შენ ჩემი სასწაული ხარ! 6
სახლში მისული ანდრონიკაშვილი დაიძაბა.ამას ისიც დაერთო რომ მამაკაცი მაცდურად იღიმოდა და ტუჩებს ილოკავდა. არ უნდა წამოვსულიყავი მეშინია-ფიქრობდა ადნრონიკაშვილი და გამწარებით იფშვნეტდა ხელებს -აბა ბოლოს მაინც ანდრონიკაშვილმა ამოიღო ხმა -რა აბა?? -რა უნდა ვქნათ?? -რაა??მართლა გინდა ცოდნა?? ნელი ნაბიჯით დაიძრა სანდრო ქეთისკენ.ქეთიც ნელ-ნელა უკან იხევდა. -რომელ ოთახში უნდა დავიძინო?? (ქეთი) -მარტო შენ??არ იცი რომ ცოლ-ქმარი ერთად ერთ სარეცელს იყოფენ?? -ვიცი მაგრამ ჩვენ ცოლ-ქმრად არ ვითვლებით შეუბღვირა ფერებში გადასულმა ანდრონიკაშვილმა და მამაკაცს დაუსხლტა ხელიდან. -სად უნდა დავიძინო?? -ოჰ კარგი რა ჯერ რა დროს ძილია გართობა ახლა იწყება ჭინკები აუცეკვდნენ თვალებში სანდროს. -ერთხელ მაინც არ შეგიძლია რომ ეგ შენი ფანტაზიები მოთოკო?? (ქეთი) -როცა შენ გიყურებ... კიდევ შეათვარიელა ანდრონიკაშვილი აბაშიძემ. -მორჩა ხვალ ანკასთან გადავალ -ვერ გადახვალ რადგან მე ასე მინდა -ასეთი თვალებით ნუ მიყურებ -როგორი?? -თითქოს შენი ნადავლი ვარ მე კი კუთხეში მიმწყვდეული საწყალი მსხვერპლი რომელიც თავდასხმას ელოდება. -შენ ჩემი ნადავლი ხარ თუ არ გახსოვს შეგახსენებ შენ ახლა მთლიანად მე მეკუთვნი. აღმოჩნდა რომ ანდრონიკაშვილს სანდროს ოთახში მოუწევდა ძილი.სულ არ ესიამოვნა. მთელი ღამე თეთრად გაათენა ანდრონიკაშვილმა ყველაფერზე ერთად ფიქრობდა.ძალიან მგრძნობიარე იყო ამას ისიც ერთვოდა რომ თავისი საყვარელი დაიკოსგან შორს მოუწევდა ყოფნა.როგორ არ სურდა ამ კაცთან დარჩენა,როცა ისიც ახსენდებოდა რომ ცოლად უნდა გაჰყოლოდა და თავისი თეთრი საოცნებო კაბა ამ კაცს უნდა დაესვარა თავისი ხელებით მთელი სხეულით აკანკალდა და ტირილი დაიწყო. მალე მზეც ამოიწვერა და გამთენიისას ჩაეძინა ანდრონიკაშვილს. რომ გაიღვიძა და სარკეში ჩაიხედა იქიდან უცნობი შეჰყურებდა საშინლად დაწითლებული თვალებით,გაწეწილი თმით,ჩაშავებული უპეებით,აცრემლიანებული თვალებით ამას ისიც დაემატა რომ თავი ისევ უსკდებოდა,სისხლი ტვინში ასხავდა,ყელიც სტკიოდა და უკვე გულის რევის შეგრძნებაც ჰქონდა. ვერ იცნო ასეთი ანდრონიკაშვილი სანდრომ და ცოტა შეეშინდა არ იცოდა რას ჭირდა. -როგორ ხარ?? შეშფოთებული ხმითიკითხა სადნრომ -ვერ ვარ კარგად -ეგ ისედაც გეტყობა.საავადმყოფოში წაგიყვან -არა არ მინდა გამო.... გული წაუვიდა ანდრონიკაშვილს და სანდრომ დაიჭირა ქალის უსუსური სხეული. ხელში აიყვანა და საწოლ ოთახში შეიყვანა ფრთხილათ დაასვენა ქალის ფერმკრტალი სხეული ლოგინზე.არ იცოდა რა ექნა.დაბნეული მერეღა მოეგო გონს რომ საავადმყოფოში წაეყვანა. ჯერ პულსი გაუსინჟა რადან ეგონა რომ აღარ სუნთქავდა.გული უცემდა მაგრამ სუსტა. მანქანა მთელი ძალით მიქროდა ასფალტზე.მამაკაცის გაოფლიანებული ხელისგულები და შეშლილი თვალები გასცმემდა რომ ძალიან ნერვიულობდა. რა მოხდა?/რა სჭირს?/რამე რომ დაემართოს??ის ხომ ასეთი სუსტია.უამრავი რამ ერევოდა თავში.კინაღამ მანქანას დაარტყა. აღარც კი ახსოვს როგორ შეიყვანა პალატაში და საკაცეზე დააწვინა. დიდ ხანს დადიოდა დერეფნებში და მხოლოდ მისი ფეხსაცმლის გულისგამაწვრილებელი ხმა ისმოდა.ხანდახან თუ ამოიოხრებდა ზოგჯერ გაჯდებოდა მერე კი უცბატ წამოხტებოდა. ექიმი გამოდიოდა პალატიდან და იმწამსვე მასთან გაჩნდა -რა სჭირს ექიმო?? ნერვიულობისგან ხმაც შესცვლოდა. -ძალიან სუსტადაა ეს მოწამვლამ გამოიწვია და პლუს მძიმე სულიერი მდგომარეობა.ძალიან სუსტია და ბოდავს, ხშირად ახსენებს ვიღაც ანკას სახელს ჩემი აზრით უნდა რომ გვერდით ჰყავდეს -დიახ დავურეკავ.მისი ნახვა ხომ სეიძლება?? -დიახ მაგრამ სძინავს.გადასხმას ვუკეტებთ. -კარგი კარგი აღარც უსმენდა აბაშიძე და სწრაფი ნაბიჯით მიიჩქაროდა პალატისკენ. კარი შეაღო და ქალის ავადმყოფურად ყვითელ კანს შეავლო თვალი. -არ ვიცი რა უნდა გითხრა ალბათ ის რომ მალე გამოჯანმრთელდე.იცი ? შემაშინე არც კი მეოგნა თუ ასე ვინმე შემაშინებდა.გილოცავ შენ ეს შეშელი გაეღიმა ნერვიულად მამაკაცს და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -დედა ძილში ამოთქვა გოგონამ და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ახლაღა გაახსენდა რომ ამ გოგოს დედაც ეყოლებოდა. ირემაშვილს დაურეკა და უთხრა რაც მოხდა. ტირილი დაიწყო ირემაშვილმა და რამდენიმე წუთში უკვე პალატის კარებთან იდგა. -რა მოხდა?? უკვე მეათასეჯერ გაიმეორა სახეგაქვავებულმა არემაშვილმა. -დილით ცუდად გამოიყურებოდა ვუთხარი საავადმყოფოში წავიდეთ მეთქი მერე გული წაუვიდა და აქ მოვიყვანე.რაღაცამ მოწამლა და სიცხე აქვს მაღალი.დედას ახსენებს.ის სად არის?? -არ ჰყავს არ ჰყავს?უტრიალებდა თავში მამაკაცს.ეს როგორ??მარტო მას?/ხომ უნდა ეთქვა არ გვყავსო?რაღაცაშია საქმე -მამა?? -არც მამა ობოლია. აი თურმე რატომ ბუდობს მის თვალებში ნაღველი.აი რატომ არ სტოვებს ის ნაღვლიანი გამოხედვა რომელიც ასე ძალიან მოსწონდა მაგრამ თან აღიზიანებდა მამაკაცს. -არ იცოდი?? (ირემაშვილი) -არ უთქვამს. იმ დღესვე გამოფხიზლდა ანდრონიკასვილი თუმცა სიცხე ისევ მაღალი ქონდა და სუსტად იყო. ანდრონიკაშვილმა დაიჟინა სახლში უნდა გამწეროთ არაფერი მჭირსო.ექიმებიც იგივეს ამბობდნენ და მალევ გასწერეს თუმცა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს რამდენიმე დღით მაინც ეგონა ანკას სახლში წავიდოდა მაგრამ ისევ თავისი საქმროს სახლში მოუწია ყოფნა.ამას დაემატა ისიც რომ სანდროს დედა ქალბატონი ნანა აპირებდა მოსვლას და მთლად გადირია ასეთი სიცხიანი როგორ დავხვდეო? -დღეს დედაჩემი მოდის ‘’გაახარა’’ ქეტი სანდრომ. -არა! არ არსებობს -რა მოხდა?? -რა და..ვერ ხედავ??საწოლში უნდა დავხვდე?? -კარგი რა ნუ დაიწყე შენებურად. -რომ არ მოვეწონო?? -მაგაზე დარდობ?? -დიახაც რა არ ვიდარდო?? გაებუტა ქეთი სანდროს. -რა დედამთილს მოეწონები თუ არა ასეთი მნიშვნელოვანია??შენ ხომ მხოლოდ ფული გჭირდება და ამტიტომ მომყვები ცოლად წესით არ უნდა დარდობდე. -გარეთ გადი! კენტად ჩამოგორებული ცრემლი სასწრაფოდ მოიწმინდა ანდრონიკაშვილმა და ბრძანების კილოთი უთხრა მამაკაცს. მიხვდა რომ ეწყინა ანდრონიკაშვილს მაგრამ აბაშიძესაც სწყინდა რომ მისთვის განსაკუთრებული ქალი ფულზე გაიყიდა.არც აინტერესებდა რისთვის სჭირდებოდა ეს ფული უბრალოდ სძულდა ფულის მოყვარე ქალები. -და კიდევ შენ გტკივა გული? მოდი სიმართლეს თვალებში შევხედოთ ჩენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს შენ უბრალოდ ერთი თავმსუბუქი გოგო ხარ რომელიც ხიდიდან ხტებოდა ფულის გამო ირონიით სავსე თვალები შეანათა აბაშიძმე ანდრონიკაშვილს აწყლიანებულ თვალებს და გაიღიმა. -კარგად თამაშობ დამაჯერებლად გამოგდის ხმის გაბზარვაც და აცრემლებული თვალებიც. -იმაზე ნუ ლაპარაკობ ასე რაც არ იცი გაიგე?? წეღანდელთან შედარებით ახლა მშვიდი და გაწონასწორებული ხმა ჰქონდა ანდრონიკაშვილს,სახიფათოდ ნელა და მშვიდად საუბრობდა.ეტყობოდა მალე აფეთქდებოდა და მთელს სახლს გადაუვლიდა..არა მხოლოდ სახლს. -დედაჩემს ვეტყვი რომ ცუდად ხარ. -კარგი -მაგრამ გახსოვდეს შენი სხეული მე ვიყიდე -სულს რას უზამ? ამაზე პასუხი არ ჰქონდა აბაშიძეს და კარი ხმაურიანად გაიხურა. ორი დღის შემდეგ დედამთილი გაიცნო.თბილი ქალი ჩანდა მაგრამ თან მკაცრიც იყო.ძალიან მოეწონა ქალბატონ ნანას თავისი სარძლო უბრალოდ იმას ამბობდა -უნდა მოგაფერიანოთ თორემ ქარი წაგიღებსო. ამაზე გულიანად ეცინებოდა ანდრონიკაშვილს.აბა თავის უჟმურ საქმროს კი არ გავდა. მალე ბეჭედიც მოუტანა და ხელზე ჩამოაცვა აბაშიძე. ქორწილისთვის მზადებას ირემაშვილიც უერთდებოდა და სულ ავიწყდებოდა თავისი ვალები მაგრამ ისიც კი არ იცოდა რომ ქორწილი მისთვის მისი ბედნიერებისთვის იმართებოდა. თეთრი კაბის საყიდლად რომ წავიდნენ ანდრონიკაშვილმა გულში წკმენტა იგრძნო მერე მთელ გულს მოედო ტკივილი და თვალებიც ჩაუქრა მიუხედად ანკას მბრწყინავი თაველბისა.მისი ბრწყინვალება ანდრონიკაშვილის თვალებს ვეღარ ანთებდა. დედამთილი არ წაჰყოლია სახლში საქმეები ჰქონდა ბოლოს და ბოლოს ამხელა ქორწილს იხდიდა და გამზადება სჭირდებოდატ. რამდენიმე კაბა მოისინჯა ანდრონიკაშვლმა და პოდიუმზე გამოსულ ქეთის ანკამ ყველა კაბა დაუწუნა. მაშინ როდესაც ულამაზესი გრძელი აბრეშუმის,ზურგზე წელამდე ამოღებული და ბადიანი (უბრალოდ ბადე კი არ იყო ეს საოცრება იყო განსაკუთრებული ხელოვნების ნიმუში),გრძელი,ტანზე მომდგარი,სადა მაგრამ ამავდროულად მბრწყინავი კაბა დაინახა ანკამ ენა ჩაუვარდა და ატირდა. თავის თავს ვერ სცნობდა ანდრონიკაშვილი სარკიდან ულამაზესი გოგონა შესცქეროდა და დაკვირევბით ათავრიელებდა თავის თავს. ეს კაბა ნამდვილად ქეთისთვის იყო შეკერილი.მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ წუთს უხაროდა ქეთის რადგან გაახსენდა რომ ამ კაბას იმ ქორწილში არ ჩაიცვამდა რომელიც ასე სურდა და ვერც მისი საოცნებო პრინცი დატკბებოდა მისი ხილვით. ფატაც სრულებით შეესაბამებოდა ამ სასწაულ კაბას. ყოყმანის გაეშე იყიდეს კაბა.მალევე კაფეში შევიდნენ და დაისვენეს.უკვე სექტემბერი ახლოვდებოდა,საკმაოდ აგრილებულიყო.სულ არ უყვარდა სექტემბერი ქეთის მაგრამ რა ექნა??ამ საშინელ დროს უწევდა გათხოვება. ბევრს ლაქლაქებდა ანკა მაგრამ ქეთის არ ესმოდა და ვერც გაიგებდა ისე ღრმად იყო თავის ფიქრებში ჩართული. ფული წინასწარვე გადაუხადა აბაშიზემ და საკმარისზე ბევრად მეტი,მაგრამ ამ კაცის ფული თვითონ არ სჭირდებოდა და ანკას ბინის ქირა გადაუხადა მერ კი ვალებიც გაუსტუმრა თან სახარჯო ფულიც მისცა.ანკა დიდ ხანს ყოყმანობდა უარზე იყო და გაებუტა კიდეც ქეთის მაგრამ ბოლოს როგორღაც დაარწმუნა ანდრონიკაშვილმა და ფულიც აიღო ირემაშვილმა. ქორწილის დღე მოახლოვდა ყოველი საათის გასვლა ყოველი წუთის გასვლა აფრთხობდა ანდრნიკაშვილს.ამ ბოლო დროს ამჩნევდა რომ მამაკაცი მის მიმართ კიდევ უფრო გაცივდა და ეს ძალიან ადარდებდა რადგან უფრო გესლავდა ისედაც გულგახეთქილ გოგოს. სანდროც ღელავდა ქორწილზე მაგრამ ამის დამალვა უფრო კარგად გამოსდიოდა. ქორწილის დღეს რომ გაეღვიძა ანდრონიკაშვილს გამზადებული კაბა დახვდა.ანკაც იქ იყო და გამზადებაში დაეხმარა. კაბის ჩაცმის დრო რომ მოვიდა ხელის გულები გაეოფლა და გული საშინლად აუჩქარდა.მისი გული იმხელა ხმაზე ცემდა ეგონა რომ დაბლა სტუმრებსაც კი ესმოდათ. სარკეში რომ ჩაიხედა თავისი თავი ვერ იცნო თვალებიც კი უბრწყინავდა მიუხედავდ ყველაფრისა ის თხოვდებოდა უნდა ემხირაულა და ებედნიერა და წარსულზე არ ედარდა. ქალბატონი ნანა რომ ოთახში შევიდა თვალებს ვერ დაუჯერა სიხარულის ცრემლები წამოუვიდა და გულში ფრთხილად ჩაიკრა თავისი რზალი. ანდრონიკაშვილს ეგონა თითქოს დედა ეხუტებოდა და სითბო ჩაეღვარა გულში. -რაღაც მოვიტანე ეს სავარცხლები ჩემს დედამთილს ეკუთვნოდა მან კი მე მომცა ახლა მე გადმოგცემ შენ,დარწმუნებული ვარ მოგიხდება. -დიდი მადლობა ძალიან ლამაზია. სათუთად გადაუსვა ულამაზეს ცისფერ თვლებიან სავარცხელს თითები და თვალებში ცრემლები ჩაუგუბდა. -კარგი მიდი ეს სავარცხლები დაიმაგრე და დაბლა გელოდებით. (ნანა) მართლაც რომ ძალიან მოუხდა ეს ძველმოდური სავარცხლები ამავე სტილის კაბას. ანკა ცრემლებად იღვრებოდა უხაროდა მისი დაიკოს გათხოვება,მართალია ის მისი სისხლი და ხორცი არ იყო და არც ერთმანეთს ჰგავდნენ მაგრამ ის დად მიაჩნდა პატარა დად რომელიც ბედნიერი იყო. დიახ მართლაც ბედნიერი იყო ქეთი რადგან გააწყვიტა ამ წუთებით დამტკბარიყო. კიბეებზე ნელა ჩავიდნენ.როდესაც საკურთხეველთან სანდრო დაინახა სუნთქვა შეეკრა,გული გაუჩერდა და მერე თავიდან უფრო ძლიერად აუძგერდა. ისეთი სიმპატიური ქმარი ჰყავდა და თან ეს სმოკინგი კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.მის ღია თაფლისფერ თვალებში გაკვირვება და სითბო ერთად იდგა. ანდრონიკაშვილმა მზერა აარიდა სანდროს დაჟინებულ მზერას და თავი დახარა. მხოლოდ მისი და სანდროს ნათქვამი -დიახ ახსოვს და შემდეგ მთელი საღამო მილოცვები და უამრავი ცეკვა. მამაკაცის სხეულს მიყრდნობილი ნელა ირწეოდა და თვალები ეხუჭებოდა. -მეძინება ჩუმად უჩურჩულა ქალმა და მამაკაცს გაეღიმა -შეგვიძლია ჩვენ წავიდეთ -არა ვიყოთ სტუმრები წავლენ და სტუმრები მხოლოდ გამთენიისას წავიდნენ -ძალიან დავიღალე დაიბუზღუნა საწოლ ოთახში ასულმა ანდრონიკაშვილმა.აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. კაბა გაიხადა სავარცხლები მოიხსნა და თმაც გაიშალა. მას და სანდროს ერთ ოთახში უწევდათ ძილი.მაგრამ ორივე ძალიან დარლილები იყვნენ და სწრაფად დაეძნათ. მეორე დილით ადრიანად გაამგზავრეს თვითმფრინავში ჩასვეს და მაღლა რომ აფრინდნენ მაშინღა იკითხა ანდრონიკაშვილმა სად მივდივართო? -სად და რომში ანდრონიკავილს თვალები გაუბრწყინდა და მოუსვენრად ცმუკავდა. მამაკაცის მხარზე ჩამოდო თავი და მერე დაღილს ჩაეძინა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო ანდრონიკაშვილი.მშვიდად სუნთქვადა და გულიც რიტმულად უცემდა. მძნარე ანდრონიკაშვილის ყურება განსაკუთრებით უყვარდა აბაშიძეს მისი მშვიდი სახე აწყნარებდა და გულზე მალამოდ ედებოდა. ორ დღეში რომში იყვნენ, ქალაქში, სადაც გამუდებით რომანტიკის სურნელი ტრიალებს . ვერც კი იჯერებდა ქეთი რომ ახლა რეალურად შეეძლო ინტერნეტში ნანახი რომის სურათების მაგივრად თვით რომისთვის ეცქირა და ეოცნება. -------- პ.ს. ბოდიში ამდენ ხანს რომ გალოდინეთ.მაგრამ დაგიბრუნდიტ ახალი თავით და იმედია მართლა მოგეწონებათ. არ შემისწორებია ისე მიწევს დადება და ამაზე ცალკე დიდი ბოდიში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.