შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტფილისური სიყვარული


28-12-2015, 04:02
ავტორი ერკე
ნანახია 2 117

ძველი თბილისი, მდინარის რაკრაკი ყოველთვის სასიამოვნო და მუსიკალურია, სადაც თითოეული ბგერა, რაღაც არომატულს და საოცარს გამოანათებს. მტკვრის ერთ დაჩუხჩუხებას, იქვე პატარა დუქანთან მჯდარ მეარღნის მიერ სასიამოვნო და ტკბილ ხმებად აჟღერებული არღნის უამესი ხმა მოჰყვებოდა. ეს ტკბილი ჰანგები მოსწონდა ილიას, ყოველთვის მჟღერი და სასიამოვნო, მტკვრის აბობოქრებული დინება, რომ ცხენების ფლოქვების თქარა-თქურს შეერწყმებოდა, იქვე მემაწვნეს ჩამოტარებული ბანკები ერთმანეთს შეაკრიალდებოდა, მალე კი არღანის იმხანად ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო, ეშხიანი მუსიკა ჩაეღვრებოდა, გულს რომ უფორიაქებდა და მთლიანად ისე შეელეწებოდა, როგორც მტკვარი და რიონი ხვდებოდნენ ერთმანეთს ხელის ქნევითა და მისალმების უტყვი მინიშნებით.
უკვე მერამდენედ ჩაიარა იმ დუქნის წინ, უკვე მერამდენედ მიაყურადა ამ საოცარ მუსიკას, რომელიც მზის ბუღში, დაერწმუნებოდა, რომ ფერებსაც კი აბრიალებდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, დუქნის ორფრთიანი კარი შეაღო და შიგნით შევიდა. აღრიანცელებული საზოგადოება მაშინვე ერთ წერტილს, ახლად შემოსულს მიაჩერდა და წუთიერი სიჩუმე ჩამოწვა. სიჩუმე მარცხენა მაგიდასთან მჯდარმა მამაკაცმა დაარღვია.
-ილიას გაუმარჯოს! იმდენს მუშაობ უკვე საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ. როგორ ბრძანდებით? - ულვაშში ჩაეღიმა ილიას, გადახედა ნაცნობ სახეს.
-ეჰ... ვცოცხლობ აკაკი, ჯერ ვცოცხლობ.
-როგორ მიდის საქმეები რედაქციაში? - ისევ დაადევნა სიტყვები, მაგრამ ვითომ არც გაუგიაო, უხმოდ გაიარა და პირდაპირ დახლს გადაეყუდა.
-გვრიტო... - სასიამოვნო აღნაგობისა და შესახედაობის ქალს დაუძახა ილიამ. - ლუდი ჩამომისხი. - მას შემდეგღა დააყოლა, როცა გოგონამ გამოხედა და გაუღიმა. ილიამ ქუდი მოიხადა და წინ დაიდო. თვითონ სკამზე ჩამოჯდა, კარგად გასუფთავებული და გაპრიალებული, თუმცა სიძველისგან გაცრეცილი, მზის სხივებისგან გახუნებული, ფერდაკარგული, ღია ყავისფერი პალტო, ერთ დროს რომ უფრო მკვეთრი ფერის იყო, ფრთხილად გაიხადა და მის მახლობლად ერთ-ერთ თავისუფალ შვერილზე, საკიდის ფუნქციას, რომ ასრულებდა, ჩამოკიდა. იგრძნო, გამოყოლებული და დამკვირვებელი უამრავი წყვილი თვალისგან, როგორ აეწვა ზურგი და უკან გაიხედა. ამასობაში კი გოგონამ წინ კათხით ლუდი დაუდგა, რომელიც მაშინვე ხელში მოიქცია და პირისკენ გააქანა.
-ილიას შემოევლოს ჩემი თავი. - გაიჟღერა ახლა სხვა მხრიდან, მოგუდულმა ხმამ.
-ვაჟა, როგორ ხარ? - ჩაეღიმა მამაკაცს და ისევ მიიტანა პირთან ლუდით სავსე კათხა. ყელი გაისველა და დახლზე დადგა. მაშინვე წამოდგა ადგილიდან ვაჟად წოდებული და ილიასკენ გაემართა. ილიას ვინ არ იცნობდა, ის უფრო გაუკვირდებოდა მოქეიფეების ყურადღება, რომ ვერ მიექცია. ყოველთვის დინჯად, მძიმე ნაბიჯებით მოსიარულე, სერიოზული გამომეტყველებით, რომ აკვირდებოდა ქალაქს, ხალხს, ეზოებს, ცხენებს, ყოველ ბგერას იჭერდა მისი გამახვილებული სმენა და მუსიკას აწყობდა. თუმცა მუსიკოსი ნაკლებად იყო, ის უფრო იმ დიადი და პატივსაცემი ხალხის წრიდან იყო, თითებზე დასათვლელი რომ იყო და ქალაქში, ერთადერთ რედაქციას განაგებდა.
-რაღა როგორა ვარ, ჩემო ილია. მგონი ვკვდები და ეგაა...
-რატომ, რა მოხდა? - ჰკითხა ძლივს გასაგონი ხმით, როცა უკვე მის გვერდით მოკალათებულიყო. - ხომ მშვიდობაა? კნეინა რას შვრება, არის კარგად? - დააყარა კითხვები და მის სანდომიან, საოცრად ბავშვურ მზერას შეავლო თვალი.
-ეგ სასიკვტილე, კი კარგად არის და თავის საქმეს, ტრადიციისამებრ აკეთებს. მოგეხსენება ნერვებზეც მიკაკუნებს, მაგრამ სხვა რამეშია საქმე ჩემო ილია. ჩემი დრო წავიდა.
-რას ამბობ? - უკვე გაფითრებული აკვირდებოდა და პასუხს გულმოდგინედ ელოდა. კიდევ გადაუძახა მოზრდილი ყლუპებით სასმელი ილიამ.
-ვეღარაფერს ვწერ. გახსოვს რა მითხარი? ერთადერთი ჩემი იმედი იყავი, მეც სერიოზულად დავიწყე ლექსების ჯღაბვნა, მაგრამ რამდენი ვეცადე, რამდენი ვიყიალე აქეთ-იქით, ჩემს საყვარელ ტფილისსაც მოვუარე, მაგრამ არაფერი.. არ გამომდის. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მგონია, რომ ტყუილად მელოდით ამდენი ხანი, ვერაფერი გამოდის და გაზეთშიც დასაბეჭდად ვერაფერს მოგიტანთ.
-იცი, ვაჟა, მე ის მახსოვს, პირველი ლექსები რომ მოიტანე, როგორი გულწრფელი ღიმილი გქონდა აკერებული სახეზე, მაგრამ მაინც შესამჩნევად ნერვიულობდი. შევნიშნე, ვიგრძენი ეს, მაგრამ სანერვიულო ნამდვილად არაფერი გქონდა ვაჟიკო. მაშინვე დავბეჭდე, შემდეგ ისევ გამოჩნდი, მაგრამ ახლა უკვე ნოველა მოგქონდა. კითხვისას ვფიქრობდი, რომ გზა უნდა გამეხსნა შენი ნიჭისთვის, უნდა დაგხმარებოდი, რადგანაც შენში ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი ვაჟა, შენ კი ჩამომდგარხარ აქ და სახე ჩამოგტირის. - მხრებზე მოხვია ხელი და თავისკენ მისწია, მეგობრულად. - შენ ბუმბერაზი ნიჭის პატრონი ხარ, ვაჟა. ყველა შენზე ილაპარაკებს. ყველას ეყვარები, იგრძნობს შენ გულის ტკივილს, შენ სათქმელს. გამოუშვი, გამოუშვი ბოლომდე რასაც გრძნობ, შენი სულის ღრიალს მოუსმინე, მოუსმინე და კარგად გაარჩევ ბგერებს... ასოებს... სიტყვებს, მერე უკვე ფრაზებსაც. იცოდე, ჩემო ვაჟა, პოეზია სულის მდგომარეობაა, პოეზია შიგნიდან უნდა მოდიოდეს და მას აქ, - დუქანს მოატარა ხელი. - ვერ იპოვი.
-ძალიან დიდი მადლობა, ილია. კარგი ადამიანი ხარ, ანგელოზი ხარ, ანგელოზი!
-ჩემნაირი ანგელოზია, აი, ის მეარღნეც, რომელიც გარეთ დგას, იმ პაპანაქება სიცხეში და არღანს ატრიალებს. იმას კი ვერავინ ამჩნევს. - ხელი ჩაიქნია და დახლისკენ მიტრიალდა, ისე რომ ვაჟა გვერდიდან უყურებდა ილიას. - ხვალ გელოდები ხვალ... - კარში გასვლამდე დაადევნა სიტყვები ვაჟას, ისიც გამოემშვიდობა და გაუჩინარდა. სიცილ-ხარხარი არ წყდებოდა, სწორედ რომ შეუფერებელი ადგილი იყო აქ ფიქრისთვის, მაგრამ განტვირთვისთვის და სამუშაოს ცოტა ხნით თავიდან ამოგდებისთვის - შესანიშნავი.
მთელი საათი სვამდა ილია, კათხას კათხაზე ცლიდა და პერიოდულად მიესალმებოდა შემოსულ, ნაცნობ თუ უცნობ მამაკაცებს, რომელიც თავის დახრით აჯილდოებდნენ. სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ფიქრის საშუალება არ ეძლეოდა, სწორედ დამღლელი ფიქრისგან განთავისუფლებისთვის.
ბოლოც მოსვა, გოგონას წრფელი ღიმილი სტყორცნა, ანგარიში გაასწორა და ისე, რომ შეზარხოშებულ და შემთვრალ მამაკაცებს მისი წასვლა აღარ გაუგიათ, დუქნიდან გავიდა.
ასე მიაბიჯებდა, მძიმე ნაბიჯებით, სასმელისგან დამძიმებულიც და ძლივს, სასიამოვნოდ ეღვრებოდა სითბო სხეულში. გონება ებინდებოდა, ფიქრები უკუაგდო და ტკივილი, საქართველოს ბედზე მსჯელობა და გამოსავლის პოვნა შეწყვიტა. ის მხოლოდ უსასრულობაში გადაეშვა, სადაც ტკივილიც და ტანჯვაც ერთი იყო, სადაც ფიქრი აკრძალული იყო, სადაც ყველაფერი კარგად იყო, ან მას ეგონა, რომ კარგად იყო, უბრალოდ ფიქრები ეწმინდებოდა, როგორც ცა ღრუბლებისგან.
ხშირად მის ბედს უჩიოდნენ, ხშირად კი იმით უჭედავდნენ ტვინს, რატომ აქამდე ცოლი არ მოგყავსო, დიდო ილია რას ელოდებიო, მაგრამ მისი ულვაშქვეშა ჩაღიმება ყველაფერს ხდიდა ნათელს. მისი პრობლემებით დახუნძლული ტვინი, ცოლზე ფიქრს ვერ ახერხებდა, ზუსტად იცოდა, რომ ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდა მას, მაგრამ სამუშაოსაც მოაკლდებოდა, ორად გაიხლიჩებოდა, ვეღარ იაზროვნებდა ისე უკეთ, როგორც უნდა ეფიქრა და ეწერა, ყოველშემთხვევაში მის ტკივილებს ვეღარ გადმოსცემდა ასე გულმოდგინებითა და საკუთარი სურვილით. სოლოლაკის ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა და მტკვრის ჩუხჩუხი ისევ მკაფიოდ ესმოდა. უყვარდა მისი ამღერებული დინება, უყვარდა პატარა ტალღებად წარმოქმნილი ხვეულები, დინებასთან ერთად ბუნებრივ ჰანგებად რომ ისმოდა, უკვირდებოდა, ყველაფერს აკვირდებოდა და მასში პოეზიას გრძნობდა. გრძნობდა, რომ მტკვარი იყო, პირველი პოეტი პოეტთა შორის და ასეც უწოდა... პოეზიის მეფე.

-------
აბა, მეგობრებო! მიიღეთ ჩემი ახალი ისტორია, ჩემი ექსპერიმენტი ასე ვთქვათ.
აი, ახლა... რაღაც მინდოდა უეჭველად, რომ დამეწერა. რაღაც მსურდა... როცა ერთ-ერთი ისტორიის კითხვა დავამთავრე მაშინ გადავწყვიტე. არ ვიცი რამდენად გამომივა ძველი თბილისის აღწერა ან ამ დროში წერა, მაგრამ მთავარი მაინც ეს არ იქნება...
თუმცა იმ დროში გადაშვება მაინც გამიჭირდა..
ცოტას ვნერვიულობ, ამიტომ ახლა უფრო მეტად მაინტერესებს თქვენი აზრი, ღირს თუ არა განვაგრძო წერა! (შეიძლება აქ იფიქროთ, რომ ეს "ილია", ჭავჭავაძეა, მაგრამ არა არა და არა... უბრალოდ მომინდა მწერალთა საზოგადოებაზე დაწერა, მწერალთა და პოეტთა საზოგადოებაზე. ილიაზე ნამდვილად ვერ დავწერ :დ ამდენი არ შემიძლია...)
იმედია შემიფასებთ და კრიტიკას და შეფასებას აუცილებლად მომაწვდით. ჰო, ოღონდ ის არ მითხრათ მწერალს დუქანში რა უნდაო :დდ
მიყვარხართ მე თქვენ!
ლომიას და ესმერალდას კი ჯერ ვერ განვაგრძობ... ცოტა უნდა დამელოდოთ, რადგან ბოლო თავია, უკვე ბოლო უნდა დაიწეროს და დრო მჭირდება.
მიყვარხართ, მიყვარხართ და მიყვარხართ. მე თქვენ მაბედნიერებთ...



№1  offline წევრი ელლ

mxatvruli agwera dzalian momewona, martla. mec tavidan ilia chavchavadzeze vipiqre, imitom rom umetesoba paqtebisa emtxveva. dialogebi arabunebrivi mechvena cotati. saertod eg egrea , rtulia dialogebi bunebrivad dawero. mtlianobashi kargi iyo,ganagrdze wera .

 


№2  offline წევრი EmyLee

საინტერესოა მართლა.. ილია ვაჟა აკაკი.. ♡♡
--------------------
Rain Of Native Girl

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ბანკა არა ერკე,ქილა...საინტერესო პერიოდი აგირჩევია,მაშინდელ თბილისზე წერა არც თუ ისე ადვილია.ჯერ ვერაფერს გეტყვი,მეორე თავს ველი.წარმატებები ძმაო

 


№4 სტუმარი Natalii

Erkee ra davwero shemogevle,me XIX saukuneshi var duqanshi warmovidgine tavi,zveli kintoebi damidga tvalwin,titqos yvelaferi realuri mechvena,sheudzlebelia am tanamedrove kacs ase srulyopilad shegedzlos im yvelafris agqma rasac chveni babuebic ki znelad agidgenen mexsierebashi,elodebodi chems komentars da ai mec aq var.,miyvarxar me shen,chemo chamoyalibebulo da shemdgaro mweralo

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

.... ...
mxatvruli agwera dzalian momewona, martla. mec tavidan ilia chavchavadzeze vipiqre, imitom rom umetesoba paqtebisa emtxveva. dialogebi arabunebrivi mechvena cotati. saertod eg egrea , rtulia dialogebi bunebrivad dawero. mtlianobashi kargi iyo,ganagrdze wera .

დიდი მადლობა love აუცილებლად განვაგრძობ. და თუ გავითვალისწინებთ, რომ მართლაც რთული დასაწერია, ცოტა უნდა მაცადოთ ^_^
ჯერ ესმერალდას დავასრულებ. ამას კი მერე მივხედავ love მინდა გულიანად გავაკეთო და კარგი. ძველი თბილისის დათვალიერებაც არ უნდა დამავიწყდეს :D ერთხელ კიდევ ^_^
EmyLee
საინტერესოა მართლა.. ილია ვაჟა აკაკი.. ♡♡

ჰო ^^ სხვა ვერ მოვიფიქრე :დ იმ დროზე წერისას მარტო ამ სახელებმა ამომიტივტივეს :დ <3
ლორელაი
ბანკა არა ერკე,ქილა...საინტერესო პერიოდი აგირჩევია,მაშინდელ თბილისზე წერა არც თუ ისე ადვილია.ჯერ ვერაფერს გეტყვი,მეორე თავს ველი.წარმატებები ძმაო

ბანკა არ მახსოვს მე სად მიწერია.. რატომ უნდა დამეწერა აქ ბანკა? :D love ისე ვიცი ქილა რომ არის, მაგრამ ბანკა, რომ დავწერე ეეგ არ მახსენდება <3
ნამდვილად, არ არის ადვილი. ამიტომ დაგვიანება არ გაგიკვირდეთ ჩემგაააან. ამ ისტორიაზე ^_^
დიდი მადლობა... ლორე.
eremar
მე ძალიან მომეწონა და დიდი საიამოვნებით წავიკითხავ <3

მე ძალაინ მომწეონა და დიდი საიმოვნებით წავიკითხავ <3

მადლობა და მადლობა ^_^
მიყვარს, როცა მოსწონთ :D <3
Natalii
Erkee ra davwero shemogevle,me XIX saukuneshi var duqanshi warmovidgine tavi,zveli kintoebi damidga tvalwin,titqos yvelaferi realuri mechvena,sheudzlebelia am tanamedrove kacs ase srulyopilad shegedzlos im yvelafris agqma rasac chveni babuebic ki znelad agidgenen mexsierebashi,elodebodi chems komentars da ai mec aq var.,miyvarxar me shen,chemo chamoyalibebulo da shemdgaro mweralo

სხვათაშორის ეგ კინტოებიც მინდოდა დამეწერა, კიდევ ყარაჩოღლებიც ჩამერთო (თუ მაგ დროს არ იყვნენ, არ ვიცი :D ) ჰოდა... მოკლედ ყველაფერი იქნება რა ^_^
ძალიან მიყვარხარ!
შენი კომენტარები კი მხიბლავს, რა დაგიმალო და ძალიან ძალიან მხიბლავს... ჯერ თავს მწერლად არ ვთვლი, ვერ ... რადგან ბევრი მაქვს სასწავლი ამ განხრით, მაგრამ დიდი მადლობა <3 <3 უზომოდ დიდი მადლობა ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6 სტუმარი natalii

ერკეე ჩემო ძვირფასო,როგორც წესი ჩვენ გოგოებს უფრო შეგვიძლია გადმოვცეთ თუ რას ვგრძნობთ ლამაზად,თბილად,9ნუ რათქმაუნდა მე არა,მე ხო უნიჭო ვარ :დ ) ,და სწორედ ამიტომ ვაფასებ შენს ნაწერებს რომ ამ დანამედროვე კაცს როგორ შეგიძლია ასე სრულყოპილად ჩამოაყალიბო სიყვარული,სიხარული,ბედნიერება,ტკივილი,ახლა უკვე ის ძველი თბილისი სადაც არასდროს გიცხოვრია და გიგრძვნია.ძალიან მაგარი ხარ და ძალიან მიყვარხარ შენ ამის გამო

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

natalii
ერკეე ჩემო ძვირფასო,როგორც წესი ჩვენ გოგოებს უფრო შეგვიძლია გადმოვცეთ თუ რას ვგრძნობთ ლამაზად,თბილად,9ნუ რათქმაუნდა მე არა,მე ხო უნიჭო ვარ :დ ) ,და სწორედ ამიტომ ვაფასებ შენს ნაწერებს რომ ამ დანამედროვე კაცს როგორ შეგიძლია ასე სრულყოპილად ჩამოაყალიბო სიყვარული,სიხარული,ბედნიერება,ტკივილი,ახლა უკვე ის ძველი თბილისი სადაც არასდროს გიცხოვრია და გიგრძვნია.ძალიან მაგარი ხარ და ძალიან მიყვარხარ შენ ამის გამო

როგორ მიყვარხარ მე შენ love არ ხარ უნიჭო არა! ეგ ყველას შეუძლია სიყვარულის გამოხატვა... ყველას ძალუძს და გრძნოოოობ... ^^
მე კი შენი კომენტარით ძალიან მათბობ... ძალიან <3
დიდი მადლობა ჩემო ნატალია love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8 სტუმარი Natalii

Madloba shen rom arsebob :*

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

Natalii
Madloba shen rom arsebob :*

რომ არ ვყოფილიყავი, სხვა იარსებებდა ჩემ მაგივრად :დ <3 <3
ან ამით არც არაფერი დააკლდებოდა ალბათ მსოფლიოს... :*
მაგრამ ვარ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline წევრი maridb

ძალიან კარგი და საინტერესო ჩანს ერკე.
მე ძალიან მომწონს<3
შთამბეჭდავია... love
უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ ერკეე<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

maridb
ძალიან კარგი და საინტერესო ჩანს ერკე.
მე ძალიან მომწონს<3
შთამბეჭდავია... love
უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ ერკეე<3

იმედია განაგრძობ კითხვას love
დიდი მადლობა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent