სიზმრის თეორია (5)
V. დღეები დღეებს მისდევდნენ, საათები – საათებს, წუთები – წუთებს. მალე მიილია საავადმყოფოს მძაფრ სურნელში გასატარებელი დღეების, საათებისა და წუთების რაოდენობა. ალბათ, ძალიან ნელი იქნებოდა დრო, რომ არა გაბრიელი. მისით იწყებოდა თითოეული დილა და იწურებოდა დღე. ის იყო მთვარე - ნათელ დღეში და მზე – ბნელ ღამეში. მისი თითოეული ჩასუნთქვ–ამოსუნთქვა მელოდიასავით გაისმოდა ხმაურმოწყურებულ პალატაში. თუმცა, ეს მელოდიაც ისეთი ხმაურიანი იყო... ისეთი დიდებული. ყოველი დილა ნაზი ჰანგებით იწყებოდა. უმეტესად, ბეთჰოვენის ‘სიჩუმით’. ვინაიდან და რადგანაც ბევრჯერ სცადა გაბრიელმა შემოეტანა პიანინო პალატაში, მაგრამ სასტიკი უარი და გაძევებით დამუქრებაც მიიღო, შეწყვიტა ამაზე ოცნება. მოიტანა ძველი რადიო, მტვრიანი, გაცრეცილი. ეს რადიო უყვარდა მას და უყვარდა ქეთასაც. ღამით ძლივს ჩაძინებულს დილაადრიან შეეხებოდა ყურთასმენას თითოეული ნოტი, გაუშვებდა სხეულში და ჟრუანტელსაც, სასიამოვნო დენს მთელს მის არსებაში, ვეღარ და აღარ ებრძოდა. სასიამოვნო იყო შეგრძნება, რომელსაც ერქვა წყურვილი... გაბრიელისა და მისი მუსიკის წყურვილი. იმ დილით ექთანმა გააღვიძა. არადა, მთელი ღამე გაბრიელთან ერთად მილია. გაუკვირდა და არ ესიამოვნა, მაგრამ თავი შეიმხნევა: ალბათ, გამოწერის აღსანიშნად რაღაცას მიმზადებსო. შეიძლება ასეც იყო, ვინ გაიგებდა? შუა დღემდე კიდევ გააჩერეს ამ საშინელ პალატაში და გაწერეს. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ, როდესაც ანა იყო აქ, ლევანი მუდამ თავზე ევლებოდა, ხოლო, როდესაც არ იყო, სხვა ექიმით ნაცვლდებოდა ხოლმე. იმ დღესაც ანა შემოვიდა საავადმყოფოში და მაშინვე შემოყო თავი ლევანმა. აბა, როგორ გრძნობ თავს? – მხიარული ნოტა ეტყობოდა მამაკაცს. მე კარგად კი არა, არაჩვეულებრივად ვარ, ბატონო ლევან! – გაიკრიჭა. – თქვენ როგორ გიკითხოთ? მეც მსგავსად, – სწრაფად მოუჭრა და კარისკენ გაიხედა, სადაც ანა, მარიამი და ნიაკო იდგნენ. – დილა მშვიდობის, ქალბატონებო და საქალბატონე’ვ! – გამოკვეთა. გაყინული ხელისგულები სწრაფად გაიქანა ანამ სახისკენ და აღაჟღაჟებულ ლოყებზე მიიჭირა. ქეთას გაეცინა. მომიტანეთ ტანსაცმელები? ერთი სული მაქვს როდის გავალ აქედან! რატომ? მშვენიერი კაფეტერია გვაქვს, დარჩი და დატოვე შენი დაქალები, – სწრაფად მოუბრუნდა ლევანი და, როდესაც დაინახა სიცილისგან სახეშეცვლილი ქეთა, მაშინვე მხრები აიჩეჩა და დაამატა: – რა? არაფერი, ექიმო. მე სახლში მეჩქარება, მარიამს და ნიაკოსაც, მეუღლეები ელოდებიან... აი, ანა კი ჩიტივით თავისუფალია, შემიძლია დაგიტოვოთ! - მხრები აიჩეჩა უდარდელად მანაც და ტუჩზე იკბინა, რომ არ გასცინებოდა მამაკაცის არანაკლებად აწითლებულ ლოყებზე. „ეს კაცი რამ გადარია, ნეტავ?“ - გაიფიქრა თავისთვის. დაგტოვებთ! - ჩაიდუდღუნა და იატაკისთვის თვალმოუშორებლად გავიდა. აი, რა უნდა? - ხმა უთრთოდა ანას. გოგო, ახლა თავის სავიზიტოს მომცემს და დაურეკე, კინოში დაპატიჟე! - ფხუკუნს ვერ წყვეტდა ქეთა. მორჩი! *** მონატრებულ სახლში ფუსფუსს ვერ წყვეტდა. საქმე არ ჰქონდა, მარტო მტვერი დასდებოდა ავეჯს და მათ წმენდდა. ამ უხალისო დღეს ისიც კი გადაწყვიტა, რომ სასუსნავებს მოამზადებდა და ტკბილ სუფრაზე სამეგობროს დაუძახებდა. მაგრამ ჯერ მტვერს იღებდა ავეჯიდან და არ ეცალა სასუსნაოსთვის ჩასაჯდომად. პიანინოსთან მისულმა ვერ გადაწყვიტა უნდა გადაეწმინდა თუ არა. ეგონა მისი გადაწმენდით ყველაფერს წაშლიდა, რაც გაბრიელთან აკავშირებდა. მის საოცარ ღამეებთან. ეგონა შერჩებოდა მხოლოდ სიზმრები და მისი თეორიები... სკამი ჯერაც გამოწეული იყო. ბოლოს, აქ გაბრიელი იჯდა, პიანინოსთან ახლოს და აჟღერებდა კლავიშებს... სასიამოვნოზე უკეთ აჟღერებდა. მცირე ხანს გაშეშდა, გაქვავდა და ისეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტაო. გაიხსენა თითოეული წამი, რომლითაც დაიწყო მისი ცხოვრება, არსებობა. ანუ გაიხსენა გაბრიელი და ის საოცარი საღამო, რომელიც ირაკლიმ შექმნა. მოგონებები გადაიშალნენ გონებაში. სასიამოვნო კადრებად მოძრაობდნენ. თითოეული წამი რომ ასეთი ძვირფასი იყო, თითოეულში იყო გაბრიელი. მტვერს ვერ დაეფარა კლავიშებზე ნაკვალევი კლასიკოსი მამაკაცისა... დაჯდა. პირველად, ცხოვრებაში, მთელი არსებით მოუნდა აეჟღერებინა და ეგრძნო. თან ეშინოდა. ეშინოდა, რომ შეახებდა თავის უფერული ჭუჭყით სავსე თითებს და წაშლიდა იმ სათუთ ნაკვალევს, რომელიც ასე, საჩუქრად დაუტოვა გაბრიელმა. თუმცა რა ექნა, უკვე მთელ ტანში სცრიდა, დაკვრის სურვილით. არა, არ იცოდა დაკვრა ორივე ხელის დახმარებით, თუმც კარგად სცნობდა ნოტებს და შეეძლო გაერჩია რომელი კლავიშის შეხება იყო საჭირო. მაგრამ არ დასჭირდა. არც მტვერდადებული ნოტები ამოიღო პიანინოს სიღრმეებიდან, ადრე, ჯერაც ბავშვობაში რომ მიმალა. უბრალოდ, თითები შემოაწყო კლავიშებზე, ათივე თითი და მორიგეობით დააჭირა სათითაო. სიამოვნების ნაპერწკლები მიმოიფანტნენ მთელს სხეულში. თვალებიც სიამოვნებისგან მიელულა.თავი ოდნავ გადასწია უკან, მთელი სხეულით მოდუნდა და უბრალოდ, თითოეული ნოტი, თითოეული კლავიშის ჟღერადობა შეიგრძნო. ახლა მას შეექმნა ვაკუუმი, სადაც მხოლოდ ის და პიანინო, მისი ნოტები და სხვა არაფერი იყო. თითქოს ასეთი ცოტა და სინამდვილეში ბევრად მეტი. პიანინოსგან ამოსვრილი თითოეული ოხვრა ჯერ მის სხეულის სათითაო კუნჭულს ხვდებოდა, იქიდან ასროლილი კი ვაკუუმის უფერულ კედლბს ეხეთქებოდა, იხლიჩებოდა და ტკივილისგან სახედამანჭული, ყელჩახლეჩილი, კვნესოდა. კვნესა ერეოდა დამძიმებულ ჰაერს და ძლივსგასაგონადღა გაისმოდა. უბრალო მელოდია, არაფრისმთქმელი და ამავდროულად ასეთი მრავლისმეტყველი რომ იყო, აბრუებდა და სხვა სამყაროში გადაისროდა ქეთას. ადრე ასეთი რამ არასდროს განუცდია... არასდროს შეუგრძნია მის არსებას ნოტების ასეთი სინაზე. ახლა ეს მისი სამყარო იყო. სამყარო, რომელიც შექმნა გაბრიელმა. სამყარო, რომელიც აიტაცა და გაითავისა. მერე რა, რომ აქამდეც გიჟდებოდა კლასიკაზე. ახლა მისი არსების განუყრელი ნაწილი გახდა. ისევ უკრავდა. უფრო სწორად, უკაკუნებდა კლავიშებს, მტკივნეულად. თავი ისევ უკან ჰქონდა გადაწეული, სახით ჭერს უყურებდა, თუმცა თვალები დახუჭული ჰქონდა. რადგანაც მთელი სხეული მოდუნებული ჰქონდა, ხელების მოძრაობისგან გადაცემული ვიბრაცია თავს უქანავებდა. და ეს სანახაობა ისეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ, თითქოს რიგითი გიჟი კლასიკოსი იყო. შეხება იგრძნო. ჯერ ვაკუუმს შეეხო ვიღაც, მისი კედლები გაგლიჯა, შემდეგ უკნიდან სიმხურვალე იგრძნო, მერე ხელებზე ჩაცოცდა გავარვარებული კანი ადამიანისა და საბოლოოდ სიცივეშეპარული თითები, რომლებიც ასე განსხვავდებოდნენ მთლიანი ხელების ტემპერატურისგან, შეეხო მის მაჯას. კისერთან ცხელი ჰაერი შეეფრქვა. აქამდე ხელშეუხებელ კისერს, სიწითლემ დაჰკრა. წითლად შეფერილი, კონად შეკრული თმა უწესრიგოდ ჩამოეყარა კისრის თავისუფალ მხარეს. სამაგრის დაცემის ექო გაიშალა სიჩუმემოდებულ ოთახში. დენმა დაუარა, დაუსუსხა მთელი სხეული. სიამოვნებისგან ამოიოხრა. თვალები არ გაუხელია. მაჯაზე ჩაჭიდებულმა თითებმა უბიძგეს გამოძრავებისკენ და დამორჩილდა ნებას ადამიანისა, რომელიც მის მთელ არსებას მოსდებოდა, მისი პირადი ‘მე’ ობობის ქსელში გაეხვია და თავისად გაეხადა. დაუკრა. ამას კი ნამდვილად ერქვა მელოდია. გაზაფხული გამეფდა ლამის ზამთრის ქურქში გახვეულ ოთახში. გრძნობდა, ნაღმი იყო და, რაც უფრო ღრმად ტოპავდა, მით უფრო იბერებოდა. გრძნობდა მალე აფეთქდებოდა თუ კულმინაცია არ ექნებოდა ამ მომენტს... ამ საოცარ მომენტს. - მორჩი! - მთელი ყურადღების მოკრებვა დასჭირდა, ამ ერთი, პატარა სიტყვის სათქმელად. მამაკაცმა ნელა აუშვა თითები გაწითლებულ მაჯებს და უკან დაიხია. ახლა უკვე აღარ იყო აბლაბუდეში გახვეული, თუმც დაძაბულობას ისევ გრძნობდა, რომელიც ასეთი უცხო ეჩვენებოდა, ასეთი შორი. ემოციებისგან დატვირთული ღრმად სუნქავდა, თითქოს ამით ცდილობდა დაცლილიყო. გაბრიელმა იქვე მდგარი სავარძლისკენ გადაინაცვლა და რობოტივით ჩაესვენა მასში. სუნთქვა შეიკრა. თითქოს საკმარისი ყოფილიყოს ქალის ამოსუნთქული... თითქოს თავისი სასუნთქიც მისთვის გადაეცა. - მომენატრე... - ამოიჩურჩულა თითქმის თავისთვის. ქეთამ იგრძნო, რამდენად გაუჭირდა მამაკაცს ამ სიტყვის წარმოთქმა. - დილით რატომ არ მოხვედი? - დამნაშავესავით ერთი წერტილისთვის მიეპყრო მზერა და მოლაპარაკე ქანდაკებას მოგაგონებდათ. - მინდოდა, თუმცა ვერ მოვიცალე... - როცა გულით სურთ, ყველა საქმეს გვერდზე გადადებენ ხოლმე... როცა საქმე ძვირფას ადამიანს ეხება ხოლმე, - თითქმის თავისთვის ამოიჩურჩულა. თავისივე სიტყვებზე გასცრა. მიხვდა რამხელა რეალობა ასახა ამ პატარა წინადადებაში. - არ არის მასე. - აბა? - ამოისუნთქა წამსვე და სუნთქვას ამოაყოლა სიტყვებიც. - აბა, როგორ არის? - არ ვიცი შენ რომელ ფერად რეალობაში ცხოვრობ, მაგრამ ჩემი რეალობა იმდენად გადატვირთულია, ახლა აქ რომ ვარ, ძვირად მიფასდება. გაიხსენე გასული დღეები, გაიხსენე ჩემი ვადებულებები და მიხვდები, არ უნდა იყო უმადური, - მისი ხმა აღარ იყო ხავერდოვანი და აღარც სიტყვები მიუგავდა მელოდიას. კენტად ჩამოუგორდა ქალს ცრემლი მარცხენა მხარეს, ოღონდ არ იცოდა, კონკრეტულად რა ატირებდა. *** დიდი ბოდიში ჩემო ტკბილებო დაგვიანებისთვის. მეტად ადრე ვერ მოვახერხე. იმედია ძალიან აბნეული თავი არ არის, ეიფორიულ განწყობაზე დავწერე. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.