შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აივნის შეხვედრა, ანუ რაც გინახავს კიდევ ნახავ! (თავი 10)


24-12-2015, 20:01
ავტორი მანდარინკა
ნანახია 3 155

-აუ ტვინს ნუ ჭამ რა. გაიხადე და ჩაეთრიე წყალში!_შორიდან წამოსული ხმამაღალი შეძახილები არასასიამოვნოდ მივლიან ტვინზე, როდესაც ახლადმოსული ახალგაზრდა ყმაწვილების ჯგუფი ყიყინით ავსებს არემარეს. მათთან ერთად მყოფი ორი გოგონაც გამომწვევად დაცანცარებენ და საცურაო კოსტუმებში გამოყწობილნი დროდადრო ჩვენსკენ აპარებენ თვალს.

„ვეჭვიანობ თუ მეჩვენება?“_გაბრაზებით ვეკითხები ჩემს თავს, თან მრისხანე მზერას ვავლებ არემარეს.

-ბატონო ტატო, ხომ ვერ მეტყვით რომელი საათია, თორემ საღამოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს._აზარტული ტონი მერევა ხმაში.
-და ხომ ვერ გამანდობდით ამ თქვენ გეგმებს ქალბატონო ამილახვარო? იქნებ შევძლო და რამით მაინც დაგეხმაროთ._ალბათ ისე გამოვიყურებით როგორც აცუნდრუკებული ციკანი და მშიერი მგელი რომელსაც ერთი სული აქვს როდის შეათრევს საწყალ ცხოველს ტყეში რომ გემრიელად ჩაახრამუნოს.
სულ რამდენიმე წამში ცხელი ხელისგულის შეხებასაც ვგრძნობ ხორციან წელზე, რომელიც ნელ ნელა ქვემოთ მისრიალებს. მიკვირს, აქამდე როგორ გაუძლო და ყველანაირი გრძნობა მოთოკა მტელი დღის ისე რომ სექსზე წამითაც არ დაუძრავს სიტყვა.

-ოღონდ იცოდეთ რომ წინ გრძელი სამუშაო გველის, ბატონო არჯევანიზე.
-მენდეთ, წამით არ მოგშორდებით გვერდიდან და უსიტყვოდ აგისრულებთ ყველაფერს რასაც კი მოისურვებთ, ჩემო ქალბატონო...
როგორ მაგიჟებს ეს ხმა. ჯერ კიდევ ცელქი, მოუსვენარი ბიჭის ხმა რომელიც ყველაზე ძლიერი აფროდიზიაკივით მოქმედებს ჩემზე...

***

მდინარიდან წამოსულები წყნარად მოვსეირნობთ გაშლილ მდელოზე რომელიც ძველ გზას სწორ ხაზად მიუყვება. სახლამდე კიდევ გრძელი მანძილია დარჩენილი ამიტომ დასასვენებლად ცოტა ხნით უზარმაზარი ხის ქვეშ ვსხდებით, რომლის ტოტებიც მწველ მზეს მთელ დიამეტრზე ფარავენ.
ლაპარაკში სევდიანი თემებიც შემოგვეპარნენ, მტკივნეული წარსულიდან.

-ტატო არ ხარ ვალდებული რომ რაიმე მომიყვე...
-არა, მარგო. მინდა იცოდე ვინ ვარ და რა ვარ.
თანხმობის ნიშნად თავს მორჩილად ვუქნევ, თუმცა მისი სიტყვები ცოტა არ იყოს მაბნევენ.
უაზრო „ჭორაობის“ შემდეგ ჯერი პირად ცხოვრებასა და ბავშვობის წლებზეც ჩამოვარდა. ბავშვობა კი, ჩემთვის არც ისე სასიხარულო მოგონებაა, საკუთარი მშობლების ხელში.
-როგორ არ მინდა ჩემებთან შეხვედრა ნეტა ვინმემ მაინც იცოდეს. _ყოყმანითა და სევდით სავსე ხმა ამომდის პირიდან.
-ნერვიულობ?_პასუხის გაცემას ვარჩევ ჩუმათ ვიყო. ვერც კი გავრეულვარ ჩემს გრძნობებში მშობლების მიმართ. -შენთან ვიქნები მო და ყველაფერი კარგად იქნება._უცნაურად თბილი თვალებით გამომყურებს. რატომ მგონია რომ მასაც ისევე უჭირს როგორც მე?
ჩემდაუნებაურად მეღიმება.

-იცი ეხლა გიყურებ და მეშინია...მეშინია რომ დედაჩემივით მოგექცევი...მეშინია რომ შენ მომექცევი ისე როგორც მამა მოექცა ქალს რომელმაც სიცოცხლე მომცა. ჩემი და შენი მეშინია, ტატო._ჯერ კიდევ მოწყენილი ღიმილით გავყურებ, ის კი უცნაურ გამომეტყველებას იღებს, თითქოს გაუგებრობაში იყოსო, მაგრამ მალევე ხვდბა ყველაფერს. მწვანე ბალახზე მჯდარს, მაგრად მიჭერს ხელს მტევანზე.
-გახსოვს რომ მითხარი არანაირი გულები და რომანტიკა, მოხლოდ სექსიო? დავიბენი, მო. ვიცოდი რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე გულებით და რომანტიკით დაიწყო და არა ლოგინით. არ მინდოდა შენი გაცნობა მო, არ მინდოდა შენნაირი ქალი ისეთი ადამინის გვერდით ყოფილიყო როგორიც მე ვარ.
-ესეიგი მე „ტატო-ფობია“ მჭირს, შენ „მარგო-ფობიამ“ შეგიპყრო_სიტუაციის განმუხტვას უაზრო ხუმრობით ვცდილობ რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდის. ჟღარ თმებზე ხელის გადასმით ხრის თავს და გაშლილი ღიმილით მაჯილდოვებს.

ისე რა უცნაურია ეს ყველაფერი. უცნაურია რომ მეც და არჯევანიძესაც ურთიერთობები გვაშიინებენ, მაგრამ მაინც არ გვინდა მარტო ყოფნა. იქნებ ყველაფერი ასაკის ბრალია, რადგან ვიცით რომ წლების შემდეგ, სულ მარტოებს მოგვიწევს სიცოცხლესთან დამშვიდობება? რას გაიგებ კაცი. მაგრამ ფაქტი ერთია—მარგო ამილახვარი, ტატო არჯევანიძესთან ერთად ყველაზე ბედნიერი ქალების სიაში შედის...
მამაკაცის მოულოდნელ სიტყვებს იდილიის წუთებიდან უეცარი მოულოდნელობით გამოვყავარ. ცივი ჟრუანტელი მივლის კანზე ყველაფრის გააანალიზებისას.

-მახოსვს მამაჩემის სიტყვები, დედაზე რომ მელაპარაკებოდა. ქუჩის იყო რომელმაც ცხოვრება დამინგრიაო._მის ტუჩებზე მწარე სიცილის ხაზი გარბის. გადიდებულ თვალებს უაზროდ დავაცეცებ რაიმეს გასააზრებლად. -ექვსი წლის ვიქნებოდი ალბათ, ბოლოს რომ ვნახე ის ქალი. ზოგჯერ სირცხვილის გრძნობა მივლის როდესაც ვხვდები რომ უბრალო ვნების შედეგი ვარ...არასასიამოვნო შედეგი რომელმაც რამდენიმე ადამიანს ნამდვილად მოუსპო ცხოვრება.
ტუჩებს სანუგეშებელი სიტყვისთვის ვამზადებ, მაგრამ მამაკაცი მაშინვე მაჩერებს.
-არა მო, არ თქვა არაფერი. ჩემთვის ეს თემა სრუალიად უვნებელია. უბრალოდ მინდა რომ იცოდე ყველაფერი._წამიერ პაუზას აკეთებს, თითქოს ცდილობს დაალაგოს სიტყვები. -სკოლაში არ დავყავდი ამიტომ მთელი დღე სახლში ყოფნა და მისი ყურება მიწევდა. თუმცა იშვიათად იყო ხომე სახლში, ძირითადად სულ ბარში ან რომელიმე კლუბში ატარებდა დროს. მერე ერთ დღეს უბრალოდ წავიდა და არ დაბრუნებულა. რამდენიმე დღე მარტომ გავატარე გამოკეტილ სახლში, რის გამოც ღამემ შემაზიზღა თავი. მერე ერეკლემ შემოანგრია კარები._კისერს უკან ხრის და წამიერად ხუჭავს თვალებს, თან უხერხული სიცილით ფარავს გარემოს. -ექვსი წლის ბავშვს ალბათ უნდა მეტირა, მაგრამ გამიხარდა რომ წავიდა და დამტოვა დედაჩემმა, იცი? ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ნამდვილად ვუყვარდი, ვიცი რომ ვუყვარდი. მაგრამ გულით გამიხარდა რომ როგორც იქნა დაისვენა ჩემგან._თმებს ქაოსურად იჩეცავს და დაბნეული ბიჭივით აგრძელებს ცისფერი ცის თვალიერებას.
გული საწყლად მეკუმშება. თითქოს ტირილის სურვილი მაქვს მაგრამ თვალზე ცრემლის ნატამალიც არ მადგება.

-ბატონ ერეკლეს რაც შეეხება, პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი მისი ზიზღი და სიძულვილი ჩემს მიმართ, მიუხედავად იმისა რომ თბილად მექცეოდა. ბავშვობის წლებს მხოლოდ და მხოლოდ უმცროსი ძმის გამო ვაფასებ, ერეკლეს ნამდვილი შვილის გამო._მის ტუჩებზე გარბენილი ნაზი ღიმილით ვხვდები რომ ძმა მისთვის ბევრს წარმოადგენს.
-რომ წამოვიზარდე, სადაც კი წავიდოდა სულ თან დავყავდი, დღე არ გავიდოდა ისე რომ სადმე მარტო დავეტოვებინე. _ამჯერადაც ნამდვილ, კეთილ სიცილს უშვებს ყელიდან, და მეც მიბრუნდება შედარებით მხიარული ხასიათი. -მაგრამ დღემდეც არ მემსმის რატომ მომეჩვია ასე ძალიან. ერეკლეს ცოლმაც გულით მიმიღო, არ მესმის რატომ ან როგორ შეურიგდა ქმარს ღალატის შემდეგ, მაგრამ წამი არ გასულა ისე რომ ნანასგან სიყვარული არ მეგრძნო.

მისი წინადადება გაოცებას იწვევს ჩემში. დიდი თვალებით გამომყურებს ტატო თან ჩემს პასუხს ელოდება. წინ ჯერ კიდევ პატარა ცელქი ბიჭი მიდგას რომელსაც ცხოვრება სათამაშო მანქანების გარემოცვაში უნდა გაეტარებინა და არა ასე, ამდენი ტკივილის დანახვით.
ყელში ძალას ვიკრეფ რომ სიტყვები ნორმალურად ჩამოვაყალიბო.

-უბრალოდ, ძნელია შენნაირი ადამიანი არ გიყვარდეს._ჩუმათ ვეუბნები და დაბღვერილი თვალებით გავყურებ, ის კი ჩემთვის სასურველ ფართო ღიმილს მაგებებს. მაგრამ სამწუხაროდ მისი გამოუცნობი ხასიათი ისევ იმარჯვებს და სახე ძველებურად დაღვრემილი უხდება.
მის შემყურეს, წამში მეც მეცვლება ხასიათი, ამიტომ თვალებიდან ცხელი ცრემლები ნიაღვარივით მოქრიან.
-მო, შენ ხარ ერთადერთი ბედნიერი მოგონება, ფიქრი და აზრი ჩემ ცხოვრებაში. გგონია შენს მეტი ვინმე მინდა ფისო? ოღონდ არ იტირო მო რა. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა ყველაფერი, ვიფიქრე აჯობებდა რომ ადრე მიგეტოვებინე ვიდრე ცხოვრების პატარა პერიოდი მაინც გაგეტარებინა ჩემთან...
-გულს მტკენ ეგრე რომ ამბობ! მე შენ მინდიხარ და არა შენი წარსული. გგონია მე ნაკლებად მტკივნეული ცხოვრება მქონდა? გგონია ჩემი ბავშვობა ვარდისფერ სათვალეში გავატარე? არა არჯევანიძევ. ბავშვობის მოგონებებიდან მხოლოდ ტკივილი და ყვირილი მახსოვს, მამაჩემის დასისხლიენაბული ხელები დადაჩემის მორიგი ცემის შემდეგ. ჩემი ტირილი, ზიზღი მშობლების მიმართ. ღალატი... ფიქრობ ადვილია იმის ცოდნა რომ დედაც და მამაც ღამ ღამობით გასართობათ დადიან საყვარლებთან? შენ კი სულ მარტო გდიხარ სახლში იმის შიშით რომ ბნელი ოთახიდან ურჩხული გამოვარდება. აი ეს იყო ჩემი ბავშვობა, ტატო, სანამ როგორც იქნა არ გაეყარნენ და სხვადასხვა ოჯახებში არ დაბინავდნენ ჩემი ძვირფასი მშობლები._გრძელ მონოლოგს მოწყენილად ვამთავრებ თან ღაპაღუპით წამოსულ ცრემლებს მუშტებით ვიწმენდ სანამ არჯევანიძე ლოყებს მიკოცნის.
-იცი რატომ გითხარი მოხოლდ სექსი და არანაირი გრძნობები თქო? არ მინდოდა შენთან დაახლოვება იმიტომ რომ მეგონა მეც ჩემი შობლების ამბავი გადამხდებოდა თავს. ეხლაც მეშინია ტატო. მთელი სულით და გულით. მეშინია შენი. მეშინია ჩემი საკუთარი თავის, იმის რომ ერთ დღეს მოგვბეზრდება ერთმანეთი და სხვა ადამიანების ლოგინებში ამოვყოფთ თავს..._საბოლოოდ ვიწმენდ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს მერე კი მტკიცე მაგრამ მაინც დაღვრემილი სახით განვაგრძობ ლაპარაკს, თუმცა სიტყვების მარაგი მალევე მეცლება. -თან სოფოსთან ერთად რომ გნახე...უბრალოდ მე... გამიხარდა..._თვალებდახუჭული, ჰაერის უხვ დოზას ვუშვებ ფილტვებში. თვალებს ტატოსკენ ვაპარებ, ის კი გაკვირვებული სახით გამომყურებს. უნებურად მეღიმება. -რაც შენთან ვიყავი, ყოველთვის ვიცოდი რომ ცოტა ხანში ან მე მომბეზრდებოდი ანდაც შენ. მერე შენთან რომ მოვედი და სოფო რომ დავინახე გამიხარდა, რადგან მივხვდი რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მართალი ვყოფილვარ. სისულელეა მაგრამ იმ დროს, ვნების მეტს ვერაფერს ვერ ვამჩნევდი შენს მიმართ, და არც მაინტერესებდა ვისთან იქნებოდი, მიუხედავად იმისა რომ გული ოდნავ მაინც მეტკინა...

სხეულს ჩემსკენ ატრიალებს თან ძლიერად მიჭერს ხელებს მხრებზე. იმდენად გულწრფელი თვალების მზერას ვაწყდები რომ ჩემი თავი მაღიზიანებს, საკუთარი უაზრო ფიქრების გამო.

-მარგო, გახსოვს რომ გითხარი ურთიერთობის მომდევნო სახფეხუზე ატანა მომთხოვათქო?_მტკიცე ხმით მახსენებს რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ამბავს, პარკში სეირნობისას რომ წავესწარი. -სექსის მეტი სოფოს არასდროს არაფერი არ უთხოვია. მაგრამ უნდოდა რომ შედარებით გახსნილი ვყოფილიყავი მასთან, უფრო ფაქიზათ მოვქცეოდი და არა... არა ისე როგორც ვექცეოდი._ჩაფიქრებული პაუზის შემდეგ ხმა კიდევ უფრო უსერიოზულდება. -რაც შეეხება იმ დღეს, ჩემთან სახლში რომ იყო მოსული, ვიღაცასთან ლაპარაკი მაინც მჭირდებოდა._სისხლივით წითელი ტუჩები ღიმილის მკრალ ჩრდილში ეზრდება. -ჰოდა აი სოფო იყო ის ადამიანი ვინც ჩემი დახმარება შეძლო. ლაპარაკის მეტი არაფერი არ მომხხდარა მო. იცის რომ მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია და არც არასდროს არ გამაჩნდა.
-დიდი ხანია რაც იცნობ?_რატომღაც ინტერესი მივლის. არანაირი ეჭვიანობა ანდაც მსგავსი სისულელე, უბრალოდ წყნარი და სუფთა ინტერესი...
-ბავშვობიდან. ჩემს ძმას ასწავლიდა უნივდერსიტეტში._ისევ ირონიული ღიმილი დაკრავს სახეზე, მე კი ინტერესი გაკვირვებაში მეზრდება.
-შენს ძმას? კი მაგრამ...
-ასაკი გაინტერესებს არა?_გულწრფელად იცინის, მერე კი ისევ სერიოული არჯევანიძის გამომეტყველებას იღებს. ძალიან კარგად რომ მიცნობდა ეგ ვიცი მაგრამ, ჩემი აზრების კითხვაც თუ შეეძლო, არ მეგონა. -ორმოცდორისაა.

გაოგნებისგან ყბა მვარდება.

„42-24=18?“_მეორე მარგო სწრაფად იყენებს თავის მათემატიკურ ნიჭს და ასაკობრივ სხვაობასაც მალევე ითვლის. თვრამეტი წელი...მე კიდე ჩემი თავი მეგონა დიდი ოცდაოთხი წლის ტატოსთან შედარებით."

-მო._მოკლე უსიტყვობის შემდეგ როგორც იქნა არჯევანიძე ნებდება, ყელიდან კი აკანკალებული ხმა ამოსდის. -მითხარი რამე...
-რა გითხრა?
-არ ვიცი. რაც გინდა. ოღონდ ჩუმათ ნუ ხარ. გაბრაზდი, იჩხუბე, იყვირე, ოღონდ თქვი რამე რა.
-ტატო..._მისი სიტყვების გამო სიცილი მედება სახეზე. ძალიან რომც მინდოდეს მაინც ვერ გავბრაზდები, არამცთუ ვიჩხუბებ. -სულაც არ ვაპირებ გაბრაზებას. მითუმეტეს განსაკუთრებული არაფერიც არ მომხდარა. ზოგი დიდი ხნის ურთიერთობით იფარგლება, ზოგი კიდე ოცდაცხრა წელი იცდის რომ პირველად შეეხოს მამაკაცს._ოდნავი კისკისით ვეუნბები გაკვირვებულ არჯევანიძეს რომელსაც თვალები შუბლზე ასვლია.

„ნუთუ მართლა ეგონა რომ ნემსის ჩხვლეტასავით მივიღებდი ამ ამბავს?“_იცინის მეორე მეც.

-იცით თუ არა რომ თქვენნაირ ქალს არც ერთხელ არ შევხვედრილვარ ქალბატონო მარგო?
-დიახ ბატონო ტატო, უკვე მომახსენეთ ეს ამბავი!
-ის თუ მოგახსენეთ რომ ძალიან, ძალიან მინდა თქვენი კოცნა?
-სამწუხაროდ ეგ არ გითქვამთ..._გადმოტრიალებული ტუჩით ვანიშნებ ვითომდა ნწენას. იცის მალევე ერთვება თამაშში.
-მაშინ ახლა გაკოცებთ. ძალიან ბევრს გაკოცებთ.
-და სად მაკოცებთ ბატონო არჯევანიძევ?
-სადაც მეტყვით!_“რატომაა ასეთი საყვარელი ჰა?“
-ვფიქრობ ახლა აქ შეუსაბამო მომენტია._ცბიერი მელაკუდას გამომატყველებით გავყურებ მომღიმარ ჟღარს ტუჩები გემრიელად რომ ერხევა ოდნავ მოშვებულ წვერს უკან. მოულოდნელი მოძრაობით, წელზე შემოწვდენილი ძლიერი ხელები მწვანე ბალახზე მაგდებენ ზურგით, ისე რომ მძიმე სხეული ზემოდან მაქცევა. ხელებს აქეთ იქიდან აწყობს ამიტომ განძრევის საშუალებაც აღარ მაქ, თვითონ კი მეტად ცბიერი და მოჭუტული თვალებით გამომყურებს.

-ეს რა ცელქი და მოუთმენელი ქალბატონი მყოლია._ცხელი კოცნა ჯერ ცხვირზე მეფინება, მერე ლოყებზე, ბოლოს კი ტუჩებამდეც აღწევს. ჩემი ხალისიანი კისკისი პატარა ბავშვის ხმამაღალი შეძახილებივით აყრუვებს არემარეს. ძლიერად ვარტყავ მკერდზე მტევნებს და ვცდილობ როგორმე მაინც მოვიშორო ტანიდან. თვალები ცეცხლისფრად უკაშკაშებს. -როგორ მინდა რომ აქვე გაგაძრო ყველაფერი, ფისო._მამაკაცის სრულიად სერიოზული ხმა სასიამოვნო ჟრუანტელს მაყრის მთელ სხეულზე. მაგრამ არჯევანიძეს ქორივით თვალებს რას გამოაპარებ კაცი, მაშინვე ამჩნევს ყველაფერს და კიდევ ერთი გემრიელი კოცნით მიწვავს ყელს.

-დღევანდელი ღამის ამბავი ხომ გახსოვს?
-რათქმაუნდა მახსოვს!..._მაცდური ხმით ჩავჩურჩულებ ყურში, მერე კი კბილების ოდნავი გამოკვრით ყურზე, მჩხვლატავ კბენას ვუტოვებ კანზე. მზერაში მაშინვე უზარმაზარი ურჩხული იღვიძებს რომელიც ეს ესაა გამოვარდებოდა გარეთ, რომ არა მანქანის ხმამაღალი ზუზუნი შორიახლო გზაზე, მერე კი იქიდან წამოსული ნაცნობი ხმები.
ზანტად მშორდება ტატო თან თვალებს გაბრაზებულად აბრუნებს.

-აუ ესენი ნახე რა, ჩრდილში გრილდებიან ჩვენ კიდე თინის გადამკიდე დავიწვით ქალაქში! დაგერეკა, მოგეკითხე მაინც . _ავტომობილიდან გადმომხტარი ლექსო ხელების ქნევით მოაბოტებს მწვანე ბალახზე თან ტატოს ეწუწუნება. უკან თინი და დანარჩენები მოყვებიან. გოგოებს რათქმაუნდა ცბიერი ღიმილი აკერიათ სახეზე. მეც ტატოს მსგავსად ვითომდა ბრაზიანად ვუბრიალებ თვალებს შორიდან.
-ძიძა მნახე თუ პერსონალური მდივანი?_ვითომ აღფრთოვანებულ არჯევანიძეს მალევე ხვდება მუჯლუგუნი მხარში. -გვეგონა საღამოსკენ დაბრუნდებოდით.
-მადლობა თქვი რო აქამდე არ ამოვიფუფქეთ, შეჩ!_ნაწყენად გამოგვყვირის ბალახზე ვარსკვლავის პოზაში გაწოლილი დიმა.
-თაზ მიდი წყალი მომირბენინე რა._ხეს მიყრდნობილი ლილეკო სიქა გამძვრალ თაზოს მაინც არ ასვენებს. მამაკაცმაც, რაღა ქნას, უყვარს თავისი ცანცარა ქალი და...
-აუ ვაფშე, ჩასხედით ეხლა და წავიდეთ სახლში რა. დილიდან ფეხზე ვართ._დაქანცული დიმას ინიციატივით ყველა დამჯერად ვსხდებით ავტომობილში, უფროსწორედ ვეკვეხებით. ბიჭები როგორც ყოველთვის წუწუნებენ, სიქა გამოგვაცალა ამ სამმაო, თან გოგოებისკენ გვანიშნებენ მე და ტატოს. არჯევანიძე როგორც ყოველთვის სერიოზულია თუმცა ღიმილს მაინც ვერ მალავს, თან თაზოს ეკამათება, ვერ გადაუწყვეტიათ სად ღირს ხვალე გასეირნება, ისევ წყაროზე თუ ტყეში. მომენტებში ჩემსკენაც აპარებს თვალებს, მე კი მისი სიტყვები მახსენდება: „როგორ მინდა რომ გაგაძრო ყველაფერი, ფისო...“

***

-ჰა მოყევი ეხლა, რა მოხდა!_ჩემს ოთახში შემოყრილი გოგოები ხმაურიანად ეხეთქებიან ლოგინზე. თინი როგორც ყოველთვის ინიციატივას პირველი იჩენს.
ბიჭები ქვემოთ დარჩნენ და სამზარეულოდან წამოსული გემრიელი სურნელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ პირველ სართულზე ჩასვლისას ძალიან გემრიელ ვახშამსაც დაგვახვედრებენ.

-თქვენ ჯობია ის მითხრათ, ტკბილეული თუ წამომიღეთ?_მეგობრების დაპირება ჯერ კიდევ არ დამვიწყნია ამიტომ ნაწყენი ხმით ვსვავ კითხვას, თან გადმობრუნებული ტუჩით ვათვალიერებ გაღიმებულ სახეებს.
-მაგას დავივიწყებდით? ნაყინები და რამდენიმე შოკოლადის იოგურტია.
-მოვრჩეთ ეხლა უაზრო ლაქლაქს და სერიოზულ საქმეზე გადავიდეთ! შენ და ტატო...რა მოხდა მარგო?
-არაფერი ლილე. მართლა არაფერი. უბრალოდ მომწონს მასთან ყოფნა, დროის ტარება, ლაპარაკი...უბრალოდ ბედნიერ...კარგად ვარ მასთან._სიტყვას, რომლისაც ყოველთვის მეშინოდა, შუაზე ვწყვეტ.
-ბედნიერება მარგო. მაგას ბედნიერება ქვია.
-უყვარს დინ, უყვარს. და ამიტომაცაა ბედნიერი..._თბილი ღიმილით გამომყურებს ლილე თან მის გვერდით მჯდომ დინას ეხუტება, სანამ გაბერილი თინი ბალიშში მალავს სახეს და წვრილი ხმით კივის, როგორც ვხვდები აღტაცების გამო. ანდაც ორსულობამ უბრალოდ ტვინი გადაუტრიალდა.

„მართლა მიყვარს? უმმმ...თუ არა?“

-ჰო, ბედნიერი ვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბედნიერი ვარ მასთან._ვგრძნობ რომ სახეზე უაზრო ღიმილი მეკრობა და რამისაა ლოყები გამეფხრიწოს. აწითლებულ ლოყებზე უნებურად ვიდებ მტევნებს.
-ოცდაცხრა წლის განმავლობაში პირველად გხედავ ასეთს...
-როგორს თინი?
-უდარდერლს მო. უდარდელს და...და გაბრწყინებულს!_სიტყვების შერჩევის შემდეგ როგორც იქნა აყალიბებს წინადადებას გახარებული ქალი. მეც რაღა დამრჩენია, ბედნიერად ვახვედრებ გულს მეგობრის ლაპარაკს და მიხარია რომ დღეს დღეობით ყველაზე სულელი ქალების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებსაც თავში მხოლოდ გრძნობების ქარიშხალი უტრიალებთ.

***

-საჭმელი იყო გადასარევი! ჩვენი კომპლიმენტები მზარეულებს!_ნაჭამ მაძღარი თინი, მუცელზე ხელის მიდებით ეყრდნობა სკამის საზურგეს თან ამაყად აქნევს თავს.
სასადილო ოთახში ოვალური მაგიდის გარშემო შემოვმსხდარვართ. დამანაყრებელი ტაბაკა ქათმისა და გაზქურაში შემწვარი კარტოფილის შემდეგ აქტიურად ვბაასობთ სხვადასხვა თემებზე.
ბიჭების მიერ მომზადებული ვახშამი მართლაც იდეალური იყო. ნუ ყოველშემთხვევისთვის ჩემთვის, ხახვის დაჭრა ძლივს რომ გამომდის, არამცთუ ქათმის შეწვა.

-დესერტი არ გვაქ?_ფიქრებში ისევ ტკბილეული მომდის. რა ვქნა მიყვარს სუსნაობა და...
-ნაყინია მაცივარში.

„უი ეს როგორ დამავიწყდა!“

სასწრაფოდ ვდგები მაგიდიდან და მალე ოთახში შოკოლადის ნაყინის დიდი ყუთით ვბრუნდები. უჰჰჰ, რა კარგია!

-აუ რამე ხო არ გვეთამაშა?_თაზო როგორც ყოველთვის ადგილზე ვერ ჩერდება.
-კარტი!
-წამოვიღეთ რო?
-მაშა!
-ეეე მაგიდას ვინ აალაგებს? თუ ყველაფერი თვითონ აიკრიფება?_აკურატული დინა ახლაც სიმკაცრეს იჩენს დალაგების სფეროში. მოკლედ ეს ქალი და თავისი წიკები რა.
-მოგეხმარები დინ._არ ვიცი რატომ მაგრამ უეცარი სურვილი მომაწვა სამზარეულოში ტრიალისა. არადა მე და კულინარიული ამბები სხვადასხვა განზომილებას მივეკუთვნებით. -თქვენ წადით, მოვალთ მე და დინა მალე.
-გოგო ესეიგი ოფიციალურად ხართ ერთად?_სიცილით მაქეზებს აცუნდრუკებული დინა, თან მაცივარში ალაგებს დარჩენილ საჭმელს.
-რა აზრი აქვს.
-რას ქვია რა აზრი აქვს, მარგო?
-აუ კარგი რა დინ, ხო მიცნობ და იცი რომ არ ვარ ის ადამიანი რომ ასეთ რაღაცეებზე დავიწყო ფიქრი დღე და ღამე. რაც იქნება, იქნება მომავალში. მთავარია რომ ეხლა ვგრძნობ ბედნიერად თავს.
-მართალია._მეთანხმება გაღიმებული ქალი.
-სად ხართ აქამდე?!_საბუხრე ოთახიდან გამოსული ლილეს წრიპინა ხმა დიალოგს მალევე გვაშორებს. ჩევნც ცბიერი ღიმილ გავყურებთ ერთმანეთს და მისაღებისკენ მივემართებით.
ხალიჩაზე მოკალათებულნი რიგრიგობით ვყრით ჭრელ კარტებს.
-აუ კარგით რა, გალანტურობის გამო ერთხელ მაინც მომაგებინეთ..._წაგების პირას მყოფი ლილე საცოდავათ გაყურებს ბიჭებს, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ ყრიან კარტებს რიგრიგობით.
-თაზო, კარტი და გალანტურობა არ მეგობრობენ, ხო იცი ლილე_აზარტში შესული ტატო კოზირებს ერთი მეორეს მიყოლებით აგდებს და ცბიერად გაკრეჭილი სახით აგრძელებს თამაშს. ასეთი უდარდელი არჯევანიძის დანახვა საოცარ ბედნიერებას მანიჭებს ამიტომ მოგების სურვილი მეტად მიღვივდება, ჰოდა მეც ინტერესით გავყურებ საკუთარ კარტებს, ჯოკერით ვჭრი ყველა კარტს და მოგების პირას მყოფი ხმამაღალი კისკისით ვაქეზებ დანარჩენებს.

****

-აუ თაზუ წამო დავიძინოთ რა. და ხვალე დილიდან გავისეირნოთ ყველამ._რამდენიმე ხანში ლილე და აზარტში შესული თაზო, რომელიც პატივისცემის გამო ზედმეტ სიტყვასაც არ ამბობს და შუბლზე კოცნით მიყავს თავისი მომავალი ცოლუკა მეორე სართულისკენ.
სულ ნახევარ საათში, დინას წაგების გამო მე და ტატო მარტონი ვრჩებით, რადგან დაღლილი ქალი ნახევრად ჩაძინებული მიქრის საძინებლისკენ.

„ჰმმ, ამათ შორის მართლა რაღაც ხდება თუ მეჩვენება?“_ვეკითხები საკუთარ თავს, როდესაც დიმას რბილ დამოკიდებულებას ვამჩნევს ქალის მიმართ. წელზე ხელის ნაზი შემოხვევით მიყავს მამაკაცს ჩემი დინა, თან თბილი მზერით ათვალიერებს მის მძინარე სახეს.

მეგობრების შემყურე გულს კი უხარია მაგრამ, ტვინი მოწყენილად გაჰყურებს ჩემს წინ მჯდარ ტატოს რომელიც წინ მიმავალ წყვილს გაკვირვებულად აკვირდება. მთელი საღამო არც ერთხელ არ გამოუხედავს ჩემსკენ.
„რა გჭირს მარგო? როდიდან გახდი ასეთი...მგრძნობიარე?!“_მიბღვერს შინაგანი ამილახვარი. არადა მართალს კი ამბობს...

-ჩვენც ხო არ დაგვეძინა?_მეორე წამს მამაკაცის წყნარი ხმა ცოტა არ იყოს მაბნევს... და მაბრაზებს!
-კარგი! ძილინებისა ბატონო ტატო!_ჯერ მთელი დილა ღამის მოლოდინით მკლავს, მერე როცა, როგორც იქნა მოსაღამოვდება ყურადღებას სულ არ მაქცევს, ახლა კი ღამის თერთმეტ საათზე დაძინებას მთხოვს.
არადა როგორ მინდოდა რომ ძალიან ძალიან ბევრჯერ ეკოცნა და არამარტო...მერე თბილად ჩამხუტებიდა და, მიუხედავათ იმისა რომ ბავშვობიდან ძილს მარტო ვარ მიჩვეული, დილამდე არ დავეტოვებინე.
მაგრამ არა! ხასიათი ისევ შეეცვალა და უბრალოდ ძილი მოუნდა ვაჟბატონს. კი ბატონო!
მიუხედავად გაბრაზებისა თავი წყნარად მიჭირავს თან ამაყად მივიწევ კიბეებისკენ. არჯევანიძისგან არანაირი რეაქცია.
და დიახაც, მწყინს! ქალი ვარ და მეც მჭირდება ყურადღება!

***

ბნელ ოთახში შემოსული სახით ვეფლობი ბალიშების ხროვაში.

-ბალიშების გარდა, მე არავისთან ძილი არ მეღირსება ალბათ სიბერემდე. თან ეხლა სულაც არ მეძინება._დაახლოებით ათი წუთი მიწევს ხვანცალი ლოგინში სანამ კომფორტულ პოზას არ ვპოულობ. როგორც იქნა ვხუჭავ თვალებს და ისევ სიბნელე...ოღონდ ამჯერად წყნარი და ძილმორეული სიბნელე რომელიც სულ მალე ფერად სიზმრებში იზრდება. სიზმრებში კი მხოლოდ ცხელი ტუჩების შეხება და თითების ტბილი სრიალი მელანდება...

***

მამაკაცი ძლიერად მიჭერს ხელებს კანზე ისე რომ ყოველი შეხება ტკივილს მანიჭებს. თუმცა ისევე როგორც ადრე, ტკივილის ყოველი იმპულსი სასიამოვნო ჟრუანტელის მომასწავებელია.
სახით ლოგინში ვარ ჩაფლული, ცივი თითების შეხება კი ზურგზე დასრიალებს, ხერხემლის მალიების დათვლით. უცნაური გრძნობა მივლის შიშველ სხეულზე. სლიპინა ენა წელიდან კისრისკენ ამოდის, მერე კი ყურის კბენით ყელს უერთდება. მუცელზე გაუნძრევლად დაწოლილს, ხელებს განდიგან ძლიერად მიჭერენ ძლიერი თითები. საკუთარი უსუსურობა და ერთდროული სიამოვნება სიცილს მანიჭებს სახეზე.

-დამცინით ქალბატონო მარგო?_უჩვეულოდ ბოხი ხმა დაბინდულად მესმის, კანს კი ისევ ტაო ახსენებს თავს. მამაკაცის მკაცრი ტონი მაშინებს ამიტომ სასწრაფოდ ვუქნევ თავს უარყოფის ნიშნად, რამდენადაც შემიძლია. გულის, ამ დროს გუგუნი გააქვს.
-ძალიან კარგი. თორემ რადიკალურ ზომებზე მოგვიწევდა გადასვლა._მარჯვენა ხელი მოულოდნელად მითავისუფლდება, თუმცა ამჯერად თმებზე ვგრძნობ ძლიერ მოქაჩვას, თავის უკან გადახრას რომ მაიძულებს. მამაკაცის ტუჩები მალევე პოულობენ გზას მოშიშვლებული ყელისკენ რომელზეც სულ მალე კბილების წითელი ანაბეჭდი იმჩნევა. მერე კი...
-ტატო!_ხმამაღალი კვნესა და ნაცრისფერი ბურუსი ქუთუთოების უეცარ გახელას რომ მოყვება...
-რა ჯანდაბა მჭირს!_ლოგინზე გიჟივით წამომჯდარი თვალებს ქაოსურად ვისრეს და ვცდილობ გავიგო რა დამესიზმრა. -გიჟს გახდის ეს კაცი ჩემგან!
ვგრძნობ როგორ მასხავს ცივი ოფლი, მიუხედავათ იმისა რო ჩვეულებისამებრ დღესაც არ მაცვია პიჟამო.

„არა მარგო, არ წავა ასე საქმე. როგორმე უნდა დააწყნარო აფუსფუსებული ჰორმონები, თანაც სასწრაფოდ!“_როგორც ყოველთვის მართალია მეორე მე. მისი თქმის არ იყოს, „ჰორმონების დაწყნარებაში“ ხოლოდ ნაყინი თუ დამეხმარება რომელიც სხვათაშორის უხვად დარჩა ვახშმის შემდეგ.

თბილი პლედი მახვევია მხრებზე, რომელიც ალაგ ალაგ იატაკს ეფიება. მელიასავით მივდივარ პირველი სართულისკენ და ისეთი გრძნობა მაქვს რომ მართლაც ქათმების მოსაპარად მივცუნცულებ.
სამზარეულოში შესულს სრული სიბნელე და სიჩუმე მხვდება, რაც ძალიან მიხარებს გულს. ნაყინსაც არხეინად მივირთმევ და ცოტა ხნით ეზოსაც დავზვერავ, თორემ ახლა რა მომაკარებს თვალზე ძილს.
შოკოლადის გემრიელი სუბსტანცია უხვად მოვათავსე ღრმა ფიალაში მერე კი სუფრის დიდი კოვზით ტკბილად დავაგემოვნე.

-შესანიშნავია!_სამზარეულოს უჯრებს მიყუდებული წყნარად მივირთმევს ნაყინს. აგვისტოს კვალობაზე დამსახურებულად ცხელა, მითუმეტეს ამ პლედსი ვარ გახვეული. ეს ესაა ეზოსკენ უნდა დავიძრა როდესაც ნახევრად გამდნარი ნაყინის მთას ტკბილი წვეთი წყდება და გულზე მეღვენთება.
-ჯანდაბა..._ფიალას მაგიდაზე ვდებ, მერე კი მხრებზე შემოხვეულ პლედს იატაკზე ვაგდებ სულ რამდენიმე წუთით, თან ვცდილობ სიბნელეში ხელსახოცს როგორმე მაინც მივაგნო.
-რამე ხომ არ დაკარგეთ ქალბატონო მარგო?_ნაცნობი ხმა სასიამოვნოდ მარტყავს სმენადობაზე. წამით მეყინება სხეული თუმცა მალევე გამოვდივარ შოკური მდგომარეობიდან თან სახით არჯევანიძისკენ ვტრალდები. შიშველი კი ბევრჯერ ვუნახივარ, საკმაოდ ბევრჯერაც კი, მაგრამ ამჯერად მიხარია რომ სრული სიბნელე ნორმალური თვალთახედვის საშუალებას არც ერთს არ გვაძლევს. მიუხედავად ამისა მაინც პოულობს ჩემს მხრებს და პლედს ნაზად მახვევს ტანზე.

წინანდელი გაბრაზება ცოტა არ იყოს მცილდება და გული ნელ ნელა მოლბობას იწყებს. თუმცა შინაგანი მარგო მაინც გაბუსხულად იყურებს ჩემს წინ მდგარ მამაკაცს.
ჰო, ვბრაზდები რომ მის ჭკუაზე მიწევს სიარული და ყველაფრის მაშინ კეთება როდესაც ტატო არჯევანიძეს უნდა, ან არ უნდა! ვბრადები რომ მე, მარგო ამილახვარი, სრულყოფილი და ამაყი ქალი მამაკაცზე ვარ დამოკიდებული!

-მადლობა._მიუხედავად ყველაფრისა ლოყები ოდნავი სიწითლით მეფარება როდესაც ჩემს წინ მდგარი არჯევანიძის თითები ალაგ ალაგ მეხებიან მოშიშვლებულ მხრებზე. ძლიერად ვიფუთნები პლედში. -არ გინდა ნაყინი?
-არა მარგო, ნაყინი არ მინდა...
-მაშინ შოკოლადი გვაქვს._თაროდან შოკოლადის ფილას ვიღებ და ვანიშნებ ხომ არ შეჭამდი თქო. უარყოფის ნიშნად თავს მიქნევს. ხმის ამოუღებლად ეყრდნობა კედელს თან განიერ მკერდზე ხელებს იჯვარედინებს. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ ღამის შავ მაისურსა და სპორტულ შარვალშია, რომელიც მადიანად ეკიდება თეძოებზე. სუნთქვა უზომოდ მეკვრის და ვცდილობ რომ მეტი ჰაერი ჩავყლაპო ფილტვებში.
-აბა მეტი აღარაფერი აღარ გვაქვს...

„ვერ ხვდები რომ ტკბილეული კი არა შენ უნდიხარ!“_გიჟია ეს გოგო! საკუთარი თავი ასეთ სისულელეებს რომ გეტყვის.

-როგორ არა ფისო...
-ჰა?
-შენ გვყავხარ... და მეგონა დღევანდელ ღამეზე გეგმები გვქონდა._წყნარად მეუბნება მაღალი მამაკაცი, თან ხელებს შუა მიმწყვდევს ისე რომ განძრევაც მიჭირს. ოდნავი მოძრაობაც და ტუჩებზე ავეკრობი.
-დავიძინოთო და რაღა გინდა, მეც ავედი დასაძინებლად._აპრეხილი ცხვდირით ვპასუხობ, თანაც ვცდილობ რომ სხეული საერთოდ არ შევახო. ვიცი რომ აგიჟებს ჩემი სიჟიუტე, იმდენად აგიჟებს რომ უფრო მეტად ვუნდივარ და ზუსტად ეს მსიამოვნებს.
-ძილში სხვა რღაც ვიგულისხმე, მაგრამ რაღა გაეწყობა ეხლა._ცბიერი ხმა წამში მახვედრებს ყველაფერს. -წამოდი._ოდნავი პაუზისა და მწვავე დაკვირვების შემდეგ მჭიდროდ მასობს მტევანს მაჯაში და დერეფნის გავლით ეზოში გავყავარ.

ღამის ბაღი საოცარია. ვერცხლისფრად მოწყენილი მთვარე კაშკაშა ნათებით ანათებს არემარეს ისე რომ ბიბინა ბალახი მწვანე ფერს უხვად ამჟღავნებს. საკმაოდ დიდი მანძილის გავლის შემდეგ დახუთულ ბუნებას ცოტა ხნით ვცილდბეით და ხეებით დაბინდულ პატარა ვერანდაზე ვყოფთ თავს. შედარებით გრილა თუმცა ამწუთასაც ოფლის წვრილი წვეთებით მენამება გულ-მკერდი.

-ძალიან ლამაზია აქაურობა._აღფრთოვანებულად ვამბობ თან ულამაზესი ყვავილების ნაირ-ნაირ ფერებს ვათვალიერებ.
-მიყვარს ღამის აქ გატარება.
-ტატო... გახსოვს მაშინ რომ მითხარი ღამემ თავი შემაძულაო. რატო?_ადრინდელი დიალოგი მახსენდება რომელიც საკმაოდ ემოციური და გრძნობებით გაჟღენთილი გამოდგა. სახე უმალვე სევდით ეფარება, თუმცა ვხედავ რომ ცდილობს არაფერი არ შეიმჩმიოს.
-უბრალოდ, დედაჩემის სახე ყოველ ღამე თვალწინ მიდგას._ქუთუთოებს მდუმარედ ხუჭავს, თუმცა მათი გახელვისთანავე ნაცნობ მზერაში მხოლოდ სიბნელეს ვხედავ. -მახსოვს, პირველი ღამის გატარება რომ მომიწია მარტოს, შემოსასვლელ კარებს თვალმოუხუჭავად გავყურებდი და მეგონა რო წუთიწუთზე დაბრუნდებოდა. ყოველ შემდეგ ღამეს ერთიდაიგივე მეორდებოდა სანამ არ ივხვდი რომ სულ მარტო დავრჩი_კიდევ ერთი მოკლე პაუზა ზედმეტად სევდიანათ მეჩვენება. -ალბათ ამაშია საქმე. უბრალოდ ჩემმა საკუთარმა თავმა გამიცრუა იმედები, იმით რომ უსუსური არსებასავით ვიყავი იმ ქალზე დამოკიდებული ვინც ფეხებზე დამიკიდა. წავიდა ისე რომ უკან არც მოუხედავს...

„ესეიგი ამიტომ არ უყვარს ძილი? მტკივნეული მოგონებებისა და...საკუთარი თავის გამო? გასაგებია მაშინ ყოველ ღამე აივანზე რატომ იჯდა. თანაც ახლაც არ ეძინა... ჩემი საწყალი არჯევანიძე.“

-მაპატიე. არ მინდოდა შენი წყენა._ჩახრეწილი ხმა მვარდება ტუჩებიდან.
იქვე მდგარ გრძელ სკამს ვასვენებ ტანს, ტატოს კი ხელის დარტყმით ვანიშნებ რომ გვერძე მომიჯდეს. ისიცი მორჩილი მონასავით ასრულებს ჩემს თხოვნას და უხმოდ ეხეთქება მასიურ ხეზე.
-ასე რომ ქალბატნო მარგო, იცოდეთ ჩემთან გატარებული ღამეები გამოუძინებელი იქნება._არჯევანიძის ცვალებადი ხასიათი როგორც ყოველთვის პიკზეა. არ მესმის როგორაა ასეთი...
უნებურად მეღიმება. სულ ცოტა ხანში ჩუმ ვერანდას ორი, ერთმანეთისგან გაგიჟებული ადამიანის ხარხარი ავსებს.
-ნუთუ ჩემს შესაძლებლობებსი ეჭვი გეპარებათ ქალბატონო მარგო?
-როგორ გეკადრებათ ბატონო ტატო!
-ძალიან კარგი. თორემ რადიკალურ ზომებზე მოგვიწევდა გადასვლა.

„არ არსებობს!“_ხარხარით გამომკივის მეორე მე. სიცილი კიდევ უფრო მატულობს როდესაც ნაცნობი სიტყვები მესმის. ზუსტად ისე როგორც ჩემს სიზმარში!

-ტატოოო..._საკუთარი გაწელილი „ო“ ზედმეტად საყვარლად მხვდება ყურზე. ჩემს გვერდით მჯდარი მამაკაციც ღიმილით გამომყურებს. -ოღონდ არ მეჩხუბო და...მეძინება რა. მაგრამ მართლა მეძინება და არა „მეძინება“!_ხელებით ვანიშნებ ბრჭყალებსა და დაგადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ სიტყვას.
-წამო ფისო, წამო.
-ოღონდ ხვალე არანაირი ძილი. მხოლოდ სექსი! მთელი ღამე!_საჩვენებელ თითს ვწევ ჰარეში და არჯევანიძის გამომეტყველებიდან გამომდინარე ვხვდები რომ ძალიან სასაცილოდ გამოვიყურები. თუმცა საკუთარი სიტყვები ცოტა არ იყოს მაფრთხობენ. ხომ ვამბობდი ეს კაცი დამოკიდებულს გახდის ჩემგან თქო!

***

წყნარად ვწევართ ჩემს ოთახში. როგორც ყოველთვის საღამურის ჩაცმა ვერ გავრისკე, რადგან მთელი ღამის გატარება წვალებაში მომიწევდა. შიშველი ზურგით ვეკრობი მამაკაცის გულს და არხეინად ვუსმენ მის წყნარ სუნთქვას თან ცხელი ტუჩების შეხებას ვიგერიებ კანზე.
ხელები ძლიერად შემოუჭიდია ნეკნებზე ისე რომ გრძელი თითები შიგადაშიგ შიშველ მკერდზე მეხებიან, ჩემი გული კი გიჟივით იწყებს ფანცქალს.
ვიცი რომ ჯერ კიდევ არ სძინავს, ამიტომ კუდუსუნით ძლიერად ვეკრობი პრესზე, ჰოდა ტატოც უმალვე ახდენს რეაქციას.

-ვიცი რასაც ცდილობ, მარგო. გირჩევნია გაჩერდე თორემ დღეს ვეღარ დაიძინებ!_ვნებისგან დაბოხებული ხმა საიამოვნოდ მეცემა ყურებზე. მისი სიტყვები ღიმილს მანიჭებენ, ვიცი რომ სულაც არ ხუმრობს ამიტომ გაჩერებას ვამჯობინებ.

სულ ცოტა ხანში, მესმის წყნარი ფშვინვა, ნელ ნელა უდარდელ ძილში რომ იზრდება, და მიხარია რომ რამდენიმე თვის წინ, ამ მამაკაცს სრულიად სულელური შემთხვევის გამო წავაწყდი ღამის ჩაბნელებულ აივანზე...


______________________


ესეც მორიგი თავი. არ ვიცი რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ მაგრამ ორიოდე კომენტარი მაინც მიხარებს გულს ^_^

დაგვიანებებს რაც შეეხება, ახალ თავებს დღეგამოშვებით დავდებ ცოტაოდენი ინტრიგის გამო :დ თანაც ბოლო რამდენიმე თავი დასაწერი დამრჩა და დროში რომ ჩავეტიო ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს ასეთ მოქმედებაში ვხედავ.

მოკლედ, მადლობა ყველას ვინც კითხულობთ ^_^
შეცდომები მომიტევეთ ^_^



№1  offline მოდერი წითური გოგონა

სათაურმა გემრიელად გამაცინა wink wink
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent