ფიფქის ეფექტი [თავი 9] დასასრული
მისაღებში, დივანზე ვაჩე და ვაჟა ისხდნენ და ტელევიზორს უაზროდ მისჩერებოდნენ, ხმა ბოლომდე ჰქონდათ ჩაწეული და თავიანთ ფიქრებში იყვნენ გართულნი. მამა–შვილს შორის ხომ უხილავი ძაფებია გაბმული და მართალია ერთმანეთს არ უყურებდნენ, მაგრამ ორივეს რაღაც უხილავი ძალები ქაჩავდა ერთმანეთისკენ. ასაკში შესული კაცი კარგად ხედავდა თუ როგორი შეცვლილი დახვდა ერთადერთი ვაჟი, სულ დარიას სახლისკენ მიუწევდა გული და აქამდე სულ თავის ოთახში რომ იჯდა და ლევანის ფოტოებს დაჰყურებდა, ახლა შინ აღარ შემოდიოდა. თვალები გაცისკროვნებოდა და ვაჟამ ამ ყველაფრის მიზეზიც იცოდა... ანდაც გუშინ დარიამ როგორ მორცხვად ამოხედა, მაშინ, მანქანით რომ მოაცილა სულ სხვანაირად იქცეოდა, ეს კი ვაჩესა და მას შორის კავშირზე მიუთითებდა. ბედნიერი იყო! ბედნიერი იყო, შვილის ბედნიერებას რომ მოუსწრო, მასგრამ თავად არაფერს ამბობდა. აინტერესებდა როდის გამოუტყდებოდა თვით ვაჩე და პატარა ბავშვივით გულწრფელად გაუმხელდა საიდუმლოს. იცოდა ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა და მოუთმენლად ელოდა ამ წუთს. –მამა, განა რა არის ეს სიყვარული ასეთი, სხვა ადამიანად რომ გაქცევს?–წამოიწყო მუსაიფი ერთ წერტილს მიშტერებულმა ვაჩემ. –სიყვარული სხვა ადამიანად კი არ გაქცევს, შენ მეს გაპოვნინებს ხოლმე, შვილო!–ჩაიცინა ვაჟამ. –მაშინ მე უკვე ვიპოვე...–გაეღიმა მამაკაცს და მამას შემოეხვია. იპოვნა! იწამა! შეიყვარა! შვებით ამოისუნთქა! როგორც იქნა დედას უთხრა, რომ შეყვარებული იყო და მის დარიგებასაც გულდასმით დაუგდო ყური. ლამის ატირდა ქალი. ასე შორს იყო მაშინ, როცა მის შვილს პირველად შეუყვარდა! ალბათ ყველაფრად უღირდა ერთი ჩახუტება, მაგრამ ცოტაც უნდა მოეთმინა... მეგობრებთან დარეკვისგან თავი შეიკავა. ჯობდა მათთვის პირისპირ ეთქვა მასა და ვაჩეს შესახებ. რამდენიმე დღეში თბილისში დაბრუნდებოდა და მერე ორივე იქ არ ჰყავდა?! სიმართლე რომ ეთქვა, ცოტა არ იყოს ეშინოდა კიდეც ამ რამდენიმდ დღის, არ იცოდა გაგრძელება ექნებოდა თუ არა ფიფქის ეფექტით დაწყებულ გრძნობას და რაც შეიძლებოდა დიდ დროს ატარებდა ვაჩეს გვერდით,. სანამ მის ცხოვრებაში მეტრეველი შემოიჭრებოდი სულ სხვა გეგმები ჰქონდა, სხვა სურვილები, ახლა კი აღარც ის ბავშვური ატრაქციონები უნდა და აღარც თხილამურები! პირველ რიგში ვაჩე, მერე დანარჩენები! კარზე კაკუნი რომ მოესმა, გიჟივით წამოხტა ფეხზე და ზღურბლზე მდგარ ვაჩეს ზედ შეახტა. უკვე ისე მონატრებოდა, რომ აღარ იცოდა რითი მოეკლა უკმარისობის გრძნობა. –მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!–წასჩურჩულა მამაკაცს და მისგანაც მიიღო ერთი მრავლისმთქმელი სიტყვა. –მწამხარ!–ყურის ბიბილოზე ტუჩები მიაკრო და ხელში ატატებული შეიყვანა სახლში. მაგიდაზე ნაძვის ხის სათამაშოების ყუთები იყო ჩამწკრივებული, ხოლო დაბლა ხელოვნური ნაძვის ხის ნაწილები ეწყო. ვაჩემ ხე ააწყო და ამასობაში დარიაც შემოუერთდა წვიმებით და ფერადი ნათურებით. –მოდი, ეს წინ დავკიდოთ! –ეს ნახე როგორ ბზინავს? –ამაში ჩვენი ანარეკლი ჩანს! ისმოდა წყვილის მხიარული ყიჟინი. ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, რეალობაც შეიძლება იყოს ზღაპარი, ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ შენ ირწმუნებ მას. -ვაჩე, მართალია უკვე დიდი გოგო ვარ, მაგრამ თოვლის პაპას წერილს ყოველთვის ვწერ ხოლმე, არც წელს ყოფილა გამონაკლისი.–სასხვათაშორისოდ დაიწყო გოგონამ. –და რა სთხოვე მას?–ცნობისმოყვარეობა დაეტყო მეტრეველს. დარიამ ცოტა დააყოვნა, ტუჩი მოიკვნიტა და მრავალმნიშვნოვლნად ჩაიღიმა. –შენ! –მე კი შენ გიფიქრებ! ახლა, ამ წუთას!–ხელები მოხვია საყვარელ არსებას და თმაზე ცხვირი გაუხახუნა. მის გვერდით ყველაზე სუსტი ეგონა თავი და ეს გრძნობა დისკომფორტს სულაც არ უქმნიდა. დარია მისი გულის მეფე იყო, მისი მბრძანებელი! –ჩვენი გაკეთებული საჭმელი მომენატრა...–საჩვენებელი თითი სამზარეულოსგენ გაფშიკა დარიამ და უმალ ქურასკენ გაემართა ვაჩე გოგონას თანხმლებით. –სხვათაშორის მეც! –კარგი, კაცო! რას მელაპარაკები!–ლოყაზე მოწყვეტით აკოცა ქალიშვილმა და კარადიდან საჭირო პროდუქტები გამოიღო.–შენ რომ არა, მე ცუდი დიასახლისი ვიქნებოდი! მომავალში გამოცდილება მექნება! –მხოლოდ ჩემი დიასახლისი!–დასერიოზულდა ვაჩე და დარიას მის ეგოისტობაზე და მესაკუთრეობაზე გაეცინა. –ხო, მაგის დაყოლება დამავიწყდა! მე ბოდიში!–მოსწრებულად მიუგო და ჩაფიქრდა.–დღეს რა გავაკეთოთ? –''ფიფქი'' ნამცხვარი, ''დარიას'' დესერტით!–სწრაფად აიტაცა ვაჩემ გოგონა და მთელი სახე ფქვილით მოუსვარა. ნახევარი საათი თვალს არ აშორებდა გაზქურაში შედებულ ცომის მასას. ვაჩე კი არაფერს არ აცლიდა და გოგონა შიშველი ხელებით იგერიებდა მას. –აბა, ნამცხვარი დაგვეწვებაო!–ძვლივს გამოეცალა დარია და გაზქურა გამორთო.–ესეც ასე! მზად არის! ძალიან ცხელია, უნდა გაცივდეს, მანამდე კი... –მანამდე კი მე თანმიმდევრობას შევცვლი და ჩემი დესერით ჩავიტკბარუნებ პირს!–ამის თქმა იყო და დარია მეორე ოთახისკენ გააქანა... ოჰ, გგონიათ დამთავრდა? არა, ეს დასაწყისია, ვაჩესა და დარიას ბედნიერების დასაწყისი! მათი ერთმანეთით ტკბობის დასაბამი! არავინ ვიცით სად გაქრა ის მკითხავი... ალბათ სჯობს ჯადოქარი ვუწოდოთ, რომელმაც ორი მონათესავე სული დააკავშირა ერთმანეთთან! თქვენც ირწმუნეთ სასწაულების! ირწმუნეთ, რა იქნება... მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ამ ცხოვრებაში აღმოაჩინოთ ის, რაც ადრე უხილავი იყო. ბედნიერების ელექ რწმენაა, რაც უფრო დიდია ის, მით უფრო იზრდება ბედნიერებაც! * * * ფიფქები! ფიფქები და ფიფქები! მართალია თბილისში ჯერჯერობით ვერ ვეღირსეთ, თუმცა სინოპტიკოსებს თუ ვენდობით, აქაც უნდა ველოდოთ ახალი წლის ღამეს. სულ ხუთ საათში ახალი 2016 წელი გამოჩნდება ჰორიზონტზე, ჩვენ ფანჯრის რაფიდან ჩამოვალთ და კარს გამოვუღებთ უამრავი საჩუქრით დახუნძლულ თოვლის პაპას. არ აქვს მნიშვნელობა დიდი ხარ თუ პატარა, ვინც ამას კითხულობ, უბრალოდ გაიხარე იმით რომ ძველი წელი წარსულში დარჩა, ახალი ფურცელი გაშალე ახლი გრძნობებისთვის, სიხარულისთვის! აი, ასე დასრულდა ვაჩესა და დარიას ამბავი, უფრო სწორად ეს ისტორია, თორემ ჩემ ფანტაზიაში მათ სიყვარულის ისტორიაში დასასრული არ ექნება! იმედი მაქვს ისიამოვნეთ! შეგექმნათ ახალი წლის განწყობა და ასე გაღიმებულები დახვდებით ახალ წელს! ახლა ისეთი აღტკინებული ვარ მეტს ვერაფერს გეტყვით, მგონი ბევრიც ვილაპარაკე! გისურვებთ ულევ ბედნიერებას, ჯამრთელობას, ფულს(ჩვენ დროში ის მეტად მნიშვნელოვანია) და რა ვიცი რაც კარგია, რაც თქვენ გინდათ, ყველაფერი აგსრულებოდეთ... მიყვარხართ ყველა ჩემი მკითხველი, კრიტიკოსი, მოკლედ სულ, სულ ყველა! თქვენი სოფო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.