შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს იქით სიყვარულია! (დასასრული)


26-12-2015, 13:29
ავტორი teddy))
ნანახია 2 967

ჩემი დაბადების დღე! გადავწყვიტეთ ეს დღე სასიამოვნოდ გაგვეტარებინა და სასეირნოდ წავედით მე, ლელა, ვაჟა, მარიამი და თორნიკე. ალექსანდრე სად არის? ეს არც მე ვიცი. დარწმუნებული ვარ, გუშინდელზე ძალიან არის
გაბრაზებული. ამის მიზეზიც აქვს.
-ვაჟა, ალექსანდრე სად არის?-ვეკითხები, იმ იმედით, რომ ეს მაინც გამცემს პასუხს.
-არვიცი, სადღაც აპირებდა წასვლას!-მეუბნება ვაჟა.
ჩემს დაბადების დღეზე სადმე მოუნდა წასვლა? არა, არა! არსადაც არაა წასული, უბრალოდ ჩემს საქციელზეა გაბრაზებული. თვალებიდან რამისაა ცრემლები გადმომცვივდეს, მაგრამ თავს ვიკავებ, რომ არ ვიტირო. ეს ყველაფერი ვიცი, რომ ჩემი ბრალია.
-სახლში მინდა!-ვეუბნები და მათკენ ვიხედები.
-ხო, ჯობს წავიდეთ დაბნელდა უკვე.-მეთანხმება ლელაც.
-კარგი, წავიდეთ!-გვეუბნება ვაჟა და სახლისკენ მივიწევთ.
-ნინა, წავალთ ჩვენ გედია პაპას ვინახულებთ. შენც ხო არ წამოხვალ?-მეუბნება ლელა, მაგრამ იცის, რომ უარს ვეტყვი.
-არა, სახლში მირჩევნია.-ვეუბნები და ხის კარებს ვაღებ.
ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. ციდან ვარსკვლავები ვარდებიან და ჩემს თვალებზე მკვიდრდებიან. იცოდნენ, რატომაც არ იყო ალექსანდრე ჩემთან. სახლი პატარა ფერად-ფერადი ნათურებითაა განათბული. ბუხარი სასიამოვნოდ გიზგიზებს. მას ჰყვება ტანგოს ჩუმი ჰანგები. მაგიდაზე მდგარი წითელი ღვინის ბოთლი და შუაგულში მდგარი ალექსანდრე ყვავილებით ხელში.
-გილოცავ, დაბადების დღეს!-მეუბნება ალექსანდრე და ყვავილებს მაწვდის.
-ყვავილები? აქ, ამ სიცივეში ყვავილები?-სასიამოვნოდ ვბუტბუტებ და ალექსანდრე ჯიბიდან პატარა კულონს იღებს. მთის ფორმა სადაც მგელია გამოსახული და ბიჭი და გოგონა. მახსებდება ის დღებიი, როდესაც მგლის გამო მეშინოდა და იწყებოდა ჩვენი პატარა სასიყვარულო თავგადასავალი.
თმებს მიწევს და კულონს მიკეთებს. კულონს, რომელიც დიდ ბედნიერებას იტევს. მაგიდასთან მივდივართ და სკამს მიწევს. ვსხდებით და ღვინოს ასხამს. ბედნიერებისგან გაბრუებული ვარ. სიხარულიგან მთვრალი ვარ, ისე, რომ მას ღვინოც კი ვერ შეედრება. ალექსანდრე დგება და ხელს მიწვდის.
-ვიცეკოთ?-მეკითხება და მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნებ.
ჩვენი ცეკვა, ტანგოს ნელ ჰანგებს ჰყვება.
ვმოძრაობთ, ვცეკვავთ, მაგრამ არ ვლაპარაკობთ! რა საჭიროა ლაპარაკი, როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და ჩვენს თვალებშია აღბეჭდილი ბედნიერება. წუთები, წამები, დრო! უკითხავად გარბიან, მაგრამ რა საჭიროა, მათ მიჰყვე, როდესაც ბედნიერებას მიჰყვები.
ტანგოს ჩუმ ჰანგებში, რომ იკვეთება ჩვენი გულის ხმები და იცი, რომ ეს გაბედნიერებს.
-დარჩი!-მეუბნება ალექსანდრე. თავს ვუქნევ და მთა ჩვენთან ერთად განაგრძობს სასიყვარულო ლექსის თქმას.

***
მე და ლელა აქ ვრჩებით, ამ ადგილას სადაც ბედნიერება ვპოვეთ.
--------------------------------------------------------
ამ რომანს ვუძღვნი ჩემს დაქალს. ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აგვისრულდება. love
მადლობა მკითხველებო, რომ კითხულობდით! მართალია დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, მაგრამ ჩემი ფავორიტი რომანია! love



№1  offline მოდერი sopiko

საოცრად რომანტიკული დასასრული იყო! ძალიან, ძალიან მომეწონა. უახლოეს მომავალში ველი შენ ახალ ისტორიას!

 


№2 სტუმარი სტუმარი ლელა

ძალიან მომეწონა კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent