შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი საქმრო (სრულად)


26-12-2015, 16:21
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 12 688

თებერვალი იყო..გარეთ ციოდა..უბერავდა ქარი,მაგრამ ვერნისაჟში არ თბილოდა თანამედროვე გათბობის საშუალებით.კონდიციონერი ეს ხომ მშენიერი რამაა.თბილი ჰაერი და ძელი..დიდი დარბაზი და ლამაზი მასწავლებლები. ესაა სტუდია,სადაც ნატალია დადის.
დაგვიანებით შემოვიდა დღესაც გაკვეთილზე.მას ხომ ასე ახასიათებს ეს.არ უყვარს დროის მორჩილება და შესაბამისად ვერც პუნქტუალურია.ნელი ნაბიჯით შემოვიდა და ძელისჯენ წავიდა.პირველი ბალეტი აქვთ.
-ნატალია,კიდევ აგვიანებ-უკმაყოფილოდ შეხედა ბალეტის მასწავლებელმა ტერიმ ახლადშემოსულ მარიამს.
გოგონას არაფერი უპასუხია,ისე დაიკავა უკანა ადგილი.მაღალი არაა.173-174 სანტიმენტრი იქნება,მაგრამ თითქმის ყველაზე მაღალია.გამხდარი ტანი და ძელი...გოგონას სხეულის ატრიბუტი ისე,თითქოს ეს.მაღლა აწეული თმა და შავი სამოსი...ეს იქნებ ერთი რამაა.ეს იქნებ ერთად შექმნეს..
-ტერფები გაახურე-გოგონას მიაძახა და მოსაცდელისკენ ვიღაცას რაღაცს გასძახა.გოგონას მზერაც უნებურად იქითკენ წავიდა.თან ტერფებს ახურებდა და თან იქით იცქირებოდა.
„ესაა მანანას(ლათინის მასწავლებელი) საქმრო და ეს მეორე.ეს მისი ტყუპის ცალი იქნებ“-გაიფიქრა და ახლა გაახსენდა,რომ „ფეისბუქის“ გვერდზე ასე მოხიბლა იკას ტყუპის ცალმა,მაგრამ მისი სახელი უცბათ ამოუვარდა თავიდან.რამდენი ფოტო დაათვლაიერა მისი და ახლა რეალობაში უფრო უკეთესი ეჩვენა.მისი თვალებიც ისეთი მრავლისმეტყველი იყო.
არა,ბიჭი,ნუ უკვე რაღაც ბიჭი,24 წლის იყო,მართლაც,სიმპათიურად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა.მაღალი,დაახლოებით 187 სანტიმეტრი სიმაღლის,ათლეტური და ძლიერი სხეული,გამოკვეთილი კუნთები და გამაგიჟებელი მოძრაობა.შავი თმა,წინ ოდნავ ქოჩორი.ნუ,ნატალია ასე ეძახდა.ალბათ,თაფლისფერი თვალები ექნებოდა..საშუალო ზომის ტუჩები...წარბებიდან ისე იხედებოდა..
„იქნებ იცის როგორ მოხიბლოს ქალები მზერით“-გაიფიქრა ნატალიამ და თავის ტერფს დახედა.
გოგონას უფრო საოცრებად მოეჩვენა მისი მზერა.მის სახეს სიცოცხლე შეარქვა.როგორი ღიმილი ჰქონდა.მისი ხმაც კი რაღაც საშინლად მიმზიდველად მოეჩვენა.
დიდი ხნის ფიქრის მერე,როცა უკვე ცერებზე უნდა გაეარა,გაახსენდა,რომ ბიჭს ლუკა ერქვა.
„ქოჩორით ხომ განსხვავდება იკასგან. ალბათ,ამის ასხვავებს მანანა“-გულში გაეღიმა იმ კითხვაზე,როცა გაიგო დერეფნიდან სიცილი:
-ერთმანეთისგან როგორ ანსხვავებ?-მანანას ეკითხებოდა ვიღაც.ქალის ხმა უნდა ყოფილიყო.
მანანა ნატალიაზე ოდნავ დაბალია. 24 წლისაა,იკაზე რამდენიმე თვით დიდი.წითელი მოკლედშეკრეჭილი თმა აქვს.საკმაოდ კარგი ტანი და განსაკუთრებით ფეხები,რომლის მიმზიდველობასაც ყველას აღნიშნავს.
მუსკულებიანი და პატარა მკერდიანი ტერი დაჯღანული გავიდა დარბაზიდან და ნატალიაც ადგა შუა შპაკატიდან...არა,კარგი ფეხები კი აქვს,მაგრამ ამ შპაკატში ვერ ჩაჯდა.კუნთები საშინლად აქვს დაჭიმული.თანაც ძნელია ამ ასაკში გაწელვა...ნელა იწელება,მაგრამ იწელება.17 წლისაა და მალე,ორ თვეში 18-ისაც გახდება.
„თვრამეტი წლის გოგო უკვე ზრდას ასრულებს და რა დროს ჩემი გაწელვაა“-დასცინის ხოლმე თავს ნატალია.
მანანა შემოვიდა.მოკლე შორტი აცვია კალჰოტკის ზემოთ და შავი ჟაკეტი შემოუხვევია,ზემოთ ვიწრო ზოლიანი მაისური აცვია და ვარდისფერი ბოტასებით მიაქანავებს უკანალს.იკას გახედა,რომელიც მაგიდასთან ტელეფონს მიშტერებოდა და შემდეგ ისევ მოსწავლეებისკენ წამოიღო მზერა.
ნატალიამ გასახდელში,როგორც იქნა,ჩაიცვა ლათინის ფეხსაცმელი,სარკეში თმა გაისწორა,შორს გამოიწია,შეხედა საკუთარ თავს და მერე გამოვიდა.კედელთან ატუზული ლუკა შენიშნა.როგორ თამაშობდა მზერით.მგონი,გოგონასაც შეხედა და მერე ისევ გაიხედა.
„საშინლად მიყურებს“-გაიფიქრა გოგონამ და სხვებს გვერდით მიუდგა.
როგორც ყოველთვის,მანანამ უკანალის მოძრაობით დაიწყო.ხელები მკერდის გვერდით მოათავსა ოცდაათ გრადუსზე,მხრების სიგანეზე გაშალა ფეხები და თეძოები აამოძრავა.სხვებიც აყვნენ,მაგრამ ქალი მათ არ უყურებს.საკუთარ თავს მიშტერებია სარკეში და ამაყი მზერით დგას.
„მე მიყურებს“-გოგონამ ფანტაზიორობა დაიწყო.არადა,ბიჭს მისკენ გამოუხევს თუ არა მისკენ საერთოდ არც დაუნახავს.
არა,ეს გოგოები როგორი რომანტიკოსები ვართ და ზოგჯერ ზედმეტადაც კი.სულ როგორ გვგონია,რომელი მამაკაციც შემოგვხედავს,რომ მოვსწონვართ.იქნებ ჩავციკლულვართ იმ აზრში,რომ ყველა ქალი ლამაზია.ვინ იცის...
ხელების მოძრაობაზე გადავიდა მანანა..ახსნა დაიწყო,როცა დარბაზში ლუკა შემოვიდა,უკან დადგა:
-მეც გავაკეთებ,მანანა მას-ისევ გამოაჩინა თეთრი კბილები და ეს ნატალიას არ გამოპარვია.
ტანში ჟრუანტელმა დენივით დაუარა.რას ნიშნავს ეს? ვინ არის ეს ბიჭი,რომ ასე იზიდავს?
სასაცილო მოძრაობები დაიწყო და გოგონას მუდამ ადევნებდა თვალს,ოღონდ ისე,რომ არ შეემჩნიათ.ცოტა ხანში წინ წამოვიდა,სკამზე დასაჯდომად.ნატალიას ჩაუარა ახლოს.გოგონას ეგონა,რომ წაიქცეოდა.შვიდსანტიმეტრიანებზე წაქცევა სახუმარო ხომ არაა.საბედნიეროდ,გოგონამ შეიკავა თავი და მშვიდობიანად მიაღწია ლუკამაც სკამამდე.მუსიკის ცენტრთან დაჯდა და ღიმილით მიაჩერდა დარბაზს.
-იკა წავიდა?-ჰკითხა მანანამ.
-კი,რამდენი ხანია.
ახალი წლების მერე იკა და მანანა წყვილია და,როგორც ჩანს,ლუკას შეუერთდა ქალის ცეკვის მეგობრების „სასტავს“.
-გააჩერე მუსიკა?-მანანამ გასძახა ლუკას.
-აუუ-გააჩერა და ტელეფონს შეხედა.
„კიდევ კარგი სულ წინ არ ვდგავარ,თორემ არ ვიცი..“-ფიქრობდა ნატალია და თვითონაც ვერ გაერკვია,რა მოსწონდა მასში ასე ძლიერ.
ჰიპ-ჰოპმაც მალე ჩაირა,მერე პრესები და მალევე სახლში იყო.ნუ,რა მალევე.დაახლოებით ორსაათნახევვარი გაგრძელდა ვარჯიში,მაგრამ გოგონას ეს სულ ორ წუთადაც კი არ მოეჩვენა.ის ხომ ამ დროს სადღაც დაფრინავდა.
მოვიდა თუ არა,“ფეისბუქში“ შევიდა და უფრო მეტი გაიგო ლუკაზე.გაიგო,რომ მორიელია.დაბადების დღე 24 ოქტომბერს აქვს.გაიგო,რომ სამტრედიის გუნდში თამაშობს.ისიც შეიტყო ფოტოებიდან,რომ სულ წითელი მაისურით თამაშობს.მაგრამ დიდი ვერც ვერაფერი გაიგო მის შესახებ და რაღაც უმარისობის გრძნობამ შეიპყრო.მისი თითოეული ფოტო დაათვალიერა და შეისწავლა.
„მოვეწონე“-ამ ფიქრებში დაიძინა...მასზე ფიქრობდა,მაგრამ ლუკა განა ფიქრობდა?ამიტომ სიზმარში არ უნახავს მისი სახე,მისი გამოხედვა,მისი შავი თმა და წვერი.
კიდევ რამდენიმე წუთს მოჰკრა თვალი ბიჭს ამის მერე დარბაზში...მერე არც გამოჩენილა,მაგრამ ღამით ერთი კვირა სულ მასზე ფიქრობდა და 3-4 საათამდე თვალდახჭული უბრალოდ იწვა ხოლმე და მასთან ერთად ღრუბლებში დაბორიალობდა.ძილი როგორ დაუფრთხო.ეს თვითონაც უკვირდა.
ზედმეტად ფანტაზიორია. გოგონას,სჯეროდა,რომ ბიჭიც იგივეს გრძნობდა..იცოდა,რომ არ იყო ასე,მაგრამ მაინც სჯეროდა.
ნატალია მე-11 კლასის მოსწავლეა,მალე მე-12 კლასში გადავა.
ყველაფერი აინტერესებს და სულ რაღაცას ეძებდა,მაგრამ ეს ბოლო წერია მიხვდა,თუ რა არის მისი მოწოდება.ეს მწერლობაა.რომანებს წერს,ასე ვთქვათ..უყვარს წერა და როცა თუნდაც პატარა ჩანახატსაც კი,ის ბედნიერია...
ცოტა ხნის წინ 4ლოვეზე დარეგისტრირდა და აქ დაიწყო გამოქვეყნება.არ იცის,გახდება მწერალი თუ არა,მაგრამ ოცნებობს,რომ გახდეს გლობალური მსოფილოს „ბესტსელერის“ ავტორი.ჯერჯერრობით,უნდა ,რომ ჟურნალისტიკაზე ჩააბაროს.ქართული ლიტერატურა ძალიან უყვარს და თან სულ წიგნებს კითხულობს..ეს,მართლაც,მისი მოწოდებაა და ამისთვისაა შექმნილი..ნუ,ის თუ არაა,ეს სფერო მისთვისაა.
გიტარაზე დადის,მართალია,ფრჩხილები უშლიან ხელს,მაგრამ მაინც მაინც არ იჭრის.ისეთი გოგოა,რომ არაფერსში არასდროს ნებდება და არ იხევს უკან.
სკოლას,მოკლედ,რომ ვთქვათ შეაკვდა...მამამისი ფიზიკოსია.სრული პროფესორია თსუ-ში და ყოველთვის უნდოდა,მის შვილსაც მისნაირად მედალზე დაემთავრებინა სკოლა.სულ პირველობას აჩვევდა და სულ უნერგავდა ტვინში,რომ ყველასთვის უნდა ეჯობნა...უფრო მეტიც,სკოლაში პირველობა არაფერიააო-სულ ეს ესმოდა ნატალიას. თვითონ ვერცხლის მედალზე დაამთვარა და გოგონაზე გადაკიდებული,ოქროს მედალი უნდა ვიხილო შენზეო.
დედა ბუღალტერია და სადღაც კარგანაზღაურებადკომპანიაშია მოწყობილი.
მშობლებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს.დედისერთაა და შვილზე მზე და მთვარე ამოსდით.ზოგჯერ ზედმეტადაც კი ნერვიულობენ,მაგრამ ეს ბუნებრივია...
ათი საათი იყო საათს,რომ ახედა,მხოლოდ ახლა გაახსენდა შხაპის მიღება,ჩახურა ლეპტოპი და სააბაზანოში გავიდა.
თერთმეტი ხდებოდა,როცა გაუშლელ ლოგინზე წამოწოლილიყო და ჭერს მიშტერებოდა.
კვირა დღე იყო.წინ ორშაბათი ჰქონდა ანუ შვიდი გაკვეთილი,მაგრამ ყველაფერი ნამაცადინები ჰქონდა.
ხუთი წუთიც არ იყო,რაც ასე იწვა,რომ თამარიმ დაურეკა.თამარი მისი ყველაზე ახლო მეგობარი და დაქალია.
-ნატალა,როგორ ხარ?
-მოვიწყინე შენს გარეშე.გადმოხვალ?
-გოგო,მეზარება.
-კარგი,რა.ნუ წუწუნებ.
-კარგი,ნატალია.შენ ხომ ვერ შეგაგნებინებ ვერაფერს.
-მიდი.იცოდე,მალე მოდი,თორემ..
-თორემ რა?-გადაიხარხარა თამარიმ.
-კაი,გელოდები.
ნატალია არ ამდგვარა ლოგინიდან.
ათ წუთში წამოხტა მარტო,როცა გაიგო ზარი.
-თამარ-გააღო კარები და გოგონას გადაეხვია,თითქოს დიდი ხნის უნახავი ჰყოლოდა.
-როგორ მიდის მწერლობის საქმე?
-ძველებურად..მუზები მუდამ არიან,ჰო,იცი?-შეხედა თამარის.
-აბა,ჩემო გოგო.
-რას შვრები?-ისე ჰკითხა თითქოს გუშინ საღამოს არ ენახა.
-აუ,ჩემი გიჟი.რა ხდება ცეკვაზე?
-არაფერი.დამეჭიმე კუნთები-ფეხი თვალ წინ აუწია.
-მოდი,ვუყუროთ რამეს?-თამარიმ გააღვიძა ნატალიას ლეპტოპი და გოგონას გახედა.
-უი,დღეს „გრეის ორმოცდაათ ელფერს“ წავაწყდი,ვნახოთ?
-აი,მაგახე კონოში მინდოდა წასვლა.
-მერე არ მეცალა მაგ დღეს.ასე,რომ ნუ წუწუნებ.
-გადაყევი შენს გამოცდებსა და მასწავლებლებს-გააჯავრა თამარიმ.
თამარი სამედიცინოზე სწავლობს.უნდა ქირურგი გამოვიდეს.წელს მეორე კურსს დახურავს და საკმაოდ წარჩინებულად.
-სტიპენდია როდის უნდა აიღო?-მომენტალურად სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი ნატალიამ.
-არ მოგცემ ჩემს სტიპენდიებს.
-აჰა,მოდი ვუყუროთ.ინგლისურადაა,მაგრამ მერე რა.
-ჩემი ჭკვინია-თამარიმ გაუშვა ფილმი და გვერდით მიუწვა ნატალიას.
ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა ფილმი და გოგონები უჩუმრად ადევნებდნენ თვალს.ბოლოში ნატალიას ჩაეძინა,მაგრამ თამარის ეს არც კი შეუმჩნევია და ძველებურად გააგრძელა ყურება.ინტერესით იყო შეჭრილი ლეპტოპში.
დილას,ნატალიას შვიდზე გაეღვიძა.ფანჯრიდან გაიხედა და ჯერაც არ გათენებულიყო.
„ლუკა“-ჩუმად იმეორებდა ბიჭის სახელს.
ლეპტოპი ჩართო და იფიქრა ვნახავ,როგორ დასრულდა ფილმიო,მაგრამ სულ დაავიწყდა ის,როცა „ფეისბუქში“ შევიდა და ლუკასს სურათებს დაუწყო ყურება.პოსტების კითხვას შეუდგა და თითქოს დღიური ყოფილიყო ისე,ინტერესით ჩასციებოდა მათ.
„დავამატებ“-დამატებას დააწკაპა და მთავარ გვერდზე გადავიდა,მაგრამ რამდენიმე წუთიც კი არ იყო გასული,როცა გააუქმა ის და ლოგინში შეძვრა.
„რა კარგი ბიჭია,მაგრამ მიუწვდომები.რატომ მიზიდავს ის,რაც ჩემი ვერასროს გახდება“-გაიფიქრა და თვალები დახუჭა.
ვინ იცის რა გახდება ჩვენი.იქნებ გახდეს კიდეც როდესმე ის,რაზეც ადრე ფიქრსაც კი ვერ ვბედავდით...
თამარის ღრმა ძილი ჩვევია.ბომბი რომ ჩამოვარდეს,მას მაინც არ დაურღვევ ამ მყუდროებას,ამიტომ არც ნატალიას სკოლაში წასვლა გაუგია.გოგონა სწრაფად გაემზადა,ჩაალაგა ჩანთა და სკოლისკენ გასწია.კიდევ კარგი,სკოლა სახლის გვერდით აქვს,თორემ ისე ეზარება ადრე ადგომა და სახლიდან გასვლა.არა,გინდ ადრე ადგეს მაინც ვერ იტანს წასვლას.სამ წუთში სკოლაშია,მაგრამ მაინც ხშირად აგვიანებს.ცოტა ხნის წინ მთელი ერთი გაკვეთილი ფეხზე დააყენეს.არ გაუმართლდა.ახალი დირექტორია და დაიწყო ხრუშტულები.
„ბედი არ მაქვს“-ნატალია ამ სიტყვებს ხშირად ამბობს,მაგრამ ჯერ არავინ იცის აქვთ თუ არა ის/
კლასში უღიმღამოდ შეაბიჯა.
-როგორ ხარ?-დიანა წამოვიდა მისკენ.
პასუხად მხოლოდ გაუღიმა და საკოცნელად მიიწია.
ზარი მალე დაირეკა.პირველი მათემატიკა ჰქონდათ.სათვალიანი მაღალი ქალი სწრაფად შემოვიდა ოთახში და მის დანახვაზე ყველა ფეხზე წამოდგა.
-დავალება ვინ დაწერა?-იკითხა ჩვეულად და რაღაც ქაღალდებში დაიწყო ქექვა.
-მარიამი დღეს არ მოვა?-დიანა შეხედა გვერდით მჯდომ ნატალიას.
-არ ვიცი.არ დავლაპარაკებივარ.
-უი,არც მე.
-ეგ სულ აცდენს ორშაბათს-გაეღიმა ნატალიას და მასწავლებლისკენ წაიღო მზერა.
-ნატალია,მეორე ამოცანა წაიკითხე-ზუსტად მას მიმართა ნანა მასწავლებელმა.
-ახლავე-გოგონამ კითხვა დაიწყო.
-სწორია...ადვილი იყო ეს ნომერი.შემდეგიც წაიკითხე.
გოგონამ შემდეგიც უღიმღამოდ ჩაიკითხა.მათემატიკაში ძლიერია,ესმის,თანაც შესანიშნავად,მაგრამ სიყვარულით არ უყვარს.როცა მორჩა ტელეფონს დახედა.თამარი წერდა:
„გამექეცი“.
„მძინარა,გოგო..ვისზე რას ამბობ.“
„ავდგები.მეძნება,მაგრამ რა ვქნა.წასასვლელი ვარ“
„წარმატებები“.
ამ დროს მარიამაც შემოაღო კარი.
-სასწაული-დიანას გახედა ნატალიამ.
-შეიძლება?-მარიამმა ჰკითხა მასწავლებელს.
-რატომ აგვიანებ?-რიტორიკული კითხვა დასვა და დაფაზე დავალების წერა განაგრძო-აი,ეს ნომრები გექნებათ.ვინც არ დაწერთ,ორიანი.
-დავიღალე-მარიამმა ჩვეულად ამოიხვნეშა.
-ჩვენს,მარიამ,ჩვენც-ნატალიამ უხალისოდ შეხედა დაფას,სადაც ნომრების კორიანტელი ეწერა.
მარიამი და დიანა,ასე ვთქვათ,სკოლის მეგობრები არიან.დიანა ტანმოვარჯიშეა და ცარიელი კუნთია.მარიამი კი ერთი ღიპუცა გოგოა,ძალიან ზარმაცი.სამედიცინოზე უნდა ჩააბაროს,კარდიოქირურგობას აპირებს.ზარმაცია,მაგრამ მაინც სწავლობს,სხვა რა გზა აქვს.ხოლო დიანა უფრო განსხვავებული ფენომენია.სწავლა შეუძლია,ნიჭიერია,მაგრამ რათ გინდა,მერე ვინ გაერთოდ მილიონ მეგობარში და ვინ გაიცნოს პლეხანოვზე ხალხი.ბევრი მეგობარი ჰყავს და სულ წვეულებებშია.
ახლა მალე საატესტატო გამოცდები ექნებათ,მაგრამ დიანა თავს არ იწუხებს და არც ნერვიულობს,მერე ვისწავლი რამეს,ყველაფერი კარგად იქნება,გადავლახავო,მაგრამ ვინ იცის.უდარდელი არსებაა.ნატალია ხშირად ეუბნება,შენი მშურსო.ის ხომ ვერაფერსა და ვერავის „იკიდებს“.
არა,ნატალია,მართლაც,განსხვავებული გოგოა.რაღაცნაირია და ყველასგან მუდამ გამოირჩეოდა.
თვით პირველ კლასშიც კი,როცა ყველაეზე გრძელი თმა ნაწნავად შეეკრა და მუხლამდე ჯინსის იუბკა ეცვა...ახლაც ახსოვს მისი ხშირი მეგობარი ზოლიანი მაისური..არც იისფერი იყო და არც მწვანე,მაგრამ არც ლურჯი...რაღაც ამოუცნობი ფერი რომ იყო.. .
ახლაც ახსოვს ყველაზე მაღალი იყო,რაც საშინლად აკომპლექსებდა,მაგრამ ახლა როგორ უნდა უფრო მაღალი იყოს.კი ეუბნებიან,რათ გინდაო,მაგრამ გოგონას ხომ მუდამ მაქსიმალური უნდა.უკეთესი და კიდევ უკეთესი-ეს მისი დევიზია.
მაქსიმალისტია და ყველაფერში ცდილობს,რომ დაიპყროს უმაღლესი მწერვალი.არ აქვს მნიშვნელობა,რა იქნება..უცნაური დევიზი აქვს:ყველაფერი ან არაფერი.სულ ამის გარშემო ტრიალებს..
მოკლედ ისე უღიმღამოდ ჩაირა გაკვეთილებმა.ქართულის გაკვეთილზე ესე წაიკითხა და ყველა აღფრთოვანებული დატოვა.ის,მართლაც,კლასში ყველაზე კარგად წერს.ისე წერს,რომ თვით მასწავლებლის კონკურენტიც კია.უბრალოდ გასაოცარი რამაა მისი თემის მოსმენა..გამაგიჟებელი..როგორ სიამოვნებს ნატალიას,როცა გაფართოვებული თვალებითა და ბედნიერი სახეებით უყურებენ ბავშვები და მასწავლებელი.თურმცა რა ბავშვები უკვე მე-11 კლასელები არიან,მაგრამ ნატალია ხომ მალე 18-ის გახდება.
სკოლის მერე სახლში წავიდა,სამეცადინო ჰქონდა უამრავი,მაგრამ ჯერ რომანის ახალი თავი დაწერა და მერე ლოგინზე წამოგორდა წიგნებთან ერთად,რაც ხშირად ჩვევია ხოლმე.წიგნები და ის ერთად რომ გორაობენ,ისეთი სასაცილოები არიან,რომ გაგიჟდები.
დავალებებს მედგრად შეუდგა.ბიოლოგიის ტესტებს აკეთებდა და აკეთებდა.კითხულობდა დანართებს,მაგრამ შემდეგ თვალები დაეხუჭა და კინაღამ ჩაეძინა.თავს მაინც ძალას ატანდა,მაგრამ ბოლოს ფეხზე წამოდგა.საათს რომ შეხედა შვიდი ხდებოდა.
მსუბუქად ივახშმა და მერე ლეპტოპი ჩართო.ისევ იგრძნო მუზების მოზღვავება და ორი ლექსი დაეწერა,მერე ისევ დაუბრუნდა დავალებებს და,როგორც იქნა,მორჩა.
ათი ხდებოდა,როცა ლოგინზე უსუსურად მიეგდო.ვინ იცის რამდენ ხანს იქნებოდა ასე,ზარის ხმა რომ არ გაეგო.დედამისს ჩასძინებოდა და თვითონ მოუწია გაღება.მამამისი მოსულიყო.იმ დღეს ბევრი ლექცია ჰქონდა და დაქანცული შემოვიდა.ფეხზე გაიხადა და სააბაზანოს მერე პირდაპირ სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
-თამარისთან მივდივარ-გასძახა ახლადგაღვიძებულ დედას,“კურტკა“ მოიცვა და კარებიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-თამარ,ნატალია მოვიდა-ნინა დეიდამ,თამარის დედამ,გასძახა შვილს.
-უი,ნატუკ-ახლადდაწოლილი და დაღლილი თამარი ფეხზე წამოფრინდა.
-იცი,რა მაქვს შენთვის?
-რა?
-ბევრი ბევრი შოკოლადი.
-მართლა?-ხელებში ჩააცივდა ნატალიას.
-ჰო,დედაჩემმა იყიდა და მე მაინც არ ვჭამ ჰო იცი და.
-უი,უი ჩემი „ალპენ გოლდები“,სნიკერსები,კიტ-კეტები.შნ გენაცვალე-გამოართვა ცელოფანი და მაგრად გადაეხვია,როგორც პატარა ბავშვებმა იციან ხოლმე.
-ჩემი პატარა-შუბლზე აკოცა ნატალიამ და ლოგინზე დაეშვა.
-მმმმ..-გახსნა ერთი დიდი სნიკერსი და კბილები ატაკა.
-როგორი სასიამოვნო სუნი ასდის შენს ლოგინს,როგორც ყოველთვის.
-გოგო,რას ჩააცივდი ამ ლოგინს.
-სიმართლეა და.
ნატალია ცდილობდა,რომ ლუკაზე არაფერი ეთქვა მასთან.არ უნდოდა,არარსებულზე საუბარი და თან თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა.თითქოს რაღაც ბოჭავდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
-ჰო,მართლა..“გრეის ორმოცდაათ ელფერში“ რა მოხდა?“როგორ დასრულდა?“-მიაშტერდა ნატალია დაქალს.
-არ გინახავს?
-არა,როდის ვნახავდი.ამ მედლის გადამკიდე-გაეცინა გოგონას.
-მოდი,ახლა ნახე.მოყოლილს ნანახი სჯობს.
-კარგი.
-აჰა,ვუშვებ-თამარიმ გაუღიმა.
ნატალია გაშტერებული უყურებდა.გაწკეპლის მომენტზე ზიზღით შეხედა გრეის.
-ტფუუუ-გვერდით გაიხედა და მერე თამარის სახეს დააკვირდა.
-არაკაცი-თამარიმ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-წავიდა..აი,მასე-სახე გაუცისკროვნდა ნატალიას.
თამარის არაფერი უპასუხია.
დასასრულს ნატალიამ გაკვირვებით წარმოთქვა:
-ასეთ დასასრულს არ ველოდი.
-ყველაფერი მთავრდება იქ,სადაც დაიწყო-ჩაეცინა თამარს.
-ლიფტში..ჰაჰააჰჰა.
-გოგო,იცი,დღეს..
-რა დღეს?-ნატალიამ გააწყვეტინა და მიაშტერდა გაფართოებული თვალებით,როგორც იცოდა ხოლმე.
-ბიჭი გავიცანი.
-მერე?
-საყვარელია-ბავშვური გამომეტყველებით უპასუხა თამარიმ.
-მაღალია?-ნათალია სიმაღლეზე ჭედავდა.185 სანტიმეტრზე დაბლა ბიჭს ვერ განიხილავდა.უბრალოდ ეს იყო მისი სუსტი წერტილი.ხშირად კი დასცინოდნენ ხოლმე ამაზე,მაგრამ არ ადარდებდა.
-ჰო,მაღალია.
-რამდნენია სიმაღლეში?
-არ გამიზომავს,გოგო.
-ვერ კითხე.
-ვერა ხარ შენ.
-მაშინ უთხარი,რომ შენს დაქალს აინტერესებს.
-ჰაჰაჰჰაჰა-გადაბჟირდა თამარი.
თამარი ნატალიას სიმაღლეა,გამხდარი აღნაგობის გოგონაა.ქერაა და მწვანე თვალები ულივლივებს.
-გოგო,რამდენითაა შენზე მაღალი? 185 მაინც ვერ იქნება ეგ უბედური?
-რა იყო? მე მოვწონვარ,შენ ხო არა-თამარი კვლავ იცინოდა.
-მითხარი.ჩემი დაქალი მოსწონს მერე.
-185 მაინც იქნება ჰო.
-კიდევ კარგი.ვარჯიშობს? ათლეტური და კუნთიანი ტიპია თუ პოლის ჯოხი?
-ფიტნესის დიდი მოყვარული და საკმაოდ დაკუნთული..ათლეტურია ძალიან..
-გენაცვალე შენ-თვალები აუელდა ნატალიას.
-სიმპათიურიც?
-მოდი,“ფეისბუქში“ განახებ.
-უკვე დაამატე?
-თვითონ დამამატა.
-ი ვსიო.ყოჩაღ გოგოს.
-აი,ნახე-მის წინ მართლაც ათლეტური და საკმაოდ კარგი გარეგნობის მქონე ბიჭი იყო.ყავისფერი თმა,მოცისფრო თვალები...მიმზიდველი ნაკვთებიც...
-რამდენისაა?
-23ის.მაგისტრატურაზე სწავლობ-გაუღიმა თამარიმ.
-რა სფეროში?
-აუ,გოგო,ანკეტას ავსებ.
-მწერლები ასეთები ვართ-არ დაუთმო ნატალიამ.
-ეკონომიურზე.
-უი,მაგარია ეკონომიას გასწავლის-გაეხურა ნატალია.
-აბა,გოგო.
-მაგარი ბიჭია..არ გაუშვა..
-ოჰოჰო..
-მართლა,კარგია.
-შენ თუ მიწონებ ესე იგი კარგია.
-აჰამ..აბა,შენი ყოფილი რა იყო-გადაიხარხარა ნატალიამ.
-შენ ლაპარაკობ ჩემზე? გაიხსენე ეგ იდიოტი?
-რომელი?-ნატალიამ მხრები აიჩეჩა თითქოს ვერ მიმხვდარიყო
-კაი,“დაიკიდე“.
-ჰაჰჰაჰაჰაჰაჰ-გადაიხარხარა ნატალიამ.
-კარგი,გვეყო.
-ეს იდეალურია შენთვის..არ გაუშვა,იცოდე,თორემ მე ვარ რიგში.
-ოხ,ნატალია...
-იმედია,შინაგანადაც მდიდარი სამყარო აქვს..
-ასე ჩანს,ნატალია...შენ ჩემი მწერალი ხარ...
-ჰო..
-კარგი,აბა გაიქეცი,თორემ სამი ხდება.ხვალ სკოლა გაქვს..
-კარგი,მეზარება,მაგრამ რა ვქნა..
ნატალია დაემშვიდობა დაქალს და სახლისკენ გასწია.სულ რამდენიმე წუთის სავალი იყო.უბერავდა ქარი..საკმაოდ ციოდა,მაგრამ გოგონას არა..პირიქით მისი მთელი არსება მტანჯავ ცეცხლს მოეცვა..
ასე გავიდა დღეები..კვირები..გოგონა კვლავ ლუკაზე ფიქრობდა...სამწუხაროდ,ის დიდი ხანი არ ენახა..ზოგჯერ ფიქრობდა,ეს არაფერიაა,გადამივლისო,მაგრამ ასე არ ხდებოდა...ზოგჯერ ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი ეგონა..
მაგრამ თავიდან ვინ ხვდება რა არის რეალური და რა ილუზიის ნაყოფი..ვინ ხვდება,რას გრძნობს სინამდვილეში და რა არის უბრალოდ შექმნილი,თავის მიერ შექმნილი..გონებისა თუ გულის რაღაც ნაწილში...
გავიდა თებერვალიც..დღეებმა იმატა და ქვეყნიერებამ პირი სინათლისკენ აბრუნა..დაიწყო მარტის დღეები..გაზაფხული ეს ხომ ის წელიწაიდს დროა,როცა ყველაფერი თავიდან იწყება,როცა ახალი რაღაც იღვიძებს...ამ დროს თითოეულ ადამამიანში,უნებურად,ხდება რაღაც გარდაქმნა.ეს არც ქიმიური პროცესია და არც ფიზიკურ კანონებში ჯდება,მაგრამ ეს არსებობს..ეს არის დაუმტკიცებელი,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ არ არსებობს.დიახ,ეს არსებობს...ნატალიაშიც მოხდა ეს რაღაც..
მარტის დღე იყო..ორი მარტი..ორშაბათი დღე იყო და გოგონა ფიზიკის გაკვეთილზე იჯდა.მისი მეგობრები არ იყვნენ.ბავშვებიც შემაჯამებლის აღდგებას წერდნენ და მასწავლებელი არ ატარებდა გაკვეთილს.გოგონა ათას რამეზე ფიქრობდა..ხელში კალამი ეჭირა,წინ კი გადაშლილი რვეული ედო,რომეოიც თითქოს იწვევდა,მიდი ჩემს ფურცლებზე დაწერე რამეო.რაღაცის ჯღაბნა დაიწყო,მაგრამ უეცრად რაღაც მოხდა.სიტყვები წამოტუვტუვდა მისი გულიდან და გონებამ სადღაც ადგილი მიუჩინა მათ...ამ დროს დაწერა პირველი ლექსი და ეს იყო თვრამეტ წელზე..2 მარტი..ეს დღე მის ცნობიერებაში ხომ მუდამ იცოცხლებს..იცოცხლებს,როგორც გაზაფხულის აყვავილება და ახლადმოსული ნათელი..ლექსი არასდროს დაეწერა...რომანები და ჩანახატები ხომ სულ სხვა რამ იყო..ამას მეორე ლექსიც მოჰყვა და ეს ლუკაზე იყო..ბიჭზე,რომელიც უბრალოდ არღვევდა მასში მიმდინარე თითოეულ რეაქციას,როგორც შინაგანს,ასევე გარეგანს...როგორც ფიზიკურს,ასევე ფსიქოლოგიურს....და რა დავარქვათ კიდევ,არ ვიცი.
მეორე დღეს თამარის წააკითხა.ახლაც ახსოვს...მისი გამოხედვა და,როცა ლუკაზე უამბო,გოგო მთლად გაშრა.გაუკვირდა და გულში ჩაიკრა..უბრალოდ მაგრამ ჩაიკრა...არ უშვებდა დიდ ხანს,ბოლოს ძლივს დაუძვრა ნატალია...
-ყოჩაღ..ახლა გიჟ-პოეტაც გახდები...
-თამარ!..-მხოლოდ ამის თქმა-ღა მოახერხა.
-მინდა,რომ მასაც უყვარდე..გესმის? მინდა,რომ უყვარდე ისე,როგორც ჩემს ლაშას...-ლაშა ის ბიჭია მაშინ,რომ გაიცნო.ზუსტად 185 სანტიმეტრი ყოფილა.ერთ დღეს,ეს ნატალიამ თვად ჰკითხა,როცა დაქალმა შეყვარებული გააცნო.
მერე უფრო მოეწონა ის ნატალიას და არჩევანი შეუქო თამარის,მაგრამ ახლა მდგომარეობა უფრო რთულადაა..უფრო კი არა გაცილებით რთულად.
-თამარ..შევეშვათ ამ თემას...
-მუზები მოდიან,არა?
-კი,მოდიან...
ნატალია ამის განხილვას სულ ერიდებოდა..მხოლოდ მისი ლექსები მღეროდნენ ლუკას სიყვარულს..უბრლაოდ ეს გასაოცარი იყო..გრძნობები აწვებოდა მძაფრად,მაგრამ ეს გრძნობა მას არ ტანჯავდა..პირიქით ღიმილს გვრიდა სახეზე და ბაგეს უვარდისფერებდა მხოლოდ იმის გაფიქრებაც კი,რომ ლუკა ახლა იღიმოდა და ასხივებდა ცხოვრების სხივებს..მისი თეთრი კბილების ელვარება,ასე რომ აგჟებდა გოგონას...მას შემდეგ ის არც უნახავს..ნუ,ერთხელ ერთ წუთს თვალი მოკრა,რგორ იღიმოდა..მას შემდეგ მას მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ხედავდა..ხედავდა და ეღიმებოდა..მისი ლექსების უმეტესობა მასზე იყო და ეს აბედნიერებდა..ახსენდებოდა გალაკტიონის ნათქვამი სიტყვები:“რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები“ და ამით იიმედებდა თავს...ამგვარი ტკბობა ხომ მხოლოდ შემოქმედს შეუძლია..დიახ,ნატალიაც ასე ტკბებოდა..მას ხომ ასე სჩვეოდა ილუზიაში ცხოვრება..სამყაროსგან მოწყვეტით და სადღაც შორს..ღრუბლებს ზემოთ..ეს მას ანიჭებდა დიდ სიხარულს და ეს უბრალოდ გამაოგნებელი რამ იყო გოგონასთვის.
რამდენ ხანს უფიქრია ქოხზე,სადაც განმარტოვდებოდა და ცოტა ხანს გარემოსგან მოწყვეტით იქნებოდა..მხოლოდ ის და მუზა და,რა თქმა უნდა,ბუნებაც..ახლა ეს სრულიად სისულელედ მიაჩნდა,როცა ლუკა ახსენდებოდა..თვითონაც უკვირდა,მაგრამ,რაც დრო გადიოდა,რწმუნდებოდა,რომ გრძნობა არ ნელდებოდა,პირიქით ძლიერდებოდა ის..ზოგჯერ ჯვარზე აცვამდა,მაგრამ უფრო ხშირად სახეზე ღიმილს გვრიდა..
დაწვებოდა,ზეწარს ჩაიხუტებდა და წარმოიდგენდა,რომ ეს ლუკა იყო...ბიჭის სახელის გაგონებაც კი ჟრუანტელს გვრიდა..როგორ უნდოდა სულ მისთვის ეყურებინა მაინც..თუ ვერ ესაუბრებოდა,ეცქერა მაინც..უბრალოდ ნატალია თავს კარგავდა..ეს გრძნობები ადრენალინს მაქსიმუმს უხდიდა და,ლამის იყოს.თავიდან ტვინი გადმოსდენოდა...ყოველ დღე გრძელდებოდა ეს..ყოველ მომენტში ახსენდებოდა ბიჭი..
ლუკა.ერთი სახელი..ოთხი ასო..მხოლოდ ოთხი და ნატალიასთვის ეს ყველაფრის მთქმელი გახდა..მეტი არაფერი ესმოდა და არაფერი უნდოდა გაეგო გარდა ამისა.
ლუკა მისი მუზა გახდა..დიდი ხანი იყო,რაც მისი ღიმილისთვისაც კი არ ჰქონდა თავლი მოკრული,მაგრამ განა ეს ცვლიდა რამეს?
ნატალიას გრძნობები უფრო და უფრო მძაფრდებოდა.
„მგონი,შევიშალე“-დღე არ გავიდოდა ეს რომ არ ეფიქრა მას.
-ჩემი გაგიჟებული გოგო-თამარი სიცილით შემოვიდა ოთახში და თან ხელში დიდი წითელი ვაშლი ეჭირა.
-მეც მომიტანე ერთი-ნატალიამ შეხედა.
-კარგი-პატარა ბავშივით გავარდა ოთახში და მალევე ნატალიას ხელში დიდი ვაშლი იყო.
-შეშლილი მწერალი როგორაა?-ღიმილით ჰკითხა თამარიმ.
-როგორ უნდა ვიყო?
-მუზებში,ჰო?
-ჰო.
-ლუკა როგორ გყავს?
-ილუზიაში კარგად-გაეღიმა ნატალიას.
-იმედია,რეალობაშიც.
-რელოაბაში ჩემგან შორსაა.მასზე რაღაცები ძლივს დავადგინე.
-ძლივს?
-ჰო,დღეს გავიგე,რომ მის მაისურს 4-იანი აწერია.იმდენი ფოტოსთვის მომიწია დაკვირვება ამის დასადგენად,რომ ვერც კი წარმოიდგენ.
-ჰაჰჰაჰაჰჰა..ჩვენი ფეხბურთელი ლუკა..ოთხიანი მაისურით..
-ოთხი..ოთხი..-წაიღიღინა ნატალიამ.
-მორიელი ყოფილა...შენ კი ვერძი ხარ..ერთმანეთს შეეწყობით?
-სად მიდიხარ გოგო?
-ჰაჰაჰჰა..კაი,ვჩუმდები.
-შენ მითხარი ლაშა როგორ გყავს?
-ლაშა?! შემიკლო ხელში..
-ჰო,ლაშა...აბა ის ისეთია-გადაიხარხარა ნატალიამ.
-ისეთი საყვარელია.
ოცნება ყველასთვის ფრთას ვერ ისხამს..ოცნება რთული რამაა.დიახ,რთულია...რაღაც აღმაფრთოვანებელია მასში,მაგრამ ის მტანჯავითაა...ოცნება ხომ ხშირად მხოლოდ ოცნებად რჩება.მხოლოდ და მხოლოდ ოცნებად.
აპრილიც დადგა...ნატალიას გიტარის მასწავლებელი გაბედნიერდა იმით,რომ გოგონას ძლივს გაზრდილი გრძელი და ლამაზი ფრჩხილები დასტყდა.დანარჩენი მიდიოდა ჩვეულებრივ...რუტინა და ისევ რუტინა...
შვიდი აპრილიც მოვიდა-ნატალიას დაბადების დღე...დღე,რომელიც ასე არ უყვარდა...ბავშვობიდან რაღაცნაირი შეგრძნება ეუფლებოდა ამ დღეს..დღეს,როცა კიდევ ერთხელ აცნობიერებდა,რომ უფრო და უფრო უახლოვდება დასასრულს...ბოლოს ხუთი წლის იყო დაბადების დღე,რომ უხაროდა..მას შემდეგ არასდროს გახარებია ეს დღეს...რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ..იკვე თვრამეტი წლისაა..სრულწლოვანია...რა მალე გადის დროს..ეს-ის იყო პირველად თქვა დედა და პირველად გაიარა ნანატრი სანტიმენტრები..ცოტა ხნის წინ არ მიდიოდა სკოლაში და ანა-ბანას სწავლობდა..ახლა კი უკვე 18-ისაა..ეს იმას ნიშნავს,რომ უკვე ცხოვერეის ასპარეზზეა..სრულუფლებიანი მოქალაქეა..
18-ისააა.დიახ,უკვე თვრამეტის.წესით ახლა უნდა ამთავრებდეს სკოლას,მაგრამ იმის გამო,რომ რუსეთში მოუწიათ ცხოვრება,სკოლაში არ შეუყვანიათ.იქ სულ სხვა გარემო იყო.მის მშობლებს კი მისი ქართულ სკოლაში ტარება უნდოდათ.
როგორ უკვირს,თუ როგორ მალე გადის დრო..მართლაც,დრონი მეფობედ ჩვენზე და არა პრეზიდენტი და არც პარლამენტი...
12 საათი იყო,როცა მეგობრები თამარის თამადობით ნატალიას კარებთან ატუზულიყვნენ...დიდი ტორტი აეფარებინათ სახეზე...
როცა ნატალიამ სანთლები ჩააქრო.მართალია,ეს სისულელედ მიაჩნდა,მაგრამ თამარის დაჟინებულ თხოვას დაჰყვა და მაინც შეუბერა სული,სიუპრიზია შიგნითო,გაისმა ძახილი.
გოგონა გაშრა.რა უნდა ყოფილიყო ეს? ტორტიდან ამოძვრა სურათი..ქოხის სურათი.სწორედ ისეთი,როგორზეც გოგონა ოცნებობდა..მაღალი ფეხები და ზემოთ..მარტოსული ადგილი...ბუნება ..კიბით უნდა ასულიყავი ქოხში ...და მერე ისეთი გასაოცარი ხედი გადაიშლებოდა,რომ კაცს გააგიჟებდა...
-ვაიმე-ამის დანახვა და კივილი ერთი იყო.გოგონამ ხმამაღლა წაიკით
„ეს შენიაა“..თავიდან არ დაიჯერა:
-მართლა?აშკარად მეღადავებით..
-არა,ის შენია-გადაეხვია თამარი და დაბადების დღის სიმღერა უფრო ხმამლა შესძახა.
მართალია,ნატალია ტორტს არ ჭამდა,მაგრამ მაინც დიდი სიხარულით დაჭრა და მეგობრებს დაუდო.მერე სასმელი გამოიტანა და ღამის წვეულება დაიწყო...
დილას თამარისთან ერთად გაეღვიძა.
-ეს ის გოგო არაა ბიჭებს გაცნობისას პირველ რიგში სიმაღლეს რომ ეკითხება?-სიცილით შემოვიდა ბექა და ნატალიას ახედა.
-ეს ვინაა?-დაიჯღანა გოგონა.
-ოხ.ჩემი შეყვარებულია ეს მარტრაკვეცა-დიანა შემოვიდა და კურდღლისებური კბილები გამოაჩინა სიცილისას.
-და ახლა მაცნობ?-იუბილარი ფეხზე წამოდგა და თმა შეისწორა.
-ჰო.
-ტრადიციულად მოვიქცევი ისე.ბექა,რამდენი ხარ სიმაღლეში?
-185 ვიქნები.
-ოჰოჰო,დიანა ესეც უთხარი.არ იქნები.დაგენიძლავები,რომ 183-ზე მეტი არ ხარ.
-იდეალური მამაკაცი-სიცილით შემოვიდა მარიამი.
-ჰაჰჰაჰაჰ-რას მიტევთ...ჩემი ქოხი უნდა მოვინახულო დღეს..მოკლედ,იმხელა ხომაა,რომ დავეტიოთ და დღეს მაგარი წვეულებას ვაწყობ.აბა,რას იტყვით?
-ოჰოჰო...-დიანა ლამის იყო შემხტარიყო.
-არ ინერვიულო,ჩხირებიც იქნება-ფეხზე წამოხტა ნატალია-ახლა კი გადით ყველანი..უნდა გამოვიცვალო.
-კარგი,არ გვცემო-ბექამ დიანას გადახვია ხელი და გავიდა.
-ნატუშკ-მარიამმა ტუჩები დაპრუწა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-კიდევ დარჩა ტორტი-დიანა ბექას უჭრიდა ტორტის დიდ ნაჭერს და თან გემრიელად ილუკმებოდა.
-მეც მოვედი-მარიამი დაეხეთქა სკამზე.
ნატალიამ სპორტულად ჩაიცვა.მაისური,ჟაკეტი,შარვალი და ბოტასები..მალევე მოემზადა,თმა გაისწორა და სამზარეულოში გავიდა.
-რამეს შეჭამ?-თამარიმ გახედა.
-მშობლები წავიდნენ,ჰო?
-კი.დღეს ვაცდენ სკოლას..გამონაკლისი..ისიც მაშინ,როცა დაბადების დღე მაქვს-გადაიხარხარა...არა,თამრ,არ მშია..
-ჩვენ მზად ვართ..წავიდეთ?
-კი,წავიდეთ.
-ორი მანქანა ხომ გვეყოფა?-უკნიდან მოისმა ხმა.
-კი,გვეყოფა.
-მე და თამარი მანამდე წავალთ და ვიყიდით რამეს-ნატალიამ თამარის ხელი მოკიდა.
-კარგი,მანამდე ტელევიზორს ვუყურებთ-წამოიშოტნენ დივანზე.
-ფეხები არ დადოთ-ნატალიამ გასძახა მათ და გარეთ გავიდა.
ერთ საათში დატვირთულები დაბრუნდნენ გოგოები და მალევე გასწიეს ქოხისკენ.
-ლუდი ხომ არის?-ბექამ თვალები დაჭყიტა.
-კი,არის.
მანქანაში იჯდა და უყურებდა მიმავალ ხეებს....უყურებდა შენობებს,რომელიც მის თვალს შორდებოდა...უყურებდა და მხოლოდ იმ ერთზე ფიქრობდა..მხოლოდ ლუკაზე..მხოლოდ თამარის უამბო მის შესახებ..არა და უნდოდა მთელ ქვეყნიერებას სცოდნოდა ეს..როგორ უნდოდა,მაგრამ ეს სისულელე იყო..მას რეალურად მხოლოდ ის უნდოდა,რომ ლუკას სცოდნოდა ეს,მაგრამ განა ეს შეეძლო გოგონას? თითქოს რაღაც გამოქვაბულში დაკარგულიყო და გამოსასვლელს ვერ პოულობდა....თითქოს ოკეანეში იხრჩობოდა..სული ეხუთებოდა..ამ წამსაც კი,საკუთარ დაბადების დღესაც,რომ ამას გრძნობდა...ლუკასთან ყოფილიყო და მეტი არაფერი უნდოდა..ეს ხომ მისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი იქნებოდა..
მალე მივიდნენ დათქმულ ადგილას..ყველაფერი მწვანედ ანათებდა...მზის სხივები კი გარემოს ოქროსფრად ღებავდა..ტბა მოჩანდა...
-კარგად გაგრილდებოდა კაცი-მოესმა ხმა.
-აჰაჰჰაჰაჰ...ჯერ მასეც არ ცხელა-ნატალიამ ძალით გაიღიმა.
-ავიდეთ?-თამარიმ შეხედა დაქალს.
-რამ სიმაღლეზეა...
-ალბათ,ბიჭებმა აჩუქეს სიმაღლე-გაიხუმრა გოგონამ და ცალი ფეხი კიბის საფეხერზე დადგა.
-ჯერ იქნებ სხვა ვინმე ასულიყო.
-პირველად მე უნდა ვნახო-ნატალია შუაში იდგა.
-გასაღები ჯიბეში გაქვს-შეახსენა თამარიმ.
-აჰამ...-ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი და კარები გააღო..მალევე ქოხში აღმოჩნდა.
„აქ ლუკაც რომ ყოფილიყო“-უეცრად წამოუტივტივდა ფიქრები,მაგრამ მალევე სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება.
-რა ლამაზია ყველაფერი..თამარ,ამოდი...მოდი,წვეულება დაბლა მოვაწყოთ და მერე მთვრალები ამოვიდეთ ზემოთ..
-აჰაჰჰა..ჩემი ჭკვიანი-თამარიმ ახედა გოგონას.
-დავიწყეთ-ნატალიას მაშინვე ჩაესმა ყურში მაღალ ხმაზე აჟღერებული მუსიკის ხმა.
-ჩამოვდივარ-სწრაფადვე ჩამოვიდა დაბლა და თამარის სასმელი გამოართვა.
-ასე არ სჯობია-მეგობარმა გაუღიმა და ცეკვა დაიწყო.მას ნატალიაც აჰყვა.
მუსიკა..ცეკვა..სასმელი და ცივი წყალი...ნატალიამ ხომ არ იცის გაჩერება.იმდენი დალია,რომ ბოლოს ცივ ტბაშიც კი გადაეშვა ტანსაცმლით...ესიამოვნა ეს სიცივე.თითქოს შვება მოჰგვარა..უნდოდა,რომ სულ ასე ყოფილიყო და წყლიდან არ ამოდიოდა...ბოლოს გიორგიმ ჩახტა მის გამოსაყვანად.გიორგი მისი მეგობარია..რამდენიმე თვეა იცნობენ ერთმანეთს...ბიჭს მოსწონს,მაგრამ ამაზე არაფერს აღარ უებნაბა...აბა,რა დაავიწყებს ნატალიას უარს..გოგონას მზერაც კი ახსოვს,როცა ამ სიტყვებს ეუბნებოდა.
-ცივია-მხოლოდ ეს თქვა და გოგონასკენ ცურვით წავიდა.
-ადი...
-ნატალია,გაცივდები..ზაფხული ნუ გგონია!
-გიორგი,ადი მეთქი...
-ამოდი,შენთვის საჩუქარი მაქვს..
-მოიცდიS..
-გოგო,ამოდი,თორემ ძალიან აგიყვან..არ მინდა გაცივდე.
-გოგო კი არა ადი მალე-ნატალიამ შემოუბდღვირა.
-მთვრალი ხარ.
-შენ არ ხარ თუ?
-შენ უფრო ხარ...შეუალედს რომ ვერ პოულობ.
-გიორგი,გეყო.
-ნატალია-ხელი წაავლო გოგონას და ნაპირისკენ წამოიყვანა.არც გასჭირვებია..გოგონა, მასთან შედარებით, ხომ ღრუბლის ფთილასავით იყო.
გიორგიც კარგი გარეგნობის ბიჭია..ყავისფერი თმები..თაფლისფერი თავლები...185 სანტიმეტრზე მაღლა სწვდება თავი...ფიტნესის დიდი მოყვარულია..შეიძება,ითქვას,მოყვარულზე მეტიც..მოკლედ,ნატალიას პარამეტრებში ჯდება.ალბათ,ამიტომ გაუკვირდა უარი...გოგონას ბაგეებიდან მიღებული უარი..რა იცის მან,რომ ნატალიას უკვე გიჟს ჰგავს ისეა შეყვარებული..დღე არ გავა,რომ ლექსი არ მიუძღვნას უცნობ მამაკაცს..
მალევე ამოიყვანა ტბიდან,მერე ხელში აიყვანა და კიბეებზე ასვლას შეუდგა..ლოგინზე დააწვინა.
-მცივა-ნატალია თითქოს მოლბა.
-პირსახოცი მოიტანეთ ვინმემ-ჩასძახა დაბლა მყოფთ.
-მე მოვიტან-თამარი მაშინვე ამოვარდა ქოხში და პირსახოცი შემოახვია ნატალიას.
-სველ ტანსაცმელში გაცივდება-გიორგიმ მასზე ზრუნდა გააგრძელა.
-გამშრალი სად გვაქვს?-დიანამ გადაიხარხარა დაბლიდან.
-ჩუ,შენ-თამარიმ ჩასძახა.
-ფენი მაქვს-მარიამს სახე გაუნათდა და თან დიანას გადახედა.
-ფენი?!-გაიკვირვა გიორგიმ.
-რათ გინდოდა ფენი-თამარი თან დაბლა იხედებოდა და თან თმას უმშრალებდა ნატალიას.
მარიამი სწრაფი ნაბიჯით ავიდა კიბეზე,თან ხელში ფენი ეჭირა და გოგონებს მიშტერებოდა.
-ადიალაში შეძვერი მანამდე, კი ტანსაცმელს გაგიშრობ-თამარიმ მზრუნველად შეხედა ნატალიას.
გოგონამ გიორგის ახედა,რომელიც გაშეშებულიყო და თითქოს რაღაცას ან ვიღაცას მიშტერებოდა.
-იქნებ გახვიდე.
-მე?!
-ჰო,შენ.
-კარგი,წავედი-კიბეზე წამიერად დაეშვა.
ნატალიმ გაიხადა ყველაფერი და ადიალაში გაეხვია.
-მალე გაშრება?-ჰკითხა მარიამს,რომელსაც აქტიურად დაეწყო ტანსაცმლის გაშრობა.
-ვნახოთ-გაუღიმა გოგონამ.
-ვნახოთ..
თამარი გვერდით მიუჯდა...
-არ იცი ზომა-უკმაყოფილოდ გახედა ნატალიას.
-შენ საერთოდ რომ ვერ სვამ-გადაიხარხზრა გოგონამ-ჩემი გშურს არა?
-ნატუშკ...შენი ტელეფონი რეკავს,მგონი...
-საიდან იცი?
-შენის ხმაა,ვიცი..
-სადაა?
-აქ უნდა იყოს სადმე-თამარი დაიხარა და ძებნა დაიყო.
-აუ,სად დავდე...-ამოიოხრა ნატალიამ და თვალით ძებნა დაიწყო.
-აი,ვიპოვე.
გოგონამ მაშინვე უპასუხა.
-როგორ ხარ?-დედამისი ნანა ურეკავდა.
-დედა,კარგად ვარ..ვერც კი წარმოიდგენ ისე კარგად..-ამ სიტყვების გაგონებაზე თამარი სიცილისგან კვდებოდა.
-კარგია...როდის ჩამოხვალთ?
-საღამოს.
-კარგი,აბა ჭკვიანად-ნანა შვილზე სულ ნებვიულობდა და ხშირად ეუბნნებოდა ხოლმე ასე,როგორც პატარა ბავშვების მშობლებმა იციან.
-ჩემი მარტოსული მწერალი-თამარიმ ხელები შემოხვია ნატალიას.
-ჩემი ფსევდონიმი..-მარიამს გახედა-გაშრა?
-კი-მიაწოდა ტანსაცმელი და ნატალიამ წამში ჩაიცვა.
-რა კარგი შეგრძნება ყოფილა ტანსაცმლის დაბრუნება.
-მის გარეშე უფრო ლამაზი იქნებოდი-გიორგიმ ასძახა გოგონას.
-კარგად ხუმრობ.
-არ ვხუმრობ?
-ჩუმად,ეხლა...თუ ასე ძალიან გინდა შენ იარე ტიტველმა.
გიორგი გაჩუმდა.
-გიჟია?-თამარიმ გიორგიზე ანიშნა.
-ჰო,ზედმეტად-გაეცინა ნატალიას.
-ჩემი დიდი გოგო ხარ.
-18 წლის.
მალე მოსაღამოვდა და დადგა წასვლის დრო..
-მე ვრჩები და ვისაც გინდათ დარჩით-ნატალიამ კატეგორიულად განაცხადა და თამარის ახედა.
-მეც ვრჩები-გიორგი უკან დაიწია.
-სამნი? მეტნი ვერც დავეტევით.
-რა სამნი? ყველანი ვრჩებით..ღამით უფრო აგრილება..კოცონი ავანთოთ და გავიმეოროთ წვეულება..რას იტყვით?-თამარიმ გაუღიმა ნატალიას.
-მერე ვინ მოაგროვებს ხეებს?-ნატალიამ გულუბრყვილოდ შეხედა თამარის.
-ამის მეტი აქ რა არის.ბიჭები წავლენ-გადახედა გიორგისა და ბექას.
-კარგი-გიორგიმ გამომწვევად შეხედა გოგონას და ბექას წინ წაუძღვვა.
საღამოც მალე დადგა..ცხრა საათი იქნებოდა,როცა უკვე გაღუღუნებულიყო კოცონი და მეგობრები გარშემო მოქცეოდნენ მას. ცაზე მხოლოდ მთვარე იყო და რამდენიმე ვარსკვლავით უმისამართოდ კიაფობდნენ..ცაზე-ვარსკვლავები,ძირს-კოცონი...
-ჩემი გამომცხვარი პიცაა-ნატალია დაგვიანებით შემოვიდა და მეგობრებს,რომლებიც უკვე სასმელს დაწაფებოდნენ.
-დააგვიანე-გიორგიმ უკმაყოფილოდ ახედა გოგონას მომღიმარ სახეს.
-პიცა ვერ გაიგე?
-მმმ....შენ გამოაცხვე?
-ჰო,აბა ვინ?
-არა,ჩვენ-თამარიც წამოწეოდა დაქალს და თან ხელში მორჩენილი შოკოლადის ნამცხვრის ნაჭერი ეჭირა.
-მეც მინდა-დიანამ ლამის იყო პირიდან გამოაცალა.
-მეორე ნაჭერიც წამოვიღე..ვიცოდი მოგინდებოდა-გაუღიმა გოგონას და თეფში გაუწოდა.
-აუ,პიცა-მარიამი ფეხზე წამოდგა და სასმელი გვერდზე გადადო..
-ყველას გეყოფათ.ხომ ხედავთ ორი დიდი გამოვაცხვეთ-დაჭრა დაიწყო.
-პიცა და ლუდი ასწორებს-გიორგი წამოიშოტა მორზე და ცეცხლს შეხედა.თითქოს შიგნით რამეს ეძებსო.
-მოდით,რამე მოვყვეთ ჩვენს შესახებ..მთვრალები მაინც არ ვართ და კარგი იდეაა,ჰო,მგონი?-
-შესანიშნავი..-ერთდროულად მოესმა.
-რაც არ ვიცით-დასძინა შემდეგ.პირველი ვინ იქნება?
-იუბილარს დავუთმოთ-თამარიმ გადახედა დაქალს..
-მე? კარგით,ასე იყო. პატარა ვიყავი.ეს მგონი ჯერ არც ერთი თქვენგანისთვის მომიყოლია.ხუთი წლის ვიქნებოდი დაახლოებით.პაპაჩემს ბაღში წავეყვანე.ის ჩემს და-ძმასთან ერთად მოშორებით სკამზე ჩამომჯდარიყო და ხაჭაპურს ჭამდნნე...-ხაჭაპურის გაგონებაზე დიანამ კბილები გამოაჩინა ისე,როგორც ჩვეოდა.
-ჩუუ-გიორგიმ ინტერესიანი სახე მიიღო და ნატალიას შეხედა.
-კიბეები იყო..ორი ცალი და მეორე მხარეს მათთან დაკავშირებული იყო საქანელა მილით..მინდოდა გადავმძვრალიყავი..ავედი კიბეზე და ჩამოვჯექი..ნელ-ნელა ვცურდებოდი და უცებ ბრახ....
გარშემო სიცილი დაიწყეს,გიორგი კი მიუახლოვდა,ხელი ხელზე ჩაკიდა და თავი მიადო..
-ეს თანათგრძნობაა?-ნატალიამ სიცილი დაიწყო.
-არ ვიცი,რა არის.
-საყვარელი-ყველამ ერთდროულად თქვა.
-შემდეგი მე ვიქნები-თამარიმ გახედა ხალხს.
-სასწაულების გჯერათ?-ამ კითხვით დაიწყო.
-რატომ გვეკითხები?-გიორგიმ ვერ მოითმინა,რომ არ ეთქვა ეს.
-იმიტომ,რომ მე მჯერა და,რასაც ახლა მოვყვები ამას დაამტკიცებს.
-გისმენთ.
-უბრალოდ მისმენთ?
-ჩემთვის მოყოლილი გაქვს,მაგრამ მაინც ინტერესით გისმენ..-ნატალია გვერდით მიუჯდა თამარის..-მე მჯერა-დასძინა ცოტა ხნის მერე.
-მეხუთე კლასში ვიყავი...ყური საშინლად მტკიოდა,ეს ტკივილი გამაგიჟებელი იყო...რამდენიმე საათი ვიტანჯებოდი და მერე გამახსენდა,რომ ქართულის მასწავლებელმა ჩაგვაწერინა წმინდა ბარბარეს ლოცვა და გვითხრა ბავშვებს ეხმარება,ილოცეთ და თქვენს თხოვნასაც შეისმენსო.მეც ასე მოვიქეცი.წავიკითხე ლოცვა და მერე ვთხოვე..ბავშვურად ვთხოვე...ღმერთო,მაშინვე ვიგრძენი,როგორ მიქრებოდა ტკივილი და ბოლოს საბოლოოდ გაქრა..გესმის? გაქრა...
-გასაოცარია-სახე გაებადრა ყველას.
-მას მერე კიდევ გადაგხდა ასეთი რამ?
-არა,ასეთი აღარ,მაგრამ ამის მერე დავწმუნდი უფრო ღრმად,რომ არსებობს სასწაული და ამის მერე უფრო მაქვს რწმენა...
-წინათგრძნობა როდესმე გქონიათ რამის?-ნატალიამ იკიტხა და ყველა ცოტა ხნით დადუმდა.
-კი..ქალური წინათგძნობა-დიანამ კბილები გამოაჩინა.
-სერიოზულად ვამბობს.ერთხელ,13 წლის ვიქნებოდი,როცა მეზობელთან ერთად ვისვენებდი ბათუმში..ძილის წინ ვგრძნობდი,რომ რაღაც მოხდებოდა და ზუსტად,ვფიქრობდი,რომ მის მათ პატარა გოგონას დაეჯახებოდა მანქანა..
-მერე?-თვალები დაჭყიტა ყველამ.
-დაეჯახა..საკუთარ თავს დავაბრალე,მაგრამ მე ხომ ეს სისულელე მეგონა...ისე ვწუხდი,მაგრამ არ მითქვამს..ხომ იცი ადამიანები..-თამარიმ გააწყვეტინა.:
-კი,მესმის...ბავშვს რა დაემართა?
-ფეხი მოსტყდა..
-კიდევ კარგი,მეტი არაფერი-ყველამ ამოისუნთქა.
-მგონი შენი ტელეფონია-თამარიმ ემოციებში მყოფ ნატალიას შეხედა.
-აუ,ვინ უნდა იყოს.დედაჩემს ვუთხარი,რომ ვრჩებოდით და..-ტელეფონს უპასუხა და ნანას ნამტირალევი ხმა ჩაესმა:
-ნატალია-ქალს ხმა უკანკალებდა..
-დე...-შიში შეეტყო გოგონასაც.
-ბებიაშენს..დედაჩემს გულის შეტევა დაემართა და...ახლა საავადმყოფოშია..მძიმე მდგომარეობაში-წინადადებები უწყდებოდ.ცრემლები ახრჩობდა ქალს.
-ვაიმე.ახლავე წამოვალ-ტირილი დაიწყო გოგონამ.
მეგობრებს გაეგოთ ყველაფერი და ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვეს...მილაგებას შეუდგნენ და მანქანები გაამზადეს.მხოლოდ ნატალიას იჯდა გაუნძრევლად და მის გვერდით გიორგი,რომელსაც გულში ჩაეკრა გოგონა,რომელიც ტიროდა და ცრემლებით ასველებდა ბიჭის მაისურს.
ნახევარ საათში ყველანი მანქანებში ისხდნენ.გიორგი საჭესთან იჯდა,ხოლო ნატალია მის გვერდით ქვითინებდა.არ აწყნარებდა.იცოდა,რასაც ნიშნავდა ის..არ ანუგეშებდა..ალბათ,ასე სჯობდა..ტირილს ხომ გამოაქვს უარყოფითი ემოცია.როცა ვტირით,შემდეგ უფრო იოლი გვეჩვენება ყველაფერი.მართლაც,რომ არ უნდა შეაკავებინო ადამიანს ცრემლები.
საავადმყოფოში წავიდნენ პირდაპირი.
ნატალიამ დაინახა დედა.ნანა,რომელიც საკუთარ თავს არ ჰგავდა.მთელი სახე აწითლებოდა,ხოლო თვალები ჩალურჯდებოდა.ძირს იჯდა და ტიროდა.შვილის დანახვაზე ფეხზე წამოდგა და უბრალოდ ყურება დაუწყო.
-დედა-ნატალია მისკენ წავიდა და მოეხვია.
-ოპერაციას უკეთებენ..გადარჩენის შანსი სულ მცირეა,მაგრამ მაინც დავთანხმდი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ისევ აქვიათინდა ნატალია.
12 საათს მიუკაკუნა,მაგრამ არაფერი ისმოდა ახალი.დედა-შვილი იატაკზე იჯდა და თავი ერთმანეთისთვის მიედო.
„იქნებ ახლაც მოხდეს სასწაული“-ფიქრობდა გოგონა და ისევ ბავშვობის ამბავს იხსენებდა,იხსენებდა წმინდა ბარბარეს დახმარების ამბავს...
„ადრე ექიმობა მინდოდა..ქირურგობა მიზიდავდა..ვუყურებდი,“გრეის ანატომიას“ და მითი შეპყრობილი ვიყავი.კიდევ კარგი ჟურნალისტიკისკენ მიბიძგა რაღაცამ..კიდევ კარგი..“-ფიქრობდა შეძრწუნებული გოგონა.მიშტერებოდა საავადმყოფოს თეთრ კედლებს და ტირილის თავიც კი აღარ ჰქონდა.მისი მეგობრები მეორე მხარეს ისხდნენ.ქირურგობა ხომ ასე ძნელია..წარმოიდგინა,რომ მის ხელში იქნებოდა ვიღაცის დედის,ვიღაცის მეუღლის და ვიღაცის დედის სიცოცხლე.
საათი საათს მისდევდა.ცოტა ხანში რამდენიმე ქირურგი შენიშნა გოგონამ.ისინი ერთმანეთს რაღაცას ულაპარაკებდნენ.სახე თითოეულ მათგანს წაშლოდა.მათზე ცოცხლები არიანო,ვერ იტყოდი.
ყველა მიხვდა,რაც მოხდა.ნანას თვალები ლამის იყო ამოვარდნოდა.ფეხზე ძლივს წამოდგა და ექიმებისკენ აიღო გეზი.
-დედა-ხრინწინი ხმით ნატალიაც ფეხზე წამოდგა.
გიორგიმ შენიშნა თუ არა ეს,მაშინვე მის გვერდით გაჩნდა და ნატალიას ხელი ჩასჭიდა.თამარი კი მეორე მხარეს კვლავ ატირდა.
-ის აღარ არის-ცოტა ხნის მერე ნანა უფრო ატირდა.ქირურგი მას გადახვეოდა და ამშვიდებდა,მაგრამ ქალს არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.
ნატალიაც არ ჰგავდა საკუთარ თავს.ცრემლებით ჰქონდა აღვსილი თვალები,გარშემო კი მეგობრები შემოხვეოდნენ...
-ყველაფერი კარგად იქნება..-მხოლოდ დიანა შეეცადა მეგობრის დამშვიდებას.
გოგონამ არაფერი უპასუხა.პასუხის გაცემა არც შეეძლო.
ერთ საათში ნანა დედის სარეცელთან იდგა.მიშტერებოდა მის ვერცხლისფერ თმას,ჩაცვენილ ლოყებს,ნაოჭებით მოცულ სახეს და გაშეშებულიყო.ხელი ხელზე გადაუსვა,მერე ტუჩები ცივ შუბლზე დაადო,ჩაიმუხლა,თავი დაადო და თითქოს მოისვენა.ტიროდა მანამ,სანამ არ გამოიყვანეს.
-უნდა გავიყვანოთ..-მოესმა ხმები.
-დედაჩემია-მხოლოდ ამის თქმა-ღა მოასწრო,მაგრამ უკვე გარეთ იყო.მოსაცდელში ქმარი შენიშნა,რომელიც საქმეზე იყო წასული და ახლა დაბრუნებულიყო.
-ვწუხვარ-ამირანი გადაეხვია ნანას.დედამთილებს კი ვერ იტანენ ხოლმე მამაკაცები,მაგრამ მას ის დედასავით უყვარდა. ნინა,მართლაც,შესანიშნავი ქალი იყო,დედაც და ბებიაც..ყველას უყვარდა...
-მამა-ნატალია გვერდით მიუჯა მშობლებს.ნანას ლოყაზე აკოცა და მამას მხარს თავი ჩამოსდო.მეგობრები მიდიოდნენ.გოგონამ აუხსნა,რომ მათი აქ ყოფნა არ იყო საჭირო,მაგრამ გიორგი მაინც არ წასულიყო და გოგონას შორიდან თვალს ადევნებდა.
აშკარად,ძალიან მოსწონდა ნატალია.რაღაც განსაკუთრებულად ხიბლავდა ეს გოგონა,მაგრამ ეს უკვე დავიწყებული ჰქონდა გოგონას..მისი გული სხვას ეკუთვნოდა და განა გიორგის გრძნობებს მისთვის რამე მნიშვნელობა ჰქონდა?თვითონაც მოსწონდა,მაგრამ ისეა არა,როგორც ბიჭს.მხოლოდ მეგობრად მიაჩნდა ის და მეტი ვერაფრის იმედსაც ვერ მისცემდა.
გიორგი იჯდა და უყურებდა ერთი შეხედვით ბედნიერ ოჯახს..პატარას,მაგრამ ბედნიერს..
„ნატალია გასაოცარი გოგონაა“-მხოლოდ ეს აზრი ტრიალებდა მის გარშემო.
მეორე დღეს ნატალიას იგივე მდგომარეობაში გაეღვიძა.მის მშობლებს კვლავ ეძინათ.სკამიდან ადგა და თვალი მოავლო გარემოს,რომელიც ახლა სულ სხვანაირი ეჩვენა.
მხოლოდ ახლა შენიშნა გიორგი,რომელმაც კვლავ ეძინა.
„აქამდე არ წასულა“-მისკენ გაემართა და შეანჯღრია.
-ნატალია...-ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა და გოგონას ახედა.
-რატომ არ წახვედი?
-ვნერვიულობდი.
-მე რა გითხარი?
-არ შემეძლო.
-ეს არაა გამართლება.
-უნდა წასულიყავი? გთხოვ,ნუ მიბრაზდები.
გოგონას არაფერი უპასუხია.გვერდით მიუჯდა მას.ხმას არც ერთი იღებდა.
-ნატალია-ნანას გაღვიძებოდა და შვილს თვალებით ეძებდა.
-დედა-გოგონა ფეხზე წამოდგა.
-სახლში წავიდეთ.საქმეებს მივხედოთ-ამირანი ფეხზე წამოდგა და ცოლს ხელი ხელში გაუყარა.
-გიორგი შენც წადი-ნატალიას მსუბუქად გადაეხვია და თვალებით აგრძნობინა,რომ მისი მადლიერი იყო.
მალე დადგა დაკრძალვის დღე.ზუგდიდში გადაასვენეს ნანი.მის მშობლიურ კუთხეში.
ყველაეფრმა ტრადიციულად ჩაირა.იტირეს,იგლოვეს და ნანი შეუერთდა მიწას..გახდა მისი ნაწილი...
გავიდა ერთი კვირა და ცხოვრება ისევ ძველებურ რიტმს დაუბრუნდა.ნატალია აგრძელებდა მეცადინეობას და რუტინას არასდროს ღალატობდა...გამოცდებზე,ათი უნდა მივიღო და მასწავლებლებს მაქსიმალურად იყენებდა..ეგონა,ეს ყველაფერი შეაწყვეტინებდა ლუკაზეფიქრებს,მაგრამ ეს არ შეეძლო..კვლავ უძღვნიდა ბიჭს ლექსებს..უყვარდა ადამიანი,რომელმაც არაფერი იცოდა მის არსებობაზე.
-ვირტუალური მეგობარი?-თამარი გამოაჯარებდა ხოლმე.
-ეგ მაინც რომ იყოს რა უჭირს-ირონიით შეხედავდა ხოლმე ნატალია.
-„ფეისბუქზეც“ კი ვერ დაგიმატებია.
ამ სიტყვებზე ნატალია აინთო და გადაწყვიტა საპირისპირო ეჩვენებინა თამარისთვის.
-ახლა დავამატებ-უპასუხა და მაშნვე გაუგზავნა მეგობრობის თხოვნა...
-სიცოცხლე..მმმ-ტუჩები დაპრუწა თამარიმ.
-ჩემი სიცოხლეა-გადაიხარხარა ნატალიამ.
-ოხ,ნატ,ნატ...
-დამამატებს.
-მარტოსულ მწერალს დაამატებს და შენი სახელიც კი არ ეცოდინება.
-საქართველოში არ ყოფილა ახლა ბიჭი...
-სადაა?
-ეგ არ ჩანს პოსტებიდა.
-აუ,ეს ოხერი-ნატალი გამოვიდა „ფეისბუქიდან“ და ლოგინზე დაეშვა.
-მოდი,გკითხავ გეოგრაფიის ტესტებს.
-კარგი,დავიწყოთ.
საღამოც ასე გავიდა.ნატალია რაღაცნაირად იყო...რაღაც უხაროდა,მაგრამ რა? ალბათ,ის,რომ ლუკა ახლა მისი „ფეისბუქის“ მეგობარი იყო.
თამარი მეორე ოთახში შუალედურისთვის ემზადებოდა,როცა ნატალიას კივილი მოესმა.
-ჩემი ლექსი „დაალაიქა“.
-აუუუუ-გამოვარდა პირღია თამარი.
-ჰო,მართლა.
-რომელი?
-„ვიცეკვოთ ტანგო.“
-ლექსი,რომელიც მასზე არაა.
-ჩუმად.
-ეს იქნებ პირველი და უკანასკნელი „ლაიქია“,რომელსაც გჩუქნის.
-ნუ ხარ დაუნდობელი.
-რეალისტი ვარ.
-მაინც არ მწყინს,თამარ.
-ოჰოჰო,წავედი უნდა ვიმეცადინო,თორემ შენი ლუკა ვერ ჩამიბარებს გამოცდებს.
-კარგი...-ქართულის წიგნი გადაშალა ნატალიამ და რაღაცის ხმამაღლა კითხვა დაიწყო.
ცხრა საათი იქნებოდა,როცა გიორგის ზარმა დაუმღვრია სიჩუმე.
-რა უნდა?-თვაისთვის თქვა და ტელეფონს უპასუხა.
-რაღაც კომედია გადის დღეს „ამირანში“-გიორგიმ პირდაპირ დაიწყო.
-მერე?
-წავიდეთ.ორი ბილეთი მაქვს.
-აუ,გიორგი.ხომ იცი,რომ დაღლილი ვარ.
-როგორც მეგობრები-სიცილით დასძინა დაპასუხს დაელოდა.
-კარგი,წავიდეთ.
-გამიხარდა-დრო დაუკონკრეტა.
ნატალიამ გაუთიშა და თამარისთან გავიდა.
-ადექი?
-ჰო,გიორგისთან ერთად ფილმზე მივდივარ.ორი ბილეთი მაქვსო.დაღლილი ვარ,მაგრამ წავალ.
-გიორგისთან?
-ჰო,გიორგისთან.
-მაგ ბიჭს მაგრად მოსწონხარ.
-მეგობრები ვართ...
-იქნებ...-ნატალიამ გააწყვეტინა.
-არანაირი იქნებ.
-კარგი,მაშინ გყავდეს ეგ ბიჭი ილუზიაში.
-არ გესმის?
-კი,მესმის,მაგრამ შენ თვითონ იძახი რამე რეალური მინდაო.
-ეს იგივეა,რომ ძირიდან აიღო რაღაც.
-ჰაჰაჰჰაჰაჰ..კარგი,აბა,წადი.
-კარგი,თამარ.
-როგორ ოფიციალურად იცი ხოლმე.ეს თამარ.
ნატალიამ ჩვეულებრივად ჩაიცვა და ტაქსით გააჩერა.
„სად ხარ“-„ესემესი“ მოუვიდა.გიორგი იყო.
„მოვდივარ“-გაუგზავნა.
მალე ორივენი კინოთეატრთან იყვნენ.
-ბევრი პოპკორნი-ნატალიამ იყიდა ორი დიდი შეკვრა და ერთი ბიჭს მიაწოდა.
-ნატ,ნატ-გიორგიმ გამოართვა და პირში გემრიელად ჩაყარა მუჭით.
-ჰაჰჰაჰ..შევედით?
-კი,შევედით.
-ჩვენი ადგილები..-ბილეთს დახედა...-წინა რიგები ყოფილა.
-ნატალია,დამავიწყდა საჩუქრის მოცემა შენთვის..უფრო სწორედ ვერ მოვახერხე..ან როდის შემეძლო.მას მერე იმდენი რამ მოხდა.
-არაუშავს-დაამშვიდა გოგონამ.
-ახლა მოგცემ.შესაძლოა,არაა შესაფერისი მომენტი,მაგრამ მაინც.
-კარგი,რა..მომეცი..
გიორგიმ ოთხკუთხედით ამოიღო რაღაც.
-ეს რა არის?-გაიკვირვა გოგონამ.
-ბეჭედი არაა-გადაიხარხარა გიორგიმ და მიაწოდა-გახსენი.
ლამაზი ყელსაბამი...გიორგი და ნატალია ეწერა და ერთმანეთში იყო წარწერები გადაჭდომილი.
-რა ლამაზია..მადლობ-გოგონამ თმა აიწია და მიბრუნდა.
გიორგიმ გაუკეთა და მერე შორს წავიდა,უყურებდა გაფართოებული თვალებით:
-რა ლამაზი ხარ....შენ უხდები მას...
-გიორგი,მადლობ..მაგრამ ახლა ფილმი იწყება.
გვიანი იყო,როცა გამოვიდნენ..ორივენი კმაყოფილებიჩადნენ.ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ და იცინოდნენ გაუჩერებლივ.
-ისინი ნახე რას გვანან-გიორგიმ ანიშნა ნატალიას გვერდით.
-ისინი?
-ჰო,ტყუპები.
ამ სიტყვების გაგონებაზე გოგონას თითქოს რეტი დაეცა,გაიხედა გვერდზე და ლუკა არ დაინახა.
-იცნობ?-გიორგიმ გაკვირვებით შეხედა.
-წავიდეთ..უბრალოდ წავიდეთ.
-კარგი,რა იყო.
სწრაფი ნაბიჯით წამოვიდნენ.ლუკას არ დაუნახავს.ის ზურგით იდგა და ძმასთან რაღაცაზე მუსაიფობდა.
-როგორ გავდნენ ერთმანეთს.
-არა,არ გავდნენ...გაარჩევდი-გოგონამ მხოლოდ ეს უპასუხა.
-მაინც ვერ გავიგე,რატომ აჩქარდი.
-ნუ ხარ ზედმეტად ცნობისმოყვარე.
-ხომ იცი,რომ ასეთი ვარ.
-უბრალოდ გაჩერდი და ნაყინს გიყიდი.
-მართლა?
-ჰო,ორ ცალს.
-კარგი.
-ჩემი პატარა ძამიკო ხარ.
-ჰო,მაგრამ მე შენზე უფროსი ვარ.
-მაინც პატარა ხარ-გადაიხარხარა ნატალიამ.
-ნატ,ნატ.
-აი,ნაყინებიც.
ორი ცალი ამოარჩია გიორგიმ და გოგონას გახედა:
-შენს მაგივრადაც მე,ჰო.
-ჰო-გაუღიმა ნატალიამ.
სახლში გვიან დაბრუნდა გოგონა და მაშინვე ჩაეძინა..ისე,რომ გამოცვლაც ვერ მოახერხა..სიზმარში ნახა ლუკაც..ისეც მომღიმარი და ისევ ხალისიანი..ისევ ანათებდნენ მისი თვალები და ისევ ცხოვრებას ჰგავდა..თითქოს რაღაც ნათელი იყო მასში..თუმცა,ხომ იყო..დიახ,იყო..სწორედ ის ნათელი,რომელიც ასე სწვავდა ნატალიას.
უცნარია,ადამიანი მხოლოდ რამდენჯერმე გყავდეს ნანახი რეალობაში..მას არც გამოლაპარაკებოდე და ასე გაღელვებდეს..ასე გიყვარდეს და ასე გენატრებოდეს..გასაოცარია,ალბათ,მაგრამ თანაც მტანჯავი..აი,სწორედ ამას გრძნობდა ნატალიას...ლუკა და ისევ ლუკა..უკვე სიზმრებშიც ვეღარ ისვენებდა.
პირველად ნახა ის ზმანებაში და დილას მთელი სახე უბრწყინავდა.ისე გრძნობდა თავს,თითქოს თავიდან დაბადებულიყო.დილას შვიდ საათზე გაეღვიძა.
-მე და დილას გვყვარს ერთმანეთი-თქვა და ფანჯარა გამოაღო.
მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო..ნელ-ნელა მოარღვევდა ღრუბლებს და ანათებდა გარემოს.
„მარტო ზღვის პირას კი არ ღირს მზის ამოსვლისთვის ცქერა“-გაიფიქრა გოგონამ და იდაყვს დაეყრდნო.
ლუკასაც არ ეძინა.ღამე გაათენა მეგობრებთან გართობაში და ახლა აღარ ეძინებოდა...მიყრდნობოდა ლოგინს და იჯდა..რაღაცაზე ფიქრობდა.დღეს ჩამოსულიყო საქართველოში და „დააწიოკეს“.ისე მონატრებოდა ყველას,რომ გიჟებს გვანდნენ...
რვის ნახევარი იქნებოდა,როცა ნატალიამ თამარის დაურეკა და გააღვიძა;
-გოგო კარგად ხარ?
-კი..რაღაც ადრე გამეღვიძა.
-რა მოხდა?
-გოგო,ის დამესიზმრა.
-მართლა? ესე იგი,ისიც ფიქრობს შენზე.
-ნუ,სულელობ.
-სხვანაირად როგორ ნახავდი.
-კარგი.რა..დღეს ჩამოვიდა და სულ არ აინტერესებს,რომ ვიღაცას..
-ნუ უწოდებ შენ თავს ასე..შენ განსაკუტრებული ხარ და ეს უნდა დაინახოს.
-თამარ..დამესიზმრა,რომ ერთად ვცეკვავდით ტანგოს.
-შენი ლექსი,რომელიც „დაალაიქა“ ასე არ ერქვა,“ვიცეკვოთ ტანგო“?
-კი და,ალბათ,ამიტომ ვნახე ის და,ამიტომ ვარ ასე კარგ ხასიათზე.
-ღიმილის მიზეზი არსებობს!
-კარგი,ახლა გააგრძელე ძილი.
-დროებით-ნატალიამ ტელეფონი გათიშა და ლეპტოპი ჩართო.ახალი თავის წერა დაიწყო და თან შეიხედა 4ლოვეზე,სადაც მის ისტორიაზე არსებულმა ნახვებმა და კომენტარებმა გაახარა.
ასე გავიდა დაახლოებით ორი კვირა..ბევრი რამ არ შეცვლილა,მაგრამ გოგონასთვის რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.საიტზე ახალი სტატუსი აქვს..ახლა მოდერი კი არაა,არამედ ადმინი და თან,რაც მთავარია „ახალბედა მწერლის“ სტატუსი მოიპოვა.
„ეს პირველი ეტაპია..ეს გზაა მსოფლიოსკენ“-გაიფიქრა და გადაავლო ლექსებს თვალი..ლექსებს,რომლებიც ადრესატანმდე ვერ მისულიყო ან იქნებ ლუკას ნანახი ჰქონდა,მაგრამ აიგნორებდა და ან ვერ ხვდებოდა,რომ მასზე იყო.არადა უკვე მის სახელსაც თამამად ხმარობდა ლექსებში გოგონა.იქნებ მას შეუძლებლად მიაჩნდა,რომ ყვარებოდა გოგონას,რომელსაც არ იცნობდა და,რომელზეც არაფერი გაეგო მას.
ერთ მშვენიერ დღესაც...ათი მაისი იქნებოდა..ლუკას არ ეძინებოდა და გადაწყვიტა ინტერნეტით რამისთვის ეყურებინა.სახლში მარტო იყო და,არ იცოდა,რა გაეკეთებინა.სანამ ფილმის ძებნას დაუწყებდა „ფეისბუქზე“ შეიხედა და თვალში მოხვდა ლექსი;“ჩემო ლუკა“...
„ჩემი სახელი“-დააინტერესა და კითხვა დაიწყო.მერე ავტორი იცნო.ეს ხომ ის იყო მაშინ,რომ „დაულაიქა“ გვერდი.
-მარტოსული მწერალი-ხმამაღლა წარმოქვა.
შემდეგ მის გვერდზე გადავიდა და ლექსებს ჩამოყვა...რამდენიმე საათი კითხულობდა სანამ,ყველა არ ჩაამთავრა,შემდეგ ლოგინზე დაეშვა და ფიქრი დაიწყო.
„მე მგავს..დამთხვევაა თუ რა ხდება? მასაც ლუკა ჰქვია,ოთხიანი უყვარს..გარეგნობით მე მგავს..ისიც მორიელია..ოცხდახუთის ხდება, ისიც ჩემნაირად ოცდაოთხ ოქტომბერს..არ ვიცი,რა ხდება...“-საგონებელში ჩავარდა ბიჭი.
მერე ნატალიას 4ლოვეს გვერდზე გადავიდა და რომანებს მოკრა თვალი.
„გასაოცარი ვინმე უნდა იყოს“-გაიფიქრა და კითხვა დაიწყო.მართალია,ეძინებოდა,მაგრამ მაინც კითხულობდა...ადრენალინი ტვინში ასხამდა და ძილის უკვე საერთოდ აღარ უნდოდა.
მეორე დღეს ხუთი საათი იქნებოდა,როცა ადგა და ლეპტოპი გამორთო.არაფერი „დაულაიქებია“..დაბნეული იყო და თან რაღაცნაირად ბედნიერიც..უხაროდა,რომ შესაძლოა თვითონ ყოფილიყო უცნობი გოგონას მუზა და ეს რომანები კი მთლად აგიჟებდა...შვიდი თუ რვა წაიკითხა და ნატალიას ნიჭით აღფრთოვანებული გახდა.
„ღმერთო...“-დაეშვა ლოგინზე და ფიქრს მისცა თავი..გონება უფრო და უფრო ებინდებოდა და არ იცოდა,რა ხდებოდა...
„საკუთარი ფოტოები არ უდევს,მაგრამ გასაოცარი გოგო უნდა იყოს...“-გაიფიქრა და გაშტერდა...
ამ ფიქრებში იყო,როცა ჩაეძინა..სახლში მარტო იყო,ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ხელს ვერავინ შეუშლიდა...
ნატალია ამ დროს გაკვეთილებს აკლავდა თავს...სხვა რამეზე ჰქონდა გადატანილი ყურადღება,მაგრამ რაღაც ბინდბუნდს ისიც მოეცვა.
რვა საათზე თამარიმ დაურეკა და უთხრა,რომ მისი უმცროსი დის,ანის დაბადების დღე იყო.ამის თავი არ ჰქონდა,მაგრამ,აუცილებლად,უნდა წასულიყო..სხვანაირად არ შეიძლებოდა..ანისთან ხომ კარგად იყო..გოგონა ხშირად ამოდგომია მხარში და დახმარებოდა,როცა უჭირდა.
„ცხრამეტის ხდება..რა ვაჩუქო“-ფიქრობდა,მაგრამ ვერ მოიფიქრა და თამარის მისწერა რჩევისთვის:
„რა გაუხარდება?“
„რავი“.
„შენი დაა და არ უნდა იცოდე“.
„მოიფიქრე რამე“.
ახლა თვთონ უნდა გადაეწყვიტა,რა ეჩუქნა ანისთვის.
გაახსენდა სამაჯური,რომელიც ანის მოეწონა,მაგრამ სოლიდური თანხა ღირდა და აღარ უყიდია.უცბათ,მოეშვა.მაშინვე იყიდა საჩუქარი.მალევე გამოუარეს.
-სად მივდივართ?
-რაღაც კლუბია-თამარიმ სწრაფად უპასუხა და მანქანისკენ ანიშნა.
-უი,ანი..გილოცავ.დიდი გოგო გაიზარდე-გადაეხვია.
-ცხრამეტის გავხვდი.
-მმმ..
-კაი,წავედით-თამარიმ დააჩქარა ისინი და საჭეს მიუჯდა.პატარა მანქანა ჰყავს.ფირმა არც აინტერესებს...პატარაა და ზუსტად ასეთი სჭირდება.ცოტა ხნის წინ ჩამოუვიდა და საკმაოდ კმაყოფილია.
კლუბში მალე მივიდნენ.თამარი გაშტერდა,როცა დიდი ხნის უნახავი ლაშა დაინახა,რომელიც სხვა გოგოს ეცეკვებოდა.
თამარი პირდაპირი და გამბედავი იყო და მაშინვე მივიდა ლაშასთან.
-ლაშა,ჩამოხვედი?-მიაშტერდა ბიჭს,რომელიც ცოტა ხნით სოფელში იყო წასული იმ მიზეზით,რომ ახლობელი გარდაეცვალა.
ბიჭი დაიბნა.თამარი მას კარგად იცნობდა...დარწმუნებული იყო მის სიყვარულში,მაგრამ ახლა ეჭვი გაუჩნდა ამ გოგონას გამო.
-ეს ვინაა?-ქერა გოგომ აათვალიერა თამარი.
-ლაშას შეყვარებული.თავად ვინ ხარ?
-მე მისი გოგო ვარ-ტუჩები დაპრუწა და ელასტიკში გაკვეხილი უკანალი გამობზიკა.
-მე...-ლაშას ენა დაებნა.
-რა შენ?
-არ მინდოდა გული გტკენოდა.
-მატყუარა-ლამის იყო ყვიროდა თამარი.
-ჩვენ ერთად ვართ და თან ის საქმეც კარგად გამოგვდის-ქერამ გაუღიმა და ლაშას ტუჩზე შუა თითი ჩამოუსვა.
-შენი დედაც მ******-თამარიმ სილა გასცხო და უკან მოუხედავდავად წავიდა.ლაშას მთელი სახე აუწითლდა.
თამარის არ უტირია..დასთან მივიდა და ჩუმად უთხრა:
-უნდა წავიდე..ვწუხვარ..
-რა ხდება?-ანი დაიბნა.
-მერე მოგიყვები გაერთე.
-კაი-ცეკვა განაგრძნო ანიმ.
ნატალია ამ დროს იჯდა და თვრებოდა...სასმელს დაწაფებოდა და,რომ დაგეშალა,ალბათ,გაგიჟდებოდა.ისეთი გოგო იყო,რომ დაბადების დღეებზე და საერთოდ ყველგან ეშინოდათ მისი დაპატიჟება..იმდენს სვამდა,რომ გაგიჟდებოდი..მოკლედ,რამდენიც შეეძლო..წაქცევამდე სვამდა დ ასვამდა..არაყი,ტეკილა,ლუდი,ღვინო..მოკლედ ყველაფერს..განა უნდოდა? უბრალოდ ვერ ჩერდებოდა და ამას ვერც სხვები ახერხებდნენ.
როგორც იქნა ადგა და ცეკვა დაიწყო...მთელ სხეულს აყოლებდა მუსიკას.უკნიდან გიორგი მიეპარა..
-ნატალია,ვიცეკვოთ?-გამომწვევად შეხედა გოგონას.
-გიო-გოგომ უფრო თამამად დაიწყო ცეკვა.
-მოდი.
გიორგიმ წელზე მოხვია ხელი,გოგონამ კისერზე შემოაჭდო და რხევა დაიწყეს ურიტმოდ.ორივე მთვრალი იყო...
ნახევარი საათი ასე ცეკვავდნენ და ერთმანეთს მადიანად აშტერდებოდნენ...მუსიკის ბოლოს გიორგიმ სახე სახესთან მიუტანა ნატალიას..ორივეს სუნთქვა გაუმძაფრდა და მალე გიორგის ენა გოგონას პირში დაცურავდა უმისამართოდ,გოგონასი კი გიორგისაში.ეს კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა,რომ ანის არ მოეკიდა ხელი ნატალიასთვის.
-გოგო,მთვრალი ხარ..მერე არ დაიწყოთ ლაპარაკი გოგოსა და ბიჭის მეგობრობაზე..
-აუ,გამიშვი-როგორც ჩანდა,ნატალია უკანასკნელ დონეზე იყო მთვრალი..თორემ ამას ფხიზელი,რომ მოეკლათ არ გააკეთებდა.გიორგი,ის ხომ მისი მეგობარი იყო.
უკვე გვიანი იყო.ოთხი საათი ხდებოდა,როცა თამარის სახლში დივანზე უგონოდ ეგდო ნატალია.თამარი სამზარეულოში ტკბილეულის ჭამით სკდებოდა.ანის დანახვაზე ფეხზე წამოდგა.
-რა ხდება აქ?-ანიმ გაკვირვებით შეხედა ტკბილეულით სავსე მაგიდას.
-რა უნდა ხდებოდეს? ორი ამდენი იყო.ვერ ვჩეერდები.
-დეპრესიაში ხარ?
-არა.მაგ ნაბიჭვარს დავშორდი.სხვასთანაა.გესმის?
-რის გამო წავიდა? ხომ უყვარდი?-ანის ძალიან გაუკვირდა და გაშტერებული უყურებდა თამარის.
-ალბათ,სექსის პონტში.
-კონკრეტულად.
-იმ გოგომ ერთად ვართ და ის საქმეც კარგად გამოგვდისო-ანი იცინოდა და ვერ ჩერდებოდა.
-დაიკიდე..არ ყვარებიხარ.
-აბა რას ვშვრები?
-კარგი..მეც შემოვუერთდებოდი შენს წვეულებას,მაგრამ არ შემიძლია.
-არაუშავს.უბრალოდ შენთან ლაპარაკიც წვეულებაა.
-გოგო,დივანზე იცი ვინაა?
-ვინ?
-ნატალია.უკანასკნელ დონემდე დალია.
-მაგ გოგომ ხომ არ იცის საზღვარი.
-შეშლილია..უარესი გითხრა?
-რა?
-ადრე ხომ არაფერს აფუჭებდა ახლა კი..
-რა?-თამარი ფეხზე წამოხტა.
-იცი ვის პირში ჰქონდა ენა?
-ვის?ვინმე გაიცნო?
-არა,გიორგის პირში.
-ისიც მთვრალი იყო?
-კი..
-მაგას მოსწონს ნატალიას.
-ვის არ მოეწონება..
-ერთზე გიჟდება რამდენი ხანია.მარტო მე და მაგან ვიცით,ასე რომ,ვერ მოგიყვები.
-არ მოსოწნონს იმას?
-საერთოდ არ იცის ნატუკას არსებობის შესახებ.
-ვაიმე,დედიკო,აქ რა ამბავი ყოფილა.
-კარგად გაერთე? არ მიკითხავს,ბოდიში.
-კი..უი,ტორტი შენთვის წამოვიღე.
-ვაიმე,ჩემი საყვარელი.
-ტკბილეულის გიჟო-წინ დაუდო დიდი ნაჭერი.თამარიმ მაშინვე ჩანგალი იმარჯვა და ჭამას შეუდგა.
-მმმ...ძალიან გემრიელია.
-მგონი გაიღვიძა-ანა ფეხზე წამოდგა.
-რა მოხდა,მერე რომანში გამოიყენებს,მთვრალი მეგობარს როგორ კოცნიდა-თამარიმ გადაიხარხარა.
-შენც ხომ არ დათვრი ნატალიასავით?
-მეტყობა რამე?
-კი.
-არა.
ნატალიას,მართლაც გაღვიძებოდა.
-თამარ-უკანასკნელ ხმაზე ეძახდა დაქალს.
-ნატ,გაიღვიძე?
-გოგო,ლუკა მეცეკვა და მერე ვაკოცეთ.
მაგრამ ცხოვრება ის ხომ არაა ჩვენი წარმოდგენები..განა რეალობაში ხდება ის,რასაც ვხედავთ ჩვენს ილუზიებში?!ჩვენ მხოლოდ სიზმარში გვარგუნებს ცხოვრება ამ ბედნიერებას და ისიც იშვიათად...ეს ყველაფერი გაქრება მალე..გაგეღვიძება და დაიანხავ,რომ ის არაა შენს გვერდით ...დარწმუნდები,რომ ეს იყო მხოლოდ ღამის წარმოსახვა და ეს უფრო გაგიცრუნეს იმედებს..შესაძლოა,ამ სასიხარულმა სიზმარმა მთელი დღე ღიმილი მოგგვაროს,მაგრამ განა ეს ბედნიერების ღიმილია...
ეს სიზმარი იყო..დიახ,სიზმარი..სიზმარი,რომელმაც ნატალიას გაუცისკროვნა სახე და ადრენალინიც აგრძნობინა,მაგრამ განა ეს საბედნეიროა? ვინ იცის..უბრალოდ ამდენი სიზმარი და ამდენი ილუზია....ეს ყველაფერი ხომ ცვლიდა გოგონას..დიახ,ცვლიდა და უკვე შეეცვალა კიდეც..ნატალია,მართლაც,მარტოსული მწერალი გამხდარიყო...პოეტი და მწერალი..გოგონა,რომელიც უსაზღვროდ იყო შეყვარებული ბიჭზე...ბიჭზე,რომელიც მისგან შორს იყო..არც იცნობდა და ვერც გაუმხელდა ამ გრძნობებს...ეს ხომ მისთვის კატასტროფა იყო..
ლუკა მაინც ვერ მიხვდა..ან ვერ მიხვდა..ვინ იცის.შემდეგ დღეს ისევ დაუბრუნდა ჩვეულ ცხორვებას.ალბათ,სულ გადაავიწყდა გოგონა უსაზღვრო გრძნობებით...შესაძლოა,გულის სიღრმეში ფიქრობდა მასზე...ვინც იცის,მაგრამ ეს ხომ უხილავი არსება იყო ..ნატალია გოგონა,რომელიც ასეთ ანონიმურობას ინარჩუნებდა.
„ინსტაგრამზე“ „დაფოლოვებული“ ჰყავს,მგონი.გოგონას არ ახსოვს საიდან,მაგრამ ცოტა ხნის წინ შენიშნა,რომ ბიჭი წითელი მაისურით „პროფილზე“ ლუკააა...თუმცა გოგონა მუდამ დაფარყულია...მუდამ რაღაც იდუმალებით აღსავსეა და იქ სულ სხვა სახელითაა და ლუკას ხომ არ დაესიზმრებოდა..ასე მოეწონა გოგონას შემოქმედება,მაგრამ უბრალოდ თავი შეიკავა თუ იგნორირება გაუკეთა...ვინ იცის,მაგრამ ეს ხომ ვირტუალური სამყაროა..ყველას ხომ არ გამოელაპარაკები?
ასე მიყვა დღეები დღეებს..ლუკას თავისი ფეხბურთი ადარდებს,ნატალიას კი რუტინა და ისევ რუტინა...ბრუნავს ამ ყველაფრის გარშემო..მუდამ მაქსიმუმი უნდა და,ასე თუ ისე,გამოსდის..ისევ ფიქრობს მასზე..ფიქრობს და ეს არ აძლევს მოსვენების საშუალებას..
ფიზიკის მასწავლებლის გაკვეთილზე ერთ დღეს კინაღამ ჩაეძინა..ნახევრად სიზმრებში იყო,თვალები მოეხუჭა და თავს ძლივს უწევდა წინააღმდეგობას..აი,რა იცის სიყავრულმა...
-ნატალიას,ისევ შეყვარებული ხარ?-თამარიმ ყავის მადუღარა გამორთო.
-თამარ,თამარ...გაცინო,გინდა?
-ყავას დალევ?
-უშაქროდ.
-ვიცი,რომ უაშროდ გინდა-გაუღიმა დაქალმა და ყავის დასმა დაიწყო.
-გოგო,გუშინ ბიოლოგიის მასწავლებელი იყო ჩემთან...სადღაც ვნახე განცხადებდა მოკლედ და..
-მერე? რა მოხდა?
-ანეგდოტი ქალი..ლამისაა მე ვასწავლო..სათვალეს გაიკეთებს,წინ კონსპექტებს სწრაფად და გაუმართავად კითხულობს და წიგნშიც იჭყიტება..კინაღამ ჩამეძინა,როცა რაღაც სურათს იყო ჩაძიებული..
-უი,მართლა? „უჟას“.
-ჰო,მართლა..აღარ მინდა მეთქი და ერთი გაკვეთილის საფასური რომ მოითხოვა.
-გამოსაცდელი ვადა არაო?
-აუ,გოგო,ტესტებში მეჯიბრებოდა,დასწრებაზე იყო ქალი..ჩვენში დარჩეს და მე ვჯობნიდი-გადაიხარხარა ნატალიამ.
-სხვა მასწავლებელს ნახავ,ნატუკ.
-უშაქროა,ჰო?
-აუ,ჰო,აბა..ჯერ არ დამმართნია სკლეროზი.
-მართლაც-ნატალიამ ყავა მოსვა.
-იცი?
-გისმენ...რამე მოსაყოლი გაქვს?
-გოგო,ლაშაზე აღარ ვაპირებ საუბარს და არც ფიქრს.
-ფიქრს ვერ მართავ...თორემ მე განა ასე ვიწამებდი თავს?
-ვეცდები..უბრალოდ არ ღირს მასზე დროის დახარჯვა..რაც შევწირე ისიც საკმარისიაა და საერთოდ მასეთ არარაობებზე არაფერი უნდა დახარჯო..კაპიკიც კი,,
-კაპიკიც არ იყო მისი ფასი.
ნატალია შეპყრობილი გოგონა გახდა.ვინ იყო ეს ლუკა? ვინ იყო,ასე რომ შეცვალა გოგონა? მისი ახალი მუზა გახდა ის და ახლა აღარ იცოდა სად წასულიყო,როცა ამ გრძნობებს ვერ უმხელდა მას.
მაისის მწველი მზე...თითქოს ახალი რამის საწყისი...ერთ საღამოს დაესიზმრა,რომ ლუკამ ლექსი დაუწერა..დაუწერა და ამ ლექსით მიესალმა.მისწერა სოცილურ ქსელში...ეს მხოლოდ სიზმარი იყო.გამოეღვიძა გოგონას და სახტად დარჩა,როცა მისი წაკითხვაც ვერ მოესწრო.დანაღვლიანდა და წვიმის ხმა გაიგო...ამინდს ხომ მისი შესანიშნავად ესმოდა..მის ტკივილსა და შფოთვას იზიარებდა..იქნებ ესოდა კიდეც გოგონას გრძნობების...ეს საშინელი შეგრძნება კვლავ უფრო მძაფრდებოდა...
ლუკა სადღაც იყო.როგორც პოსტებიდან ჩანდა,თბილისიდან შორს უნდა წასულიყო..ან რა მნიშვნელობა ჰქონდა..სადმე რომ შეხვედროდა,ხომ უფრო გაგიჟდებოდა...ან კი შესაძლებელი იყო ეს..თუმცა,ცხოვრება ალბათობაზეა აგებული....იმ ალბათობაზე,რომელთანაც მათემატიკური ვერცკი მივა....ცხორვება ზუსტი რომ იყოს,ეს ხომ შეუძლებელია...აქ ყველაფერი განსხვავებული და ძნელია..თითქოს არ არსებობს რაღაც საზღვარი..ან იქნებ არსებობს,მაგრამ მისი პოვნა ჩვენთვის შეუძლებელია...
ნატალია ზოგჯერ დაეჭვდება ხოლმე თავის გრძნობებში..არა,გრძნობებში არა...უფრო ძნელადაა აქ საქმე..ცეკვის გაკვეთილზე ხვდება,რომ თვალს ვერ აცილებს იკას,რომელიც საცოლეს მუდამ დაჰყვება...როგორ მოსწონს მისი ღიმილი,სიარულის მანერა...მუდამ წელში გამართული,მომღიმარი ახალგაზრდა..თმა მუდამ მოვლილი და წვერიც ძალიან უხდება..არა,სიმპათიურია აშკარად,მაგრამ სვა რამეში უნდა იყოს საქმე...ნატალიას ხომ არ იზიდავს სხვა ბიჭები..უბრალოდ მის სიახლოვეს თვითონაც ესმის საკუთარი აჩქარებული გულის რიტმი.გრძნობს,თუ როგორ აღელდება...უბრალოდ,რომ უნდა შემოხედოს ბიჭმა...როგორ უსმენს მის ხუმრობებს..რამდენჯერმე გაკვეთილზე შეუარა საცოლეს,მანანას,და სასაცილო მოძრაობები დაიწყო.
-იმას რა ჰქვია,რომ მორჩები და?-როგორ დგას და იღიმის.მერე ისეთი ხმა...
-”პაკლონი“-გაუღიმა ქალმა და გაკვეთილის მსვლელოა განაგრძო.
აი,თუნდაც ამას როგორ უსმენდა და რას გრძნობდა?
რას და ეჭვს..გამყარებულ ეჭვს,რომ მანანამ მიიზიდა ბიჭი...ასეთი საოცარი არსება..როგორ არ სიამოვნებს,როცა ერთმანეთს ელაპარაკებიან,როცა უღიმიან და თვალებით ფლიერტაობენ ან,როცა ხელს ჩაკიდებენ..
რეალობაში წარმოიდგინა მათი ფლირტი.მათი ფლირტი,როცა მარტო დარჩემოდნენ და გული შეეკუმშა.
„რისი ბრალია ეს“-ჰკითხა საკუთარ თავს.მალევე იგრძნო სირცხვილის საშინელი შეგრძნება და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა.
იქნებ იმის ბრალია,რომ ლუკაც მას ჰგავს..განა ტყუპის ცალები არ არიან...იქნებ მას რომ ვერ ხედავს,ახლა ამიტომ აგიჟებს მისი ძმა..არა,რაც არ უნდა იყოს,იკაზე ხომ არ წერს ლექსებს.იქნებ ის უბრალოდ მასთან გამოგზავილი აჩრდილია..დიახ,ნატალიაც ამას ფიქრობს..აბა რა უნდა იფიქროს? აღიაროს,რომ ორივე ძმა მოსწონს..ან იქნებ ლუკას სიყვარული იმიტომ ცაიჭედა თავში,რომ იკა დაკავებულია...თან ეს აშკარაა..ისეა გაგიჟებული მანანაზე.მასზე საჯაროდ განაცხადა ინტერვიუში,რომ იდეალურია..მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს,სამზარეულოში დიდ ხანს ფუსფუსებსო და ესეც ხუმრობით თქვა..ხომ იცის მათი სიყვარულის ისტორია..ნუ,ვის არ ეცოდინება,ვინც თვალს ადევნებს ახალ ამბებს...
დიახ,ნატალია ასე ფიქრობდა..მერე როგორ გრძნობდა თავს,როცა მის გვერდით იყო..ეს ყველაფერი აგიჟებდა...იკას სიახლოვე სიამოვნებდა..მაგრამ ის არასდროს იყო მის ახლოს..უბრალოდ ისიც კი უხაროდა,რომ იმავე ჟანგბადს სუნთქავდა...ცეკვის გაკვეთილამდე წუთებს ითვლიდა..იქ ხომ იკას ნახავდა...
„შესანიშნავია.იკა ლუკას მაკეტია“-ამასაც ფირქობდა ხოლმე..ხედავდა იკას და ლექსებს უწერდა მის ძმას,რომელიც მისი თქმით უფრო საყვარელი იყო..უფრო მამაკაცური..მაგრამ ეს იქნებ საკუთარ თავს დააჯერა? დიახ,დააჯერა..ალბათ,დააჯერა..
ახლა,იმაზე ფიქრობს,რომ რამე ცუდად არ გააკეთოს..არ უნდა ეს ბიჭმა შენიშნოს,მაგრამ ის განა უყურებს მას...შეყვარებულს ვერ აშორებს თვალს...მანანას,რომელსაც „ტოპკა“ ჩაუცვამს და შორტებში მადიანად ამოძრავებს თეძოებს..ეს ხომ მისი საყვარელი მოძრაობაა.მართალია,რომ კარგად გამოსდის...
„მასზე კარგად ვერასდროს ვიცეკვებ,მაგრამ მე მოცეკვავეობას არც ვაპირებ“-ამითი აიმედებს გოგონა თავს,როცა რამე არ გამოსდის...
თუმცა იკასაც არ გამოსდის..
რამდენიმე გაკვეთილი მანანამ გააცდინა..რაღაც კონცერტები და ათასი რამ იყო..შესაბამისად,იკაც არ უნახავს და რაღაც ას გრძნობს..თითქოს აკლია მნიშვნელოვანი რამ..ეს ამაზრზენი არაა..თითქმის ცოლიანი მამაკაცია,ეს გოგონა კი რას ფიქრობს მასზე...არა,ნატალია,მართლაც,გაგიჟდა,რაც ამ მწერლობას მიჰყო ხელი,მაგრამ ეს ხომ მასთან თავისით მივიდა..განა ვინმემ მიიწვია? არა,ეს ბუნებრივია და თანდაყოლილი...ეს მუზები და ილუზიები ისაა,რაც გოგონას აღმაფრენას ანიჭებს...ლუკა...მისთვის ეს სახელი ისევ ბევერს ნიშნავს,ორივე უყვარს თუ რა ხდება? არა,ამ უკანასკნელს ვერასდროს აღიარებს...
აღარ უნდა იკა კვლავ ნახოს..
„რამე გრძნობა არ დაიბადოს“-მუდამ ფიქრობს ნატალია ფიქრობს,მაგრამ განა მან იცის,რომ ეს უკვე მოხდა...გოგონას ქვეცნობიერი როგორ იწვის...არა,არ იცის..ან არ უნდა,რომ იცოდეს..
გადის დღეები.გადის,მაგრამ ისე არ ჩაივლის თორმეტი საათი,რომ ლექსი არ დაწეროს ლუკაზე..ვითომ უძღვნის,მაგრამ ბიჭმა ხომ არაფერი იცის ამის შესახებ...არაფერი შეცვლილა..მხოლოდ ისაა,რომ ლუკა კითხულობს ლექსებს,კითხულობს და უბრალოდ სიამოვნებს..რა იცის მასზე რომაა..არ იცის,მაგრამ არც აპირებს ადრესატის ვინაობის გაგებას..იქნებ ეშინია რამის? არა,რისი უნდა ეშინოდეს...თუმცა ამ მოულოდნელობათა სამყაროში არაფერია გასაკვირი..არაფერია დაგეგმილი და,ამიტომ წინასწარ ვერც ვერაფერს განვსაზღვრავთ.
იკას კვლავ ხედავს...ხელავს,როგორ ცდილობს „ჯაივის“ სწავლას.
-ამ ჯგუფთან ერთად შენც დადექი-ღიმილით ეუბნება ტერი,რომელიც მანანას გვერდით ზის და ციცილით სკდება.
-ჰაჰაჰაჰ-მანანა გამომწვევად იცინის და იკას ამაყად აკვირდება.
„დამპალი“-ნატალია ამას ფიქრობს,მარგამ რატომ არ იცის..განა ასეთი რეაქცია არ ჰქონდა პირველადაც? ფოტოთი გაიგო მათი ამბავი და მაშინაც იგივე გაიფიქრა...მას მერე შეიძულა მანანა და რაღაც გული არარ მისდის....ამ ყველაფერს იმას აბრალებდა,რომ იკა ლუკასს ტყუპის ცალი იყო და უყვარდა მისი მასწავლებელი..ვერკამ შესძლო ეს,ხოლო თორნიკე ნატალიასთან არასდროს იქნებოდა..
იქნებ ეს მხოლოდ ისი ტყუილებია..ვის გაუგია საკუთარი თავის მოტყუება? მხოლოდ მწერალს..გოგონას,რომელიც თავს ჰიპნოზს უკეთებს...
არა,ეს,მართლაც,განსაკუთრებულია..ეს რაღაც საოცარი შეგრძნებაა და საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს გოგონაში...
ერთ ღამეს სიზმარი ნახა...ისევ „ვერნისაჟში“ იყო,მაგრამ ამჯერად მასთან უნდოდა გამოსაუბრება და ამის მიზეზს ეძებდა.რაღაცის მოწონდება სთხოვა..სთხოვა და შენიშნა,რომ ბიჭს ელდა ეცა..სხვას სთხოვა მიეწოდებინა და გოგონას თვალი მოაშორა...ეს იყო და ეს გაეძვიძა ნატალიას..ეს არაფერი სასიამოვნო არ იყო,მაგრამ მაინც ბედნიერი იყო..თითქოს რაღაც ადრენალინი ურტყამდა ტვინში..მთელი დღე შესანიშნავ ხასიათზე იყო..
ნუთუ,ეს იყო სიამოვნების მომგვრელი...მაგრამ შეყვარებლს ხომ ყველაფერი უხარია...ღმერთო,ეს რა იყო..რას ნიშნავდა ყოველივე ეს? ვინ იყო ნატალია თუ არა შეშლილი გოგონა...
მეორე დღეს სიზმარი თითქოს აუხდა..არა,ეს,მართლაც,თითქოს რაღაცის მანიშმებელი იყო...დიახ,სიზმარს ჰქონია აზრი...მასში იქნებ დიდი აზრი იყო ჩადებული.
ჯაივის ცეკვა დასრულებულიყო..გოგონა წყლის დასალევად ავიდა,მალევე დაბრუნდა და კარების გაღება სცდა.არ იღებოდა და კიდევ სცადა.შემდეგ შეამჩნია,რომ ბიჭს ეკიდა მასზე ხელი.
„ვის უკეტავ?“-გაიფიქრა ნატალიამ და ბიჭს გაუღიმა:
-შეიძლება?
იკამ კარი გამოაღო და გაუღიმა.რაღაც საოცრად და ღრმად გაუღიმა გოგონას..ეს ხომ შესანიშნავი შესახედი იყო,რამაც დააკარგვინა გულის რიტმი...არა,ეს გასაოცარი რამ ნატალიასთვის...მაგრამ მალევე მოსცილდა ბიჭს და ჰიპ-ჰოპზე შევიდა..როგორ უნდოდა მისი თუნდაც ერთი სიტყვა გაეგო.ასე ახლოს მასთან არასდროს ყოფილა აქამდე და ახლა უფრო სიმპათიური მოეჩვენა იკა...მისი თმა რამდენიმე წამში შეიცნო..მის მზერას რამდენჯერ იხსენებდა....მის ღიმილს,რომელიც მუდამ თვალ წინ ედგა...
„ვერ ვარ“-გაიფიქრა,მაგრამ არა ერთჯერადად,ხშირად ფიქრობდა ამას...ხშირად..დაიხ,ხშირად...ნატალია,მართლაც,შეშლილია..მწერალი ნატალია და რაღაც საოცრად ილუზიაზე შეყვარებული..მუზები და მუზები...
თვითონაც ვერ გარკვეულიყო საკუთარ თავში..ამ დღის მერე ორჯერ ზედიზედ დაესიზმრა იკა...არ ახსოვს რა ხდებოდა სიზმრებში,მაგრამ ზუსტად იცის,რომ ის იყო..იცის,რომ ის ლუკა არ იყო...
„რატომ დამესიზმრა“-ფიქრობს,მაგრამ პასუხი ვერ უპოვია და ან თვითონ იცის ის.
ამბობენ,თუ ადამიანი შენზე არ ფიქრობს,არ დაგესიზმრებაო,მაგრამ განა ნატალიას სჯეროდა,ამ ცრურწმენის?არა,მას არ სჯერა....სიყავრულის სჯერა და ესეც მას ზურგს აქცევს..ლამისაა ჩამოუყალიბოს გოგონას სტერეოტიპი იმის შესახებ,რომ ცალმხრივი სიყვარულის მეტი არ არსებობს მისთვის...არა,ეს ხომ უსამართლობაა.განა ცხორვრება ასეთი დაუნდობელია?ალბათ,არ უნდა იყო...ვინ იცის,მაგრამ ის კი აშკარაა,რომ ნატალია ახლა,ამ წამს,საშინლად გრნობს თავს...უბრალოდ აღარ ჰგავს თავს...არ იცის,რა ხდება მასში,მაგრამ,მგონი,არც აინტერესებს ეს.
ნატალია ხომ მუდამ ამ შეგრძნებებისკენ მიილტოდა..უნდოდა ცხოვრებაში ყველაფერი განეცადა..უნდოდა ჰქონოდა მრავალი სიცოცხლე...სიცოცხლე სრულიად განსხვავებული რამდენიმე ან უამრავი ადამიანის...ახლა მწერალია შეიგრძნობს ამას..მაგრამ მწერლობა განა იმას ნიშნავს,რომ რეალობაში აღარაფერი გაინტერესებს...
ერთ დღე,რაღაცამ დაარტყა ტვინში და სულელური ტექსტი მისწერა იკას,ვითომ 4ლოვეს გვერდის დალაიქება უნდოდა.თვითონაც არ იცის,რატომ გააკეთა ეს...მაგრამ ეს ხომ მისთვის ჩვეული სიტუაციაა.იქნებ აინტერესებდა,რას გააკეთებდა მამაკაცი.მამაკაცით მოვიხსენიებ,თორემ ამ ბიჭით დავიღალე...ზედმეტად ახალგაზრდულად მიმაჩნია..
ათასი ლექსი და ათასი ფიქრი,მაგრამ ყველაფერი ფარული..იქნებ აეხადოს ამას ფარდა როდესმე და იქნებ ლუკასთვის ცნობილი გახდეს ნატალიას გრძNობების შესახებ და ან იქნებ ეს იკამაც უნდა გაიგოს..ვინ იცის...
ნატალიამ არ იცოდა,მაგრამ იკაც კითხულობს მის ლექსებს...სხვათაშორის მისმა ახალმა რომანმაც გაიტაცა.მანანასაც შეუნიშნავს ეს,მაგრამ არაფერი უკითხავს..ერთხელ კითხა,რას აკეთებო და მამაკაცმა პასუხად მხოლოდ გაუღიმა.
ყველა ქალი ფანტაზიორია...მამაკაცი გაიხედავს მათ ახლოს და მაშინვე ჰგონიათ,რომ მას უყურებს,მოსწონს და რაღაც საოცრად უნდა მასთან სიახლოვე...ეს მართალია,მაგრამ ისიც მართალია,რომ მწერალი ქალი თითოეულ სულიერზე ფანტაზიორია..ნატალიაც ხომ ასეთია..მწერალი და შეშლილი..ლუკაზეც ამას ფიქრობდა და იკაზეც..
რამდენიმე დღის წინ არ ჩაციკლულიყო,თვალს ვერ მაშორებსო,წასვლისას დარბაზში ჩემი ნახვის გამო მოვიდაო...და კიდევ ათასი რამ..ამიტომაა,რომ ეშლებოდა რეალობა და ვერც ჩასწვდებოდ მას..დიახ,ვერ ჩასწვდებოდა.
„არა,გაბრიელა არ მოსწონს“-ფიქრობდა და თანს თვალს ვერ აშორებდა ერთმანეთის ახლოს მჯდომ იკასა და გაბრიელას.“მასთან ვიდეოს ათვალიერებს,საერთოდ არ აინტერესებს,როგორ ქალი“-ამას ფიქრობდა და თან უბრზდებოდა თავს.
„მართლაც,მწერალი როგორი არსებაა..“-ფიქრობდა თითქოს ამის ბრალი იყო ეს..იქნებ ეს მხოლოდ მუზები და ილუზია იყო..იმისთვის უნდოდა,რომ აღეწერა,მაგრამ არა,ეს არ იყო სიმართლე..როგორ უნდოდა მანანა გაეგლიჯა შუაზე.
„ძუკნა“-ყოველ წუთს ამას ფიქრობდა და მით უფრო ღიზიანდებოდა,როცა წარმოიდგენდა იკას მკერდზე თუ როგორ ედო თავი მანანას.
„აშკარად ერთად ცხოვრობენ“-ვერ ამოეგდო თავიდან და არც არავისთან საუბრობდა ამის შესახებ.
ალბათ,მოქმედება იყო ამისთვის საჭირო...მოქმედება,რაც არ ჩანდა.
ერთ დღეს,რადგან ცუდად იყო,მხოლოდ საყურებლად მივიდა დარბაზში.ადრე ასე არასდროს იქცეოდა და,ალბათ,ყველას გაუკვირდა.მათ ხომ არ იცოდნენ ამის მიზეზი.გოგონაც არ აღიარებდა ყოველივე ამას.
ცოტა ხანს თვალი ადევნა ბალეტის გაკვეთილს და მერე,თითქოს დაღლილი,გამოვიდა მოსაცდელში,სადაც იკა მაგიდასთან ტელეფონში ჩამძვრალიყო.
მოშორებით რკინის სკამზე დაჯდა და ნაუშნიკები გაირჭო.”I know you” ჩართო და რაღაც წერტილს მიაშტერდა.თან ფიქრობდა,იკა მიყურებს და ჩემთან საუბარი უნდაო,მაგრამ ისევ ფანტაზიად მიიღო მისმა ქვეცნობიერმა და არც კი შეუმჩნევია,თუ როგორ მიუჯდა გვერდით მამაკაცი.უკანასკნელ ხმაზე უსმენდა მუსიკას.
-me too-ჩაილაპარაკა იკამ და გოგონას ტალღოვან თმებს შეხედა.
ეს არ გაუგია ნატალიას...მამაკაცმა ახლა მისი თავის პარალელურად წაიღო თავი და გოგონას იგივე გაუმეორა.ამ სიტყვებზე გაშრა ნატალია და ნაუშნიკები წამშივე გამოიძრო.
-კარგად ხარ?-უპასუხა ისე,რომ არც კი შეუხედავს.
-მეტყობა რამე ავადმყოფის?
-მაგას მე არ უნდა მეკითხებოდე.
-გიცნობ.
-ჰო,მეც გცნობ..ქუჩაში რომ შევხვდე მივხვდები,რომ ის ხარ ვინც,მთელი დღეები აქ ზის და საცოლეს ელოდება.
-არა,მე სხვა ნაცნობობას ვგულისხმობ.
-უსაქმური რომ ხარ და აქ რომ დაყუდებულხარ-გადაიხარხარა გოგონამ და თვალები მოაშორა მამაკაცს.როგორ უნდოდა,რომ არ შეეხედა მისთვის..არ უნოდა,რადგან არ უნდოდა იკას შეეტყო რამე.
-არ ვბრაზდები.
-შესანიშნავია.წადი და „ჯაივში“ ივარჯიშე.
-მეზარება.
-სხვა დრომ ხომ-იკამ გააწყვეტინა:
-სხვა დროს აქ ასეთი იდუმალი გოგონა არ მეჯდა გვერდით.
-ჰაჰაჰჰა-ნატალიამ გადაიხარხარა და ირონიით აღსავსე თვალები მიაპყრო მამაკაცს.
-ნატალია.
-ჩემი სახელი გაგიგია.
-შენც,ჰო?
-იკა.
-თამამი ხარ.
-ვიცი.
-ნატალია,იდუმალებით აღსავსე ხარ.ასე არაა?
-მიხვედრილი ხარ.
-გოგონა ილუზიიდან?-შეიჭრა გოგონას თავლებში.
-საიდან?!თითქოს გაიკვირვა.
-„ინსტაგრამიდან“.
-ცოტა ხნის წინ დავრეგისტრირდი და-გაუღიმა ნატალიამ.
-ჩემზე მეტი „ფოლოვერი კი გყავს.
-შენც მათ შორის ხარ?-მხრები აიჩეჩა..არადა ახსოვს ის დღე,როცა იკამ „დააფოლოვა“.
-ჰო,ნატალია.
-გასაგებია-ფეხზე ადგა გოგონა და დარბაზისკენ უნდოდა გადაედგა ნაბიჯი,როცა იკამ შეაჩერა.
-დაჯექი..მე ჯერ არ დამისრულებია საუბარი.
-საუბარი? ჩვენ ვსაუბრობდით?-ცივად უპასუხა.
-ხუთი წუთი.
-გისმენ.
-შენი შემოქმედების ფარული თაყვანისმცემელი ხარ...
-საიდან იცი?
-მარტოსული მწერალი..-უბრლაოდ ვიცი.
-ჰაჰაჰაჰა.
-ნუ იცინი,ნატალია.გამომძიებლობა მეხერხება.
-არ მიყვარს გამომძიებლები.
-და ფეხბურთელები?
-ზოგადად არაფერი არ მომწონს..
-საინტერესოა.
-მაგრამ ერთი ფეხბურთელი მგონი მიყვარს-მგონიზე აქცენტი გააკეთა..ის ლუკას გულისხმობდა..ახლა კი გამართლდა იკას ეჭვები.
„ნუთუ,ჩემი ძმა უყვარს?“-უნდოდა გადაემოწმებინა..დაეკმაყოფილებინა ინტერესი,მაგრამ გაჩუმდა,მხოლოდ გაუღიმა.
-საინტერესოა-ორიოდე წუთის მერე უპასუხა და ეს ინტერვალი თვითონაც ვერ აეხსნა.
-მოკლედ ახლა დაასრულე?
იკას არაფერი უპასუხია და ნატალიაც გასცილდა.
იმ საღამოს ძმისთვის არ დაურეკავს..აპირებდა,მაგრამ გადაიფიქრა..იცოდა ამის მიზეზი,მაგრამ არ აღიარებდა.წესით,ლუკასთვის ეს უნდა მოეყოლა,მაგრამ არ მოიქცა ასე და თითქოს მიზეზ ვერ პოულობდა..თითქოს,რადგან მისთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო...
„მანანა ერთადერთდია“-განა ყოველ დღე არ ფიქრობდა ამას?
ლუკა არაა თბილისში და,როგორც გოგონამ შეიტყო მისი პოსტიდან,22-ში ჩამოდის...ანუ არ ისე მალე..დიახ,არ ისე მალე..მისი ნახვის შანსები ცოტაა..თან ის ვერ ხვდება ამ გრძნობაზე...როგორ უნდოდა ეკითხა ნატალიას იკასთვის,შენს ძმას შეყვარებული ჰყავსო,მაგრამ დადუმდა..რა იყო ამის მიზეზი? რა და სიამაყე თუ შიში იმისა,რომ ამაყი ვერ იქნებოდა და ან იქნებ ის,რომ იკა იზიდავდა..რაღაც საოცარი თოკით,რომელიც აკავშირებდა მასთან.
მეორე დღეს ისევ ცუდად იყო და ისევ იჯდა.იკაც მალე შემოვიდა და მაშინვე გოგონასკენ აიღო გეზი.ახლაც უნდოდა საუბრის წამოწყება.
„რა უნდა?“-გაიფიქრა ნატალიამ,თითქოს არ ესიამოვნა ეს..გაიფიქრა,მაგრამ ურიტმო სუნთქვას კვლავ გრძნობდა...იმასაც აცნობიერებდა,რომ მისი ძარღვები გავსებულიყო ადრენალინით.
-ნატალია..-გვერდით მიუჯდა გოგონას.
-ჰო-არც კი შეუხედავს გოგონას.
-ნატალიას,როგორ ხარ? ისევ ცუდად ხარ?
-ჰო.
-ჩემდა საბედნიეროდ.
-რატომ?-მაცდურად კითხა გოგონამ.
-რიტორიკული კითხვაა?
-აშკარად,გამოგელია სათამაშო და საყურებელი.
-არა,არაა მასე.
-აბა?
-რატომ ხარ ასეთი?
-როგორი?
-გულგრილი.
-მე?
-უბრალოდ გინდა,რომ ასეთი იყო..ჩემთან ასეთი ხარ და რატომ?
-შენ ვინ ხარ?
-მე?ნატალია..ნატალია..
-ნატალია-მზერა მოაშორა გოგონამ.
-შენთვის უთქვამთ,რომ საშინლად მიმზიდველი ტუჩები გაქვს?
-მრავალჯერ.და შენთვის ის არ უთქვამთ,რომ ადამიანს თავი არ უნდა მოაბეზრო?
უნებურად მოკიდა ხელი ხელზე ნატალიას და თვალები მისი ბაგეების წინ გაუშეშდა.
-გოგონა ილუზიიდა..იცი,რომ გუშინ შენი თითოეული რომანი წავიკითხე?
-საიდან უნდა ვიცოდე-ცივად უპასუხა.არადა უნდოდა ეკითხა,მართლაო.რაც არ უნდა იყოს,მის პასუხში აღფრთოვანების კვალი ჩანდა..დიახ,იყო...აბა,ამის დამალვა,სრულიად დამალვა, ხომ შეუძლებელი რამ იყო.
-ახლა იცი.
-თამუნა გერქვა არა მანდ?
-ჰმმ...
-უკეთ გაგიცანი..ახლა მეტი ვიცი შენს შესახებ..
ამ სიტყვებზე ცრემლი მოადგა გოგონას..გაახსენდა,თუ როგორ იძიებდა და იკვლევდა ლუკას და სკამიდან ადგა.ჩანთას მოკიდა ხელი და გარეთ გავიდა..უბრალოდ წავიდა,მაგრამ ამის მიზეზი არ იცოდა იკამ..ან იქნებ იცოდა და არ აღიარებდა.
-მივდივარ,მანან-მიაძახა საცოლეს.
-რატომ? შენ ხომ..-გააწყვეტინა იკამ:
-მოვიწყინე..
-მართლა? შემოდი,გაგამხიარულებ.
-დავიღალე.დასვენება მჭირდება.
ქალს გაუკვირდა,მაგრამ არ შეწინაღმდეგებია ირაკლის:
-კარგი,ჯერ გაკოცებ.
-არ ვარ ხასიათზე-სწრაფად გააღო კარი და გარეთ გავიდა.
შემდეგ დღეს,ერთი კვირის მერე,ისევ ხალისიანად იდგა ძელთან ნატალია..იკა დარბაზის კუთხიდან ადევნებდა მას თვალს..არ აღიარებდა,მაგრამ ის მოსწონდა..თითქოს რაღაც აკავშირებდა გოგონასთან.ეგონა,რომ იცნობდა ნატალიას,სრულიად..თვით მანანაზე კარგადაც..ამ ბოლო დროს გულგრილი გახდა საცოლის მიმართ....ერთ ლოგინში ეძინათ,მაგრამ თითქოს მისდამი გული უნელდებოდა...ერთად იყვნენ თითქმის სულ,მაგრამ მასზე იშვიათად ფიქრობდა..ამას გრძნობდა..დიახ,გრძნობდა,მაგრამ უჭირდა ყოველივე ამის საკუთარ თავთანაც თქმა..
ნატალია რომ თავს არიდებდა ისიც,აშკარა იყო.
კვირა დღე იყო,როცა ჰიპ-ჰოპიდან დაღლილი გამოვიდა და მაშინვე წყლის დასალევად გავიდა.ეს არ გამოპარვია მამაკაცის თვალს და მაშინვე უკან აედევნა გოგონას.ნატალია ოთახში შევიდა,სადაც „რაკოვინა“ და რამდენიმე ჭიქა ელავდა და იკაც შეჰყვა.შორიდან უყურებდა და მერე უცბათ მიუახლოვდა.არ იცოდა,რას აკეთებდა და იმ მომენტში საერთოდ არ ფიქრობდა...დიახ,არ ფიქრობდა..
გოგონას თავი ხელებში მოიქცია..ისიც ახსოვს როგორ სასიამოვნოდ ეხბოდა მისი ხვეული თმა...ოფლიანი იყო,მაგრამ მაინც რაღაც განსაკუთრებულად ეჩვენებოდა...თავი წამიერად წინ წაიღო,მიუახლოვდა ნატალიას მიმზიდველ ტუჩებს და თავისი ჩააწება..გოგონა აზრზე ვერ მოსულიყო..მისი მოგერიებაც არ შეეძლო..მისი რაღაც ნაწილი იმასაც კი ფიქრობდა,სიზმარში ხომ არ ვარო.
ამ დროს გოგონას რეაქციები გამძაფრებულიყო...საშინლად სწვავდა ადრენალინი და კოცნა უფრო გასაოცარი ეჩვენებოდა,ვიდრე ის რეალობაში იყო.
ცოტა ხანში მამაკაცი უკან წაიწია და ოთახი დატოვა.როცა გოგონა დარბაზში დაბრუნდა ის წასული იყო,აღარ მისი მანქანა ეყენა.
„იდიოტი“-გაიფიქრა და მანანას გაკვეთილზე შევიდა.
-რუმბა იცეკვეთ-ქალის ხმაში აღელვება ჩანდა.
რუმბა ეს ხომ სასიყვარულო ცეკვაა.განა შეყვარებული წყვილები არ ეწაფებიან მის სწავლას? განა მათ არ უხარიათ,როცა რიტმულ მუსიკაში ერთმანეთს სასიამოვნოდ ეხებიან?
„იქნებ დაგვინახა“-გაიფიქრა,მაგრამ მალევე შეასწროეა-„მე რა,ის მკოცნიდა“-არადა თვითონაც ძალიან სიამოვნებდა ის..დიახ,უნდოდა,რომ კვლავ განმეორებულიყო.
ახლა უფრო უხერხულად დადგა და თითქოს თავს დამნაშვედ აღიქვამდა,მაგრამ განა რა იყო მისი ბრალი? ჯერ არაფერი იცოდა.ვერ გარკვეულიყო სიტუაციაში....და თანაც საკუთარ გრძნობებსაც უჭერდა თითქოს რაღაცას.ლუკაზე აღარ წერდა..თითქოს სულ წაშლილიყო მისი სამყაროდან მამაკაცი,რომელსაც ასე ეტრფოდა...შორიდან,მაგრამ ეტრფოდა.
მეორე დღეს სკოლაში არ წასულა..დილას თავისუფალი იყო...მასწავლებლები ჰყავდა იმ დღეს,მაგრამ ექვსი საათიდან და ეს იმას ნიშნავდა,რომ დაქალთან გაატარებდა ცოტა დროს მაინც.
ამაზე ფიქრობდა,როცა ზარის ხმა გაიგო.
ზარის ხმა,რომელმას ასეთი აღელვება მოჰგვარა..ზარი,რომელმაც ცოტა ხნით გონება დაუბინდა და ისედაც ჩუმ ოთახში მარადიული მდუმარება ჩამოწვა.
-ვინ უნდა იყოს?-ჩაილაპარაკა და გეზი კარისკენ აიღო.
ეს თამარი იყო..მისი ერთადერთი დაქალი და ერთადერთი ადამიანი,რომელსაც ყველაფერს უყვებოდა...რომელსაც არაფერს უმალავდა.
-რაღაც შეცვლილი ჩანხარ?-ჰკითხა და მიაშტერდა ნატალაის...ის ხომ ყველაეფრს ამჩნევდა..თამარის,მართლაც,ვერაფერს გამოაპარებდა.
-მხოლოდ ერთი კვირაა,რაც არ მინახავხარ.
-გოგო,შეხვდი?
-რომ გაიგო რა ხდება..როგორ რთულადაა საქმე.
-დაიწყე-დაეშვა ლოგინზე და სმენად იქცა.
რამდენიმე საათი ემოციურად ელაპარაკბოდა ამის შესახებ ნატალია.თამარი მხოლოდ მსმენლის როლში იყო,თანაც პასიური მსმენლის..
-იკა?
-კი,იკა.
-გოგო,გაგიჟდი.
-ვიცი,ცოლს ირთავს..
-ირთავს კი არა თითქმის ცოლიანია.
-იქნებ ეს იმის ბრალია,რომ ლუკას ვერასდროს ვნახულობ.
-არ ვიცი,არ ვიცი,მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია.
-იქნებ უბრალოდ კოცნა იყო.განა მთელმა ქალაქმა არ იცის მათი ნიშნობის ამბავი?
-მხოლოდ მათ,ვინც თვალს ადევნებს ინტერნეტ სივრცისა თუ გაზეთ-ჟურნალების სულელურ და საჭორაო სტატიებს.-ჩდაუკონკრეტა ნატალიამ-რა კოცნა კარგად ხარ? უბრალოდ კოცნიან,უბრალოდ ესაუბრებიან ასე და უბრალოდ მიდიან?
-თამარ,არ გინდა...არ ვიცი..საკუთარ თავშიც კი ვეღარ გავრკვეულვარ..მისმინე,მალე გავიგე,ალბათ-ბოლო სიტყვა მკაფიოდ გამოთქვა და თამარის შეხედა.
-გოგი,ექვსის ნახევარია,ბიოლოგია არ გაქვს?
-ვაიმე,კიდევ კარგი შემახენე.
-მიდი მოემზადე.
უღიმღამოდ გავიდა ოთახიდან.არსად წასვლის თავი არ ჰქონდა.ვერ იშორებდა ამ ფიქრებს თავიდან,მაგრამ გამოცდები კარზე ედგა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,ამიტომ მალევე მოემზადა და გაჩერებისკენ წავიდა.
ავტობუსს ელოდებოდა,როცა უკნიდან ხმა მოესმა.ეს მისთვის ნაცნობი ჰარმონია იყო.ჰარმონია,რომელიც გოგონას მუსიკის ნოტებივით ჩაესმოდა.
-ნატალია...-შეკრთდა,ათრთოლდა და უკან მიიხედა.
-იკა?!-გაოცებით ჰკითხა მამაკაცს.
-ნატალია,საით გაგიწევია?
-უკაცრავად-გოგონამ ზურგი აქცია მოსულს.
-ნატალია,ვიცი,რომ ვერ გარკვეულხარ სიტუაციაში.
-ვინ ხარ? რა გინდა?-გოგონამ ბრაზით შეხედა.
-ნატალია...გოგო,როგორი უცნაური ხარ...აი,რა მიზიდავს შენში.
-შეცდომა იყო ის კოცნა..შენც,იცი..უბრალოდ მარტივადაა ყველაფერი.
-მარტივად? რა არის მარტივად,რომ გულგრილი გავხდი და რომ დამაბრმავე..
-დაგაბრმავე?-ცივად ჰკითხა.ნატალიას ხმაში მცირედი ირონიაც იგრძნბოდა.
-დიახ,ნატალია...იკა,სერიოზული ხარ?
-კი,ნატ-ახლა უფრო თბილად მიმართა გოგონას.
-კარგი,სერიოზულობა მანანასთან გამოიყენე...წადი,შენი მხარდაჭერა სჭირდება...ხომ იცი წინ როგორი კონკურსი ელოდებატ მის ბავშვებს?
-ნატ,გეყოფა.
-ნუ,მომმართავ ასე.
-ნატალია..მისმინე.
-რა გისმინო,ადამიანო?
-შენნაირად არავინ მაინტერესებს...
-რა იყო,როლებში შეიჭერი?!-გადაიხარხარა გოგონამ.
-ნატალია...
-იცი,რა,იკა?
-რა?
-ამხელა ადამიანი ხარ და საკუთარ თავში ვერ გარკვეულხარ..რა გინდა საერთოდ? რას ბოდიალობ?
-აი,ეს არის უბედურება...
-მაგვიანდება...უნდა წავიდე და,იმედია,ქორწილში დამპატიჟებ-მაცდურად შეხედა მამაკაცს,რომელიც თვალს ვერ აცილებდა მიმავალ გოგონას.
„რა მოხდება? რა გავაკეთო? მიყვარს“-იმეორებდა გულში..ეს უკანასკნელი სიტყვა,მიყვარს,შესაძლოა,უბრალოდ აფექტისგან იყო გამოწვეული,მაგრამ,აშკარა იყო,რომ იკა არ იყო გოგონასადმი გულგრილი...არა,ეს უფრო მეტი იყო....უბრალოდ გასაოცრად იზიდავდა ეს არსება...
გაკვეთილზე გაბრუებული იჯდა გოგონა..ყურში ყოველ წამს მამაკაცის სიტყვები ჩაესმოდა..ნატალიაც ხომ ვერ გარკვეულიყო საკუთარ თავში.რა ხდებოდა? არა,არ იცოდა...ნახევრად ეძინა,ძლივს დასრულდა გაკვეთილი და რვის ნახევარზე ბილიკს გამოჰყვა...ისევ ფიქრობდა,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთზე,იკაზე..დიახ,ამ მამაკაცზე,რომელიც ასე სულელურად იქცეოდა..თუმცა განა სიყვარული არ არის სულელი?
იკა დივანზე დამხობილიყო,მანანას მოსვლაც ვერ გაეგო და ნახევრად ეძინა...
„ლუკა,იმედია,აფექტი იყო..ყველაფერი,რასაც მასზე წერს“-ეჭვიანობას მოეცვა მამაკაცის გონება და გული..ნატალიამ ეს არ იცოდა..არ იცოდა,თუ ხვდებდა იკა...დიახ,არ იცოდა..და ეს არც ერთ წამს გაუვლია გონებაში...ნუ,ერთხელ გაიფიქრა,მაგრამ ამის გააზრებაც კი აშფოთებდა..აშფოთებდა ის,რომ,შესაძლოა, ერთდროულად ეფიქრა ორ მამაკაცზე და სადრაც დისიყვარულ სამყაროში დაკარგულიყო...ეს უბრლაოდ სიგიჟე იყო...რაღაც გამაოგნებელი..აბა,რა არის,როცა უყურებ ერთს,გათრთოლებს ერთი და ეტრფი მეორეს...ეს,ალბათ,იმიტომ,რომ მან იცოდა იკაზე..იცოდა,რომ ის საბოლოოდ იყო დაკავებული,ხოლო ლუკა...ალბათობა იმისა,რომ ესაა ლუკაზე ფიქრისა და შემდგომი გრძნობების გამოწვევის მიზეზი,დიდია,მაგრამ ამ ბოლო კვირებში იკაზეც დაიწყო ფიქრი...დაიწყო და ახლა აგრძელებს..თითქოს ლუკა სულ გადაეგდოს გონებიდან..ირაკლი,აი სახელი,რომელიც ჩაესმის ყურში,გონებასა და გულში...იქნებ ეს ის სიტყვაა,რომელიც აცოცხლებს.
სახლში მოთენთილი დაბრუნდა..თამარი ჯერ კიდევ არ წასულიყო,რაღაცას წერდა.ნატალიას დანახვაზე ფეხზე წამოდგა და გოგონას მიაცქერდა:
-ნატალია,დაიღალე?
-ის შემხვდა..-ყველაფერი მოუყვა,რაც იკამ უთხრა და თამარი შოკში ჩააგდო.
-შენ რას გრძნობ?
-იცი,რა? ლუკაზე არც ვფიქრობ..ახლა მეც იკა მაინტერესებს.ის რეალურია,ლუკა კი სადღაც გულაობს..გესმის?მაგრამ....
-აი,დანმღუპველი მაგრამ..
-მაგრამ მისი შეხედულება,მისი სიტყვები უბრალო აფექტი მგონია..ცოტა ხნის წინ მარადისობას ეფიცებოდა საცოლეს..ახლა კი სადღაც აბსტრაქციაში დაკარგულა და ყველაზე მეტად მაინტერესებო...რა უნდა,რომ ერთდ ვიყოთ,თუ რა უნდა?
-ჯერ შენი პასუხი აინტერესებს...იქნებ ხვდება კიდეც ლუკაზე?
-არამგონია...-გაუღიმა ნატალიამ და ლოგინზე დაეშვა.
-გეძინება,ჰო?
-საშინლად...ალბათ,ისევ ის დამესიზმრება..არ მინდა ძილი.
-წამო,კლუბში..არ გინდა?
-აუ,არ მინდა.
-გინდა.
-კარგი,წავედით.მოემზადე და ერთ ათ წუთში მზად ვარ.
-მიყვარხარ-თამარის ლამის იყო ხტუნვა დაეწყო,ისე გავარდა კარებიდან.
-თამარ...-გაეღიმა ნატალიას და გარდერობი გახსნა.
კლუბში მხიარულად წავიდნენ...ძლიერი სასმელი შეუკვეთეს და მუსიკაც შესაფერისი აღმოჩნდა..თამარიმ ცეკვა დაიწყო და ნატალიაც აჰყვა..დიდ ხანს იყვნენ ასე,მაგრამ თამარიმ ორ საათზე წასვლა განიზრახა.
-წავიდეთ რა.
-თამარ,მე კიდევ მინდა დარჩენა.თუ გინდა შენ წადი.
-მერე შენ?
-მე ტაქსით წამოვალ.
-კარგი..კარგად გაერთე-თამარიმ უკან მიიხედა და გეზი კარისკენ აიღო,ეტყობოდა,რომ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა.
სამის ნახევარი იქნებოდა,როცა ნატალია უკანასკნელ დონეზე იყო მთვრალი და გიჟურად ცეკვავდა...ამ დროს შეხება იგრძნო..ამისთვის არც ისეთი მთვრალი იყო..არ ისეთი მთვრალი იყო,რომ ჟრუანტელი არ განეცადა..ეს ხომ ირაკლი იყო.გოგონა შეხტა და მამაკაცის ხელი წელიდან მოიშორა.
-ვიცეკვოთ-ღიმილით შეხედა იკამ.
-აქ საიდან?
-ჩემი საყვარელი კლუბია.
-აჰა,კაი.
-ნატალია,მეცეკვე.
-რა გეცეკვო? წადი,მანანასთან..მოცეკვავეა და მაგრად „გაგისწორდება“.
-მე შენთაან მინდა...მოდი..უბრადლო ვიცეკვოთ..-წელზე მოხვია გოგონას ხელი და ნატალიაც აჰყვა.ირაკლის კისერზე მოათავსა ხელები და მოძრაობა დაიწყო.
-არც ისე ცუდად ვცევავ,არა?-გაუღიმა იკამ და თვალი თვალში გაუყარა.ამაზე გოგონას მთელ სხეულში ძლიერმა დენმა დაუარა..ეს იკამაც იგრძნო,მაგრამ არ შეიმჩნია.
-ჩა-ჩასთან შედარებით არა.
-ნუ დამცინი.
-კაი,ერთი...მანანას აქვს უფლება რომ დაგცინოს,თორემ როემლი მოცეკვავე მე მნახე-გადაიხარხარა ნატალიამ.
-ნატალია,მთვრალი ხარ?
-არც ისე,მაგრამ საკმაოდ დავლიე..ერთი სიტყვით,წაქცევამდე არა.
-აჰა..ანუ სიმართლეს იტყვი-გაუღიმა მამაკაცმა.
-მისმინე,მივხვდი...
-რას მიხვდი?იცოდე,ყველაფერი მამახსოვდება,რასაც მეტყვი..მერე რა,რომ მთვრალი ვარ.
-ლუკას რომ უძღვნი,ჩემს ძმას.
-უთხარი?-გოგონას გააჟრჟოლა და რაღაც შიში იგრძნო,მაგრამ რისი შიში ვერ გარკვეულიყო.
-არა.ასე,რომ მარტო მე არ ვარ გაურკველობაში,როგორც შენ ამბობ.ვიცი,რომ..
-რა,იცი?
-უბრალოდ ნუ ხარ ცივი..ნატ..
რამდენიმე საათი ასე ცეკვავდნენ.იკამ რამდენჯერმე მიუტანა ბაგეებთან ტუჩები,მაგრამ არ უკოცნია..შემდეგ ჩამოსხდნენ...მამაკაცმა საათს დახედა და გოგონას ჰკითხა:
-გვიანი,არაა?
-შენ გყავს საცოლე მე კი არა.რას იფიქრებს,რომ კლუბებში დადიხარ მის გარეშე.
-არ მაკონტროლებს-გაუღიმა ირაკლიმ და ხელი გადახვია.
-ექვსის ნახევარია-ნატალიამ შეხედა იკას.
-ანუ დიდი დრო გვაქვს..უბრალობ ვისაუბროთ გულახდილად.
-აქ? ამ ხმაურში?
-ანუ თანახმა ხარ?
-კი,იკა..
-ვხვდები..ვერნისაჟში ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო...მანანა ხომ შენი მასწავლებელია,მე კი მისი...-სიტყვა გაუწყდა მამაკაცს.
-საქმრო.
-რაც არის.დაივიწყე..
-წავედით.
-სად?
-რაღაც კაფეა აქვე..
-ანუ ამ ადგილების დიდი მოყვარული ხარ?
-კი,ასეა.
-კარგი,წავედით,მაგრამ იცოდე გიჟი მწერალი მოგყვება შენ და არა ნატალია..ნატალია..-იკამ გააწყვეტინა:
-არ გინდა-გოგონას შუბლი მხარზე მიიდო და მის თმას ნელა წაეთამაშა.
„მგონი,სიზმარია“-გაიფიქრა გოგონამ და თამარის მიწერა,დღეს არ მოვალ სახლში და მშობლებსაც უთხარიო.
მართლაც მშვიდი ადგილი იყო...ლამაზი ხედით..ეს მაშინვე მოხვდა გოგონას თვალს..
-ყავა უშაქროდ-შეუკვეთა გოგონამ და იკას გადახედა.
-მეც ყავა,მაგრამ სამი კოვზი შაქრით.მერე ნატალიას გადახედა:
-უშაქროდ სვამ?
-გლუკოზა მძულს.
-აჰა,გასაგებია...მანანა კი შოკოლადის გიჟია..გამიკვირდა.
ნატალიამ შემაჩნია,რომ იკა გადახდას აპირებდა და უკმაყოფილოდ ახედა:
-იკა,არაა საჭირო.
-განსხვავებულობა..-დაეკრიჭა მამაკაცი.
-დიახ...მე სხვანაირი გოგო ვარ!-ამაყად უპასუხა ნატალიამ..
ცხოვრება,მართლაც,რომ უცნაური რამაა.როგორ უეცრად იცვლება ის..რამდენიმე დღის წინ ამას სიზმარშიც ვერ ნახულობდა..უბრალოდ მისი ბუნდოვანი სახეც და ისიც ზმანებაში კი გვრიდა ბედნიერებას,მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი სხვაგვარადაა.
ერთმანეთს თვალები გაუყარეს და ათას რამეზე საუბრობდნენ..ვინ იცის რისი ბრალი იყო,რომ ერთმანეთს გადაუშალეს გული...იქნებ, სიმთვრალის,მაგრამ ეს მხოლოდ გოგონას შემთხვევაში,იკას მხოლოდ ორიოდე ჭიქა თუ ექნებოდა დალეული.
ნატალია აღელვებული ჩანდა,მაგრამ საკმაოდ თავისუფლად საუბრობდა.
-დიდი ხანია,რაც შენზე ვფიქრობ..მეც გნახულობ ხოლმე სიზმრებში..არ წარმოგიდგენია,როგორ გამიხარდა,როცა გნახე მოსაცდელში იჯექი.
ამ სიტყვებზე გოგონამაც მოუყვა მისი ვარაუდები,ფიქრები თუ ეჭვები.
-ალბათ,ლუკაზე არ მაქვს საეჭვიანო.
-ის,ალბათ,მხოლოდ ილუზიის ნაყოფი იყო-გაუღიმა გოგონამ,მაგრამ მაშინვე გაქრა ეს ღიმილი და ეჭვმა შეცვალა..ეჭცმა,რომელიც მომენტალურად შეიპყრო-მე კი მანანაზე?ჰაჰაჰა-გადაიხარხარა და ყავა მოსვა.
იკას არაფერი უპასუხია...
-დრო,არა?-გაუღიმა გოგონამ.
-კი,დრო.
ახლოს მიწია სკამი და გოგონას თავი გულთან მიიდო.
-გესმის?-ჰკითხა და თმებზე ხელი მოუსვა.
-მესმი,ურიტმოდ ცემს.
-ნატალია,მიყვარხარ..
გოგონა გაშრა...ახლა ხვდებოდა,რომ ეს რეალური იყო..ირაკლის ის,მართლაც,უყვარდა.სიჩუმე სუფევდა.მამაკაცი ხმას არ იღებდა,ბოლოს შეხედა გოგონას ჩაფიქრებულ თვალებს,სახე ახლოს მიუტანა და ყურში ჩასჩურჩულა:
-მეც ხომ დამიწერ ლექსებს.
-შეთანხმებით არაა.
-აბა?
-ლექსი თავისით უნდა მოვიდეს.
-ანუ თუ მოვა?
-მიხვედრილი ხარ-წვერზე ხელი ნაზად მოუსვა.
-ანუ თუ კარგად მოვიქცევი?
-იკა,ნუ გარბიხარ...
-მე შენ მიყვარხარ..ძალიან მიყვარხარ...
-იკა,მანანასაც ამას არ ეუბნებოდი...
-ეს დიდი ხნის წინ იყო..
-ბანალურად ჟღერს..
-გთხოვ,აღარ ახსენო მისი სახელი...იცოდე,ნეტა,როგორი საშინელია ეს თანაცხოვრება..
-არ მინდა,რომ ჩემს გამო დაშორდე..არ მინდა,რომ მე ვიყო ამის მიზეზი.
-ნატალია,იქნებ ეს ასე მოხდებოდა..
-ბედისწერის არ მჯერა..
-არ ვიცი..ან ვინ იცის..
-იქნებ არაფერია მარადიული..და სიტყვა,მუდამ,უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან.
-არ ვიცი,ნატ.
-უნდა დავშორდე..
-იკა,რომ გაიგებს...არ ვიცი,რა მოხდება...ალბათ,ჭორაობას დაიწყებენ..
-მე შენ მიყვარხარ და არ მეშინია...გესმის? არ ვარ მშიშარა...ჩემს მხრებზე დავიტევ.
-კი,დაგეტევა.
ირაკლი გასწორდა და ფეხზე წამოდგა.
-გავიდეთ?-ჰკითხა ნატალიამ.
-კი,გავიდეთ.
გარეთ წვიმდა..მაისის წვიმა რთავდა არემარეს,როგორც საახალწლო ხეს...ყველაფერი ლამაზი იყო..აყვავებული,მიმალულად,მაგრამ მაინც მოჩანდნენ ყვავილები,ლამაზი ყვავილები..იკა და ნატალია ერთმანეთის გვერდით მიდიოდნენ.
-რა ლამაზია,არა,წვიმა?
-შენ უფრო ლამაზი ხარ-გაჩერდა,გოგონას დანამული თმები უკან გადაუწია და ნაზად აკოცა.ნატალიამაც არ დატოვა ეს უპასუხოდ.
შემდეგ კვლავ სეირნობდნენ..დილამდე მანამ,სანამ ირაკლის ტელეფონმა არ დარეკა:
-სად ხარ?-მანანას ხმაში აღელვება იგრძნობოდა.
-ძმაკაცთან.
-რომელ?
-ნუ მიწყობ ეჭვიანობის სცენებს.ლამის იყო დაეყვირა ქალისთვის.
-არ გინდა-ხელით ანიშნა ნატალიამ.
-რა გჭირს? შეიცვალე..-ვერკამ ტირილი დაიწყო.
-მანანა,ამას ტელეფონზე ვერ გავარჩევთ.
„ტელეფონზე ვერ გავარჩევთ? ამით რისი თქმა უნდა? ეს ბანალური და გამადნადგურებელი ფრაზა“-ქალი ლოგინზე დაეშვა და ტირილს უმატა.ადრე ხომ არასდროს ყოფილა მასთან დამოკიდებულებაში იკა..ნუთუ,რა შეიცვალა ახლა? მანანა გრძნობდა,რომ რაღაც არ იყო კარგად,მაგრამ რა ჯერ ვერ ხვდებოდა ქალი,მაგრამ იქნებ თავისით ახდენილიყო ამ ყველაფრისთვის ფარდა...ვინ იცის..
-ვწუხვარ...
-არა,არ გინდა-ხელი გადახვია გოგონას.
-უნდა წავიდე.
-მომენატრები-აკოცა გოგონას.
-მეჩქარება-ნატალია წასასვლელად გაემზადა.
-„ტაქსის“ გაგიჩერებ.
-იკა,არ გინდა...მე თვითონ.
-როგორი უცნაური ხარ.
ნატალია მოშორდა იკას თვალს და ახლა მამაკაცი ისევ იდგა..ისევ იმავე ადგილას იდგა და გასცქეროდა მზეს,რომელიც ანათებდა...მხოლოდ ახლა შეიგრძნო მისი სილამაზე..მხოლოდ ახლა მიხვდა,თუ რაოდენ ძლიერია ის..მხოლოდ ახლა იგრძნო რაღაც საოცარი რამ..
„მიყვარხარ“-გაიფიქრა და გაახსენდა,რომ გოგონას ნომერი არ იცოდა.“ფეიხბუქზე“ შევიდა,მის ინფორმაციაში ამოიკითხა ციფრები,რომლებიც დააკავშირებდა ნატალიასთან,ჩაიწერა და შემდეგი ტექსტი აკრიფა:
„მენატრები...მიყვარხარ...“
გაუგზავნა გოგონას,მაგრამ ადგილიდან ისევ არ დაძრულა.მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა,როცა თოკას „ესემესი“ მოუვიდა:
„დღეს საღამოს აქ ვარ“.
სულ არ ახსოვდა,რომ დღეს 22 მაისი იყო.დღე,როცა ლუკა თბილისში ჩამოვიდოდა და ნახავდა ძმას...ერთდ ცხოვრობენ ის,მანანა და იკა..ახლა ისიც გაახსენდა,რომ მეგობრები დახვედრის საღამოს უწყობენ ლუკას და ისიც მათ სახლში.ეს ხომ დიდი ხნის წინ დაგეგმეს და ახლა ვერ ეტყვის მათ უარს.თან ხომ იცის როგორები არიან...არადა ახლა ნატალიას მეტი არავინ და არაფერი აინტერესებს..უბრალოდ სხვა რამეს გონებაში ვერც კი აშუქებს,გულზე ხომ ზედმეტია საუბარი...
რა სჭირს? რა სჭირს და სიყვარული...მაგრამ ეს რა არის? რას ნიშნავს სიყვარული იქნებ არ იცის..იქნებ არ იცის ამ გრძნობის შესახებ..
პარასკევი დღეა და თითქოს კარგ ხასიათზე უნდა იყოს.არაფერზე ღელავდეს,თან ძმა ჩამოსდის..როგორ ელოდა ამ დღეს,მაგრამ ახლა სულ სხვანაირადაა.რაღაც აბსტრაქციასა და მარადისობას შუაში მოქცეულა და არ იცის რა გააკეთოს.
ნატალია სახლში მივიდა თუ არა ცივი შხაპი მიიღო,რამაც ენერგია შემატა..ეძინებოდა,მთელი 24 საათი არ უძინია,მაგრამ ფიზიკა ჰქონდა სამეცადინო,მასწავლებელთან იყო მისასვლელი იმ დღეს და,ამიტომ ყავა მოიდუღა ძალიან ძლიერი,რომ არ ჩასძინებოდა..დაჯდა და ჩაუჯდა ფიზიკას..მართალია,ახლა იკაზე ფიქრობს..ფიქრობს,რომ გიჟია და ათას რამეს..იმ სიხარულზეც ფიქრობს,რომელიც მისმა მენატრებიმ მოჰგვარა და საერთოდ მასზე...მაგრამ ახლა მეცადინეობის დროა და სრულად მოიკრიბა ყურადღება,კონცენტრირებულია და ფიზიკის დავალებებსაც მორჩა..მასწავლებელთანაც იყო,მერე გიტარაზეც წავიდა,სადაც რაღაც მელოდია ჰქონდა დავალებად..მოლოდინი ჰქვია,შერეკილებიდაა.რაღაც ჩუმი და წყნარია..ისეთი,რომ ადამიანს დაამშიდებს.მშობლები სამსახურში იყვნენ,როგორც ყოველთვის,როცა სახლში მოვიდა.თავს რაღაცნაირად გრძნობდა და ლოგინზე დაეშვა,თვალები მოხუჭა და იკა წარმოიდგინა..წარმოიდგინა,თუ როგორ კოცნიდა და ახლა სულ აებნა გონება...
„ნუთუ,ეს რეალობაა“-აი,რა დაფრინავდა მის თავში.
ცოტა ხანში თავზე თამარი დაადგა..მას მოუყვა თავგადასავალი და გოგონა უბრალოდ შოკში დარჩა.
-მიენდე დროს...
-ის რომ არ გვენდობა-გადაიხარხარა ნატალიამ.
-გოგო,არ ვიცი,რა გითხრა..სხვა რას აკეთებ..
-ფრჩხილებდატეხილი მუსიკოსივით ვარ.
-ფრჩხილები,მართლაც,არ გაქვს-გაუღიმა თამარიმ.
-შეეწირა ამ გიტარას.
-სამაგიეროდ,ხომ სწავლობ.
-მოლოდინს.
-მოლოდინს?
-ჰო,შერეკილებიდან.იკას უნდა დავუკრა.
-მართლა?
-ალბათ..მერე ოღონდ.
რატომ თქვა თვითონაც ვერ მიხვდა...
მათი რექციები,საუბარი და გრძნობების გამოხატვა უეცარ ამოხეთქვას ჰგავდა...ადამიანს დიდი ხანი რომ უნდა რაღაც,ითმენს და მერე უეცრად ამოაფრქვევს ყველაფერს...განა ეს ეს არ იყო?
აფექტს შეეპყტო ნატალია..რა ხდებოდა მის თავს..ცოტა ხნის წინ განა ლუკას არ უწერდა სასიყვარულო ლექსებს? იქნებ ეს მხოლოდ მისი ფანტაზია იყო..ახლა კი იკას სახით ხორცი შეისხა მან..დიახ,ეს ასეც იყო...დანამდვილებით ვინ იტყვის,მაგრამ სხვა,აბა, რა ახსნა მოეძებნებოდა ყოველივე ამას?
იმ დღეს მამაკაცი ცუდ გუნებაზე იდგა..მისი ძმა ჩამოდიოდა და ეს რაღაცს საშინელ შეგრძნებებს იწვევდა მასში..მთელი რიგი რეაქციები დაბატონებდნენ მის არსებას..გოგონას სახე ჯერაც კი არ შორდებოდა...მოლივლივე შავი თვალები..ისეთი,რომ ჩაგძირავდა,მუქი თმები,რომლებსაც ასე ფანტავდა ნიავი,მისი ლამაზი ცხვირი...იკას აზრით, ის ყველაზე დიდი ხელოვნების ნიმუში იყო.მამაკაცს არ ენახა ასეთი ცხვირი..
გოგონას დაურეკა..ისე უნდოდა მისი ხმის გაგონება..ეს სურვილი ისეთი ძლიერი იყო,რომ მწყურვალის სიგიჟეს ვერც კი შეადარებდი.
-ნატალია...
-იკა..
-რას შვრები?
-ვწევარ და წიგნში ვარ ჩაფლული.
-მომენატრე..
-მეც,რომ გითხრა გინდა?-გადაიხარხარა გოგონამ.
-კი,მინდა.
-მეც.
-დღეს ჩემი ძმა ჩამოდის და რაღაც წვეულებას უწყობენ ჩემს სახლში..ახლა ვეღარ ვიტყვი უარს..არადა როგორ მინდა შენთან,ნატ.
-რას იზამ..ასე ხდება ხოლმე..ყოველთვის ვერ სრულდება ჩვენი ნატვრები..
-ნატ,შენც მოდი არ გინდა.
-რა? კარგად ხარ?
-ეს ყველაფერი ვულკანის უეცარი ამოფეთქვაა..
-ანუ გასაკვირი არაა.
-ჯერჯერობით უბრალოდ მოდი..მათ გავაცნობ შენ თავს,როგორც ჩემს მეგობარს..მეგობარს,რომელიც მათვის აქამდე უცნობი იყო.
-ჰაჰჰაჰაჰა..არამგონია,კარგი იდეა იყოს.
-კარგი,რა.გამოგივლი.
-მანანაც იქნება?
-არა,დღეს რეპეტიცია აქვს და..
-რეპეტიაცია?!
-ძალიან მნიშვნელოვანი.
-კარგი,მოვალ.
-9-ზე გამოგივლი.
ნატალიამ ტელეფონი გათიშა და ისევ წიგნში ჩაიხედა,რვეული გადაშალა და წერას შეუდგა.
დრო მალე გავიდა..ისე,რომ გოგონა ვერც კი მიხვდა..9-ის ნახევარზე ადგა..ზლაზვნით შევიდა სააბაზანოში,შხაპი მიიღო და შემდეგ სარკეში ჩაიხედა,გაუღიმა თავს და თმა ჩამოიშალა.
შემდეგ გარდერობი გააღო.მოკლე,ვიქრო უიბკა ჩაიცვა,ზემოთ სადა ნაცრისფერი მაისური შეუსაბამა,შავი ჟაკეტი გადაიცვა,ფეხზე კედები ჩაიცვა,სადა მაკიაჟი გაიკეთა და მალევე მზად იყო.არ უნდოდა ძალიან გადაპრანჭვა...ამის მიზეზებიც ჰქონდა.
9-ის 4 წუთი იყო,როცა ზარის ხმა გაიგო..ზუსტად შეამჩნია,რადგან მოულოდნელობისგან კვდებოდა და ყოველ წამს საათს უყურებდა.
კარები ჭრილში გახედვის გარეშე გააღო და სახტად დარჩა..არ ეგონა,გული თუ არ წაუვიდოა..ერთი წამით მის სხეულში ყველა რეაქცია დასრულდა..მგონი,გულიც კი გაჩერდა....პულსმა რიტმი დაკარგა...
ის წინ მამაკაცი იდგა..ისიც სიმპათიური და ისიც იმავე სიმაღლის,რამდენიც იკა იყო..მასაც შავი ლამაზად გადავარცხნილი თმა ჰქონდა,მასაც მშვენიერი წვერი...ის მას ჰგავდა,მაგრამ არა გაჭრილი ვაშლივით...გოგონა მათ შორის განსხვავებას პირველივე დღიდანვე არ ცნობდა განა? განსაკუთრებული სხვაობა თმის ვარცხნილობაშ შეიმჩნეოდა..ლუკას ქოჩორი უფრო სხვანაირი იყო..
დიახ,ეს მამაკაცი ლუკა იყო...გოგონამ მაშნვე იცნოდა და კინაღამ კარი ცხვირ წინ მიუხურა.კიდევ კარგი,რაღაც შინაგანმა ძალმა შეაჩერა.
ლუკა გაღიმებული იდგა და უცქერდა გოგონას გაკვირვებულ სახეს.ნატალიას დაბნეულობა მამაკაცმა მაშინვე შენიშნა,მაგრამ რა შენიშვნა უნდოდა ამას..განა ასეთი ნათელი არ იყო?
-გამარჯობა-მამაკაციც დაბნეული ჩანდა.ალბათ,გოგონას ასეთ რეაქციას არ ელოდა.
-იკა?-უფრო გაოცებით შეხედა ნატალიამ.
-არ გამოუშვეს და მე მთხოვა,რომ წამომეყვანე.ნატალია,არა?
-კი,ნატალია მქვია.
-მეცნობი,მაგრამ საიდან ვერ გიხსენებ.
-დაფიქრდი,აბა.
-ცეკვავ?
-მიხვდი.
-არ ითვლება-გაუღიმა ლუკამ.
-კარგი.წავიდეთ-ნატალიამ მოწყვეტით შეხედა და კარები დაკეტა.
-რაღაც გამოუცნობი ჩანხარ-ლუკას რაღაცამ ათქმევინა ეს სიტყვები.გოგონაში თითქოს ეძებდა რაღაცას..აკვირდებოდა და ეს ცხადი იყო..
-ხშირად მეუბნებიან-ნატალიამ თამამად უპასუხა.
-უკან ჩაჯდები თუ წინ?-ჰკითხა მამაკაცმა და გახედა გოგონა ტუჩებს...
„ლამაზია ისიც და ნატალიაც“-გაიფიქრა..ჩუმად,მაგრამ ამას მისი ტუჩების ამხელდნენ..
-წინ-უპასუხა,რადგან არ უნდოდა რამე თავის არიდება გამოჩენილიყო მის საქციელში..არ უნდოდა,რომ მამაკაცს რამე ეფიქრა..
მალე მივიდნენ სახლში.
-მოვედით-ლუკამ კარი გაუღო და ხელი ხელში გაუყარა.
-შესანიშნავია-ნატალიამაც გაუღიმა,მაგრამ მალევე მოწყვიტა მზერა მამაკაცის მოღიმარ ბაგეს და ასევე თვალებსაც,რომელსაც მიმზიდველად იყენებდა.
„ეტყობა,იცის,როგორი ღიმილი მოსწონს ქალს.“
თუმცა არც ირაკლი იყო ნაკლები..მისი ღიმილი...მზერა და მიხრა-მოხრაც კი სახარბიელო რამ იყო.
მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა და მეექვსე სართულის ღილაკს დააჭირა.
-მეექვსე?
-ჰო,მეექვსე.
-არ მიყვარს ექვსიანი-ნატალიამ გაუღიმა.
-ვის უყვარს,მაგრამ ეს მხოლოდ ცრურწმენად მიმაჩნია.
ორიოდე წუთში ორივენი ბინის კარების წინ იდგნენ..თოკომ ზარი დარეკა და გასაღებად მაშინვე იკა გამოვარდა.
-ნატალია-ირაკლის თვალები გაუნათდა და საშინლად მწველი მზერით შეხედა ნატალიას.
-შეიძლება?-გოგონამ გაუღიმა მამაკაცს.
-შემოდი,ჩემო მწერალო.
-მწერალო?-დაბნეულმა იკითხა ლუკამ და დივანზე ჩამოჯდა.ნატალია კი მხოლოდ ახლა შემოდიოდა შინ.ამ სიტყვამ მას თითქოს მთელი გამომეტყველება შეუცვალა და სახის ნაკვთებიც კი გადაუადგილა,რაც გამოხატავდა მის ემოციას.
-მარტოსული მწერალი-გაუღიმა იკამ,რომელმაც არ იცოდა,თუ მისი ძმაც ნატალიას შემოქმედებით იყო შეპყრობილი.
-დედაა....-ეს იყო ლუკას რეაქცია.ნატალიას უეცრად გადაეხვია და არ უშებდა.გოგონა კი იკას დაბნეული თვალებით უყურებდა და თითქოს ანიშნებდა,მიშველეო.
ხუთი წუთის მერე ძლივს შეეშვა გოგონა მხრებს და წელში გასწორდა.
-მე შენი ფანი ვარ-მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა.
-ყველაფერი გაქვს წაკითხული?-იკას შეეცვალა სახის გამომეტყველება.
-კი..თან თავიდან ყველაფერი ერთბაშად წავიკითხე...ისე ჩამითრია..
-მიხარია-გაუღიმა გოგონამ და ძმებს გადახედა.
-ვაიმე,რა დამთხვევაა-ლუკა თვალებამდე უღიმოდა.
-კი,მართლაც,სასიამოვნოა,ასეთი მრავალმხრივი ადამიანის გაცნობა,როგორიც ნატალიაა.
-გასაოცარი ხარ...-ლუკას პირი კიდევ ვერ დაეხურა.
-კარგი,გეყო-გოგონა ლამის იყო გაწითლებულიყო..ადრე რას არ დათმობდა ამ ერთი ჩახუტებისთვის და ამ რეაქციისთვის...ლუკა ხომ გაგიჟებული იყო მის შემოქმედებაზე..განა ეს არ იყო საკმარისი ძლიერი ადრენალინისთვის?
ახლა,ალბათ იკას გამო იყო ასეთი გულგრილი..მას ხომ ის უყვარდა..განა ცოტა ხნის წინ არ ეხებოდნენ ერთმანეთის ბაგეებს? დიახ,ასეც იყო.. თოკო მხოლოდ მისი მკითხველია..შესაძლოა,ცოტა მეტიც,გაგიჟებული მკითხველი.
საკმაო რაოდენობის ხალხი მოგროვდა.როგორც ჩანდა დიდი იყო მათი სამეგობრო წრე,მაგრამ მათი ნახვა ირაკლის არ სიამოვნებდა.ნატალია ამჩნევდა,თუ როგორი ბრაზით იქცეოდა მამაკაცი.წესიერად ვერც კი ესაუბრებოდა გოგონას.
იკა სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო.გარეგნულად ასე ჩანდა.ალბათ,მართლაც,არავინ უყვარდა.
-ნატალია-ნელი ნაბიჯით მიუალოვდა გოგონას.
-გისმენ.
-რას იტყვი,რომ ხვალ სადმე დაგპატიჟო?
-იცი,რა..-გოგონას სიტყვა გაუჩერდა.ადრე როგორ ოცნებობდა ამაზე,მაგრამ უკვე გვინი იყო.როგორ ეთქვა ლუკასთვის,რომ მან დააგვიანა.
-გთხოვ..
-ვერ ვიტან მაგ სიტყვას.
-მაშინ უბრალოდ გეუბნები.
-დაკავებული ვარ-გოგონამ მოკლედ მოუჭრა და მის აღელვებულ სახეს ცერად შეხედა.
-ის ლუკა?-თამამად ჰკითხა,როცა უკვე მოთმენა აღარ შეეძლო.თვალი შეავლო გარემოს და,რადგან არავინ იყო გოგონას თვალებში გასცურა.
ნატალია დაიბნა და გადაწითლდა.
-შეუყვარდი?-მამაკაცმა მკაცრად ჰკითხა.
გოგონა მთლად დაიბნა და უკან მიბრუნდა.
-იკა სად არის?-ჰკითხა ერთ-ერთ სტუმარს.
-ნატალია...-ლუკა ადგილზე გაშეშებულიყო.
-მანანამ დაურეკა.
-შესანიშნავია-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ და კარებიდან გავიდა.“ტაქსი“ გააჩერა და პირდაპირ სახლისკენ წავიდა.
კარებთან ყვავილები დახვდა.წითელი ვარდები უფრო მეწამულად ეჩვენა და ხელში დაიჭირა.
„ვისგან უნდა იყოს?“-გაიფიქრა და ნაწერს ჩააქცერდა.
„როგორ მქონდა იმედი,რომ ის ლუკა მე ვიქნებოდი“.
-ამის დედაც-გოგონა ლოგინზე დაეცა და ბალიშში ჩარგო თავი.
ამ დროს დედამისი შემოვიდა და გოგონას დახედა.
-რამე მოხდა?
-დავიღალე,დე.
-შენთან სტუმარია-გაუღიმა ქალმა.
-უთხარი,რომ შეუძლოდ ვარ.არ შემიძლია,არავისთან საუბარი.
-კარგი,რა.სირცხვილია.
-ვინ არის?
-არ მიკითხავს,მაგრამ მე არ ვიცნობ.
-დედა,გთხოვ.
-უკვე შემოვიდა და.
-გეხვეწები-მუდარებით შეხედა ქალს.
-შეუძლოდაა-ქალმა ახედა მაღალ მამაკაცს.
-სულ ცოტა ხნით.
-არ შემიძლია.
-ძალიან გთხოვთ.
დედამისმა ვერაფერი უთხრა და მამაკაცი შემოუსვა,მერე სამზარეულოში გავიდა.
ნატალია ისევ ძველებურ პოზაში იყო.რას იფიქრებდა,რომ ვინმე უყურებდა.მხოლოდ ხუთი წუთის მერე შენიშნა,რომ მამაკაცის მწველი მზერა დასთამაშებდა.
ლუკა იდგა კარებთან და იღიმოდა.რამდენიმე თეთრ კბილს აჩენდა..
-აქ რა გინდა?-ცივად შეხედა გოგონას.
-მაინტერესებდა ყვავილები თუ მოგეწონა.
-მადლობა,მაგრამ არ იყო საჭირო-მზერა მოაშორა ნატალიამ,მაგრამ მამაკაცი კვლავ დასცქეროდა.ცოტა ხანში მის საწოლზე ჩამოჯდა.
-საჭირო იყო,ნატ.
-წვეულება უკვე მორჩა?
-წამოვედი-გაუღიმა გოგონას.
-ინტერესი უკვე დაიკმაყოფილე,ასე რომ,კარები იქითაა.
-ნატალია-ხელი ასწია და გოგონას თმის ღერს შეახო.
გოგონა ფეხზე წამოდგა და მის თამამ მოძრაობებს დაკვირვება დაუწყო.
-ფაფუკი ლოგინია-ლამის იყო წამოწოლილიყო მამაკაცი.
-ლუკა,როგორ იქცევი-გოგონასმ წარბი ასწია და მკაცრი იერი მიიღო,მართალია,არ ცისე კარგად გამოსდიოდა,მაგრამ მაინც მიიღო.
-შეუყვარდი?მგონია,რომ მე ვარ.
-წამოდი-კარებისკენ ანიშნა ნატალია.
მამაკაცი უსიტყვოდ გაჰყვა.ახლომდებარე კაფეში შევიდნენ.გოგონამ ორი ყავა შეუკვეთა.
-უშაქროდ?-გაიკვირვა ლუკამ.
-შაქარს ვერვიტან.კარგი,მოგიყვები,სულელო-ნატალიამ თვალებში ჩახედა.
ისე ჩაიძირა ამ ემოციებში რომ თხრობა დიდ ხანს გაუგრძელდა.მის თითოეულ სიტყვაზე ლუკა საშინლად გრძნობდა ადრენალინის მოზღვავებას.ბოლოს თქვა:
-მწერლების არ მესმის!
ნატალია ფეხზე წამოდგა.ეტყობოდა,რომ გამოცლილიყო და თავს ცუდა გრძნობდა.ეს მამაკაცმაც შენიშნა და არაფერი უპასუხია.
გოგონა კარებისკენ მდუმარედ გაემართა.გასასვლელთან ატუზული მანანა ვერ შეამჩნია.ის ზურგით იდგა და ვიღაც ქალს რაღაცაზე ესაუბრებოდა.
-ნატალია,მიყვარხარ..ძალიან მიყვარხარ-ლუკას ხმა უკან გამოედევნა..
გოგონამ გადაიხარხარა და მისკენ მიბრუნდა.
-შენი ძმის ბრალია.
-მოიცადე.
-უნდა წავიდე-ნატალიას უკან აღარ მოუხედავს ისე დატოვა კაფე.
ამას მანანა ისმენდა და ლუკასკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა.
-რა ხდება?-ლამის იყო ეყვირა.
მამაკაცს არაფერი უპასუხია,ისე გაეცალა კაფეს.სახეზე საშინელი იმედგაცრუება ეტყობოდა.მანქანის კარები მიაბრახუნა და სწრაფად დაქოქა.მოსწდაა ადგილს და უმისმართოდ სადღაც წავიდა.
-ნატალია.....-მხოლოდ ეს სიტყვა ჩაესმოდა გულში.
გოგონა ისევ ლოგინზე დაეშვა,მაგრამ მალევე რაღაცამ დაურღვია მყუდროება.ეს იკას ზარი იყო.
-მანანამ დამირეკა და უთქმელად არ უნდა წავსულიყავი.
-არაუშავს.
-მიყვარხარ უსაზღვროდ.
-მეც,მიყვარხარ.
-გეძინება ხმაზე გეტყობა?
-ჰო,გადავიღალე.
-გკოცნი-ნატალიამ გათიშა ტელეფონი თუ არა იკას ოთახში გააფთრებული ქალი შემოვარდა.სახე აწითლებოდა და ცრემლებს ძლივს იშრობდა.გულში ბალიში ჩაებღაუჭებინა.
ლუკას არ ესმოდა მისი.მას მწერლების საერთოდ არესმოდა...
მაგრამ განა ნატალიას ესმოდა საკუთარი თავის?
ირაკლი შებრუნდა თუ არა ელდა ეცა..გაფითრდა და ლამის იყო ამქვეყნიურობას გასცლოდა.
--ქალი აინთო და დაბლა დაიხედა.საყვარელი მამაკაცისთვის არ შეეძლო თვალებში ეცქერა.
-მანანა.-ენა ებნებოდა ირაკლის.
-ვერ ხვდები.ამიხსენი,რას ეუბნებოდა იმ გოგოს ლუკა.რა ხდება თქვენს თავს?
-ვერ ვხდები,რას გულისხმობ.
-შენი ძმის გამო ვერაო,მანამდე კი ლუკა სიყვარულს უხსნიდა.
-ამის დედაც...სად მოასწრო?!-თავი თვითონვე გამოამჟღავნა.ახლა ვერაფრით დაიძვრენდა თავს.
-ჰაჰჰაჰაჰ-ქალს ნიკაპი ისე ასწია,როგორც ცეკვის დროს აკეთებს ხოლმე.ამაყად შეხედა რაღაცას ზემოთ.
-ის ყველაფერში როგორ მეცილება.
-ჩემს სიყვარულში არ გეცილებოდა,იკა-ქალი მოლბა და ლოგინზე ჩამოჯდა.
-ამის დედაც მო*****..არ მინდოდა.ასეთია ცხორვრება.მაპატიე.
-არ შემიძლია-ქალმა ტირილი დაიწყო.მამაკაცი გვერდით მიუჯდა და თავზე ხელები შემოხვია.
-არ შემიძლია-ისევ იმავეს იმეორებდა ვერკა-მივდივარ-გარდერობიდან ყველაფერი გადმოყარა.
იკას აღარაფერი უთქვამს.ადგა და წავიდა.ნატალიას სახლისკენ გასწია.ეზოში შეიყვანა მანქანა და გოგონას ფანაჯარასთან შუქი შენიშნა.
-ნატალია..მხოლოდ შენ და მხოლოდ შენ..-თითქმის ხმამაღლა წარმოთქვა და კიბეებს აუყვა.
კარი გოგონას დედამ გაუღო.
-შეიძლება?-იკამ ჩვეულად გაუღიმა და სახეც გაუნათდა.
-შემოდი-ქალმა შინაურულად შეუშვა.ის ხომ სულ ასე იქცეოდა.
-ნატალია თავის ოთახშია.მგონი,ცუდადაა.
-ვნახავ-ისევ გაუღიმა და გოგონას ოთახის კარზე დააკაკუნა.
-დედა,გადი.
-არ ვარ,დედა-ამის გაგონებაზე ნატალიას ხმა აუკანკალდა და მთელი სხეულიც.ეს მისთვის ნაცნობი ხმა იყო.ეს ხომ იკა იყო.
აკაკალებული ხელებით კარები გააღო და იკას თვალებში მიაშტერდა.
-შემოდი-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ უთხრა და თან ხელი ხელზე მოკიდა.წინ უბიძგა და საწოლზე დასვა.
მამაკაცი თვალებიც ესაუბრებოდა,მაგრამ ვერ იღებდა ხმას.
-იკა..მან იცის,რომ მასზე ვწერდი..
-არ ვიცოდი,ისიც რომ მიხვდა-მხრები აიჩეჩა და გოგონას თავი მხარზე ჩამოადებინა.
-ჰო,მასე იყო.
-მანანამ ყველაფერი იცის...მოუსმენია..
-როდის?
-არ გინახავს?
-არა..
-ალბათ,ვერ შეამჩნიე.
-ალბათ.კაფედან აღელვებული გამოვვარდი და,ალბათ,იქ იყო სადმე ახლომახლოს.
-იდიოტია ჩემი ძმა.
-ცუდად ვარ.
-ვხვდები,რომ დაბნეული ხარ.
-კი,თან ხვალისთვის ათასი ტესტი მაქვს დასაწერი.
-ქიმიაში?
-როგორ მიხვდი?
-მიხვედრილი ვარ.
-დამეხმარები?
-ოქსიდის ფორმულაც კი არ მახსოვს.
-ჰჰაჰაჰა-გადაიხარხარა გოგონამ და სახეზე ნელა ხელი მოუსვა.ამაში იმდეგი ალერსი იგრძნობოდა.იკამ გოგონას სახე განიერ ხელებში მოიქცია და მის ტუჩებს ნაზად შეეხო.ნატალაის სულ დაავიწყდა ყველაფერი..ქიმიაც და საერთოდ ყველაფერი..ისიც კი აღარ ახსოვდა სხვა რამე თუ არსებობდა.
გათენდა ისევ..ისევ გათენდა,მაგრამ ახლა უფრო ლამაზი დღე იყო...ნუ,გააჩნია ვისთვის..ვერკა დეპრესიაში იყო და დაქალთან ერთად ლოგინზე მთვრალი ეგდო,მაგრამ ნატალიასთვის ეს დღე განსაკუთრებული იყო.ახლა ბალიშის მაგივრად საყვარელ მამაკაცს ეხუტებოდა.ადრე გაეღვიძა,მაგრამ ხმას არ იღებდა.იკას სუნთქვას უგდებდა ყურს და ეღიმებოდა.
უკევ 11 საათი ხდებოდა,მაგრამ არც ერთი ფეხზე არ დგებოდა.იკასაც გაღვიძებოდა და ორივენი რაღაცასაზე ხითხითებდნენ.მამაკაცს სულ აღარ ახსოვდა გუშნდელი უსიამოვნება და მხოლოდ გოგონაზე ფიქრობდა.
-მგონია,ჩემი ნაწილი ხარ-ნატალიამ კისერი მის კისერს გადააჯვარედინა.
-ნატალია,მეც..მიყვარხარ..ყევლაზე და ყველაფერზე მეტად..ნატალია,მიყვარხარ,მიყვარხარ...სხვა ყველაფერი ..,რომ ვერკასთან ასე მოხდა..,რომ პრესა იჭორავებს ჩვენზე..ახლობლებიც..მეგობრებიც.. სხვისი აზრი.
-მალე გადაუვლით-იმედიანად ახედა გოგონამ და მამაკაცის ზედა ტუჩეს შეეხო.
ამ დროს კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა.
-ნატალია,ამდენ ხანს გძინავს?
-არა,დე-ქალს სულ დავიწყებოდა იკა,რომელიც გარეთ არ გასულა.იქნებ არც შეუმჩნევია.
-აბა? გამოდი.ისაუზმე.
-ახლავე.
-ვმეცადინობ..მოვრჩები და კი.
-ჩემი გოგო-იკამ ხელები ძიერად შემოხვია.
-უნდა გავიდე.შენ აქ დარჩი.მალე შემოვალ.
-დე,მოვედი.
-ისაუზმე.
-ჩემს ოთახში გავიტან-გაუღიმა გოგონამ და ორი ულუფა წაიღო.
-მოვედი-შეხტა ოთახში და მამაკაცს გაუღიმა.
-ერთად ვისაუზმოთ?
-ეს ჩვენი პირველი ერთობლივი საუზმე იქნება.
ნატალიას დედა მალე წავიდა და შეყვარებულები მარტო დარჩნენ.
-გამოცდებს როდის რჩები?
-15-იდან ვიწყებ-გაუღიმა გოგონამ.
-მოდი,ქიმიის ტესტები დაწერე.
-კარგი.
-რომელზე გაქვს?
-ხუთზე.
-მანამდე კი მოასწრებ.
ხუთის ნახევარი დარეკა საათმა.გოგონას უკევ დიდი ხნის მორჩენილი ჰქონდა დავალებები და ახლა დივანზე მიწოლილიყო მამაკაცთან ერთად.
-რომელი საათის?-ფეხზე წამოიწია.
-ხუთის ნახევარი.
-მოვემზადები.
ათ წუთში ჩანთით ხელში იდგა.
-მე წაგიყვან.
-დამელოდები კიდეც?-გაუღიმა ნატალიამ.
-აბა რას ვიზამ,სიხარული.
-ჩემო ცხოვრებავ.
-ჩემო გოგო-ხელი გადახვია და ლიფტთან გაჩერდა.
შვიდის ნახევარზე ორივენი ისევ ერთად იყვნენ და ბედნიერი სახეებით უცქერდნენ ერთმანეთს.
-თამარის უნდა გავუარო..
-გამაცნობ?
-გაგაცნო?
თავი დაუქნია იკამ.
ათ წუთში თამარის კარებთან იდგნენ.
-ჰეი-თამარიმ ფეხშიშველამ გააღო კარი.
-თამარ,ეს იკაა..იკა,ეს თამარია.
-სასიამოვნოა-ორივემ ერთდროულად თქვა.
-ფილმს ვუყუროთ.ბილეთები მაქვს-თამარიმ გაუღიმა შეყვარებულებს.
-რა ფილმზე?-ნატალია მიაშყტერდა დაქალს.
-გრეის ორმოცდაათი ელფერი.
-აუ,მაგრად მიყვარს,მაგრამ კინოთეატრში არ მინახავს.
-მერე წავიდეთ.
-წავიდეთ,მაგრამ თვალები დახუჭე ხოლმე-ნატალია თამარის დაეჯღანა.
ცოტა ხანში ყველანი წინა რიგში ისხდნენ.ნატალია შუაში იჯდა და პოპკორნიც მას ეჭირა.პირში ატენიდა ხან იკას და ხან თამარის.
-რა საყვარლები ხართ-თამარის ეს სიტყვები პირზე აკვროდა.
-ნახე ის ვინაა-ფილმის დასასრულს თამარიმ ყურში ჩასჩურჩულა ნატალიას.
-დიმა?!-გოგონამ ხმამაღლა წამროთქვა.
-რას გავს მის გვერდით გოგო-გაეცინა თამარის.
-ვინაა?-იკამ ჰკითხა ნატალიას,როცა ან,ფილმის დასასრულს,ლიფტიდან უყურებდა გრეის.
-არავინ.ერთი იდიოტი ბიჭია-გაეღიმა ნატალიას.
-იდიოტი?
-ჰო,ადრე ხვდებოდა-თამარიმ დაუზუსტა.
-ცოტა ხანს.
-გასაგებია.
-წავედით-დასრულდა თუ არა ფილმი ფეხზე წამოდგა ნატალია და ხელი გაუყარა ირაკლის.
-მე უნდა წავიდე...ხვალ ადრე უნდა ავდგე და..-თამარიმ დატოვა შეყვარებულები.
იკა და ნატალის კი მთელი ღამე სეირნობდნენ.სავსე მთვარე პირდაპირ მათ ზემოთ აღმართულიყო და თითქოს ორივეს სწვავდა...გრძნობდნენ,თუ როგორ იზრდებოდა ამ ყვითელი სხეეულის სიმხურვალე..
-აი,ამ მთვარესავით იზრდება შენდამი ჩემი სიყვარული ...
-იკა..-გოგონას ხელი წელზე შემოხვია და მთელი სხეულით მიიყრდნო.
-ნატ..იცი,რა?
-რა?
-ხვალ შაბათია.
-მერე?
-ცეკვა გაქვს.
-შენ გგონია მაგ გოგოს გამო დიპლომს არ ავიღებ.მაინც ვივლი...მეც ყველაფერი-ტუჩებით გაეთამაშა იკას ბაგეებს.
-ჩემი მებრძოლი-გოგონას ზედა ტუჩს ბაგეებით შეეხო და შემდეგ ქვემოთასაც.
-მიყვარს შენი კოცნა.
-მეც,ნატ,მეც.
ასე გადიოდა დღეები..მალემ გავიდა მაისიც და დადგა ზაფხულის პირველი თვე..მოვიდა ივნისი და უფრო მწველი გახდა მათი სიყვარულიც.
იკას აღარ ახსოვდა თუ როდესმე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ძმასთან..ის მის ცხორვებიდან საერთოდ გაქრა...სხვაგან გადავიდა და საერთოდ არც კი იკითხავდა.ირაკლის ცგულგრილი გახდა მისდამი.ჩაიარა ციებ-ცხელებამ..იჭორავეს,გაკიცხეს მამაკაცი,მაგრამ ამასაც დაესვა წერტილი..ყველა შეეგუა ყოველი ამას და ახლა სტუდიაში იკა ვერკას კი არ ელოდება,არამედ ნატალიასთან ერთად მოდის და თვალს ვერ აცილებს..ზოგჯერ თვითონაც იწელება და ამით გოგონას აიმედებს.
-შენ ჩემზე კარგად ჯდები შპაკატში-ეუბნება გოგონას,როცა საშინლად უჭირს ნატალიას შუა შპაკატშ ჩაჯდომა.
-ხუთზე უნდა ავიდე,თორემ ახლოვდება გამოცდა.
-სამოცს გადააჭარბებ-აიმედებს იკა და ხელებით აწვება გოგონას ფეხებს-მალე ჩაჯდები.
-დამცინი?
-რა საყვარელი ხარ.
ხშირია ეს დიალოგი...
ასე აგრძელებენ ცხორვებას.გამოცდები ახლოსაა..ნახევარი ატესტატი მალე ნატალიასი იქნება.იკა მთელი დღე ზის ხოლმე და ეკითხება გოგონას ხან რას და ხან რას...
-რაღაცები შეს დაგამახსოვრდა-უღიმის ნატალიას.
-ერთ კვირაში ათებს გამოიტან..
-რა იცი?
-ასე იქნება,ჩემი ოქროს მედალიოსანი ოქროს გოგო.
-რა სასაცილო ხარ.
-შენით ვამაყობ.ახალ ისტორიას ექსკლუზივად წამაკითხებ?-აცქერდება გოგონას შავ თვალებს.
-რა თქმა უნდა-ნატალია მის ქოჩორს ეთამაშება და ლეპტოპისკენ იხედება.
-კარგი,შენ გაკვეთილი ისწავლე და მე წავიკითხავ.
-კარგი.
-მერე ჩამაბარებ.
-კარგი..წიგნი თხა და გიგოსავით არ დაიჭირო ოღონდ-პასუხობს გადაღლილ ირაკლის და ჩანთას ხსნის.
-მიყვარხარ-ამ სიტყვას დღეში რამდენჯერმე იმეორებს ირაკლი.
-საზღვრებს იქით...
გამოცდები ახლოვდებოდა.ნატალია უკვე სახლიდან ვეღარ გამოდიოდა.მეცადინეობა გაათასმაგა.დილას ექვსზე დგებოდა და ღამით სამზე წიგნებში არგულს ეძინებოდა.მისი მაღვიძარა მუდამ წიკ-წაკებდა.
ცეკვაზეც ვეღარ ახერხებდა სიარულს.ყველაფერს თავი დაანება გარდა მეცადინეობისა.მასწავლებელებთან მივიდოდა და მერე იჯდა და კითხულობდა.
ყველაფერი ამომწურავად ისწავლა.დეტალებში ახსოვდა და ყველა ტესტს აკეთებდა,მაგრამ გამოცდაზე მაინც ღელავდა.
იკა ამშვიდებდა.ნუ,რა ამშვიდებდა რეალობას ეუბნებოდა,მაგრამ გოგონა თავს ვერ აჩერებდა,არ შეეძლო სხვა რამეზე ეფიქრა.
-მედალზე არ მოქმედებს-ეს სიტყვები დედისგან გაუთავებდლად ესმოდა.
-შენ ხომჟრნალისტიკაზე აბარებ-მეგობრები სულ ამას უჩიჩინებდნენ.
მაგრამ განა დრომ აცალა ნატალიას გამოცდების წარმატებით დასრულება,ათების მიღება..არა,არაფერი არ აცალა.პრეტესტზეც გასვლაც კი არ დააცალა.
იმ დღეს,13 ივნისს.ის და იკა ვერეს ხეობის გავლით მოდიოდნენ.შუა ღამეს უკვე გადასცდებოდა.
წარმოუდგენლად სწრაფად ჩამოწვა მეწყერი.წყალდიდობა და მორების ვარდნა...ეს ყველაფერი შემზარავი სანახავი იყო,თუმცა ვის უნახავს გარდა იმათი,ვინც შეეწირა ამ უბედურებას...თუმცა იკა გადარჩა და სწორედ ის ყვებოდა,თუ როგორი უმწეო იყო გოგონა იმ მომენტში,როგორ ევედრებოდა შველას,რომელიც მას არ შეეძლო.
ხელი ჩაკიდული ჰქონდათ და ნატალია ცდილობდა,არ გაეშვა.
-მეშინია-სახე შეცვლოდა გოგონას.
-ყველაფერი კარგად იქნება.მაგრამ ჩამკიდე ხელი-ირაკლის სახეზე ფერი მთლად დაკარგვოდა.
მაგრამ განა სიყვარული ხელებს ჯაჭვას.არა,მას ეს არ შეუძლია.დიახ,არ შეუძლია..ის მხოლოდ გულებს ჯაჭვავს,სხულებს კი აშორებს.
სხეულებს აშორებს ის და ზოგჯერ სამუდამოდაც კი.საზღვარს ქმნის.ქმნის საზღვარს შეყვაებულებს შორის და ცდილობს,რომ მათი გულებიც დააცალკევოს.ცდილობს,რომ გააქროს გრძნობები,რაც ხან გამოსდის და ხან არა.
ზოგჯერ შეუძლებელსაც კი ქმნის გრძნობის სტაბილურობის შენარჩუნებას,ზოგი კი უბრალოდ ნებდება,ნებდება და აღარ აგრძელებს ცხოვრებას.
-მიყვარხარ...მშვიდობით-ეს იყო გოგონას ბოლო სიტყვები,მერე ტალღამ გააცალკევა შეყვარებულთა ხელები და ორივენი სხვადასხვა მხარეს წავიდნენ.
ათასი ბედურება.გამოქცეული ცხოველები...
ტირილი და წყევლა.
უიმედო თვალები და შეყვარებულთა ტკივილი.გავსებული საავადმყოფოები და ემოციადაკარგლი ექმინები.
უიმედო ხალხი და სასიკვდილედ გადადებული პაციენტები.
მკვდრები.ზოგი ნაპოვნი და ზოგი დაკარგული.სახლიდნა გასული და არდაბრუნებული ახალგაზრდები,აჭრელებული სოციალური ქსელები..ათასი სტატია ახალ ამბების საიტებზე,მაგრამ დამაიმედებელი არაფერი.
თავშალმოხდილი ბებიები და ლოგინიდან ჩამოყრილი პატარა ბავშვები.უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები და უშნაარსო სახეები.
მათ შორის იყვნენ ნატალია და იკა.იკა,რომელიც მეორე დღეს იპოვეს.იპოვეს სადღაც მიგდებული და გაფითრებული.დაშავებული იყო,მაგრამ,როგოც ჩანდა,ვერ გრძნობდა ტკივილს.იქნებ,იმიტომ,რომ აწუხებდა უფრო ძლიერი ტანჯვა.ტანჯვა,რომელთანაც ვერ მივიდოდა ეს ნაჭრილობები.
-საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთ.
-ნატალია მოძებდნეთ..ვიცი,რომ ის ცოცხალია-იმეორებდა და არავის უსმენდა.
-წაიყვანეთ-გადაიყვანეს მანქანით და მოათავსეთ თეთრკედლებიან პალატაში,ის კი კვლავ იგივეს იმეორებდა.
მან მოჰყვა იმ ბოლო ღამის ამბავი,როცა გოგონა ბოლოჯერ ნახა.
მეორე დღეს ნატალიაც იპოვეს,მაგრამ არა ის,მაგრამ არა ლამაზი და მომღიმარი გოგონა,არამედ მისი ცხედარი.სიცოცხლედაკარგული ცხედარი...ცხედარი,რომელიც გოგონას აღარ ჰგავდა.თითქოს სულს წაერთმია მისი სილამაზე.
მამაკაცს არაფერი საგანგაშო არ სჭირდა და მეორე დღეს გამოწერეს.სწორედ ამ დღეს გაიგო ნატალიას ამბავი.სიტყვებით შეუძლებელია მისი რეაქციის აღწერა.
ცხედარს ვერ აშორებდნენ.იჯდა და ტიროდა,ტიროდა განუწყვეტლივ და გოგონას მკერდიდან თავს ვერ სწევდა.
-შენ ხომ უნდა გეცხოვრა.შენ ხომ დიდი მომავალი გქონდა.განა ტყუილად გეკითხებოდი იმ ტესტებს? განა ტყუილად წერდი რომანებს და ტყუილად მაკითხებდი?შენ ხომ აბიტურიენტი უნდა გამხდარიყავი? განა ტყუილად გქონდა ამდენი გეგმა?შენ ხომ მუდამ ჩემი გოგო უნდა ყოფილიყავი..რისთვის დავიბადე,ღმერთო? რისთვის? იმისთვის,რომ წაგერთმია ასეთი ანგელოზი..გოგო,რომელიც მიყვარდა..ეს ხომ ერთადრეთი იყო,რაც მირჩევნოდა საკუთარ სიცოცხლეს..შენ წარმოდგენა არ გაქვს,რას ნიშნავდა ის ჩემთვის...ის ხომ ჩემი სხეულის თითოეულ ნაწილზე მეტს წარმოადგენდა და მის გარეშე ხომ მე არაფერი შემიძლია..მის გარეშე დღესაც კი ვერ ვიცხოვრებ...არა,არ მინდა-წამდაუწუმ კოცნიდა გოგონას..მაგრამ ის ხომ აღარ იყო ნატალია..ის ხომ უკვე ცხედარი იყო..უგრძნობი ცხედარი.
მეორე დღეს იკა აღარ უნახავთ..მხოლოდ დღების შემდეგ,ნატალაის დაკრძალვისას იპოვეს ცხედარი,რომელიც ვერ გაარჩიეს.“ვერეს ხეობაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს“,ამგვარი სათაურებით სავსე იყო საიტები.გადაჩეხილი მამაკაცი..მეტი არაფერი იყო ცნობილი იმ ცხედრის სულზე,რომელიც ერთ დროს ადამიანი იყო..დიახ,ადამიანი...
ექსერტიზაში წაიღეს იკას ერთ დროს მიმზიდველი გარეგანი სახე..
დიახ,უკვე ქალაქმა იცოდა ვინ იყო ის...მიხვდნენ მიზეზს..მიხვდნნე,რომ მან ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.
მეგობრებს საშინლად დააკლდა ნატალია,განსაკუთრებით თამარის,რომელიც დეპრესიიდან ძლივს გამოიყვანეს და ისიც ხანგრძლივი დროის შემდეგ.
მანანამ გაიგო მათი ამბავი,ოღონდ მხოლოდ შორიდან.ალბათ,გულის კუნჭულში შეეცოდა ეს ლამაზი წყვილი,მაგრამ ბრაზმა და სიძულვილმა ეს ისე გადაფარა,რომ რაღაც დადებითი შეგრძნებაც კი დაეუფლა ქალს.
ახლა ის ნატალიას გვერდით განისვენებს ვაკის სასაფლაოზე..იმ ადგილთან ახლოს,სადაც სიცოცხლე დაასრულეს...სწორედ იმ ადგილთან,სადაც ბოლოჯერ ჩაისუნთქეს ამქვეყნიური ჟანგბადი...იმ ადგილთან ახლოს,სადაც დასრულდა შეყვარებულთა ამქვეყნიური ცხოვრება...ამქვეყნიური ვამბობ,რადგან ვინ იცის იქნებ იქაც არის რამე..
იქნებ არსებობს სასუფეველი ან თუნდაც ჯოჯოხეთი..
იქნებ გოგონას,რომელსაც ამქვეყნად არ გაუმართლდა იქ მაინც ჰქონდეს ბედი..იქ,სადაც შორს,მაინც იპოვოს სიმშვიდე და იქ,სადღაც შორს მაინც იყოს ბედნიერი,იმ ადამიანთან ერთად,რომელიც მისი სხეულისა და სულის ნაწილი იყო...
დრო გადის...მიდიან დღეები,რომლებიც ნელ-ნელა წლებს ქმნიან..მიდიან წლები,რომლებიც საუკუნეს ნაწილნი ხდებიან,შემდგომ,კი წელთაღრიცხვას მედგრად უერთდებიან...
იქნებ,როგორც წამი უერთდება წუთს,როგორც წუთი ხდება საათის ნაწილი და,როგორც წელი გვევლინება წელთაღრიცხვად,ისე ჰპოვეს ერთურთი ნატალიასა და იკას სულებმა და,იქნებ,ახლა ზეცაში ეტრფიან მათი ლამაზი სულები...
იქნებ ცხოვრება აქ არ სრულდება,იქნებ არ სრულდება წელთაღრიცხვასთან ერთად და იქნებ არსებობს ისეთი რამ,რაც ცხოვრებაზე ძლიერია..იქნებ არსებობს ძლიერი ნარკოტიკი,რომლის სახელიც ჩვენთვის,ადამიანთათვის,უცნობია...
და იქნებ როდესმე გახდეს ჩვენთვის ცნობილი,რომ ამის იქით,ამ ცხოვრების იქით,არსებობს რაღაც სამყარო,სადაც ერთდება ჩვენი სულები,სადაც ჩვენი სულები მეორე ნახევართა სულებთან ერთდება..


დასასრული.

___
ადამიანის ბინძური ფიქრების ნამოქმედარი.
საუკუნის წინ ამ ისტორიას თავებად ვდებდი სხვა სათაურით.
გკოცნით.



№1  offline წევრი milangirl

მახსოვს, ვერას მსხვერპკუ ერქვა მგონი. სათაურიდან გამომდინარე ვხვდებოდი რა დასასრულიც ექნებოდა მაშინ. ძალიან კარგია

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

milangirl
მახსოვს, ვერას მსხვერპკუ ერქვა მგონი. სათაურიდან გამომდინარე ვხვდებოდი რა დასასრულიც ექნებოდა მაშინ. ძალიან კარგია

სწორად გხსომებია love

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მეც წაკითხული მაქვს,მომწონს,მაგრამ დასასრული არა.შენი ისტორიებისგან განსხვავდება

 


№4  offline მოდერი Kira

კარგი იყო love სათაურიდან გამომდინარე ვხვდებოდი რომ ისე არ დამთავრებოდა როგორც მე მინდოდა მაგრამ ასეთსაც არ მოველოდი :( მართალია არ მიყვარს ამგვარად დამთავრებული ისტორიები მაგრამ ეს რაღაცნაირად მომეწონა. წარმატებებს გისურვებ love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ლორელაი
მეც წაკითხული მაქვს,მომწონს,მაგრამ დასასრული არა.შენი ისტორიებისგან განსხვავდება

Kira
კარგი იყო love სათაურიდან გამომდინარე ვხვდებოდი რომ ისე არ დამთავრებოდა როგორც მე მინდოდა მაგრამ ასეთსაც არ მოველოდი :( მართალია არ მიყვარს ამგვარად დამთავრებული ისტორიები მაგრამ ეს რაღაცნაირად მომეწონა. წარმატებებს გისურვებ love

მადლობთ...
ჰო,უცბათ გადავიფიქრე დასასრული და ასე გამომივიდა.

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargi iyoo magram mdzime dasasruli qonda :((

 


№7  offline წევრი LoNdA DM

ეს ისტორია ადრეც მაქვს წაკითხული, დასაწყისი ძალიან მომწონდა დასასრული არა, რადგან ჯერ ეს გოგო მოკვდა მაგრამ კიდევ იმიტომ არ მომეწონა ეს მოთხრობა რომ იკასთან დარჩა და იკამ ის ქალი მიატოვა. ის ქალი კი სჰემეცოდა მასწავლებელი, იმ მომენტებში ძალიან მეცოდებოდა როდესაც ნატალია ისევ აგრძელებს მასთან ბალეტის სწავლას და თან იქ იკა დადის და ალბათ მისთვის ეს ძნელი იყო. ნატალიას ბრალია რომ ტყუპი ძმები ერთმანეთს დაშორდნენ, ლუკა ძალიან მომწონდა ხოლო ნატალიას საქციელი საშინლად არ მომწონს ჯერ ერთ ძმაზე იყო უზომოდ შეყვარებული სულ მასზე ფიქრობდა და რაღაც-რაღაცეებს უძღვნიდა და მერე უცბად იკა შეუყვარდა, თავის მასწავლებელს საქმრო წაართვა . იკაც არ მომწონს იმიტომ, რომ ჯერ მასწავებელი უყვარდა ძალიან, მასთან დადიოდა სტუდიაში და უყურებდა როგორ ასწავლიდა ცეკვას და ასე შემდგომ, და მერე ნატალია უყვარდება და ასე ვთქვათ და იმ გოგოს გრძნობებს ფეხებზე იკიდებენ. ამ ბიჭს არანაირი პატივისცემა არ გააჩნია მისი ყოფილი შეყვარებულის მიმართ თუ რა ხდება. გოგო გიყვარს მერე სხვა გოგო შეუყვარდება და მისი ყოფილი გოგოს გრძნობებს ,,ფეხებზე იკიდებს'' თუ რას განიცდის ის გოგო. მასწავლებელი ძალიან მეცოდება ბიჭი გიყვარს, მასაც უყვარხარ და მერე უეცრად ეს ბიჭი გაგცლის შენს მოსწავლეზე და შემდგომ ეს გოგო კიდევ აგრძელებს შენთან სწავლას ბალეტის და თან ხედავ რომ შენი ყოფილი ბიჭი ადრე რომ სტუდიაში შენთან მოდიოდა ახლა შენს მოსწავლესთან მოდის. თან წარმომიდგენია ამ გოგოს როგორ დასცინოდნენ მისი მოსწავლეები რომ მოსწავლემ საქმრო ,, აახია'' და ახლა ისინი ყველას დასანახად ერთად არიან, რაღაც საშინელებაა. ბოლოს რომ გიწერია ლამაზი სულებიო ჩემი აზრით სულაც არ ჰქონდათ ლამაზი სულები, ხო ვიცი ერთმანეთი უყვარდათ მაგრამ საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე ვერ ააგებ. ნატალია ჩემი აზრით იყო თინეიჯერი გოგონა რომელიც არ იყო საკუთარ გრძნობებში გარკვეული და ამის გამო მან ბევრი რამ გააფუჭა. ეგ ასიანია. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ესმოთხრობა ასე უნდა დასრულებულიყო უნდა მომკვდარიყვნენ რადგანაც მათი ბედნიერება სხვის უბედურებაზე იგებოდა და ამიტომაც ისინი ბოლოს უნდა მომკვდარიყვნენ. feel ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის მეჩქარებოდა და სწრაფად ვწერდი უბრალოდ ეს კომენტარი აუცილებლად უნდა დამეწერა, რადგანაც მე ამ მოთხრობაზე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. შენ ძალიან მაგარი ხარ და ძალიან ხშირად ვკითხულობ შენს სიახლეებს, ხოლო ამ მოთხრობაზე ჩემი კომენტარი ეს არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი winked

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

LoNdA DM
ეს ისტორია ადრეც მაქვს წაკითხული, დასაწყისი ძალიან მომწონდა დასასრული არა, რადგან ჯერ ეს გოგო მოკვდა მაგრამ კიდევ იმიტომ არ მომეწონა ეს მოთხრობა რომ იკასთან დარჩა და იკამ ის ქალი მიატოვა. ის ქალი კი სჰემეცოდა მასწავლებელი, იმ მომენტებში ძალიან მეცოდებოდა როდესაც ნატალია ისევ აგრძელებს მასთან ბალეტის სწავლას და თან იქ იკა დადის და ალბათ მისთვის ეს ძნელი იყო. ნატალიას ბრალია რომ ტყუპი ძმები ერთმანეთს დაშორდნენ, ლუკა ძალიან მომწონდა ხოლო ნატალიას საქციელი საშინლად არ მომწონს ჯერ ერთ ძმაზე იყო უზომოდ შეყვარებული სულ მასზე ფიქრობდა და რაღაც-რაღაცეებს უძღვნიდა და მერე უცბად იკა შეუყვარდა, თავის მასწავლებელს საქმრო წაართვა . იკაც არ მომწონს იმიტომ, რომ ჯერ მასწავებელი უყვარდა ძალიან, მასთან დადიოდა სტუდიაში და უყურებდა როგორ ასწავლიდა ცეკვას და ასე შემდგომ, და მერე ნატალია უყვარდება და ასე ვთქვათ და იმ გოგოს გრძნობებს ფეხებზე იკიდებენ. ამ ბიჭს არანაირი პატივისცემა არ გააჩნია მისი ყოფილი შეყვარებულის მიმართ თუ რა ხდება. გოგო გიყვარს მერე სხვა გოგო შეუყვარდება და მისი ყოფილი გოგოს გრძნობებს ,,ფეხებზე იკიდებს'' თუ რას განიცდის ის გოგო. მასწავლებელი ძალიან მეცოდება ბიჭი გიყვარს, მასაც უყვარხარ და მერე უეცრად ეს ბიჭი გაგცლის შენს მოსწავლეზე და შემდგომ ეს გოგო კიდევ აგრძელებს შენთან სწავლას ბალეტის და თან ხედავ რომ შენი ყოფილი ბიჭი ადრე რომ სტუდიაში შენთან მოდიოდა ახლა შენს მოსწავლესთან მოდის. თან წარმომიდგენია ამ გოგოს როგორ დასცინოდნენ მისი მოსწავლეები რომ მოსწავლემ საქმრო ,, აახია'' და ახლა ისინი ყველას დასანახად ერთად არიან, რაღაც საშინელებაა. ბოლოს რომ გიწერია ლამაზი სულებიო ჩემი აზრით სულაც არ ჰქონდათ ლამაზი სულები, ხო ვიცი ერთმანეთი უყვარდათ მაგრამ საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე ვერ ააგებ. ნატალია ჩემი აზრით იყო თინეიჯერი გოგონა რომელიც არ იყო საკუთარ გრძნობებში გარკვეული და ამის გამო მან ბევრი რამ გააფუჭა. ეგ ასიანია. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ესმოთხრობა ასე უნდა დასრულებულიყო უნდა მომკვდარიყვნენ რადგანაც მათი ბედნიერება სხვის უბედურებაზე იგებოდა და ამიტომაც ისინი ბოლოს უნდა მომკვდარიყვნენ. feel ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის მეჩქარებოდა და სწრაფად ვწერდი უბრალოდ ეს კომენტარი აუცილებლად უნდა დამეწერა, რადგანაც მე ამ მოთხრობაზე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. შენ ძალიან მაგარი ხარ და ძალიან ხშირად ვკითხულობ შენს სიახლეებს, ხოლო ამ მოთხრობაზე ჩემი კომენტარი ეს არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი winked

ჰო,მესმის...და მაგიტომაც დავაშორე...

uchveulo
kargi iyoo magram mdzime dasasruli qonda :((

ვიცი,მძიმე ჰქონდა..

 


№9  offline წევრი sergio ramos

swori forma aris tamarma da ara tamarim.ar gewyinos magram rodesac sxvebs azlev shenishvnebs shenc gaitvaliswine.istoria kargi iyo magram :-( borotoo rat mokalii :-(

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

sergio ramos
swori forma aris tamarma da ara tamarim.ar gewyinos magram rodesac sxvebs azlev shenishvnebs shenc gaitvaliswine.istoria kargi iyo magram :-( borotoo rat mokalii :-(

ვიცი ჰო...გადასწორება დამეზარა თვალი მეც მოვკარი..ძველი ისტორიააა ძალიან და გამომრჩა

 


№11 სტუმარი მარეე:)

ავტორ,რაიმე გსმენია პუნქტუაციაზე?:დ ან იმაზე,რომ არსებობს ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი სახელები?:დდ ან იმაზე,რომ ეკონომიური და ეკონომიკური სხვადასხვა რაღაცებია და ეკონომიური ფაკულტეტი არ არსებობს?:დდდ რა უბედურებაა,ნახევარიც ვერ წავიკითხე,სულ გამიქრა კითხვის სურვილი,ისეთი მშრალი ისტორია იყო..

 


№12  offline ადმინი უნდა ვწერო

მარეე:)
ავტორ,რაიმე გსმენია პუნქტუაციაზე?:დ ან იმაზე,რომ არსებობს ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი სახელები?:დდ ან იმაზე,რომ ეკონომიური და ეკონომიკური სხვადასხვა რაღაცებია და ეკონომიური ფაკულტეტი არ არსებობს?:დდდ რა უბედურებაა,ნახევარიც ვერ წავიკითხე,სულ გამიქრა კითხვის სურვილი,ისეთი მშრალი ისტორია იყო..

ძველი დაწერილია და არ მახსოვს რა მიწერია და რა არა ზუსტად.
ჰო,ეგ ვიცი,სხვამაც ანიშნა.და ეკონომიკური და ეკონომიური ასოო გამომრჩა,ალბათ.
და პუნქტუაციაზე არ ვიცი რას ამბობ,არა მგონია,ასე ყოფილიყო.

რა ვიცი.რა ვიცი.

 


№13  offline წევრი lonelygirl123

პირველ რიგში იმით დავიწყებ რომ სათაურს ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შენ ძალიან კარგი სათაური გქონდა შერჩეული. სწორედ სათაურმა მომხიბლა და გადავწყვიტე წამეკითხა, მაგრამ თავიდან იმდენად უინტერესოდ დაიწყო, რომ ბოლომდე არ წამიკითხავს შინაარსი კი კომენტარებიდან გავიგე. ხოლო რაც შეეხება იმას რაც წავიკითხე გეტყვი, რომ ძალიან ბევრი დიალოგებია, არის უამრავი შეცდომა, კომენტარებშიც აღნიშნეს და აღარ დავიწყებ გამეორებას, უბრალოდ ამ საიტზე როდესაც ისტორია იდება ყველა ცდილობს შეცდომა იპოვოს და სიამაყით დაუწეროს ავტორს და თავი მცოდნედ წარმოაჩინოს, ამიტომ როდესაც ისტორიას დადებთ ცოტა მეტი დრო დახარჯეთ, ხელახლა გადაიკითხეთ და სხვას არ გაუხადოთ საქმე ისე რომ შენიშვნა მოგცენ. წარმატებებტს გისურვებ! ♥

 


№14  offline ადმინი უნდა ვწერო

lonelygirl123
პირველ რიგში იმით დავიწყებ რომ სათაურს ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შენ ძალიან კარგი სათაური გქონდა შერჩეული. სწორედ სათაურმა მომხიბლა და გადავწყვიტე წამეკითხა, მაგრამ თავიდან იმდენად უინტერესოდ დაიწყო, რომ ბოლომდე არ წამიკითხავს შინაარსი კი კომენტარებიდან გავიგე. ხოლო რაც შეეხება იმას რაც წავიკითხე გეტყვი, რომ ძალიან ბევრი დიალოგებია, არის უამრავი შეცდომა, კომენტარებშიც აღნიშნეს და აღარ დავიწყებ გამეორებას, უბრალოდ ამ საიტზე როდესაც ისტორია იდება ყველა ცდილობს შეცდომა იპოვოს და სიამაყით დაუწეროს ავტორს და თავი მცოდნედ წარმოაჩინოს, ამიტომ როდესაც ისტორიას დადებთ ცოტა მეტი დრო დახარჯეთ, ხელახლა გადაიკითხეთ და სხვას არ გაუხადოთ საქმე ისე რომ შენიშვნა მოგცენ. წარმატებებტს გისურვებ! ♥

რავი სხვებს არ უთქვამთ ადრე ვდებდი ამას თვალი არ გადამივლია

უნდა ვწერო
მარეე:)
ავტორ,რაიმე გსმენია პუნქტუაციაზე?:დ ან იმაზე,რომ არსებობს ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი სახელები?:დდ ან იმაზე,რომ ეკონომიური და ეკონომიკური სხვადასხვა რაღაცებია და ეკონომიური ფაკულტეტი არ არსებობს?:დდდ რა უბედურებაა,ნახევარიც ვერ წავიკითხე,სულ გამიქრა კითხვის სურვილი,ისეთი მშრალი ისტორია იყო..

ძველი დაწერილია და არ მახსოვს რა მიწერია და რა არა ზუსტად.
ჰო,ეგ ვიცი,სხვამაც ანიშნა.და ეკონომიკური და ეკონომიური ასოო გამომრჩა,ალბათ.
და პუნქტუაციაზე არ ვიცი რას ამბობ,არა მგონია,ასე ყოფილიყო.

რა ვიცი.რა ვიცი.

და შენ როოგორ ნახე ასეთი შეურჩენელი პუნქტუაციური შეცდომები,როცა ამდენ ადამიანს არ უანხავს..და კიდე იცი რა ზედმეტად აბუქებ შენ ან მე ვარ ზედმეტად სულელი

ვემეორებ,რომ ადრე დავწერე და მაინც და მაინც არ მახსოვს რა შემეშალა და რა არა. თამარიმ და თამარმა ჰო შემეშალა მექანიკურად და ...

მოკლედ,რა ვიიცი რა...

თქვენ უფრო ობიქტურები ხართ,ალბათ.

მხოლოდ ამ ნაწერით არ შემაფაზოთ,იქნებ ასეთი "შტერიც" არ ვარ...

 


№15 სტუმარი nino

მარეე:)
ავტორ,რაიმე გსმენია პუნქტუაციაზე?:დ ან იმაზე,რომ არსებობს ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი სახელები?:დდ ან იმაზე,რომ ეკონომიური და ეკონომიკური სხვადასხვა რაღაცებია და ეკონომიური ფაკულტეტი არ არსებობს?:დდდ რა უბედურებაა,ნახევარიც ვერ წავიკითხე,სულ გამიქრა კითხვის სურვილი,ისეთი მშრალი ისტორია იყო..

Adamianma istorias miawera ,,mapatiet gramatikuli shecdomebio,, tan uamrav adamiansac gaumeora, vergavige ra gaakete imit rom ase mwared dascine, xo zustad dascine ra borotebi vart adamianebi mainc. Es komentari ro gaakete amit sheni codna dagvimtkice tu ra MAREE????? Saswaulia pirdapir sul ertmanetis dakbenaze da dagesvlaze rom xart. Isedac ramxela istoriaa da albat gamoepara an aricoda mere ra amis gamo unda chaqolo????? Rawesia vergavige. Arafris girsi tqven arxart ai avtoris nacvlad me gavwbildi sheni komentari rom wavikitxe.

 


№16  offline ადმინი უნდა ვწერო

nino
მარეე:)
ავტორ,რაიმე გსმენია პუნქტუაციაზე?:დ ან იმაზე,რომ არსებობს ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი სახელები?:დდ ან იმაზე,რომ ეკონომიური და ეკონომიკური სხვადასხვა რაღაცებია და ეკონომიური ფაკულტეტი არ არსებობს?:დდდ რა უბედურებაა,ნახევარიც ვერ წავიკითხე,სულ გამიქრა კითხვის სურვილი,ისეთი მშრალი ისტორია იყო..

Adamianma istorias miawera ,,mapatiet gramatikuli shecdomebio,, tan uamrav adamiansac gaumeora, vergavige ra gaakete imit rom ase mwared dascine, xo zustad dascine ra borotebi vart adamianebi mainc. Es komentari ro gaakete amit sheni codna dagvimtkice tu ra MAREE????? Saswaulia pirdapir sul ertmanetis dakbenaze da dagesvlaze rom xart. Isedac ramxela istoriaa da albat gamoepara an aricoda mere ra amis gamo unda chaqolo????? Rawesia vergavige. Arafris girsi tqven arxart ai avtoris nacvlad me gavwbildi sheni komentari rom wavikitxe.


უბრალოდ ყევლაფერი გადახაზა თავისი "იდიოტიზმით"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent