შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი სხეულები 5


29-12-2015, 18:30
ავტორი Lydia
ნანახია 1 737

გოგონა საწოლზე იყო გართხმული და სლუკუნებდა.როგორ ძალიან ემოციური ხასიათი ჰქონია.ცოტახანში საწოლიდან წამოდგა აცრემლებული და გასასვლელი კარებისკენ გაემართა.როგორც ჩანდა წასვლა უნდოდა,მაგრამ უეცრად წამის მეასედში კარებთან ადამი იყო აღმართული
-(ადამი) რას აკეთებ?
-(ლინდა) გოგონა ხმას არ იღებდა და გასვლას ცდილობდა
-(ადამი) მგონი კითხვა დაგისვი და პასუხსაც ვიმსახურებ
-(ლინდა) უნდა წავიდე!
გოგონამ გარკვევით მიუგო და თვალიდან ცრემლი მოიშორა
-(ადამი) მგონი ერთხელ უკვე მინახიხია მსგავსი წასვლა და ისევ უკან დაბრუნება შენი სახით
ამჯერად ბიჭმა სიტყვებში ცინიზმიც შეურია
-(ლინდა) მე აქ ზედმეტი ვარ
-(ადამი) თავი აწიე და ყურადღებით მომისმინე
ბიჭმა მკაცრად განუცხადა და საუბარი დაიწყო
-(ადამი) მე არ ვარ მიჩვეული მსგავს რაღაცეებს,მე საკმაოდ დიდი ხანია მარტო ვცხოვრობ და ეს არეულობაც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა,არ ვარ მიჩვეული სახლში მოსვლისას ცხელი კერძის დახვედრება და ჩემი ტანსაცმელის გარეცხვა.ამისთვის მარტივი გამოსავალი მაქვს,ტანსაცმელს არ ვრეცხავ პირდაპირ სანაგვეში ვისვრი და არც საჭმელს ვჭამ.ამიტომ არ მჭირდება ეს ზედმეტი ფერება და თუკი ჩემთან ცხოვრობ უნდა მიეჩვია ამ ყველაფერს
-(ლინდა) გასაგებია,მაგრამ მაინც უნდა წავიდე
-(ადამი) მოდი რა მოიშორე ეს ბავშური ქცევები.თუ გინდა წადი,მაგრამ პირობას გაძლევ მეორეთი სახლში აღარ შემოგიშვებ,ან დარჩი და მაპატიე,ან წადი და უკან აღარ მოხვიდე
გოგონას ისევ ტირილი აუვარდა და თავის ოთახში შევიდა.გული სტკიოდა ასეთი სუსტი რომ იყო და წასასვლელიც არსად ჰქონდა.თავს ძალას ატანდა, რომ რამე გახსენებოოდა,მაგრამ ამაოდ.ლინდას ბევრი ტირილის შემდეგ ჩასთვლიმა,მოკუნტული იწვა და ეტყობოდა რომ სციოდა.ადამი თავის ოთახში უნდა შესულიყო,როცა დაინახა ღია კარებში როგორ ეძინა ლინდას.ჯერ უყურებდა და შემდეგ თამამად შევიდა მის ოთახში,ჭრაჭუნა კარადიდან პლედი გამოიღო და გადააფარა.



**************************************************************************************
უკვე შუა ღამე იყო,როცა გოგონას გამოეღვიძა.როდესაც მასზე დაფარებული პლედი დაინახა,ცოტა გაუკვირდა და გაოცებული წამოდგა.ყველა ოთახი ჩაბნელებული იყო,მხოლოდ მისაღებ ოთახში ანათებდა პატარა ნათურა.
ლინდა ფეხშიშველი გავიდა მისაღებისკენ და ბიჭს ათვალიერებდა,მაგრამ გარშემო არსად იყო,ერთხელაც კი დაუძახა და როგორც ყოველთვის არსად სჩანდა.მიხვდა რომ სადღაც გავიდა და მოწყენილად სავარძელში ჩამოჯდა.იქვე მაგიდაზე მდებარე წიგნი დაინახა და ხელით გადასწვდა,მუქი სქელყდიანი წიგნი იყო და სათაურად ეწერა ‘’ცივი სხეულები’’ გოგონა ძალიან დაინტერესდა და ნაზად გადაშალა წიგნი.ზუსტად ამ დროს როგორცღაც ნათურის გატეხვის ხმა იყო და იქაურობა სულ ჩაბნელდა.ლინდას შეეშინდა და სავარძლიდან წამოდგა.აღარ იცოდა რა ექნა,რითი გაენათებინა არემარე.ადამის ოთახსიკენ უნდა წასულიყო,როცა ისევ დაინახა ვიღაცის შავი და დიდი ლანდი
-(ლინდა) ადამ შენ ხარ?
ხმას არავინ სცემდა.კვლავ განაგრძობდა ლანდი მის გარშემო ტრიალს.გოგონას თითქოს თავბრუეხვეოდა და საშინლად შეშინებული ცმუკავდა.რამდენიმე წუთი გაგრძელდა ვიღაცის ლანდით გამოწვეული შიში,ეგონა რომ რაღაც ეჩვენებოდა,ეს უბრალოდ ნერების ბრალი იყო,მაგრამ როდესაც ოთახში მისი სახელის ძახილის ხმა გაიგო უფრო შეშინდა.ის ის იყო ბიჭის ოთახისკენ უნდა გაქცეულიყო,რომ ადამმა კარები შემოაღო
-(ადამი) აქ რა ხდება?
-(ლინდა) ადამ შენ ხარ?
-(ადამი) ხო რა მოხდა?
ბიჭმა შეაატყო გოგონას აკანკალებული ხმა
-(ლინდა) მე...მეეე..უბრალოდ ნათურა გატყდა და შემეშინდა
გოგონამ სიმართლე დაუმალა,რადგან ეგონა კვლავ ეგონებოდა რომ ლინდა რაღაცეებს იგონებდა
ბიჭმა რაღაც კედელთან დიდ ღილაკს ხელი მიაჭირა და მთელი ოთახი განათდა
გოგონამ ცოტა ამოისუნთქა,მაგრამ მაინც შიში ემჩნეოდა
-(ადამი) ლინდა დაწყნარდი,ყველაფერი დამთავრდა,ნუღარ გეშინია,რაღაც მინდა განახო
ადამმა დიდი ყუთი შემოიტანა სახლში და გოგონას წინ დაუდო
-(ადამი) ბოდიშების თქმა ნაკელბად მეხერხება და შეცდომის გამოსწორება,ამიტომ მინდა აი ეს გაჩუქო რომ მარტო არ იგრძნო თავი
ადამმა ყუთიდან ძალიან პატარა ლამაზი ლეკვი ამოიყვანა და გოგონას გაუწოდა
ლინდას თვალები გაუპრწყინდა და ლეკვი ხელში აიყვანა.
-(ლინდა) ძალიან საყვარელია ღმერთო,დიდი მადლობა
ლინდამ მიიხუტა გულზე და სათუთად ეფერებოდა
ბიჭსაც შეეტყო სახეზე სიამოვნება
-(ადამი) რას დაარქმევ?
-(ლინდა) ბიუს!
-(ადამი) კარგი სახელია! ხო ასეა ბიუ?
ბიჭს გოგონას ხელახალმა ღიმილმა ისევ ამოუტივტივა მოგონებები,დარწმუნებული იყო რომ ეს ღიმილი წლების წინაც ნანახი ჰქონდა


*************************************************
გოგონა დიდიხანი იჯდა ბუხრის წინ ლეკვს ეთამაშებოდა.ისე იყო გართული სულ აღარ ახსოვდა ის რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა
-(ადამი) არ გშია?
-(ლინდა) არა!
-(ადამი) რა ცოტას ჭამ?
-(ლინდა) და შენ?
-(ადამი) მე კუჭი არ მაქვს
-(ლინდა) ლამის დავიჯერე
-(ადამი) მართლა გეუბნები
-(ლინდა) მოიცადე! შენ რა მართლა არ გაქვს კუჭი?
გოგონა ინტერესში ჩავარდა და გაფართოვებული თვალებით შესცქეროდა ბიჭს
-(ადამი) ხო მეთქი! დიდიხნის წინ ამოვიკვეთე
-(ლინდა) და იმის მერე საკვებს აღარ იღებ?
-(ადამი) არა
-(ლინდა) ეე რა მაგარია
-(ადამი) შესაძლებელია
-(ლინდა) და რატომ ამოიკვეთე?
-(ადამი) ზედმეტი კითხვების გარეშე
-(ლინდა) შენი მეგობრები სად არიან?
-(ადამი) შორს!
-(ლინდა) როგორც წეროები?
გოგონამ გაიცინა და ადამს ისევ დაუბნელად თვალთ
-(ადამი) ღმერთო რა მჭირს!რატომ ვამსგავსებ ვიღაცაც
ბიჭმა გულში ჩაილაპარაკა
-(ლინდა) ალიოოო
-(ადამი) წადი ეხლა დაიძინე
-(ლინდა) არა ჯერ წყალი უნდა გადავივლო.შენ დაწექი თუ გინდა
-(ადამი) არა! ჯერ არ მეძინება,აქ ვიქნები სანამ აბაზანიდან გამოხვალ
გოგონამ თავი დაუქნია და თავის ოთხისკენ წავიდა.პატარა ლეკვი საწოლზე მიაწვინა და თბილად გადააფარა,მერე პირსახოცი აიღო და აბაზანაში შეიკეტა
ადამმი მოდუნებული იჯდა და სტანჯავდა ფიქრები.რა ხდებოდა მის თავს? რატომ ილუქბა მისი გონება ლინდას სიცილზე,მის გამჭვალ თვალებზე.რატომ ახსენდება ვიღაც და არ იცის ვინ? რა ქაოსი ტრიალებს მის თავში.ბევრი ფიქრის შემდეგ ბიჭი წამოდგა,რომ მის ოთახში შესულიყო და აბაზანიდან ყვირილის ხმა შემოესმა.მისი ელვისებური სისწრაფით გავარდა სააბაზანოსკენ
-(ადამი) ლინდა რა ხდება?
კარებს მიღმა გოგონას მწარე ტირილი ესმოდა
-(ადამი) ლინდა მეთქი
ხმას არ სცემდა გოგონა და ტირილს განაგრძობა
ბიჭმა ვეღარ მოითმინა და აბაზანაში შევარდა.დაინახო პირსახოციანი გოგონა როგორ იჯდა იატაკზე და ტიროდა
ბიჭიც მოიკუნტა და სველი თმები გვერძე გადაუწია
-(ადამი) ლინდა რა გჭირს?
გოგონამ თავი ასწია და აცრემლებულმა დაიწყო საუბარი
-(ლინდა) შეხედე ჩემს შრამიან და დალურჯებულ სხეულს,მეტი აღარ შემიძლია,რაღაც უბედურება დამატყდა თავს და ვერ ვიხსნებ.არ ვიცი ვინ ვარ! იქნებ მეძებენ ჩემი მშობლები,იქნებ სადღაც მელოდება თბილი სახლი.რატომ ვერ ვიხსენებ ვერაფერს რატო?!
ადამმს შეეცოდა და აცრემლებული გოგონა გულზე მიიხუტა.ცდილობდა დაემშვიდებინა,მაგრამ აღარ ახსოვდა როგორია ადამიანური თანადგომა


აბა შემიფასეთ ბავშვებო :****




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent