“მოთამაშე”: (9) დასასრული
ირაკლის სიტყვება გამაქვავა, მის თვალებს შევცქეროდი ვცდილობდი ამომეკითხა სხვა სიმართლე. მაგრამ ამაოდ, სიმართლე ის იყო რომ ირაკლიმ ეს განძრახ და გააზრებულად გააკეთა. _პოლიციაში წავიდეთ!_ვუთხარი და მეც წამოვდექი. _არა!_დაიყვირა და ხელი მკლავზე ჩამჭიდა._არავითარ შემთხევაში… იცოდე არავის არაფერი უთხრა! _ირაკლი, ეს დანაშაულია!_ჩურჩულით ვუთხარი და შევეცადე მისი ხელებიდან დამეხსნა თავი. _თავი ვერ გავაკონტროლე… ნარკოტიკის ზემოქვედების ქვეშ ვიყავი…_მანაც ჩურჩულით მითხრა და საავადმყოფოს შენობიდან გამიყვანა. _რა საშინელი ადამიანი ხარ!_აცრემლებულმა შევხედე მას. _ვიცი, ვიცი_მიპასუხა და ცალი ხელი თმაზე დამისვა._მაგრამ, შენ ხომ თქვი რომ გიყვარვარ?!_თვალებში ჩამხედა და უცებ მისგან მომავალი უცნაური მზერა დავიჭირე. ნუ თუ ახსოვს?! გავიფიქრე და გამახსენდა ქორწილის ღამეს, ვნება მორეულმა რომ გამოვუტყდი სიყვარულში. _მე სხვა ირაკლი მიყვარს!_ცრემლები მოვიწმინდე. _სხვა ირაკლი არ ასებობს!_კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი მკლავზე._მე ესეთი ვარ, და ან გიყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ, ან არა!_მერე უცნაურად გაეცინა და ხელი შემიშვა._გიყვარვარ!_ამჯერად ორივე ხელი მომადა სახეზე._შეუძლებელია არ გიყვარდე… _შენ რა იცი მე რას ვგრძნობ?!_თავი გავაქნიე და მისი ხელები ჩამოვიშორე. _ვიცი, იმიტომ რომ ადამიანს მხოლოდ ის შეიძლება უყვარდეს ვისაც უყვარს. ხოლო ამ ადამიანის შეყვარება მთელს გალაქტიკაში მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია…_ანერვიულებულმა მითხრა ირაკლიმ. _ჰო და მეც იმას შევიყვარებ, ვინც შემიყვარებს! _მაგალითად?!_ირონიულად გაეცინა. _ილიას!_მოკლედ მოვუჭერი. _ილიას არ უყვარხარ… _შევუყვარდები! _არ შეუყვარდები!_დაიყვირა ბოლო ღმაზე._შეუძლებელია სხვას შეუყვარდე, რადგან, უკვე მე მიყვარხარ! ამიტომაც მხოლოდ მე გეყვარები! შენ მხოლოდ მე მეკითვნი!_ისევ ყვიროდა და ორივე ხელებს მიჭერდა მკლავებზე. _შენ გიჟი ხარ!_შეშინებულმა ჩავილაპარაკე. _გოგონა, დახმარება ხომ არ გჭირდებათ?!_მოგვიახლოვდა პოლიციის უნი ფორმაშ ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი. ირაკლიმ მაშინვე შემიშვა ხელი და გაიქცა. პოლიციელიც გონს მოეგო და გაეკიდა. შორიდან მომესმა თოფის ორჯერ გასროლის ხმა. ირაკლი დაიჭირეს… *** _არ წახვიდე!_მხარზე დამისვა ილიამ ხელი. _ასე სჯობს!_გავუღიმე და კაბინეტიდან ჩემი ნივთები გამოვიტანე. ირაკლი ორი თვე იყო რაც ციხეში იჯდა. ყველაფერი აღიარა. სალომე საბედნიეროდ გადარჩა და თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვიც შეინარჩუნა. ერთი თვის წინ ჩემთან მოვიდა და მომიყვა ირაკლისთან შეხვედრის ამბები. _ერთ საღამოს, ისე რომ არც კი ვიცოდით ჩემი ორსულობის შესახებ…_ღიმილით დაიწყო სალომემ._ჩემს წინ ჩაიმუხლა, მუცელზე ხელი დამისვა და მითხრა, თუ ოდესმე პატარა გაგვიჩნდება და გოგო იქნება ინგა დავარქვათო… _არც კი მეგონა საერთოდ თუ ვახსოვდი._ვუპასუხე და უნებურად წამოსული ცრემლი მოვიწმინდე. _უჭირდა ინგა, ძალიან უჭირდა შენს გარეშე!_ხელი დამისვა მხარზე._ასე ამბობდა, ჩემი ბრალია ვერ გამოვხატე გრძნობებიო! _რა სულელია_თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი. _ჰო, სულელი ნამდვილად არის!_გაეღიმა სალომეს._მე და ჩემი მეუღლე ერთ თვეში იტალიაში მივდივართ… ირაკლის სთხოვე არ მოგვძებნოს! ყველასათვის ასე აჯობებს… _ვეტყვი!_ვუთხარი მე._ჰო, მართლა. მადლობა რომ სარჩელი არ შეიტანე! _რა აზრი აქვს?! ნარკოტის მოხმარებისთვის მაინც მოუწევს იქ ყოფნა. _მაგრამ იმდენი ხანი არა! ამიტომ მადლობა! _კარგი, მე წავედი… აბა მშვიდობით!_მითხრა სალომემ და ფეხზე წამოდგა._თუ მის გვერდით იქნები, აუცილებლად შეიცვლება!_ისე გადამეხვია, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. მერე კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლიდან გავიდა. ახლა ირაკლისთან მივდივარ, ციხეში. დღეს პირველად ვნახავ ორი თვის შემდეგ. სასამართლოზეც არ ვყოფილვარ…ცოტა არ იყოს ვნერვიულობ, გონებაში კი დავაწყვე აზრები, რას და როგორ ვეტყოდი, მაგრამ ვიცოდი, დავინახავდი თუ არა აზრი ამერეოდა. _აქეთ მობრძანდით!_მკაცრად მომმართა ბადრაგმა და პატარა ოთახში შემიყვანა. იქვე მაგიდასთან მოვთავსდი, დაახლოებით ორ წუთში ირაკლიც შემოიყვანეს. ჯერ კედლისაკენ სახით დააყენეს, ბორკილები მოხსნეს და ამის შემდეგ მარტო დაგვტოვეს. თან დაიბარეს 5 წუთი გაქვთო. _რატომ მოხვედი?!_ჩემს წინ დაჯდა და თავი ჩახარა. _რაღაც მინდოდა მეთქვა…_გაუბედავად ვუპასუხე. _არ უნდა მოსულიყავი!_თავისას არ იშლიდა იგი. _რამდენი მოგისაჯეს?_ხმა აკანკალებულმა ვკითხე. _წელიწადი და 6 თვე._თავი ისევ ჩახრილი ჰქონდა _მალე გაივლის!_გამეღიმა და ხელი ხელზე შევახე. _შეხება აკრძალულია!_გაისმა ოთახში უცნობი მამაკაცის ხმა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე ოთახის კუთხეში მოთავსებული ვიდეო თვალი და მიკროფონი. _ვიცი!_თქვა ირაკლიმ და თვალი ძლივს გამისწორა._ვიცი რომ მალე გაივლის! მაგრამ რა ხეირი?! _ის ხეირი რომ არსებობს ადამიანი ვინც შენს აქედან გამოსუვლას სულ-მოუთქმელად ელის!_ისევ მინდოდა შევხებოდი, მაგრამ გამახსენდა უცნობის ხმა და უკან გავწიე ხელი. _ნუ სულელობ!_თავი გააქნია ირაკლიმ._შენ ცხოვრებას მიხედე, მე ნუ დამელოდები. ხომ იცი რა ნაგავიც ვარ?! _ეს ყველაფერი დროებითი სისუტე იყო.._დავამშვიდე მე. _ჩემს გამო საკუთარ ბენიერებაზე უარს ნუ იტყვი ინგა!_მის ხმაში დაძაბულობა იგრძნობოდა. _შენ ხარ ჩემი ბედნიერება!_ისევ გავიღიმე და ვიგრძენი თვალები ცრემლებით ამევსო._შენთითონ არ მითხარი, ადამიანს მხოლოდ ერთხელ და სამუდამოდ უყვარდებაო?! და უყვარდება მხოლოდ ის ვისაც იგი უყვარსო! _ყველაფერი გახსოვს?!_ძლივს გაეღიმა ირაკლის და მაშინ ვიგრძენი გულზე შვება. მაშინ ვიგრძენი რომ ძველი ირაკლი დაბრუნდა. ირაკლი, რომელიც ასე თავდავიწყებით მიყვარდა, მიყვარდა იმაზე დიდი ხნით ადრე ვიდრე ამას მივხვდებოდი და საკუთარ თავთან ვაღიარებდი. დასასრული. ____ იმედია მოგეწონებათ.. ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.