შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო ლაშქრობა (დასასრული)


27-12-2015, 23:16
ავტორი chica sol
ნანახია 6 023

ოთახში მარტოდ დარჩენილს, იმდენი გრძნობა მომაწვა ერთდროულად, ცოტას თუ არ გავფილტრავდი,ნამდვილად გავსკდებოდი... ოხ, ნატა... ოხ, მია... ნეტავ რა ჰგონიათ მთელი ცხოვრება აქ დავრჩები და აღარ დავბრუნდები უკან? ორივეს მოვკლავ...
ასე როგორ მომექცნენ? ხომ იციან რასაც ვგრძნობ და ასე რატომ გამიმეტეს? ახლა ისევ გამიახლდება ყველა ტკივილი, ამეწვება შეუხორცებელი ჭრილობები... ტელეფონში ნატას ნომერი მოვძებნე და დავრეკე.
-სანამ ყვირილს დაიწყებ და მიწასთან გაგვასწორებ, გეტყვი რომ ასე იყო საჭირო.- მომესმა მიას ხმა.
-შენ ცალკე მოგივლი ქალბატონო. ტელეფონი პატრობს გადაეცი და მერე შენ მოგხედავ.- მუქარანარევი ხმით ჩავძახე ტელეფონსში. ნატა არ იყო, ლუკას მოკვლით რომ ემუქრებოდა? ახლა კი საკუთარი ხელით მომიმზადა ჩანთა და გამომისტუმრა აქ...
-აუუ... რა საშინელი ხასიათი აქვს ამ გოგოს, ვინ მოიყვანს ამას ცოლად. რას იღრინები გოგო? რა არ მოგწონს? ხომ თქვი, მიყვარს ლუკაო? ხოდა, კი ხარ მანდ მაგისი ცოლი...-კისკისებდა მია და მე კი მისი სიცილი ნერვებზე მირტყავდა.
-მია.-ხმას უფრო ავუწიე.
-რა მია, რა გინდა? მომისმინე, კოცნა ხომ დახვეწილი გაქვს უკვე და მაგაზე აღარ გჭირდება დარიგება. აბა დანაჩენი მეც არ ვიცი და შენ რა დაგარიგო. ნატაც მხრებს იჩეჩავს, არც მე მაქვს გამოცდილებაო და ვინმე სამგზის გათხოვილს არავის იცნობ? ჩაგიტაროს მასტერკლასები, არ შერცხვე ლუკასთან...
-გოგო!-ხმა კი მკაცრი მქონდა, მაგრამ მის სიტყვებზე მეც მეპარებოდა ღიმილი უკვე.
-ერთს დაგარიგებ რა.მომისმინე, მთავარია ლუკასთან შენი უჟმური ხასიათი არ გამოამჟღავნო, თორემ მოიხსნის ეგ ბიჭი შენი ქმრის სტატუსს და დარჩები შინაბერა. აბა სხვა ვინ იტყვის მაგის გარდა შენზე ჩემი ცოლიაო? არც არავინ. მარტო ლუკაა ასეთი გიჟი. მგონი არ უყვარს თავისი თავი, შენს ხახაში რომ ვარდება საკუთარი ნებით- ლაქლაქებდა მია გაუჩერებლად.
-მია მორჩი!-გავეცი ბრძანება, მაგრამ მისმენდა ვინმე?
-კარგი, წავედი ახლა და მიდი აბა, შენ იცი... არ შემარცხვინო გოგო! უი.მართლა, თავი ხომ არ გტკივა?-მკითხა მოულოდნელად.
-კი.- გაკვირვებულმა დავაღე პირი, ამან საიდან იცის მეთქი.
-შენ მე რა უნდა მომატყუო? სიეშმაკის ნატამალი არ გაქვს ამხელა გოგოს. ვიცოდი, სასმელს არ დალევდი და წვენში ჩაგიყარე წამალი.-კისკისებდა მია გაუჩერებლად.
-რა წამალი?-აღმომხდა განცვიფრებულს.
-ძილის წამალი. აუ, რა ხარ რა, გოგო, ეგეც ვერ მიხვდი? აბა არ გაგეღვიძებოდა ამდენი ხანი?-კისკისებდა მია და ნატას სიცილიც მესმოდა.
-ვაიმე გოგოებო, როგორ...
-ვერ გვიტან, ვიცით...-არ დამამავრებინა მიამ წინადადება.-წავედით ახლა ჩვენ და აბა შენ იცი. შენი ბედი შენს ხელთაა იცოდე. თავს მიხედე და ქმარს კიდევ.-ჩამძახა ყურში მიამ და გათიშა.
-მართლა ვერ გიტანთ.-ამოვიბუტბუტე გაოგნებულმა ხმამაღლა და ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე.


__________
როგორც იქნა მოვწესრიგდი და ოთახის მილაგებას რომ მოვრჩი, კიბეებზე დავეშვი პირველი სართულისკენ. კიბის ბოლოში რიმა შემომეგება.
-ლანამ გეიღვიძააა...-იკივლა პატარა მეტიჩარამ და ფეხზე შემომეხვია.
-როგორ ხარ თოჯინა? -მისკენ დავიხარე და ხელში ავიყვანე. ჩაფუტკუნებული ლოყები დავუკოცნე და მერე გავემართე იჯახის დანარჩენი წევრებისკენ.
-როგორ ხარ ჩემო გოგო?- ჩამეხუტა თინა და თბილად მაკოცა.-როგორ გამიხარდა რომ იცოდე თქვენი ნახვა.
-კარგად ვარ თინა, თქვენ როგორ ხართ?-თვალები ცრემლით ამევსო.სიხარულის ცრემლით.
საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ბოლო სამი კვირაა თავს ვეღარ ვაკონტროლებ. უკვე მოგახსენეთ, რომ ბოლოს ბებოს გარდაცვალების გამო ვიტირე, მაგრამ ბოლო სამი კვირაა გამუდმებით ჩამომდის სახეზე მლაშე სითხე.
ნინო ბებოს თბილი და მოსიყვარულე თვალებს რომ წავაწყდი აქ უკვე ხმით ავტირდი. ქალიც მთელი გულით მიკოცნიდა სახეს და დანაოჭებულ და ჯერ კიდევ ლამაზ, თეთრ სახეს უნამავდა ცრემლები.
-არ იტირო ბებო, ჩემო ლამაზო გოგო. როგორ გამახარეთ შვილებო, რომ იცოდეთ.-ჩვენთან მოახლოვებული ლუკაც ჩაიკრა ჩემთან ერთად გულში.
-დედა არ ინერვიულოთ რა, წნევამ არ აგიწიოთ.-თინა მოგვიახლოვდა და მზრუნველად უთხრა დედამთილს.
-რადგან ესენი ვნახე ჩემთან, რაღა მომკლავს დედა აწი.-გაიცინა ნინო ბებომ და ჩვენც აგვიტყდა სიცილი.
ლუკამ ხელი მომხვია და დივანზე ჩამომსვა. თვითონაც გვერდით მომიჯდა და მის მხარზე ჩამომადებინა თავი. არ ვეწინააღმდეგებოდი, ამის არც თავი მქონდა და არც სურვილი.
-ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.-თმაზე მზრუნველი ხელებით მეფერებოდა და მაწყნარებდა.
-რომელი გადაწყვეტილების?-თავ აუწევლად ვიკითხე. ტირილისგან ხმა შემცვლია.
-რომ აქ წამოვედით.-მითხრა წყნარად და თავზე მაკოცა.
ღმერთო! როგორ მაბნევს ეს ბიჭი. რატომ ვართ აქ? რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? რას ნიშნავს ეს სახლი და მასში მცხოვრები ოჯახი ლუკასთვის? ან საერთოდ, რას ვნიშნავ მე მისთვის? რატომ ვარ აქ მე და არა მაგალითად დეა ან ნებისმიერი სხვა გოგო? ლუკას ამ საქციელით შეიძლებოდა მეფიქრა, რომ რამეს გრძნობდა ჩემს მიმართ, მაგრამ ასე რომ იყოს ამ ორი კვირის განმავლობაში ერთხელ ხომ მაინც შემეხმიანებოდა? ჩემი ნომერი ხომ მაშინ ჩავაწერინე ქეთის, როცა ლაშქრობაში წავედით, ასე რომ ჩემთან დაკავშირება არ გაუჭირდებოდა. ან საერთოდ, მაშინ იღონებდა რამეს, როცა ბეშუმიდან წამოსვლა დავაპირე, ან უბრალოდ ხელს შეეშალა წამოსვლაში, ერთი სიტყვა მაინც ერთქვა, მაგრამ არა! ეს არ გააკეთა...
მაშ, რა ხდება ახლა?
ფიქრებში წასული, თინას ხმამ გამომარკვია. ხელები დაიბანეთ და სუფრსთან მობრძანდითო. როგორც ჩანს ლუკაც ჩაფიქრებული იჯდა. ხელები ორივემ დავიბანეთ და სუფრას მივუჯექით.
თვალი მოვავლე ყველას, შალვას, თინას, ნინო ბებოს და გოგონებს. ბოლოს ლუკას შევხედე. ოდნავ შეცვლილი მეჩვენა, თითქოს გადაღლილი, უპეებ ჩავარდნილი და... არ ვიცი, რაღაცნაირად შეცვლილი...
-როგორ გამხდარხარ შენ, ბებო-სწორედ ამ დროს მითხრა ნინო ბებომ და ხელზე ხელი მომკიდა.-არ მოგიარა ხომ არ ონავარმა?- ლუკასკენ მიმითითა.
-სწორედ ასე მეძახდით ბავშვობაში, ნინო ბებო, გახსოვთ?-გაიცინა ლუკამ.
-როგორ არ მახსოვს, ბებო. პირველად რომ მოგიყვანათ შენ და ბაბუაშენი მიშამ სახლში, ჰამან (მაშინვე) დეიწყე სირბილი სახლში.-გაიცინა ქალმა. როგორც ჩანს შეახსენა ლუკამ მიშა ბაბუასა და ბაბუამისის მეგობრობის ამბავი.
მერე გვიყვებოდა და გვიყვებოდა ნინო ბებო ლუკას ცელქობის ამბებს, როგორ დასდევდა კეტით ხელში საქონელს, მე უნდა წავიყვანო საძოვარზე, გინდათ თუ არაო, როგორ ეხმარებოდა ხილის კრეფაში და კარტოფილის მოსავლის აღებაში ოჯახს. როგორ მიყვებოდა მიშას და ნიკოლოზ ბაბუას მინდორში თივის მოსაცელად...
ვისმენდი და ახლა უკეთ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს ოჯახი ლუკასთვის. ეს მისი ბავშვობის, ბედნიერი წლების მოგონებები იყო... როგორც ჩანს უფრო მეტი დრო აქვს ამ სახლში გატარებული, ვიდრე მე მითხრა. შევხედე მას და იმდენად თბილი ღიმილით იღიმოდა, რომ ვერც მე შევიკავე თავი და ფართოდ გავიღიმე.
საუზმემ მხიარულად ჩაიარა. სუფრის ალაგებაში მეც ვეხმარებოდი თინას და გოგონებიც. პატარა რიმა უკან დამყვებოდა სირბილით, შენ ისევ წახვალო იძახდა და თვალს არ მაშორებდა.
-იმდენი იტირა დილით რომ მოგიკითხა და არ დახვდი, ძლივს დავაწყნარე. ძალიან მოენატრე...-იცინოდა თინა.
-მეც ძალიან მომენატრა და ყველა მომენატრეთ. არ მეგონა ასე ადვილად თუ შევძლებდი ვინმეს შეყვარებას.- ვუთხარი მთელი გულიდ და ჩავეხუტე.
-რაის მადლობას მიხდი ჩემო გოგო, არ გრცხვენია?-მითხრა აჭარული კილოთი და ლოყაზე ჩამომისვა ხელი.


__________
საღამოს ყველა სავახშმოდ ვისხედით. რა თქმა უნდა მე ლუკას გვერდით ვიჯექი, როგორც მისი ცოლი... ხელი ჩემს მხარზე გადაედო და ჩემს თვალების ბრიალსა და შეშმუშვნებს მთელი მონდომებით აიგნორებდა.
თინას მეც და ნინო ბებოც ვეხმარებოდით ვახშმის მომზადებაში. თავს საოცრად მშვიდად და თავისუფლად ვგრძნობდი ამ სახლში.ასე რომ სტუმრის სტატუსი მალე მოვიშორე და მეც დავიწყე საქმიანობა.
-ნინო ბებო ჩემმა ცოლმა რა მოამზადა?-ჰკითხა ლუკამ ბებოს.
-ლანამ ნამცხვარი გამოაცხო, კიდევ აი, ის სალათი გააკეთა.-ხელით სოკოს სალათზე მიუთითა.
-მართლა? სიამოვნებით დავაგემოვნებ.-ფართოდ გაიღიმა „ჩემმა ქმარმა“.
არც კი ვიცი საიდან, მაგრამ გამახსენდა, რომ სოკოს ლუკა ხშირად ჭამდა ლაშქრობის დროს. თურმე პატარა წვრილმანებიც კი დამმახსოვრებია, რაც კი ლუკას ეხებოდა... უცებ მავნებლური აზრი ამომიტივტივდა. შურს ცოტა მაინც ვიძიებ ჩემი მოტაკებისთვის მეთქი გავიფიქრე და სანამ ლუკა ხელს გაიწვდენდა სოკოს სალათისკენ, მანამდე წამოვიძახე.
-მხოლოდ ნამცხვარი გეჭმევა ძვირფასო, ჩემი გაკეთებული. სოკოზე ხომ ალერგია გაქვს, დაგავიწყდა?- ეშმაკურად გავუღიმე ლუკას.
-ააა...-აშკარად დაიბნა და მერე მუქარით მომუკა ტუჩები.- ხო მახსოვს-ამოილაპარაკა გაბრაზებულმა.
ესეც მოგიხდება, არამკითხევ... გულში სიცილით იატაკზე ვგორავდი, ისე კი ყველანაირად ვცდილობდი არაფერი შემემჩნია.
-ავალთ ჩვენ ოთახში, ქალბატონო.-გადმომილაპარაკა ლუკამ და მაშინვე მოვრჩი ფეიერვერკების სროლის ცერემონიალს და ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ როგორ დამეცვა თავი ლუკას შემოტევებისგან.
კაცებმა ცოტაც დალიეს. მე რათქმა უნდა ლუკას შევახსენე, მისთვის დალევა რომ არ შეიძლებოდა და ჩემს სიტყვებზე, მის რეაქციას რომ ვხედავდი, სიცილს ძლივს ვიკავებდი. უკვე საღამოს ათი საათი იქნებოდა, ლუკამ დავიძინოთო რომ მითხრა.
-მე ჯერ არ მეძინება, მიდი შენ დაწექი და მოვალ მეც მერე.-ვუთხარი ღიმილიანი სახით და თან სახეზე ათასმა ფერმა გადამიარა. რა მეშველება რომ დავრჩემი მასთან ერთად მარტო? იმდენჯერ მოვუშალე ამ საღამოს ნერვები, ალბათ დამახრჩობს.
-იყოს დაგელოდები. -მანაც გამიღიმა, მოულოდნელად დამწვდა ტუჩებზე და მოწყვეტით მაკოცა. -მაინც ვერ დამიძვრები ქალბატონო.- უცებ ჩამჩურჩულა და ასე აღელვებული დამტოვა ოთახში, თვითომ კი გარეთ გავიდა.
სადამდეც შემეძლო გაწელვა, იქამდე გავწელე ოთახში დასაძინებლად წასვლის დრო. არც ლუკა არ წვებოდა ჩემს ჯიბრზე, არადა ვხედავდი როგორ ეძინებოდა, თვალები ჩაწითლებოდა.
ღამის პირველი იყო დაწყებული, მასპინძლებსაც რომ მოერიათ ძილი და მეც დავნებდი. ბავშვებს უკვე დიდი ხანია ეძინათ და დიდები ვიყავით მარტო მისაღებში.
-წამოდი დავწვეთ.- მივუახლოვდი ლუკას და ხელი მხარზე დავადე. მინაბული თვალები მაშინვე გაახილა.
-კარგი.-კმაყოფილმა თქვა და ფეხზე წამოდგა.
ოთახამდე უხმოდ ავედით. ჯერ ლუკა გავისტუმრე სააბაზანოში და მერე მე წავედი, იქნებ ჩემს მოსვლამდე დაეძინოს მეთქი. დიდ ხანს ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ. როგორც იქნა მოვწყდი ამ სიამოვნებას და საღამურებ ჩაცმული შევიძურწე ოთახში. ცერებზე დავიპარებოდი ოთახში და დიდი იმედი მქონდა, რომ კედლის მხარეს გადაბრუნებული და მშვიდად მსუნთქავი ლუკა, ღრმა ძილში იყო.
საბანი გადავწიე და ჩუმად მივუწექი გვერდზე. საწოლის ყოველ გაჭრიალებაზე ვშეშდებოდი და მოძრაობას მინიმალურამდე ვანელებდი. როგორც იქნა დავწექი, თავი სამშვიდობოს დავიგულე, რადგან ლუკა ოდნავადაც არ შერხეულა და ის-ის იყო უკვე გონებაში შამპანიურის გახსნას ვაპირევდი, რომ გამარჯვება მეზეიმა, რომ ლუკა საწილიდან წამოვარდა და ზემოდან მომექცა.
მოულოდნელობისგან შეშინებულმა წამოკივლებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ხელი ტუჩებზე ამაფარა და ამაყი მზერა მომავლო.
-სახაბიელო სიტუაციაში არ იმყოფები ჭირვეულო. აბა, ახლა რას იზამ?-ირონიულად ჩაიცინა.
-მმმმ....- ვითომ რაღაც წამოვიყვირე, მაგრამ დახშული პირიდან მხოლოდ უაზრო ზმუილი ამომივიდა.
-ეს რა ხმებია?- წარბი შექრა ლუკამ.- შენც გესმის?
თავი გავაქნიე და მანაც მომაშორა ხელი ტუჩებიდან, თუმცა ისევ ჩემს ზემოდან იყო და მთელი სხეულით მეკრობოდა.
-ახლავე მომშორდი, ლუკა! -მკაცრად ამოვილაპარაკე.
-ნწ! ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს.-მხრები მოუხერხებლად აიჩეჩა და თან ხელებს მიკავებდა ერთი ხელით.
-სამაგიეროდ მე ვერ ვგრძნობ თავს მშვენივრად, ლუკა! მომშორდი. რა გინდა მითხარი, რას ნიშნავს ეს სპექტაკლი? რატომ ვართ აქ?- დავსვი კითხვა, რომელიც მთელი დღე ნერვიულ სისტემაზე მიკაკუნებდა კოდალასავით.
-ასე იყო საჭირო.- დასერიოზულდა.
-და ვისთვის იყო საჭირო? შენთვის?ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნამდვილად არა. ვხედავ ეს ხალხი გიყვარს და მეც მიყვარს, არ მინდა მათი მოტყუება, ყოველი მათთვის ნათქვამი ტყუილი, ტკივილს მაყენებს. არ მინდა აქ დარჩენა, წასვლა მინდა.-უკვე ცრემლები მომდიოდა.
-არ შეიძლება, აქ უნდა ვიყოთ.-თავი გააქნია. გამოხედვა და ხმა სრულიად სერიოზული ჰქონდა.
-და რატომ? გასაგებია შენს შეთხვევაში რატომ, მაგრამ მაინტერესებს მე რატომ ვარ აქ? და საერთოდ, გადახვალ ჩემი სხეულიდან? გავიჭყლიტე, ვეღარ ვსუნთქავ უკვე.-გავკაპასდი.
მაშინვე გადავიდა საწოლის თავის ნახევარზე და მეც ამოვისუნთქე.
-ძილი ნების, ლანა.- მითხრა ყრუდ.
-და კითხვებზე არ მიპასუხებ?-დაბუჟებული მაჯები დავისრისე, რომ სისხლი ისევ ამოძრავებულიყო.
-ყველა კითხვაზე გექნება პასუხი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
-მშვენიერია, ამომწურავი პასუხია დიდი მადლობა, ახლა უკვე გარკვეული ვარ ყველაფერში.-ირონია არ დავიშურე.
-დაიძინე, ლანა.-მხოლოდ ეს მითხრა გაუნძრევლად მწოლიარემ.- გუშინ მთელი ღამე არ მძინებია და ძილი მჭირდება.
-რატომ?- ენაზე მომდგარი კითხვა ვერ შევიკავე და ჩემს თავზე ნერვები მომეშალა.
-საჭესთან ვიყავი, აქ მოვდიოდით, მერე კი შენ არ დამაძინე.- საყვედურიც მომარტყა.- ამაღამ ასე ნუ იწრიალებ თუ შეიძლება.
-ოჰ დიდი ბოდიში, ვინ გეხვეწებოდა ნეტავ ჩემს გვერდით დაწოლას?-მაშინვე ავვარდი.
-ლანა! დამაძინე...
მეც ფრუტუნით ვაქციე ზურგი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე უხერხულად აღარ ვგრძნობდი თავს მასთან ერთად ერთ საწოლში მწოლიარე, როგორც პირველად. არ ვიცი ეს უფრო სიხარულს და სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა. მისი ყოველი შერხევა და შეხება უდიდეს ენერგიას და სასიამოვნო იმპულსებს მიგზავნის სხეულში.
ლუკამ ერთი ღრმად ამოისუნთქა, ჩემსკენ გადმობრუნდა, ხელი მუცელზე მომხვია, თავისკენ მიმწია და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-ლუკა...
-სხვანაირად ვერ მოვისვენებ და არც შენ დაგეძინება მთელი ღამე, მე თუ ვიწრიალებ, ასე რომ...-ვინ მაცალა გაპროტესტება? შეიძლება ადამიანს ყველაფერზე ჰქონდეს პასუხი მზად?
მეც აღარ გავნძრეულვარ. მის მკლავებში კომფორტულად მოვეწყვე და ძილის სამყაროში ჩავიკარგე. ძილბურანში ვგრძნობდი, ყელზე, კისერზე, თავზე, მხარზე კოცნას, მაგრამ ძილს თავს ვერ ვართმევდი.

__________

დილით სასიამოვნო ჟრუანტელმა გამაღვიძა, მაგრამ ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ვერ ვიგებდი რა მგვრიდა სიამოვნებას. არ გავნძრეულვარ, თვალებ დახუჭული გაუნძრევლად ვიწექი და ნელ-ნელა შევიგრძენი ჩემი ლოყისა და ხელის ქვეშ მოთავსებული ლუკას გულმკერდი. ცხვირის ნესტოები და ფილტვები მისი სურნელით მქონდა სავსე. ლუკას ცალი ხელი ჩემს მხრებზე მოეხვია და მეორე ხელით თმაზე მეფერებოდა.
ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ წუთას... თავს ოცნების საშუალებაც მივეცი და გადავფრინდი მასში. ლამაზი, არა ულამაზესი მომავალი, ნათელი საძინებელი, დიდი საწოლი, და ერთმანეთის მოალერსე მე და ლუკა. კარს იქით კი ჩვენი შვილების ხმა ისმის.
-დილა მშვიდობის, ჭირვეულო. -ოცნებებიდან რეალობაში ლუკას ხმამ გადმომიყვანა და თავზე მაკოცა.
-დილა მშვიდობის.- ოხვრა ამოვაყოლე სიტყვებს. არ მომწონდა ოცნებების ფონზე ასეთი რეალობა.
თავის აწევა არც მიცდია, არ მინდოდა მოვშორებოდი, თუმცა ეს ოდესმე უნდა დამთავრებულიყო. შიგნიდან ყველაფერი მენგრეოდა, როცა წარმოვიდგენდი რომ ისევ თავიდან უნდა გადამეტანა ყველა ტკივილი, რომელიც ასე თუ ისე, ცოტა მაინც მქონდა დაძლეული. ამის გააზრებისთანავე წამოვიწიე, თუმცა ლუკამ არ გამიშვა.
-რა იყო?- მკითხა წარბშეკრულმა.
-უნდა ავდგე, გამიშვი! -გავიბრძოლე, თუმცა მან ისევ თავის მკერდზე დამადებინა თავი.
-მოიცა რა, ცოტა ხანს ვიყოთ ასე, თან ჯერ ადრეა.- თავზე მაკოცა.
მტკიოდა მისი ყოველი შეხება, ყოველი კოცნა, ყოველი ჩახუტება, ყოველი შემოხედვა და სიტყვა. ვიცოდი რომ ეს დროებითი იყო და მალე ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლებოდა. ეს ფიქრები მძაბავდა და მოსვენებას არ მაძლევდა. თან ჩემი ერთი ნაწილი მომიწოდებდა რომ დავმტკბარიყავი დევანდელი დღით, მეორე კი იმ გადატანილ ტკივილს მახსენებდა რაც მალე ისევ თავს დამატყდებოდა.
-მორჩი ლუკა რა... აქ არც ნინო ბებოა და არც შალვა, რომ აჩვენო როგორ გიყვარს შენი ცოლი. ხელი გამიშვი.-მოვითხოვე. ყელი მეწვოდა, ცრემლების გადმოყრის სურვილით ვკვდებოდი, მაგრამ როგორღაც თავს ვიკავებდი, არ შემეძლო ჩემი სისუსტე ლუკასთვის დამენახებინა.
ცივად გამიშვა ხელი ხმა არ ამოუღია. წამოვდექი და შარვალს დავავლე ხელი, და ამოვიცვი, მოკლე პენუარზე სპორტული შემოვიცვი, ფეხზე ბოტასი ჩავიცვი და გარეთ გავვარდი.
ჯერ ძალიან ადრე იყო, ამიტომ ყველას ეძინა. პირველ სართულზე ფეხაკრეფით ჩავიფარე და გარეთ გავედი. აღმართს ავუყევიზუსტად არ ვიცი მაგრამ, მგონი იმ მინდვრისკენ მივდიოდი, რომელიც ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანდა. რამდენივე წუთში მივედი. მინდორიც სწრაფად გადავჟერი და შემაღლებული ნაწილისკენ დავიძარი. ოატარა ბორცვის თავზე მოვექეცი და ჩემს წინ ისეთი სილამაზე გადაიშალა, წამით ყველაფერი დამავიწყდა.
-ოჰოო... -ამომხდა მოჯადოვებულს.
შორს ,ორი მთის წვერიდან მზეს ამოეყო თავი და ჯერ კიდევ უძალო სხივებს ფანტავდა ორგვლივ, ცაზე აქა-იქ თეთრი, ფაფუკი ღრუბლის ნაგკეჯები იწონებდნენ თავს. ქვემოთ კი, ორ მთას შორის, იყო მოქცეული რამოდენიმე სოფელი . სახლები, მოვლილი და ლამაზად გაშენებული ბაღ-ბოსტანები იწონებდნენ თავს. ამ ორი მთიდან ერთ-ერთზე მე ვიდექი და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი და უსუფთავეს ჰაერს ვსუნთქავდი.
აქ მანამდე ვიყავი, სანამ მზემ არ შემაწუხა. თანაც თინასი მომერიდა, ვიცოდი, რომ საუზმის გაკეთება უკვე დაწყებული ექნებოდა და მიხმარება არ აწყენდა.ისედან ძალიან წუხდებიან და ამ მცირედით მაინც წავაშველებდი ხელს. სახლში მისული ჯერ ოთახში ავბრუნდი.
ოთახი ცარიელი იყო, საწოლი გასწორებული... ამან გამაკვირვა. სასწრაფოდ გავიხადე პენუარი და მაიკით ჩავანაცვლე.
ოთახიდან უკვე გამოსვლა დავაპირე, რომ ტელეფონის ხმა მომესმა. მაგიდაზე ლუკას მობილური იდო, როგორც ჩანს ელემენტი დაჯდა და სიგნალით ატყობინებდა პატრონს. სატენიც მაგიდაზე იდო, ამიტომ ტელეფონი ავიღე და კვების წყაროსთან მოვაერთე. ეკრანი განათდა და მასზე გამოსახულ სურათმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.
სურათი აშკარად ლაშქრობის დროს იყო გადაღებული და არა ახლო ხედიდან. სურათზე რამდენიმე ადამინია გამოსახული. აშკარად საბაგიროზეა გადაღებული, ვაგონს რომ ველოდებოდით ბავშვები. სურათზე ქეთი, ნატა ლევანი და მე ვართ გამოსახულები. თვითონ ლუკა კი არაა ფოტოზე.
არ ვიცი რა მომივიდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. ტელეფონი ხელში შევათამაშე. საკუთარ თავს ვებრძოდი, ვიცოდი რომ საშინელი საქციელი იქნებოდა,რისი გაკეთების სურვილიც მკლავდა, მაგრამ მაინც შევევდი ფოტოებში და სრული შოკი მივიღე.
ფოტოზე ვარ გამოსახული მე. ჯერ კიდევ თბილისში, ჩვენი პირველი შეკრებისას, ნატას და მიას რაღაცაზე ვეკამათები, მეორე ფოტოზე ვარ მე, სამარშუტო ტაქსში მძინარე. მესამე- ლაშქრობის პირველი დღე, თავდახრილი ჩანთაში ვიქექები, შოკოლადისთვის. მეოხე-სურათი, რომელიც ეკრანზე ფონათ დგას, მეხუთე- ამ ოთახში საწოლში მძინავს. ერთი ხელი თავქვეშ ამომიდია და თმაც გამბურდვია, მეექვსე... მეშვიდე... მეათე...
-სხვის ტელეფონში დაუკითხავად ძრომიალი, არაა კარგი საქციელი.-გვერდიდან მომესმა ლუკას ხმა. შეშინებულს ლამის ხელიდან გამივარდა ტელეფონი. ლუკა კარებში იდგა და წარბშეკრული მიყურებდა.
-მე... მე არ...-ენა დამება. არ ვიცი შიშისგან თუ ნანახისგამ. თავი დავხარე და ეკრანს დავაკვირდი.მომდევნო სურათი იმ დღეს იყო გადაღებული, როცა ფამოცდიდან სახლში ვბრუნდებოდი, რომელ დღესაც მიას და ნატას ყველაფერი მოვუყევი.
ისედან აკანკალებლს, ახლა თითქოს ცხელი წყალი გადამასხეს. გავშეშდი და დაფეთებულმა გავხედე ლუკას. ეს სურათი საიდან ჰქონდა?
-ეს... ეს სურათი...-ენას ვერ ვიბრუნებდი რომ სათქმელი მეთქვა.
-რომელი?-წარბი გახსნა და ახლოს მოვიდა. ხელზე ხლი მომავლო, ტელეფონი მიიტრიალა თავისკენ და ეკრანს დახედა.-ეს ის დღეა გამოცდა რომ გქონდა.-მითხრა უდარდელად და მე უფრო დამაბნია.
-მანიაკი ხარ?-არც კი ვიცი საიდან მოვიტანე ეს სისულელე, მაგრამ რატომღაც ერთი ფილმი გამახსენდა სადაც ერთი მანიაკუ მსხვერპლი გოგონების ჯერ სურათებს აგროვებდა და მერე კლავდა.
ლუკამ უცებ სიცილი ატეხა ჩემს სიტყვებზე და მერე ხარხარში გადაუვიდა. მე კი ნირიც არ მიცვლია, გაოცებული შევყურებდი.
-იცი რა მაკვირვებს? შენისთანა მოაზროვნე გოგო, ასეთ სისულელეს როგორ ამბობს. ორი დღეა ვფიქრობ და ვერ გამიგია, მართლა ვერ ხვდები თუ თავს ისულელებ. ყველანაირად ცდილობ გვერდი აუარო მთავარ თემას. ამ წუთას იმის დამადასტურებელ ფაქტს უყურებ, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და ლაშქრობის შემდეგ შენი ჩრდილი გავხდი, მერე თვით მიასა და ნატას შევეჭიდე და ძლივს დავარწმუნე სახლიდან რომ გამოეყვანე და წამალი ჩაეყარათ შენთვის და მოგიტაცე. მოგიყვანე ორივესთვის საყვარელ ხალხთან და საყვარელ ადგილზე და ამ დროს მეკითხები მანიაკი ხომ არ ხარო. გადამრევ შენ მე...-თავი გააქნია და ხელის ჩაქნევით საწოლზე ჩამოჯდა.
ისევ ერთ ადგილას ვიყავი მიყინული, მეტყველებისა და აზროვნების უნარი დაკარგული მქონდა.მხოლოდ ერთი ჩამესმოდა ყურებში „სიგიჟემდე მიყვარხარ“ და ამ ორ სიტყვას გამალებით ვებღაუჭებოდი. მგონი მხედველობაც დამებინდა, რადგან ვერც კი დავინახე, როდის მომიახლოვდა ლუკა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ლანა, გაიგე რა გითხარი? მიყვარხარ ყველასა და ყველაფერზე მეტად. ვიცი გული გატკინე და არა ერთხელ. მაშინ გატკინე როცა შენს ბავშვურ თამაშში აგყევი და დეას უფლება მივეცი, ჩეთვის ეკოცნა, მაშინ გატკინე, როცა ოთახიდან გამომიშვი და არ შეგეწინააღმდეგე, არ გითხარი სიმართლე, მაშინაც, როცა წასვლა გადაწყვიტე და არ გაგაჩერე. მაგრამ დამიჯერე არანაკლებ მტკიოდა. ლამის გავგიჯდი სანამ უკან დავბრუნდებოდით თბილისში და მოგძებნიდი. არ მინდოდა უბრალოდ დამერეკა და ბანალური ბოდიშები მეხადა.
ერთი კვირის შემდეგ გიპოვე და სწორედ მაშინ გადაგიღე ეს სურათი რომ გნახე, როგორი შეცვლილი იყავი, როგორი გამხდარი და თვალებ ჩამქრალი, სევდიანი, მაშნვე მივხვდი რომ მე გატკინე ასე. მეორე დღიდან დავიწყე მიაზე და ნატაზე მუშაობა. -გაეცინა მათ ხსენებაზე.- ჯერ არაფერი შეიმჩნიეს რომ დამინახეს, მაგრამ გახსენე თუ არა ლამის თვალები დამთხარეს. ძლივს დავარწმუნე რომ მართლა მიყვარხარ. მიამ იმდენი მლანძღა, ლამის შენი დავიწყება გადავწყვიტე, ეგ თუ არ შეიცვლება, იცოდე რომ ოჯახი მალე დაგვენგრევა, მე მაგის ხასიათს ვერ გავუძლებ მთელი ცხოვრება. -ისევ გაიცინა საკუთარ ხუმრობაზე. თუმცა მოიცა რა ხუმრობა? ჩვენი ოჯახი ახსენა? საერთო? ჩემი და მისი? ღმერთო, ოღონდ ახლა ეს ყველაფერი სიმართლე იყოს და მერე თუნდაც საკუთარი ხელით გავითხრი საფლავს.-მეტყვი რამეს?-ლუკას სევდიანმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
„გეტყვი, გეტყვი კი არა ვიკივლებ, ვიყვირებ ყველას გასაგონად რომ მიყვარხარ, რომ ვგიჟდები შენზე... „ -ეს მხოლოდ გავიფიქრე, მინდოდა ხმამაღლა მეთქვა, მაგრამ მგონი ენა გადავყლაპე. გული ისე გამალებით მიცემდა, მგონი ცოტაც და კვედა სართულიდან ამოგვაკითხავდნენ რა ხმაურიაო.
-ლანა! -თვალისმომჭრელად, მაცდურად გამიღიმა ლუკამ- თქვი რამე.
მის ღიმილზე ენა უარესად დამება. რა უსამართლოა ეს ცხოვრება, ეს უნდა გავდეს ფოტომოდელს და მე არა?
ამ პატარა იმედგაცრუებამ გონს მომიყვანა და წამში ნორმალურად გავაანალიზე სიტუაცია. რაღაც უნდა მეთქვა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. და ვინაიდან ჩემი ენა ჯერ თავის კალაპოტს არ დაბრუნების რომ მიტყვა ნორმალურად მეთქვა, ცერებზე ავიციე და ლუკას ტუცემზე ნაზად ვაკოცე.



______________

მაგიდასთან სავახშმოდ ვისხედით. ლუკას ჩემს წელზე მოეთავსებინა მარცხენა ხელი და ცოცხალი თავით არ მიშვებდა.
-ხვალ რომ მიდიხართ, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტეთ მე რა შემიძლია?-სუფრასთან ლუკას განცხადების შემდეგ „ხვალ გადავწყვიტეთ წასვლა მე და ლანამო“-თქვა მიშამ.-მაგრამ ერთი ორი ჭიქა მაინც უნდა დავლიოთ და გზა დაგილოცოთ.
-დავლიოთ.-თქვა ლუკამ.
ამჯერად ხმა აღარ ამომიღია. რაღა დროს ნაყოფიერება და უნაყოფონა იყო? ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ წუთას თავი სამოთხეში მეგონა.
-მიდი ყმაწვილო სიყვარულის სადღეგრძელო წარმოთქვი. მთელი საღამოა შენს ლამაზ ცოლს რომ შესციცინებ თვალებში, დაგვილოცე ერთი მაგი ლამაზი ქალბატონი.-გაიცინა შალვამ.
ლუკამ ხელი წელიდან მომაშორა მაგრამ ხელზე ჩამკიდა. ზეხზე წამოდგა და მე დამაშტერდა.
-მოკლედ ვიტყვი, დღეს მე ძალიან ბედნიერი კაცი ვარ. მეეჭვება ასეთი ბედნიერი ვინმე დადიოდეს დედამიწაზე. ჩემი ეს ბედნიერება კი მხოლოდ და მხოლოდ შენ გიკავშირდება ჩემო ფერიავ. მიყვარხარ მთელი არსებით და სამუდამოდ. შენ მე არა მხოლოდ სიყვარული არამედ საკუთარი თავი მაპოვნინე. მიყვარხარ.-დაასრულა ლუკამ მე კი უკვე ცრემლებად ვიღვრებოდი. კუკამ სასმელი გადაკრა და თავზე მაკოცა.
-ამ სადღეგრძელოს ცოლმა უნდა უპასუხოს-წამოიძახა თამადამ.
-ლექსად ვიტყვი თუ შეიძლება.-გადავხედე შალვას.
-ბატონი ბრძანდები.-თავი დამიკრა და მეც უყოყმანოდ დავიწყე-
სიყვარულია ის, რაც არ გვესმის ადამიანებს,
სიყვარულია ის, რაც გულს გვტკენს და თან გვიამებს,
სიყვარულია ტკივილი, ტანჯვა, დიდი სიავე,
სიყვარული ის, რაც გვიამებს ამ დიდ იარებს.
სიყვარულისთვის თავს გავწირავ, ასე მგონია...
სიყვარულისთვის ცაზე მთვარეც მოუგონიათ,
სიყვარულისთვის საწამლავი მოსვა რომეომ,
სიყვარულისთვის დეზდემონა მოკლა ოტელომ.
ეს ყოველივე სიყვარულისთვის არ იყო განა?
რომ ჯულიეტამ დაუნდობლად დაისო დანა,
სიყვარულისთვის ზოგიერთი ჩაება ომში,
ორში ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდნენ ორნი.
სიყვარულს ახლავს დიდი ტკივილი, განუყოფელი,
დიდი ტკივილი - უკურნებელი, დაუნდობელი,
იგი ძლიერად ბრჭყალებს ჩაგასობს დაფლეთილ გულში,
სასოწარკვეთოლს, უმალ ჩაგითრევს სევდის უფსკრულში...
სიყვარული და ტკივილი ერთად ვარდს მოგაგონებთ,
სურნელოვან ვარდს,რომელსაც დიდი ეკლები ფარავს,
მაგრამ ამ ეკლებს არავინ უფრთხის და არვინ მალავს,
რომ სიყვარული სამოთხეა, ომი კი არა...
ძალიან ცოტა მოვსვი და ადგილზე დავაბრუნე ჭიქა. მაგიდაზე მსხდომნი დადუმებულნი მიყურებდნენ. ნინო ბებო უხმოდ ტიროდა.
-უყურე შენ ამას. რძალო ეს რა ლექსები გცოდნია...-წარმოთქვა ღიმილით შალვამ.
-ერთი წუთით მაპატიეთ.- წამოიძახა ლუკამ. ხალი დამავლო, სლამიდან ამაყენა და გარეთ გამარბენინა.
-რა მოხდ...-სიტყვა ვერ დავასრულე ეზოში გასულმა, რომ ტუჩებზე დამაცხრა ლუკა.
-ახლა რომ არ მეკოცნა, ჩათვალე მკვდარი ვიყავი. მიყვარხარ. - შუბლი შუბლზე მომადო და ღრმად ჩაისუნთქა. მეც ხმას ვეღარ ვიღებდი სუნთქვა არეული ღრმად ვსუნთქავი თვალებ მინაბული.


ცხოვრება ერთი პატარა წუთია, რომელიც თვალის დახამხამებაში მთავრდება. ყველა ადამიანი დედამიწაზე რაიმე მისიის შესასრულებლადაა მოვლენილი.ლუკა ალბათ ჩემს გასაბედნიერებლად მოევლინა სამყაროს და დაკისრებული მისია ზედმიწევნით შეასრულა.
განგიმ თქვა, ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, უმნიშვნელოდ იქნება, მაგრამ მაინც უნდა გააკეთო, რადგან ამას შენს გარდა ვერავინ გააკეთებსო.
ასეა ზუსტად. შენი უმნიშვნელო ქმედება, რაღაც მნიშვნელოვანს იწვევს... ლანამ და ნატამ წამომიყვანეს ლაშქრობაზე და შეიძლება ეს უმნიშვნელოს მივაწეროთ, მაგრამ მე აქ ჩემს მნიშვნელოვანს-ლუკას შევხვდი. და მასაც მიეცა თავისი მისიის შესრულების შანსი...


დასასრული.


***


ჩემო საყვარლებო, როგორ ხართ?
როგორ მომენატრეთ ნეტავ იცოდეთ. ტკივილამდე....
ბოდიშს გიხდით ასეთი დაგვიანებისთვის. მე კი დიდი ხანია ეს თავი მომზადებული მაქვს, მაგრამ ჩემს ქუჩაზე ინტერნეტი გათიშული იყო და ვერ ავტვირთე.
მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის და ამდენი სიყვარულისთვის. თქვენი კომენტარები საოცრად მახარებს. ვგრძნობ თქვენს გვერდში დგომასა და სიყვარულს.
მიყვარხართ ყველა უზომოდ. ახლა კი ველი თქვენს შემაჯამებელ შეფასებას სულმოუთქმელად. მიყვარხართ და მაბედნიერებთ.
თქვენი მარიამი.



№1  offline წევრი Salo me

ვიწყებ კითხვას და შეგიფასებ ცოტახანშიიი.
--------------------
Sally

 


№2  offline მოდერი chica sol

Salo me
ვიწყებ კითხვას და შეგიფასებ ცოტახანშიიი.

ჩემი სალო love გელოდები winked

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი მარიამიიიი.... მე როგორ მომენატრე ახლა მე მკითხე... ძალიან მომეწონა დასასრული მაგარია ლუკა ხო ვამბობ და არავინ შემეწინააღმდეგოს... შენ უფრო მაგარი ხარ და ახლა მალე დაიეყე ახალი ისტორიის წერა და თავი არ მომანატრო თორემ წასულია ჩემი საქმე... ახალ ისტორიას ველოდები მოუთმენლად...

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

love love როგორ დამწყდა გული რომ დაასრულე მაგრამ ისეტი იყო როგორსაც ველოდი love love

 


№5  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ჩემი მარიამიიიი.... მე როგორ მომენატრე ახლა მე მკითხე... ძალიან მომეწონა დასასრული მაგარია ლუკა ხო ვამბობ და არავინ შემეწინააღმდეგოს... შენ უფრო მაგარი ხარ და ახლა მალე დაიეყე ახალი ისტორიის წერა და თავი არ მომანატრო თორემ წასულია ჩემი საქმე... ახალ ისტორიას ველოდები მოუთმენლად...

ჩემი სალო ჩემი გოგო. ვაიმე როგორ მომენატრა შენი სითბო რომ იცოდე❤❤❤
აზალი ისტორია დაწყებული მაქვს მაგგრამ ხიმ იცი ვცფულობ ჯერ დასასრულისკენ წავიყვანო და მერე ავტვირთო. მიყვარხარ ძალიან

 


№6  offline მოდერი chica sol

sameone crazy girl
love love როგორ დამწყდა გული რომ დაასრულე მაგრამ ისეტი იყო როგორსაც ველოდი love love

მიხარია რომ გაგიმართლე მართლა. მიყვარხარ მე შენ❤❤❤❤

 


№7  offline წევრი Salo me

მარიამ ზაქარაშვილი
Salo me
ვიწყებ კითხვას და შეგიფასებ ცოტახანშიიი.

ჩემი სალო love გელოდები winked

დავასრულე და ვიწყებ აზრების და შთაბეჭდილებების ფრქვევას ;-) თავიდან თვალი რომ გადავავლე დიდი თავი მომეჩვენა მაგრამ ისე მიყვებოდა მოვლენები ერთმანეთს და თან ისეთი სასიამოვნო იყო კითხვის პროცესი რომ უცბად წამეკითხა. უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდი. ერთი შეხედვით ბაბნიკი ლუკა თურმე როგორ ყოფილა ყურებამდე შეყვარებული ლანაზე. განსაკუთრებით ამ ისტორიუს ის მომწონს რომ არ არის ტრაგიკული და ზედმეტი ემოციებით დატვირთული. იუმორის ელემენტებიც მრავლად იყო რაც მე განსაკუთრებით მიყვარს. არაჩვეულებრივად წერ ჩემო კარგო. ეს ისტორია აუცილებლად შეემატება ჩემი საყვარელი ისტორიების მცირერიცხოვა სიას და საპატიო ადგილს დაიკავებს. აუცილებლად უნდა გითხრა მიაზეც. ეს გმირი ძალიან საყვარელი გამოგივიდა და თხოვნა იქნება თუ მასაც მიუძღვნი რაიმე შენებურ გემრელ ისტორიას. მიყვარხარ და მალე დაგვიბრუნდი უკვე მენატრები
--------------------
Sally

 


№8 სტუმარი ემი

აი, რა გითხრა... მწყინს, რომ დასრულდა... მიხარია, რომ კარგად დასრულდა...
ისიც უნდა გითხრა, რომ კარგად დაასრულებდი ვიცოდი, მაგრამ უფრო სხვანაირად გადაწყვეტილ დასასრულს ველოდი... მომეჩვენა, რომ ის მუხტი აკლდა, რაც ამ ისტორიის საწყის თავებს ქონდა...იმედია, არ გამიბრაზდები, რადგან მინდა რომ კიდე უფრო მაგარი იყო...
ისიც უნდა გითხრა, რომ ძალიან კარგი ხარ, კარგად წერ, კარგი იუმორის გრძნობა გაქვს და... ყველაფერი ამის გამო, ვგიჟდები შენზე...

პ.ს. ახალ ისტორიას რომ მოუთმენლად ველოდები, ამას აღარ გეუბნები მარიკუნა...

 


№9  offline მოდერი tsn

რა კარგი იყო :-*

 


№10  offline მოდერი chica sol

Salo me
მარიამ ზაქარაშვილი
Salo me
ვიწყებ კითხვას და შეგიფასებ ცოტახანშიიი.

ჩემი სალო love გელოდები winked

დავასრულე და ვიწყებ აზრების და შთაბეჭდილებების ფრქვევას ;-) თავიდან თვალი რომ გადავავლე დიდი თავი მომეჩვენა მაგრამ ისე მიყვებოდა მოვლენები ერთმანეთს და თან ისეთი სასიამოვნო იყო კითხვის პროცესი რომ უცბად წამეკითხა. უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდი. ერთი შეხედვით ბაბნიკი ლუკა თურმე როგორ ყოფილა ყურებამდე შეყვარებული ლანაზე. განსაკუთრებით ამ ისტორიუს ის მომწონს რომ არ არის ტრაგიკული და ზედმეტი ემოციებით დატვირთული. იუმორის ელემენტებიც მრავლად იყო რაც მე განსაკუთრებით მიყვარს. არაჩვეულებრივად წერ ჩემო კარგო. ეს ისტორია აუცილებლად შეემატება ჩემი საყვარელი ისტორიების მცირერიცხოვა სიას და საპატიო ადგილს დაიკავებს. აუცილებლად უნდა გითხრა მიაზეც. ეს გმირი ძალიან საყვარელი გამოგივიდა და თხოვნა იქნება თუ მასაც მიუძღვნი რაიმე შენებურ გემრელ ისტორიას. მიყვარხარ და მალე დაგვიბრუნდი უკვე მენატრები

არ მიფიქრია მიას ისტორიაზე მაგრამ ვიფიქრებ... კი არა და დავწერ შენი გულისტვის გპირდები. ოღონდ არ ვიცი როდის იქნება.
მიხარია რომ მოგეწონა. მნიშვნელივანია შენი აზრი ჩემთვის და მიხარია რომ ასე დადებითად ხარ განწყობილი...
მიყვარხარ მე შენ. და მადლობა ამდენი სითბოსთვის❤

ემი
აი, რა გითხრა... მწყინს, რომ დასრულდა... მიხარია, რომ კარგად დასრულდა...
ისიც უნდა გითხრა, რომ კარგად დაასრულებდი ვიცოდი, მაგრამ უფრო სხვანაირად გადაწყვეტილ დასასრულს ველოდი... მომეჩვენა, რომ ის მუხტი აკლდა, რაც ამ ისტორიის საწყის თავებს ქონდა...იმედია, არ გამიბრაზდები, რადგან მინდა რომ კიდე უფრო მაგარი იყო...
ისიც უნდა გითხრა, რომ ძალიან კარგი ხარ, კარგად წერ, კარგი იუმორის გრძნობა გაქვს და... ყველაფერი ამის გამო, ვგიჟდები შენზე...

პ.ს. ახალ ისტორიას რომ მოუთმენლად ველოდები, ამას აღარ გეუბნები მარიკუნა...

სიმართლე გითხრა მე სულ სხვა დასასრული მქონდა თავიდან მხედველობაში მაგრამმ არ ვიცი რატომ ასე გადავწყვიტე ბოლოს დასასრული. რა თქმა უნდა არ მეწყინება. მეც მგონია რომ მოკვარახჭინებულივით გამომივიდა ნუ არ ვიცი...
მიხარია რომ კითხულობდი და მიხარია რომ ახალ ისტორიას ელი. love

ცირა ნინიაშვილი
რა კარგი იყო :-*

დიდი მადლობა ცირა მიხარია თუ მოგეწონა love

კორა შენი კომენტარი წავიკითხე მოვასწარი wink wink
ვაიმე რომ იცოდე, რომ ხვდებოდე, რომ გრძნობდე როგორ მახარებ და როგორ მიყვარხარ. ჩემო გოგო იცი რას ნიშნავს შენი სიტყვები? ახლა იცი ჩემში რა ხდება? ისეთი ემოციებით ამავსე სიხარულით ცრემლები მყვივა. მიყვარხარ მიხარიხარ და მაბედნიერებ love

 


№11  offline წევრი kora

აუუუ, რამდენი დავწერა და რატომღაც წაისალა:(
მოკლედ, მარიამ საოცარი ემოციებით დატვირთული დასასრული იყო, ორჯერ გადავიკითხე და კიდევ მინდაა :) დარწმუნებული ვარ ამ ისტორიას ათასჯერ გადავიკითხავ და მაინც ვერ დავტკბები, მაბოდებს ამ ისტორიაზე! ყველა შენი ისტორია მიყვარს, მაგრამ ეს განსაკუთრებულია! მადლობა შენ ამ ემოციებისთვის, იმ სიხარულისთვის რასაც ყოველი ახალი თავის დანახვისას განვიცდიდი <3
ამ გვერდზე ბევრ ისტორიას ვკითხულობ, ბევრი მომწონს და ყველასადმი დადებითად ვარ განწყობილი, მაგრამ შენ ჩემი ფავორიტი ხარ და არ მომბეზრდება სენთვის ამის გამეორება!
--------------------
kira.G

 


№12  offline წევრი ♡EPICLOVE♡

momewona dzalian ogond martla guli ki damwyda ro dasrulda mara exa amatze gagrdzeleba ukve sisulele iqnebodaa inedia mlae dagvibrundebi axali istoriit♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№13  offline მოდერი chica sol

kora
აუუუ, რამდენი დავწერა და რატომღაც წაისალა:(
მოკლედ, მარიამ საოცარი ემოციებით დატვირთული დასასრული იყო, ორჯერ გადავიკითხე და კიდევ მინდაა :) დარწმუნებული ვარ ამ ისტორიას ათასჯერ გადავიკითხავ და მაინც ვერ დავტკბები, მაბოდებს ამ ისტორიაზე! ყველა შენი ისტორია მიყვარს, მაგრამ ეს განსაკუთრებულია! მადლობა შენ ამ ემოციებისთვის, იმ სიხარულისთვის რასაც ყოველი ახალი თავის დანახვისას განვიცდიდი <3
ამ გვერდზე ბევრ ისტორიას ვკითხულობ, ბევრი მომწონს და ყველასადმი დადებითად ვარ განწყობილი, მაგრამ შენ ჩემი ფავორიტი ხარ და არ მომბეზრდება სენთვის ამის გამეორება!

ჩემო გოგო მოვასწარი წაკითხვა და დაგიწერე პასუხიც შენი კომენტარის ზევითაა wink
მიყვარხარ ძალიან ძალიან. მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ამის გადმოსაცემად love

♡EPICLOVE♡
momewona dzalian ogond martla guli ki damwyda ro dasrulda mara exa amatze gagrdzeleba ukve sisulele iqnebodaa inedia mlae dagvibrundebi axali istoriit♡♡♡

კი ასე ვფიქრობ აღარ ღირდა გაგრძელება. მიხარია რომ მოგეწონა. შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ და ახალი ისტორიით მალე დავბრუნდე love

 


№14  offline წევრი kora

მარიამ ზაქარაშვილი
kora
აუუუ, რამდენი დავწერა და რატომღაც წაისალა:(
მოკლედ, მარიამ საოცარი ემოციებით დატვირთული დასასრული იყო, ორჯერ გადავიკითხე და კიდევ მინდაა :) დარწმუნებული ვარ ამ ისტორიას ათასჯერ გადავიკითხავ და მაინც ვერ დავტკბები, მაბოდებს ამ ისტორიაზე! ყველა შენი ისტორია მიყვარს, მაგრამ ეს განსაკუთრებულია! მადლობა შენ ამ ემოციებისთვის, იმ სიხარულისთვის რასაც ყოველი ახალი თავის დანახვისას განვიცდიდი <3
ამ გვერდზე ბევრ ისტორიას ვკითხულობ, ბევრი მომწონს და ყველასადმი დადებითად ვარ განწყობილი, მაგრამ შენ ჩემი ფავორიტი ხარ და არ მომბეზრდება სენთვის ამის გამეორება!

ჩემო გოგო მოვასწარი წაკითხვა და დაგიწერე პასუხიც შენი კომენტარის ზევითაა wink
მიყვარხარ ძალიან ძალიან. მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ამის გადმოსაცემად love

♡EPICLOVE♡
momewona dzalian ogond martla guli ki damwyda ro dasrulda mara exa amatze gagrdzeleba ukve sisulele iqnebodaa inedia mlae dagvibrundebi axali istoriit♡♡♡

კი ასე ვფიქრობ აღარ ღირდა გაგრძელება. მიხარია რომ მოგეწონა. შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ და ახალი ისტორიით მალე დავბრუნდე love

მადლობა შენ, რომ ასეთი კარგი ხარ! <3 მოუთმენლად ვუცდი ახალ ისტორიას და ახალ ემოციებს :)
--------------------
kira.G

 


№15  offline მოდერი X.G

ვაიმე რა ძაან მაგარი გოგო ხარ რაა მართლაც უმაგრესი ისტორიააა ყოჩაღ

 


№16  offline მოდერი chica sol

თაკოთაკო
ვაიმე რა ძაან მაგარი გოგო ხარ რაა მართლაც უმაგრესი ისტორიააა ყოჩაღ

დიდი მადლობა თაკო გამახარე ძალიან love

 


№17 სტუმარი darina

Dasasruli rom wavikitxe cota ar iyos guli momewura, ar mindoda rom dasrulebuliyo, sul mindoda rom mekitxa da mekitxa, ar vici ra vtqva emociebis da shtabechdilebebis qvesh var, miyvarxar mar, martalia momenatreba luka magram vici rom axali istoriit dagvibrundebi da me sulmoutqmelad dagelodebi, warmatebebi chemo tkbilo.

 


№18  offline მოდერი chica sol

darina
Dasasruli rom wavikitxe cota ar iyos guli momewura, ar mindoda rom dasrulebuliyo, sul mindoda rom mekitxa da mekitxa, ar vici ra vtqva emociebis da shtabechdilebebis qvesh var, miyvarxar mar, martalia momenatreba luka magram vici rom axali istoriit dagvibrundebi da me sulmoutqmelad dagelodebi, warmatebebi chemo tkbilo.

ჩემო გოგო, ჩემო უსაყვარლესო...
არც მე მემეტებოდა დასასრულებლად მაგრამ გაწელვად არ ღირდა...
მიყვარხარ და კი იცი ეს შენ. დიდი მადლობა რომ სულ ჩემთან ხარ❤❤❤❤

 


№19  offline ადმინი ano23

rogor miyvars me es istoria :-* ^_^ dzalian sasiamovno da kargi wasakitxi iyo.mariam moutmenlad veli rame axaals rodis shemogvtavazeb ^_^

 


№20  offline მოდერი chica sol

ano23
rogor miyvars me es istoria :-* ^_^ dzalian sasiamovno da kargi wasakitxi iyo.mariam moutmenlad veli rame axaals rodis shemogvtavazeb ^_^

მართლა მთელი გულით მიხარია რომ მოგეწონა ჩემო კარგო. დიდი მადლობა რომ კითხულობდი.
არ ვიცი ზუსტად როდუს დავიწყებ. ჩემუ აბეზარი ძმა რომ მორჩება არდადეგებს და აზროვნრბის საშვალება მექნება მაშინ ალბათ.:დ

 


№21  offline ახალბედა მწერალი MariamG

არ მინდოდა ამ ისტორიის დასასრული მენახა... იმიტომ კი არა, რომ ცუდია, არამედ იმიტომ, ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა და გეტყვი რატომ❤
ზოგადად, ჩემი მთელი ცხოვრება ერთი დიდი ოცნებაა, რომელსაც ჰქვია სადმე შორს, ბუნებაში ერთი პატარა სახლი და პატარა თბილი ოჯახი.
რა თქმა უნდა, ეს ოცნება ჩემთვის ძვირფასია, რადგან მომავალში გადაკარგულ სოფელში საცხოვრებლად არ წავალ და არც მაქვს ასეთი სოფელი. სულ ვესიყვარულები სვანეთს, რაჭას და აჭარის ნებისმიერ ულამაზეს ადგილს - ხულოს❤
ამ ულამაზეს ისტორიაში ყველაზე ლამაზი სწორედ ესაა, რომ მოქმედება - ძირითადი , მიდის ბუნებაში, თბილ ოჯახში და ჩემთვოს ამას მეტაფორული დატვირთვაც აქვს, რადგან როდესაც საბაგიროს ეპიზოდი დაგვიხატე მაშინვე ვიგრძენი, რომ სითბო აქ გაჩნდა და ამ ადგილით დაასრულებდი..
არ ვიცი რა გითხრა, ჩემთვის სიკეთესთან სიყვარულთან და სითბოსთან ასოცირდება ეს ისტორია და ალბათ კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები ❤
მადლობ, რომ ასეთი კარგი ხარ..
მომენატრე ჩემო გოგო!!!
და მიყვარხარ❤ love

 


№22  offline წევრი Crystal

არ მეყო,კიდევ და კიდევ მინდა რომ ვიკითხო არ მბეზრდება ეს ისტორია <3 ძალიან მომანატრე თავი <3 ველი ახალ ისტორიას <3

 


№23  offline მოდერი chica sol

Crystal
არ მეყო,კიდევ და კიდევ მინდა რომ ვიკითხო არ მბეზრდება ეს ისტორია <3 ძალიან მომანატრე თავი <3 ველი ახალ ისტორიას <3

ჩემო გოგო მეც მომენატრე. მიხარია რიმ ჩემთან ხარ ისევ. ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო❤❤❤

 


№24  offline მოდერი nicol

მარიკუნა, ჩემო გოგო love
როგორც იქნა მოვიცალე კომენტარისთვის, love
ეს იყო ისტორია, რომელსაც ყოველთვის მსუბუქად ამაღლებული პულსაციის თანხლებით ვკითხულობდი. რომ კითხულობ და არ გინდა დასრულდეს. ყოველდღე რომ ელოდები და მერე რომ ნახავ, წასაკითხად გენანება. არჩევ იდეალურად მყუდრო დროს, რომ თითოეული წამით დატკბე. ეს ერთადერთი ისტორია იყო, რომელსაც სამსახურში არ ვკითხულობდი, სწორედ იმიტომ რომ თითოეული სიტყვა გამეაზრებინა.
გული დამწყდა რომ დასრულდა, მაგრამ ვიცი მალე დაგვიბრუნდები ასეთივე კარგი ისტორიით love
მიყვარხარ მარიკუნა შენ მე love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№25  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა, ჩემო გოგო love
როგორც იქნა მოვიცალე კომენტარისთვის, love
ეს იყო ისტორია, რომელსაც ყოველთვის მსუბუქად ამაღლებული პულსაციის თანხლებით ვკითხულობდი. რომ კითხულობ და არ გინდა დასრულდეს. ყოველდღე რომ ელოდები და მერე რომ ნახავ, წასაკითხად გენანება. არჩევ იდეალურად მყუდრო დროს, რომ თითოეული წამით დატკბე. ეს ერთადერთი ისტორია იყო, რომელსაც სამსახურში არ ვკითხულობდი, სწორედ იმიტომ რომ თითოეული სიტყვა გამეაზრებინა.
გული დამწყდა რომ დასრულდა, მაგრამ ვიცი მალე დაგვიბრუნდები ასეთივე კარგი ისტორიით love
მიყვარხარ მარიკუნა შენ მე love

ვაიმე სწორედ სამსახური მიშლის ხელს რიმ ცრემლები არ გადმომცვივდეს და ამდენ ხალხში არ ავტირდე. აი ასე მახარებ შენ მე ცრემლებამდე. მიხარია რიმ მოგეწონა, რომ კიხულობდი და საერთოდ შენი არსებობა მიხარია ჩემს ცხოვრებაში. მიყვარხარ ჩემო გოგო და დიდი მადლობა გუშინდელი ინფაქტისთვის:დდ ❤❤❤

Mariam G
ჩემო გოგო იმდენი ხანია ვწვალობ და ვერ ვტვირთავდი კომენტარს ამიტომ ასეთი სახით გიწერ იმედია ნახავ.
ძალიან მიხარია რომ შენთან ახლოს მოვიდა ეს ისტორია. მიხარია რომ შენს ოცნებებს გამოვეხმაურე ჩემდაუნებურად მაგრამ მაინც...
მე მართლა არ მეყო სიტყვები ის სულამაზე ამეღწერა ისე როგირც ჩემი თვალები აღიქვამს.
მიყვარხარ ჩემო გოგო. ხომ იცი რონ ბევრს ნიშნავ ჩემთვის. ჩემი გოგო ხარ ჩემი პატარა დაიკო❤❤❤❤

 


№26  offline წევრი lesia

რა საოცარი გოგო ხარ !
მადლობა აამ შესანიშნავი ისტორიისთვის love

 


№27  offline წევრი Salo me

მარიამ როგორ მახარებ ვერ წარმოიდგენ. შენ თვითონ ხარ ყველაზე თბილი. პირადად არ გიცნობ მაგრამ კომენტარებიდან ამოკითხულით ვხვდები რომ ძალიან კეთილი ჭკვიანი გოგო ხარ. კიდევ რასაც ძალიან ვაფასებ საოცრად ყურადღებიანი ხარ ყველას მიმართ. არ გეპირფერები გეფიცები ეს არაფერში მჭირდება უბრალოდ გული მაწერინებს ამ სიტყვებს. მონდა იცოდე როგორ გაფასებ. მადლობა რომ დამპირდი მოაზე ისტორიას. დრო პრობლემა არ არის, შენი ნამუშევრები ღირს ხოლმე ლოდინად. ვიცი რომ მოლოდინს გაამართლებ აუცილებლად. მუზა როცა გეწვევა და თავისუფალი დრო გექნება მაშინ დაწერე ჩემო კარგო.
--------------------
Sally

 


№28  offline მოდერი chica sol

Salo me
მარიამ როგორ მახარებ ვერ წარმოიდგენ. შენ თვითონ ხარ ყველაზე თბილი. პირადად არ გიცნობ მაგრამ კომენტარებიდან ამოკითხულით ვხვდები რომ ძალიან კეთილი ჭკვიანი გოგო ხარ. კიდევ რასაც ძალიან ვაფასებ საოცრად ყურადღებიანი ხარ ყველას მიმართ. არ გეპირფერები გეფიცები ეს არაფერში მჭირდება უბრალოდ გული მაწერინებს ამ სიტყვებს. მონდა იცოდე როგორ გაფასებ. მადლობა რომ დამპირდი მოაზე ისტორიას. დრო პრობლემა არ არის, შენი ნამუშევრები ღირს ხოლმე ლოდინად. ვიცი რომ მოლოდინს გაამართლებ აუცილებლად. მუზა როცა გეწვევა და თავისუფალი დრო გექნება მაშინ დაწერე ჩემო კარგო.

სალო ახლა ისე გამახარე შენ მე ნეტავ იცოდე. ვაიმე რა მეშველება უთქვენოდ სანამ რამე ახალს დავასრულებ... უკვე მენატრებით და დეპრესიისკენ ვდგამ ნაბიჯებს.
მაფლობა შენ ამხელა სიყვარულისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის. არც კი გამივლია გულში რომ მეპირფერები ან ვინმე პირფერობს აქ საერთოდ. მიხარია აქ ყოფნა რადგან აქ ძალიან ბევრი სითბო სიყვარული და პატივისცემაა
მაფლობა სალო სხვა არ ვიცი რა გითხრა. მიყვარხარ❤❤❤❤

lesia
რა საოცარი გოგო ხარ !
მადლობა აამ შესანიშნავი ისტორიისთვის love

მადლობა შენ რომ კითხულობდი და იყავი ჩემთან ერთად❤❤❤

 


№29  offline წევრი meri89

momewona xo UCI:)

 


№30  offline მოდერი chica sol

meri89
momewona xo UCI:)

მადლობა ჩემო კარგო მიხარია❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent