შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (9 თავი)


29-12-2015, 19:11
ავტორი murachashvili
ნანახია 3 199

ბოდიშს ვიხდი პატარა თავისთვის, მაგრამ ცოტა არ იყოს, დაკავებული ვიყავი, თუმცა დღის ჩაგდება არ მინდოდა.. სამწუხაროდ გადაკითხვაც ვერ მოვასწარი, იმედია შეცდომები არ მექნება.

მეცხრე თავი

თვალებით გაზომა მოწინაღმდეგე გიორგიმ. გულის სიღრმეში აღიარებდა, რომ გუშინდელი „გმირობის“ ავტორები, იგივე მარკოზაშვილი და ადამია დიდად არც არასოდეს ხიბლავდნენ, მაგრამ ამ სიტუაციაში მათთვის მხარი უნდა გაემაგრებინა, არასწორი იქნებოდა უნივერსიტეტში, მეორე კორპუსში, მისივე ჯგუფში ვიღაც „გეპეიშნიკს“ წაეყვანა „პარადი“.
- შეიძლება გავიგოთ, ვინ ბრძანდებით და რით დავიმსახურეთ თქვენი ყურადღება?! - ბღვერით ჰკითხა უცნობ ვაჟს.
- აკა გიგინეიშვილი... - ირონიულად დაუკრა თავი - მარკოზაშვილს და ადამიას ვეძებ... -ასათიანის უკან მდგომ ბიჭებს გახედა, ეცადა გაღიზიანება არ შეტყობოდა ხმაში. სიტყვა „გიგინეიშვილმა“ ყური მოსჭრა ასათიანს, თუმცა არ შეიმჩნია.
- ამ შემთხვევაში ისინი ვერაფრით დაგეხმარებიან, ჩემთან ყოფილხართ სტუმრად... - ამაყად, საკუთარ ძალებში ზედმეტად დარწმუნებულმა გამოუცხადა ვაჟმა.
ყურადღებით აკვირდებოდა აკა ასათიანს, არც მისი რეაქცია გამორჩა. ბევრი კარგი სმენოდა ვაჟს გიორგიზე, მასთან დაპირისპირება ნამდვილად არ სურდა, სხვა თუ არაფერი თავად წავიდოდა, გოგონები კი ამ ტიპებთად დარჩებოდნენ. სულელი არ იყო, კარგად ხვდებოდა, რომ ჯავრის ამოყრას მათზე ეცდებოდა.
- ასეთ თბილ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი....- ოდნავ შესამჩნევი ღიმილი გაეპარა სახეზე, რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, თითქოს სათქმელს უყრიდა თავს. ცდილობდა მეგუბრული ტონი შეენარჩუნებინა, არ უნდოდა შემდგომი სიტყვები ამპარტავნულად გამოსვლოდა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები არასოდეს მოსწონდა: - მეგონა ჩემი სახელი და გვარი რაღაცას გეტყოდა, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. კურსზე გარკვეული ცვლილებები გქონიათ - ხმა შეეცვალა აკას, უფრო მკაცრი და მომთხოვნი გაუხდა.
- ჩვენი ჯგუფის ცვლილებები თქვენ არ გეხებათ. - მკაცრად გამოაცხადა გიორგიმ.
- სხვა სიტუაციაში ალბათ არც შემეხებოდა. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რომ თქვენი რამდენიმე ჯგუფელი ჩემი უახლოესი მეგობარია. ის გოგონები ჩემთვის დებივით არიან, მათ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას არავის ვაპატიებ... - აშკარად იმუქრებოდა ვაჟი.
- შორიდან გიცნობთ. თქვენზე ბევრი მსმენია. თუმცა უნდა გითხრათ, რომ აშკარად შეცდომაში შეგიყვანეს. - შეპარვით, ირონიული ღიმილით აღნიშნა მან - ყველამ იცის, რომ ნებისმიერი ჩემი კურსელის შეურაწყოფა ჩემი შეურაწყოფაცაა. ეხლა კი რა გამოდის? გინდათ თქვათ, რომ ჩემს კურსზე, გოგონებს შეურაწყოფა მიაყენეს?! ასე რომც მომხდარიყო დარწმუნებული ვარ გოგონები ჯერ ჩემთან მოვიდოდნენ დახმარების სათხოვნელად...
არ მოეწონა გიორგის ტონი, მისი დამოკიდებულება უკვე ცხადი იყო. ლიდერის ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი. როგორი დამნაშავეც არ უნდა ყოფილიყვნენ, ბიჭებს არ გაწირავდა. გოგონებისგან განსხვავებით, მათ მისი უპირატესობაც აღიარეს და დახმარებისთვისაც დროულად მიმართეს. გიორგი არ დააღალატებდა.
აშკარად არ ელოდა ასათიანისგან ამას. აკას სიბრაზისგან გააცახცახა.
- შენზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა. ალბათ შეცდნენ დახასიათებისას. - ზიზღით გასმოცრა კბილებში - რადგან აღნიშნე, რომ გოგონებისთვის შეურაწყოფა არ მიუყენებიათ, შენს სიტყვას ვენდობი. იმედი მაქვს, ისეთივე მონდომებით დაიცავ მათ ინტერესებსაც, როგორც დღეს ამათ იცავ. - ირონიულად ანიშნა მის ზურგს უკან მდგომ ბიჭებზე.
- ეჭვიც არ შეგეპაროს. - კბილებში გამოსცრა გიორგიმ. - აკა სხვა დროს, სხვა სიტუაციაში იქნებ ....
- სხვა დროს?! - ირონია ვერ დამალა - მიხარია დღეს ამ სიტუაციაში რომ გნახე, შენი ნამდვილი სახე ეს ყოფილა. ლეგენდებს აღარ დავიჯერებ.... - ისეთი სინანული იგრძნობოდა მის ხმაში, რომ შეწინააღმდეგება ვეღარ გაბედა ასათიანმა. რაღაც ეტკინა, რაღაც ეწყინა...
- ჩემთვის რომ მოემართათ... - თითქოს თავის მართლება სცადა.
- ვისიც სჯეროდათ იმას მიმართეს და არც შემცდარან.... გული არ დაგწყდეს, მათი ფხიკინა ხასიათი რომ ვიცი, აუცილებლად მოგეცემა გოგონების დაცვის საშუალებაც, იმედი მაქვს არ მომიწევს დაპირების შეხსენება. - თითქოს იღიმოდა აკა, თუმცა მის ხმაში ფარული მუქარა ყველამ იგრძნო. არ ეგონათ გიორგი თუ ჩაყლაპავდა შეურაწყოფას, მაგრამ გაჩუმდა.
ამაყი, მხრებში გამართული მობრუნდა აკა და წამოვიდა. უკან არ იხედებოდა თუმცა ფეხის ნაბიჯების ხმა ესმოდა. კიბეებზე ჩამოდიოდა, ჰოლში სარკის ანარეკლში დაინახა უკან ნელი ნაბიჯით მომავალი სიბრაზისგან აწითლებული ასათიანი მისი ამალით. გაეღიმა.
ღიმილით მიუახლოვდა იქვე მყოფ გოგოებს, რომლებსაც ნერვიულობისგან ფერი აღარ ედოთ სახეზე:
- როგორ ხარ? მშვიდობაა? - ხმა უთრთოდა თათიას.
- ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ ის მიკვირს, როგორ ახერხებთ მთელ უნივერსიტეტში მხოლოდ თქვენი სახელები რომ ისმის?! - გახუმრება სცადა აკამ, მეგობარს თმები მოუჩეჩა და გულში ჩაიკრა. სასაცილო სანახავი იყო თეკლეც, დაძაბულობა მოეხსნა, თვალები სიხარულით უციმციმებდა, აშკარად ცდილობდა ემოციების დამალვას, თუმცა ვერ ახერხებდა. უჩვეულოდ ესიამოვნა ქალის ღელვა:
- ეს დღე ამ მზერად ნამდვილად ღირდა. - გულში გაიფიქრა ვაჟმა.
ფარნას და ტატოს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის, დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია გოგოებს და კმაყოფილი წამოვიდა.

თითქოს აკას წასვლას ელოდაო, ასათიანი ირონიული სახით მიუახლოვდა გოგოებს. ბრბომაც აშკარად მათ გარშემო იწყო შეკრება. ისედაც ამდენი ნერვიულობით გაფითრებილი სახე, თათიას უფრო გაუთეთრდა. თვალებ გაფართოებული შესცქეროდა ვაჟს.
- რა მოხდა ასეთი გუშინ, რომ დამხმარე ძალებს უხმეთ? -ზიზღით იკითხა გიორგიმ.
გოგონა ცდილობდა მღელვარება არ შეტყობოდა, შეძლებისდაგვრადა მშვიდად მოუყვა, წინა დღის ინციდენტის შესახებ.
- მერე? ძმაკაცთან რას გარბოდი? გეგონა მისი შეგვეშინდებოდა?! - მტრულად, ღრენით მიმართა გიორგიმ. - ვაფშე ფიქრობდი, რას მიქარავდი?
- ქალი და ტვინი? ფიქრის უნარი სად აქვს? - ჩაერია ადამიაც.
- რაო ტილო ფეხიც გამოყავი? ენაც გქონია? - კამათში ჩაერია თეკლე.
- შენ გოგო სიტყვები შეარჩიე, თორემ შენს დედას.... - მუქარაზე გადავიდა ადამია.
- ჰა, ჰა... დაუკრეფავში არ გადახვიდე, თორემ ვის დედას... მაგასაც ვნახავთ. - არ ჩამორჩა ტატო.
- ამ ქაჯებს უჭერ მხარს? ვერ ხედავ რა ნაბოზვრები არიან?
- ნაბოზვრები შენსკენ მოიკითხე, გუშინვე გაგაფრთხილეთ ჩვენი დები არიან და დამშვიდდი თქო... - წამოიფოფრა ფარნაც.
- ცანცარა ქალების ენაზე მთელი კურსი არიეთ და ერთმანეთს დაატაკეთ, ამას არასოდეს გაპატიებთ... - თვალების ბრიალით მიმართა თათიას.
- რაო გამოგვიჭირეთ ქალები და დიდი გული გაქვთ? - კბილებში გამოსცრა თეკლემ.
- შენ გოგო, ძალიან ბევრს იღებ შენს თავზე, იცი რას გიზავ?. - არ შოშმინდებოდა ადამია.
დაძაბულობისგან თათიამ ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა. საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან თეკლე.
- მომისმინე პატარა ბიჭო, ეტიკეტი დაიცავი. უფლებას არ გაძლევ შენობით მომმართო...
- რაო, ქალბატონოც ხომ არ დაგიძახოთ?
- არ იქნებოდა ცუდი. ჯერ ქალთან ლაპარაკი უნდა ისწავლო და შემდეგ მოითხოვო პატივისცემა...
- მომისმინე თეკლე, არაქურდულია ჩემს მოსაგვარებელ სიტუაციაში დახმარებისთვის სხვას მიმართოთ, ჩემთან უნდა მოსულიყავით. აქ პარადი მე მიმყავს... - როგორც იქნა გამოამჟღავნა ასათიანმა საკუთარი განწყობა.
- რომელ ქურდულზე და ქუჩურზე მელაპარაკებით, გაგიჟდით? იურიდიულზე სწავლობთ, პოტენციური „ძაღლები“ ხართ... ქალებთან იწერთ ქულებს, ამხელა კაცები პატარა ბავშვებივით თმების წიწკნით ირთობთ თავს. ესაა თქვენი ქურდული? ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა შენზე. ვფიქრობდი მტყუანსა და მართალს არჩევდი, შენ კი მათი მსგავსი ყოფილხარ, იქნებ უარესიც კი....
- საკმარისია, შენ მე არ მიცნობ...
- არც მინდა გიცნობდე. არც შენს მეგობრებთან მინდა რამე შეხება მქონდეს. თქვენ - თქვენთვის, ჩვენ ჩვენთვის.
ალბათ არ ელოდა ქალისგან წინააღმდეგობას, სიბრაზე აშკარად გაოცებამ შეცვალა, სიცილი ვერ შეიკავა გიორგიმ.
- უკვე მესმის რატომაც მოვიდა აკა. მინდა გითხრათ, თუ ოდესმე ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, ნებისმიერ დროს, მხარში ამოგიდგებით.
ყურებს არ უჯერებდა თათია. გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა. ბიჭი თბილად, მოწიწებით უმზერდა მათ.
- მადლობ. - ღიმილი ვერ შეიკავა თეკლემ.
ალბათ, მოვლენების ასეთ დასასრულს არ ელოდნენ. სეირის მოყვარულები ნაწილობრივ უკმაყოფილონიც კი დარჩნენ. თუმცა ტატო და ფარნა აშკარად ბედნიერები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს ამართლებდნენ, ბუნებით მშვიდობის მოყვარეებს ჯგუფელებთან ჩხუბი დიდად არ ხიბლავდათ. ხელი გადახვიეს მეგობრებს და ერთად წავიდნენ კაფეში.

დღევანდელი დღით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი მოდიოდა აკაც. მართალია გიორგისგან სხვაგვარ მოქმედებას ერჩივნა, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. იმედს იტოვებდა, რომ დღევანდელი ვიზიტი შესაბამის შედეგს გამოიღებდა. გოგონების დაძაბული სახეები ახსენდებოდა და სულელივით ეღიმებოდა. თეკლეს შეშინებული, ემოციებისგან დაღლილი მზერა სიამოვნებდა.
- ჩემზე ღელავდა, მაგრამ იქ ხომ ტატო და ფარნაც იყვნენ? - ბიჭების მადლიერი იყო. აღიარებდა, რომ თათიას მონაყოლით მათზე ცოტა არ იყოს მცდარი წარმოდგენა შეექმნა. - მათგან რომელიმეს რომ მოსწონდეს?! ან იქნებ არც ქალია გულგრილი? - ასკარად იგრძნო ეჭვიანობისგან როგორ აენთო. - შეუძლებელია... ასე არ იქნება... - საკუთარ რეაქციაზე გაეცინა. რატომ აფორიაქებდა ეს გოგო ასე? ბუნებით ეჭვიანი არასოდეს ყოფილა, ეხლა რა სჭირდა? კონკრეტულ ახსნას ვერ უძებნიდა, ან უბრალოდ სახელს არ არქმევდა.
- მოგწონს? - თითქოს ვიღაც ეკითხებოდა.
- არა! - ჯიუტად პასუხობდა ის.
- რატომ გარბოდი უნივერსიტეტში? - საკუთარ თავთან კამათას აგრძელებდა - თათიას კი უთხარი შემდეგ შენზე გადმოვლენ და ეხლავე უნდა მივუჩინოთ ადგილიო, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ იქ მეგობრის გამო არ გავარდნილხარ? უფრო სწორედ მხოლოდ მის გამო არა. გაგაცია, როგორც კი მეგობარმა მომხდარ ინციდენტზე გიამბო. გული გეტკინა, გაბრაზდი, მისი ნაწყენი მწვანე თვალების წარმოდგენაზე.
- ასე არ იყო... - არ ნებდებოდა ის.
- იყო რომელია... - თითქოს დასცინოდა პირველი ხმა - მოგწონს ან იქნებ გიყვარს კიდეც?
- შეუძლებელია, უბრალოდ, უბრალოდ თათიას მეგობარია და შემეცოდა... - თითქოს ისევ მოუძებნა ახსნა.
- კარგი იყოს შენებურად. გჯეროდეს შენი ტყუილების.. - აშკარად არ ნებდებოდა შინაგანი ხმა.
ასეთი გამძაფრებული ემოციებითა და შეგრძნებებით მოუახლოვდა სახლს. შესასვლელში მამის ქურთუკი შენიშნა. უსიამოვნოდ გაჰკრა, დაიძაბა. როგორც ყოველთვის ქეთა შინ არ იყო. მშობლები ისევ სამზარეულოში ისხდნენ და კამათობდნენ.
- ფიქრობ რას მეუბნები? ეს იმ ქალბატონის აზრია? შვილებზე მაინც არ ფიქრობ? - ხმა უკანკალებდა დედას. - ასე როგორ შეგვიძულე, გულიდან მთლად ამოგვირეცხე?
- რა ხდება? - ცივად იკითხა მათთან შესულმა ვაჟმა.
- კარგია, რომ მოხვედი, შენთან საუბარი მსურდა... - დამთბარი, დაშაქრული ხმით მიმართა კაცმა. - განქორწინება მსურს. ორივენი სრულწლოვანები ხართ. შესაბამისად ალიმენტის თემაც გადაწყვეტილია. გადასახდელი არაფერი მექნება. - მართალია მისგან არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ მამისგან ამ სიტყვების მოსმენისას გული ეტკინა აკას.
- ნუ ღელავ, ალიმენტის მოთხოვნას ნამდვილად არ ვაპირებთ... - ირონიულად გაუღიმა. - მხოლოდ ამის გამო მოხვედი?
- არა, ეს ბინაც ჩვენი ერთობლივი თანაცხოვრების დროსაა შეძენილი....
- გასაგებია... - ცივად შეაწყვეტინა კაცს. - ამ ბინიდან წილი გსურს?
- შევაფასოთ და ნახევარი ღირებულება გადამიხადეთ... - უტიფრად გამოუცხადა მან.
იგრძნო როგორ გაფითრდა. თითოეული კუნტი დაეძაბა.
- როგორ შეიძლება ეს ადამიანი მამაჩემი იყოს?! - კაცისკენ არც კი გაუხედავს, ზიზღით ჰკითხა დედას - მათხოვარი ხარ. არაფრის გამოსყიდვას არ ვაპირებ. ბინას გაიყოფთ, თუ თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდებით თქვენი საქმეა. გინდათ გაყიდეთ და გინდათ დაიტოვეთ, მე ეგ აღარ მაინტერესებს. რაც შემეხება მე, ჩემი ფეხიც კი აღარ იქნება ამ სახლში. ერთი თვე მომეცი, რომ ქირით ახალი ბინა ვიშოვო და გადავალთ.
- აკა, გაგიჟდი? სახლკარს ვის უტოვებ, იმ კახპას? გგონია ამდენ ნაწვალებს, ჩემი ხელით გალამაზებულს ლანგრით მივართმევ? - პოზიციებს არ სთმობა დედა.
- შენი არჩევანია. ვერაფერს დაგაძალებ. მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე. შენ და ქეთაც თუ ჩემთან ერთად წამოხვალთ გამიხარდება. დამადლებული არასოდეს არაფერი მდომებია, მით უმეტეს საკუთარი მამისგან..
- არასწორად გაიგე, მე არ მითქვამს აქედან გადადით ან სახლიდან წადითო. უბრალოდ ჩემს კანონიერ უფლებებს ვიცავ, ეს სახლი ჩემიცაა...
- მართალი ხარ... ეს სახლი შენ და დედას გეკუთვნით. თავადვე აღნიშნე რამდენიმე წუთის წინ, რომ უკვე სრულწლოვანი ვარ. შემიძლია ჩემი საცხოვრებელი ადგილი ჩემით ავარჩიო. აღარ მინდა შენს საკუთრებაში ცხოვრება! სული მეხუთება და გულიც მერევა... -ამაყად გამოუცხადა ვაჟმა.
- ეგ სიამაყე დაგღუპავს აკა... - მუქარით უთხრა კაცმა.
- ის მაინც მეცოდინება, რომ ღირსება არ დავკარგე..



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე იმდენად მაგარი ხარ და იმდენად მაგრად წერ ჰოლოსკენ ცრემლებიც წამომივიდა ვგიჟდები აკაზე ძალიან მაგარი ბიჭია მომწონს ასეთი ძლიერი რომ არის და იმედი მაქვს ბოლომდე ასე იქნება მოუთმენლად ველოდები იმ დროს მამამისი აკასთან პატიების სათხოვნელად რომ მივა... შენზე რა ვთქვა საოცრება ხარ მოვლენები ისეთი სიცხადით და სწორად აღწერე მეგონა აკას უკან ვიდექი და მისი საუბარი მესმოდა... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და გამიხარდა აკაზე რომ იყო ეს თავი ორიენტირებული იმედი მაქვს მომავალშიც ბევრი იქნება აკაზე დაწერილი... მოკლედ ჩემი საოცარი მწერალი ხარ... (როგორბუცებ მიგისაკუთრე?)

 


№2  offline წევრი aneta

ძალიან მომწონს აკას ძლიერი ხასიათი, თუმცა მეცოდება, მგონია რომ მის ცხოვრებაში მარტივად არაფერი იქნება. ველოდები ახალ თავს მოუთმენლად love

 


№3  offline წევრი lesia

როგორ გელოდები ხოლმე . ძალიან მომწონს შენი პერსონაჟბი . მომწონს შენი წერის სტილი , უბრალოდ არ მყოფნის... ( მოუთმენლად ველოდები ახალ თავს love

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

შენი ისტორიებიდან ეს ისტორია ძალიან განსხვავებულია მაგრამ მომწონა უმაგრესი ხარ.

 


№5  offline წევრი aneta

ძაან ველოდები ახალ თავს, სად დაიკარგე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent