-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ! 9
თმაზე შეხებამ გამაღვიძა, ვიღაც მეფერებოდა ნაზად. მივხდი ვინც შეიძლება ყოფილიყო, ხმა არ ამომიღია, მისი ყოველი შეხება მსიამოვნებდა.მინდოდა დრო გაჩერებულიყო, სამუდამოდ! ,,ღმერთო, არიანა რა ჯანდაბა გეტაკა? სულ გააფრინე? ადრე ბიჭს ერთი მეტრის მანძილზე არ იკარებდი, ახლა რა შეიცვალა? ვიღაცას, არც კი იცი ვის, მკლავებში ყავხარ მოქცეული და გეფერება, შენ კი არც ეწინააღმდეგები! ალბად ეს იდიოტი ფიქრობს,რომ მოგწონს მისი ახლოს ყოფნა. გაგიჟდი? ახლავე მოშორდი.! ,,-შევუბღვირე თავს და წამოვიწიე. ანდრეას სახეს რომ შევხედე,ყველაფერი დამავიწყდა,მაგრამ წამით! გონებამ გულს სძლია და წამოდგომა ვცადე!. ,, ახლა რა იქნება?... ისევ ისეთი უხეში უნდა გავხდე!,,-გადავწყვიტე, ძველი არიანა დამებრუნებინა, რომელიც თითქმის სულ გამქრალიყო! -რა მოხდა პატარავ?-გამიღიმა ანდრეამ და თბილი ხმით მკითხა-რამე მოხდა? -რა უნდა მომხდარიყო?-მივუგე ცივი ხმით-გამიშვი,!-ჩემს ხმას უხეშობაც შეეპარა! -ო ღმერთო, ისევ ის ცივი და მოურჯულებელი არიანა დაბრუნდა! მეგონა გუშინ საბოლოოდ მოგარჯულე!-მითხრა ოდნავ მოღუშულმა! -არც კი იოცნებო ჩემს მორჯულებაზე, დროს უაზროდ დაკარგავ!-ვუთხარი და წამოდგომა ვცადე, მაგრამ წელზე ხელები შემომხვია და მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე!-შემეშვი ანდრეა. ვერ გაიგე რა გითხარი?-შევუბღვირე. ამ სითამამემ გამაღიზიანა. -აუცილებლად გაგიშვებ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის რომ დამიბრუნდე!-მითხრა, თმებში ხელი შემიცურა და მისკენ მიმიზიდა სახით! ისე ახლოს იყო რომ, როცა საუბრობდა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხებოდა. მოთმინებას ვკარგავდი. მინდოდა მეკოცნა, მაგრამ ეს თავის გაყიდვას ნიშნავდა!.-იცი, გუშინ მივხდი, რომ შენ ისეთი არ ხარ, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს! -მართლა? და როგორი ვარ სინამდვილეში?-ცინიზმით სავსე ხმით ვკითხე! -ძალიან თბილი ხარ!-მითხრა თბილი ხმით და გამიღიმა. დავიბენი, ასეთ პასუხს არ მოველოდი! -რასაც შენზე ვერ ვიტყვით-მივახალე,მაგრამ მივხდი რომ ძალიან ბავშვურად გამომივიდა! ჩემს ამ ბავშვურ საქციელზე გაეღიმა!. -გინდა გაგიშვა? -კი! -იცი,რომ ტყუილი არ შეიძლება?-ეშმაკურად შემომანათა მისი თვალები! -ვიცი! და ისიც ვიცი ამას რატომ ამბობ! ძალიან დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს შენს თავზე!-შევუბღვირე-დამდე პატივი და გამიშვი! -კარგი!-მითხრა და გამიშვა ხელი! ავდექი და მაშინვე სიცივე ვიგრძენი, რომელმაც მთელ სხეულში შეაღწია!. ,, აი თურმე რა მათბობდა,,-გავიფიქრე და გამეღიმა! გამომხედა და მანაც გაიღიმა. ,, ნუთუ ისევ მიხვდა რას ვფიქრობ?,, სააბაზანოში შევედი, წყალი შევისხი სახეზე, რომ გამოვფხიზლებულიყავი! სამზარეულოში რომ გავედი, ანდრეა ყავას ადუღებდა! -ანდრეა სახლში წამიყვანე!-მბრძანებლური კილოთი გამომივიდა! -მე შენი მძღოლი არ ვარ-მითხრა ცივი ხმით, რაც ძალიან გამიკვირდა. მოვიღუშე და ოთახიდან გამოვედი! პირდაპირ გასასვლელი კარისკენ დავიძერი, გამოვაღე და ამ დროს ხელზე შეხება ვიგრძენი, წამის მეასედში უკვე ანდრეას წინ ვიდექი! -პატარავ გეხუმრე! -მითხრა თბილი ხმით და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. მისი ხელები უხეშად მოვიშორე! -პატარა შენს ნაშებს უწოდე!-მივახალე და ისევ გასვლა დავაპირე! -კარგი რა რია, რა ბავშვივით იქცევი. გეხუმრე! -ისევ გამაჩერა! -უკბილო ხუმრობა იყო! წამიყვანე სახლში ახლავე! -ყავის დალევა.... -ანდრეა ახლავე-სიტყვა არ დავამთავრებინე-ან წამიყვან ან მარტო წავალ! -მართლა? ხოდა წადი მაშინ!-მითხრა ირონიით და ცინიზმით შეაპარა!. ამაზე საშინლად გავბრაზდი. როგორ მინდოდა ერთი კარგად გამერტყა! თავი შევიკავე! სახე დავიმშვიდე და კარი გამოვიჯახუნე! -იდიოტი! ვინ გონია მისი თავი! ერთი თავდაჯერებული იდიოტია!-სახლში მისვლამდე მხოლოდ ამას ვიმეორებდი გაუჩერებლად! კართან მივედი! რა იქნება ახლა? არ მინდა ჩხუბი! კარი გავაღე! ოთახი ცარიელი იყო! კიბეებთან ფეხაკრეფით მივედი და ზევით არბენა დავაპირე როცა ნაცნობი და უაზროდ მონატრებული ხმა გავიგონე! ,,ეს ხომ... ეს ხომ...,, თვალები გამიფართოვა და გიჟივით შევვარდი ოთახში საიდანაც ხმა მოდიოდა! -ირაკლი-ვიკივლე ბოლო ხმაზე და მისკენ გავექანე. მაგრად, ძალიან მაგრად ჩავეხუტე! მანაც არ დააყოვნა და ხელში ამიტაცა. -ჩემი თოჯინა.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა! -ჩემი პრინცი-გავუღიმე და თავი მკერდზე მივადე!-იკა,როგორ მომენატრე! -მეც მომენატრე პატარავ!.-მითხრა და მკლავებში მომიქცია! -როდის ჩამოხვედი?-სახით მოვშორდი და ცხვირზე ცხვირით გავეხახუნე! ეს ჩვევად გვქონდა ბავშვობიდანვე! -დღეს დილას!-მითხრა და შუბლზე მაკოცა! -ძამიკო, აღარ წახვიდე გთხოვ რა! -ნუ, თუ საცოლეს მიპოვი, არ წავალ- გამიღიმა და თვალი ჩამიკრა! თვალი გვერდზე გავაპარე, დედაჩემი იდგა! ახლა ჩხუბი ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი საქციელის გამო ბოდიში მომეხადა! ირაკლის მოვშორდი და დედაჩემს მივუახლოვდი! -დედა გთხოვ, მაპატიე ის სულელური საქციელი,არ მეგონა ასე თუ გამოვიდოდა. ვწუხვარ მართლა!-ვუთხარი და თავი დავხარე. მართლა განვიცდიდი. მაგრამ რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს ვერ ვხდებოდი! -იცი მაინც რა გააკეთე? -ვხდები დედა და სწორედ მაგიტომ გთხოვ პატიებას! -არიანა! მე ნუ მთხოვ პატიებას, პატიება შენს თავს თხოვე!-მკაცრად მაგრამ თანაგრძნობით მომიგო დედაჩემმა! -დედა რა ხდება?-მისმა კილომ ცოტა დამაბნია! -არიანა, შენს ცხოვრებაში ვერეოდი იმიტომ რომ მინდოდა უკეთესი ყოფილიყავი! ისეთი როგორიც მე წარმომედგინე! -დედა ამოღერღე! ნუ მაშინებ! -მამაშენი გაცეცხლდა და... -რა დედა რა?-უკვე ვკიოდი! -ერთ კვირაში გათხოვებს! ეს სიტყვები ლახვარივით მომხვდა გულზე! -დედა შენ რა ხუმრობ?-სასოწარკვეთილმა ვკითხე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი!-დედა მითხარი რომ ხუმრობ! -არა! -არ გავთხოვდები! მირჩევნია მოვკდე, ვიდრე გავთხოვდე!.-ხმა გამიმკაცრდა! მართლა არ ვაპირებდი გათხოვას, მით უმეტეს მამაჩემის ბრძანებით! პატივს ვცემდი მის აზრს მაგრამ მის დაკრულზე ცეკვას არ ვაპირებდი! -დედა, ძალით ვერ გაათხოვთ რიას, ამას მე არ დავუშვებ!-საუბარში ირაკლი ჩაერია და ჩემს გვერდით დადგა! -ირაკლი გაჩერდი! შენ ნუ ერევი! -რაც ქვია ნუ ერევი? რია ჩემი დაა და ყველაფერი რაც მას ეხება ის მეც მეხება! -შენ არ იცი რა გააკეთ გუშინ! -არც მაინტერესებს. მამას მე დაველაპრაკები!-მე შემომიბრუნდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცხვირზე მკოცა!-პატარავ, არ ინერვიულო, ვერავინ ვერ გაგათხოვს შენი ნების წინააღმდეგ!ჩემი ხომ გჯერა? -კი იკა! მიყვარხარ!-ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე! მდივანზე ვიწექი, თავი ჩემი ძმის კალთაში მედო და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველაფერზე, აწმყოზე, წარსულზე და მომავალზე. ირაკლი მესაუბრებოდა,რაღაცას მიყვებოდა,მაგრამ ერთი სიტყვაც არ გამიგონია. იმის გაფირქებაზე,რომ შეიძლება ძალით,უსიყვარულოდ გავთხოვილიყავი,სრულიად უცნობ ადამიანზე, გული მეკუმშებოდა და სული მეწვოდა. ახლა მხოლოდ ტირილი მინდოდა,უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა. რა მელის წინ? ნუთუ იმხელა დანაშაული ჩავიდინე,რომ ასე სასტიკად მსჯიან? მთელი ცხოვრება მენგრევა,მეკი სიტყვეს ვერ ამოვიღებ. რომ არა ირაკლი სახლიდან საერთოდ წავიდოდი, მაგრამ ახლა მარტო ჩემზე არ უნდა მეფიქრა. -რია, საერთოდ მისმენ?-გაბრაზებული ხმით მკითხა და ფიქრებიდან გამომიყვანა! -მაპატიე! ჩავფიქრდი! -რაზე ფიქრობდი?-ინტერესით შემომხედა. -რავიცი, ყველაფერზე-მოწყენილი ხმით ვთქვი და წამოვდექი-წვენი გინდა? -გასაგებია!-თავი უხალისოდ გვერძე გაიქნია! მივხდი რომ ჩემ ფიქრებს ჩაწვდა!-არა არ მინდა. ოთახიდან გამოვედი. გული საშილად მტკიოდა,მხოლოდ ტირილი მინდოდა და ესეც არ შემეძლო. -გთხოვ, გაუძელი! ირაკლის გამო! გთხოვ! შეეგუე ამ დაწყევლილ ბედს!-ვთქვი და სახეზე სითბო ვიგრძენი, მივხდი რომ ჩემს სახეზე პაწაწინა ცრემლი მოღოღავდა, მაგრამ ის არ იყო მარტო-არა! შენ არ იტირებ!-თავის დამშვიდება არასოდეს გამომდიოდა,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე მჭირდებოდა! ყველას უნდა დაენახა რომ ძლიერი ვარ. ცრემლების კვალიც გავაქრე. უდარდელი ადამიანის ნიღაბი მოვირგე. ვგრძნობდი რომ ამ ნიღბით სიარული ძალიან დიდხანს მომიწევდა! ოთახში გავედი. ჩემი ძმა არსად ჩანდა! მისი ოთახისკენ წავედი,მაგრამ საშინელმა ყვირილმა შემაჩერა. ყვირილის ხმა მამაჩემის კაბინეტიდან გამოდიოდა.მივხდი,რომ ჩემზე საუბრობდნენ, თუმცა კიარ საუბრობდნენ,არამედ ყვიროდენ! შვილი ამდენი წლის მერე ბრუნდება ის კი ასე უყვირის, ნუთუ მართლა ასე ვერ გვიტანს ორივეს? შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო,მე რომ არა ჩემი იდიოტური გამოხტომებით! ისინი ახლა ჩემს გამო ჩხუბობენ! არა, ამას არ დავუშვებ! მირჩევნია ჩემი ცხოვრება დავანგრიო ვიდრე ჩემი ძმის! კარებს მივუახლოვდი, ყური დავუგდე, მაგრამ მოსმენა პირველ სართულზეც შეიძლებოდა! ისინი ხომ ყვიროდნენ! -არაფერი, არ მაინტერესებს მამა! რიას ვერ გაათხოვ მისი ნების წინააღმდეგ!-ყვიროდა ირაკლი. ხმაზე ეტყობოდა რომ გაცეცხლებული იყო. -არაფერიც! გათხოვდება! ასე გადავწყვიტე და ასე იქნება!-მამაჩემიც ყვიროდა! -რია მიმყავს აქედან, ხვალვე მივდივართ! სახლში ვბრუნდებით, აქედან შორს! -სადაც გინდა იქ წადი, მაგრამ ის გათამამებული და ჭირვეული გოგო სახლში დარჩება -ვერ შემაჩერებთ! მე მას წავიყვან აქედან! -ირაკლი-იყვირა მამაჩემმა ბოლო ხმაზე. მე შევხტი და კარებს მოვშორდი! -რა? რას იზამ დამარტყამ? ისე არც მიკვირს. შენ ამის გამკეთებელი ხარ! აი ახლა მივხდი,რომ ჩემმა ძმამ ღრმად შეტოპა. მამაჩემი ამდენს არ მოუთმენდა. კარი ჩქარა შევაღე და ირაკლის ავეფარე წინ. -გეყოთ! -ბოლო ხმაზე ვიყვირე. ორივემ შემომხედა, ალბად ისეთი გამწარებული სახე მქონდა რომ არც ერთს ხმა არ ამოუღია!-ისედაც ცუდად ვარ, თქვენ კიდევ მიმატებთ!-უკვე ცრემლნარევი ხმით ვსაუბრობდი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და მამაჩემს მივუბრუნდი, ვაცნობიერებდი,რომ სიტყვებიი რომლებსაც ახლა ვიტყოდი ცხოვრებას დამინგრევდა,მაგრამ გამოსავალი არ იყო! მამაჩემი არ დათმობდა!, ირაკლი არ შეეგუებოდა. იქნებოდა მუდმივი ომი მამა-შვილს შორის და ამის მიზეზი მე ვიქქნებოდი! -მამა, თანახმა ვარ ქორწილზე!-ვთქვი და სულიერად გავქრი. გაქრა ყველაფერი. ირაკლი მომვარდა და რამოდენიმეჯერ შემაქანა -შენ ნორმალური ხარ? რას აკეთებ?-გაბრაზებული ისე მიჭერდა ხელებზე რომ სისხლი ვეღარ მოძრაობდა! ახლა ყველაზე მეტად მინდოდ, ვიღაცას დავემშვიდე, გულში ჩავეკარი!, მიუხედავად იმის რომ თვითონ ვიყავი განადგურებული, ჩემს ძმას დავუწყე დამშვიდება! -დამშვიდდი პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება-გავუღიმე და ცხვირზე წავეთამაშე! ჩემი თავის მიკვირდა საიდან მქონდა ამდენი ძალა. კივილი და წივილი მინდოდა, ტირილი მინდოდა, მაგრამ ვუძლებდი. თავს ვიმშვიდებდი და პლიუს სხვასაც ვამშვიდებდი! ვხდებოდი რომ ასე დიდხანს ვერ გავუძლებდი,ამიტომ მალე უნდა გავცლოდი აქაურობას! -რია გთხოვ არ ქნა ეს! -ხომ, გითხარი ყველაფერი რიგზეა! მართლა -ვიცი,რომ ამას ჩემს გამო ...-ტუჩებზე თითი ავაფარე და დავადუმე. მამაჩემს მივუტრიალდი, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა. მე ხომ პირველად არ ვჭირვეულობდი! -კიდევ რამე არის მამა რაც უნდა გავაკეთო?-მშვიდი ხმით ვკითხე. -ხვალ შენი საქმრო და მისი ოჯახი მოვა-მითხრა და შემათვალიერა, მივხდი რომ ტანსაცმელზე მიმითითებდა-რამე სისულელე არ ჩაიდინო! -არა- გავუღიმე, ეს მოჩვენებითი სიმშვიდე სულის ტანჯვად მიღირდა. კივილამდე მტკიოდა სხეულის ყოველი უჯრედი! ირაკლის შევუბრუნდი-იკა, მიდი დაისვენე და დღეს საღამოს სადმე გავიდეთ, მინდა ვიღაც გაგაცნო! -შენ გოგო, ნორმალური ხარ საერთოდ?-ისევ წამოენთო ჩემი ძამიკო! -კარგი რა იკა, გეყო უკვე ამაზე საუბარი!-ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი, შვებით ამოვისუნთქე.-დედა-ვთქვი და ცრემლებმა ჩემს თვალებზე გზა გაიკვლიეს! დედაჩემის ოთახში შევვარდი, საწოლზე იჯდა, რომ დამინახა გაოცდა! მივვარდი და ჩავეხუტე! მანაც არ დააყოვნა და გულში მაგრად ჩამიკრა! დედა მაინც დედააა...ის ყოველთვის გაგიგებს. -დედა... დედა,,... დედა...-მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებდი და დედაჩემს უფრო ვეკვროდი! -რია, შვილო, დამშვიდდი,გთხოვ!.-დედაჩი გულში მიკრავდა და თავზე მეფერებოდა! არ ვიცი რა მომენტში შევწყვიტე აზროვნება, რადგან არაფერი არ მახსოვს! რაცა გავიგვიძე დედაჩემს ისევ გულში ვყავდი ჩაკრული. ემოციებისგან ვიყავი დაცლილი, ახლა უკვე ტირილსაც ვერ ვახერხებდი! დედაჩემმა გამიღიმა -როგორახარ შვილო?-მითხრა თბილი და სასიამოვხო, ხავერდოვანი ხმით. -დედა, მადლობა რომ გამიგე!-ვუთხარი და მოვეხვიე-მიყვარხარ დეეე... -მეც შვილო- ვიგრძენი რომ ახლა ის ტიროდა, ცრემლები მოვწმინდე!-მამაშენს მე დაველაპარაკები და იქქნებ... -არა დეე, უკვე ყველაფერი გადავწყვიტე! -რაა? კიმაგრამ რატომ? -დედა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს! ყველაფერი კარგად იქნება. ალბად-ვთქვი და გამეღიმა! -ვიცოდი რომ შენ, ძმაზე მზე და მთვარე ამოგდიოდა, მაგრამ ასე თუ... -არ მინდა მამასთან ჩემს გამო ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს. -რია, მათ ისეც რთული ურთიერთობა აქვთ და შენ..... -მე უფრო ვართულებ ყველაფერ ჩემი ჭირვეულობით! -მაგრამ... -დედა, გთხოვ შევეშვათ ამ საკითხს, წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე-ვაიმე დედა-შევიცხადე. -რაიყო?-შეშფოთდა დედაჩემი და მომიახლოვდა! -სახე რას მიგავს?-მინდოდა ძველებური არიანა დამებრუნებია. უდარდელი და გართობის მოყვარული! გადავწყვიტე რომ დავაბრუნებდი კიდეც, მაგრამ მხოლოდ სხების დასანახავად, შიგნიდან კი ყველაფერი განადგურებული მქონდა! გადავწყვიტე ტკივილი ჩამეხჩო ,მეტირა ჩემთვის და არავის არ სცოდნოდა რომ ვიტანჯები! -აბა რა გეგონა, 3 საათი გაუჩერებლად ტიროდი!-მითხრა ღიმილით, -დეე, უნდა მიშველო, მალე იკასთან ერთად გავდივარ და ასე რომ დამინახოს ხომ იცი რა მოხდება-გავიღიმე! დედაჩემი მოიღუშა! -რა საჭიროა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე? -დედა, მისმინე, აბა რა ვქნა? დავჯდე და ერთი კვირა ვიტირო? ამით რამე შეიცვლება? ხანდახან ბედის ბორბალი ჩვენს წინააღმდებ ბრუნას, მაგრამ არაუშავს, უბრალოდ უნდა შეეგუო ბედს და მორჩა! -კი მაგრა მე შენ კარგად გიცნობ! შენ არ ხარ ისეთი ადამიანი,რომელიც შემგუებლობით გამოირჩევა! -ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ მაქვს-ვთქვი ჩუმად -გამოსავალი ყოველთვისაა-დედაჩემმა ნიკაპზე ხელი მომკიდა და სახე ამაწევინა-მისმინე რიანა.. -არა დადე გთხოვ! უკვე ყველაფერი გადავწყვიტე და შევეგუე კიდეც! ეს არის ჩემი ბედი! -ადამიანთან ცხოვრება, რომელიც არ გიყვარს? გამეღიმა. ეს უფრო სიმწრის სიცილი იყო, რომელიც უსაზღვრო ტკივილს მალავდა! დედაჩემმა მაკიაჟი გამიკეთა. შოკს ებრძოდა, როცა ვუთხარი მაკიაჟი გამიკეთე-მეთქი! სახეზე ტანჯვის რამე არ მეტყობოდა, გამეღიმა! დედაჩემს მადლობა ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი. ახლა ყველაზე ნაკლებად ვინმესთან ერთად ყოფნა მინდოდა, მაგრამ მარტო რომ დავრჩენილიყავი შეიძლება გამეფრინა. ნინის დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, თან დავაინტრიგე რომ ვიღაც მომყავს შენს გასაცნობად-მეთქი! ისიც სიამოვნებით დამთანხმდა! ახლა ყველაზე ძნელი საქმე მელოდა, ირაკლის მოთაფლვა! მის კარებს მივუახლოვდი და ნელა შევაღე! აივანზე იდგა და სიგარეტს აბოლებდა! მივეპარე და უკნიდან ჩავეხუტე! არც შემობრუნებულა ისე მითხრა -ამას ტყუილად აკეთებ! მამასთან ურთიერთობა მაინც არასოდეს გამოსწორდება! გამეღიმა. ხელები გავუშვი და წინ დავუდექი. გაღიმებული ვიყურებდი, ბოლოს მიხვდა და მომეხვია -აი ასე რა. აქამდე ვერ მოწვიი?-ვუთხარი და ხელები შემოვხვიე მის შიშველ წელზე! -იკა, წამო რა გთხოვ! მინდა ვიღაც გაგაცნო, თან გულს გადავაყოლებთ გართობას! -კარგი შენ თუ გინდა-მითხრა და ცხვირზე მაკოცა -ჩემი ბიჭი!-ვუთხარი და ხტუნვა-ხტუნვით გამოვედი. სწრაფად შევვარდი ოთახში. -ასე არ შეიძლებაა. თუ გადაწყვიტე, მაშინ შეეგუე!-შევუბღვირე თავს და ტანსაცმლის ძებნას შევუდექი! შავი ჯინსის შარვალი, ვარდისფერი მაიკა, შავი ჯინსის მოკლე ჟაკეტი და ვარდიცფერი კედები ჩავიცვი! თმები გავიშალე. ლოკონები ლამაზად დაეფინა მხრებს. ჩემი თავი შევათვალიერე, ძალიან მშვიდი და ჩვეულებრივი ვჩანდი, უფრო ღრმად ჩახედვის შემეშინდა,ამიტომ ოთახის კარი გამოვიხურე და იკასთან შევედი. თვალები ლამის გადმომიცვინდა,ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო. -იკა, ისი შენთან ერთად წამოსვლა დაგავიფიქრე! -რატომ?-გაკვირვებული სახით შეემომხედა -იმდენ გოგოს შევზიზღდები დღეს, შენს გამო, რომ არ ვიცი. -ჩემს პასუხზე გაეცინა.-ვერ წარმოიდგენ რა საყვარელი და რა ლამაზუკა მყავხარ!-მევედი და ჩავეხუტე, მისი ყოველი შეხება,გულს მალამოდ ედებოდა! -მე კი მინდა შენთან ერთად წასვლა. იცი რატომ? -რატომ? -იმიტომ რომ ჩემი ყველა ბიჭს შეშურდება!-მითხრა და მომეხვია. -კაი წავედით. ნინი გადაირევა-ვთქვი და ენაზე ვიკბინე -ნინი? ნინი ვინააა?-ცნობისმოყვარე თვალებით შემომხედა. -გაიგებ!-ენა გამოვუყავი და გარეთ გამოვედით! მისაღებ ოთახში დედაჩვენი იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, უკვიდან მივეპარე და მისი შეშინება მინდოდა მაგრამ ირაკლიმ დედაჩემს დაუძახა -დედა, რია გეპარება! დედაჩემიც შემობრუნდა. იკარლის მივუბრუნდი და თვალები დავუბრიალე! -მოგკლავ შე ბატისტვინა!-შევუბღვირე! მას მხოლოდ გაეცინა! -გეყოთ! რას ბავშვობთ!-დედაჩემს გაეღიმა და ორივეს მოგვიახლოვდა!-მიდიხართ? -კი.-ვუთხარით და ორივე დაგავეხვიეთ.-კარგი ჩვენ წავალთ თორე ხო იცი ნინი რაც არის, მომკლავს! -ხო მოგკლავს! -მაგრამ, ჩემი ძმა ტყვილა კიარ მიმყავს დე..-ჩუმად ჩავჩურჩულე ყურში და თვალი ჩავუკარი! დედაჩემს გაეღიმა! -ნინიკო მომიკითხე და უთხარი ხვალ მოვიდეს! -კარგი!-მივაძახე და გარეთ გავედით!. იკამ ბაიკი გამოიყვანა. -შენ რა გაგაიჟდი? ამით მივდივართ? -რა? არ გინდა? თუ კიდევ გეშინია რია?-გაკვირვებული მიყურებდა! -არა, არ მეშინია, უბრალოდ ამით ცოტა უხერხულია. -ოხ კარგი რა წამო! ბაიკზე დავჯექი და ხელები მაგრად მოვხვიე. უნდა ვაღიარო, რომ ბაიკის საშინლად მეშინოდა! მიყვარდა მაგრამ მეშინოდა! იკას მაგრად ვეკვროდი! როცა გააჩერა, შვებით ამოვისუნთქე! -ნუ როგორი იყო? -ძალიან მაგარი!-აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი,მართლა მომეწონა და თან მიხაროდა რომ შიში დავამარცხე! ბარში შევედი! უამრავი ადამიანი ირეოდა. შევედი თუ არა მაშინვე რამდენიმე ათეული ადამიანის თვალი ერთად ვიგრძენი, ზოგი ბიჭების, ზოგიც გოგოების! ირაკლის შევხედე, მიმიხვდა რაზეც ვფიქრობდი და მანაც გამიღიმა!. -ნუ, სად არის შენი ნინი? -რაიყო? ცნობისმოყვარეობა დაგღუპავს!-ვუთხარი ეშმაკურად და ბარს თვალი მოვავლე,დავინახე ჩემი გოგოც! მაგიდასთან იჯდა და წვენს მიირთმევდა! -წამო. -იკას ხელი მოვკიდე და ნინისკენ წავედით, ის მიხვდა რომელი გოგოსკენაც მივდიოდი,. -ნინი მოვედით სიხარულო,-ვუთხარი. ზურგით იჯდა, წვენი დადო მაგიდაზე და შემოგვიბრუნდა, ირაკლის დანახვაზე ადგილზე გაქვავდა. ირაკლის რომ შევხედე ისიც ისევე იყო, ერთმანეთს თვალს ვერ აშორებდნენ. მეც ეს არ მინდოდა! იკა მართლა მაგრა გამოიყურებოდა! სულ შავები ეცვა. შავი ჯინსის შარვალი, შავი ზედა და ჯინსის ჟაკეტი! ნინიც ულამაზესი იყო. წითელი ზედა, შავი შარვალი და წითელი მაღალქუსლიანი ჩექმები ეცვა. დაახლოებით ხუთი წუთი გაუნძრევლად უყურებდნენ ერთმანეთს, მე ხელი არ შემიშლია. ბოლოს ნინი მოეგო გონს და თავი გვერძე უსიამოვნოდ გააქნია, მერე მე შემომიბრუნდა ჩემი ეშმაკური ღიმილი რომ დაინახა, შემომიბღვირა! -უკაცრავად, მე... -არაფერია.- ვუთხარი და სკამზე ნინის გვერდით ჩამოვჯექი, იკა ჩვენს პირდაპირ დაჯდა. -ხოდა ასე, გაიცანით ერთმანეთი, ნინი ეს ირაკლია, ჩემი ძმა. ძამიკო ეს კი ჩემი დაქალია ნინი. -ერთმანეთს ისევ შეხედეს და ხელიც ჩამოართვეს! აშკარად შევატყვე, რომ ერთმანეთი მოეწონათ, მაგრამ არც ერთი არაფერს არ მეუბნებოდა. იმ დღეს მაგრა გავერთეთ! გვიანობამდე ვიყავით, ბოლოს დაშლა გადავწყვიტეთ! -ნინი აქ რით მოდი?-ჰკითხა ძამიკომ. -მანქნით!-უპასუხა ნინიმ და შევატყვე რომ წამოწითლდა! -ოხ გეყოთ ეს ბავშვური საქციელი რა-მივაყარე ორივეს.-ვიცი რომ ერთმანეთი მოგეწონათ, მეც ეს მინდოდა-გავიღიმე და სახეზე რომ შევხედე ორივეს, უკან დავიხიე-სამაგიეროდ ერთმანეთი გაპოვნინეთ-ვთქვი და ჩქარა გამოვვარდი ბარიდან! ვიღაცას შევასკდი. მაგრამ არც შემიხედავს ისე გავეცალე. ბაიკთან დავდექი და ლოდინი დავიწყე გვრიტებს! მალე ისინიც გამოვიდნენ. გარეთ ციოდა,ნინის კი ზედის გარდა არაფერი ეცვა. ირაკლიმ თავისი ჟაკეტი გაიძრო და ნინის ჩააცვა! გამეღიმა. ისინე ბედნიერები ჩანდნენ და მეც ეს მინდოდა! როცა მომიახლოვდნენ ნინი უხერხულად შეიშმუშნა! თბილად გავუღიმე და დავემშვიდობე. ყურში მაინც მოვასწარი და ჩავჩურჩულე -ხომ მაგარი ძმა მყავს? გაეღიმა და მაქანაში ჩაჯდა! მალე ჩვენც წამოვედით იმ ადგილიდან! სახლში რომ შევედით მაშინვე კითხვები დავაყარე -როგორი გოგოა? ხომ მაგარია? მოგეწონა არა? -რია, რია გაჩერდი! -გაბრაზდა იკა! -მოგეწონა არა? -ცნობისმოყვარეობა დაგღუპავს-მითხრა და თვალი ჩამიკრა!შუბლზე მაკოცა და კიბეები აირბინა. მეც უკან მივყევი. ჩემი ოთახის კარი გავაღე და უდარდელი ადამიანის ნიღაბი მოვიხსენი! გული გამალებით მიცემდა, ცოტაც და საგულედან ამოვარდებოდა! -არ ვიცი ასე სადამდე ვიქნები-ვთქვი და ცრემლები,რომლებიც მთელი ღამე მახრჩობდა,სახეზე დაგორდა. საწოლზე დავწექი და თვალები დავხუჭე. ახლა ყველაზე ნაკლებად ფიქრი მინდოდა. ფიქრი უბედურ მომავალზე!თვალები გავახილე.ჩემს წინ ჩემი ძმა იჯდა სკამზე და მიყურებდა. გამეღიმა,! -აქ რას აკეთებ ამ დილით?-ზანტად წამოვდექი და საწოლზე წამოვჯექი! -დილა?-გაეცინა-შენ დღის სამ საათს დილას ეძახი?-მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა! -თვალები გაქვს ჩაწითლებული, ისევ ტიროდი? -გუშინ გვიან რომ დავბრუნდით იმის ბრალია, -ვცდილობდი ყველანაირ თემაზე მესაუბრა,ვიდრე ჩემს თავზე! -ხო, ალბად. წამო ძირში, ვჭამოთ და სადმე გავისეირნოთ!-მითხრა და შუბლზე მაკოცა! -იკა, დღეს სახლში მინდა დარჩენა, დედას მინდა მივეხმარო ცოტა! მოიღუშა. -რია, ამას რატომ აკეთებ? რატომ არ გინდა ჩემთან ერთად წასვლა უცხოეთში? -უცხოეთში წასვლა? მოიცა შენ ხომ მითხარი, რომ თუ საცოლეს გიპოვი აღარ წახვალ! საცოლე გიპოვე და ახლა მიდიხარ?- თავი ოსტატურად დავიძვრინე. -კითხვას თავს ნუ არიდებ! ვიცი ამას რატომაც აკეთებ,მაგრამ გთხოვ.... -იკა, დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა და გთხოვ მოდი შევეშვათ ამ თემას კარგი?-წამოვდექი და ჩავეხუტე! -კარგი, პატარავ.-შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა! ტანსაცმელი გამოვიცვალე და ძირში ჩავედი, დედაჩემი ტელეფონზე საუბრობდა. როცა დამინახა, ტელეფონი გათიშა! ხელით მანიშნა მოდი აქო! მეც მივუახლოვდი. -რა ხდება დე?-ვკითხე და მაცივრიდან წვენი გამოვიღე! -არაფერი. უბრალოდ დღეს... -ხო ვიცი, ჩემი ეგრედწოდებული ,,ნიშნობის დღეა,, არა?-გამეღიმა და წვენი მოვსვი! -ხო და მამაშენმა თქვა.... -რომ დამჯერი ბავშვივით მოვიქცე არა? დედაჩემს გაეღიმა. -რა კარგია,როცა შენი უსიტყვოდ ესმით! ამ სიტყვებზე გულში რაღაც ჩამწყდა! ჩემი სიტყვებითაც არავის არ ესმის-გავიფიქრე და უნებლიედ გამეღიმა -რია, გუშინდელმა საღამომ როგორ ჩაიარა?-ალბად დედაჩემი ფიქრებს მიმიხვდა და თემის შეცვლა გადაწყვიტა! -არაჩვეულებრივად. დედა მემგონი სარძლო გიპოვე უკვე! -მართლა?-დედაჩემი გაოცდა!-შენ ძმას ნინი მოეწონა? -კი, მოეწონა! -და ნინისაც? -აბა. რომ გენახა რა საყვარელი სანახავები იყვნენ ერთად! -ძალიან კარგი! ნინი კარგი გოგოა! -ხო! დედა სტუმრები რომელზე მოვლნენ? -8 საათისთვის! -რამეში მოხმარება ხომ არ გჭირდება? -არა. რია კაბა და მაკიაჟი .... -კი დედა. იმედია ის კაბა რომელიც მიყიდე წვეულებისთვის ადგილზეა! -კი. -კარგი! ჯერ ადრეა ამიტომ იკასთან ერთად გავისეირნებ. -რია...-დედაჩემმა დაეჭვებული თვალით შემომხედა, ამაზე გამეცინა! -დედა დავბრუნდები, არ ინერვუილო!-ვაკოცე და გამოვედი! მე და ჩემმა ძამიკომ 4 საათი ვისეირნეთ. უკვე სიარულიც არ შეგვეძლო. -იკა, მოვკდი, აღარ შემიძლია!-სკამზე დავჯექი, გაქანების თავი არ მქონდა. -კარგი, მოდი ჩემთან!-იკამ ხელში ამიყვანა. -გაგიჟდი? შენც ჩემსავით დაღლილი არ ხარ? დამსვი! -ნუ ტლიკინებ გოგო! -მითხრა და მაკოცა! სახლში ხელში აყვანილი მიმიყვანა! 7:30 საათი იყო! დედაჩემს რომ შევხედე, ეტყობოდა რომ ინერვიულა! -დედა, ხომ დაგპირდი რომ მოვიდოდი, რატომ ნერვიულობდი? არაფერი არ მიპაასუხა. ოთახში ავედით! კაბა საწოლზე იდო. რომ შევხედე გული შემეკუმშა, სული ამტკივდა. ტირილი, კივილი და აქედან გაქცევა მინდოდა. მინდოდა თვალები გამეხილა და ყველაფერი ეს მწარე სიზმარი ყოფილიყო! -რია კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს!- შეშფოთებული დედაჩემი მიყურებდა და რაღაცას მეკითხებოდა! -აააა, რა თქვი?-ფიქრიდან გამოვედი. ცრემლები შევიკავე და თავი ავწიე! -როგორ ხარ? -გადასარევად-გამეღიმა. -კარგი მიდი აბაზანა მიიღე და ჩაცმაში მოგეხმარები! აბაზანაში შევედი! სარკეში ჩავიხედე. სახეზე ფერი არ მედო! შხაპი მივიღე და ოთახში გამოვედი. საათს გავხედე უკვე 8 იყო. დედაჩემი ოთახში შემოვიდა -რია, სტუმრები მოვიდნენ და ძირში უნდა ჩავიდე, შენ კი ჩაიცვი და ჩამოდი! -კარგი დე... საწოლზე წამოვწექი. -ახლა უკვე ფიქრს აზრი არ აქვს. არც ტირილს, არც არაფერს!- გული მტკიოდა, მასთან ერთად სულიც. მინდოდა ყველაფერი დამელეწა რაც სახლში მქონდა. მინდოდა ყველაფერი გამქრალიყო.-არაფერია. ოხ ჩემო ქმარო როგორ ინანებ,რომ ჩემნაირი გოგოს ცოლად მოყვანაზე დათანხმდი. გეფიცები მთელ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ! გაგამწარებ, ისევე როგორც მე ვარ გამწარებული ახლა! ავდექი. სხეული შევიმშრალე და კაბა ჩავიცვი. მოკლე კაბა, ქვებით გაწყობილი სულ ბწყინავდა!. შესაფერისი მაღალქუსლიანები ჩავიცვი თმები გავიშალე, მაკიაჟი გავიკეთე. თავი სარკეში შევათვალიერე და ძალიან მომეწონა! -გინდოდა ბრძოლა? მიიღებ კიდეც! ცხოვრებას გაგიმწარებ!-ეშმაკურად გავიღიმე და კარები გამოვაღე! ირაკლის ოთახს მივუახლოვდი და დავაკაკუნე -შემოდი-მომესმა ჩემი ძამიკოს ხმა! კარი შევაღე. ირაკლი გაოცებული თვალებით მიყურებდა! -არიანა, ღმერთო, რა ლამაზი ხარ!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა! -მადლობა ჩემო სიცოცხლევ!. მზად ხარ? -კი! რია დარწ.... -კი! ყველაფერი მაგრად იქნება! თან ნინიკოც აქააა...-ეშმაკურად გავუღიმე! -გააჩერე ენა!.-შემომიბღვირა და ხალმკლავი გამიკეთა!-წავედით? -კი, ოღონდ დამპირდი რომ გვერდიდან არ მომშორდები! -გპირდები პატარავ! შენს გვერდით ვიქნები! -შუბლზე მაკოცა და კარი გამოაღო! კიბეებს მივუახლოვდით!-რია ჯერ კიდევ შეიძლება... -არ შეიძლება-გგავუღიმე და ხელზე მაგრად მოვუჭირე! კიბეებზე ნელა დავშვით და მისაღებ ოთახში შევედით! ყველა გაოცებული და აღფრთოვანებული მიყურებდა, განსაკუთრებით მამაჩემი! ირაკლის შევხედე და გამეღიმა. თვალი ჩავუკარი და ჩემს მშობლებს მივუახლოვდი! -ძალიან ლამაზი ქალიშვილი გყავს ილია. ულამაზესი!-უთხრა ჩემს წინ მდგომმა მაღალმა ქალმა. -მადლობა ნატა.-უთხრა მამაჩემმა! -ჩვენს შვილს ძალიან გაუმართლა შენნაირი საცოლე რომ ყავს-ახლა მე მომმართა იმ ქალმა, მივხდი რომ ჩემი ,,სადედამთილო,, იყო -მადლობა-მხოლოდ ეს ვუთხრაი გულში კი გავიფიქრე ,,ეს ჯერ კიდევ საკითხავია გაუმართლა თუ არა!,, ოთახს თვალი მოვავლე, აშკარად ვიღაც აკლდა ამ არაჩვეულებრივ წვეულებას. ჰმ, რათქმაუნდა თვით ,,საქმრო,, გვაკლდა! -ანდრეა მალე მოვა!-მითხრა უცხო კაცმა. ალბად შეამჩნია რომ ოთახში ვიღაცას ვეძებდი! -ხო მართლა გაიცანი რია, ეს ნატაა, -ქალისკენ გაიშვირა ხელი მამაჩემმა-ეს კი მისი მეუღლე აკაკი-ახლა კაცისკენ მიმითითა! -ანდრეას მშობლებია! -გასაგებია, სასიამოვნოა!-ნაძალადევად გავუღიმე ორივეს და ხელი ჩამოვართვი! -ეს ახალგაზრდა კი ჩემი ვაჟია, ირაკლი!-მამამ ირაკლიზე მიუთითა სტუმრებს! -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც! კარზე ზარის ხმა გაისმა. -აი ანდრეაც მოვიდა-თქვა ქალბატონმა ნატამ და გამიღიმა. გული ამიჩქარდა! როგორია მიყვებოდა ვიღაცას ცოლად და არც გყავდეს ნანახი! მაგარია გრძნობაა.. გაქცევა მინდოდა! ირაკლის მივეხუტე. მანაც ხელები მომხვია და თვალებზე მეამბორა! -აი მეც მოვედი!-თქვა ვიღაცამ. ხმა უზომოდ ნაცნობი ჰქონდა! ნელ-ნელა შემოვბრუნდი და იქნე გავქვაადი. .,, ღმერთო აქამდე როგორ ვერ მივხდი. მან ხომ მითხრა. ეს ის არის. ღმერთო!,,-ლამის გული წამივიდა! მაგრამ თავი შევიკავე და წინ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი! -ყველას მოგესალმებით! -მამაჩემს და დედაჩემს ხელი ჩამოართვა და ახლა ჩემი ჯერიც დადგა! -ერთმანეთს უკვე იცნობთ არა?-იკითხა მამაჩემმა! -კი, ვიცობთ-გამიღიმა და ხელი გამომიწოდა-მაგრამ კიდევ ერთხელ გავიცნობ! მე ანდრეა ვარ! დავიბენი! ერთი რაც მინდოდა აქედან გაქცევა იყო! -მე არიანა-უმაყოფილო სახით შევხედე და ხელი ჩამოვართვი! -სასიამოვნოა არიანა შენი გაცნობა! -რა დასანანია რომ იგივეს ვერ გეტყვი!-ვუთხარი და ხელი გამოვგლიჯე! ირაკლისთან მივედი და მთელი საღამო მასთან ერთად ვიყავი, წამითაც არ მომშორები. მოგვიანებით ნინიც მოვიდა, რამაც ძალიან გამახარა. -რია, სიხარულო შეგიძლია ამიხსნა აქ რა ხდება?-გაოცებული მიყურებდა -წამო გაგაცნობ ყველას!-მაგიდასთან მივიყვანე-გაიცანით ეს ჩემი დაქალიან ნინი. ნინი ეს ქალბატონი ნატაა, -ქალისკეენ მივუთითე-ეს მისი მეუღლეა,აკაკი-ხელით ვანიშნე მამაჩემის გვერდით მჯდომ კაცზე-ეს კი-ანდრეასკენ მივუთითე-ეს კი ჩემი მომავალი მეუღლეა! -რააა?-ნატა გაოცებას ვერ მალავდა და ლამის იკივლა-ვინ არის შენი?-გაფართოებული თვალებით მიყურებდა! -მომავალი ქმარი!-საუბარში ანდრეა ჩაერია და მოგვიახლოვდა! -შენ რა თხოვდები? მე რატომ არაფერი ვიცოდი?-ახლა უკვე გაბრაზებული მიყურებდა -დამიჯერე მე თვითონ გუშინ გავიგე ყველაფერი, -არ დაიჯერო!-ისევ ანდრეა ჩაერია!-შენ ეს 2 დღის წინ გაიგე! ხომ გითხარი,იმ ღამით!-თვალები ეშმაკურად ააციმციმა. ამან გამაცოფა -რაა? რა ღამე? რომელი ღამე?-ისევ გაოცდა ნინი! -შემეშვი იდიოტო და ჩვენს საუბარში ნუ ერევი!-შევუბღვირე ანდრეას. ნინის ხელი დავავლე და გვერდით ოთახში გავიყვანე, მერე დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი! ისიც გაოცებული, გაბრაზებული და მოწყენილი სახით მიყურებდა! -ვაიმე რია, ეს რა დღეში ყოფილხარ!-მითხრა ტირილნარევი ხმით -რატო? ვერ ხედავ რა ქმარუკა მეყოლება?-ვცადე გახუმრება, მაგრამ რატომღაც სულ არ მეცინებოდა! -ნუ სულელობ გოგო! -გამოცოცხლდა ნინიკო-ისე მართლა მაგარი ბიჭია -ეეე, იკა არ აეჭვიანო იცოდე-გავუღიმე და სტუმრებს დავუბრუნდით!.ანდრეა ოთახში აღარ იყო, გამიკვირდა -დედა ანდრეა სადაა? -წავიდა შვილო.-ამის თქმა და ჩემი შვებით ამოსუნთქვა ერთი იყო! -კარგი,მაშინ მე ავალ, თორე ლამის წავიქცე! უკაცრავად-თავაზიანად დავემშვიდობე ყველას და ოთახში ავედი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.