შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 19


28-12-2015, 22:56
ავტორი dona gedi
ნანახია 2 567

ნელ-ნელა შთანთქა ბინდმა ნათელი და ელენი კიდევ ერთხელ გავიდა ბიჭებთან, რომ ეთხოვა სახლში შემოსულიყვნენ. უკვე ორჯერ სთხოვა, მაგრამ ბიჭები პოსტის დატოვებას არ აპირებდნენ. ახლა ბურგერებით ხელში მიუახლოვდა დემეს და თეოდორეს, რომლებიც მშვიდად საუბრობდნენ და ხანდახან იცინოდნენ. დემე დროდადრო რაღაც მოწყობილობით ზვერავდა ტერიტორიას.
_ბიჭებო, ბურგერები მოგიტანეთ.- ელენმა კალათიდან ამოალაგა თავისი ნახელავი და წვენები, რომლებიც პატარა მაგიდაზე შემოაწყო, ეზოში რომ ედგათ.
_მადლობა ელენ. ამ კალათით წითელქუდას გავხარ.-თბილად გაუღიმა დემემ. ელენსაც გაეღიმა და მერე გარემო მოათვალიერა.
_ჯეკო და იოანე სად წავიდნენ?
_იოანე შენთან არ იყო? -იკითხა თეოდორემ.
_კი, მაგრამ ერთი საათი იქნება სახლიდან გამოვიდა. ბიჭებთან წავალო ცოტახანს. მე სამზარეულოში ვსაქმიანობდი და..
ბიჭმა ტელეფონი მოიმარჯვა და დაძაბული ელოდა როდის უპასუხებდნენ.
_სად ხარ?
_კარგი, წამოდით ორივე. უთხარი ახლა მე შევცვლი.
თეოდორემ ტელეფონი გათიშა და ჯებეში ჩააცურა.
_ახლა მე შევცვლი ჯეკოს. იმასთან ერთად ყოფილა. იქ შევჭამ.
_სად? სად არიან?-იკითხა ელენმა.
_ტყის საზღვართან. -უპასუხა დემემ.
_კარგით რაა. ამ ღამით იქ რა გინდა. არ წახვიდე ძალინ გთხოვ. აქ ყოფნაც საკმარია.
_არაფერია, ნუ ნერვიულობ. -გაუღიმა თეოდორემ.
_თეოდორ, ძალინ გთხოვ არ წახვიდე თორე ანდრიას დავურეკავ. ვეტყვი რომ ვნერვიულობ და მაინც დავითანხმებ, რომ აქ დაგტოვოს.
ბიჭს გაეცინა და ელენს თვალებში მიაჩერდა.
_მეც შემიძლია დავურეკო და ველაპარაკო, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ დაგთანხმდება.
ელნი გაბრაზდა. რომ ახსენდებოდა, როგორ იხსნა ანდრიამ ტყეში, მტაცებელისგან, არ შეეძლო ვინმე გაეშვა იმ ტყის სიახლოვეს თან მარტო და ღამით.
_ვნახოთ.-თქვა ელენმა და სახლში შებრუნდა. მაგრამ ბიჭების ხმა მაინც აღწევდა მის ყურთასმენას.
_მართალს ამბობს თეოდორ, მაინც გავიგებთ ვინმე თუ გადმოკვეთავს იმ საზღვარს, რა საჭიროა იქ დგომა? ხომ დაინახე, თვალები აუწყლიანდა ბავშვს. უნდა ინერვიულოს მთელი ღამე. მასაც ყავს ნანახი მტაცებლები და ეცოდინება რასთანაც გვაქვს საქმე.
_რამე რომ მოხდეს, ანდრიას იმედს ვერ გავუცრუებ. რადგან თქვა, რომ რეალური საფრთხეა, ესეგი ასეცაა. ტყის ცხოველები კიდე ვერაფერს დამაკლებენ.
ელენი გაბრაზებული შევიდა სახლში, ამას ისიც ემატებოდა, რომ ანდრიასგან არაფერი შეუტყვია მთელი დღე. ტელეფონი აიღო და დარეკა. ანდრიამ მალევე უპასუხა.
_ელენ? მოხდა რამე?-შეშფოთებული ხმით ჩასძახა ანდრიამ.
_არაფერი ანდრია, კარგად ვართ. შენ როგორ ხარ? რატომ არაფერი არ მითხარი?
_კარგად ვარ ძვირფასო. ვერ მოვახერხე დარეკვა, მაპატიე. ახლაც არ მაქვს დრო, მალე უნდა გაგითიშო. მითხარი ბიჭები როგორ არიან? გაბრაზებენ?
_კი ანდრია! ძალიან ვარ გაბრაზებული. მათზეც და შენზეც!-ელენის ხმას ბზარი გაუჩნდა და ტუჩები მოებრიცა.
_ელენ? ელენ ტირი? მითხარი რა მოხდა? ახლავე დავბრუნდები უკან!
_არსადაც არ დაბრუნდები, გაგიჟდი? კარგად ვარ. არ ვტირი. უბრალოდ გაბრაზებული ვარ.
_მეტყვი რა მოხდა?
_თოედორე მთელი ღამით იმ საშინელი ტყესთან აპირებს დგომას. გესმიის? ღამე იმ საშინელი ცხოვლების ახლოს. ანდრია რატომ დაავალე ასეთი რამე? გინდა რომ გული გამისკდეს? ხომ იცი, რომ მოვკვდები ნერვიულობით.
_ჩემო პატარა ქალბატონო,-ღიმილიანი ხმით ჩასძახა დამშვიდებულმა ანდრიამ. _არაფერი მოუვა თეოდორე მაგარი ბიჭია და ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა თავის დასაცავად.
_ანდრია, არ მაინტერესებს რა აქვს და რა არა. უთხარი არ წავიდეს, თორემ გეფიცები უკან გავყვები და მეც მასთან ერთად დავდგები იქ.
_ჯერ ერთი, მაგას ვერ გააკეთებ. სამი ახმახი კიდევ რისთვისაა მანდ? მეორე არაფერია სანერვიულო. გგონია შენ უფრთხილდები მის სიცოცხლეს და მე არა? და მესამე, აღარასდროს დამემუქრო. მე არაფერი მიღირს შენს ნერვიულობად, ამიტომ არასდროს გეტყოდი მასეთ რამეზე უარს. დავურეკავ და ვეტყვი რომ სახლში შემოვინენ ყველა.
_მაპატიე.-ამოისლუკუნა ელენმა და პირზე ხელი აიფარა, რომ აცახცახებული ტუჩები გაეჩერებინა.
_ნუ ტირი როცა მე გვერდით არ ვარ. ეს მკლავს.
_მოვრჩი. -თქვა ცოტახანში ხმაჩაწმენდილმა ელენმა და კიდევ მოსვა წყალი. _ანდრია, გაგვიანდებოდა. წადი, ჩვენ კარგად ვიქნებით. თავს გაუფრთხილდი და მაპატიე რომ ამ დროს გაგანერვიულე.
_ნებისმიერ დროს, შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ასე რომ ჭკვიანად იყავით.
_კარგი. -უნდოდა ეთქვა რომ უკვე მოენატრა, მაგრამ არ უნდოდა კიდევ ერთი მიზეზი მიეცა, რომ იქიდან გამოქცეულიყო. ანდრია უკვე კარგად ხვდებოდა რასაც ფიქრობდა ელენი, მაგრამ არც მას შეეძლო რამის თქმა.
_ვეცდები მალე დავბრუნდე.-მხოლოდ ესღა თქვა._ აღარ გამიბრაზდე, თუ ვერ დაგირეკავ. წავედი.
ელენს აღარაფერი უთქვამს, ტელეფონი საწოლზე მოისროლა და ოთხად მოიკუნტა.
აზრი აღარ ჰქონდა ცხოვრებას, მხოლოდ ის იყო აზრიც, ბედნიერებაც და ყველაფერი რაც გააჩნდა. ახლა მიხვდა, როცა გვერდით აღარ ჰყქვდა. მაინც ვერ შეძლო და ატირდა. ისევ ეშლებოდა ნერვები ანდრიას რომ ასე ელაპარაკა. ასე აცრემლებული გავიდა ოთახიდან და ბიბლიოთეკას მიაშურა. გადმოიღო ტილო და საღებავები და ფერების არევას შეუდგა.
_ელენ, აქ ყოფილხარ.-წამოიძახა იოანემ და ელენს მიუახლოვდა. ქალი შეხტა მოულოდნელობისგან და ვერც გაიაზრა რომ აცრემლებული იდგა ბიჭის წინ.
_ტირი? რა დაგემართა?
_არაფერი. -უპასუხა ელენმა და ცრემლები შეიმშრალა.
_ხატავ?-გაიუღიმა ბიჭმა.
_კი ვაპირებდი, მაგრამ არც ეს არ მინდა. -უკან დაალაგა საღებავები და ბიჭისკენ წავიდა. _დაურეკა ანდრიამ თეოდორს?
_არ ვიცი, შენ გეძებდი და..
_წავიდეთ, ვნახოთ.
_კარგი, წავიდეთ.
ჩუმად დაუყვნენ კიბეს. ელენმა შენიშნა რომ ბიჭი თვალს არ აშორებდა და ვერც ისვენებდა.
_რამის თქმა გინდა?-გაუღიმა ელენმა.
_მე..- იოანე დაიბნა, მაგრამ ბოლოს დანებდა. _უბრალოდ, არ მომეწონა რომ ტიროდი, თუ რამე გაწუხებს შეგიძლია მითხრა. თუ გინდა არც ანდრიას ვეტყვი.
-ელენს გაეღიმა და მოუნდა სითბო გამოეხატა, თუმცა ეს მხოლოდ მხრის გაკვრით მოახერხა და გაიცინა.
_არაფერი აღარ მაწუხებს, შენთან ეს შეუძლებელიც კია. უბრალოდ ანდრიას ველაპარაკებოდი და ცოტა ზედმეტი მომივიდა, მერე ჩემ თავზე გავბრაზდი და.. ის ისე მიფრთხილდება, თითქოს ჩვილი ვიყო.. ყველაზე სათუთი.
მე კი.. მე საერთოდ არ ვაფასებ ამას.
მას საერთოდ არ გააჩნია ეგოიზმის გრძნობა გესმიის?
ჩვენ ყველანი, პირველ რიგში ჩვენ თავებზე ვფიქრობთ, როცა ურთიერთობებს და წვრილმანებს ეხება საქმე. პირველ რიგში ჩვენ გულებს ვუფრთხილდებით. ის კი არა! არ ვიცი მისი მრავალწლიანი არსებობის დამსახურებაა ეს, თუ ბუნებითაა ასეთი, მაგრამ ასეთია.. ნებისმიერ სიტუაციაში, ჯერ იმას ფიქრობს მე როგორ ვიქნები და რას ვიგრძნობ. ასეთი სიყვარული არავინ იცის, დედის გარდა. და ხშირად, წვრილმანებში, ისინიც ეგოისტურად იქცევიან. დედებიც კი ერთეულები არინ, ასეთი სიყვარულით.. თუმცა შეიძლება იმიტომ ვამბობ, რომ არ გამომიცდია დედობა.
-ელენი არაფრის მოყოლას არ აპირებდა, მაგრამ როგორცკი დაიწყო, მიხვდა, რომ ეს ძალიან ეკლდა. ეკლდა ვინმესთან გულის გადაშლა. დედა რომ ყოფილიყო ხომ შეძლებდა დაუსრულებლად ელაპარაკა ანდრიაზე..
იოანე ღიმილით უსმენდა მის მონოლოგს და ალათ მანაც, სითბოს გამოსახატავად, უნებურად თავზე გადაუსვა ხელი და ოდნავ მიიხუტა. ბავშვებს რომ მიეფერებიან ხოლმე ზუსტად ისე.
_მიხარია, რომ ეს ყველაფერი დაინახე ჩემ მეგობარში.ეს ყველას არ შეუძლია. შენ კი იმსახურებ ასეთ სიყვარულს, რადგან ისიც კარგად ხედავს შენ როგორი ხარ.. უბრალოდ შენ საკუთარი თავის რწმენა გაკლია, და ფიქრობ რომ შენი სიყვარული არაფერია. თუმცა მისთვის ყველაფერია.. ახლა ბევრს ნუღარ მათქმევინებ, თორემ დამსჯის.-გაიცინა იოანემ.
_მას იმდენი რამე აქვს გაკეთებული ჩვენთვის, რომ.. ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. მის უცნაურ შესაძლებლობებს არ ვგულისხმობ.. ალბათ ოდესმე მოგიყვება, როგორ დავმეგობრდით.
ამ ლაპარაკში გარეთ გასულებს, ბიჭები შეეჩეხნენ.
_დაგირეკა ხომ?-მიუხვდა ელენი თეოდორს.
_კი ელენ. არ უნდა მოქცეულიყავი ასე. ის ინერვიულებს.
_ამ შემთხვევაში მაინც მე ვარ მართალი. ის იმდენად არ ინერვიულებს, რამდენადაც მე ვინერვიულებდი მთელი ღამე. კარგი რა, იმდენი კამერა და უბედურებები დააყენა, ნამდვილად არაფერი მოხდება. ეს თვითონაც კარგად იცის.
_კარგი, მოვრჩეთ. ახლიდან ნუ გაბრაზდები. შევიდეთ. -უთხრა თეოდორმა, მხარზე ხელი დაადო გოგოს და შიგნით უბიძგა.
ელენმა ცხელი შოკოლადი მოამზადა და ბიჭებთან გავიდა.
_ტელევიზორი? -წამოიძახა გაკვირვებულმა გოგომ. _აქ საიდან?
_იოანემ ამოქექა. ანდრიას არ უყვარს, მობეზრებული აქვს. თუმცა მაინც ჰქონდა შენახული, თან არაერთი. მესამეზეა ერთი ოთახი, ასეთი რაღაცეებით აქვს სავსე. ალბათ არ შეგიმჩნევია.
_არა და არც უთქვამს. -თქვა განაწყენებულმა ელენმა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა.
_დარწმუნებული ვარ არც გაახსენდებოდა.-გაიცინა ჯეკომ და იოანეს დისკი გაუწოდა.
_სასუსნავები არ გვაქვს?-იკითხა დემემ.
_კი მოვიტან ახლავე. -წამოიწია ელენი, მაგრამ დემემ არ აცადა და თვითონ გავიდა.
ცოტახანში კი ჯეკო იხმო. უკან დაბრუნებულს, იმდენი რაღაც ეჭირათ ხელში, ელენს სიცილი აუვარდა. ბიჭებს კი ელენის რეაქციაზე გაეცინათ.
ელენს დიდიხანი იყო არ ენახა კომედია, საერთოდ ფილმიც. ახლა კი იმდენი იცინა, მუცელი სტკიოდა. მიხვდა რომ ძალიან ენატრებოდა და ეკლდა ასეთი ოჯახური სიტუაცია. ბიჭებთან კი ძალიან კარგად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არც კი იცნობდა მათ. ისეთი მხიარულები და სიცოცხლით სავსეები იყვნენ, რომ უნებურად მასაც ედებოდა ეს განწყობა, თუმცა რაღაც მაინც აკლდა.
ტელეფონმა რომ ამოიღო ხმა და ელენმა ანდრია ამოიცნო ზარის ავტორად, მაშინ მიხვდა, რაც აკლდა. სახე გაებადრა და ტელეფონს უპასუხა.



№1  offline წევრი Firefly

ძალიან კარგია.მალე დადე შემდეგი თავი
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი dona gedi

♥მარიამი♥
ძალიან კარგია.მალე დადე შემდეგი თავი

ვეცდები ყველანაირად)) ცოტა კი ჭირს საახალწლო სამზადისში love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent