შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “13“


28-12-2015, 18:38
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 134

-როცა დაიწყებ, უნდა დაასრულ კიდეც,-ცივად მიუგო და ხელები გადააჯვარედინა,თავი დახარა და თოვლს დააცქერდა
-სახლში ხომ არ წავიდეთ?-ჰკითხა დამიანემ და თავადაც წამოდგა,-დემნას შესცივდება
-თქვენ წადით,მე ცოტახნით კიდევ დავრჩები,-გასცა მან პასუხი და ზურგით დადგა,-დროებით,-დამიანეს თქმის საშუალება არ მისცა ისე ჩამოსცილდა და იქით წავიდა,სადაც თოვლში თამაშით ირთობდნენ თავს.დამიანეს აღარ დაუძახია,დემნასთან ერთად წავიდა სახლში,მიხვდა რომ ელენეს მარტო ყოფნა და ფიქრი სჭირდებოდა და ხელი აღარ შეუშალა.
როდესაც ელენემ მარტო იგრძნო თავი,მოფარებით შევიდა და თოვლზე წამოწვა,თითქოს ტკივილის ერთადერთი საშუალება თოვლი იყო,რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა,რომ მშვიდად სუნთქვა შესძლებოდა და ფიქრი,არათუ ცუდზე არამედ კარგზე.ღრუბლებს მიაცქერდა და უნებურად ცრემლი ჩამოუცურდა,ღრმად სუნთქვა დაიწყო და ცრემლები უფრო ხშირი გაუხდა,გულიც ასტკივდა და სიმძიმე იგრძნო,სხეული სიცივის მაგიერ გავარვარდა და კანი საშინლად აეწვა,თავი ისე იგრძნო,თითქოს მასა და ცას შორის ზღვარი არ არსებობდა,
ისევე როგორც, დამიანეს,ნინელისა და გიორგისთან. აცრემლებული წამოდგა და შიშველ ხელის გულზე თოვლის ცივი ბურთულა დაიდო,სხეულის ტემპერატურამ თოვლის დნობა დაიწყო და საბოლოოდ ხელში წყლის წვეთები შერჩა.
-ნეტავ ყველაფერი ისევე გაქრება,როგორც შენ?-ხმამაღლა ჰკითხა ელენემ და ცრემლები შეიმშრალა,-ჩემი არსებობა ტკივილია,რომელიც ყველა ჩემს ახლობელს ჩემი მიზეზით გაუჩნდა,სანამ დროა ყველაფერი უნდა ვუთხრა დედას,არ ვიცი გამიგებს თუ არა და მიმიღებს ისეთ,როგორიც ვარ,მაგრამ იგი არ იმსახურებს ტყუილში ცხოვრებას,თუკი უარს იტყვიან ჩემისთანა შვილზე საერთოდ წავალ,მეც იმ ღრუბლების ნაწილი გავხდები,რომლებიც ასე ძალიან მიყვარს და ერთადერთია,
რომელთაც ადამიანი ვერ შეეხება,-თავისი ფიქრები ხმამაღლა წარმოთქვა,ისე რომ არც გაუაზრებია,შესაძლებლობა,რომელსაც მისი ხმამაღალი საუბარი გამოიწვევდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
-სახლში წასვლას აღარ აპირებ?-ჰკითხა მის ზურგს უკან მდგარმა დამიანემ და ისე მიუახლოვდა,რომ თითქმის ელენეს ზურგი მას ეყრდნობოდა,-გაცივდები,-მზრუნველის ხმით მიუგო მან
-მისმენდი?-შემობრუნდა ელენე და გაბრაზებული მიაცქერდა
-მხოლოდ ის გავიგე რომ თქმა გადაწყვიტე
-რატომ დაბრუნდი?-საუბრის თემის შეცვლა სცადა ელენემ
-არ ვიცი,მეგონა რომ მთელი დღე აქ ყოფნას გადაწყვეტდი და ქორწილის წინ არ მინდა გაცივდე
-რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?-ჰკითხა მან და ხელი გულზე მიაბჯინა,დამიანე დაიბნა და ხმის ამოღება გაუჭირდა,რადგან ელენეს შეხებამ რეტი დაასხა და წაბორძიკდა,გულისცემა გაორმაგებულმა ძლივს დაიწყო სიტყვის თქმა.
-რის თხოვნას აპირებ,გააჩნია,-მიუგო მან და მისი ხელი,რაც ასე ძალიან ანერვიულებდა,მოიცილა და ცოტა სიმშვიდე იგრძნო.
-სადმე წავიდეთ და დავლიოთ,მერე აღარ გამიჭირდება სიმართლის თქმა
-წავიდეთ,მაგრამ არა იმიტომ რომ პირი მოაღო და ყველაფერი თქვა,დამაცადე,ცოტა დრო გავუდეს და ორივემ ერთად ავუხსნათ შენს მშობლებს,სინამდვილეში რა მოხდა და რატომ მომყავხარ ცოლად
-აღარ მინდა ცრუ ცხოვრება,-აღელვებულმა წარმოთქვა და ცრემლები განუახლდა,დამიანემ თავი ცუდად იგრძნო,არ ესიამოვნა მის სახეზე ცრემლები და მისი სახე ხელებში მოიქცია,ცრემლები შეუმშრალა და დამსვიდებ სცადა.
-ყველაფერს გააფუჭებ,როცა დრო მოვა,-უთხრა და ბაგეები შუბლზე საკოცნელად მიიტანა.ისედაც აღელვებულმა ელენემ დამიანეს ცხელი სუთქვა რომ იგრძნო ,ერთიანად გააჟრჟოლა და აკანკალდა ციანივით,გული აუჩქარდა და თავბრუსხვევა იგრძნო,ცრემლებისგან დასველებული თვალები მიელულა და თავისით მიებჯინა მისი შუბლი დამიანეს ტუჩებს.მამაკაცმა ხელები შემოხვია წელზე და ძლიერად მიიკრა სხეულზე,-რა ცივი ხარ,შენ რა თოვლში იწექი?-აღტაცებით ჰკითხა და უფრო ძლიერად ჩაიხუტა,-არ გაცივდე,გადარეულო,-ღიმილნარევი ხმით მიუგო მას.
-ყველაფერი რომ გაირკვევა შენ წახვალ?-თავი მის მკერდს მოაცილა გაბრუებულმა ქალმა და ცრემლი შეიმშრალა
-კი,-ნაღვლიანი ხმით თქვა დამიანემ,-მომიწევს,-მასაც აეწვა თვალები და ცრემლი ჩაუდგა.
-უფლება რომ არ მოგცენ?
-ვინ?-სიმწრით გაეცინა
-ვინმემ,-უპასუხა ელენემ და ჩამოსცილდა,მის წინ დადგა და თვალებში მიაცქერდა
-არ წავიდეთ დასალევად?-ჰკითხა დამიანემ და ხელი გაუწოდა,-წამოდი,-უთხრა ელენეს და მის ხელს დაელოდა,რომელიც თავის გაწვდილ ხელს უნდა შეხებოდა.
* * *
-რამდენი ხალხია,-შეიცხადა შეწუხებულმა ელენემ ბარში და შეკვეთილი ღვინო მოსვა,-მ გემრიელია,-თქვა და შეხედა
-არის რა,-ჭოჭმანით დაეთანხმა დამიანე და მანაც დალია სისხლის ფერი ღვინო,მერე ჭიქა შეანჯღრია და ხელმეორედ მოსვა.
-ბევრი ხალხი რომ არ იყოს კარგი იქნებოდა,-მიუგო ელენემ,-ის სიმყუდროვე ირღვევა,რაც წესით უნდა იყოს აქ,ისეა მოწყობილი
-სიცივეში დალევის მადა ეხსნებათ,-ღიმილით მიუგო დამიანემ,-მოდი რამეს ჩავართვევინებ და ვიცეკვოთ,-წამოდგა იგი
-როგორც გინდა,-უთხრა ელენემ და თითებით მაგიდაზე დააკაკუნა,დამიანე კი მუსიკის შესარჩევად გაემართა.
ბარში მალევე გაჟღერდა,უჩვეულო,თბილი და რომანტიკული სიმღერა და დამიანემ ელენე წამოაყენა სკამიდან.
სიმღერა Christina Perri - Jar of Hearts მალევე მოედო მთელ ტერიტორიას და ყველას ყურთასმენა შეიბყრო,მოურიდებლად მიაცქრდნენ მოცეკვავე წყვილს.
-შენ რა ცეკვა იცი?-ჰკითხა დაბნეულმა ელენემ მამაკაცს,რომელსაც ხელში ჰყავდა ატაცებული და ატრიალებდა
-რა გაგიკვირდა,შენ თუ იცი მე რა დამიდგებოდა,რომ არ მესწავლა,-ფრთხილად ჩამოსვა და ხელი წელზე ძლიერად მოხვია,ერთი ბრუნი გააკეთეს და მკლავზე გადაიწვინა,ორივე უსაზღვრო ემოციებში იყო,გარშემო მყოფნი მონუსხულნი უცქერდნენ და სურდა მათი საოცრად თბილი და ამავე დროს ტკივილით სავსე ცეკვა დიდხანს ეყურათ.
-კიდევ რამეს მიმალავ?-ჩურჩულით ჰკითხა მან მამაკაცს და ხელები მის მხრებზე ჩამოდო.
-არა,-ჩურჩულითვე უპასუხა დამიანემ და შუბლი მის შუბლს მიაბჯინა.მისი გახშირებული სუნთქვა მთელ სახეს უწვავდა ელენეს,-მაპატიე,-მისი ხმა ჩასწვდა ყურთასმენას და წამიერად იგრძნო,როგორ შეეხო დამიანეს ტუჩები მისას,გული შეეკუმშა, გარშემო კარუსელი დატრიალდა და თავბრუ დაეხვა,მთელ სხეულში უცხო სითხე ჩაეღვარა და უჩვეულოდ გაათბო.
-რა აკეთებ?-შეშინებული ჩამოსცილდა მის სხეულს და მათ შემყურეებს მოავლო თვალი,-ვერ ხედავ რამდენი ადამიანი გვიყურებს,ყველა ჩვენზე დაიწყებს ლაპარაკს
-დამშვიდდი,-მიუახლოვდა ისევ დამიანე,-თუ ასე გაღელვებს სად გაკოცებ,წამოდი ჩემთან წავიდეთ.
-ჩვენ ერთმანეთის სიახლოვე გვეკრძალება,როგორ შეგიძლია ჩემთან ასე ახლოს ყოფნა,შენ ხომ არ გიყვარვარ
-როგორც არ გიყვარვარ შენ,ისევე არ მიყვარხარ მე,-მიუგო მან და ხელი მოჰკიდა,-წავიდეთ
-შენთან არ წამოვალ,-მიუგო,როცა უკვე გარეთ იდგნენ,-წამიერ სისუსტეს ჩემს მომავალს ვერ გადავაყოლებ,შენთან თუ ახლოს ვიქნები,სრულფასოვანი ცხოვრება აღარ მექნება.
-სისულელეებს მორჩი და დაჯექი,-მანქანისკენ უბიძგა დამიანემ,-არაფერი მოხდება სახლში წაგიყვან და მერე დავბრუნდები შინ,-ელენე დამშვიდდა და ჩაჯდა,ეგონა დამიანე სახლში მიიყვანდა,მაგრამ მამაკაცს მისი ახლოს ყოფნის შანსი პირვლად გაუჩნდა და ხელიდან გაშვება არ უნდოდა.მიმართულების შეცვლამ ელენე ააფორიაქა და როცა მანქანა მისთვის გაურკვეველ ადგილზე შეჩერდა,გაბრაზებულმა მკლავში ჩაავლო ხელი დამიანეს.
-სად მომიყვანე?-ჰკითხა გულმოსულმა
-გადმოდი,-მიუგო დამიანემ და ხელი მოიცილა,თავად გადავიდა და ელენეს მხარეს კარის გასაღებად გაემართა.



პ.ს თუ იაქტიურებთ კიდევ დავდებ 12 ის მერე ახალ თავს. აბა თქვენ იცით,შემიფასეთ.მიყვარხართ.



№1  offline წევრი Ana Tsintsadze

კარგი თავი იყო

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Ana Tsintsadze
კარგი თავი იყო

მადლობბ <3

მინდა ყველამ ვინც კი კითხულობს თუნდაც უარყოფით ან დადებითი დაწეროს ან წერტილები დასვას,ძალიან მაინტერესებს რამდენი ადამინი კითხულობს და რამდენის გახარებას ვახერხებ ჩემი ნაწერით. :** მადლობააა ყველასს. love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline მოდერი X.G

ვაუუუუ ძააან მაგარიააა love love love

 


№4 სტუმარი P.T

Martla dzalian mainteresebs shemdeg ra moxdeba.daaxloebit vxvdebi magram mainc minda zustad gavigo Ra daemartla elenes aseti rom tavi araraobad miachnia.arminda rom damiane wavides elenesgan an elenem miatovos is,kargi wyvili Arian.mgonia rom damianes aqvs ragac grdznobebi elenesadmi rogorc elenes magram titqos mat shoris ragac kedelia agmartuli romlis damsxvrevac arsheudzliat ragacis gamo Da es ragac mgonia is rom elenem Da damianem ertmanets piroba misces rom ertmaneti AR sheuyvardebodat.Me piradad dzalian momwons es wyvili Da damianeze ho vgijdebi

Amagam Dade dzalian gtxov ogond 12mde ra

 


№5  offline წევრი ნ ი ნ ა

ძალიან მაინტერესებს ამ ისტორიის განვითარება,რომ შემოვდივარ სულ ვამოწმებ თუ დადე ახალი თავი,ვინაიდან მხოლოდ სამ-ოთხ ისტორიას ვკითხულობ ჯერ-ჯერობით.ველი ახალ თავს იცოდე და აუცილებლად დადე!

 


№6 სტუმარი ნინო კ.დ.

აუ დადე რა თორმეტის შემდეგ. მე მომწონს თან რა დროს შეწყვიტეეე. sad

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

რა დროს დაამთავრე შე ცუდო გოგო ჰა? am რომ მოვიხოდე და არიქა ეშველათ-მეთქი გავიფიქრე და ჰოპ სადღაა სიტყვები . ვაიმე ისე გამაბრაზე ამაღამ რომ არ დადო მომდევნო თავი გიპოვი და მიგტყიპავ wink რა წესია ეს რააა უუუფ sad recourse

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თეო მე მომწონს და ვკითხულობ,თუ ვერ დავაკომენტარე არ ნიშნავს,რომ არ მომწონს.თბილი და ტკბილი ხარ

 


№9 სტუმარი tatuka

teofine15
Ana Tsintsadze
კარგი თავი იყო

მადლობბ <3

მინდა ყველამ ვინც კი კითხულობს თუნდაც უარყოფით ან დადებითი დაწეროს ან წერტილები დასვას,ძალიან მაინტერესებს რამდენი ადამინი კითხულობს და რამდენის გახარებას ვახერხებ ჩემი ნაწერით. :** მადლობააა ყველასს. love

.

როდის დადებ ახალ ტავს? როგორ ველოდებიიიი

 


№10  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

tatuka
teofine15
Ana Tsintsadze
კარგი თავი იყო

მადლობბ <3

მინდა ყველამ ვინც კი კითხულობს თუნდაც უარყოფით ან დადებითი დაწეროს ან წერტილები დასვას,ძალიან მაინტერესებს რამდენი ადამინი კითხულობს და რამდენის გახარებას ვახერხებ ჩემი ნაწერით. :** მადლობააა ყველასს. love

.

როდის დადებ ახალ ტავს? როგორ ველოდებიიიი

დღეს დავდებ <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან კარგი იყო, მაგრამ აქა-იქ, რაღაც იყო რაც არ მომეწონა, როგორც შენ დაწერე... კარუსელიც ცუდად მომხვდა ყურში..
ისე როგორ ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი რა იყოთ wink მე ვიწვი ამათი ტანჯვით :დ
თან ეს ელენე რომ არ აღიარებს უყურე ამას :D :D
მე არ მინდა წნევამ დამარტყას რა :დ აბა ვნახოთ შემდეგიიი ^_^ :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორც იქნა პირველი ნაბუჯი ხომ მთავარია ეს კი უკვე გადადგმულია... ველოდეებიიი აბა შენ იციიი არ დატონჯოო დიდხანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent