შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “10“


24-12-2015, 14:07
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 546

***
ცვლილებები მართლაც იყო,ელენე შეეგუა საკუთარ ბედს.ძალიან რთულია საკუთარი წარსულის ერთი ხელის მოსმით გაქრობა,უფრო სწორად ვერც გავაქრობთ,ის მუდამ გვემახსოვრება,ავად თუ კარგად.
ელენე ზიზღით უყურებდა საკუთარ სხეულს სარკეში,რადგან იცოდა რომ ის გაყიდული სხეული იყო და არა უბრალოდ სხეული.მხოლოდ ერთ რამეში გაუმართლა,რასაც კარგად ვერ აფასებს,მაგრამ არც მცდელობას აკლებს,უბრალოდ რთულია ყველაფერს ბედნიერი თვალით შეხედო,როცა გული გტკივა.დემნას გამოჩენამ კი ცოტა ააღელვა,მაგრამ კარგი მაგალითი მიიღო მშობლებისგან,მათ რომ დემნა ისე მიიღეს,როგორც საკუთარი შვილიშვილი,ელენესაც გაუჩნდა ამბიცია რომ დემნასთვის დედობა გაეწია,მაგრამ ამას რამდენად მოახერხებდა გამოუცდელი ქალი,არ იცოდა.
დამიანეს კი მხოლოდ ერთი რამ უნდოდა ელენე მიჩვეოდა მათ და ამით საკუთარი მომავალიც გადაერჩინა.
-არ ვიცი რამდენად მოხერხდება,მაგრამ,-ოთახში მარტო დარჩენილებს,მიუგო დამიანემ,-შეეგუე,-ძლივს ჩურჩულით და ხმის კანკალით უთხრა მან ელენეს
-გამიჭირდება,მაგრამ ყველანაირად ვეცდები,-მიუგო მან და დემნას შუბლზე ეამბორა,-ძალიან თბილია,-თქვა,როცა ტუჩები მის ფაქსიზ კანს მოაცილა და დამიანესკენ შებრუნდა.იგი იღიმოდა და თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა.
-მომეწონა!-უთხრა მან,როცა ელენემ გაკვირვებულმა შეხედა
-რა?-ჰკითხა დაბნეულმა და თვალებში ჩააცქერდა,პირველად შენიშნა რომ დამიანეს ერთდროულად ტკიოდა და უხაროდა,ამას მისი თვალები გადმოსცემდნენ.
-შუბლზე რომ აკოცე,-გასცა ჩუმად პასუხი და მისკენ დაიხარა,უნდოდა შუბლზე ეკოცნა,მაგრამ ელენე შეკრთა და უკან დაიხია
-არა,დამიანე,-მიუგო შეძლებისდაგვარად მკაცრად და ოთახიდან გასვლა დააპირა,მაგრამ დამიანემ შეაჩერა
-კი,ელენე!-უთხრა და შუბლზე აკოცა,ელენე კი დაბნეული ადგილზე გაიყინა,გაშრა,მთელ სხეულში ჟრუანტელის მაგვარმა დაუარა და თვალები დაუმძიმდა,-მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს,-დაამშვიდა აღელვებული ქალი დამიანემ და ლოყაზე ბავშვივით უჩმიტა.
-როგორ თუ არაფერს,-გაბრაზდა ელენე,-არ მესმის,-ჩამოსცილდა დამიანეს
-მე ხომ პირობა მოგეცი რომ არ შეგიყვარებდი,-უთხრა დამიანემ,-ხოდა ვასრულებ კიდეც,უბრალოდ ჩვენი ტრადიციაა მადლობის ნიშნად შუბლზე კოცნა,-გაუღიმა და ოთახიდან მასზე ადრე გავიდა.ელენე შუბლზე ისევ გრძნობდა მისი ტუჩბის შეხებას და გულში მოსვენება დაკარგვოდა,მისთვის უცხო შეგრძნებებმა შეუტია და ცოტა შეშინდა კიდეც.“რა მემართება?“,-ჩურჩულებდა თავისთვის აღელვებული და აჩქარებულ ქულზე ხელს იჭერდა.შეშინებული ქალი უარესად შეშინდა ტელეფონის ხმაზე,სწრაფად გავარდა ოთახიდან და უპასუხა.
-გისმენ, მარიამ!-უსიამოვნოდ მიუგო ყურმილში “მეგობარს“
-
-კი,შემიძლია,-უპასუხა მან,-კარგი,წამოვალ,-ტელეფონი გათიშა და ისევ ოთახში შევიდა,კარადა გამოაღო და ტანსაცმელი გამოიღო.
-სადმე მიდიხარ?-ჰკითხა ოთახში შესულმა ნინელიმ
-მარიამმა დამირეკა,სულ დამავიწყდა რომ დღეს მისი ძმის დაბადების დღეა
-კი,მაგრამ მის ძმას ხომ არასოდეს სცემდი ხმას?-დაბნეულმა ჰკითხა შვილს,-ახლა კი მის დაბადების დღეში მიდიხარ? რა ხდება ელენე?-გაღიზიანებაც კი დაეტყო ხმაში ნინელის,-მოიცადე, მარტო არ გაგიშვებ,-უთხრა და დამიანეს დასაძახებლად გავიდა.ელენეს უარი უნდოდა ეთქვა,მაგრამ სათანადო მიზეზი ვერ მოიფიქრა.
-რა მოხდა?-ახლა უკვე დამიანეს აერია თავგზა,-რატომ უნდა წახვიდე,თუკი არაა სასიამოვნო პიროვნება.
-ვინ გითხრა,დედაჩემმა?-უკმეხად ჰკითხა ელენემ
-დიახ,-გასცა პასუხი გაღიზიანებულმა დამიანემ,-ვერ წახვალ.
-წავალ,მარიამს უკვე ვუთხარი რომ მივალ
-მასთან ურთიერთობას ისევ აგრძელებ?-მოთმინების ფიალა აევსო დამიანეს,-სრულებითაც არ აინტერესებს შენ მიხვალ თუ არა.
-შენი გადასაწყვეტია რას ვიზამ?-გაგულისებულმა ელენემ მიუგო და სხვა ოთახისკენ წავიდა,სადაც ადრე დამიანეს გამოუყეს ღამის გასათევად.გაბრაზებული შევიდა,სწრაფად გამოიცვალა,მაკიაჟი გაიკეთა და გამოვიდა.
-ძალიან გამომწვევად გაცვია,ელენე,-მის დანახვაზე თვალებში სიბრაზე შეეტყო დამიანეს,-წადი,გამოიცვალე.
-დამიანე,თავი დამანებე,-უყვირა ელენემ და მოსასხამი შემოიცვა,ფეხზე უნდა ჩაეცვა,როცა დამიანე მივარდა და ხელში აიყვანა.
-თუ წასვლა გინდა,ისე ჩაიცვამ როგორც მე გეტყვი,-მიუგო გაბრაზებულმა და საწოლზე დასვა,-უხმოდ,ელენე,დემნა გაიღვიძებს,-თქვა და ოთახიდან გავიდა.
ელენემ დამშვიდება გადაწყვიტა და შემდეგ შებრუნდა ოთახში,სხვა კაბის ასაღებად,რომელიც მუხლამდე იყო,მაგრამ გულზე არ იყო ამოღებული,კაბაში თავი საშინლად იგრძნო,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,არც ის უდოდა სახლში დარჩენილიყო და არც ის დამიანე გაჰყოლოდა.როგორღაც მოირგო კაბა,ფეხზე ქუსლიანები ჩაიცვა და თბილი მოსაცმელი მოისხა,კაშნე და ხელთათმანები გაიკეთა და კარი გამოაღო რომ გასულიყო.
-ჩანთა არ გინდა?,-დააწია სიტყვები ნინელიმ და ჩანთა გაუწოდა,ელენემაც გამოართვა მადლობა გადაუხადა და გავიდა,-ელენე,დამიანე. . .-ნინელისთვის არც კი მოუსმენია ისე ჩაუყვა კიბეებს და გარეთ გავიდა,ტაქსი უნდა გაეჩერებინა,როდესაც მანქანა მის პირდაპირ გაჩერდა და ნაცნობი სახე გადმოვიდა.
-დამიანე,-შეჰკივლა სასოწარკვეთილმა და მივარდა,-რას აკეთებ?
-ჩემი საცოლე დაბადების დღეზე მიმყავს,-გაუღიმა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა დამიანემ და კარი გაუღო,-ნებითა შენითა,ძვირფასო,-კბილებში გამოსცრა მან და ზურგზე მიადო ხელი.
-ვერ გიტან,იცი?-ძალდატანებით ჩაჯდა მანქანაში ელენე და კარი ძლიერად მიიხურა.
-ვიცი,-თქვა დამიანემ და თავადაც ჩაჯდა.

მთელი გზა ისე გაიარეს,რომ სიტყვა არ დაუძრავთ.ელენე მოუსვენრად იჯდა,დამიანე კი საკუთარი თავის კმაყოფილი მუდმივად იღიმოდა.
-რა გეგონა,რომ მარტო გაგიშვებდი?-ჰკითხა ცოტახნის შემდეგ,გაბრაზებულ ქალს და ხელი მხარზე შეახო,ელენე შეცბა და მისი ხელი მოიცილა,რადგან საშინლად აეწვა კანი,რომელზეს დამიანეს ხელისგული ეხებოდა,-დამშვიდდი,-დააწყნარა მან ქალი და ორივე ხელით საჭეს ჩააფრინდა.
-შენი იქ ყოფნა რომ მდომოდა კამათის გარეშე გთხოვდი ამას
-იქნებ ის ამიხსნა რატომ არ უნდა ვიყო ?
-მაშინ რომ იყავი რა შემემატა,მხოლოდ ის რომ ყველა ჩემი მეგობარი თვალებს გიჟუჟუნებდა.
-მოიცა,მოიცა,-დაბნეულად აწია მარცხენა ხელი,-გინდა მითხრა რომ ეჭვიანობ?
-არ მითქვამს მზგავსი,-თავი იმართლა ელენემ,-მე უბრალოდ იმას ვამბობ რაც დავინახე,შენს ჩრდილში ყოფნას არ ვაპირებ
-გგონია პირველობას გართმევ,რა სისულელეებს ლაპარაკობ ელენე,თუ ხვდები მაინც?
-შეიძლება შენთვის იყოს სისულელე,მაგრამ ჩემთვის არა,ძალიან კარგად ვიცი მათი დამოკიდებულება ახალი ხილის მიმართ და ძალიან არ მინდა დაგემოვნება მოახერხონ.
-შენ ეჭვიანობ ელენე,მაგრამ რატომ?,-მისკენ დაიხარა დამიანე,-რატომ?-ყურთან მიუტანა ტუჩები და ჩურჩულით ჰკითხა
-ჯობია გზას გახედო,შენთან ერთად სიკვდილს არ ვაპირებ,-მიუგო ელენემ და თავი გადაწია,დამიანეს სიახლოვე რომ აღარ ეგრძნო.
-როგორც იტყვით,-კონცენტრაცია ისევ მართვაზე მოახდინა.

* * *
დამიანეს დანახვაზე სიხარულით გაიწია მისკენ მარიამი და გადაკოცნა.
-როგორ ხარ?-ჰკითხა მან და ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე.
-კარგად ვართ,-დამიანეს წინ დადგა ელენე,ხელში საჩუქრის ყუთი ეკავა და გაუწოდა,-რეზის მიეცი,-მიუგო მარიამს,მანაც გამოართვა და მათ გვერდით მდგარ მაგიდაზე უხეშად დადო.
-დამიანე,-მიუბრუნდა ისევ მას,-დღესაც ხომ დაგვიკრავ?-ელენეს შეხედა წამიერად მარიამმა და მისმა უკმაყოფილო სახემ,უფრო გაახალისა.
-ელენეს გამო წამოვედი აქ,თორემ გართობას არ ვაპირებ,-გასცა პასუხი ცივად დამიანემ და ელენეს შეხედა,მისი გამომეტყველება არ მოეწონა და ხელი წელზე ძლიერად შემოხვია,მისკენ დაიხარა და ლოყაზე მოულოდნელად აკოცა,ელენე შეცბა და აკანკალეული უნებურად მიეხუტა მის სხეულს.
-რა გაეწყობა,-ნაწყენი ხმით თქვა მარიამმა,-წამოდით დავსხდეთ,-გაუძღვა მაგიდასთან,სადაც რამდენიმე ადამიანი მოკალათებულიყო,მათ შორის რეზიც და ელენეს დანახვაზე ფეხზე წამოიმართა.
-ელენე,-ირონიული ხმით მიუახლოვდა,-მომენატრე,-გადაეხვია,-რატომ დამივიწყე,-მისმა ხმამ ელენე ძალიან გააღიზიანა,გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა,როცა რეზიმ ხელები შემოხვია და ჩაიხუტა.დამიანემ ღრმად ჩაახველა და რეზი ელენეს მოაცილა.
-ხელს ხოარ გიშლით,ძმობილო,-უთხრა მკაცრი ტონით დამიანემ რეზის.
-დამიანე ეს რეზია,-ხმადაბლა მიუგო ელენემ და ხელი მკლავზე მოხვია.
-რა მნიშვნელობა აქვს,ჩემს თვალწინ მეორედ ესეთი რამ აღარ გაბედო,-უთხრა იუბილარს.
-მეგობართან ჩახუტებას მიშლი?ვინ ხარ?
-მისი საქმრო
-გასაგებია,-სიცილით თქვა მან და თვალები ჩაუკრა,ამან დამიანეს სურვილი აღუძრა,ძალიან მაგრად ეცემა,მაგრამ სხვების მოერიდა,არ უნდოდა მის გამო ჩაშლილიყო ზეიმი.თუ კი ამას ზეიმს დავარქმევდით.

* * *
-ელენე,-შემთხვევით ისარგებლა რეზიმ,-წამოდი ვიცეკვოთ,-ხელი გაუწოდა,მაგიდასთან მარტოდ მჯდომს
-არ მინდა,-შეუბღვირა ელენემ და ღვინო მოსვა
-შენ ხომ ცეკვა ძალიან გიყვარს,წამოდი-არ დაანება რეზიმ და მაინც აიყოლია ელენე,რომ მასთან ერთად ეცეკვა.
შუა ცეკვაში იყვნენ,როცა დამიანე დაუბრუნდა მაგიდას და ელენე რომ აღარ დახვდა და იგი რეზისთან მოცეკვავე დაინახა,სიმწრისგან მთელი სახე აეწვა და ძარღვები დაებერა,ხელებ მომუშტული წავიდა მათკენ,მაგრამ მარიამმა შეაჩერა.
-ვიცეკვოთ,-სთხოვა მან,მაგრამ დამიანეს მოსვენება დაკარგვოდა და ცეკვის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა,მხოლოდ ის უნდოდა რეზი ეცემა.
-შენს ძმას უთხარი რომ ელენეს შეეშვას,თორემ მეტს აღარ მოვითმენ,-ხელი გააშვებინა მარიამს.
-ჯერ ვიცეკვოთ,-არ ეშვებოდა ისიც
-ერთნაირები ხართ,ჯერ არ ვიცი თქვენი დამსახურებით,რამდენი პრბლემა შეგვექმნება ურთიერთობაში,მაგრამ სანამ ვხედავ რა გულით მოქმედებთ,არ დავუშვებ,ჩემი და ელენეს ურთიერთობას ზიანი მიადგეს,ასე რომ ან შენ მიხვალ და ძმას ჩამოაცილებ ჩემს საცოლეს,ან არადა მე მივალ და როგორც მამაკაცს შეეფერება ისე დავაცილებ მას,ჩემს საცოლეს რომ ეხორხლება და აწუხებს.
-თუ შენს საცოლეს არ სიამოვნეს მასთან ცეკვა,თავადვე ჩამოშორდება
-ამას ვეღარ ავიტან,-მივარდა მათთან დამიანე და რეზი ელენეს მოაცილა,ერთი მაგრად მისცხო სახეში მუშტი და გაცეხლებულმა ხელი მოჰკიდა ელენეს,-მივდივართ,-უთხრა და სახლიდან გაიყვანა.



№1  offline მოდერი ელი

პარამ პარამ პააა
და მე შეყვარებული ვარ ! ^_^
გემრიელი,აღმაფრთოვანებელი და სულის შემკვრელია ჩემთვის ამ ისტორიის ყოველი თავი. ყოველთვის ვერ ვახერხებ დაკომენტარებას,რადგან უმეტესად ტელეფონიტ მიწევს წაკითხვა,მაგრამ სულ ვკითხულობ და უფ... სიტყვები არ მყოფნის. ძალიან ძალიან ძალიან მომწონს. უფრო მეტიც,მიყვარს ეს ისტორია. ავტორიც ხომ ასე შორიდან,მაგრამ ძალიან მიყვარს. იცი როგორი ხარ? რომ მინდება ხელები გავშალო და მთელი ძალით ჩაგიკრა გულში.
ძალიან კარგი ხარ და გელოდები სულ სულ <3

 


№2 სტუმარი nini

Ase patarebs rato deb dade didi ra :*

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ელი
პარამ პარამ პააა
და მე შეყვარებული ვარ ! ^_^
გემრიელი,აღმაფრთოვანებელი და სულის შემკვრელია ჩემთვის ამ ისტორიის ყოველი თავი. ყოველთვის ვერ ვახერხებ დაკომენტარებას,რადგან უმეტესად ტელეფონიტ მიწევს წაკითხვა,მაგრამ სულ ვკითხულობ და უფ... სიტყვები არ მყოფნის. ძალიან ძალიან ძალიან მომწონს. უფრო მეტიც,მიყვარს ეს ისტორია. ავტორიც ხომ ასე შორიდან,მაგრამ ძალიან მიყვარს. იცი როგორი ხარ? რომ მინდება ხელები გავშალო და მთელი ძალით ჩაგიკრა გულში.
ძალიან კარგი ხარ და გელოდები სულ სულ <3


შენმა კომენტარმა ძალიან ძალიან გამათბო და გამახარა.<3 უღრმესი მადლობა ასეთი სიტკბოსთვის ჩემო კარგო.მადლობ რომ კითხულობ <3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე ვერგავიგე რა უნდა ამ გოგოს... მალე დადე რაა

 


№5 სტუმარი tatuka

Auuu daidzaba situaciaaaa

 


№6  offline მოდერი X.G

საინტერესო მომენტს ვუახლოვდებით რაც ძალიან მომწონს

 


№7 სტუმარი dea

ძალიან მომწონს ველოდები შემდეგს ,მაგრამ დაბადების დღეში კი არა დაბადების დღეზე .

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ერთმანეთზე რომ ეჭვიანობენ და არც ერთი არ აღიარებს რომ უყვარს :დდ ძალიან მაგარია.
დამიანეც მაგარია, მაგრამ გოგო ძალიან სუსტი ჩანს მაინც, ელენე, ოხ ელენე. რატომ ადგა და რატომ იცეკვა. და საერთოდ, რატომ წავიდნენ მათ დაბადების დღეზე თუ იცოდა ელენემ რომ ასე მოხდებოდა, ან რატომ არიან მეგობრები. მეგობრები ერთმანეთს საქმროებს არ ახევენ როგორც ვიცი :დ
love დამიანე კარგი ბიჭია რა... ერთგული, პატიოსანი და ყველანაირად დადებითი. არ ვარ იმნაირი მაგრამ დამიანე შემიყვარდა, როგორც პიროვნება :დ
ძალიან მაგრად წერ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ოხ ელეენეეე... უხ დამიანეე.... აი ეს მარი და რეზი მაცემინეთ რაა... ამათ კიდე ეს უნდოდათ... რომ ეჩვიანიბენ ეს უკვე პროგრესია ანუ წინ მივიწევთ... ვნახოთ რა იქნება ხვაალ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent