შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -12- დასასრული

24-12-2015, 16:02
ავტორი Firefly
ნანახია 4 097

ბედნიერებიდან უბდურებმდე,ერთი ნაბიჯიაო ამბობენ,მართალი ყოფილა...აკანკალებულ ხელებს ყელზე ვისვამ,ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ვიხრჩობი.მუცელში იმედგაცრუება და ზიზიღი მიბუყბუყებს,მინდა ვიკივლო,ვიტირო და ემოციებისგან დავიცალო,ანაც მიწა გამომეცალოს ფეხქვეშ და ქვესკნელში ჩავვარდე.
ვგრძნობ როგორ ტრიალებს ირგვლივ ყველაფერი,ხელებით მოაჯირს ვეჭიდები თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ.მახსენდება რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ვარ და ვცდილობ ემოციური სტრესისგან გავთავისუფლდე.ცივ ხელებს სახეზე ვისვამ,წელში ვსწორდები და სიუიერად მკვდარი ჩავდივარ კიბეებს.ბანცალით ვჯდები ტაქსში და ვთხოვ რომ სანაპიროზე წამიყვანოს.
მარტო ყოფნა მინდა ყველაფერზე მეტად,მჭამს ტკივილი და იმის გააზრება რომ მე ამხელა ცოდვა ჩავიდინე ოჯახის,უფლის და ჩემს წინაშე.წაბილწული მაქვს სული,მინდა საკუთარი ხელებით მოვიხრჩო თავი.
"ცოლიანი კაცის საყვარელი" მიგუგუნებს ყურში და მტკივა,მტკივა თითოეული მასთან გატრებული წამი.სიყვარული,ჩემი სიყვარული მტკივა.ფეხსაცმელებს ვიხდი და ქვიშაზე ვყრი,გონება გათიშული მაქვს სიკვდილი მინდა...ღამე მუსაიფად გავიხადე,შეშლილივით ვესაუბრებოდი და რჩევას ვთხოვდი.გამოსავალი ერთი იყო უნდა წავსულიყავი,სამუდამოდ...

***
სასტუმროს კიბეებზე ცოცხალ მკვდარი ავდივარ და ღმად ვსუნთქავ.^დამშვიდდი მართა^ მომიწოდებს ალტერ ეგო.კარებს ვაღებ,ოთახი ცარიელია საჭირო ნივთებს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ შხაპის მისაღებად,ჯინსის მოკლე შორტს და თხელ მაისურს ვიცვამ და ჩემს ნივთებს ჩანთაში ვალაგებ.გონება მეფანტება როცა ზურასთან ყოფნის ეპიზოდები ლამაზ კინოკარსებად მივლის თვალწინ,ცრემლებს ხელის გულით ვიშორებ და კარებზე მიშტერდება მზერა.ის იქ დგას და მიყურებს...მიყურებს ისე როგორც არასდორს,მტკივნეულად მესობა გულში მისი თვალები რომელიც აღარ ციმციმებს ისე როგორც გუშინ და გუშინწინ.დინჯი ნაბიჯებით მოემართება ჩემსკენ და სავარძელში ჯდება.
-გითხრა?-ამბობს გატეხილი ხმით და მზერას მისწორებს.
-მითხრა-ვამბობ ჩურჩულით და თავს დაბლა ვხრი.
-ბარგი ჩაგილაგებია-თვალებით ჩემს ჩანთაზე მიმანიშნებს.
-ჩემი ადგილი აქ არ არის-ვამბობ ღიმილით ფეხზე ვგდები და ფანჯარასთან ვჩერდები.ისევ ლივლივებს სინათლე ტალღებზე და ისევ ეხეთქება შლამიან ნაპირს ტალღების ნაკადი.არ მინდა ვიტირო,^შენ არ იტირებ მართა!^ მომიწოდებს ალტერ ეგო თუმცა ლოყაზე უსინდისოდ ჯერ ერთი ცრემლის გორგალი ცურდება შემდეგ მეორე და ა.შ.
-შენ არაფერი დაგიშავებია გარდაიმისა რომ ცოლს უღალატე...არ ვნანობ,უფრო სწორედ ვერ ვნანობ შენთან გატარებულ დღეებს.შენ არანაირი ვალდებულება არ გაქვს ჩემთან,არც დაპირება მოგიცია რამის...მე ვიცოდი რომ მე შენი რიგითი გასართობი ვიყავი მაგრამ თავს ვისულელებდი არ მინდოდა დამეკარგე.მაგრამ ახლა სულერთია,მე ჩემს გზაზე წავალ შენ შენსაზე და თამაშიც დასრულდება-ვამბობ ხმა წართმეული და ზურაკენ ვბრუნდები,მინდა მის მზერაში რამიმე ემოცია დავინახო მაგრამ არა თვალები ჭაღზე აქვს გასწორებული თითქოს არც კი მისმენს.ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა სწრაფად ვიღებ ჩანთას და ოთახიდან გაბრბივარ.

***
სიყვარულს ვერსად გაექცევი,ვერ სინდისის ქენჯნას.წარმოუდგენელი იყო დღის დასაწყისი ზურას გარშე,მისი სითბოს გარეშე რომელიც მე არ მეკუთნის და თურმე არც არასოდეს მეკუთნოდა.გაანალიზება იმისა რომ მე მისთვის უბრალო რიგითი გასართობი ვიყავი,შიგნიდან მჭამს და მანადგურებს.

***
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟუმა კონსერვატორიამ ჩემი გმცხადება დააკმაყოფილა.13 ივნისს იყო ფრენა.
ტკივილისგან გაქცევა სისულელეა,ცხოვრებასთან გადავწყვიტე დაჭერობანას თამაში თუმცა წავაგე,მწარედ წავაგე.

***
-ყველაფერი კარგად იქნება-თვალცრემლიანი მაცილებს ლელა აეროპორტში.
-ჰო-ვამბობ აწყლიანებული თვალებით და მეგობარს ძლიერად ვიკრავ გულში.
-თავს გაუფრთხილდით-სიტყვას გბაწევს ლელა და თვალს ვეფარებთ.
-ყველაფერი კარგად იქნება-ვამბობ ღიმილით და მუცელზე ხელს ისვამ...

ესეც დასასრული...იმედია იმედები არ გაგიცრუვეთ.გამიზიარეთ თქვენი აზრი.

№1  offline წევრი Ana Tsintsadze

Dzalian kargia ^^ meore nawilic dawere gtxov

№2  offline წევრი ნ ი ნ ა

ისეთი დასასრულია მე რომ მიყვარს მაგრამ ისე დაასრულე მეორე ნაწილს 'ითხოვს',ასე რომ ველი მეორე ნაწილს იცოდე! am

№3  offline წევრი Firefly

არვიცი,დავფიქრდები...
--------------------
M.T

№4  offline წევრი bochorishvili ))

აუუ ხოო რაა :( მეორე ნაწილიც დაწერე <3

№5  offline წევრი Firefly

bochorishvili ))
აუუ ხოო რაა :( მეორე ნაწილიც დაწერე <3

ვერაფერს დაგპირდებით.
--------------------
M.T

№6  offline მოდერი sopiko

ყველა თავი ერთიანად წავიკითხე მარიამ და აზრს, რომელიც ამ თითქოს მსუბუქ, სასიამოვნო რომანში გედო მხოლოდ დასასრულს ჩავწვდი. არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ მე მაინც ვერ ვამართლებ მთავარი გმირის საქციელს, მით უმეტეს ბოლოს გაიგო როგორი ნაგავიც იყო ზურა. განა აუცილებლად ცოლად უნდა შეერთო, ეს გოგო თანახმა იყო მასთან ურთიერთობაზე, უბრალოდ პირველ რიგში უნდა აეხსნა რომ ოჯახი ჰყავდა და შინ ცოლი ელოდებოდა. წერ გამართულად, გაქვს გარკვეული სიტყვების მარაგი, თუმცა რამდენჯერმე შემხვდა ტავტოლოგია, რისი აღმოფხვრაც მხატვრული ლიტერატუროს ხშირი კითხვით არის შესაძლებელი. საოცრად მომეწონა ეს ბოლო თავი! ეგოისტურად გამიხარდა რომ ეს ქალი მიწას არ გაუსწორდა და ზურასთან არ დარჩა. სულაც არ არის გაგრძელება საჭირო რადგან ამ წყვილს მომავალი არ აქვს. რა ალტერნატივით უნდა წერო მეორე ნაწილი? შენი სათქმელი ჩემი აზრით ძალიან კარგად გადმოეცი და მეც მომხიბლე ამ ისტორიით ♥

პ.ს. დროები გქონდა შიგადაშიგ არეული, შემდგომში გამოასწორე!

№7  offline წევრი BUBU_2426

უმაგრესი იყო მარამ ასეთ სევდნარწვ დასასრულს არ ველოდი. მთლიანობაში უმაგრესი იყო მაგრამ ეს ისტოია რო შემდეგ ნაწილს ითხოვს ხომ იცი? და იმედია არ გვაწყენინებ და მეორე ნაწილსაც დაიწყებ თანაც მინდა რომ ერთად დარჩნენ და არ დაშორდნენ გული დამწყდა მართლა(( მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისვის შემაყვარე თავი აზალიან დ. გელოდები ამ ისტორიის მეორე ნაწილთანბერად და შემდგომში სხვა ისტორიებით მიყვარხარ <3 <3 <3

№8  offline წევრი Firefly

sopiko

ხო სწორად მიმიხვდი ჩანაფიქრს,მადლობა თბილი სიტყვებისთვის.შეცდომებს კი აუცილებლად გამოვასწორებ ♥

BUBU_2426
უმაგრესი იყო მარამ ასეთ სევდნარწვ დასასრულს არ ველოდი. მთლიანობაში უმაგრესი იყო მაგრამ ეს ისტოია რო შემდეგ ნაწილს ითხოვს ხომ იცი? და იმედია არ გვაწყენინებ და მეორე ნაწილსაც დაიწყებ თანაც მინდა რომ ერთად დარჩნენ და არ დაშორდნენ გული დამწყდა მართლა(( მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისვის შემაყვარე თავი აზალიან დ. გელოდები ამ ისტორიის მეორე ნაწილთანბერად და შემდგომში სხვა ისტორიებით მიყვარხარ <3 <3 <3

მადლობა ჩემო კარგო,მაგრამ როცა ამ მოთხრობის წერა დავიწყე დასასრულიც ზუსტად ასეთი წარმოვიდგინე.ვერ დაგპირსებით გაგრძელებას მაგრამ ახალ მოთხრობას მალე დავიწყებ ♥
--------------------
M.T

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent