ალისა: მოგზაურობა შავ-ბნელ წარსულში (3)
ვანო ჯერ ისევ თავის ოთახში იყო პიჟამას ამარა. ხელში პლანშეტი ეჭირა და თამაშობდა. ნიკამ კარი რომ, შემოაღო ბავშვმა გამოხედა ,მაგრამ ისე მოიქცა თითქოს არც დაუნახავს. კაცი საწოლზე ჩამოჯდა. თავზე ხელი დაადო,მაგრამ ბავშვი კვლავ ცივად ექცეოდა. -ვანიკო შემომხედე... თავი ასწია. ლამის იყო ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან. -რაღაც მოხდა და მე უბრალოდ არც ვიცი ეს ყოველივე როგორ აგიხსნა. -რას გულისხმობ? -დედაშენს. -დედაჩემი ათი წლის წინ წავიდა ჩვენგან. -ათი წლის წინ ბევრი რამ მოხდა რამაც ჩვენი ურთიერთობის ეს ფორმა განაპირობა. -ვერ ვხვდები რის თქმას აპირებ. -იმიტომ,რომ საამისოდ ჯერ ისევ ძალიან პატარა ხარ. -ამიხსენი. მე შემიძლია გავიგო. -მოდი აქ დაჯექი_ხელით ანიშნა კაცმა. უკვე ფანჯარასთან მდგარი ვანო შემობრუნდა და მამას მიუახლოვდა. -გისმენ,მაგრამ დამპირდი,რომ არ მომატყუებ... -გპირდები.ამის ძალა აღარც მაქვს შერჩენილი -კარგი,მჯერა შენი დაპირების. -ათი წლის წინ დედაშენი ჩვენგან წავიდა,მაგრამ ..._კაცმა შუბლზე მოწოლილი ცივი ოფლი შეიგრძნო და სასწრაფოდ მოიწმინდა._მაგრამ დაბრუნდა... -რაა? მკვდრები არ ბრუნდებიან მამა. -ჭკვიანი ბავშვი ხარ ვანო. მკვდრები ვერ ბრუნდებიან, მაგრამ ... -მაგრამ ის მკვდარი არ ყოფილა? _ ქერა თმების ქვემოდან საოცრად ჭკვიანი თვალები გამოაპარა ბავშვმა. ნიკამ მხოლოდ ის მოახერხა თავი დაექნია..._არ მომკვდარა... -რატომმ მომატყუე?_ინსტინქტურად წამოდგა ბავშვი -მეგონა, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა და ვიფიქრე ჯობდა გეფიქრა,რომ მოკვდა ვიდრე მისი ვერ ნახვის გამო დატანჯულიყავი. -შენ არ გქონდა უფლება ჩემს გარეშე გადაგეწყვიტა. -ვიცი...ახლლა უკვე ვიცი... -და ახლა რატომ მეუბნები ამას? -იმიტომ,რომ შენი მოტყუება აღარ შემიძლია და ბოლოს და ბოლოს მინდა შევძლო და თვალებში შემოგხედო. -თუ სხვა გზა აღარ გაქვს? კაცმა უკან დაიხია. ბავ/შვი იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ამას ელოდა. -შეიძლება ასეცაა -რა ხდება მითხარი -შენზე პრეტენზიას აცხადებს. -ეს იმას ნიშნავს,რომ ჩემ წაყვანა უნდა? -კი -მერე? -ამის უფლებას არ მივცემ და არც ...არც შენი ნახვის უფლებას... -ჰო მაგრამ დედაჩემია -და არ იმსახურებს,რომ იყოს ... -რატომ არ იმსახურებს? -იმიტომ,რომ ... -ბატონო ნიკა შეიძლება დაგელაპარაკოთ?_ კარში ლანგრით ხელში ლუიზა გამოჩნდა. -რათქმაუნდა, ახლავე მოვალ ვანო ... ლუიზამ წვენი მაგიდაზე დადო და უკან გაჰყვა კაცს. კაბინეტის კართან წამით შეყოვნდა,მაგრამ სიმტკიცე მოიკრიბა და შევიდა. -გისმენთ_თქვა ხელებში თავჩარგულმა -ეს არ უნდა გექნათ. -რას გულისხმობთ? -ბავშვისთვის არ უნდა გეთქვათ მით უფრო ასე ერთდროულად არ უნდა მიგეყარათ სათქმელი. -და რა გავაკეთო? თამარს შევხვდი. ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით, ან იქნებ არც იყო შემთხვევითი. ის ისევ ისეთი ლამაზია ოღონდ იმ გამოკლებით, რომ ახლა ფულიც აქვს ჩემთან საომრად. -მითუმეტეს... -ვიცი რაც უნდა ,მაგრამ დავასწარი. -როგორ? -სარჩელი შევიტანე,რომ ჩემს შვილს ახლოს არ გაეკაროს. ვიცი რაც უნდა. არ მივცემ უფლებას. -სარჩელი როდის შეიტანე? -ერთი კვირის წინ და წუხელ მომივიდა ცნობა,რომ სასამართლო ვანოსთან გასაუბრებას მოითხოვს. სხვა გზა არ მაქვს. სიმართლე უნდა ვუთხრა. აბა ბავშვს სასამართლოზე,რომ მიიყვანენ ... -და ამიტომაც ასე უნდა მიახალოთ სიმართლე? ბავშვია ჯერ...ათი წლისაა...რას ითხოვთ მისგან? -მეც დავიღალე აღარ შემიძლია...ათი წელია პირში წყალჩაგუბებული დავდივარ და ტყუილების კოშკებს ვაშენებ. უკვე ისიც არ ვიცი რა არის ტყუილი და რა სიმართლე. სადაცაა ეს კოშკი თავზე დამექცევა და მე კიდევ სასოწარკვეთილი ვეხეთქები კედლებს... რა ვქნა? -რამე გზა უნდა მონახოთ -ის კი აქ ამ ქალაქში დააბიჯებს გამოპრანჭული, თვალისმომჭრელი, ისეთივე მაცდური და მშვენიერი როგორიც ყოველთვის იყო...მე კი ვერაფერს ვაკეთებ. ჩიხში ვარ ... -ისევ გიყვართ. შეპყრობილი ხართ ამ ქალით. ახლაც კი წლების შემდეგ ისევ ისეთი აღფრთოვანებით საუბრობთ მასზე. -მნიშვნელობა არ აქვს რა გააკეთა. გრძნობები არსად მიდის.მას უბრალოდ ტკივილი ემატება...უფრო მეტიც თითქოს ამ ტკივილით იკვებება. მინდა ძალა მეყოს მასთან საბრძოლველად. კაცი სიბრაზისგან ვერც კი ამჩნევდა როგორ დალეწა მაგიდაზე ყველა ნივთი -ვიღაც მოვიდა ბატონო ნიკა_ ხელი გაიშვირა ფანჯრისკენ ლუიზამ. ნიკა ფანჯარასთან მიიჭრა და ფარდა გადასწია. ის იყო და მანქანიდან ქალმა გადმოაბიჯა. თვალისმომჭრელი იყო. მაღალი, ტანადი და მეტისმეტად დახვეწილი. შინდიფერ ჯინსზე თეთრი პერანგი ჩაეცვა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები კიდევ უფრო წარმოსადეგ და უნაკლო ფიგურას უსვამდა ხაზს. მზის სათვალე მოიხსნა და ეზოში დატრიალდა. თითქოს მონატრებულ ადგილს იხსენებდა. -ვანო სახლშია_ამოიკვნესა ლუიზამ. -მასთან ადი და სადმე წაიყვანე. უკანა ჭიშკრით გადით -დამპირდით,რომ თავს ხელში აიყვანთ. -აუცილებლად კაცმა კიდევ ერთხელ გადაიხედა ძირს. ის ისევ იქ იდგა და აქეთ-იქეთ იყურებოდა. კარი გაბრაზებულმა მიახეთქა და სახლისკენ დაიძრა. ლუიზამ სწრაფად აირბინა კიბეები და ვანოს ოთახისკენ წავიდა. გაიფიქრა რამე არ იჭვოსო და სახედამშვიდებულმა შეაღო კარი. ბავშვი კომპიუტერს მიჯდომოდა და ჯურსასმენებით ვიდეოთამაშს თამაშობდა. ქალმა შვებით ამოისუნთქვა. -ძიძა._ ყურებზე მოიხსნა და გაუღიმა_წვენი სულ დავლიე შენი ხათრით. -საყვარელო წამოდი შენთვის სიურპრიზი მაქვს_ქურთუკი ჩამოხსნა ქალმა და სწრაფად ჩააცვა ბავშვს -სად მივდივართ? -რაღაც უნდა გაჩვენო -ჰო, მაგრამ... -წამოდი -უკნიდან რატომ ჩავდივართ? -ჩვენი სახლის წინ წყლის მილი გამსკდარა და მოძრაობა შეფერხებულია. უკნიდან სჯობს წასვლაო მძღოოლმა მითხრა. -წყლის მილი? -ზამთარია და ყინავს ძვირფასო... -ჰო მართალია....სტუმრები გვყავს?_შავ მანქანას გამოხედა სახლის გვერდიდან ვანომ -მამას ადვოკატია ძვირფასო -და მაინც არ მეუბნები სად მივდივართ? -კაფეში მივდივართ. -რატომ? -დედაზე უნდა მოგიყვე რაღაცეები ... ბავშვს სახე გაუნათდა და შიგნით შეხტა... VVV -ქალბატონო ასე უკითხავად ვერ შეგიშვებთ. ისიიც არ ვიცი ვინ ხართ_გზა და გზა მოზდებვდა სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი -თავიდან მომწყდი იდიოტო._შეუბღვირა ქალმა და ფეხს აუჩქარა. -შემოუშვი ლევან _ალიშნა ჯერ კიდევ კიბეზე არ ჩამოსულმა ნიკამ -თავი ვინ გგონია? ჩემზე ჭვიანი? დამასწარი და სარჩელი შეიტანე. -დიახ -მე უფრო უმტკივნეულოდ ვაპირებდი ამ საკითხის მოგვარებას. შენ მაიძულე სწრაფად მემოქმედა. -შენი არ მეშინია. ვანომ უკვე იცის ,რომ ცოცხალი ხარ... -მაგასაც ვნახავ,როცა ჩემს შვილს წაგართმევ... -ჩვენს შვილს...რომელიც მიატოვე... -რომელიც არ გამატანე როდესაც წავედი... თუ გაგახსენო როგორ გამაგდე ამ კარიდან ოდესღაც?_ხელი გაიშვირა და სახე ბრაზისგან მოეღრიცა..._ესეც უთხარი ჩვენს შვილს? -არა დამავიწყდა, მაგრამ ჯერ იმის თქმას ვაპირებდი ჩემს თანაშემწესთან როგორ მღალატობდი. მოღალატე კახპა ხარ და მეტი არაფერი... გეგონა ამის მერე ბავშვს გაგატანდი? სად არის ახლა ის ვაჟბატონი? აჰ გამახსენდა მაშინვე მიგაგდო როგორც კი აქედან გაგისტუმრე... ტვინი არ გეყო იმის მისახვედრად ,რომ გიყენებდა...უნდა მომეკლა,მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი მაშინ რამ გამაჩერა...შენც ზედ უნდა მიმეყოლებინე..._კისერზე მსუბუქად მოუჭირა ხელი კაცმა. ათი წლის შემდეგ პირველად იგრძნო მის კანზე შეხება. თითქოს ზიზღისგან გააჟრჟოლა, მაგრამ მეორე წამსვე მიხვდა,რომ ზიზღი არაფერ შუაში იყო. ის ისევ ისეთი იყო...ისევ ისეთი ლამაზი...ისევ ისეთი მიმზიდველი და სასურველი...მისთვის შეუცვლელი -და ეს რატომ არ გააკეთე? _დაისისინა ქალმა..._მოიცა მე გიპასუხო,მაგრამ ძალა გეყოფა ამის მოსასმენად? _იგი არ გარყეულა,მაგრამ იგრძნო, როგორ მოეშვა მის ყელზე მიბჯენილი ხელის მტევანი. ამოისუნთქა. ძლივს დააცილა ერთმანეთს მიწებებული ტუჩები. პირში სიმშრალე იგრძნო და შარვლის შესაფერად გადაკრასკულ ტუჩებს ენა გადაუსვა. ნიკას ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ტვინში სისხლი ჩაექცა. თვალებში დაუბნელლდა. ხელი სწრაფად უშვა და უკან დაიხია. -წაეთრიე ჩემი სახლიდან. -რატომ? უკვე ვეღარ მიძლებ? -წაეთრიე მეთქი_ საზარლად დაიღრიალა კაცმა და შეტრიალდა. კიბის ქვეს გადასაწევი კარი გახსნა და ოთახში შევიდა. აქ ბიბლიოთეკა იყო. მის ტანჯვას თითქოს ბოლო არ უჩანდა. მოძრავ კარს ვიღაცამ ფეხი დაუხვედრა და ის ისევ უკან დაბრუნდა. -რა გინდა თამარ? -არ გაპატიებ ასე სასტიკად,რომ მომექეცი... -რაა? შენ სულ გაგიჟდი? მე მოგექეცი კიდევ ცუდად? შენ სულ გააფრინე თუ თავი მართლა უდანაშაულო გგონია? რა გეგონა იმის კაბინეტიდან გამოგათრევდი და სახლში წამოგიყვანდი? მერე ისე გავაგრძელებდით თითქოს არაფერი მომხდარა? ვინ გგონივარ ნეტა?_ ნერვიულობისგან კანკალმა აიყვანა კაცი_ ამ ქვეყნად შენსავით არავინ მყვარებია. გაღმერთებდი ...შენ კი... ერთი წამით სხივი და ამპარტავნება თამარის თვალებშიც ჩაქრა. თითქოს უკანაც დაიხია. -ყველაზე მტკივნეული საყვარელი ადამიანისგან ყოფილა...ყველაზე მტკივნეული ის კი არ იყო, რომ სხვა კაცისმკლავებში შიშველი, რომ დაგინახე ...ყველაზე გაუსაძლისი ის იყო სახლიდან ,რომ გაგაგდე და რამდენიმე წუთში გავაცნობიერე, რომმ ჩემს ცხოვრებაში აღარ, თუ ვეღარ დაბრუნდებოდი... იქ იდექი ჭიშკართან მე კი ერთი სული მქონდა გამოვსულიყავი და დამებრუნებინე, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე... შენ წახვედი.ჩემი ცხოვრება გაგრძელდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ არც ერთხელ ყოფილა შემთხვევა როცა ამ სახლში დაბრუნების მიზეზი მქონოდა. ამიტომაც ყოველთვის მივდიოდი და ამიტომაც ვანოს არასდროს ყოლია ისეთი მამა როგორიც უნდოდა. რა გინდა? რაზე აცხადებ პრეტენზიას? უფლებას არ მოგცემ მიუახლოვდე... -მივუახლოვდები...მე მასთან იმაზე ახლოს ვარ ვიდრე გგონია... -სასამართლო არ დაუშვებს შენ დაგრჩეს იგი... -სასამართლოსთვის მეც მაქვს ჩემი კოზირები -ჯანდაბას შენი კოზირები. უფლებას არ მოგცემ მასაც ისე გაუნადგურო ცხოვრება როგორც მე... -შენ არ მაძლევდი მასთან მიახლოების უფლებას. ყოველთვის მდევნიდი მისგან ... -და ასე იქნება მუდამ... -აღარ იქნება... -ნუ გგონია შენი ბებერი ყოფილი ქმრის ფულებით შემაშინებ. შენი სტილია ...ვაღიარებ სარფიანი სვლა იყო. შენგანაც კი არ ველოდი ამას... -ცოლად იმიტომ გავყევი,რომ შვილი დამებრუნებია. დამპირდა, რომ დამიბრუნებდა. -ვერც ის და ვერც ვერავინ დაგიბრუნებს. -დამიბრუნებს. შენთან ისე ახლოს ვარ წარმოდგენა, რომ არ გაქვს. იქედან დაგარტყამ საიდანაც არ ელი. ვანოს დავიბრუნებ დამოუკიდებლად იმისა შენ რას ფიქრობ. -რა ნამუსით გინდა თვალებში შეხედო. -ყველა იმსახურებს მეორე შანსს. ჩემი შვილია ... -უნდა გეფიქრა მაგაზე -უნდა მოგესმინა ჩემთვის. შენი სიყვარული კი არა შენი მოსმენა მჭირდებოდა. შენ კი გამაგდე. -მორალური უფლება არ გაქვს მასზე პრეტენზია განაცხადო. -მართლა ასე ფიქრობ? აბა დღემდე რატომ გიყვარვარ? მაჩვენე, რომ გეზიზღები და აქედან ჩემი ნებით წავალ...არ შეგიძლია.... ვიცი,რომ არ შეგიძლია...თავს ნუ შეიწუხებ -სადისტი ხარ..._აღშფოთებით წარმოთქვა ნიკამ -არა ამას მიზნისთვის ბრძოლა ქვია საყვარელო ... -მიზნისთვის? -მინდოდა ის უწყება თავზე გადამეხია იმ პოლიციელისთვის ,მაგრამ ... -შენგან არც ეგ გამიკვირდებოდა... -მე შევიცვალე ნიკა და გარწმუნებ ამ ბრძოლის მოგება გაგიჭირდება თამარი მობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სახლი. მძღოლს დაუღრიალა კარი გამიღეო, მაგრამ ბიჭი გაოგნებული მიშტერებოდა. მოეჩვენა, რომ ქალი ტიროდა არადა ჯერ არასდროს ენახა ცრემლი თავისი ქალბატონის სახეზე. -მასწავლებლის ნახვა მინდა და თანაც ახლავე. ვინმეს უთხარი მოიყვანოს... ახალგაზრდა კაცმა თავი დააქნია და მანქანა დაქოქა. თან ნომერს კრეფდა ტელეფონზე. ალბათ დავალებას ასრულებდა _______ ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.