შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამი, წამება, წამიერება (ნაწილი 1)


28-12-2015, 19:54
ავტორი eleN Neo
ნანახია 2 101

()()()()()()()()()()
-დეიდა ჩემი საბუთები სად არის? ხომ ვთქვი ჩემთან იყოსო.. სად შეინახე?
-რომელი საბუთები?
-უცხოეთიდან ჩამოტანილი..
-ლიზა! შენ რა ისევ მაგაზე ფიქრობ, ხომ შემპირდი დავივიწყებო?
-არა დეიდა მასე არ არის! ის მე დავიმსახურე და შესაბამისად იარაღის ტარების უფლებაც მაქვს და ამას ვერც ერთი სულიერი ვერ დამიშლის, ჩემია და მაგიტომ! სადააა? ამოიკვნესა და სკამზე მთელი ძალით დაეცა.
-ბიძაშენთან წავიღე! და მორჩი მაგაზე საუბარს, საღამოზე თუ რამეს შეჭამ შევუკვეთოთ, ისე ანდრიას სურდა, რომ სადღაც წაეყვანე აღარ დაურეკია?
- არ მშიიია ! მე არსად წამსვლელი არ ვარ ფეხები მტკივა! და თან ანდრიას გიჟური ხუმრობების თავი არ მაქვს!
-რა გჭირს? სესილი მიუახლოვდა და სახეზე ხელები დაადო, ის შეხებაზე შეკრთა , მაგრამ არ შეიმჩნია .. ცოტაც , რომ გაეგრძელებინა ტირილს დაიწყებდა..
-მგონი სიცხე გაქვს ! ლიზა ფეხზე წამოდგა და ხელები შეაშვებინა - მე ჩემ ს ოთახში ავალ და იქ ვიქნები, ანდრია თუ მოვიდეს უთხარი სძინავსო თუ არადა არც რა.. ხელი მაგიდის კიდეებს ააყოლა და კიბეებზე აირბინა.
()()()()()()()()()
-მამიდა როგორ მომენატრე შენ არ იცი! სახლი შემოსული არ იყო მაგრად ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა!
-ანდრიიია! ჩემო სახარულო!
-შენი საყვარელი ყვავილები! ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული გაუწოდა და მთელი ძალით გაუღიმა!- ლიზიკოო სად არის? იკითხა და ოთახში შევიდა..
-ცუდათ არის! სიცხე აქვს!
-რას ამბობ? ძალიან ცუდათაა ? თავის ოთახშია მე ავალ მაშინ.
-ანდრია ჯობს ხვალ მოხვიდე ხასიათზე ვერ არის!
-არა დეიდა დღეს არ შეიძლება, ხომ მიცნობ არა? მე რომ დამინახავს მაშინვე ხასიათზე მოვა.
კიბებზე ავიდა და კარები ნელა შეაღო. ოთახში ბნელოდა , მარტო კუთხეში ერთი ნათურა ენთო, რომელიც მკრთალად ანათებდა.საწოლისკენ დაიხარა და ერთ კიდეზე მოთავსდა.
-ლიიზიი კოო!ჩაიჩურჩულა და თმებზე შეეხო. ლიზას არ ეძინა, მაგრამ შეხება , რომ იგრძნო შეკრთა და მაშინვე თავი წამოსწია..საბანს დაექაჩა და მხრებზე ბოლომდე გადაიფარა, ანდრიას კი ნამტირალევი თვალებით უყურებდა..
-რა გჭირს? ისევ ხმადაბლა შეეკითხა..
ლიზამ თავი გვერდზე გადახარა და ფანჯარას ააყოლა , შემდეგ სინათელზე გადატანა ყურადღება და ბოლოს ისევ ანდრიას შეხედა..
-ამ დროს ძილი ვის გაუგია? გინდა ადექი და სადმე წავიდეთ..
-არააა! მეძინება! მკაცრად უპასუხა და თავი ბალიშზე დადო
-ვინმეზე ხარ გაბრაზებული? არ თქვა რომ ისევ შენ და რატიმ იჩხუბეთ! ეს უკვე წარმოუდგენელი იქნება ჩემთვის, რადგან ჩემთან ერთად ანგელოზებივით იქცევით, ცალკე კი..
-კარგი რა! წადიი ახლა და მარტო დამტოვე! ანდრიამ გაოცებულმა შეხედა და შემდეგ სახეზე ხელი მთელი ძალით ჩამოისვა- რა გჭირს? ვცდილობ აზრზე მოგიყვანო.. სულლ არ გახსოვს დღეს ვისი დაბადების დღეა ? ?? ეეეე ...
ლიზამ ორივე ხელი სახესთან მიიტანა , ნიკაფით დაეყრდო და 1 წუთში ანდრიას თვალებში შეხედა და სევდიანად გაუღიმა:- დღეს რა რიცხვია აღარ მახსოვს?
-ეეეეეეე.. ახლა კი მართლა , შენ ვინ ყოფილხარ რა ! ნახე სიცხე აღარ გაქვს , ხოდა ადექი ჩაიცვი და მე განახებ ვისიცაა .. მიდი რა! დროზე! იცოდე არ გამიტეხო! დღეს აუცილებლად მჭირდები! ლიზიკოოო! მიდი! მე დაბლა დაგიცდი!
-მოდი წამოდგომაში მომეხმარე.. ერთი ხელი ბალიშს დააყრდნო და მეორე ანდრიას გაუწოდა. ფეხზე არც იყო ამდგარი, ერთი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადამდგარი მთელს სხეულში სისუსტე იგრძნო და ძირს დაეცა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent