შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 18თავი


22-12-2015, 22:19
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 487

Chocolate18
ქუჩაში მივაბიჯებ და ყველას ვუღიმი,ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი.როგორ მაინტერესებს გეგას სახე შხაპს,რომ მიიღებს,რა რეაქცია ექნება,გაიხსენებს შოკოლადის სუნს?იქნებ უკვე დაავიწყდა?არა შეუძლებელია,ვერაფრით დაივიწყებდა გეგა საოცრად მგძნობიარეა.ჩემი ფიქრებით დამშვიდებული სახლში ვბრუნდები და ნიკოლს ვურეკავ,ჩემს გეგმაზე ვუყვები,ნიკოლის კისკისი უფრო მახალისებს,ვხვდები ნიკოლი ჩემთვის მეგობარივითაა.ყავას ვიკეთებ და დივანზე ვჯდები,შემდეგი მოქმედების გეგმას ვადგენ.
******
გეგა
სახლში საღამოს ვბრუნდები,ლუდს სამზარეულოში ვტოვებ და ოთახში ავდივარ.სარას ოთახთან წუთით ვჩერდები,კარს ვაღებ და გარემოს ვათვალიერებ,ეს უკვე ტრადიციად მექცა.ყოველ ჯერზე იმედი მაქვს, რომ ის იქ დამხვდება.რა თქმა უნდა სარა ჩემთან არ არის,ღრმად ვსუნთქავ,ოთახს ვუღიმი და გამოვდივარ.
აბაზანაში შევდივარ წყლის გადასავლებად,დიდხანს არ ვჩერდები,თუმცა გამოსვლისთანავე ვგრძნობ რაღაც ისე არ არის, ცხვირში რაღაც ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი მიღიტინებს.წარბებს ვჭმუხნი და სველ თმას ვიჩეჩავ.რაღაც მემართება,მგონი ჰალუცინაციები დამეწყო.ჩემი chocolate -ს სუნი მომდის,მიკვირს.აბაზანაში ვბრუნდები და შხაპის გელს ვუყურებ,აშკარად ისაა რასაც აქამდე ვხმარობდი.მეცინება.უკვე ვგიჟდები. ტანსაცმლის ჩაცმას ძლივს ვასწრებ,კარზე ზარი რომ ისმის.
-გეყოფა, ნუ გააფუჭე ღილაკი-უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ და კიბეებზე ჩავრბივარ.
-გეღირსა-კარის გაღების შემდეგ მეუბნება დაჩი და მაშინვე შემოდიან.
-რას აკეთებდი ამდენ ხანს?ვინმე გყავს?-თვალებს ეშმაკურად წკურავს ლევანი და ზემოთ იყურება.
-ხო მყავს-უხალისოდ ვპასუხობ და ლუდი გამომაქვს.-რას შვები?როდის გაქვს თავისუფალ ცხოვრებასთან გამომშვიდობების საღამო?
-კვირას,ოღონდ ელენესთან არ წამოგცდეს-თვალებს მიბრიალებს ლევანი.
-ხო თორემ აქაც ძლივს გამოვაშვებინე,ათასჯერ იკითხა ხომ ნამდვილად გეგასთან მიდიხართო,სხვაგან ხომ არ წახვალთო,მოკლედ სერიოზულ შარშია ბიჭი-მხარზე ხელს ურტყავს დაჩი ლევანს და იცინის.
-რას იტყვი,დღეს რამე ხომ არ ვქნათ?-წარბებს ათამაშებს ლევანი-დავურეკო გოგოებს?
-რა გოგოები თუ ძმა ხარ რაა.-თავს შორს ვიჭერ შემოთავაზებისგან,გოგოები კი არა, ახლა მარტო ყოფნა მინდა.ესენიც,რომ მალე ''აახვევდნენ''კარგი იქნებოდა,მაგრამ ვატყობ დიდხანს ვერ მოვიშორებ.
-ვინ არის ელენეს მეჯვარე არ იცი?
-არ ვიცი ტო,ჯერ ვერ გაურკვევია.სარა უნდოდა მაგრამ...-ლევანი თვალს ჩემკენ აპარებს და ვგრძნობ,როგორ ვიძაბები.რა იქნება სარა ახლა მაინც რომ გამოჩნდეს?
მთელი ორი ტაიმი უაზროდ ვზივარ,არც გატანილი გოლი მაინტერესებს,არც ბიჭების შეძახილები და არც სხვა დანარჩენი.ჩემთვის ვზივარ და სარაზე ვფიქრობ,ნეტა ამ სუნს მხოლოდ მე ვგრძნობ თუ ბიჭებიც?ლუდს ვცლი და ბოთლს მაგიდაზე ვდებ.
ბიჭებს ვაცილებ და ოთახში ისე ავდივარ,მისაღებს არც ვალაგებ.საწოლზე გაუხდელად ვწვები,ხელებს თავის ქვეშ ვილაგებ და ჭერს ვუყურებ.მენატრება სარა,ორი წელია არ მინახავს,ორი წელია მისი სურნელი არ მიგვრძნია.სიგიჟემდე მინდა ვნახო,ჩავეხუტო და აღარ გავუშვა,ჩემი გოგო,ჩემი თბილი გოგო.ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო დღეებს ვიხსენებ, მაშინ ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი,მისი თბილი მზერის გახსენებაზე გული მიჩქარდება.გვერდზე ვბრუნდები,ბალიშს გულში ვიკრავ და ვშეშდები.მისი სურნელი აქვს,ბალიშს ხელს ვუშვებ და ვდგები.არ არსებობს,ჯერ შოკოლადის სუნი,ახლა ეს,ვერ დავიჯერებ რომ ესეც მეჩვენება,წარმოუდგენელია.ოთახში ბოლთას ვცემ და აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვცდილობ.დაწყნარდი გეგა,არ აჰყვე ემოციებს,მონატრება გაგიჟებს.ღმერთო დამიბრუნე,გთხოვ.თმებს ნერვიულად ვიჩეჩავ და ისევ საწოლში ვბრუნდები.
სიზმარში სარას ვხედავ,კარს აღებს და შემოდის,ფეხაკრეფით მიახლოვდება და თავზე მახტება,ბედნიერებისგან სუნთქვა მეკვრის,ორივე ხელს სახეზე ვკიდებ,თვალებში ვუყურებ,თვალები უბრწყინავს,მიღიმის,აკანკალებულ ხელს თმაზე ვუსმევ,ვცდილობ შეხებით მაინც დავივერო რომ რეალობაა,მეორე ხელს წელზე ვკიდებ და ნელა,ნაზად ვეხები ტუჩებზე,ისეთი სიმსუბუქე მიპყრობს,ისეთ სიყვარულს ვგრძნობ მისგან,მინდა ვიყვირო.ვკოცნი ტუჩებზე და სხეულზე ვეფერები,ვგრძნობ მისი სხეულის სიგლუვეს და სურნელს ჭკუიდან გადავდივარ.მიყვარხარ სარა-ვჩურჩულებ და თვალს ვახელ.
ოთახში ისევ მარტო ვარ,სიზმარი ყოფილა,ასეთი ცხადი და ასეთი სასიამოვნო არაფერი მიგვრძნია აქამდე.ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს ნამდვილად ვკოცნიდი,ბალიშს თავზე ვიფარებ და ვღმუი,ტკივილი მჭამს,მკლავს.მისი ნახვის სურვილი მიმძაფრდება,მენატრება,მინდა ვნახო,მინდა ჩემი იყოს,ჩემი ქალი ერქვას,ჩემი ცოლი.
სამზარეულოში ჩავდივარ,ნაბეღლავს ვიღებ მაცივრიდან,ის ისაა კარის მიხურვას ვაპირებ,რომ თვალში მხვდება შავი შოკოლადი.პირს ვაღებ,გული მეწურება,ეს ხომ სარას საყვარელი შოკოლადია.საიდან გაჩნდა აქ,ზუსტად მახსოვს მე არ მიყიდია.გავგიჟდები,ვიღაცას ჩემი გაგიჟება უნდა,სიმწრისჩან ტუჩებს ვიჭამ, ეს რა ხუმრობაა? მახსენდება,როგორი სექსუალური და საყვარელი იყო სარა,როცა შოკოლადს ჭამდა,ამის გახსენებაზე მაშინდელივით ახლაც სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლის.
*******
ბოლოჯერაც ვეხები ტუჩებზე და სასწრაფოდ გამოვდივარ ოთახიდან.აჩქარებული გულისცემისგან,პულსი ყელში მირტყავს და სიამოვნების ნაპერწკლები სხეულში იფანტება.ვგრძნობ როგორ გამათბო და გამაგიჟა ამ კოცნამ,თავს ძლივს ვიკავებ,ისევ რომ არ შევიდე და არ ჩავეხუტო.მისი სხეულის,ხელების შეხებას ჭკუიდან გადავყავარ.კარს ვეყრდნობი,რომ არ წავიქცე და უაზროდ ვიღიმი.მიყვარს,უსაზღვროდ და გადაუყვარებლად,მისი ტუჩების სითბოს და გემოს ისევ ვგრძნობ სხეულში და ბედნიერი ვარ.
ფრთხილად ჩავდივარ სამზარეულოში და შოკოლადს ვუტოვებ.სულ ცოტაც და გეგას ცხოვრებაში დავბრუნდები.
ელენეს უკვე დავთანხმდი მეჯვარეობაზე.ქუჩაში გამოვდივარ,ღამეა,ჩვენი ღამე.სიყვარულისგან გულანთებული გზას ფეხით ვაგრძელებ და ყურსასმენებს ვიკეთებ.თავი ისევ ის პატარა გოგო მგონია,გეგას დანახვაზე სიამოვნებისგან რომ მაციებდა.მივდივარ და ვუღიმი,ჩემს სიყვარულს ვუღიმი.თავს თავისუფლად ვგრძნობ და ასე მგონია,მთელს თბილისში მხოლოდ მე ვარ ასეთი ბედნიერი.ბარათაშვილის ხიდთან ვჩერდები.ფრთხილად ჩავდივარ გვირაბში და მდინარის ზემოთ ვჩერდები.მახსენდება ჩემი პირველი ღამე ''ღამის ქურუმთან''და მინდა იგივე განმეორდეს.სურათს ვიღებ,ისე რომ მხოლოდ ხიდი და ჩემი სილუეტი გამოჩნდეს და გეგას ფეისბუქის კედელზე ვპოსტავ.
******
საღამოს თმას ვიკეთებ,ჩოლკას ვიჭრი,თვალებში ლინზებს ვისმევ და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ,იმ სარას ერთი პროცენტითაც კი არ ვგავარ გეგა რომ იცნობს. იმ ბარში მივდივარ,სადაც პირველად მნახა გეგამ,ბარმენს თავს ვახსენებ და ვთხოვ ჩემი playlisti ატრიალოს,მთანხმდება და ეშმაკურად მიღიმის.
კუთხეში ვჯდები,სიბნელეში,საიდანაც კარგად ჩანს ყველაფერი და ჩემს საყვარელ კოქტეილს ვწრუპავ.ცოტა ხანში გეგა და მისი ძმაკაცები შემოდიან ბარში,როგორც ყოველთვის გეგა ახლაც პირდაპირ ბართან მიდის და შეკვეთას აძლევს,მერე ლევანისკენ ბრუნდება და ტელეფონში რაღაცას აჩვენებს,ვხედავ როგორ ნერვიულობს,ვხედავ როგორ კანკალებს და ვხვდები საქმე იმ სურათს ეხება.ვგრძნობ,უთქმელადაც ვგრძნობ რა ემართება გეგას ჩემზე ფიქრისას.სასმელს სვავს და ბარზე აკაკუნებს თითებს. მეღიმება.ბარმენი ეშმაკური თვალებით მიყურებს,თვალით ვანიშნებ და დარბაზში ისევ ის,ჩვენი პირველი შეხვედრის სიმღერა ისმის,სიმღერა რომელზეც მე მაგიდაზე ვცეკვავდი.ვუყურებ მის რეაქციას და ვტკბები,თავი საიდუმლო აგენტი მგონია,ოპერაციას კი ''გააგიჟე გეგა'' ჰქვია.ჩემს ნაფიქრზე მეცინება და თვალებმოჭუტული შევცქერი გეგას, რომელიც თავზე ორივე ხელს იჭერს და დარბაზს ათვალიერებს.არანაკლებ დაბნეულები არიან ლევანი და დაჩი.მეორე სიმღერა hozier -take me to chourch-არის, სიმღერა რომელსაც მანქანაში ვუსმენდით,გეგას სახე ეცვლება,თვალებს ხუჭავს,ერთი ხელით ბარს ეყრდნობა,მეორე ხელი ისევ კეფაზე უდევს.მის ყურებას აღფრთოვანებაში მოვყავარ,გული უცნაურად მიფეთქავს,ისე როგორც ''ღამის ქურუმის''მოლოდინში მემართებოდა ხოლმე.მესამე სიმღერა კი you and me არის,რომელსაც ვმღეროდი მასთან ერთად ყოფნის დროს.გეგა ისევ გახევებული ზის,ამჯერად თავს უკან სწევს,პირს აღებს და ღრმად სუნთქავს,რადგანაც გეგას კარგად ვიცნობ,ვხვდები რომ მალე რაღაც მოხდება და სასწრაფოდ გამოვდივარ ბარიდან.გამოსვლისთანავე მესმის მეოთხე ჩვენი საერთო სიმღერა,chubby checker-ის let's twist again. მანქანაში ვჯდები და გეგაც გარეთ გამოდის,კი არ გამოდის გრიგალივით გამოიჭრება.მანქანასთან დგას და საბურავს ფეხს ურტყავს.მანქანას ვქოქავ და გეგას ბუნაგში მივდივარ,ზუსტად ვიცი გეგა ჩემს მოსაძებნად მამაჩემთან მივა,თუმცა ისიც ვიცი, როცა ვერ მიპოვის თავშესაფრისთვის თავის ბუნაგს მოაკითხავს.ის ხომ



№1  offline მფლობელი goga27

პირველი ვარ lol
--------------------
♥ 4Love.Ge

 


№2  offline წევრი ნ ი ნ ა

კაი რა!ეს რა იყო? ამდენი ხანი ამას ვუცადე? am მალე დადე რა მომდევნო თავი თორემ მოვკვდი ინტერესით

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ეეეეეე რანაირი დასასრულიაა? აშკარად გაგრძელება აქვს ამას ///

აი აი, გიჟი, ჭკუიდან გადასული, გადარეული, ადრენალინით სავსე თავი იყო. აი ისეთი, დაძაბული რომ კითხულობ ერთ მოქმედებას და კანკალით რომ ელოდები, რა მოჰყვება ამ ყველაფერს.
ვგიჟდები ამ გრძნობაზე და შენზე, რომ ეს გააკეთე.
ლავ იუ ბეიბ <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
ეეეეეე რანაირი დასასრულიაა? აშკარად გაგრძელება აქვს ამას ///

აი აი, გიჟი, ჭკუიდან გადასული, გადარეული, ადრენალინით სავსე თავი იყო. აი ისეთი, დაძაბული რომ კითხულობ ერთ მოქმედებას და კანკალით რომ ელოდები, რა მოჰყვება ამ ყველაფერს.
ვგიჟდები ამ გრძნობაზე და შენზე, რომ ეს გააკეთე.
ლავ იუ ბეიბ <3

ნუ გამაწითლე კაცო,ამდენი ქება საჭირო არ არის,მეშინია თავში არ ამივარდეს.

goga27
პირველი ვარ lol

კაი ერთი love

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე.ეს რა იყო? ასეთ პატარას არ ველოდი მაგრამ ისეთი იყო,რომ არ შემიძლია რამე ვთქვა.უბრალოდ უკომენტაროდ.ახლა მათი შეხვედრის სცენაზე არ ვიცი რა დამემართება wink ძალიან კარგი ხარ ლორე love

 


№6 სტუმარი darina

gegas yvela tkivils mec ganvicdi, iseti emociuri tavi iyo gavgijdi, rogorc yoveltvis dzalian magari xar lore.

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

დონთ ვორრი ;)
შენ არ აგივარდება.
აი მართლა არ ველოდი ისეთ მხიარულ განვითარებას იმ მძიმე თავების შემდეგ.
უზომოდ ნასიამოვნები ვარ.
ერთი პაწუკა თხოვნა - ძალიან არ გაწელო ფლიიიზ <3

 


№8  offline წევრი tvinischia

vaime gamagijeb :d jer rogordaagvaine da exla kide ra patara tavi dade ise male wavikitxe me tvitonac ver mixvdi :d magram magari tavi iko emociuri auuuu dzaan mecodeva gega sheaxvedre racodoa daitanja bichi male dade raaa da didi tavebiii magari xar ❤❤ :ddd

 


№9  offline წევრი Psycopath13

ერთადერთი ისტორიაა,რომელსაც მოუთმენლად ველოდები! ძაალიან სახალისო და კარგი თავი იყო,აი ისეთი კითხვის დროს ერთი წამითაც რომ არ მომშორებია ღიმილი სახიდან.ძალიან ძალიან კარგი ხარ და ველოდები მომდევნოს <3! მიყვარხარ და წარმატებები love

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
დონთ ვორრი ;)
შენ არ აგივარდება.
აი მართლა არ ველოდი ისეთ მხიარულ განვითარებას იმ მძიმე თავების შემდეგ.
უზომოდ ნასიამოვნები ვარ.
ერთი პაწუკა თხოვნა - ძალიან არ გაწელო ფლიიიზ <3

არა მარიამ არ გავწელავ,მადლობა,მიხარია რომ მოგწონს.ვფიქრობ სარამ დაიმსახურა ეს ყველაფერი

S o f i a
ეჰ,sweetie, როგორ გელოდები ყოველთვის ვერც წარმოიდგენ! რას მიკეთებ ლორელაი, ჩემი გაგიჟება გინდა?! ამ თავმა გამანადგურა. ვგიჟდები მე სარაზე, თავისი გეგმებით! ვაიმე გეგა რა უზომოდ საყვარელია! აი ძალიან, ძალიან, ძალიან საყვარელი და კარგი. ხო, წინა თავზე შენი პასუხი გვიან ვნახე. ვინ მყავს გეგას როლში წარმოდგენილი და ერთ-ერთი ქართველი მოდელი, რომელიც მგონი ძალიან განსხვავდება შენი წარმოდგენილისგან, თან მოდლისგან ცოტა განსხვავებული აღნაგობა აქვს, მაგრამ ძალიან სიმპატიურია და რავიცი, რატომღაც ვთვლი,რომ გეგას პერსნაჟს ძალიან უხდება! ნუ შენ როორც ყოველვის გასაგიჟებლად მაგარი ხარ! მთელი მოთხრობა და განსაკუთრებით ეს თავები არა წინა თავებიც ძალიან მიყვარს!
მიყარარ!
გელი!
ორევუარ!❤️

ოკ ჩემი გეგა მოდელს სულაც არ გავს,სულ სხვანაირია.ფეისბუქჩვერდზე პროფილის სურათი მიდევს,გოგო და ბიჭი,აი ისინი მყავს წარმოდჩენილი სარად და გეგად.

 


№11 სტუმარი lana

ვაიმე სად წავიღო ამდენი ემოციაააა ,სასწაული იყო გასაგიჟებელი ..კიდევ მიდას შეგრძნება მაქვსს love

 


№12  offline წევრი Lana Tomlinson

ლორელაი
lullaby
დონთ ვორრი ;)
შენ არ აგივარდება.
აი მართლა არ ველოდი ისეთ მხიარულ განვითარებას იმ მძიმე თავების შემდეგ.
უზომოდ ნასიამოვნები ვარ.
ერთი პაწუკა თხოვნა - ძალიან არ გაწელო ფლიიიზ <3

არა მარიამ არ გავწელავ,მადლობა,მიხარია რომ მოგწონს.ვფიქრობ სარამ დაიმსახურა ეს ყველაფერი

S o f i a
ეჰ,sweetie, როგორ გელოდები ყოველთვის ვერც წარმოიდგენ! რას მიკეთებ ლორელაი, ჩემი გაგიჟება გინდა?! ამ თავმა გამანადგურა. ვგიჟდები მე სარაზე, თავისი გეგმებით! ვაიმე გეგა რა უზომოდ საყვარელია! აი ძალიან, ძალიან, ძალიან საყვარელი და კარგი. ხო, წინა თავზე შენი პასუხი გვიან ვნახე. ვინ მყავს გეგას როლში წარმოდგენილი და ერთ-ერთი ქართველი მოდელი, რომელიც მგონი ძალიან განსხვავდება შენი წარმოდგენილისგან, თან მოდლისგან ცოტა განსხვავებული აღნაგობა აქვს, მაგრამ ძალიან სიმპატიურია და რავიცი, რატომღაც ვთვლი,რომ გეგას პერსნაჟს ძალიან უხდება! ნუ შენ როორც ყოველვის გასაგიჟებლად მაგარი ხარ! მთელი მოთხრობა და განსაკუთრებით ეს თავები არა წინა თავებიც ძალიან მიყვარს!
მიყარარ!
გელი!
ორევუარ!❤️

ოკ ჩემი გეგა მოდელს სულაც არ გავს,სულ სხვანაირია.ფეისბუქჩვერდზე პროფილის სურათი მიდევს,გოგო და ბიჭი,აი ისინი მყავს წარმოდჩენილი სარად და გეგად.

ფეისბუქ გვერდი მითხარი რა შენი ^ მაინტერესებს სარა და გეგა :დ <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ევა ლორელაი ევანგელია

 


№14  offline წევრი Reny

აიი დიდიხანი რომ არ დებ მოთხრობას ვბრაზდები და მერე ისეთ საყვარელ თავებს წერ რომ მაგიჟებ :D <3 საოცრება ხარ შენც და ეს ისტორიაც

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

მოგკლავ გეფიცები am რა დროს დაასრულე მიპასუხე არა მე მიკეთებ ამას ხო? გავგიჟდი გადავირიე შევედი აზარტში და დაასრულე am ვაიმე როგორ მიყვარს გეგა და როგორ მაგიჟებს ამათი გრძნობა ისე არაჩვეულებრივად აღწერ ყველაფერს "გრძნობების დედოფალი" ხარ ნამდვილი მაგრამ ინტრიგანიც გაბრაზებული ვარ am მარა მაინც მიყვარხარ wink love

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე რამაგარი ხარ , მაგრამ ასე პატარა რაიყო.

 


№17  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

sameone crazy girl
მოგკლავ გეფიცები am რა დროს დაასრულე მიპასუხე არა მე მიკეთებ ამას ხო? გავგიჟდი გადავირიე შევედი აზარტში და დაასრულე am ვაიმე როგორ მიყვარს გეგა და როგორ მაგიჟებს ამათი გრძნობა ისე არაჩვეულებრივად აღწერ ყველაფერს "გრძნობების დედოფალი" ხარ ნამდვილი მაგრამ ინტრიგანიც გაბრაზებული ვარ am მარა მაინც მიყვარხარ wink love

ჩემი გოგო ხარ♥♥♥

 


№18  offline წევრი შამხათი

გადამრიე და ეგ არი.

 


№19 სტუმარი ani

Male dade ra :)
))

არრრ მეყო... ესს რა პატარა თავიი იყოო^_^ ...მაგრამ გასაგიჟებელი. .. აიი სვვიით.... მაგარრიი ხარრრ... და მალეე დადეეე რაააააააა ))))*_* *_* heart ემოცია

 


№20  offline წევრი EmyLee

მმ... როგორ ვისიამოვნეე.. :***
--------------------
Rain Of Native Girl

 


№21  offline წევრი სოფი

ესეიგი ეხლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა,ნიჭიერი გოგო ხარ საყვარელო❤❤ბრავო

 


№22 სტუმარი eli

Exla movrchi yvela tavis wakitxvas. Gavgijdi iseti magaria. Yvelaze magarixar. Ai sityvebi armyofnis ise momewona. ❤❤ erti txovna maqvs tavebi gazarde da cota malmale dade.

 


№23  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჰეიიიი... წინადადებაც, რომ არ დაასრულე ბოლომდე რა იყო ეს ჰა?
ოჰ ლორე ლორე :((( am თვალზე სიხარულის ცრემლი მომადგა კითხვისას wink კარგი იყო... მეგემრიელა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№24  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ერკე
ჰეიიიი... წინადადებაც, რომ არ დაასრულე ბოლომდე რა იყო ეს ჰა?
ოჰ ლორე ლორე :((( am თვალზე სიხარულის ცრემლი მომადგა კითხვისას wink კარგი იყო... მეგემრიელა <3

ეგ უბრალოდ გამომყვა მეორე თავიდან. wink კარგი არ იტირო რააა,ერკიუს love

 


№25  offline ადმინი უნდა ვწერო

როგორც იქნ,ვწერ კომენტარს.
მოკლედ,ძალიან მომეწონა..აი,განსაკუთრებულად...
სარა შემიყვარდა უკვე.
წარმატებები მას.
გელი მოუთმენლად,მაგრამ ძაალიანაც არ იჩქარო.

 


№26  offline წევრი buubbuuu)))

Shemdegi tavi rodis iqneba?
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№27  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უნდა ვწერო
როგორც იქნ,ვწერ კომენტარს.
მოკლედ,ძალიან მომეწონა..აი,განსაკუთრებულად...
სარა შემიყვარდა უკვე.
წარმატებები მას.
გელი მოუთმენლად,მაგრამ ძაალიანაც არ იჩქარო.

მადლობა მაარ, ვეცდები მალე დავდო,არ მინდა გაწელვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent