შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრადიციის თეორია (სრულად)


31-12-2015, 18:48
ავტორი N7
ნანახია 6 952

ქალისთვის რომ ყველაზე დამქანცველი და უემოციო დღესასწაული ახალი წელია, ყველამ კარგად იცის. ჰოდა, არც მე ვარ გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური საშინლად მღლის, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც სახლში მისულს მხვდება. სათამაშოები უფუნქციოდ მობზვნილი იატაკზე, ზოგან ნარჩენი საჭმელის კვალი, ერთი ტყუპის გაუჩერებელი ტირილი და მეორეს გამარჯვებული სახე, - ოჯახის სურათი, რომელიც უკვე ყოველდღიურობად იქცა. დიდის ამბით კი ავიყვანე ძიძა, მაგრამ რად გინდა... როგორც ყველა კაცია ერთნაირი, ისე არიან ძიძებიც: ერთი მეორის მსგავსები. უკვე ხუთი ძიძა გამოვიცვალე სამი წლის ტყუპებისთვის, მაგრამ არც ერთი გამოდგა ისეთი, როგორიც მათ სჭირდებოდათ: მზრუნველი, მოსიყვარულე და საიმისოდ მხიარული, ყვირილის ნაცვლად ღიმილით უპასუხოს, როცა რაღაც ფუჭდება. არადა, რა გავაკეთო. ჩემს ყოფილ ქმარს, მაპატიეთ და, ჰკიდია ბავშვები; მხოლოდ დღესასწაულებზე გამონახავს მის ისედაც უქმ დროს და მშობლებთან მიჰყავს პატარები, დანარჩენი არ ადარდებს... არ ადარდებს აქვთ თუ არა პამპერსები, აქვთ თუ არა საკმარისი სათამაშო, ანდა, რაც მთავარია საკვები, რომელიც ასეთი ძვირი ჯდება. მეც რა გავაკეთო, ბანკში მთელი დღის გაწეული შრომის ფასად მიწევს ათასი ლარი მილიონობით რაღაცაზე გადავანაწილო. ჰოდა, ასეც ვიქცევი. პატარებს, რომლებიც ჩემი სულის ნაწილებად იქცნენ, არაფერი დააკლდებათ და ვერ იგრძნობენ, რომ უმამოდ გაიზარდნენ. დიახ.
ამ საახალწლოდაც დამირეკა ჩემმა ძვირფასმა ყოფილმა მეუღლემ და კი არ მთხოვა, მომახსენა, რომ ახალ წელს ტყუპები თავისთან მიჰყავდა, ერთად უნდა შეხვედროდნენ. ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა და ჩემი ახალი წელი საჭმლით სავსე და ხალხით ცარიელ სუფრასთან შემოაბიჯებდა. ვიცოდი და წინასწარ გავთვალე ყველაფერი. ცოტა გართობა მეც უნდა მეგემა. ავიღე რა შვებულება ერთ კვირიანი არდადეგებისთვის, ავიღე საჭირო თანხა დანაზოგიდან, დავჯავშნე ბაკურიანში ნომერი და ჩაბარგებას შევუდექი. ოცდათერთმეტში უკვე იქ ვიქნებოდი. ბავშვებს ოცდაათში გავატანდი რეზოს.
***
როგორც ყოველთვის, ახლაც ინათა ახალი წლის წინასადღესასწაულო მზემ და მახარა გათენება. ისეთი ეიფორიით ვემზადებოდი წინა დღეს, მთელი ღამე ფაქტიურად არ მძინებია იმის შიშში, რომ ან მაღვიძარა არ დარეკავდა, ან მიწისძვრა ჩაიტანდა ჩემ ოთახს უფსკრულში და დამაგვიანდებოდა სადგურში. თუმცა მე სამაგისო ბედი ვინ მომცა, რომ თავის დროზე მივსულიყავი ყველგან. ჰოდა, როცა მეგონა მთელი ღამე გავძელი და არც ახლა დამაგვიანდება, ორი წუთით თუ მოვასვენებ თვალს-მეთქი, ზუსტად მაშინ ჩამოიარა ჩემმა ძილისპირულმა და წამიყვანა ძილის ქალღმერთებთან.
აყვირებულ ტელეფონს ზმუილით გადავწვდი და ეკრანს ვინ იცის მერადმდენედ გავუსვი ხელი. თუმც ცოტა შეფხიზლებული მივხვდი საქმის ვითარებას და სწრაფად ვჭყიტე თვალები.
- ღმერთო, მომეცი გამძლეობა! - ამოვთქვი და საწოლზე წამოვჯექი.
განათებული ტელეფონი შვიდ საათს აჩვენებდა.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! ყველა ტაქსი გასული იქნება! - ამოვისლუკუნე და გამზადებულ შარვალს გადავწვდი.
სწრაფად ამოვიცვი, მაისურიც გადავიცვი და თმაც უწესრიგოდ ავიწიე. სააბაზანოში შესული პირს კი არ ვიბანდი, ვირეცხავდი და კბილებს კი არ ვიწმენდდი - ვიგლეჯდი. რეკორდულ დროში, ათ წუთში მზად ვიყავი. კარის გასაღებს გადავწვდი, გავედი სახლიდან და ჩავკეტე. ლიფტს აღარ დავლოდებივარ, მეოთხე სართულიდან კისრის მტვრევით დავეშვი. აქაც ვინ მომცა ბედი... გახსნილ თასმებს ფეხი დავადგი და, როგორც ხდება ხოლმე, ახლა უკვე მართლა დავეშვი კისრისმტვრევით.
საუკუნედ მომეჩვენა დრო, როდესაც ვებრძოდი ჩემს ქუთუთოებს, არ მიბჯენოდნენ ერთმანეთს. თუმცა როდის იყო გონებას ტკივილზე გაემარჯვა, ჰოდა ჩემს გონებაშიც ტკივილისგან გამოგზავნილი ბინდი ჩამოწვა.
***
ცხვირზე უსიამოვნოდ მომელამუნა საავადმყოფოს სპეციფიკური სურნელი, ყოველთვის რომ იცის ხოლმე. ქუთუთოები ისევ დამძიმებული მქონდა და მეგონა საერთოდ ვერ შევხედავდი დღის სინათლეს ან, შესაძლოა, უკვე დაღამებულიყო კიდეც. მთელს სხეულში ტკივილი უკითხავად მივლიდა. ტკივილი, რომელიც მშობიარობისას განცდილს ჩამოუვარდებოდა, თუმცა მეტ-ნაკლებად.
როგორც იქნა, გავახილე თვალები. მაშინვე გავუსწორე მზერა მბჟუტავ ნათურას ჭერზე. ყველაფერი თოვლივით ქათქათა იყო ირგვლივ. რა თქმა უნდა, საავამყოფო.
- ჯანდაბა. ესღა მაკლდა, - ამოვთქვი წვალებით.
- როგორ ხართ? - მომესმა ხავერდოვანი ხმა მარჯვნიდან და გაკვირვებით მივატრიალე თვალები. სასიამოვნო შესახედაობის მამაკაცი... არა, გატყუებთ! ლამაზი და ახალგაზრდა მამაკაცი მიღიმოდა.
მიშტერებული თვალი ჩემზე გადმოვიტანე და მთელს სხეულზე ჩავაცოცე. კისერი თაბაშირში მქონდა შეხვეული და მარცხენა ფეხი ჩამოკიდებული. სილურჯეები კი ნახევრად შიშველ სხეულზე აშკარად მეტყობოდა. მარჯვენა, თავისუფალი ხელით მოღერებული, სავსე მკერდი საბანში დავმალე და თვალებით გადავხედე მამაკაცს.
- მიჭირს თქვენთვის შემოხედვა... აქეთ გადმოჯექით, თუ შეიძლება, - ვთხოვე უმალ და თვალები ისევ გავუსწორე ჩემს მოპირდაპირე კედელს.
დამყოლი ბავშვივით გადმოჯდა მამაკაცი და უემოციოდ მომაშტერდა, პასუხის მოლოდინში.
- ვერ გცნობთ, - ვუთხარი რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ.
- ვიცი, - მომიჭრა მოკლედ. თვალები გაოცებისგან გამიფართოვდა.
- მერე?
- რა მერე?
- აქ რატომ ხართ.
- წავიდე? ბედი თქვენი, რომ თავის დროზე სადარბაზოში ვიყავი... - ამოიჩურჩულა უხეშად და ამაყად ასწია წარბები ზემოთ.
- მაშველი? - გამეცინა. - გმადლობთ.
- არაფრის, - მომიჭრა მოკლედ.
უხერხულად ვგრძნობდი თავს უცხო მამაკაცთან ერთად, რომელსაც ჩემი გადარჩენა უკისრია და ახლა დაძვრას არ აპირებს. რა ვქნა, ქალი ვარ, რომლის სტანდარტებშიც არ ჯდება უცხო მამაკაცთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა. თანაც, ღმერთმანი, ჩემზე სულ მცირე ხუთი წლით უმცროსია. ექიმი ყოფილიყოს, კიდევ ჰო, მაგრამ რაღაც სხვანაირი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- სადმე მიბრძანდებოდით? - წამოჭრა თემა, როგორც კი იგრძნო, გაუსაძლისი გახდა ეს დუმილი.
- ბაკურიანში.
- მარტო? - გაოცებისგან გაფართიებული თვალებით შემომხედა.
- ჰო, რა იყო? - შევუბღვირე.
- არაფერი. უბრალოდ, როცა თქვენნაირი ქალბატონი ასე შორს მარტო მიემგზავრება... - დაიწყო ბლა-ბლა-ბლა, ფლირტი, ჩვეულებრივი ქალების მახეში გასაბმელი. თვალები გადავატრიალე და მობეზრებულად ამოვიხვნეშე.
- შვილები მყავს.
- გათხოვილი ხართ?
- რომელი საუკუნეა... - გამეცინა.
დავინახე სახეზე ფერები ეცვალა. გაუკვირდა და სხეული დაეჭიმა. ალბათ, ქუჩის ქალი ვეგონე. მიზანში მოარტყი, ყოჩაღ, ლენ.
- ქმარს გავშორდი, ეს ვიგულისხმე, - დავაწყნარე უმალ. ბოლოს და ბოლოს, რამდენ კაცთან უნდა ვიქაჯო? სიმპათიური ტიპი არის, რატომაც არა, მაგრამ ახლა გაირკვევა რა სურს და აქვთ თუ არა ჩემს ახალ გეგმებს პერსპექტივა.
- აა. ესეიგი შვილები, არა? - ამოისუნთქა, მოეშვა.
გამეღიმა.
- ტყუპები: მარიანა და ანამარია.
- გარეგნობითაც ისე გვანან, როგორც სახელებით? - გაეცინა.
- სავსებით.
- სამწუხაროა, რომ გეგმები ჩაგეშალა... - თქვენობით საუბარი შეცვალა შენობით. მომეწონა? თუ მოვეწონე?
- ჰო, ხდება ხოლმე. ჩემთვის ახალი წელი არასდროს ყოფილა ფერადი, - მხრები ავიჩეჩე და წყალჩამდგარი თვალები ზემოთ ავწიე.
- არც ბავშვობაში?
- არც ბავშვობაში.
- იქნებ ახლა გქონდეს... ჩემთან ერთად.
- შენთან? - გავიკვირვე.
- ჰო, რა მოხდა?
- არაფერი. უბრალოდ...
- უბრალოდ, მესმის. ექიმი ვარ. შემიძლია გაგწერო დღეს საღამოს და კერძო თერაპიაზე გადაგიყვანო, - გაიცინა, იდაყვებით მუხლს დაეყრდნო და ნიკაპი თლილ თითებზე ჩამოსდო, ერთმანეთში რომ აეხლართა. ო, როგორი მიმზიდველი იყო!
- მგონი, ვერ გაიგეთ, - უხერხულად გავიცინე. - მე ორი შვილის დედა ვარ. ასე, სხვებთან ვიარო, სრულიად უცნობებთან, ამორალურად მეჩვენება და ზუსტად ვიცი, ასე მოეჩვენება სხვებსაც, - მინდოდა მხრები ამეჩეჩა, მაგრამ კისერზე შემოჭდობილი თაბაშირი არ მაძლევდა ამის უფლებას.
- მესმის-მეთქი, - გაიმეორა წყნარად. - მხოლოდ თითო ჭიქა ძლიერი კონიაკი და სასიამოვნო კომედია, - მაცდურად გამიღიმა. - და ჰო... ლექსო ლიქოკელი, 25 წლის.
ხომ ვამბობდი. ჩემზე პატარაა. არა, სულ რაღაც 4 წლით, მაგრამ ოთხი წელი პატარა სხვაობაა?
- პატარა ხარ, ლექსო, - გავუცინე გამოცდილი ქალივით.
- ახლა შენ გამეცანი, - მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს ჩემი ნათქვამი არც გაეგო.
- ლენა ბერიძე, 29 წლის. განათხოვარი, ორი შვილის დედა, - სიცილით ჩამოვარაკრაკე. ამ მამაკაცთან საუბრისას თითქოს გავახალგაზრდავდი.
- ბოლო ორი ვიცოდი! - თვალი ჩამიკრა. - ჰა, გადაწყვიტე.
- არა, ლექსო, არ შემიძლია...
- ღმერთო! რატომ თამაშობს ხალხი ამხელა როლს ორი ადამიანის ცხოვრებაში? - აღმოხდა გაოცებულს.
- იმიტომ, რომ ტრადიციულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, - არც მე ვიყავი დიდად აღტაცებული ამ ამბით, მაგრამ მუქ ფერებად შეფერვა არ იქნებოდა სწორი სტრატეგია, ვიცოდი.
- ჯანდაბას ეს ტრადიციები, მინდა ბედნიერი ვიყო! - ისეთი ტონით წარმოსთქვა, წამით ვიფიქრე, თავის ასაკზე პატარა იყო, მაგრამ შემდეგ გააგრძელა: - სპექტაკლი იწერება და რაც იწერება, ის იდგმება. დიდხანსაც რომ უყურო მის რეპეტიციას და იძახო ერთი დეტალიც კი შეცვალეთო, არ შეცვლიან, რადგან მთლიანი სპექტაკლის ამოტრიალება მოუწევთ. ამიტომ იდგმება ის, რაც თავიდან ერთი ან ორი ადამიანის გეგმებში იყო. მოდიან მაყურებლები და განსჯიან: ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. შენ მათ ვერც იმას ეტყვი აუცილებლად უნდა მოგეწონოსო და ვერც იმას - აუცილებლად არ მოგეწონოსო. ეს მათი კეთილი ნებაა, ჰოდა, მისდიონ ამ ნებას! სპექტაკლი დაიდგა, მათი საუბრით ვეღარაფერი შეიცვლება. ასეა ურთიერთობაც. აეწყო? - მორჩა. ეს ურთიერთობა გასტანს დიდხანს და გაუძლებს დროს. ოთხი წელი ბევრი არაა, ლენ. ძალიან, ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ აღუდგეს ურთიერთობას, რომელსაც მომავალი აქვს.
ჟრუანტელმა დამიარა, მთელი სხეული მოიცვეს ჭიანჭველებმა. ყელში გაჩხერილი ბურთი წვალებით გადავუშვი სასულეში და ჩამოგორებულ ცრემლს ცერა მივაშველე.
- ურთიერთობა სპექტაკლი არაა... ძლიერ ურთიერთგაგებას სხვა სახელი ვერ ექნება. - ამოვიკვნესე.
- რატომ დაშორდი ქმარს? - მკითხა მაშინვე.
- იმიტომ, რომ ურთიერთგაგება არ გვქონდა.
- ხალხი?
- რა ხალხი?
- რას ამბობდა ხალხი?
- ხალხს არ მოეწონა გადაწყვეტილება.
- მაგრამ... შერიგდით?
- არა.
- ჰოდა, ამაშია საქმე, - გაეღიმა. - დაფიქრდი და საღამოს შემოგივლი. ეს ერთი, უბრალო საღამოა. თუ ვერ ავაწყეთ ურთიერთობა, ბევრი არაფერი იცვლება.
გავიდა და დამტოვა არეული, აცახცახებული.
გარეთ ფეხს იკიდებდა სიბნელე. მოსაღამოვდა. ვარდისფრად შეღებილი ცა შავით შეიცვალა. ჩემს თავშიც მსგავსად გადატრიალდა ყველაფერი. ჰო, მე გავატარებდი ახალი წლის საღამოს მასთან ერთად. ლექსოსთან, რომელსაც არ ვიცნობდი.
***
კისერზე თაბაშირი მომხსნა. ელემენტარული დაჟეჟილობები ყოფილა, საერთოდ რატომ გამიკეთა? როგორც თვითონ თქვა, თავი დაიზღვია და მეტადრე მე დამაზღვია. აი, ფეხს კი კიდევ ერთი თვე არ ეშველებოდა. იმედის ვიტოვებდი, ამის გამო სამსახურს არ დავუქნევდი ხელს...
საავადმყოფოს სიახლოვეს ცხოვრობდა, კერძო სახლში. შორიდანვე ეტყობოდა, სახლში სიცოცხლე არ ჩქეფდა. „ალბათ, შენც ჩემსავით მარტო ხარ, ლექსო“ - გავიფიქრე ჩემთვის.
- ცოტა არეულია სახლი, არ შეგეშინდეს. ჩემი ბეა რევს ხოლმე და დალაგება არ იცის, - გაეცინა.
- ბეა? - გავოცდი.
- ჩემი ძაღლია, - მხრები აიჩეჩა და შემიძღვა სახლში.
ბუთხუზა, საყვარელი ძაღლი გამოიქცა, კუდის ქიცინით. ქერა ბეწვზე საშობაო მაისური ამშვენებდა... სანტას მაისური. გამეცინა მის დანახვისას. მოვეფერე და ისიც კარგი ნაცნობივით გადაკოტრიალდა იატაკზე.
- გიყვარს ძაღლები? - გაკვირვება ეტყობოდა ხმაზე.
- ჰო... რატომ გაგიკვირდა? - სიცილით ავხედე.
- როგორც წესი, ქალები არც თუ კარგი განწყობით ხვდებიან ძაღლებს... - მხრები აიჩეჩა.
- ბავშვობიდან ვოცნებობ მასზე. ბავშვობაში მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება და არ ვაბიჯებდი ჭრილობაზე ერთი სულელური ახირების გამო... მერე ჩემს ქმარს ატანა არ ჰქონდა მათი; მერე ბავშვების გადამკიდე ძაღლისთვის მეცალა?! და შემომრჩა ჩემი ოცნება ასე, აუხდენლად.
ფეხზე წამოვდექი, ქურთუკი გავიხადე და გავუწოდე. მისაღებში გავედით.
– დამელოდე, მოვალ ახლავე, – მითხრა და გავიდა.
სანამ მოვიდოდა, მთელი მისაღები დავიზეპირე. პრინციპში, დაბლა სართულზე მეტი არაფერი ჰქონდა, ალბათ. მთელი სართული ეს მისაღები იყო,პატარა დერეფანი, რომელიც სადაც გადიოდა და მისაღებში დიდი, ხის დახვეული კიბე ჩამოდიოდა, რომლითაც მეორე სართულზე ახვიდოდით. ძალიან საინტერესო დიზაინის სახლი იყო.
მამაკაცი ხელში სასმლის ბოთლითა და ტკბილეულით შემოვიდა. პატარა მაგიდაზე შემოაწყო და იქვე კედლიდან სასმლის ჭიქები გადმოიღო. დაასხა, გამომიწოდა და ღიმილით წამოიწყო სადღეგრძელო:
– ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს!
სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი, მორიდებით, მაგრამ მაინც.
– გაუმარჯოს! – ავწიე მორიდებით ჭიქა.
შორს მუსიკალური ცენტრი ედგა. ძველი, მტვერდადებული. არა, რას ერჩოდა სახლს, კრიალებს ყველაფერი. ცენტრში სიმღერა მოძებნა და ჩართო. დემიენ რაისის ნაცნობი ხმა ამღერდა, ნაცნობი ტექსტით. “Cheers Darlin’” - ყოჩაღ ლექსო, მიზანში მოარტყი.
– მიყვარს... – ამოვიჩურჩულე. გაიგო.
– ჰოდა, მოდი, ამ ჭიქით, დემიენ რაისს გაუმარჯოს! – სიცილით მომიახლოვდა და თავისი ჭიქა ჩემსას შეახო.
დივანზე კიდევ იყო ადგილი, არც თუ ისე დიდს ვიკავებდი. ჰოდა ამ ცარიელ ადგილზე კომფორტულად მოეწყო.
გვიანობამდე ვისაუბრეთ. უკვე თორმეტი სრულდებოდა. სადღაც შორიახლოს ვიღაცამ სხვებს დაასწრო და ფეიერვერკი დროზე ადრე გაუშვა. მალევე აჰყვნენ სხვები და სულ მალე მრავალფრად შეიღება შავი ცა. უკვე ფანჯარასთან ვიდექით და შევყურებდით ამ სილამაზეს.
– თორმეტია... ახალი და პირველი. გილოცავ! – ჩემ სიახლოვეს დაიჩურჩულა.
ტკივილით, თუმც მაინც ავწიე ზემოთ სახე და თვალებში ჩავაშტერდი. გაიღიმა. ო, როგორი საოცარი ღიმილი ჰქონდა. დაიხარა. ჩემკენ დაიხარა და ნაზად შემახო თავისი დიდი ბაგეები. საოცარმა შეგრძნებამ მოიცვა მთელი ჩემი სხეული. ისეთმა, როგორიც არასდროს მიგრძვნია რეზოსთან. მინდოდა ასე ყოფილიყო, ჩემს ტუჩებზე მოწებებული და არასდროს მომშორებოდა. ჰო, ვიცოდი როგორი აბსურდული იყო ჩემი სურვილები, თუმც მაინც, ბავშვურად მინდოდა ასრულებულიყო.
იმ ღამეს რა თქმა უნდა მეტი იყო ჩვენ შორის. მეტი და ისეთი სასიამოვნო, როგორც არასდროს. მე შევიგრძენი რა იყო ნამდვილი ბედნიერება და ვის ერქვა ნამდვილი მამაკაცი. შევიგრძენი და გავითავისე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, პერსპექტივა კვლავაც არ იყო ამ ურთიერთობაში.
***
უკვე მეორე ახალი წელი იწყება. მე ჯერ კიდევ ორი ტყუპის მარტოხელა დედა ვარ. ლექსო იმ საღამოს შემდეგ არ მინახავს. რეზოსთან ურთიერთობა დამითბა, მაგრამ მხოლოდ მეგობრული თვალსაზრისით. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მასთან შერიგებას. მთხოვა ეს ახალი წელი მის სამეგობრო წრესთან ერთად გამეტარებინა და მეც არ ვაწყენინე. ბავშვებს ვამზადებ, რესტორანში აღვნიშნავთ.
ეიფორიაში ვარ. არ მინდა რეზოსთან ურთიერთობა იმაზე წინ წავწიო, ვიდრე ეს ახლაა. ჯერაც ლექსოს მოფერება მეწვის მთელ სხეულზე... რატომ დავუშვი, ახლაც ვერ ვხვდები. არ მინდა რეზომ იფიქროს, რომ მიდგება–მოდგება და ჩვენ შევრიგდებით. დიდი იმედგაცრუება გამოვიარეთ და ესეც სასწაულია, რომელ საფეხურზეც ვართ. უბრალოდ, მინდა ჩემს შვილებთან ვიყო ბედნიერი. მორჩა.
კაბას ვიხდენ. სპეციალურად საახალწლოდ შერჩეული კაბაა. ტანზე მომჯდარი, თუმც ზომიერი სიგრძის. თმას ვიშლი, თუმც სახიდან ვიშორებ და მაკიაჟზე გადავდივარ. არც დიდი და საოცარი მაკიაჟი მინდა, უბრალოდ ჩრდილებს ვიკეთებ, თვალის ჭრილისთვის და ვნებდები. ისეც არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი.
რეზომ უნდა მოგვაკითხოს. აიტეხა ტაქსით ხომ არ გატარებთ, თან ჩემი ახალი მანქანა უნდა განახოთო. ველოდები. ჯერ ადრეა, მაგრამ კარზე ზარი მესმის. „ეს მაინცაა ჩემზე მოწესრიგებული“ – ვფიქრობ და კარს ღიმილით ვაღებ.
სახეზე ღიმილი მაშრება, როცა რეზოს ნაცვლად ლექსოს ვხედავ. მომღიმარს, შეზარხოშებულს. კარის ჩარჩოს მიჰყდნობია და ხელები ჯიბეებში მიუმალავს.
– ახალ წელს გილოცავ, ანგელოზო! – ენისდაბმით საუბრობს.
– ჯერ ძალიან ადრეა, – დაბოღმილი ვარ, რა გასაკვირია. ასე უნდა იყოს ჩემი ახალი წლის სტუმარი, ყოველ წელს?
– წამოდი, – ხელებს ჩემკენ წევს.
– შემეშვი... – ვჩურჩულებ და უკან ვაბრუნებინებ. – რა გინდა?
– შეგეშვა? მე მეგონა მოგენატრე... – გაბუტული ბავშვივით ჯიბეში აბრუნებს თითებს. – ტრადიცია გავაგრძელოთ, წამო.
– ტრადიცია? – მეცინება.
– ჰო, რა.
– არ გამოვა, ლექსო. ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე და გადავწყვიტეთ. მე და შენ ერთმანეთის მეკვლეები ვერ ვიქნებით ყოველ წელს... იცი ამას რაც ქვია!
– შენც თავისუფალი ხარ, მეც. წამო საბოლოოდ დავიბედოთ, – მხრები ზემოთ ზიდავს.
– ლექსო... – ვკვნესი, როგორც კი მის ხელებს წელზე ვგრძნობ. – წასვლას ვაპირებ... – ვცდილობ დავუსხლტე.
– არ გამოვა, ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ! – ყელში ცხელ სუნთქვას მაფრქვევს.
არ მინდა გააგრძელოს... არა, არა! ტყუპები ძიძასთან არიან. იქნებ მოვახერხო და წავყვე.
– ბავშვები არიან სახლში. დამელოდე, – ვჩურჩულებ და ვშორდები. ვნებამორეულს ნაბიჯები ერთმანეთში მეხლართება, თუმც კედელს ვეხები და ვაგრძელებ გზას.
ძიძას ვაფრთხილებ რა გააკეთოს, როცა რეზო მოვა და ლექსოს მივყვები.
საბოლოოდ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი წამოწყებული ტრადიცია...
***
ტკბილებოო, ესეც ჩემი საახალწლო ისტორია. იმედია მოგეწონებათ და შეცდომები მომიტევეთ <3
გილოცავთ დამდეგს, ეს წელი თქვენთვის ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს! ბედნიერება, ჯანმრთელობა, ღიმილები და მილიონები ('პაპალამ') თქვენკენ. მიყვარხართ!



№1  offline წევრი EmyLee

ჩემო საყვარელო თბილო ტკბილოო მიყვარხარ უზომოდ მარიკუნა ♡♡
--------------------
Rain Of Native Girl

 


№2  offline წევრი N7

EmyLee
ჩემო საყვარელო თბილო ტკბილოო მიყვარხარ უზომოდ მარიკუნა ♡♡

მეც ძალიან მიყვარხარ ელიი, უტკბესოოო! love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი salomee

რა საყვარლობაა

 


№4  offline წევრი N7

salomee
რა საყვარლობაა

გმადლობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

აი, რაღაც საოცრება იყო რა love მომეწონა ეს ტრადიციების თეორია და რა ვქნა tongue love ძალიან პატარა კომენტარი კი გამომდის, მაგრამ საოცრებაა და მაგრად ჩამათბო რაა love მთავარი ხარისხია მაინც (ამით გავიმართლებ თავს) მიყვარხარ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline წევრი N7

ერკე
აი, რაღაც საოცრება იყო რა love მომეწონა ეს ტრადიციების თეორია და რა ვქნა tongue love ძალიან პატარა კომენტარი კი გამომდის, მაგრამ საოცრებაა და მაგრად ჩამათბო რაა love მთავარი ხარისხია მაინც (ამით გავიმართლებ თავს) მიყვარხარ!

მე კიდევ შენ მიყვარხარ!
შენ ხარ საოცრება.
ჰოდა...
დიდი მადლობა! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი Smiling girl

ძალიან ძალიან კარგი იყო ტკბილი თბილი <3 ახალ წელს გილოცავვ <3 წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent