შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 18


25-12-2015, 22:32
ავტორი dona gedi
ნანახია 2 522

_არამზადას უყვარახარ ელენ. -უპასუხა სრული სერიოზულობით და ქალის თვალებს ჩააჩერდა, რომ არცერთი ემოცია არ გამოჰპარვოდა. მწვანე თვალები უცბად გალღვნენ და ჩამოდნენ, თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები და ცრემლები ერთად გაკრთნენ.
_ელენსაც უყვარხარ არამზადავ.
თქვა და ისევ მიეკრა ბიჭის ტუჩებს. ახლა კი არცერთისთვის აღარ არსებობდა საზღვრები. ყველაფერი გაქრა, ანდრიასთვისაც კი. ვერ გრძნობდა ვერც წყურვილს და ვერც იმას, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. რაღაც მომენტში ელენმა მაინც გააჩეერა ის, არ უნდოდა, რომ ბიჭის მოთმინებაზე ეთამაშა, მაგრამ ანდრიას არაფერი ეტყობოდა, რომ წყურვილს ვერ აკონტროლებდა. ელენსაც სწორედ ამის დანახვა სჭირდებოდა და საბოლოოდ დანებდა მაცდურ გრძნობებს.
შემოდგომის კოკისპირულმა წვიმამ შემოსცხო ფანჯრებზე თავისი წვეთები და ორივეს უფრო მეტად ესიამოვნა თბილი სხეულის შეგრძნება.
ანდრია გრძნობდა ელენის ყოველი შრამის ნაკვალევს, თუმცა ელენი საერთოდ ვერ აღიქვამდა როგორ გადადიოდა ბიჭის თითები ერთი ადგილიდან მეორეზე. მისთვის ერთ მთლიანობას ქმნიდა და ყველა უჯრედზე გრძნობდა ანდრიას.
მოასწრო გაანალიზება, რას ნიშნავდა „ერთ-სულ და ერთ-ხორც", ორი ადამიანის გაერთიანება.. მერე კი სულმთლად გაეთიშა გონება მისთვის უცნობი შეგრძნებებისგან.
ანდრია კი ყველაფერს ასწრებდა, ფიქრსაც, სწორად მოქმედებასაც და სიამოვნების მიღებასაც.
იყო მომენტები, როცა წყურბილმა ვნება გადაფარა, მაგრამ ელენის თვალები და სხეული ამის უფლებას არ აძლევდა. ელენიც ღელავდა, რომ არ გახსენებოდა ის ღამე. მაგრამ სანამ გრძნობდა ბიჭის სურნელს, ეს არ ემუქრებოდა.
ბოლოს იგრძნო როგორ დაემხო ბიჭის სხეული ზემოდან და ტუჩები მის არტერიას შეეხო. ელენის სხეული არცკი დაძაბულა ამ მოქმედებაზე. მთელი ძალით შემოაჭდო წვრილი მკლავები ძლიერ სხეულს და გათიშვამდე კარგად გაიგო, რა სასიამოვნოდ ეხეთქებოდა წვეთები ფანჯრებს,
ის კი თბილად იყო და
უყვარდა...
ბურანში კიდევ იგრძნო შეხება ტუჩებზე.
ისიც უყვარდათ...
არაადამიანურად...
თვალები რომ გაახილა და მის გვერდით თავისუფალი ადგილი დაინახა, გაბრაზდა. ზუსტად ახსოვდა, რომ სიზმარში აფრთხილებდა ანდრიას, უჩემოდ არ წახვიდეო. ის კი მაინც წავიდა.
მერე თავლები უნებურად დაეხუჭა და ყველაფერი გაახსენდა. რომ იგრძნო, ისევ ეპარებოდა ვნება, მოგონებებზე, მაშინვე წამოჯდა და ხელში ფურცელი მოხვდა.
„წერილი“-გაიფიქრა და გაიბადრა.
„პატარა ქალბატონო, თუ ამ წერილს კითხულობ, ესეიგი ჩემს დაბრუნებამდე გაგეღვიძებია. ნუ იბრაზებ, დავბრუნდები, დაცვასთან ერთად და მერე შენ გამაცილე.
გთხოვ, მუქი მწვანე სარაფანი რომ გაქვს ის ჩაიცივი.
მიყვარხარ ძვირფასო“.
ელენი ბედნიერი სახით წამოდგა და მის ტანსაცმელს გადახედა, რომელიც ანდრიას სავარძელზე დაედო ლამაზად. მაისური შუაზე იყო გადახეული, არადა არაფერი გაუგია წუხელ. იგრძნო როგორ აწითლდა და სასწრაფოდ აბაზანაში გაიტანა ყველაფერი. ბოლოს ჭაობისფერი კაბა ჩაიცვა და სარკეში შეათვალიერა თავი.
„ნეტავ მცოდნოდა ეს კაბა თუ უყვარდა განსაკუთრაბით, მეც მიყვარს“.
თავის ფიქრებზე გაეღიმა და ქვევით დაეშვა. სამზარეულოში გემრიელი სურნელების კორიანტელი დააყენა და თან მოშიებულმა დაიწყო თავისი ნახელავების გასინჯვა.
მალე მანქანების ხმა შემოესმა და გაუკვირდა. გარეთ გაიქცა და ტრაქტორის მაგვარი საბურავებიანი მანქანიდან გადმოსულ ანდრიას რომ მოჰკრა თვალი, არც უფიქრია, რომ იქ სხვებიც იყვნენ ისე გაიქცა მისკენ და მოეხვია. ანდრიამ მაღლა ასწია სიფრიფანა სხეული და კმაყოფილმა გაიღიმა, ელენის კაბა რომ შეამჩნია.
მერე დაბლა დაუშვა და ჩამწკრივებულ ოთხ ახმახს ელენი წარუდგინა.
_ელენ გაიცანი თეოდორე და იოანე, ისინი ძმები არიან.
ელენმა ღიმილით ჩამოართვა ხელი ორ იდენტურ ბიჭს.
_ესენი კი დემე და ჯეკო. -ელენმა იგივე გაიმეორა და ისევ იდენტურ ძმებს მიაჩერდა.
_ტყუპები ხართ?
_კი. უპასუხა ერთერთმა ღიმილით.
_ანდრიაა, ვერ გავიგე რომელი რომელია.-გაეცინა ელენს. _საერთოდ ვერ ვარჩევ.
ანდრიამ გოგოს ყურთან ჩასჩურჩულა რაღაც და გოგოს სიცილი წასკდა.
_ახლა აღარ ამერევა.
_კარგი რა ანდრია, გვითხარი ბოლოსდაბოლოს რით გვარჩევ. -გაიცინა იოანემ.
_არა.-იყო პასუხი და ხითხითი. ძმები კი მოიღუშნენ.
_სანამ ბიჭები ელენის მომზადებული კერძებით დანაყრდებოდნენ, ანდრიამ დრო იხელთა და ელენი დაიმარტოხელა.
_სამ დღეში დავბრუნდები. თუ რამე მოხდა და კიდევ მომიწია დარჩენა გეტყვი. ტელეფონი სულ თან გქონდეს. ხშირად ვერ დაგირეკავ მაგრამ მაინც.
_მეც რომ მოგწერო ხოლმე?
_მომწერე ჩემო პატარა ქალბატონო.
ელენი ბიჭს მოეხვია და ისევ აწითლდა გუშინდელის გახსენებაზე. ანდრიამ კი იგრძნო და ახითხითდა.
_არამზადავ.-ისევ ამოიბრუდღუნა ელენმა. _სამაგიეროს გადაგიხდი იცოდე!
ანდრიამ ამაზე თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა.
_შენ გადამიხდი? მაინც როგორ?
_მოვიფიქრებ!-უარესად გაბრაზდა ელენი და მისი მოშორება სცადა მაგრამ არ დასცალდა. ანდრია გიჟივით დააცხრა ტუჩებზე და მოდუნებული ელენის სხეული დაცემისგან იხსნა. ანდრია მაიმუნური ღიმილით მოშორდა გოგოს.
_დასუსტებული ხარ. რომ წავალ ბევრი ჭამე. იცოდე შეხსენება არ დაგჭირდეს, ბიჭები გაგაკონტროლებენ.
_პატარასავით ნუ მექცევი!-შეუბღვირა ელენმა.
_პატარა ხარ.-ისევ ახითხითდა ანდრია.
_მოწყდი აქედან.
ანდრია ვეღარ ჩერდებოდა, მაგრამ უცბად გაშეშდა და თბილმა ღიმილმა ჩაანაცვლა წეღანდელი სიცილი.
_რა იყო?იკითხა ელენმა.
_შენზე ლაპარაკობენ.
ელენმა პირი დააღო.
_რას ამბობენ?
_ძალინ ლამაზიაო, თან აშკარად ძალიან უყვარსო ანდრია.-ანდრიას გაეღიმა და გოგოს მიაჩერდა.
_ასეცაა.-უპასუხა ელენმა და ხელები ბიჭის მკერდზე დაალაგა.

ელენმა მაინც შეძლო და ცრემლების გარეშე გააცილა ანდრია. თუმცა ბიჭმა კარგად იცოდა, რომ წავიდოდა, ისინი მაინც გადმოკვეთავდნენ საზღვარს და ელენის ვარდისფერ ლოყებს დაუსველებდნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. უნდა წასულიყო.
ბიჭები პოზიციებზე განლაგდნენ, ჯეკო და თეოდორე გარეთ იყვნენ, იოანე ელენთან ახლოს ტრიალებდა, დემე კი ტერიტორიას აკონტროლებდა.
ელენმა სამზარეულო მიალაგა, თვითონაც დანაყრდა და მერე ბაღში გავიდა იოანესთან ერთად, რომ შველისთვის მიეხედა.
_იცი რატომ ჰყავს ამ ბაღში ეს შველი? -ჰკითხა იოანემ ელენს.
_არა, შენ იცი?
_ვიცი.-ეშმაკურად გაეღიმა ბიჭს.
_არ მეტყვი?
_ჯერ მითხარი, როგორ გვანსხვავებს ანდრია და მეც გეტყვი.-ელენს გაეღიმა.
_მხოლოდ მინიშნებას მოგცემ, არ მიღირს თქმად, ანდრია ისედაც მომიყვაება რატომ ყავს შველი აქ.-ელენს გამარჯვებული ღიმილი ჰქონდა.
_შენც მასავით გაუტეხელი ხარ? თუ არ უნდა, რომ მოკლა არაფერს გეტყვის.
_არც მე ვარ ნაკლები._გაუცინა ელენმა.
_კარგი ჯერ შენ მითხარი მინიშნება.
_თქვენ სხეულზე გაქვთ რაღაც ნიშანი, რომელიც შეუმჩნეველია, თუმცა, თუ იცი, ადვილად დაინახავ. მაგრამ ხანდახან შეიძლება ვერ შეძლო დანახვა, თუ ტანსაცმლით დაიფარავ.
_მე მაქვს ეს ნიშანი თუ თეოდორს?
_მე მხოლოდ ერთ მინიშნებას დაგპირდი, აღარაფერს გეტყვი.-წარბი აუწია ელენმა და გაეცინა. შენი ჯერია.
_ანდრიამ ნახა, როგორ მოუკლა ვეფხვმა ნუკრს დედა, მან კი ის ვეფხვი შეჭამა.-იოანეს აღფრთოვანებული სახე ჰქონდა, თითქოს უნდოდა თვითონაც გაეკეთებინა იგივე.
_ის ვეფხვებს არ ჭამს, უბრალოდ კლავს.-მოიღუშა ელენი.
_უბრალოდ არ კლავს, სისხლს უქრობს. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩემო ელენ. მერე ეს ნუკრი წამოიყვანა სახლში და ზრდის ასე. გგონია ეს პირველი შემთხვევაა? თავისი სიცოცხლის განმავლობაში იმდენი ობოლი ცხოველი ყავს შეფარებული ვერც მოითვლი. თან როცა იღუპებოდნენ, ყველას თვითონ მარხავდა და ნიშნებსაც ადებდა. ყველაზე მეტად მტრედები უყვარდა. ორი მტრედი ყავდა, ერთი თვითონ მოფრინდა აქ, მაშინ მეც აქ ვიყავი ერთი თვით და მახსოვს როგორ უხაროდა, თუმცა ამას არასდროს გამოხატავდა, მაგრამ როცა ეფერებოდა და ხედავდა თვალები ულურჯდებოდა ხოლმე. მერე იმ მტრედმა მეორე მტრედიც მოიყვანა და გამრავლდნენ. არ ვიცი ახლა ის შვილები თუ ყავს კიდე, მაგრამ მახსოვს ერთხელ, ბიჭები მოვედით საქმეზე და უცნაურად იქცეოდა. თვალები განაცრიფრებოდა და აშკარად რაღაცის გაკეთებას აპირებდა, ჩვენ კი ხელი შევუშალეთ.
-ელენი გაოცებული უსმენდა ამ ყველაფერს, იოანეს კი მგონი დაავიწყდა კიდეც ვის ესაუბრებოდა, ისეთი შორს, მოგონებებში იყურებოდა მისი ლამაზი თვალები და ეტყობოდა, ყველაფერს ნამდვილივით ხედავდა, როცა ამ ამბავს იხსენებდა.
_ბოლოს გამოტყდა, დედა მტრედი მოკვდაო, მეორე კი გაფრენილა და ამბობდა ვიცი აქაა, ზემოთ დაფრინავსო. ერთად წავედით და დავმარხეთ ის მტრედი, მეორე დღეს კი იმ ადგილას მამალი მტრედი ვიპოვეთ მკვდარი. ისიც გვერდით დავასაფლავეთ.
აი ასეთი მგრძნობიარეა შენი ბიჭი.-სრული სერიოზულობით დაამთავრა იოანემ.
ელენი კი პირდაღებული უსმენდა.
_სადაა ის ადგილი?
_აქვე იყო ბაღში. წამოდი მოვძებნოთ. -უთხრა იოანემ და ელენს ისეთი თბილად გაუღიმა, გოგომ უნებურად გაიფიქრა, ღიმილის დროს თითქოს თვალები ულღვება და იღვენთებაო. მალევე იპოვეს ის ადგილი, ხის წნულით იყო შემოღობილი, ერთი ციცქნა ადგილი.
_იოანე, ახლაც რომ გვყავს მტრედები? მათი შვილები არიან?
_არ ვიცი ჩემო ელენ, შეიძლება. ერთი კი ვიცი, რომ ძალიან უცნაურია, თავისი ნებით მოვიდეს შენთან მტრედი, და აღარ დაგტოვოს.
_კარგი,-შეყოყმანდა ელენი._მეც გეტყვი რაღაცას.-იოანეს გაეღიმა. _ჩემი აზრით, ანდრია სულაც არ გცნობთ იმ ნიშნის მიხედვით, რომელიც მე მასწავლა. ის სუნის მიხედვითაც იმახსოვრაბს ადამიანებს, და გულისცემაც ესმის. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ეს.. ასე რომ, ის ყოველთვის გიცნობთ რაც არ უნდა გააკეთოთ.-ღიმილთ უთხრა ელენმა. ფიქრობდა რომ იოანეს დაუმეგობრდებოდა. ძალინ სიამოვნებდა მასთან ლაპარაკი.
_მეც ვიფიქრე ეგ, მაგრამ შენც რომ გითხრა ეგ გამიკვირდა. -გაიცინა ბიჭმა.
ბაღში რომ მოამთავრეს საქმე, ისევ სახლში დაბრუნდნენ, ელენმა მაინც ვერ შეძლო და ანერვიულდა, ტელეფონს დაშტერებოდა, მაგრამ ის ხმას არ იღებდა.



№1  offline წევრი dona gedi

შეცდომებისთვის მომიტევეთ ბავშვებო request

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ამდენი ხანი სად იყავი მივილიე ლოდინში ახლა ფოტო რომ დავინახე ჭკუაზე აღარ ვიყავი ისე გამიხარდა. იცოდე რამე საშინელი არ მოხდეს თორემ არ ვიცი რას ვიზამ ნუ დაიდებ ჩემს ცოდვას wink love

 


№3  offline წევრი dona gedi

sameone crazy girl
ამდენი ხანი სად იყავი მივილიე ლოდინში ახლა ფოტო რომ დავინახე ჭკუაზე აღარ ვიყავი ისე გამიხარდა. იცოდე რამე საშინელი არ მოხდეს თორემ არ ვიცი რას ვიზამ ნუ დაიდებ ჩემს ცოდვას wink love

საშინელებები ჩემს თავს ხდებოდა და ამიტომ არ ვიყავი აქ ამდენხანს, თორე აქ რა მოხდება კაცმა არ იცის wink ხო კარგი, ისეთს არაფერს ვიზამ რომ გაგაგიჯო wink ახალი წელი მოდის და კარგი განწყობა მაქვს, ასე რომ ამათაც უნდა დაეტყოთ love

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzliiivs ramdeni xaniii velodebodi. am istoriaas icode agar daagviano egre metjer da dzaaan sayvareli wyvilia es orii yochaag kai iyooo♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline წევრი dona gedi

♡EPICLOVE♡
dzliiivs ramdeni xaniii velodebodi. am istoriaas icode agar daagviano egre metjer da dzaaan sayvareli wyvilia es orii yochaag kai iyooo♡♡♡

მადლობა ჩემო კარგო <3 ვფიქრობ შედარებით მოვიცლი ახლა და ასე აღარ დავიკარგები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent