შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყველაფერს შევძლებთ


31-12-2015, 14:33
ავტორი ♡EPICLOVE♡
ნანახია 2 637

***
პალატაში შესულმა მძინარე ელეს რომ შეხედა გაეღიმა,სახეზე ფერი არ ედო მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო, საწოლთან მივიდა გვერდით ჩამოუჯდა და მისი ხელი თავისაში მოიქცია
-ელე მაპატიე,როგორ მანერვიულე, თურმე მართალი ყოფილა რომ ამბობენ ადამიანი ყველაზე პირველად ცუდს ფიქრობსო,უცბად ვიფიქრე რომ ხელიდან მეცლებოდი და კინაღამ გავგიჟდი,უშენოდ ვერ გავძლებ იცოდე არ მიმატოვო-ელაპარაკებოდა მძინარე გოგოს და თან ლოყაზე ხელით ნაზად ეფერებოდა-რატომ გამომყევი უკან?რატომ?ახლა ხომ აქ არ იწვებოდი არა?-უკვე ნახევრად მძინარე ბურტყუნებდა და თავს ლილეს ხელზე ათავსებდა, მალევე მოეწყო კომფორტულად და ჩაეძინა.
ელემ დილით თვალები რომ გაახილა ხელზე სიმძიმე იგრძნო?ჯერ ისედაც ოთახიც არ ეცნო და ნიკოლოზს რომ დახედა სულ გააფრინა,გაუკვირდა აქ რამინდაო მაგრამ მალევე ამოუტივტივდა წინა დღის მოგონებები და სევდიანად გაიღიმა
-ნიკოლოოზ გაიღვიძე-უჩურჩულა ჩუმად ბიჭმა კი თავი ისე სწრაფად წამოყო, სკამიდან კინაღამ გადავარდა
-ჰა?რა?რა მოხდა?-შეშინებულმა შეხედა ელეს და როცა დაინახა გოგოს მის ქცევაზე გაეცინა თვითონაც დამშვიდდა და გაიღიმა
-ნიკუუ მიდი რა ექიმს დაუძახე როდის გამწერენ დავიღალე უკვეე-ამოიბუზღუნა ელემ და მომღიმარ ნიკოლოზს გახედა
-ჯერ ხუთი წუთია გაიღვიძე გოგო და უკვე წუწუნებ-თქვა და ჩუმად ჩაიფხუკუნა ელეს რომ არ გაეგო,მაგრამ მას რას გამოაპარებდით?ვერაფერს
-ნიკოლოზ-მკაცრად უბრიალა თვალები გოგონამ და კაციც დააშოშმინა-მიდი რა გთხოოვ მართლა დავიღალე უკვე-მაინც თბილად უთხრა ბოლოს და გაუღიმა, ბიჭიც ადგა და პალატიდან გავიდა შიგნით კი ექიმთან ერთად შემოვიდა
-აბა როგორ არის ჩვენი პაციენტი რამე ხომ არ გაწუხებს?-კითხა კაცმა თბილი ღიმილით
-სრულიად ჯამრთელი ვარ ექიმო არაფერი მაწუხებს მოწყენილობის გარდა-უთხრა სიცილით
-ძალიან კარგი მაშინ მე ახლა საბუთებს გავამზადებ თქვენ მაქამდე გაემზადეთ და მაქსიმუმ ნახევარ საათში სახლში იქნებით,ოღონდ იცოდეთ თავი ზედმეტად არ დაიტვირთოთ თორემ ხომ ხედავთ რაც დაგემართათ-კაცის ამ სიტყვებმა ორივეს გაახსენა წუხანდელი და ორივე საგრძნობლად მოიღუშა, მაგრამ ხმა არც ერთმა ამოიღო,ორივე გაურბოდა ამაზე საუბარს,მართალია ელეს ძალიან აინტერესებდა ყველაფერი,მაგრამ იცოდა რომ ამით ნიკოლოზს გაახსენებდა ძველ ტკივილს და ამიტომაც გადაწყვიტა ეს ყველაფერი ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ.
მალევე მიიყვანა ნიკოლოზმა ელე სახლში და გოგონაც სახლისაკენ გაემართა,შიგნით შესული ფეხის წვერებზე აწეული მიიპარებოდა თავისი ოთახისაკენ რათა დედამისს არ გაეგო რომ ღამე სახლში არ იყო,ჩუმად გაიარა შესასვლელი და სასტუმრო ოთახიც უნდა გაევლო,როცა უცბად შუქი აინთო და ჩაბნელებული ოთახი განათდა, გოგონაც სავარძლებისაკენ გატრიალდა და დაინახა დედამისი თვალებ ჩაშავებული,აშკარად ეტყობოდა რომ მთელი ღამის უძინარი იყო
-დეე...
-არავითარი დე მითხარი სად ბრძანდებოდი მთელი ღამე,არც იფიქრო მოტყუება რომ ქორწილში იყავი იმიტომ რომ ვიცი არ იყავი და არც გოგოებთან არ ყოფილხარ,მითხრეს მაგათმა ჩვენთან არაა ჩვენ გვეგონა სახლში წამოვიდაო,ამიტომაც მალე თქვი სანამ წყნარად ვლაპარაკობ და ჯერ არ გამიფრენია-გაბრაზებული ხმით უთხრა ქალბატონმა ლალიმ,არ გეგონოთ რომ ლალი მკაცრი იყო, ელესთან ის მეგობარივით იყო მაგრამ გოგონას ამ ქცევამ ის მართლა ძალიან გააბრაზა-რაც მამაშენი წავიდა საზღვარგარეთ სულ გაუტიე,ღამე გვიან მოდიხარ სახლში და არაფერს მეუბნები ამიტომაც მალე ილაპარაკე თორემ მერე განხორციელდება ზარი მამაშემთან და ხოიცი ამ ყველაფერს რომ მოისმენს ყველაფერს დატოვებს და მაშინვე აქ წამოვა და მერე ალბათ ხვდები რომ კარგი დღე არ დაგადგება-უთხრა ლალიმ,ელემაც ერთი ამოიხვნეშა და სავარძელში ჩაებერტყა გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა რადგან ბატონი ირაკლი თუ ამას გაიგებდა მართლა ჩამოფრინდებოდა პირველივე რეისით და თანაც მამამისი ძალიან მკაცრი იყო და ისიც იცოდა რომ კარგი დღე არ დაადგებოდა
-დაჯექი და მოგიყვები ყველაფრს-უთხრა ელემ და დედაც მის გვერდით ჩაჯდა სავარძელში გოგონამ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ლალის და მის გაკვირვებულ თვალებს რომ შეხედა დააყოლა
-მართლა ეგრე იყო არ გატყუებ უბრალოდ ისე ცუდად იყო რომ არ შემძლო მარტო გამეშვა-თქვა და დედას ჩაეხუტა
-დეე...ელე მაგ ბიჭისადმე რამეს გრძნოობ?გიყვაარს?-უთხრა ლალიმ თბილად ამ კითხვის გაგონებისას ელე გაოცდა და ეს კითხვა საკუთარ თავს დაუსვა,უყვარდა?თვითონაც არ იცოდა არასდროს ჯეროდა ესე უცბად შეყვარების და ახლა ვერ წარმოედგინა რომ თვითონ შეიძლებოდა შეყვარებოდა ესე უცბად
-არა დედა არ მიყვარს უბრალოდ რაღაც მემართება მასთან ერთად რომ ვარ,მას რომ ტკივა მეც მტკივა,აი მაშინ რომ იტირა იცი დე როგორ მეტკინა გულიი? ძალიან ძალიან ესე მეგონა რომ გულში დანა ჩამარტყესთქო,მასთან რაღაც უხილავი მაკავშირებს მაგრამ არამგონია ეს სიყვარული იყოს-უთხრა გოგონამ გულწრფელად ის რასაც ფიქრობდა
-გიყვარს დე თანაც როგორ-უთხრა ღიმილით ლალიმ და ერთადერთ შვილს თბილად მოეხვია.
***
ნიკოლოზთან
ნიკოლოზმა როგორც კი ელე მიიყვანა სახლში,მაშინვე ბიჭებს დაურეკა და მასთან სახლში შეკრება სთხოვა ისინიც უყოყმანოდ დასთანხმდნენ და ნახევარ საათში ყველა სსვარძელში იჯდა და ვისკის მიირთმევდა
-აბა რა ხდება რომ შეგვყარე ყველა ერთად-წამოიწყო საუბარი ლაზარემ და ნიკოლოზს მომლოდინედ გახედა
-გუშინ ვნახე...-დაიწყო ლაპარაკი თვალებში სევდაჩამდგარმა-თავის ქმართან ერთად მიდიოდა ქუჩაში-თქვა და თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა ვერასდროს აკავებდა ცრემლებს როცა მის დაკარგულ დაზე საუბრობდა მაგრამ ახლა მოიწმინდა ეს ცრემლი და ისე გააგრძელა ლაპარაკი და ბიჭებს ყველაფერი მოუყვა ისინიც თავჩაღუნულები იჯდნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ
-იქნებ გეპატ...-არ დააცადა ნიკოლოზმა ლაპარაკი ცოტნეს რომელიც ამაოდ ცდილობდა ძმაკაცის გადარწმუნებას
-ნუღარ მიმეორებ შენ გგონია მე არ მინდა?მინდა მაგრამ არ შემიძლია ეს დ...მ..... როგორც კი დავინახავ მაშინვე ის ტკივილი მახსენდება და რა ვქნა მითხარი რა ვქნა ამის დ....შ....-იყვირა და ჭიქა კედელს მიანარცხა შემდეგ კი ისევ სავარძელში ჩაეშვა-არ მინდოდა უბრალოდ თავს ვერასდროს ვიკავებ ხო იცი და ეხა შენ მომხვდი ხელში
-კაი არაუშავს...მესმის-უთხრა და ძმაკაცს მხარზე ხელი დაჰკრა-მაგრამ რაღაც უნდა იღონო,თორემ მთელი ცხოვრება ასე ვერ გაგრძელდება ჩვენ კიდე წავალთ ეხლა და შენ იფიქრე-უთხრა ცოტნემ და სხვებთან ერთად სახლი დატოვა.ბევრი იფიქრა ნიკოლოზმა და გადაწყვიტა რომ რაღაც ეღონა მართალი იყო ცოტნე ეს ხომ სიცოცხლის ბოლომდე არ გაგრძელდებოდა,თუ სულ ვერ აპატიებდა შეეცდებოდა მაინც,უცბად ადგა მოწესრიგდა და დის სახლისაკე აიღო გეზი,სახლის კარს რომ მიუახლოვდა კივილი მოესმა
-ბექააა ბექააა ადექიიიი გთხოოვ,ვინმე დამეხმარეეეთ-ისმოდა ანას კივილი, ყვირილის გაგონებაზე ნიკოლოზი კარში შევარდა და დაინახა სისხლში მოცურავე ბექა რომელსაც თავზე ანა ედგა და ბოლო ხმაზე დაჰკიოდა.



ბოდიშით ამდენი ხანი რომ არ დამიდია მაგრამ მაეთლა ვერ მოვიცე სკოლის გამოთანაც სიცხე მქონდა მერე და ვუდად ვიყავი ვიცი რომ პატარაა მაგრამ მეტი ვერ მოვასწარი დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ იმიტომ რომ მართლა ვეცადეე მიყვარხაართ და აბა lanas statusebi მე ჩემი პირობე შევასრულე ეხა შენი ჯერიაა ♡♡♡

პ.ს.ეს არის წინა თავის გაგრძელება და სათაური შევცვე იმედია იმ სათაურს სჯოობს♡♡♡



№1  offline წევრი Lana Tomlinson

მოგკლავშეენ !ინტრიგანო,ვიფიქრე ძლივს შეურიგდება ნიკოლოზი ანას თქო და რა მოახდინე. იცოდე მალე დადე გაგრძელება თორე ვერ გადამირჩები! უი მე ვერ დავდებ ჯერ არ დამელოდო :( <3

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

Lanas Statusebi
მოგკლავშეენ !ინტრიგანო,ვიფიქრე ძლივს შეურიგდება ნიკოლოზი ანას თქო და რა მოახდინე. იცოდე მალე დადე გაგრძელება თორე ვერ გადამირჩები! უი მე ვერ დავდებ ჯერ არ დამელოდო :( <3

ოოო აბა საინტერესო ხო უნა ყოფილიყო ესე ხო არ შეურიგდებოდა შევეცდდბი მალე დავდო ახალი თავი და იცოდე მალე დადე ახალი თავიი♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Es ra iyo vaih dzalian momwons damagvianda satauri rom shecvale imis bralia :D magari bichia nikolozi ufro magari eles da nikolozos wyvili ikneba sadac ar unda damemalo mainc gipovnii adre tu gvian :D miyvars es istoria da sashinlad menatreboda ♡

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

gvanciko_gvancunia
Es ra iyo vaih dzalian momwons damagvianda satauri rom shecvale imis bralia :D magari bichia nikolozi ufro magari eles da nikolozos wyvili ikneba sadac ar unda damemalo mainc gipovnii adre tu gvian :D miyvars es istoria da sashinlad menatreboda ♡

madloba didii mati wyvili martla magari iqnebaa mixaria rom mogewonaa ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent