Chocolate დასასრული
გეგას ბუნაგი ისევ ისეთი მხვდება,როგორიც ორი წლის წინ დავტოვე,მაგრამ ამჯერად ყველა კუთხიდან,პირდაპირ კედლიდან ჩემი სახე მიმზერს,გული მიფანცქალებს,ვხვდები,როგორ იტანჯებოდა გეგა ამ დროის მანძილზე და რაღაც მომენტში ჩემი თავი მძულს,მე ხომ მალევე გავიგე სოფიას და მამას ამბავი,უნდა დავბრუნებულიყავი გეგასთან,თუმცა მაშინ უფრო მტკივნეული იქნებოდა ეს ამბავი ყველასთვის.ერთ კედელზე თმაგაშლილი სარაა გამოხატული,ცრემლიანი თვალებით და მუცელზე ხელით,მეორე ნახატზე საწოლში მჯდომი შეშინებული და მოწყენილი,აქაც ხელი მუცელზე უდევს. სურათებს ვუყურებ და ვხვდები ვგიჟდები,გეგა ქვეცნიბიერად გრძნობდა ყველაფერს.აკანკალებული ხელებით ვეხები თითოეულ ნივთს,რომელიც ორი წლის წინ შევიგრძენი.კიბეზე ვდგავ ფეხს და ასვლას ვაპირებ,მაგრამ თითქოს რაღაც მაკავებს,რაღაც მბოჭავს,მოაჯირს ვეჭიდები და ნერვიულობისგან აკანკალებული სხეულის დამშვიდებას ღრმა სუნთქვით ვცდილობ.ოთახში ისევ ყველაფერი ისეა,ისევ ის მატრასი,ისევ ის სარკმელი,მხოლოდ კედლებია შეცვლილი ყველა კუთხეში წარწერებია.გაოცებული სახეზე ორივე ხელს ვიფარებ და კედელს მხარით ვეყრდნობი,რომ არ წავიქცე. "8 მაისი გამარჯობა ,სარა! დღეს მერამდენედ ამოვიდა მზე შენს გარეშე."-მგონია უნდა წავიქცე,თვალები მიჭრელდება,გეგას ეს ოთახი,ეს კედლები,ჩემთან საკონტაქტოდ გამოუყენებია,ის მე აქედან მესაუბრებოდა.გული მეწურება,რომ ჩემმა გულმა ვერ იგრძნო მისი ტკივილი. "23 ივნისი სარა , სარა, სარა! რად მომენატრა, ხმამაღლა მეთქვა შენი სახელი, როგორც იმ ღამით" ყველა წარწერას ხელისკანკალით ვეხები და ვგრძნობ,როგორ მაწვება ემოცია,როგორ მიხუთავს სულს და მაიძულებს ავტირდე. "13 ოქტომბერი სარა რაღაც მემართება,აუტანელი ტკივილი მივლის გულში,მთელი ღამე არ მომასვენა ამ ტკივილმა,მაგრამ ეს არც სულიერი ტკივილი იყო არც ფიზიკური,რაღაც უფრო არამიწიერი. სარა!მე რაღაც მაბედნიერებს,თუმც კი ვერ ვხვდები რა. გული მიგრძნობს ახლა შენ რაღაც გჭირს,რაღაც კარგი,მაგრამ არ ვიცი ეს ჩვენ გვეხება თუ შენს ცხოვრებას. მე მაინც მებედნიერება"-თვალებს ვერ ვუჯერებ,გეგას ჩვენი შვილის დაბადება უგვრძნია,ორივე ხელს ვმუშტავ და ტირილთან ერთად სიცილი მივარდება.ვხვდები,რამდენად ძლიერად ვართ შეკავშირებული და ბედნიერებისგან მინდა ვიცეკვო.მატრასზე ვწვები და ისევ მთვარეს ვუყურებ,ისევ ისე მეღიმება როგორც პირველად.ველოდები....ველოდები.. ვიცი,რომ მოვა. ****************** გეგა ვიცი,რომ ის არის,ვგრძნობ.ვიცი სადღაც ახლოსაა,მიყურებს,უკან დამყვება და მაგიჟებს.ბარში მომხდარი უკვე ბოლო წვეთი იყო,მივხვდი,რომ მას უნდა ყოველი წვრილმანი გამახსენოს,მეთამაშება,ისე როგორც მე ვეთამაშებოდი თავიდან.ვგრძნობ,რომ მალე გამოჩნდება,მაგრამ მე აღარ შემწევს მოთმინების ძალა.უნდა ვიპოვო.მაგრამ არა,ჯობია ვაცადო,ვუყურებ,სადამდე გასტანს მისი თამაში. ************ ერთი კვირა გავიდა,აქამდე ველოდები გეგას მაგრამ ის არ ჩანს,არც კი იმჩნევს მგონი იმ ყველაფერს რაც გავუკეთე,ნუთუ უკვე დამივიწყა,წყლის ქვეშ ვდგავარ და თავს ვაქნევ.აბაზანიდან გამოვდივარ და იმაზე მეტ შოკოლადის კრემს ვიზელ სხეულზე,ვიდრე ეს ოდესმე გამიკეთებია.დღეს ელენეს და ლევანის ქორწილია,მე მეჯვარე ვარ,დღეს ორი წლის შემდეგ პირველად შევხვდებით მე და გეგა პირისპირ.ნერვიულობისგან მთელი სხეული მიკანკალებს,გული მიცემს.განსაკუთრებულად უნდა გამოვიყურებოდე,მინდა გეგა აღფრთოვანდეს,თუ აღარ ფიქრობს ჩემზე,დღეიდან იფიქროს.ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი მივდივარ სალონში,უკვე შესვლას ვაპირებ ელენე,რომ მირეკავს: -სად ხარ გოგო? -სალონში ვარ,რა ხდება? -ჩემთან რატომ არ ხარ?გელოდები -ელენე,ჯობია პირდაპირ ჯვრისწერაზე მოვიდე,არ მინდა გეგამ მანამდე მნახოს კარგი? -აუ შენ ვინ ხარ,კარგი იცოდე არ დააგვიანო-რას დავაგვიანებ,მეყო ლოდინი გეგას ნახვა მინდა... ********* გეგა ელენეს სალონში მივაკითხეთ,ველოდი,რომ სარა იქ დამხვდებოდა,მაგრამ იმედი გამიცრუვდა,ელენე რაღაც ეშმაკურად იცინის და ვხვდები მან რაღაც იცის,ვხვდები,რომ სარას ეხმარება,ვხვდები,რომ ის პირდაპირ ეკლესიაში მოვა,მაგრამ გეგა შენ იქ არ დახვდები!აი ასე სარა,სამაგიეროს გადაგიხდი თამაშისთვის.მეცინება და პირდაპირ რესტორანში მივდივარ.მისი ნახვის სურვილი მკლავს,მაგრამ არ მინდა უცებ გავტყდე,მინდა ცოტა ვაწვალო,მან ხომ ორი წელი მაწვალა.მათ მოსვლამდე ბოლთას ვცემ,ლევანის დავალებით ყველაფერს თვალყურს ვადევნებ,მინდა ჩემი ძმაკაცისთვის ეს დღე დაუვიწყარი იყოს.ამის გარდა სარასთვის მაქვს სიურპრიზი. *********** ეკლესიაში შევდივარ და ჩუმად ვიკავებ ელენეს გვერდით ადგილს,ვგრძნობ ხალხის მზერას და ვიღიმი,მოლოდინი მიპყრობს,მინდა გეგა გამოჩნდეს,მაგრამ ის არ ჩანს.დაჩი და ლევანი გაოცებულები მიყურებენ,ვხვდები ვერ მიცნეს და ეს მახარებს.ელენე ჩუმად კისკისებს,ცერემონია ისე სრულდება,თითქმის ვერ ვიგებ,მისი ნახვის სურვილი მაგიჟებს,ლამის ახლავე გავიქცე მასთან და ვუთხრა,რომ დავბრუნდი,რომ მიყვარს და მის გარეშე ცუდად ვარ,მაგრამ ადგილიდან ფეხს ვერ ვიცვლი,ელენეს ამას ვერ გავუკეთებ.მთელი რიგი ცერემონიების შემდეგ,როგორც იქნა რესტორანში მივდივართ,დარწმუნებული ვარ იქ მაინც იქნება გეგა.ვიცი ლევანს არ მიატოვებს.მანქანიდან გადმოვდივარ და ფეხები მეკვეთება,ეს ხომ ის რესტორანია,სადაც გეგა გავიცანი.აღელვების დასაფარად ელენეს ხელს ვკიდებ. -ეს შენ მოიფიქრე? -რაა?-უკვირს ელენეს. -რესტორანი შენ აარჩიე? -რაა არა,საიდან მოიტანე? -გახსოვს ეს ადგილი? -ვერ მივხვდი?-ელენეს უკვირს,მერე უეცრად თვალები უბრწყინდება და ეშმაკურად მიცინის-ლევანმა და ბიჭებმა აარჩიეს! -რატომ არ მიკვირს ნეტავ-ვიცინი და ვხვდები,რომ გეგას ჩემი გაგიჟება უნდა,ჩვენ ერთმანეთს ვგავართ,ჩვენი ოჯახი სრული სიგიჟე იქნება. ქორწილი ჩვეულებრივად მიმდინარეობს,სადღეგრძელოებისა და ტრადიციული ამბების თანხლებით.რა თქმა უნდა ცეკვითა და გამოცეკვით.მე თითქოს აქ არ ვარ,ჩემი ფიქრები ისევ გეგას დასტრიალებს,ლევანი რაღაცას მანიშნებს,მერე საცეკვაოდ მიწვევს და მეც მივყვები-მოგვენატრე სარა-მეჩურჩულებ და სიცილს ვერ ვიკავებ-გეგონა ვერ გიცნობდით? -მეგონა,თუმცა ვცდებოდი-ჩემს ხელებს კისერზე ვხვევ და მუსიკის რიტმს ფეხს ვაყოლებ. -თავი დაიტანჯეთ,ასე რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ? -არ ვიცი,აი დავბრუნდი,მაგრამ ის არ ჩანს-მწარედ მეღიმება და თავს ვხრი,უეცრად ლევანი მაბზრიალებს და სანამ გონს მოსვლას მოვასწრებ,ჩემთვის ნაცნობი სხეული მიჭერს,მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის,მუცელში ტკივილი მივლის და მისი შენახები ადგილები მეწვის.მინდა თვალებში შევხედოო,მაგრამ ვერ ვბედავ,მის სხეულზე აკრულს თავი მხარზე მიდევს და ინტიქტურად მივყვები.ათრთოლებულ წელზე გეგას ხელი მედება,მეფერება და ვგრძნობ,როგორ მაკლდა ეს სიძლიერე,ეს სითბო,ეს სუნთქვა,ეს ხელები.მისი ტუჩები ჩემს ყელს ეხება,ოდნავ,ნაზად,მაგრამ მე მაინც ვიწვი,თითქოს ფეხებში ძალა გამომეცალა,გეგას ვეკიდები და მეშინია გონება არ დავკარგო,ის თიოთქოს გრძნობს,ძლიერად მიჭერს,გულში მიკრავს და გარეთ გავყავარ.როგორც კი სუფთა ჰაერს ვსუნთქავ,აზრზე მოვდივარ,მოაჯირს ვეყრდნობი.გეგა ზურგიდან მეკვრის,ხელები მუცელზე აქვს შემოხვეული,თავი ჩემს კისერში ჩარგული და ვგრძნობ,როგორ დაცოცავს მისი ტუჩები ჩემს ხერხემალზე,მალიდან მალაზე.ცეცხლი მეკიდება,ვიწვი,სუნთქვაც კი მიჭირს,ვგრძნობ ისევ დავფრინავ,ჰაერში ვარ გამოკიდებული,მგონია სიზმარია და გაღვიძების მეშინია. -აღარ გაგიშვებ-გეგას ხმა ტანზე მივლის და ბუსუსებს ყალყზე მიყენებს,ვხვდები,როგორ მომნატრები მისი ტუჩებიდან წარმოთქმული ჩემი სახელი და თვალებს ვხუჭავ. -არ გამიშვა. გეგა თავისკენ მაბრუნებს,ნიკაპზე თითებს მკიდებს და თავს მაღლა მაწევინებს.საშინლად მაფრთხობს მისი მზერა,ვიბნევი და ცრემლები მაწვება.გეგას თვალები სამყაროს იტევს,გული მისკდება,მის თვალებში ჩემს თავს ვხედავ. -მიყვარხარ სარა-ამბობს პირველად და მე ვგრძნობ,ვგრძნობ,რომ ამ სიტყვების მოსასმენად ღირდა ის წლები,ვგრძნობ,რომ ვიცლები ყველაფერი ცუდისგან,უარყოფითისგან,წარსულისგან,ტკივილისგან და თავიდან ვივსები,ვივსები მხოლოდ მისით. -მეც მიყვარხარ გეგა-სიტყვას ვერ ვამთავრებ,რომ ის ჩემს ტუჩებს ეხება,საოცარი გრძნობა მიპყრობს,ორივე ხელს ვხვევ და კოცნაში ვყვები,ის ნაზად და გამოზოგილად მკოცნის,მთელი გრძნობით და მთელი სიყვარულით,ვფიქრობ რომ ასეთი ემოციით კოცნა მხოლოდ მას შეუძლია,ვხვდები დაკარგულ კოცნებს იგროვებს,დაკარგულ წუთებს და ბედნიერებისგან გული მისკდება.მისი თითები ჩემს თმებში იხლართება,მისი ტუჩები ჩემს ყელს მიუყვება,ყურისკენ ინაცვლებს:-მგონი ჩვენი წასვლა არავის ეწყინება არა?-მე მხოლოდ თავს ვუქნევ,ეს მისთვის საკმარისია,მაჯაში ხელს მავლებს და მანქანაში მსვავს. დილით მის გვერდით მეღვიძება,გეგას ორივე ხელი ჩემზე აქვს შემოხვეული და თავი ჩემს თმებში ჩამალული.სიამოვნებისგან მაციებს,მისი სხეულის სითბოს ჭკუიდან გადავყავარ. მადლობა ღმერთო,მადლობა,რომ ის მაპოვნინე,მადლობა,რომ მომეცი ბედნიერების უფლება. მის ხელებს ფრთხილად ვიშორებ და ვდგები.ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და ნიკოლს ვურეკავ:-ალო ნიკოლ,ლუკა მომიყვანე გეგას ბინაში.-ტელეფონს ვთიშავ და გეგას ვუყურებ,გეგას რეაქცია ცოტა მაფრთხობს,მაგრამ ეს ახლა უნდა გავაკეთო. ********* გეგა თვალებს ვახელ და სარას ვერ ვხედავ,შეშინებული ვხტები საწოლიდან და აბაზანაში ვიხედები,არც იქაა,არც მისი ნივთები ჩანს.არ არსებობს, არ წავიდოდა,ნერვებისგან აკანკალებული ორივე ხელს კეფაზე ვიჭერ და ტკივილისგან ვიკუნტები.უნდა წავიდე,უნდაა ვიპოვო.შარვალს და ფეხსაცმელს ვიცვამ და მაისურის ჩაცმით მისაღებში ჩავდივარ.ვშეშდები.სარა იქ არის დივანზე მჯდომი ფეხზე დგება და მიღიმის-დილამშვიდობისა მამიკო-მეუბნება და პატარა ბიჭს ხელსი იყვანს,სუნთქვა მეკვრის,კანკალი მივარდება,თვალები მებინდება.სარა ბავშვს დაბლა სვავს,ის კი ჩემსკენ მოიწევს და მიღიმის. ჩემი ბავშვობა მიახლოვდება... ******* ესეც ასე,დამთვარდა,არ ვიცი რას ფიქრობთ და ცოტა ვღელავ ამის გამო.იმედი მაქვს თქვენი მოლოდინი გავამართლე.დავამთავრე და მივხვდი,რომ გამიჭირდება ამ ისტორიის გარეშე. მადლობა თითოეულ თქვენგანს,რომ კითხულობდით,რომ მამხნევებდით,სულმოუთქმელად ელოდით და მადლობა რომ მოგწონდათ. მიყვარხართ და იმედი მაქვს ჩემს სხვა ისტორიებსაც ასე შეიყვარებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.