჰ რა კარგია მაგრამ ელენე ნერვებს მიშლის :X

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

აუ, სამზარეულოში რომ ჩხუბობდნენ, ნუ რასაც დამიანე ამბობდა ჩინური იყო ჩემთვის :დ
ესე იგი შენ გცოდნია თევზის გაკეთება თეო :D :D
ვის ოჯახშიც შენ შეხვაალ იფ love wink
განაგრძე ადამიანო!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ერკე
აუ, სამზარეულოში რომ ჩხუბობდნენ, ნუ რასაც დამიანე ამბობდა ჩინური იყო ჩემთვის :დ
ესე იგი შენ გცოდნია თევზის გაკეთება თეო :D :D
ვის ოჯახშიც შენ შეხვაალ იფ love wink
განაგრძე ადამიანო!

რა არ ვიცი შენ ეგ მკითხე :დდდ
მგონი შევიშვები ოჯახში. <3
მადლობა რომ კითხულობ. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№8 სტუმარი ენანა

ნუუ მე სიტყვების - "მოთმინება და ლოდინი"- გავლენა განვიცადე 2-ჯერ, როცა მიმდინარე ისტორიის კითხვა დავიწყე და ეს იყო კატასტროფა. ჩემ თავს ვეღარ გავიმეტებ ამისთვის :), ამიტომ როცა მორჩები წერას, მაშინ წავიკითხავ სრულად და დავტკბები, როგორც ამას სხვების შემთხვევაში ვაკეთებ. რამდენიმე კომენტარს გადავავლე თვალი და ვხვდები, რომ რაღაც ძალიან გემრიელობას ქმნი და უკვე ერთი სული მაქვს როდის დაასრულებ, რომ სული, გული დავიტკბო მისით და ჩემი კომენტარი შევმატო უკვე არსებულებს. ასე რომ გელოდები... :) :) რაც მთავარია არ იჩქარო. ბევრი ავტორი ამბობს ნაჩქარევად დავწერე და ასე ჩემდეგ-ო. მართლა ნიჭიერები ხართ და ასე ხელის ერთი მოსმით რომ ლამაზი ისტორიების წერა შეგიძლიათ, წარმოიდგინეთ გადახედვით და არსიჩქარით როგორ სრულყოფთ თქვენ ნამუშევარს. დასვენებულ გონებაზე თქვენვე შეამჩნევთ თუ რამე ხარვეზი იქნება ჩასასწორებელი. ასე რომ წარმატებებს გისურვებ და მჯერა რომ მოლოდინი გამიმართლდება. :) :*

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

teofine15
ერკე
აუ, სამზარეულოში რომ ჩხუბობდნენ, ნუ რასაც დამიანე ამბობდა ჩინური იყო ჩემთვის :დ
ესე იგი შენ გცოდნია თევზის გაკეთება თეო :D :D
ვის ოჯახშიც შენ შეხვაალ იფ love wink
განაგრძე ადამიანო!

რა არ ვიცი შენ ეგ მკითხე :დდდ
მგონი შევიშვები ოჯახში. <3
მადლობა რომ კითხულობ. <3

ვაჰ ვაჰ ვაჰ :დდ
კი შეიშვები აბა, მგონი რათ უნდა მაგას :დდ
მაგრამ მაინც არ ვემხრობი იმას, რომ ამბობენ "ქალი ვიცი მე კუხნაშიო" :D :D
ჰო, რა ვქნათ, მე არ ვარ ტიპიური ქართველი :დ და ამისთვის ჩამქოლავენ ვიცი :დდდ

ვკითხულობ და მოგყვები.. აბაა :* ძალიან მომწონს. ორი თავით ჩამოგრჩი ახლა და დღეს ამოვქაჩავ მოიცა შენ... სად გარბიხარ დამელოდე ხოლმე <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ხანდახან მინდა ეგ ელენე ავიყვანო და ფანჯრიდან გადავუშვაა... რა სასტიკი ვარ არა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent