შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტფილისური სიყვარული 2


30-12-2015, 03:43
ავტორი ერკე
ნანახია 2 306

დილით უკვე რედაქციაში გახლდათ ილია. გუშინდელი ღამის შემდეგ უფრო გაუჭირდა თავის აწევა, მაგრამ პრინციპის კაცი იყო. სამუშაო ჰქონდა და აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადგილზე. დროზე ადრე მიდიოდა, გახსნიდა რკინის თეთრ კარს, ჭრიალით შეაღებდა და მაშინვე შეიგრძნობდა ნაცნობ ატმოსფეროს, ფურცლების საოცარ სურნელს, რომელიც ასე აგიჟებდა. მოიხდიდა ქუდს, პალტოსაც საკიდზე დაკიდებდა და მაშინვე თავის კაბინეტს მიაშურებდა. ერთი საათის შემდეგ, ქალბატონი მარგარიტა მოდიოდა, ის ყველა დანარჩენს აგვარებდა, რასაც ვერ ართმევდა თავს ილია, მაგრამ მის გარეშე ჟურნალში არაფერი იბეჭდებოდა. მარგარიტას კი დანარჩენიც მოჰყვებოდნენ, ასე რომ ილიას ერთი საათი მაინც ჰქონდა მარტოობისთვის, ერთი საათი სრულ სიჩუმეში მუშაობისთვის, ამ დროს როგორც ყოველთვის, ან ჩანახატებს აკეთებდა, ან პატარ-პატარა მოთხრობების წერით იყო დაკავებული, თუმცა მისთვის მთავარი მაინც საქმე იყო. დიდ შრომას მოითხოვდა, შეიძლება სხვას ეფიქრა, მხოლოდ კითხულობს მეტს ხომ არაფერს აკეთებსო, მაგრამ მისთვის კითხვა თავად ხელოვნება იყო. მისთვის ეს კითხვა იყო, მთლიანი საქმე, გარდა ამისა კი შეხვედრები, პოეტ-მწერლებთან, საღამოების ორგანიზება, იმაზე ზრუნვა, ჟურნალი გაყიდულიყო, საბუთებზე ხელის მოწერა, მათი გადაკითხვა და გადარჩევა, რაც დროს და ენერგიას მოითხოვდა. იმდენად იღლებოდა სახლში ფეხებს ძლივს მიათრევდა, მაგრამ როცა ესეც კი არ შეეძლო, იქვე რჩებოდა, თავის კაბინეტში მდგარ ტახტზე წამოგორდებოდა, თავის პალტოს გადაიფარებდა, გადასაფარებლის ფუნქციას, რომ ასრულებდა და იძინებდა.
რა ცოლზე და სიყვარულზე იყო ლაპარაკი, ასეთი გრაფიკის მქონე კაცისთვის. მიუხედავად ამისა, ლარისა მაინც ყოველდღე ახსენებდა. ამის გამო სახლში მისვლაც კი არ სურდა, რა სიყვარული, სამუშაო იყო მისი ცოლიც, სიყვარულიც, პირველი ქალიც, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო და თუ საჭირო გახდებოდა სამსახურით ისუნთქებდა.
ახლაც, ოთახში მძიმედ დააბიჯებს, ცალი ხელი თავზე აქვს წავლებული, ტკივილები წამოუვლის და გრძნობს ამ საოცარ სითავისუფლეს, გრძნობს ამ ტკივილის როლსაც თავის ცხოვრებაში, რომელიც ყველანაირ ტკივილს ჩრდილავდა. ის იყო მისი ცხოვრების წამალიც, ის იყო მისი განტვირთვის საშუალებაც, მთელი თავით, რომ გადაეშვებოდა სიმთვრალის მორევში. მეორე ხელში ფურცლები, პერიოდულად ამ ფურცლებს მაგიდაზე აწყობს და იქვე დადგმული დოქიდან ღვინოს ისხამს, მერე კი ჩიბუხსაც აბოლებს და ფურცლებს ხელახლა ჩაჰკირკიტებს. ოთახში საოცარ სიჩუმეს, გარედან შემომავალი ხალხთა გადაძახილ-გადმოძახილი არღვევს და შორიდან, თუმცა მკვეთრად რომ მოაქვს ქარს ყარაჩოღლების ერთ ხმაში შესრულებული სიმღერა, სიტყვების გარჩევა კი ცოტა ჭირს, მაგრამ მათ ხმას შორიდანაც კი ცნობს.
-რა ბუღი დაგიყენებიათ, ბატონო ილია! - შემოიჭრა მოფუსფუსე ქალი მის კაბინეტში და გაუღიმა. ილიამ თითი ასწია, გვერდი ბოლომდე ჩაიკითხა და მხოლოდ მაშინღა ახედა გაღიმებულ და ფანჯარასთან მიჭრილ მარგარიტას. - ფანჯარა მაინც გაგეღოთ. - გაუცინა, მის დაბღვერილ სახეს რომ გადააწყდა. ამ სიცილში იყო, რაღაც სასიამოვნო, მისი ქერა თმები დალალებად ჩამოჰყროდა, ფეხის წვერებზე იწეოდა, რომ სახელურს მისწვდომოდა და გაეღო, უმალ წამოხტა ილია სავარძლიდან, ქალთან მიიჭრა და მის ზურგს ოდნავ შეეხო, საოცარი მუხტი იგრძნო, თითქოს დენმა დაარტყაო, მაგრამ ვერ გაეგო რატომ. ადრეც შეხებია, ადრეც შეუხედავს მისთვის, მაგრამ ახლა, მისკენ შემოტრიალებული ისე უღიმოდა, თითქოს მთელ ბრწყინვალებას ამ ღიმილში აქსოვდა და მისი ცისფერი თვალები, იმდენად ატყვევებდა, თვალის მოწყვეტა უჭირდა. პირველად ახლა შენიშნა მისი სილამაზე, ახლა დააკვირდა სავსე მკერდს, რომელიც კაბიდანაც კი გამომწვევად უმზერდნენ. ილიამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ქალს მოშორდა. ვერ გეტყვით, გულზე მოეშვაო, ძალიან მოეწონა მასთან ასეთი უცნაური სიახლოვე და მზადება იმ გრძნობისა, რომელიც თითქმის არ გააჩნდა, ან თვითონ ფიქრობდა, რომ არ გააჩნდა.
„არა, ეს არარეალურია... მაინცდამაინც ახლა რატომ?“ - გაიფიქრა, ხმამაღლა კი სხვა სიტყვები თქვა. - რა ლამაზი ხარ დღეს ძვირფასო მარგო. - თვითონაც გაიკრიჭა.
-ილია? - გაუკვირდა ქალს. - ეს ნამდვილად შენ ხარ? - გაეცინა და მის გადახარხარებაში მკერდის თახთახი მოეწონა, რომელსაც თვალს ვერ აშორებდა ილია, მაგრამ მაინც ბოლოს გვერდით მიიხედა და ფურცლებს ჩააჩერდა.
-ჰო. - მორცხვად გაკრთა მისი ხმა, იმედოვნებდა სირცხვილისგან არ გაწითლდა, თვალი კი მისი ფურცლებისთვის არ მოუშორებია, მანამ სანამ ოთახი არ დატოვა მარგარიტამ.
დაიწყო კითხვა, მაგრამ ამას აღარ ერქვა კითხვა. ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. მოხდა და ამას ვერც კი აკავებდა, ამ გრძნობას ახლოს არ უშვებდა, თუმცა მაინც შემოუვარდა. რატომ ეს ქალი? რატომ მაინცდამაინც ის და არა ვინმე გამვლელი ქუჩაში? არა! თავიდან უნდა ამოეგდო და კითხვა განეგრძო. მოახერხა კიდეც. გასაკვირია, თუმცა მოახერხა და თავის საქმეში ჩაფლული, ის გრძნობა სულ დაავიწყდა, უცხო გრძნობა, რამაც შეაშფოთა. თან მით უფრო იმან, რომ გათხოვილ ქალზე მოუვიდა თვალი, უფრო უწყრებოდა საკუთარ თავს და გონებაში კიცხავდა. სანამ კარზე ისევ არ დააკაკუნებდნენ, მანამდე პირნათლად ასრულებდა თავის სამუშაოს. გული შეუქანდა, არ უნდოდა ახლა ისევ მარგო შემოსულიყო, თავის თავს ვერ ცნობდა, რა ემართებოდა, მაგრამ რაღაცამ გაუელვა თავში. ძალიან ნელა აწია თავი და შემოსვლის ნებართვა გასცა. ვაჟა იყო.
-გამარჯობა ვაჟა. აბა დღეს რა მომიტანე? - გადადო თავისი ფურცლები გვერდით და ვაჟას შეაჩერდა ხელებში.
-მერჩივნა პირადად მოვსულიყავი, ვიდრე სხვისთვის გამომეტანებინა ეს ჩემი განძი. - ჩაიხითხითა.
-შენ ისე ნუ უყურებ ამას. ნამდვილად განძია, შენი სულის განძი, რომელსაც მკითხველს უზიარებ. აი, მე კი შუამავალი ვარ, ხიდი შენსა და მკითხველს შორის, რომელიც ძალზე მყარად დგას და თავისუფლად გატარებს კიდეც. აბა მაჩვენე? - ხელი გაუწოდა და ვაჟამაც ფურცლები შეაჩეჩა, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს კოცონზე დაწვას უპირებდნენ და ფრთხილად ჩამოჯდა, განაჩენის გამოსატანად, მაგიდის მეორე მხარეს გამოწეულ სკამზე.
-შესანიშნავია... შესანიშნავია.. - პერიოდულად წამოიძახებდა და ფურცლებს გვერდზე დებდა. - შეუდარებელია. არა... ასეთი კარგი რითმა, თან როგორი რიტმით მიდის, თითქოს მატარებელი გადის სადგურიდან ჩაქ-ჩაქით, შენ კი ყველანაირ საზღვრებს ცდებო, ჩემო ვაჟა. ასე არ შეიძლება, ცოტა ჩვენც დაგვიტოვე რაიმე სათქმელი. - მაგიდაზე ხელი დაჰკრა და გულიანად გაიცინა. სიმღერები კი ჯერ კიდევ არ წყდებოდა, რომლებიც გარედან ღია ფანჯარაში, უფრო შემოიჭრებოდა და მთელ ოთახს ავსებდა სასიამოვნოდ. უყვარდა ილიას მათი მოსმენა, უყვარდა მტკვრის პირას თასებით ზეაღმართული ყარაჩოღლების სიმღერებით ტკბობა და მტკვარს როგორც არ უნდა მოენდომებინა, ვერ შორდებოდა. აქ იყო მისი სამოსახლო, აქ იყო მისი რედაქციაც და ყველაფერი, რაც სჭირდებოდა ახლო ჰქონდა. სიცოცხლის ხალისს უსაზრდოებდა, რაღაც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა ამ მოჩუხჩუხე მდინარეზე მოჩურჩულე და მოქეიფე შავ ჩოხებში გამოწყობილ მამაკაცებს, თავზე სამკუთხა ქუდით. ყოველთვის სიამოვნებდა, სიგიჟემდე უყვარდა მათი ბოხი, მაგრამ მაინც ტკბილი ხმის მოსმენა, ერთხმად კი ეს საოცარი იყო. იქვე დუქნიდან გამოსული ღრიანცელიც კი არ ესმოდა, როცა მთლიანად მუსიკაში ეშვებოდა. - საოცრება ხარ ვაჟა, საოცრება! შენი ლექსები თრობას იწვევს ჩემში, შინაგან ეიფორიას და ისეთ სილაღეს, თითქოს მუსიკას ვუსმენდე და აი, ამ ჰანგებთან ერთად, - ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა. - ყველაზე მეტად მომწონს შენი ლექსების კითხვა, თითქოს უხდება კიდეცო.
-და საბოლოოდ? - მორცხვად ჩაეკითხა ვაჟა.
-რა საბოლოოდ? - ვერ მიუხვდა ილია. წამოდგა და მაგიდას მეორე მხრიდან მიუდგა. ვაჟასთან ძალიან ახლოს, პირდაპირ თვალებში ეჭრებოდა და შიშნარევ მღვრიე თვალებს უფრო მეტად უმღვრევდა. - აჰ... - გაეცინა შემდეგ. - რას ნერვიულობ, ერთი ეგ გამაგებინა! დიქტატორი ხომ არ ვარ?! დავბეჭდავ! - მისმა მკაფიოდ და უნებართვოდ გადმოსროლილმა სიტყვამ შეატორტმანა ვაჟა, მოულოდნელი იყო და სასიამოვნოც. ყველაზე სასიამოვნო იყო, როცა წერილები მკითხველისგან მისდიოდა და უქებდნენ მის კალამს. უქებდნენ შემოქმედებას, ამაზე სასიამოვნო მისთვის ცოლის ჩახუტება და მასთან ალერსიც კი არ იყო... აღიარა ერთხელ ილიასთან, მაგრამ მაშინვე დააფიცა, ხმა არსად გაიღოო.
-არ აღვნიშნოთ? - გამომცდელად შეხედა ილიამ ვაჟას და უხერხული დუმილი დაარღვია. - საქმეს ყოველთვის მოევლება, აი შენნაირი ნიჭიერი კაცის აღმოჩენა კი ხშირი ამბავი არ უნდა იყოს. თავი აქ დატოვე, დანარჩენი წამოიღე.. - იხუმრა ილიამ და ამაზე მარგარიტაც კი ახარხარდა, მისკენ გააპარა თვალი, საშინლად უნდოდა ხელი დაევლო, თან წაეყვანა, იქ სადაც სულ მარტო იქნებოდნენ და მთელი დღე მისთვის ეძღვნა ლექსები.
უკვე საღამოვდებოდა ქუჩაში, რომ გამოვიდნენ და ნაცნობ სამიკიტნოს მიაშურეს. ახლა, ლუდის მაგივრად, ღვინო მოითხოვა ილიამ და ერთ-ერთი კუპესკენ წავიდნენ, რომ ვაჟამ შეაჩერა, აქვე დავსხდეთო და კარებთან ახლოს მდგარ მაგიდაზე ანიშნა. რა უნდა ექნა, მის ნებას დაჰყვა და ისიც ჩამოჯდა. ხალხი ცოტა იყო, თუმცა აქა-იქ უკვე სიმთვრალეში წასულები ისევ და ისევ ითხოვდნენ სასმელს, რომლებიც ადგომას და წასვლას არც კი ფიქრობდნენ.
-ეს ნიკო არ არის? - სანამ ღვინოს მოიტანდნენ ვაჟას ჩაეკითხა ილია.
-ჰო... ჩვენი მხატვარი. - გაიკრიჭა და ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე.
-პატრონს ვერ იცნობს, ალბათ ისეთი მთვრალია. ნიკო... ნიკო... - გასძახა და ხელი დაუქნია ყმაწვილს, რომელიც იჯდა და ხატავდა. დაძახებაზე ერთი მოიხედა, მაშინვე წამოიჭრა და ბარბაცითა და ნელი, მოზომილი ნაბიჯებით, თითქოს ეშინია უფსკრულში არ გადაიჩეხოსო, ისე გაუყვა მათი მაგიდისკენ გზას.
-გამარჯობა ნიკო.
-გაგიმარჯოთ ბიძია. - ამაზე ჩაიხითხითა ილიამ და ვაჟას გადახედა აწურული თვალებით.
-ილია მქვია ნიკო. და გთხოვ, შენც ასე მომმართო. არანაირი ბიძია და ბაბუა. - მის ნათქვამზე კიდევ უფრო გაეცინა და ნიკოც გაახალისა. ნიკო არც ისე პატარა იყო ილიაზე, მაგრამ არ იყო ხალხთან ურთიერთობას მიჩვეული, უფრო მარტო იჯდა და თავისთვის ხატავდა. ხან სამიკიტნოში ქეიფის ყურება ამშვიდებდა და მაშინ მოეძალებოდა ხატვის სურვილი, ხან თეატრის წინ მდგარი გოგონას ფაშფაშა კაბის დანახვისას, როგორც უწინ, თეთრი, ლამაზი კაბა, რომ ეცვა და ხელში ბუშტი ეჭირა, ქარში რომ ფრიალებდა. საოცრება იყო, პირდაპირ მოსტაცა თვალი მისმა სილამაზემ, დიდხანსაც დაამახსოვრდა მისი მშვენება, რომელიც შემდეგ ფურცელზე გადაიტანა.
-კარგი, ილია. - უხერხულად მაინც შეიშმუშნა.
-ახლა მისმინე ნიკო. რას ხატავ? - გაუღიმა ბიჭს და ნახატს დახედა. საოცრად ეცნო, მისი გამოყვანილი სხეული, მისი დღევანდელი კაბა, ეცნო მისი ლურჯი თვალები. მარგარიტა! ამის დანახვაზე უბრალოდ გაეღიმა, შეაქო ბიჭი და ვაჟას გადახედა. - მინდა ერთი ჩემთვისაც დახატო. შენი გვარი?
-ფიროსმანაშვილი. - მოკლედ მოუჭრა.
-ოჰ, საოცარია. დაბრძანდი ფიროსმან, დაბრძანდი. - თვალი ჩაუკრა და სკამისკენ მიანიშნა. - ერთი ჩვენი მხატვრისთვისაც წამოიღეთ.
-მე არაყს ვსვამ. - მაშინვე გააწყვეტინა ილიას.
-მაშინ იყოს არაყი. - მიუტრიალდა ქალს და არაყი შეუკვეთა. მალევე კი ღვინოსთან ერთად მაგიდაზე არყის ბოთლი და ჭიქებიც ედგათ. - ამ ნახატს როდის დაასრულებ? ძალიან მომწონს.
-დამთავრებულია.
-ვყიდულობ. რამდენი მოგართვათ? - როცა ფულზე მიდგა საქმე ხმა ვერ ამოიღო ბიჭმა. ხელი კისერზე მოიკიდა და ნახატი მაგიდაზე დადო. ყველაფერს სიტყვებს ვერ დააბრალებდა, უბრალოდ ენანებოდა ეს ნახატი გასაყიდად, თუმცა არც ენანებოდა. ვერ გაიგო რა მოსდიოდა, რატომ ექაჩებოდა მაინც თავისკენ მის ნამუშევარს.
-არ მინდა ფული. ერთი ჭიქა არაყი კიდევ. - უხერხულად გაუღიმა მისივე სიტყვებზე. არადა როგორ არ სჭირდებოდა ფული, უბრალოდ მის წინ მჯდარ მამაკაცს ვერ გაუბედა, არ უყვარდა ფულის გამორთმევა, მაგრამ კი ჰქონდა ოცნებები, მისი ოცნება მომავლისკენ იყო მიქანებული. იმ მომავლისკენ, როცა მისი ნახატები რამედ ეღირებოდა, თუმცა ხშირად ამას ვერც კი დაუშვებდა, იმდენად ღარიბულად უწევდა ცხოვრება, კიბის ქვეშ.
ერთი საათის შემდეგ, ნაცნობ უბანს მიუყვებოდა ილია. აქ გაიზარდა, აქ დაკაცდა, აქ დაიწყო სამუშაო, ეს ადგილი მისთვის ბევრს ნიშნავდა, აქ იცნობდა ყველა, გარდა ფიროსმანისა... ჰმ... ეს ფიროსმანი რატომღა დაუძახა. იმხელა გვარი ჰქონდა, მხოლოდ ფიროსმანი შერჩა მის ნაცნობ და ტკივილნარევ გამომეტყველებას, მის ფაქიზ ფიქრებს. ფიროსმანი, რაღაც უეცრად წამოსროლილი გვარის, ბოლომდე არ დამთავრების შედეგი იყო, რასაც სახლისკენ მავალ გზაზე ეფიქრებოდა.
მყისიერად, რაღაც მოძრაობა შენიშნა. ულამაზესი ქალი იყო მარგარიტა. ულამაზესი და ამას ახლა ხვდებოდა, მაგრამ ეს ტკივილი, უფრო ნაცნობი იყო, იმისა რომ მიუწვდომელი იყო, არ შეეძლო შეხებოდა, არ შეეძლო უბრალოდ დამტკბარიყო და ტკივილებს უფრო სასმელი უმძაფრებდა. ეს კი ის ტკივილი არ იყო, რომელიც მუდამ ეწვეოდა ხოლმე, ეს ტკივილი პირდაპირ გულში სწვდებოდა.
ვიღაც, უცნობმა ქალბატონმა აგურით მოპირკეთებული გზა გადმოჭრა და ილიასკენ წამოვიდა. ნელ-ნელა უახლოვდებოდა და მის სურნელსაც კი გრძნობდა, რომელიც პირდაპირ ცხვირში უღიტინებდა. ყვავილის არომატი ჰქონდა, ვარდების სურნელი. მიუახლოვდა და იქვე გაჩერდა. რაღაცას აკვირდებოდა, მაგრამ მალევე განაგრძო მისკენ გზა. გვერდი აუარა ილიას, მაგრამ მაინც შეავლო თვალი. არა, ეს მარგარიტა არ იყო, მაგრამ მთლიანად გაუქრა მისი სახე, მთლიანად გაუქრა ის ვნება მისდამი, როცა შავთმიან, ენით აღუწერელი სილამაზის გოგონას გვერდი გაჰკრა და წამით მოსინჯა მისი მზერა, მთლიანად რომ ჩაიძირა მის ცოცხლად სულიერ ვნებაში, მის მხიარულ გამომეტყველებაში, იმ ღიმილში, რომელმაც თავი დააკარგვინა და ისედაც მთვრალი უარესად დაათრო.
-უკაცრავად. უკაცრავად გოგონა. - გასძახა, როცა დაინახა დავარდნოდა პირადი ნივთი. ამოუცნობ ღიმილს შეეკედლა, გაიქცა, მაგრამ ვეღარ დაეწია. ის უკვე ტრამვაიში იჯდა, რომელიც სიბნელეში ნელა, მაგრამ მთლიანად ჩაიკარგა.
იგრძნო, თან რა იგრძნო. დღევანდელ დღეს სასწაულები ხდებოდა, ჯერ იყო და მარგო, ახლა ეს უცნობი გოგონა. სიმთვრალეს დააბრალდა, ეჰ ვბერდებიო, მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება. ჯერ რა დროს სიბერეაო შეუძახა საკუთარ თავს და დაღონებული გაუყვა ისევ მტკვრის ჰანგების თანხლებით მოძრავ სიჩუმეში ბილიკს. უნდა ეპოვნა, აუცილებლად უნდა ეპოვნა და გეგმებსაც კი ალაგებდა გონებაში. ხელში ნახატი და პატარა უბის წიგნაკი ეჭირა, რომელიც გოგონას დავარდნია, მაგრამ გახსნა არც უფიქრია.
როგორც იქნა ილიას ცხოვრებაშიც შემოიჭრა გოგონა, რომელმაც მისი გული დაიკავა და მთლიანად ჩაეშვა იმ ციურ გრძნობაში, რომელიც ღმერთისგან ნაბოძებ, სიმწირით დამტკბობ და ნაოცნებარ სიჩუმეშიც კი გაისმის ყველაზე მაღალ ხმაზე. მას მთელი ღამე ტანჯვა და მასზე ფიქრებში უძილობის შემოტევა ელოდა, რომელმაც მთლიანად აურია მისი ცხოვრება, უკვე გრძნობდა რომ აურია...
-ის... ის... ანგელოზია! - ჩაილაპარაკა და მისი ხმაც აწრიალებული მდინარის, უცნაურად დატრიალებულმა ბობოქარმა ხმაურმა შთანთქა.

_____________
აუ, შეცდომებისთვის დიდ ბოდიშს მოგიხდით რა... ჩემო საყვარელო მკითხველებო, მიყვარხართ.
აი, ახლა... ამ წუთას. 3:41-ია და ახლა დავამთავრე წერა.. ეგრევე ვდებ, რადგან საშინლად მეძინება და არ მინდა დაუდებლად წავიდე.
ველი შეფასებებს... <3
უყვარხართ, თქვენ ერკეს!



№1  offline წევრი keke11

Sauketeso.xar.shen.sheni.am.saocari.weris.manerit.zustad.mashin.rom.mekitxeba.s
aswavli.rom.maqvs.tona.magram.vici.rom.sauketeso.xar.shen.:*

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

keke11
Sauketeso.xar.shen.sheni.am.saocari.weris.manerit.zustad.mashin.rom.mekitxeba.s
aswavli.rom.maqvs.tona.magram.vici.rom.sauketeso.xar.shen.:*

ისწავლე ჯერ და მერე წაიკითხე ხოლმე wink love დიდი მადლობააა <3 <3
მაწითლებ ახლა შენ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი marisa

ვაიმე, დატანჯულა ბიჭი ისე გვიან დაუდევს.. ერკე, რა კარგია ახალი რომ დაგიწყია. თან კითხვა რომ დავიწყე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ჰოდა, შენც თუ ხარ პრინციპის კაცი, მალე უნდა დადო. მე ჯობია, დავხედო ნამცხვარს, თორემ დაიწვა :დდ :**

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

marisa
ვაიმე, დატანჯულა ბიჭი ისე გვიან დაუდევს.. ერკე, რა კარგია ახალი რომ დაგიწყია. თან კითხვა რომ დავიწყე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ჰოდა, შენც თუ ხარ პრინციპის კაცი, მალე უნდა დადო. მე ჯობია, დავხედო ნამცხვარს, თორემ დაიწვა :დდ :**

ოო :დ ამ ისტორიის დადება მალე გამიჭირდება :D ძალიან რთულია მეთქი :დ
თუ მოიცდით კარგს იზამთ.
შემდეგი ალბათ ესმერალდას დასასრული იქნება, მერე კი ამას განვაგრძობ love მიდი მიდი მიხედე მაგას :D არ დაწვა. გამასინჯე მერე :დდდ (რა უნამუსო ვარ :დდ)
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაც განსხვავებულია, ,,თითქოს მოსაწყენიც" მაგრამ კითხულობ და თითოეული სიტყვა გითრევს მასში. გინდა უფრო მეტი წაიკითხო, უფრო მეტი გაიგო, მეტი ემოცია, საინტერესოა ერკე, მართლა მაინტერესებს დასასრულს რა იქნება...
პ.ს. მტკვრის ღუღუნი დამაკლდა... წინა თავში ისე კარგად მომხვდა ყურში, აქ კი ვარდის სურნელით გავიჟღინთე...

 


№6 სტუმარი Black

Avgprtovandi wakitxulit sg sg dzmao kaqia dzalianwinkbavshvur xasiatze var batumshi toovs wink

 


№7 სტუმარი ემა

ძალიან განსხვავებულია
და კარგია

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
რაღაც განსხვავებულია, ,,თითქოს მოსაწყენიც" მაგრამ კითხულობ და თითოეული სიტყვა გითრევს მასში. გინდა უფრო მეტი წაიკითხო, უფრო მეტი გაიგო, მეტი ემოცია, საინტერესოა ერკე, მართლა მაინტერესებს დასასრულს რა იქნება...
პ.ს. მტკვრის ღუღუნი დამაკლდა... წინა თავში ისე კარგად მომხვდა ყურში, აქ კი ვარდის სურნელით გავიჟღინთე...

მადლობა ჩემო ტერორ love ძალიან მიხარია... ჰო.. მტკვრის ღუღუნი მმ. :დ ეგ აღარ ესმოდა უკვე იმ ქალის დანახვისას... ისეთი შოკი მიიღო რომ :დდ <3 <3
Black
Avgprtovandi wakitxulit sg sg dzmao kaqia dzalianwinkbavshvur xasiatze var batumshi toovs wink

ნუ გვახარბებ მერე wink მე კი სულ არ მაქ ახალი წლის განწყობა და რა ვქნა :D სიამოვნებით დავიძინებდი ახლა კიდევ და ძილში შევხვდებოდი ახალ წელს wink
ემა
ძალიან განსხვავებულია
და კარგია

მადლობა love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9 სტუმარი Black

Da me maxarebs?ratomgac es axali weli bevrs ar uxaria:-/daidzine tu ginda gimgereb iavnanas mara mere kosmarebi dagesizmreba

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

Black
Da me maxarebs?ratomgac es axali weli bevrs ar uxaria:-/daidzine tu ginda gimgereb iavnanas mara mere kosmarebi dagesizmreba

:D რომ არ დამაძინეს საქმეც მაგაშია wink ახლა კიდევ აღარ მეძინება უკვე :დდდ კოშმარების ნუ შეგეშინდება :დ არ შემაშინებს შენი კოშმარები, ისეთებს ვნახულობ, რომ მივეჩვიე... იმღერე მიდი wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი მოლურჯო

ოჰ ერკე
თავიდან გოგო რომ მეგონე იცი?! რამოდენიმე ხანში გავიგე რომ ბიჭი ყოფილხარ
და რაღაცნაირად ბევრი ვიცინე იმედია არ გეწყინება ზედმეტად პირდაპირი ადამიანი რომ ვარ.
რატომღაც არ მიცდია შენი ისტორიების წაკითხვა
არ ვიცი რატომ
მაგრამ გეტყვი რომ ეს ყველაზე განსხვავებული რამაა რაც მე წამიკითხავს ამ საიტზეც და საერთოდ ყველგან.
ძალიან მაგარია შთამბეჭდავია
ემოციაც არის
ისე ვკითხულობ თითქოს ჩემს წინ ხდება ეს ყველაფერი
რატომღაც არ არის ასეთი ისტორიები ბევრი და მიხარია რომ ასეთი ისტორია აღმოვაჩინე
იმედია უფრო მეტად შემიყვარდება ეს ისტორია მომეწონება
ახლა კი შენი მეორე ისტორიის წაკითხვას ვაპირებ იმედია ისიც ასე მომეწონება ან ალბად ამაზე მეტადაც კი
არ მინდა რომ მალე დაამთავრო
უბრალოდ ძალიან კარგი ბიჭი ხარ “ბიჭი“ wink
--------------------
მარიამი

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

გიჟი - ♥♥♥
ოჰ ერკე
თავიდან გოგო რომ მეგონე იცი?! რამოდენიმე ხანში გავიგე რომ ბიჭი ყოფილხარ
და რაღაცნაირად ბევრი ვიცინე იმედია არ გეწყინება ზედმეტად პირდაპირი ადამიანი რომ ვარ.
რატომღაც არ მიცდია შენი ისტორიების წაკითხვა
არ ვიცი რატომ
მაგრამ გეტყვი რომ ეს ყველაზე განსხვავებული რამაა რაც მე წამიკითხავს ამ საიტზეც და საერთოდ ყველგან.
ძალიან მაგარია შთამბეჭდავია
ემოციაც არის
ისე ვკითხულობ თითქოს ჩემს წინ ხდება ეს ყველაფერი
რატომღაც არ არის ასეთი ისტორიები ბევრი და მიხარია რომ ასეთი ისტორია აღმოვაჩინე
იმედია უფრო მეტად შემიყვარდება ეს ისტორია მომეწონება
ახლა კი შენი მეორე ისტორიის წაკითხვას ვაპირებ იმედია ისიც ასე მომეწონება ან ალბად ამაზე მეტადაც კი
არ მინდა რომ მალე დაამთავრო
უბრალოდ ძალიან კარგი ბიჭი ხარ “ბიჭი“ wink

ჰო ჰო ბიჭი wink ეს ისტორია უფრო მალე დამთავრდება ვიდრე ის მეორე... ის მეორე კი უკვე დავასრულე ^_^ wink აი, ამას რომ მოვრჩები ცოტა ხნით პაუზა მინდა ავიღო wink სხვა რამეზე უნდა გადავერთო და :დ
არ მწყინს პირდაპირობა გიჟო.. ^_^
მე კი ბიჭი მეგონე :D ეგეც ხომ გითხარი ადრე :დ ჰოდა ბარი ბარში ვართ რა გინდა wink
მიხარია, რომ მოგწონს.
ძალიან ძალიან მიხარია <3
ჩემი სტილიც კი არ არის ასე წერაააა, მაგრამ გამოდის ალბათ... იმედი მაქვს მოგეწონებათ ბოლომდე <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე
terooo
რაღაც განსხვავებულია, ,,თითქოს მოსაწყენიც" მაგრამ კითხულობ და თითოეული სიტყვა გითრევს მასში. გინდა უფრო მეტი წაიკითხო, უფრო მეტი გაიგო, მეტი ემოცია, საინტერესოა ერკე, მართლა მაინტერესებს დასასრულს რა იქნება...
პ.ს. მტკვრის ღუღუნი დამაკლდა... წინა თავში ისე კარგად მომხვდა ყურში, აქ კი ვარდის სურნელით გავიჟღინთე...

მადლობა ჩემო ტერორ love ძალიან მიხარია... ჰო.. მტკვრის ღუღუნი მმ. :დ ეგ აღარ ესმოდა უკვე იმ ქალის დანახვისას... ისეთი შოკი მიიღო რომ :დდ <3 <3
Black
Avgprtovandi wakitxulit sg sg dzmao kaqia dzalianwinkbavshvur xasiatze var batumshi toovs wink

ნუ გვახარბებ მერე wink მე კი სულ არ მაქ ახალი წლის განწყობა და რა ვქნა :D სიამოვნებით დავიძინებდი ახლა კიდევ და ძილში შევხვდებოდი ახალ წელს wink
ემა
ძალიან განსხვავებულია
და კარგია

მადლობა love

რაა გააგონებბდა მტკვრუს ღუღუნს ყურები დაუბუგდა. ხელები დაუბუჟდა. სუნთქვა შეეკრაა.. ნაბიჯიც ვერ გადადგა... ფაქტიურად მოკვდა...

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

ზუსტააად wink wink აღწერე მისი მდგომარეობა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent