გაყიდული სხეული “11“
* * * გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში და გულმოსულმა ძლივს შეიკრა ღვედი,თავს დამცირებულად გრძნობდა და იმდენად იყო გულნატკენი,ვერც კი სუნთქავდა,ჰალსტუხი შეიხსნა და უკანა სავარძელზე მოისროლა. ელენე უხმოდ აკვირდებოდა გაცეცხლებულ დამიანეს და შიშით იწურებოდა.დამიანეს მასთან საუბარი არ სურდა,ძრავი ჩართო და მანქანა დაძრა.ნერწყვს რომ ყლაპავდა ყელში საშინელ ტკივილს გრძნობდა,არ სურდა მისი ტანჯვა ელენეს შეემჩნია,მაგრამ დაფარვას ვერაფრით ახერხებდა.თვალები აეწვა და ცრემლის წვეთმა გაიბრწყინა მის ღაწვზე,ანერვიულებულმა სწრაფად შეიმშრალა და დაბურულ გზას გახედა,თვალებში ჩამდგარი ცრემლები ხედვას უქვეითებდნენ. -რატომ არაფერს ამბობ?-ტკივილისგან დაღლილს ელენეს ხმა მოესმა,რამაც ტკივილზე იმოქმედა და გაუყუჩდა,-არ მინდოდა მასთან ცეკვა,-ახსნას შეეცადა ელენე,-ასე რატომ გაბრაზდი ჩვენ ხომ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არასოდეს ჩავერეოდით,-აღელვებით ჩაილუღლუღა და მანქანის მინაში გაიხედა გარეთ თოვდა უკვე ბინდი ჩამოწოლილიყო და ქუჩა თითქმის დაცარიელდა. -შენს კითხვაზე პასუხი არ მაქვს,-ამოიხრა დამიანემ და საწმენდი ჩოთქები ჩართო,როცა თოვლმა მინები დაფარა,-ალბათ არ უნდა ვიქცეოდე ისე,როგორც ვიქცევი,მაგრამ ყველაფერს გულის კარნახით ვაკეთებ,მან მიბრძანა რომ უნდა გამომეყვანე იქიდან,არ სურდა რეზისთან გეცეკვა. -მერე მე მეტყვი ეჭვიანობო,-ბრაზმორეულმა განუცხადა და ხელები გადააჯვარედინა. -ეჭვიანობა რა შუაშია,-გაიკვირვა დამიანემ,-ნებისმიერი ნორმალური ადამიანი დაგეხმარებოდა და აგარიდებდა უსიამოვნო ადამიანთან ცეკვას. -ვინ?-სიცილად არ ეყო მისი ნათქვამი,-ვინ ისურვებდა უცხო ადამიანია დახმარებას,-სახეზე აიფარა ხელები,-ვერ გცნობ,დამიანე,ადრე ყველა ვალდებულება მოხსნილი იყო,მაგრამ ვატყობ რომ ყოველდღე ემატება -კარგი,მორჩი სიცილს,დაწყნარდი,-მიუგო თავადაც ცოტა გახალისებულმა და გაყინული ხელები ერთი მეორეს მიყოლებით დაიორთქლა მერე ისე ძლიერად ჩაეჭიდა საჭეს,-ამდენი სიცილი არ შეიძლება,-სიჩქარის პედალს ნელ-ნელა აუშვა ფეხი და გააჩერა კიდეც მანქანა. -შენ ვინ გკითხავს,-უკმეხად პასუხობს ელენე და ისევ განაგრძნობს,-რატომ ხარ ასეთი აუტანელი? -ყველა ხომ არ იქნება შენსავით მხიარული,თანაც არც ისე აუტანელი ვარ,უბრალოდ არ მეცინება დღეს,-მიუგო და მანქანიდან გადავიდა,-თუ შეიძლება გადმოდი,-შეიხედა ისევ და ელენეს უთხრა,-სახლის წინ ვდგავართ უკვე,-გვერდულად გაიღიმა და კარი მიხურა.ელენემაც გააღო კარი და გადავიდა,როდესაც სადარბაზოში შევიდნენ თავბრუსხვევა იგრძნო და კედელს მიეყრდნო,-რაიყო დაეჩვიე ყოველ გასვლაზე სახლში ხელში აყვანილი რომ ბრუნდები და უკვე თვალთმაქცობ?,-ახარხარდა დამიანე და შეეშველა,კედელზე მიყრდნობილს -ვინ გითხრა?-ჩამოსცილდა ელენე კედელს და კიბეებზე სვლა დაიწყო,მაგრამ თავი ისევ ცუდად შეიგრძნო და შეჩერდა. -რა მოგივიდა?-შეშინდა დამიანე და ხელი შეაშველა,-ცეკვისგან დაიღალე და ალბათ მაგიტომ გეხვევა თავბრუ -ალბათ,-დაეთანხმა ელენე და დამიანეს მკლავში ჩაჭიდებულმა გააგრძელა სვლა.კართან ერთდროულად მივიდნენ და კარზე ელენემ დააკაკუნა.შიგნიდან ნინელის ხმა გაისმა და ის მალევე მიუახლოვდა კარს,გააღო და მათ დანახვაზე გიორგის გასძახა. -მოვიდნენ,ეშველათ,-და ორივეს ღიმილით შეუძღვა სახლში -რამე ხდება?-გაკვირვებული უცქერს ელენე დამიანეს -მეც ახლა მოვედი,-უცინის დამიანე,-შევიდეთ და გავიგებთ რატომ მიგვიღო დედაშენმა ასე გრაციოზულად,-უკვე ჰოლში იდგნენ,როცა გიორგიმ შამპანიური გადმოიღო და გახსნა დააპირა,მაგრამ დამიანემ შეაჩერა,-არ იტყვით რა ხდება?-ჰკითხა მან გიორგის და შამპანიურის გახსნა თავად ითავა -მამა,-ამოიღო ხმა ელენემ,-რას აღნიშნავ? -შენს გათხოვებას შვილო,-მიუგო გიორგიმ და შამპანიურის ჭიქები გადმოიღო,გაშტერებულ დამიანეს ბოთლი გამოართვა და ჩამოასხა -რას?-ჰკითხა მან დაბნეული ხმით,-მამა -მე უკვე თანახმა ვარ,ეს დღეები სწორედ თქვენ საქმეზე დავრბოდი,ქორწილი ორ კვირაში იქნება,მოგვარებულია ყველაფერი,მხოლოდ კაბა არ გვაქვს,რაზეც შენ უნდა იზრუნო,-მისმა ნათქვამმა დამიანე გამოარკვია და გახარებული გადაეხვია სასიმამროს -მადლობ ნდობისთვის,-მიუგო აღტკინებულმა და შამპანიურის ჭიქა აიღო,-ჩვენ გაგვიმარჯოს,-მიუგო ელენეს და გადაუშვა კუჭში. -ჩვენც მოვედით,-ჰოლში ნინელი და ახლად გამოღვიძებული დემნა გამოვიდა,პატარა თვალებს თავისი პაწაწუნა ხელებით იფშვნეტდა,-ჩვენც გვინდა ზეიმი,-დამიანე მათ მიუახლოვდა და დემნა ხელში აიყვანა -როგორ ეძინა?-ჰკითხა ნინელის და პატარა გემოზე ჩაკოცნა,-ჩემი ტკბილი,-დაეჭყანა ,დაეკრიჭა,რომ დემნას გასცინებოდა,მაგრამ ბავშვი დასერიოზულებული უცქერდა ბიძამისს -თითქმის ნახევარი დღეა ძინავს -ძილი ეყვარება ბიძასავით -შეიძლება?-ხელები გაიწვდინა ელენემ,რომ დამიანესთვის გამოერთმია. -კი,რა თქმა უნდა,-მიუყვანა მანაც და ინტერესით დააკვირდა,აინტერესებდა,როგორ მოექცეოდა ელენე დემნას. როგორც კი იგრძნო პატარა მის მკლავებში აღუწერელი შეგრძნება დაეუფლა,როდესაც დემნამ ხელები კისერზე შემოხვია ელენეს სითბო ჩაეღვარა გულში და ძლიერად ჩაიხუტა. -არ გამიჭყლიტო ბავშვი,-ხუმრობით უთხრა დამიანემ,-კარგი,გეყოფა,მომიყვანე,-მიუგო და გამორთმევა დააპირა -აუ ვერ მოგიყვან,-წუწუნით თქვა ელენემ და მომღიმარ ბიჭუნას ლოყებზე აკოცა,-რა თბილია,-თქვა მისი სითბოთი გაოცებულმა,-რა კარგი ვინმეა -მე მგავს,-ხარხარით შეიქო თავი დამიანემ,-ჩემი ასლია,-აგრძელებდა ქებას,-დემნა, აბა თქვი დედა,-დემნამ ჯერ გაკვირვებულმა შეხედა მერე გვერდულად გაიღიმა და პირი დააღო,ყველანაირი ბგერა წარმოთქვა რაც კი იცოდა,მაგრამ სიტყვის შეკვრა ვერ მოახერხა და იმედგაცრუებულმა სახე მოღუშა,-არაუშავს,-ხელი მოჰკიდა და დაამშვიდა ბიძამისმა, -ყველაფერში მე როგორ დამემზგავსე -მაინც რაში?-ეჭვით შეხედა ელენემ -2 წლის რომ გავხდი ძალით მათქმევინეს დედა,-ღიმილით თქვა დამიანემ და დემნას ენა გამოუყო,დაეჭყანა და ბავშვს ისეთი ხითხითი აუტყდა რომ გული აუჩქარდა,დამიანეს ყურება ძაგრავდა. -ცოდოა,მორჩი,-გააჩერა აჟიტირებული მამაკაცი და დემნამაც შეწყვიტა სიცილი და კრუსუნზე გადავიდა,ხელები მომუჭა და აქეთ -იქით ქნევას მოჰყვა. -კიდევ დალევ?-გაუწოდა ჭიქა გიორგიმ მომავალ სიძეს და მხარზე ხელი დაადო -რა თქმა უნდა,-გამოართვა მანაც და ჩაუძახა,უკვე მკვეთრად იგრძნო ალკოჰოლის რაოდენობა სხეულში და შეჩერება გადაწყვიტა,-ეს ბოლო იყო,-მიუგო გიორგის და ხელების ქნევით ჩამოჯდა სკამზე. -ასე მალე თვრები?-აღტაცებულმა ჰკითხა ახალგაზრდა მამაკაცს და ახარხარდა,-შენი ტოლი რომ ვიყავი ყველაზე ბოლო მე ვდგებოდი სუფრიდან,დანარჩენებს კი თეფშებზე ეძინათ სამ-ოთხ ჭიქაში. -გამძლე ყოფილხარ,-სიცილით თქვა დამიანემაც და ელენეს ახედა,იგი ართობდა დემნას და ორივე ბედნიერად გრძნობდა თავს. -მე კი არ ვარ გამძლე ისინი იყვნენ სუსტები,-ამოისუნთქა მან,-ზომა რომ იცი კარგია,არაფერი არ ვარგა ზედმეტი,ზომიერება ყველაფერში საჭიროა -სიყვარულშიც?-ჰკითხა დამიანემ ისე რომ მზერა ელენესა და პატარასთვის არ მოუცილებია. -რას გულისხმობ?-დაიბნა გიორგი,-მუდამ ერთი უნდა გიყვარდეს? -თუნდაც -ჩემი ნინელი გვიან ვიპოვე,მანამდე შეიძლება ვინმე იყო კიდეც,ამ მხრივ ზომიერებას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ,ისევე როგორც ბევრი მსმელი ღვინის ოდენობას,სიყვარული ხომ არავის აუკრძალავს,მაგრამ ფაქტია რომ ისევე აზიანებს შინაგან ორგანოებს და სულს,როგორც ალკოჰოლი -არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმოთ,რაც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი და აფასებდე მაინც გამოჩნდება რაღაც რაც მთელ შენს სხეულზე რეაგირებას მოახდენს და უბრალოდ დაუძლურდები მის წინაშე. -შენსა და ელენეს გრძნობებში ეჭვი არ მეპარება,დანარჩენი უფლის ნებაა,-ჭიქა დადგა და წამოდგა,-დღეს აქ დარჩი ნასვამი ხარ და დაგაჯარიმებენ -არა,მეგობარს დავურეკავ და ის გამიყვანს -რატომ უნდა შეაწუხო,ჩათვალე უკვე შენს სახლში ხარ,-ღიმილით მიუგო გიორგიმ და წაბარბაცდა -უკეთესი იქნება თუ წავალ,-მიუგო დამიანემ და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან რომ მეგობართან დაერეკა.დიდხანს ელოდა,მაგრამ პასუხს არავინ სცემდა,გაბრაზებულმა უკან ჩააბრუნა ტელეფონი და სხვა ალტერნატივა რომ ვერ გამონახა მეორედ დარჩა ელენეს სახლში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.