შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა დერენდისიე (1)


28-12-2015, 22:41
ავტორი mariako1997
ნანახია 1 651

მე ევა ვარ, ერთი ჩვეულებრივი,ზედმეტად სერიოზული, ემოციური და მოსაწყენი ადამიანი.ვიღაცისთვის სწორედ ჩემნაირი ადამიანი შეიძლება ძალიან ძვირფასი იყოს, ვიღაცისთვის კი ეს სიძვირფასე იყოს ბანალური.ვისთის ასეა ვისთვის ისე.
ზოგი სწორედ ასეთ თვისებებში ხედავს ადამიანს და გრძნობებს ხატავს.
ზოგიც გამირბის.
ჩემი აზრით თუ ამ სამყაროში იპოვი იმას ვისთანაც ბოლომდე იქ იქნები ვინც ხარ, უბედნიერესი ადამიანი გახდები.
შეიძლება გარედან სხვანაირი ჩანდე და შინაგანად სულ სხვანაირი იყო.
გიგრძვნიათ ხალხმრავლობაში სიმარტოვე ? მე კი.
ალბად ეს არის ის მომენტი როცა ყველას უყვარხარ,მათ გვერდში დგომას გრძნობ მაგრამ მაინც მარტო ხარ ...
სწორედ ასეთი სიმარტოვეა ჩემს ცხოვრებაში.
ყველა ყველასთან თამაშობს,თამაშობს, თამაშობს და ბოლოს რაა ?
არც არაფერი, სიყალბეს მოჰყვება ის რაც უნდა მოჰყვეს.
ნამდვილი არავინაა, ყველას თავისი ნიღაბი აქვს და ასე თამაშობს თავის როლს.
როლს რომელიც თვითონ გამოიგონა და განასახიერებს პერსონაჟს რომელიც თვითონ შექმნა.
ასეთი სიყალბით აღსავსე ცხოვრება საშინლად მღლის.
კარგია როცა ვიღაც მაინც გყავს, ვიღაც, ვინც არ გაძლევს საშუალებას მოიწყინო, მე კი უკვე ჩვევადაც კი მექცა დანამულ ბალიშზე ძილი. ვცხოვრობ ერთ კერძო არც ისე ლამაზ და არც ისე დიდ სახლში, სახლს ორი სართული აქვს და დიდი აივანი.
ჩემს თავისუფალ დროს რომლის ხანგრძლივობაც საშინლად გაიზარდა, ზამთარსა თუ ზაფხულში მუდამ აივანზე ვატარებ.
ახლაც აქ ვარ, ფეხიფეხზე გადადებული გადავცქერი : დასველებულ სახლებს, შავად შეღებილ გზებს, მეზობლის მარკეტს, მტირალა ხეებს, მოღრუბლულ ცას და ვწერ.
მესმის ხმა ატირებული დედის, ყვირილი მამის და კვლავ ჩვეულ რიტმში აუღელვებლად ვაგრძელებ წერას.
შევეჩვიე, ყოველივეს შევეჩვიე, ადრე შეყოლიებული ვყავდი ცუდ ფიქრებს რომ არაფრად მიღირდა სიცოცხლე.
რადგან ამდენ პრობლემას ცალმხრივი სიყვარულიც ემატებოდა.
დღეს ??
დღეს უკვე უხმოდ ვღვრი ცრემლებს და ვითომც არაფერი ვაგრძელებ ცარიელ, არაფრისმთქმელ, ტალახიან გზებზე ბანცალს.
ვერ ვიტყვი რომ მშობლები რამეს მაკლებენ, ვგულისხმობ როგორც გრძნობებს, ასევე მატერიალურ ყოფასაც.
თუმცა მთავარი ის არის რომ ჩემი ძმა 21 წლის ალექსი 2წელია მივაბარეთ იმქვეყნიერებას.
ამის შემდეგ დამთავრდა ბედნიერება.
თითქოს დავმთავრდით ჩვენც, რადგან ყველაფრის ინტერესი დავკარგეთ.
მხოლოდ მოგონებები დაგვრჩა ხელში და მთელი ძალით ვებღაუჭებით უკანასკნელ მოგონებებს.
მყავდა კიდევ ერთი არანაკლებ ძვირფასი, ის ჩემს ცხოვრებას სიცოცხლის უკანასკნელ ნაპერწკლებს უსახავდა და რაღაც პატარა მიზანს აძლევდა.
როცა გულმოკლული დავრჩი მხოლოდ ის დამრჩა, ვინც მაგრად ჩამიხუტებდა და დამამშვიდებდა.
თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მობეზრდა ჩემს ტკივილში ცხოვრება, მობეზრდა ჩემი დეპრესიები, ცრემლები, ფსიქოლოგები და ფსიქოტროპულები და უბრალოდ წავიდა...
უკვე ორი თვეა წავიდა და გული სამუდამოდ მომიკვდა, იმხელა ტკივილს ვგრძნობ დამიჯერეთ ბევრს არ უგრძვნია.
იმდენად გავძლიერდი, ზოგს ამის მეათედიც არ განუცდია და მაინც რატომ გამიმეტა მე ცხოვრებამ ? არ ვიცი მაგრამ ცხოვრება გრძელდება, და მთავარიც ეს არის, ვინ როგორ გააგრძელებს მას.
ახლა ვრწმუნდები რომ უფალი იმხელა ტკივილს გივლენს, რამხელა ტკივილსაც გაუძლებ.
ძლიერი ვარ და ეს ტკივილიც დიდია.
უცებ მივხვდი რომ მომინდა უბრალოდ გასეირნება ამიტომაც თბილად ჩავიცვი და გზას ნელი ნაბიჯებით გავუყევი ...
ვერ ვიტყვი რომ წვიმაზე ვგიჟდები, თუმცა შემიძლია ვთქვა რომ რასაც ვხედავდი იგივე ხდებოდა ჩემშიც..
სულ რაღაც სამასი მეტრიც არ მქონდა განვლილი რომ გავშეშდი.
სახეს ვეღარ ვგრძნობდი და სხეულშიც ამაჟრჟოლა, სიცივემ დამიარა და უგონოდ დავეცი...


-----------------
გავაგრძელოო ? ყველამ დაწერრეთ თქვენი აზრი ძალიან გთხოვთ .. :* !!!



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent