შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება აშლილნი ..16..


28-12-2015, 22:35
ავტორი terooo
ნანახია 2 737

კარი გაღიმებულ ბექას გაუღო, მეგი კი დივანზე ჩამოჯდა, ჩასახუტებლად წასულ ბექას ხელით ანიშნა გაჩერდიო.
-მეგი რა მოხდა?- ღიმილით კითხა ბექამ
-დაჯექი- მკაცრად უთხრა მეგიმ და მის წინ დივანზე მიუთითა.
-მეტყვი რა მოხდა?
-ბექა ვფიქრობ რომ შენ უნდა მითხრა და არა მე შენ.
-და რა უნდა გითხრა-გაიკვირვა ბექამ.
-კარგი, წუხელ თეას დავურეკე, თემურზე ყველაფერი მოვუყევი, ვნერვიულობდი როგორ შეხვდებოდა ამ ამაბვს მაგრამ შევცდი მან ყველაფერი იცოდა, დედას წასვლიდან რამოდენიმე თვეში თემური დაკავშირებია და არ ვიცი რა უთხრა, მითხრა რომ თავად ვერაფერს მეტყოდა, თავად შალამაზებდა მათ ისტორიას და ჩემთვის როგორც აჯობებდა ისე მომიყვებოდა, ამიტომ თემურს აცადა ჩემთან მოვლა, მან ყველაფერი იცოდა გესმის? მე კი აქ გული გამისკდა თეა როგორ გადაიტანს ამ ამბავსთქო.
-მერე რა მოხდა-სერიოზული იყო ბექა
-მერე ბეჭედი ვაჩვენე, ჩვენზე ვუყვებოდი, ნუნუკას რეაქციაზე და როგორ აღმოჩნდა რომ საერთოდ არ გაუკვირდა, შეეცადა რომ ოდნავ გაოცება გამოეხატა, მივხვდი რომ ყველაფერი იცოდა, მერე რაღაცეები დაიწყო, თითქოს ბრაობდა, ჭკუას მარიგებდა, მაგრამ ხელოვნურად გამოდიოდა, და უცებ გამითიშა კომპიუტერი.
-მერე?
-არ გინდა რომ მითხრა? რა მოხდა? რა უთხარი?
-იმ საღამოს მაშინ აქ რომ დავრჩი, უფრო სწორად იმ დილით სამსახურში რომ წავედი გადავწყვიტე რომ ჩემი ცოლის სტატუსით ივლიდი, ეს მხოლოდ შენ არ უნდა გადაგეწყვიტა, ვიცი რომ ამასს არც იზამდი, მეორე საღამოს შენი კომპიუტერიდან თეას კოორდინატები ამოვიწერე და შევეხმიანე, დიდი დრო არ დამჭირდა მის მოსათაფლად- ბექას გაეღიმა მეგი კი ცოფებს ყრიდა.- სასიდედრომ თბილად მიმიღო, მე კიდე ათასი გეგმა მქონდა როგორ მომეწონებინა მისთვის თავი. არ შეცდები თუ სწორ ნაბიჯს გადადგამ. სადღაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა ეს ფრაზა. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და შენი ბედნიერება ჩემთვის ყველაფერია.
-ასე რატომ გააკეთე?
-ხომ გითხარი უკვე?
-რა მითხარი? ბექა ნუ გადამრიე, ხომ იცოდი რომ ვნერვიულობდი? ხომ იცოდი როგორ განვიცდიდი, თან ამ ბოლო დროს იცი რა დღეშიც ვარ, ყველაფერი ერთმანეთს მიება, შენ რომ არა ალბათ გავგიჟდებოდი, ან ფატალურ შედეგამდე მიმიყვანდა. ვიცი რომ ჩემ გამო მოიქეცი ასე მაგრამ მაინც არ უნდა დაგემალა, უბრალოდ შეგეძლო მიგენიშნებინე. თქვენ ყველამ ყველაფერი იცოდით მე კი საერთოდ არაფერი.
-ეს შენთვის გავაკეთე- თბილი ხმით უთხა ბექამ
-ვიცი -მეგიმ უთხრა და დივნებზე, მაგიდაზე, შესასვლელში დაკიდებულ მოსაცმელში, სამზარეულოში, რაღაცას გამწარებით ეძებდა და ხმადაბლა ილანძღებობა- სად ჯანდაბაშია?
-მეგი მითხარი რას ეძებ? -ღიმილით კითხა ბექამ
-ტელეფონს- გაბრაზებულმა თითქმის ყვირილით უთხრა. ბექას მომღიმარის სახის დანახვაზე კი მთლად წამოენთო- რა?
-ტელეფონი ჯიბეში გიდევს- მშვიდად უთხრა ბექამ და შეეცადა არ გაღიმებოდა.
მეგის სახე შეეცვალა ბრაზისაგან მაგრმ არ შეიმჩნია.
-ტელეფონს კი არა ტელევიზორის გადამრთველელს ვეძებ- იცრუა უცებ.
-გადამრთველი მაგიდაზე დევს, ათი წამის წინ დადე.
მეგიმ არ შეიმჩნია ბექას დაჭიმული სახე, რომელსაც გაცინება უნდოდა, სუნთქვაც კი შეიკავა რომ არ გაცინებოდა. მეგიმ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ნომერი აკრიბა.
-სად ხარ? საქმე მაქვ, - ყურმილის აღებასთან ერთად მიაყარა მეგიმ
-
-კარგია, მარტო ხარ?
-
-მომწერე ზუსტად.
-
-ააა, მანდ კაი ხო არ მინდა.
-
-კი ოც წუთში მანდ ვარ
-
-არ ვიცი და არც ვკითხავ, კარგი წავედი უნდა გამოვიცვალო, - მეგიმ ტელეფონი გათიშა და საძინებელს მიაშურა
-სად მივდივართო- ცინიკური ღიმილი აეკრა ბექას სახეზე
-სალოსთან მივდივარ, ბავშვებიც არიან პატასთან ბარში.
-მეგი იცი ახლა რომელი საათია?- ძარღვები დაეჭიმა ბექას
-კი თერთმეტი საათი სრულდება, რამე პრობლემაა- ისეთი მზერიტ გახედა ბიჭს ახლა რამე რომ ეთქვა ბექას ადგილზე მიახრჩობდა ბიჭს, ბექაც მიხვდა, უარის ნიშნად თავი გააქნია და იქვე დივანზე ჩამოჯდა, გელოდებიო ანიშნა.
მეგი სწრაფად მოემზადა, თავისუფალი სტილი აირჩია, არაფრის ნერვები არ ქონდა, უბრალოდ სულ გაჩეჩილი თმები ცოტა შეისწორა, შავი შარვალი თეთრი მაისური და ოდნავ მაღლები ჩაიცვა, მაკიაჟი მინიმუმამდე დაიყვანა.
-მგონი მეტისმეტად ლამაზი ხარ დაქალთან საჭორაოდ წასასვლელად- თვალებ ანთებულმა მერამდენ აათვალიარა სასურველი სხეული და მძიმე ნერწყვი გადაყლაპა, რომელმაც ლამის დაახრჩო.
-და ფიქრობ რომ რამეს შევცლი?- ბრაზიანი თვალებით გახედა მეგიმ
-მე გითხარი რომ უნდა გამოიცვალო?- ღიმილი ვერ შეიკავა ბექამ და ვნებიანად აათვალიერა.
-მე მივდივარ- გასაღებს დასწვდა მეგი და კარისაკენ გაემართა.
-მოიცა და მე მტოვებ?- ისევ ღიმილით დაედევნა გოგონას.
-ეგ ღიმილი მოიშორე სახიდან, სანამ მე გავასწორე შენი ღიმილ აკრული სახე.
-დიდი სიამოვნებით დაგითმობდი ჩემ თავს- მაინც ვერ დისერიოზულა ბექამ სახე და პირიქით, ცდილობდა როგორმე გოგონა გამოეყვანა წყობილებიდან.
-ვაიმე რა დავაშავე შენ რომ შემიყვარდი, - ჩაილაპარაკა მეგიმ და სახლის კარი საიმედოდ გადაკეტა.
-რა თქვი გაიმეორე?- ლიფტის კარს მიყრდნობილმა გაღიმებულმა ბექამ კითხა.
-არაფერი რაც არ გაგიგონია- ირონიული ღიმილი აიკრა მეგიმ.
-ირონიის გარეშე, ლამაზო ქალბატონო, ირონია უფრო სასურველს გხდით, არა მგონია გეგმები ამ მიმართულებით გქონდეთ და უმორჩილესად გთხოვთ გამიმეოროთ თქვენი ნააზრები და წარმოთქმული.- მათ შორის მანძილი შესამჩნევად შეამცირა ბექამ და გოგონას სახეზე სული შეუბერა.
-ვაიმე რა საზიზღრობაა- სწრაფად ჩამოისვა ხელი მეგიმ- რა შევცოდე ამას რომ შევუყვარდითქო- მტკიცედ განაცხადა მეგიმ და თვალის არიდება სცადა.
-მე და შენ ამ საკითხზე მთელი ღამე მოგვიწევს მუშაობა.- მკაცრად ჩახედა ბექამ თვალებში.
-დავფიქრდები, მაგრამ არა მგონია გვჭირდებოდეს, ჯერ მაინც.
-გვჭირდებათქო მეგი- სახე გაიმკაცრა ბექამ.
-კარგი განვიხილოთ ეგ საკითხი საჭიროებისამებრ- ღიმილით ჩაუკრა თვალი გაცოფებულ ბიჭს, სწრაფად ჩაუარა გვერდი ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კიბეებზე სწრაფად დაეშვა.
-მგონი ამ ბოლო დროს ლიფტის არსებობა გავიწყდება ხომ?- გაიღიმა ბექამ და წინ წასულს რამდენიმე ნაბიჯში დაეწია, სწრაფად შემოატრიალა, ისე სწრაფად რომ ლამის ორივე თავქვე დაგორდა კიბეებზე.
-გადაირიე, -მწარედ უჩქმიტა მეგიმ.
-მეტკინა გოგო.
-ვიცი და ძალიან მიხარია.
-ხოო? -ორაზროვნად გაიღიმა ბექამ.
-ბექა შენ მაგას არ გააკეთებ ხო ასეა?- სუნთქვა აერია მეგის და მის ტუჩებზე დაშტერებულ ბექას მაგრად ჩაავლო ხელი
-რატომ?
-ახლა არა რა.. - სურვილს უფრო გავდა მისი უარი ვიდრე უარყოფას.
-კარგი დაგიჯერებ, არ ვიზამ- ტუჩებზე დაუჩურჩულა და მხოლოდ ღმერთა იცის რამდენ მოთმინებად დაუჯდა მისი ვნება მორეული ტუჩების არ დაგემოვნება.
-თავხედი- თავისთვის ჩაიდუდღუნ მეგიმ და ორი საფეხურით დაწინაურებულ ბექას გაყვა უკან
-მე მითხარი რამე?- შემობრუნდა ბექა და ღიმილის დამალვას ცდილობდა თითქოს არაფერი გაეგონოს
-არა არაფერი ფეხი ლამის გადამიბრუნდა და ჯანდაბათქო- ურცხვად იცრუა მეგიმ.
-ჩაგეცვა მერე კედები, ვინ დაგიშალა- გაუღიმა ბექამ და ხელი ჩაჭიდა პატარა ბავშვივით, მეგისაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, ხომ არ შეიმჩნევდა რაიმეს? და სწრაფად ჩირბინეს კიბეები.
ამბობენ, ბრაზს და წყენას ვერ აკონტროლებო, იშვიათად იღებ ცივი გონებით გადაწყვეტილებას და მასაც წამის მეასედშიო. გაბრაზება აფექტური მდგომარეობაა, რომელშიც გული არ მონაწილეობს, წამებში იღებ გადაწყვეტილებას და მიღებულ შედეგს ცხოვრების ბოლომდე იმკი. ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ ამას გვიან ხვდებით. ზოგ შემთხვევაში გონება გვინათდება და შეგეს წამის მეასედშ ვხდავთ და შეცდომის დაშვების უფლებას გონება არ გვაძლებს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ძალზედ იშვიათობაა, მაგრამ მეგი ამ იშვიათ შემთხვევებს მიეკუთნებოდა, გაბრაზდა მაგრამ სიბრაზეს ძლია. ყველაე კარგი გამოსავალი სალო იყო და მასთან გაიქცა, მისი რჩევა დარიგებების მოსასმენად, უნდოდა დაცლილიყო და ყველაფერი ამოეღო რაც კი რამ ქონდა ნაგროვები.
-სანდროს ჩვენი ნახვა უნდა ამ დღეებში- გისთვის გაეშტერებინა თვალი მეგის, ისიც კი არ ახსოვდა აქ როგორ აღმოჩნდა.
-რაა?- ფიქრებს ძლივს დააღწია თავი მეგიმ
-სანდროს ჩვენი ნახვა უნდა.- ისევ სერიოულად გახედა ბექამ
-რატომ? რა მოხდა?
-არ ვიცი, სერიოზული საქმე მაქვს თქვენთანო
-ისევ რამეს მაიმუნობს ეტყობა- შინაგანი მღელვარების დამალვას ცდილობდა მეგი.
-არ ვიცი რა უნდა- მეტისმეტად სერიოზული ეჩვენა ახლა ბექა მეგის.
-რამე ხდება და არ ვიცი? ხომ იცი ჩემი- მეგიმ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო ბექას ტელეფონი რომ ამღერდა.
-ნუნუკაა უნდა ვუპასუხო- მეგის გახედა, მან ისეთი სახით გახედა, ,,ჩემგან ნებართვას იღებო?“
-ხო, ჩემო წანწკლო- ღიმილით ჩაყვირა ყურმილს.
-
-მეგისთან ერთად ბებო, რამე მოხდა?- წამში გაუქრა ღიმილი სახიდან, მეგისაც საგრძნობლად შეეცვალა სახე.
-
-კარგი მოვალ ბებო, არ ინერვიულო ხო?
-
-კარგი მალე მოვალ- ბექამ სიჩქარეს უმატა საგრძნობლად
-რა მოხდა? ნუნუკა კარგადაა?- სახე გაფითრებოდა მეგის, კიდევ ერთი ბებიკოს დაკარგვა მისთვის ახლა შოკი იქნებოდა.- მითხარი რა მოუვიდა, - ხმაც შეცვლოდა გოგონას
-არაფერი- გაღიმება სცადა ბექამ, მეგის გაფითრებულ სახეს რომ გახედა, საჭე ცალი ხელით დაიჭირა მეორეში კი მეგის გაყინული თითები მოიქცია- მეგი როგორ გაყინულხარ, ნუნუკა კარგადაა, ჟუჟა გამხდარა ცუდად და იქ უნდა წავიყვანო.
-მადლობა ღმერთს, იმედია კარგადაა და სერიოზული არაფერია.- თვალებში ისევ ჩაუდგა სხივი
-ხანდახან მგონია რომ ნუნუკა შენთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ჩემთვის- სერიოზულად გახედა ბექამ- მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს ეგოისტურად მომწონს.
-გინდა მეც წამოვალ?- უცებ შეთავაზა მეგიმ
-არა ახლა მე შენ იქ მიგიყვან, სალოსთან და ბავშვებთან დაგტოვებ, პაატას ჩავაბარებ თქვენს თავს, იმედი მაქვს უჩემოდ საშინლად მოიწყენ, მე მალე დავბრუნდები და მერე ორმაგად გავერთობით.
-ნუ ხარ ეგოისტი მესაკუთრე შენ- ღიმილით გახედა მეგიმ და ხელის განთავისუფლება სცადა.
-სულ როგორ უნდა გარბოდე?
-არსად არ გავრბივარ რომ იცოდე.
-მოვედით, ბექამ მანქანა გააჩერა,- მიდი გადადი და მალე მოვალ, ჭკვიანად.
…..
,,დრო, დროზე სწრაფად მიქროდა,
დრო არაფერზე ფიქრობდა,
ფიქრი რად უნდა დროს,
დროს როცა უნდა თოვს“
33ა.

ბარში შესულ ბექას თვალები შუბლზე აუვიდა, ხელი კედელს მთელი ძალით მიარტყა და მეგისკენ გაეშურა, წამის მეასედში იფიქრა ,,არა ეს მეგი არ იქნება, მას არ შეუძლია ასე მომექცეს, მას მე ვუყვარვარ“ ისევ გაოცებული გახედა გოგოს და ტკივილიანი ღიმილით გაემართა მისკენ.

საღამო მშვიდობისა ჩემო კარგებო და ლამაზებო, ისევ დავაგვიანე, იმედიაა მოგეწონებათ, დაბოლოება ხომ იცით როგორ მიჭირს დასასრულს სულ მუზა მტოვებს და გარბის, გარბის და გარბის, გუშინ შემთხვევით მარშუტიდან ჩამოსული დავიჭირე და მანამ არ გავუშვი სანამ ეს თავი არ დავამთავრე, ვიფიქრე ოთახში ჩავკეტავთქო და ფანჯრიდან გამეპარა. ეჰ, ისევ მარტო დავრჩით... recourse აბა ვნხოთ როგორ მოგეწონებათ... თქვენი გადაღლილი ტეროოო...



№1  offline მოდერი bibo

ოო რა მოხდა ბოლოს რა უქენი ცჰემ მეგის რა ინტრიგანი გოგო ხარ შენ უხ...ამ სად ხარ რას იგვინაბ კაცო გელოდები ბევრებს მე ვახ :დ ვერ გიბრაზდები ისეთი კაი თავი იყო კაცო უხხხ...აუ ეს ბექა ჩემი ბისკვიწი ბიჭია მაგიჟბს გადმომიგდე რა იქნება ძუნწი რო არ იყოო :დ Lდ :დ :დ სშენ რა კარგი შოკოლადი ტორტი და ასეთები ხარ თქმა არ გჭირდება ხო იცი love love

ოო რა მოხდა ბოლოს რა უქენი ცჰემ მეგის რა ინტრიგანი გოგო ხარ შენ უხ...ამ სად ხარ რას იგვინაბ კაცო გელოდები ბევრებს მე ვახ :დ ვერ გიბრაზდები ისეთი კაი თავი იყო კაცო უხხხ...აუ ეს ბექა ჩემი ბისკვიწი ბიჭია მაგიჟბს გადმომიგდე რა იქნება ძუნწი რო არ იყოო :დ Lდ :დ :დ სშენ რა კარგი შოკოლადი ტორტი და ასეთები ხარ თქმა არ გჭირდება ხო იცი love love

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

bibo
ოო რა მოხდა ბოლოს რა უქენი ცჰემ მეგის რა ინტრიგანი გოგო ხარ შენ უხ...ამ სად ხარ რას იგვინაბ კაცო გელოდები ბევრებს მე ვახ :დ ვერ გიბრაზდები ისეთი კაი თავი იყო კაცო უხხხ...აუ ეს ბექა ჩემი ბისკვიწი ბიჭია მაგიჟბს გადმომიგდე რა იქნება ძუნწი რო არ იყოო :დ Lდ :დ :დ სშენ რა კარგი შოკოლადი ტორტი და ასეთები ხარ თქმა არ გჭირდება ხო იცი love love

ოო რა მოხდა ბოლოს რა უქენი ცჰემ მეგის რა ინტრიგანი გოგო ხარ შენ უხ...ამ სად ხარ რას იგვინაბ კაცო გელოდები ბევრებს მე ვახ :დ ვერ გიბრაზდები ისეთი კაი თავი იყო კაცო უხხხ...აუ ეს ბექა ჩემი ბისკვიწი ბიჭია მაგიჟბს გადმომიგდე რა იქნება ძუნწი რო არ იყოო :დ Lდ :დ :დ სშენ რა კარგი შოკოლადი ტორტი და ასეთები ხარ თქმა არ გჭირდება ხო იცი love love

Anu melodebi. Anu mogwons. Vici vici gabrazeb, sashinlad vagvianeb. Eg vici. Nu aba ra meqna. Ragac xom unda yofiliyo. Ragac axali da ... da... da...
Mokled naxav male shenc. Madloba chemo tkbilo

 


№3 სტუმარი nini

Auuu titeba dagamtvrev icode dawere male toree :) movkvdi interesit gavtavdi faqtiuradd male dade raa ise mainteresebs ro racici :*

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

nini
Auuu titeba dagamtvrev icode dawere male toree :) movkvdi interesit gavtavdi faqtiuradd male dade raa ise mainteresebs ro racici :*

ესეთი ინტრიგა რა ჩავდე რა არის? არაფერი არ მახსოვს... უბრალოდ ძალიან მიხარია რომ მოგწონთ... ვერ დაგპირდებით მალე დავდბთქო არ ვიხი როდის იქნება ეს მალე...

 


№5  offline წევრი Annee

რადგან ბოლო ატვირთულ თავამდე მოვედი აწი არ მოგასვენებ სანამ ახალს არ დადებ!
კანფეტკა თავი იყო!

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Annee
რადგან ბოლო ატვირთულ თავამდე მოვედი აწი არ მოგასვენებ სანამ ახალს არ დადებ!
კანფეტკა თავი იყო!

წარმომიდგენია რა იქნება ჩემი მდგომარეობა ეგ უკვე გამოვცადე... მაგრამ ახლა უარესი მგონია

 


ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება, იმედია არ დაშორდებიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent