მინდა მიყვარდეს თავი 19
მე და ნია ისე ვიყავით ჭორაობაში გართული ვერც გავიგეთ დრო ისე მალე გავიდა და ბიჭებმა კარებზე ზარიც დარეკეს.მე სიხარულით გავიქეცი რადგან ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრება უნდა მოსულიყო და შემეძლო მისი ალერსით დავმტკბარიყავი. სამივე შემოვიპატიჟე სახლში და მისაღებ ოთახიში შევიყვანე.ლევანიმ ნიას გვერდიტ მოიკალათა და თავი მის თმებში ჩარგო.ხმამაღლა შეიყნოსა მისი სურნელი და ნიას ლოყაზე აკოცა.ამის შემხედვარე ყველას გულით გაგვეღიმა და ლოყებაწითლებულ ნიას ჩუმად გადავხედეთ.თავი ჩაეღუნა და ხმას ვერ იღებდა. ბექა მომიახლოვდა და მისი ცხელი ბაგეები ლოყაზე შემახო.იმდენად ცხელი იყო რომ მეგონა ლოყა მეწვოდა მისი კოცნისგან და ცეცხლი მეკიდა,ის კი ეშმაკურად მიღიმოდა ტუჩის კუთხეში და თვალებს მიციმციმებდა.ლექსო იდგა და უხერხულად ისმუშნებოდა,როდესაც მოვესიყვარულეთ ერთმანეთს ლექსოს გადავხედეთ და თავი დამნაშავედ ვიგრძენით,რადგან მეგობარს პრობლემა ჰქონდა ჩვენ კი ერთმანეთს ვეალერსებოდით.ყველას უსიამოვნო შეგრძნება დაგვეუფლა და დამნაშავეებივით ავიწურეთ.სიტუაცია ისევ მე განვმუხტე და ლექსოს მივუბრუნდი. -ლექსო თეკო საძინებელშია და სძინავს.დამამშვიდებელი გავუკეთეთ.იმდენი იტირა რომ ძალა გამოეცალა და ეხლა მშვიდად სძინავს.შედი და დაელოდე როდის გაიღვიძებს.მშვიდად ილაპარაკეთ,ყველანი აქ ვიქნებიტ და ხელს არავინ შეგიშლით.-ვუთხარი შამანაურს და თეკოს საძინებელი დავანახე დერეფნის ბოლოს რომ იყო. -მადლობა ანი.-ხელი მხარზე დამადო და ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს.ოთახში უხმაუროდ შევიდა და კარიც მიიხურა.თვალი იქამდე გავაყოლე სანამ ლექსო არ მიიმალა კარს მიღმა და მხოლოდ ამის მერე გამოვხედე ბავსვებს.ლევანი ნიასთან იყო ჩახუტებული თვალები დაეხუჭა და ხმამაღლა სუნთქავდა.ვიცოდი და ვხვდებოდი რომეხლა მათზე ბედნიერეი არავინ იყო.რადგან ორივე ძალიან მაგარი ადამიანები იყვნენ და იმსახურებდნენ უზომო ბედნიერებას.ნია გაყუჟული იყო ლევანის მკლავებში და ნაზად უსმევდა თმებზე თავის თხელ და ლამაზ თითებს.დრო და დრო კი თავზე კოცნიდა. -ბავშვებო ყავას დალევთ?-მივმარტე იმ იმედით რომ ყველა დამთანხმდებოდა და ამ იდილიას ხელს აღარ შევუშლიდი. -მე დავლევ რა ჩემო სიცოცხლე.-მითხრა ძალიან გადაღლილი სახით ბექამ. -მეც რა ანი.-გამომხედა ნიამ და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. -მეც ჩემო გადარეულო გოგო.ხო იცი როგორრიც მიყვარს.-მითხრა ბოლოს ლევანმა და თვალი ჩამიკრა. -კარგი მასინ მე მოვადუღებ და მალე მოვალ. შენ კიდევ ლევან ყავას კი არა ცეცხლს მიიღებ თუ ჭკვიანად არ მოიქცევი.-თითი დავიქნიე მუქარის ნისნად და მხიარულად გავცუნცულდი სამზარეულოში. -შენ ჩემი ცეცხლი გოგო ხარ ხო იცი.ჩემი გადარეული.-მომაძახა ბოლოს მაინც ზედგენიძემ და მხიარულად გაიცინა.სიცილში ბექა და ნიაც აყვნენ და სახლი გამოაცოცხლეს. ბექა. ირაკლისთან საუბრის მერე ლექსო საერთოდ გაგიჟებას იყო.ყველანი ამ მდგომარეობაში ვიყავით მითუმეტეს ეხლა როდესაც ასეთი დაძაბული სიტუაცია იყო მათ შორის.ვეჭვობდი რომ ირაკლის რაღაც საზიზღრობის მოფიქრება შეეძლო და ეს გულს მიღრღნიდა.მაშინვე თბილისში წამოვედიტ.გოგოები თეკოს სახლთან დავტოვეთ და ლექსოს ბინაში წავედით ყველანი.ლექსო ადგილს ვერ პოულობდა. ისეთ დღეში იყო რომ ხელსი რაც მოხვდებოდა ყველაფერს ამტვრევდა და გულს ამით იოხებდა.მე და ლევანიც მშვიდად ვუყურებდით და ველოდით მის დამშვიდებას.მაგრამ ის არა და არ მსვიდდებოდა.უფრო უარესად იქცეოდა და ყველაფერში ტავს იდანაშაულებდა.მაგრამ ლექსომაც კარგად იცოდა რომ ეს ყველაფერი მატ ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა დამალე შერიგდებოდნენ,უბრალოდ თეკოს დრო სჭირდებოდა,გოგო იყო და განიცდიდა ამ ყველაფერს მაგრამ შამანაურს განშორება ანადგურებდა.ამდენი ხნის მერე ძლივს თავისად იგულა საყვარელი არსება და ეხლა არ ეთმობოდა თუნდაც დროებითი განშორებისთვის.ბოლოს როგორც იქნა დაწყნარდა,როდესაც დაინახა რომ დასამტვრევი აღარაფერი იყო მის სახლში.ყველაფერს ერთიანად გაავლო მუსრი და ნერვები დაიწყნარა.ემოციებით დაცლილი დაეცა დივანზე და ცრემლებჩამდგარი თვალებით შემოგვხედა ორივეს.გული მტკიოდა ამ მდგომარეობასი რომ ვხედავდი ძმაკაცს და შველაც არ შემეძლო არაფრით.რომ შემძლებოდა ამ ტკივილს დაუფიქრებლად ავარიდებდი.ოღონდ ასეთი განადგურებული და გულმოკლული არ მენახა ეხლა.ცხოვრებაში პირველად უყვარდა ასეთი დავდავიწყებით და ასეთი გრძნობით.უხაროდა ყველაფერი მხოლოდ თეკოთი.ერთი სული ჰქონდა როდის გახდებოდა მისი ცხოვრების თანამგზავრი და როდის იქნებოდა სამუდამოდ მის გვერდით და თითქოს ეს ოცნებები ნელ ნელა ხელიდან ეცლებოდა.ვიხსენებდი იმ დროს როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცნობდი გიორგაძეს და არც ნანახი არ მყავდა. როგორი აღფრთოვანებული და გახარებული მიყვებოდა მის შესახებ.როგორ უბრწყინავდა თვალები როდესაც მის სახელს წარმოსთქვამდა და გული მწყდებოდა რომ შეიძლებოდა მისი სიხარულიი ამხდელა ტანჯვით დასრულებულიყო.ხმას არც ერთი არ ვიღებდით.ყველანი ჩვენ ჩვენ ფიქრებში ვიყავით წასულები როდესაც ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.ჩემი ლამაზი გოგო მირეკავდა.ამის წარმოდგენაზე სიხარული მიტანდა და უკვე ყველაფერი მავიწყდებოდა.ეს გოგო მაგიჟებდა და სისულელეებს მადენინებდა.მასთან სულ სხვანაირი ვიყავი.ნამდვილი ბექა ვიყავი პირველად ცხოვრებაში შემეძლო ადამიანის წინაშე ჩემი გრძნობები და განცდები გადმომეცა დაუფარავად და ეს ყველაფერი სიმშვიდეს მაგრძნობინებდა.მითხრა რომ თეკოსთან იყვნენ და ლექსო უნდა წაგვეყვანა მასთან რადგან დრო იყო ყველაფერი გაერკვიათ სანამ ყველაფერი უარესად გართულდებოდა და ცუდად დამთავრდებოდა.მალე დავემშვიდობე და ეხლა შამანაურს გავხედე,რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე დაზაბულ მზერას არ მაცილებდა და ელოდა როდის მოვრჩებოდი საუბარს. -რა ხდება?რა გითხრა ანა?თეკო როგორაა?-არაფრის თქმა არ მაცადა ისე მომაყარა კითხვები და ნერვიულობის დასაფარად თითებს დაუწყო მტვრევა. -არაფერი არ მომხდარა დაწყნარდი ძმა.უბრალოდ ანამ დამირეკა თეკოს სძინავს და ყველანი გამოდით აქ,როცა გაიღვიძებს დაილაპარაკონო თორემ ცოდვები არიან,ასე როდემდე უნდა იყვნენო.-გადავეცი ანას ნათქვამი ლექსოს. -ეგ გოგო ოქრო გყავს რა ნამდვილი ოქრო.-სიხარულით წამოფრინდა ლექსო ფეხზე და გულიანად გაიცინა.გვიკვირდა მისი ასე გამხიარულება იმმ ყველადრის მერე რაც სახლში ჩაიდინა მაგრამ მაინც გვიხაროდა რომ იმედი მიეცა და ამ იმედს მთელი ძალით ებღაუჭებოდა რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა. -დიდხანს უნდა მიყუროთ ასეთი გაოცებული სახეებით თუ წავიდეთ?- გვკითხა დაეჭვებული სახით და ორივეს მკაცრი მზერა მოგვაპყრო. -შენ ოღონდ კარგად იყავი ძმაო და ტუ გინდა ჯოჯოხეთშიც წამოგყვებით.- გამხიარულდა ლევანიც და ფეხზე წამოდგა. -იქ წასვლა ჯერ ადრეა ძმებო,ისე კი იცოდეთ რომ თქვენს გარეშე არსად წამსვლელი არ ვარ თუნდაც ჯოჯოხეთში.-მხიარულად შემოსძახა ლექსომ და ორივეს ხელი გადაგხვია. -რა პრობლემაა ძმა.ჩვენ ხომ სამი მუშკეტერი ვართ-მხიარულებაში ჰყვებოდა ლევანიც და ყველანაირად ცდილობდა რომ ასეთი მხიარული და პოზიტიური განწყობა შეენარჩუნებინა ბოლომდე.ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ მისი ამ მხიარული ნიღბის უკან ძალიან სევდიანი ლექსო იმალებოდა და ამას ჩვენც კი გვიმალავდა.კაცი იყო და მაინც ბოლომდე არ შეეძლო გახსნა,თუნდაც ძმაკაცებთან. ალბათ საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა ამყველაფერში ბოლომდე და ცდილობდა ცუდი ფიქრები გულთან ახლოს არ მიეტანა.სამივე გამოვედით სახლიდან და მანქანაში ჩავჯექით.მალე თეკოს კართან ვიდექით და ზარს ვრეკდით.კარი ჩემმა გოგომ გამიღო.მისი დანახვისას ერთი სული მქონდა გულში ჩამეკრა და ის ლამაზი ტუჩები კიდევბევრჯერ დამეკოცნა.მაგრამ თავს მოვერიე და მშვიდად შევედი მისაღებ ოთახში.ლევანი ნია მიუჯდა და სიყვარულის მორევში გადაეშვა.მეც ნაზად ვაკოცე ანას ლოყაზე და ვგიჟდებოდი რადგან ეს არ მაკმაყოფილებდა.მინდოდა გემრიელად დამეკოცნა მისი სახე და გული მეჯერებინა მოფერებით.ლექსო თეკოს ოთახისკენ გაუშვა ანამ და ჩვენ მოგვიბრუნდა.ყავა შემოგვტავაზა ყველას და ლევანთან ხუმრობით ყველა გაგვამხიარულა.ეხლა მარტლა არ გვაწყენდა სიცილი რადგან მთელი დღის დაძაბულობის მერე ეს ყველაზე კარგი იყო სტრესის მოსახსნელად.ცოტა ხანს დაველოდე და მეც სამზარეულოსკენ გავწიე.ჩემს გოგოსთან მინდოდა მარტო ყოფნა თან უხერხულად ვგრძნობდი თავს გვრიტებთან.ამიტომ უხმაუროდ ავდექი და ანისთან შევედი. ზურგშექცევით იდგა და ჩემი შესვლა არ გაუგია.ნელა მივედი და ზურგიდან ავეკარი მთლიანად.მათბობდა მისი სიახლოვე და ყველა ნერვს მიკრთობდა როცა ასე ახლოს მყავდა.ძარღვებში სისხლი აჩქარებულად იწყებდა მოძრაობას და ცხელი მასასავით მეღვრებოდა მთელს სხეულში.ვგრძნობდი მთელი სხეულით და მთელი გულით.ის იყო საოცრება ჩემს ცხოვრებაში.ახდენილი ოცნება რომლის იმედიც დიდი ხნის წინ მქოდა გადაწურული.ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული და გააკანკალა.ამან უფრო გამათამამა რადგან ვხვდებოდი რომ ისიც იმავეს გრძნობდა ჩემი შეხებით რასაც მე და ეს სითამამეს უფრო მმატებდა.ნელა ჩავაცურე ტუჩები მის ყელისკენ და მოსისვლებილ ადგილად ვნებიანად ვაკოცე.ამაზე საერთოდ ლამის ხელებში ჩამადნა,სანთელივით დაიღვარა.მისი რეაქცია უფრო მეტის უფლებას მაზლევდა.გვიჟდებოდი იმის წარმოდგენაზე რომ ეს პატარა არსება ხელებში მადნებოდა და ჩემი შეხება ამხელა რეაქციას ახდენდა მასზე.ნელნელა მოვატრიალე ჩემსკენ და თვალებში ჩავაშტერდი.მინდოდა უსიტყვოდ მის თვალებში ამომეკითხა ყველა ის გრძნობა რასაც ეხლა განიცდიდა.მინდოდა ეს სიყვარული და ვნება მის თველბში დამენახა.საოცრად ლამაზი და ნათელი წერტილებით სავსე თვალები ჰქონდა.მაბნევდა მისი ასეთი სიახლოვე და თავს სულ იმას შემოვძახებდი რომ ყველაფერი ზომიერად უნდა ყოფილიყო რადგან ეს ჩემს ლამაზ გოგოს სურდა.არ ვიტყვი იმას რომ დღე და ღამე სექსზე ვფიქრობდი, მაგრამ არც დაგმალავთ და ბევრჯერ მიფიქრია მასთან ყოფნაზე. მაგრამ მეშინოდ რომ ანაც თეკოსავით დაფრთხებდა და მერე ამას საკუთარ თავს არასოდეს არ ვაპატიებდი.უბრალოდ მინდოდა მასთან სიახლოვა და ის რომ სამუდამოდ ჩემი ყოფილიყო.ნელ ნელა მზერა თვალებიდან მის ამობურცულ ვარდისერ ტუჩებზე გადავიტანე,რომელიც უხმოდ მთხოვდა კოცნას და ხომ არ ვაწყენინებდი:)ნაზად დავეწაფე მოწყურებულივით და ისეთი გრძნობით მყვებოდა მისი ბაგეები რომ უფრო მახელებდა და მაგიჟბდა.იმდენხანს ვკოცნიდიტ ერთმანეთს მნატრებულები რომ ყავის გადმოსვლა საერთოდ არ გაგვიგია.მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა ყავამ და თავი შეგვახსენა და როგორც იქნა მოგვწყვიტა ერთმანეთის ბაგებს. მხიარულად გადავხედეთ დასვრილ გაზქურას და ორივეს ერთდროულად გაგვეცინა. -ხედავ რა ცუდად მოქმედებ ჩემზე?ყავაც კი ვერ მომიდუღებია ნორმალურად.- მითხრა ანამ და მოწყვეტით მაკოცა ბაგეებზე. -შენ კიდევ ჩემზენმოქმედებ ცუდად პატარა ეშმაკუნა.-მეც გამეცინა და ხელები ისე მოვხვიე რომ ვერსად გამექცეოდა გულითაც რომ სდომებოდა.ბოლოს ანაც დამმორჩილდა მტლიანად მოეშვა და ჩემს მკლავებში გაირინდა. ..... ლექსო წყნარად შევიდა თეკოს საძინებელში და საწოლის კუთხეში ჩამოუჯდა. თმაზე ნელა გადაუსვა ხელი და ნელა შეახო შუბლზე ბაგეები.მისი საამო სურნელი შეისუნთქა და ღრმად ამოიოხრა.თითქოს ამ ოხვრას მთელი მისი გული და სული ამოაყოლაო.უყურებდა თეკოს დასიებულ და გათეთრებულ სახეს,აბურძგნულ თმებს და ხვდებოდა მის ყველა ტკივილს თუ განცდას.როგორ უნდოდა რომ ესეთი არასოდეს ენახა მისი საყვარელი არსება.ასე არ ეტკინა მისთვის გული მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანი იყო.უკან ვეღარაფერს დააბრუნებდა და გულითაც რომ სდომოდა მაინც ვერაფერს შეცვლიდა.მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა რომ ამ ყველაფერს ერთად გადალახავდნენ და თეკო ხელს არ ჰკრავდა.მისთვის იმ ღამის მერე ბევრი რამე შეიცვალა.თეკო უკვე მისი იყო და ეს ყველაზე მეტად ახარებდა, გრძნობდა თუ რამხელაზე უყვარდა ის გოგოს და რამდენად ენდობოდა და არ დაუშვებდა არასოდეს რომ ეს ნდობა მასში ჩაეკლა.პირიქით უფრო მეტად გააღვივებდა და უფრო მეტად აგრძნობინებდა მის სიყვარულს.იჯდა და ელოდებოდა როდის გაიღვიძბდა გიორგაძის ასული რომ შეძლებოდა მშვიდად დალაპარაკება.რადგან ეს საუბარი ორივეს ჰაერივით სჭირდებოდა და ამის გარეშე წარმოქმნილ პრობლემებს ვერ გადალახავდნენ.იჯდა და ფიქრობდა როცა თეკო გაიღვიძებდა რა უნდა ეთქვა რომ გოგოს საუბარი არ შერცხვენოდა და უფრო მეტდ გახსნილიყო მასთან.რომ უფრო მეტად ესაუბრა თავის გრძნობებზე და განცდებზე და უფრო მეტად თავისუფლად ეგრძნო თავი.მაგრამ თეკო ჯერ არ აპირებდა გაღვიძებას,მას ეხლა ყველაზე მშვიდი ძილით ეძინა,აი ისეთი ბავშვებს რომ სძინავთ ხოლმე.შამანაურიც მოთმინებით ელოდა მის გამოღვიძებას და მოსალოდნელ დაძაბულ საუბარს. გვერდითა ოთახში კი სიყვარულით ტკბებოდნენ გვრიტები.როგორც მათ ბექა ეძახდა.ლევანი ნიას ტკბილ ბაგეებს ვერ ცწყდებოდა და მონაცვლეობით უკოცნიდა, ხან ერთს დასწვდებოდა მისი ტუჩები და ხან მეორეს,ნია კი მხოლოდ მის კოცნას ჰყვებოდა და სიამოვნების მორევში ტავიდან ფეხებამდე ისე ეშვებოდა ვერც გრძნობდა რომ იმ სახლში მარტოები არ იყვნენ.ეს სახლი დღეს წყვილების გრძნობის სახლად იყო ქცეული და ყველა თავის მეორე ნახევართან განმარტოებით ტკბებოდა სიყვარულის მორევში გადაშვებული.ლევანი მხოლოდ ბაგეებს არ კმაყოფილდებოდა და ყელისკენ მიიწევდა ნელ ნელა.ამ დროს კი მხოლოდ ჩუმი სიამოვნების ხმები ისმოდა ნიას მხრიდან,ეს ხმები ლევანის უფრო ათამამებდნენ და უფრო მეტი გრძნობით და ვნებით უკოცნიდა სახეს,თვალებს,ტუჩებს და ყელს. ზედგენიზე ნიას სიყვარულით ისე ივსებოდა როგორც თასი სასმლის ჩასხმისას და ეს ყველაფერი პიკს აღწევდა,უყვარდა მთელი არსებით ეს ნაზი,საოცრად მორიდებული და სიფრიფანა გოგო.უნდოდა სულ გულში ჰყოლოდა ჩახუტებული. ეზრუნა და მოფრტხილებოდა მას.ყვარებოდა მთელი სიცოცხლის მანძილზე და მისი ბედნიერებისთვის არაფერი დაეშურებინა.ნიაც სავსე იყო ლევანის სიყვარილიტ და ბედნიერი იყო რომ ცხოვრებამ მისი სახით ამხელა ბედნიერება გამოუგზავნა.მთელი ცხოვრება ამ საჩუქრის მადლობელი იქნებოდა და ყოველთვის ეყვარებოდა და უერთგულებდა მას.ის იყო მის ცხოვრების ერთადერთი მამაკაცი.პირველი და უკანასკნელი მის ცხოვრებაში.რადგან მის გარეშე ყველაფერი აზრს დაკარგადვდა და ყველაფერს ფერი შეეცვლებოდა. მხოლოდ მისი უნდოდა რომ ყოფილიყო და გახდებოდა კიდეც.ენდობოდა და ბოლომდე სჯეროდა მისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.