შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქის ეფექტი [თავი 8]


30-12-2015, 12:42
ავტორი sopiko
ნანახია 2 671

ისევ ვაჩეს სახლში იყო. თბილ სავარძელში იჯდა და პლედი შემოეხვია. გვერდით მამაკაცი მისჯდომოდა. ბუხარს შეჰყურებდნენ. ცეცხლის ალი თამაშობდა, ნაპერწკლები ერთმანეთს ეპაექრებოდა, შეშის ტკაცუნი დუმილს ეზავებოდა და ამავე დროს საოცარ სურნელს ბადებდა ოთახში. დარიას თავი ვაჩეს მხარზე ედო და არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა, ან რატომ უნდა ეგრძნო... გული ძლიერ უცემდა... ვაჩეს ეკვროდა! კაცს, რომელიც უყვარდა!
ვაჩეც დარიათი იყო სავსე, მისი სუნთქვა ყელზე ელამუნებოდა და მის თავს რა ხდებოდა, ვერ ხვდებოდა. გამოუცდელი ვარო, ვერ იტოდა, მაგრამ როგორია ამდენი ხნის შემდეგ თავიდან იწყებ ცხოვრებას. შეწყვეტილი იდილიაც გრძელდება და მერე არავინ იცის რა იქნება, მაგრამ ამის ცოდნა არც სჭირდებოდა... დარია აძლევდა იმედს, ის უნათებდა გზას და ასევე ნათელს ხდიდა იმ ბნელ წარსულს, წყვდიაში ჩაძირულ ძველ ოცნებებს და მისწრაფებებს, ღრმად ჩაძირულ გრძნობებს, ემოციებს დინება ნაპირზე რიყავდა. დარიას რომ უყურებდა სიცოცხლე უხაროდა, იმ წლებს ნანობდა, მის გარეშე რომ გალია და კიდევ ვინ იცის, რას ფიქრობდა...
სამყარო ფერადი გახდა, არსებობაც შეიღება ცისარტყელასავით და კიდევ... თეთრი ფიფქებს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ამ პეიზაჟში. ისინი სიყვარულის პალიტრაში ურევდნენ ფუნჯებს. ხო, ვაჩეს ამ გრძნობისთვის სიყვარული ჯერ ვერ დაერქმია, მაგრამ თუ იცი რატომ გიყვარს, როდის შეგიყვარდა, მაშინ ეს რაღა სიყვარულია. დარიასგან განსხვავებით პირველივე დანახვისას თვალები არ გადიდრონებია და პოეტურად არ ალაპარაკებულა, ეს ყოველი წამის ძალით ხდებოდა და თუ ცხოვრება ჩვენ გვძარცვავს, საყვარელ ადამიანებს გვართმევს, ჩვენც ხომ უნდა დავამახსოვროთ თავი, ჩვენც ხომ უნდა მივითვისოთ მისი კუთვნილება და ამ შემთხვევაში მან დარია მიისაკუთრა!
–ვაჩე, ხვალ ახალი წელია ხომ?–მოულოდნელად თავი ასწია დარიამ და მამაკაცს გაუღიმა.
–ეგ არც გამხსენებია! თან ხვალ შენი ვაჟა ბიძიაც ჩამოვა, იმ დღეს მის გამო კინაღამ რომ მომკალი!–პირზე ხლი აიფარა ვაჩემ და აფხუკუნდა. კი არ დაუფასა გოგონას, შუაღამით მის გამო ძილი რომ გაიტეხა.
–მართლა? ძალიან კარგი.–თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ანერვიულდა. მასა და ვაჩეს შორის რაღაც ხომ მაინც შეიცვალა. უკვე მოლოდინი აქვს და არ იცის რა დაემართება, ყველაფერი ისევ ძველებურად რომ იყოს.
–თოვლი გიყვარს?–აგრძელებდა ზამთართან დაკავშირებული კითხვების დასმას დარია.
–თოვლი? ხო, ალბათ... იცი, შენი კანიც თეთრია, თოვლივით! შენი ტუჩები იმ სისხლივით წითელია, გუშინ ბამბაზე რომ დარჩა... თმა კი...თმა... დარია, ქერა თმა იცი რისი ნიშანია?–მისი თმა თითზე დაიხვია და საფეთქელზე გახურებული ტუჩები მიადო. დარიას შეაჟრჟოლა, პირველად! პირველად იყო ასე ახლოს ვაჩესთან!
–რი...სი?–ათრთოლებულმა ძვლივს ამოილაპარაკა, თუმცა საშინლად სიამოვნებდა ეს უცნაური შეგრძნება, თითქოს ჰაერში იყო და დაფრინავდა, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა და ვაკოუმში იკარგებოდა....
–ის, რომ სულელი ხარ!
დარიამ წამოიწია, უნდოდა კარგი პასუხი გაეცა მამაკაცისთვის, მაგრამ ვაჩეს სიტყვებმა ძალა გამოაცალა.
–მე როგორ შეგიყვარდი, ჰა?–სიცილით დაამატა ამ უკანასკნელმა.
–მე... მე... ხო, შემიყვარდი... მერე?–თამამად აღიარა სიმართლე.
–და შენ გგონია რომ შეიძლება შენნაირი სულელის გრძნობა ცალმხრივი იყოს? ანუ... მე ვგულისხმობ, რომ... შენ და...–თვალებს უცნაურად ატრიალებდა ვაჩე და აშკარად რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ცდილობდა.–არ შემიძლია, დარია და რა ვქნა? არ ვარ შენსავით ფსიქოლოგიური იარაღებით აღჭურვილი და ჩემი სიტყვებით სულში ნამდვილად ვერ ჩაგიძვრები. როგორ შეიძლება რომანტიკულად აგიხსნა სიყვარული? მგონი ძალიან ბანალურად და უაზროდ გამომდის ხომ?
ისე ცოდვილობდა, თავადვე გაეცინა. დარია აქამდე თავს ძვლივს იკავებდა, არ ეწყინოსო და ამავდროულად ეშინოდა საუბარი არ შეეწყვიტა და გარინდებული იყო. ხმამაღლა აკისკისდა და დაუპატიჟებლად ჩაუხტა კალთაში.
–ასე ჯობია!–ჩაიბურტყუნა თავისთვის.– მიდი, აბა! ახლა გადმოალაგე შენი რომანტიკულობა!
სახე სასაცილოდ დამანჭა ვაჩემ და თეტრალურად ამოიხვნეშა.
–მოდი, ჩემ გულს მოუსმინე, კარგი? ჯობს მისგან გაიგო ეს ახალი ამბავი!–უთხრა დარიას, მისი თავი ხელებში მოიქცია და თავი გულზე მიადებინა.
როცა გიყვარს, გესმის! დარიამაც გაიგონა და ბედნიერების მორევში ღრმად ჩაიძირა. ვაჩეს შემოხვეული მკლავების სიძლიერეს გრძნობდა, მისი სითბო გადაეცემოდა და მთელ სხეულში ტაო უვლიდა.
იგრძნო ვაჩეს ტუჩები მის ბაგეებზე, მისი მუქარა ასრულდა! თვალებდახუჭული დარწმუნდა თავისი სიყვარულის ჭეშმარიტებაში, განიცადა ის, რასაც ალბათ მამაკაცი გრძნობდა. აკანკალებული თითები ჩაავლო პერანგის საყელოში და ყოველგვარი დაძაბულობა მოეხსნა. მოეჩვენა რომ მათი ალერსი საუკუნოდ გაგრძელდა, თუმცა ამისთვისაც მზად იყო, დროც კი გაჩერდა და მათ გადმოხედა ზევიდან! და საერთოდ ამ საღამოს ახალი დარია და ვაჩე დაიბადა. სიყვარული ზუსტი მეცნიერება არასდროს არ ყოფილა და ახლაც არ იცოდნენ ეს რა იყო, თუმცა ამაზე ფიქრი სულაც არ უნდოდათ... გრძნობებში ჩაკარგულმა გოგონამ თვალჩაკრულ ბედნიერებას გაუღიმა და ვაჩეს სურნელით გაჯერებული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

^^^
ბოლოს წინა!
აბა, როგორ მოგწონთ ჩემო კარგებო?
ველი შეფასებებს... მოწონებას, კრიტიკას!
თქვენი სოფო!



№1  offline წევრი teddy))

Fifquniebi... Dzalian kargi iyo! Darias gambedaoba, bravo! Vache... Titqos fifqebma moalbes, magram chvenc xom vicit am jadosnuwi ambis sawyisi dariaa! Shen rac shegexeba... Dzalian magari xar!

 


№2  offline მოდერი sopiko

teddy))
Fifquniebi... Dzalian kargi iyo! Darias gambedaoba, bravo! Vache... Titqos fifqebma moalbes, magram chvenc xom vicit am jadosnuwi ambis sawyisi dariaa! Shen rac shegexeba... Dzalian magari xar!

ჩემო ფიფქუნია love უღრმესი მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent