შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [დასასრული]


1-01-2016, 21:07
ავტორი ერკე
ნანახია 2 710

„სიცოცხლე მოგბეზრდა? ყველაფერი გინდა ასე მარტივად დაასრულო? მიდი, რას ელოდები... გადახტი და დაისვენებ, ხომ გსურს რომ ეს ნაბიჯი გადადგა. ყველაზე მეტად გინდა, მაგრამ იმას არ აცნობიერებ, რა მოჰყვება ამას. ჩქარი ვარდნა, ჰაერში გაჩერებული გული... არა, ძმაო... შენი ვერაფერი გავიგე. არ მესმის და იმიტომ, ისეთი სახელი გაქვს, ყველაზე ძლიერი უნდა იყო წესით, მაგრამ ამის ნაცვლად, გამბედაობა მოიკრიბო და ყველაფერი მოაგვარო რას აკეთებ? რა გსურს ამიხსენი? გგონია გადახტომა და სიმამაცეა? ან მეტი გამბედაობა უნდა და ამიტომაც მიგაჩნია თავი უშიშრად? არა! ლაჩარი ხარ. ბოლო დონის ლაჩარი, რადგან პრობლემებს ვერ უმკლავდები, გაურბიხარ ამ ცხოვრებას, შენ გეშინია... აქედან გადახტომას კი იმის გამო აპირებ, რომ მიგატოვეს, უკანასკნელმა, შენმა იმედმაც მიგატოვა, ხელი ჩაიქნიე და ეშვები პირდაპირ სანაგვეში. ასე გინდა დაასრულო სიცოცხლე? ნამდვილად? გადახტი. არ შეგაჩერებ... მაგრამ იცოდე, მეორედ ვეღარ მოხვალ შენი ცხოვრების დასალაგებლად, ბოლოსდაბოლოს კატა ხომ არ ხარ, ცხრა სიცოცხლე გქონდეს? მას უყვარხარ გაიგე? ვერ ნახე როგორ გიყურებდა? უყვარხარ, ნამდვილად უყვარხარ, შენ ბრმას კი ამის მოსმენა არ გსურს. გადახტი, მიდი... მე კი აქედან გიყურებ, როგორ დატოვებ სისხლიან კვალს ასფალტზე. ერთ-ერთი უაზრო ქმედება შენ ყოველდღიურ უაზრო ქმედებებს შორის. დარჩები უბრალო შავ ლაქად, დედამიწის ისტორიაში, რომელიც არავის გაახსენდება, რა თქმა უნდა, თუ არ იბრძოლე. შენი საქციელით მასაც გააუბედურებ, თავს კი დაიღუპავ! გადახტი!“
გადახტომამდე მისი მეორე მე, უტყვი მზერით უცქერდა და თავში უფუთფუთებდა, რაც უსიამოვნო გრძნობას უტოვებდა, მაგრამ ვერ იშორებდა. გადახტომამდე არა... გადავარდნამდე. უეცრად იგრძნო ჰაერის სქელი ნაკადი მისკენ როგორ მოექანებოდა, თუ თვითონ მიექანებოდა მიწისკენ და ჰაერიც ამიტომ აწვებოდა ასე გამეტებით? თითქოს დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლება სურდა და ცდილობდა დაეჭირა, რომ არ დაცემულიყო. მაგრამ დაეცა. ყველაფერი გაშავდა და წყვდიადს მიეცა.
ზუსტად 48 საათის შემდეგ, მობუტბუტემ თვალები გაახილა. ყველაფერი განათდა, წარმოიდგინა უკვე გასული იყო ზღვარს და სიამოვნებანარევი ხმით, თუმცა მაინც გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა.
-სამოთხეში მოვხვდი?
-ცოტაღა გაკლია სამოთხემდე. - გაიგონა ნაცნობი ხმა და ტანთ გააჟრჟოლა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, მერე კი დაეჭვდა და გვერდით ნელა მიიხედა, თან უზომო შიში ეწერა, არ უნდოდა იმის დანახვა, რასაც დაინახავდა, მაგრამ მოუწევდა. იცოდა მაინც მოუწევდა.
დამწუხრებული სახის მაგივრად მომღიმარი სახე, რომ დაინახა გაოცდა. ნუთუ მართლა სამოთხის გზას მივუყვებიო გაიფიქრა, მაგრამ ეს ფიქრი უეცრად შეუწყდა და ახლა სხვა რამეზე დაიწყო. აზრმა გაუელვა თავში, ჯოჯოხეთში ხომ არ მივექანები და ახლა სინდისის ქენჯნისგან თუ ცოდვებისგან ნაცნობი სახეები მელანდებაო.
-გამოფხიზლდი? ჰეი... - ისევ გაისმა გიორგის ხმა გვერდიდან. გიორგიმ თითები გაუტკაცუნა თვალებთან და უშნოდ, რომ ჩაილაპარაკა ლომიამ და უჟმური სახე მიიღო კმაყოფილს გაეცინა ბიჭს და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ცოცხალი ვარ? - იკითხა სრულიად სერიოზულმა. გიორგის ისევ გაეცინა.
-რა თქმა უნდა! დიდი ბოდიში, მაგრამ *ირი ხარ. კიდევ კარგი დედაშენმა ვერ გაიგო შენი გმირობის შესახებ, თორემ ნამდვილად გაგიჟდებოდა.
-აქ როგორ მოვხვდი?
-როგორ? არასწორი კითხვა დასვი. უნდა გეთქვა, ვინ მომიყვანაო. ვინ მოგიყვანდა? შენ მითხარი გასეირნება და მარტო ყოფნა, რომ გინდოდა. მე კი საწოლზე მივეგდე დასაძინებლად, თვალი ვერ მოვხუჭე. შენზე მენერვიულებოდა, ამ მცირე ხანში ძმასავით გახდი ჩემთვის, არა იმიტომ რომ დამეხმარე და ახლა შენთან მაცხოვრებ, იმიტომ რომ ასე ნაცნობია ჩემთვის შენი გრძნობები, მეც მინდა დაგეხმარო, როგორც შენ დამეხმარე და ჭერი მომეცი. მეც გამომივლია ეს ეტაპი, ამიტომ ვიცოდი რას ფიქრობდი, ვიცოდი საერთოდ როგორი აზრები შემოგტეოდნენ, ყველანაირადნ ბინძური, შენი გადაბირების მცდელობას, რომ არ აკლებენ, ოღონდ ის ჩაიდინო, რასაც ყველასგან მიტოვებული და სულით მძინარე გააკეთებ. თან ესმერალდა გიხსენე, ვიცოდი მარტო ყოფნა მოგინდებოდა და ხელი არ შევუშალე შენ მარტოობას, უბრალოდ უკან აგედევნე. მაინტერესებდა სად წახვიდოდი, რას იზამდი. ჰოდა, შენც არ მომიკვდე. არ დავინახე, როგორ უყურებდი ფანჯარაში რაღაცას, თუ ვიღაცას გაცოფებული? ისეთი გაფითრებული იყავი, თითქოს მოჩვენება დაინახე, მე კი კუთხეში მივიმალე, არ შეგემჩნიე. შენი ესმერალდა, მართლა საოცრად ლამაზი ყოფილა, ანგელოზივით ლამაზია ძმაო და შენი შემშურდა კიდეც, ოდნავ. - გაეღიმა. - როცა მოგშორდა ესმერალდა, ყველაფერი დავინახე, შენი ანერვიულებული მზერა, შენი ტკივილით აცახცახებული სხეული და შენ წარმოიდგინე, ის თავში გავლებული აზრიც დავიჭირე უეცრად. მერე კი გადმოხტომაც კი მომასწარი, ვერ ამოვედი სწრაფად, მაგრამ შენ უნდა თქვა ბედი მაქვსო. - გიორგიმ კმაყოფილი ღიმილით შეხედა ლომიას და ხელზე მოუთათუნა ხელი. იქვე წრიპინა აპარატს გახედა, სიმშვიდის კვალმა გადაურბინა სახეზე და განაგრძო. - ჰოდა, რომ გადმოხტი, იმ ადგილას ზუსტად ერთი კაცი მუშაობდა ხარაჩოზე მდგარი და შენობას ღებავდა. ორი სართულით დაბლა, მეთვრამეტე სართულზე, არც ისე შორს სახურავიდან, შენ მას დაასკდი ზედ და ღორივით ლამის გასკდა ის საწყალი. თავის ტრამვა მიიღო, თან სერიოზული ძმაო, ახლა ის არის კომაში და თავის ესმერალდას ელის, იქნებ მასაც გაუმართლოს, როგორც შენ. - ჩაიქირქილა გიორგიმ, მაგრამ სერიოზული სახე მიიღო უმალ და კიცხვის ტონით შეაპარა. - რაზე ფიქრობდი?
-ბო*იშვი.... - სიტყვა გაუწყდა. უადგილოდ მიიჩნია იმ წინადადებაში რაც უნდა ეთქვა და მაშინვე გადააკეთა თავისი სათქმელი. - შენ მართლა ანგელოზი ხარ ღვთის მიერ მოვლენილი ტო? უკვე მერამდენედ გადამარჩინე . ჩემი ანგელოზი ხარ.
-მოიცა, მოიცა.. ჯერ ერთი რამ გავარკვიოთ. მე ესმერალდა არ ვარ! - თავი ყალბი ნერვიულობისგან გვერდით მიატრიალა და სახეზე მიირტყა ხელი. ძლივს წამოსწია თავი ლომიამ და მანაც, როგორც შეძლო ისე გაიკრიჭა.
-არც მე ვარ იმნაირი ძმაო. დაწყნარდი, რამ აგაფორიაქა... უჰ. - სახე დამანჭა უეცრად ტკივილისგან ლომიამ. - სწრაფად მითხარი, აქ რამდენი ხანია რაც ვარ?
-ორი დღე.
-რა? ღმერთო ჩემო, ესმერალდა.
-იწვე უნდა ჯერ. - გაუმკაცრდა ხმა მეგობარს.
-კი, მაგრამ ერთ კვირაში, არა.. უკვე ხუთ დღეში ქორწილი აქვს, მე კი ვერაფერს გავაწყობ აქ წოლით.
-სამებაში. პარასკევს, 4 საათზე. - ისე შეხედა ლომიას თითქოს შექებას ელოდა მისგან, მაგრამ ხმა, რომ არ ამოიღო და გაკვირვებული უცქერდა ისევ თავის თავზე აიღო სიტყვა.
-საიდან? - დაასწრო მაინც ლომიამ.
-ეს ორი დღე უქმად კი არ ვმჯდარვარ.
-მაგრად მიყვარხარ ძმაო! - წამოიწია ასადგომად, უნდოდა ყველაფერი გაეკეთებინა ამისთვის, მაგრამ მაშინვე აუკრძალა გიორგიმ ადგომა. ამან ნიჰილისტურად განაწყო და ყველაფრის იმედი უმალ დაეკარგა, თავი გადაატრიალა გვერდით და კედელს მიაჩერდა უაზროდ.
-ადგომა არ შეიძლება. თუ გინდა ესმერალდას აქვე მოგიყვან.
-არა, არა... - სიბრალულით წარმოთქვა, თავის თავი ებრალებოდა, ესმერალდაც ასეთ დღეში რომ უნდა ენახა. - არ მინდა ასე მნახოს. - თავი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. ყველაფერი ოთახში წრიულად ბრუნავდა და რაღაცები ელანდებოდა, ხმები ჩაესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს მისი ტრამვის ბრალი იყო, თუ გარეთა ხმები ესმოდა. - ქორწილი აქვს გიო, ქორწილი გესმის? არ ვჭირდები! - ამოიხრიალა პაციენტმა და გვერდზე გადაიხედა. სახე სულ თეთრი ჰქონდა, მიცვალებულს ემგვანებოდა, რომ არა მისი მკერდის მოძრაობა, ჰაერი რომ ელამუნებოდა, მაგრამ ლომიასთვის ჩასუნთქვა ამოსუნთქვაც ტანჯვის ტოლფასი იყო. სტკიოდა, მას გული სტკიოდა, ფილტვები ებერებოდა უსიამოვნო სუნით და გრძნობდა, რომ მიატოვეს, თავს საზიზღრად თვლიდა, ვერ იტანდა საკუთარ თავს, თავის განვლილ ცხოვრებას, საშინლად წამოიკნავლა და ხელი თვალებზე მიიფარა, თან ტკივილის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ქვითინის აუტანელი ხმა ამის საშუალებას არ აძლევდა.
-იტირე, ჩემო ლომია, იტირე... ამაზე კარგს ახლა ვერაფერს იზამ. ოღონდ შენი ცრემლების არ შეგრცხვეს ძმაო, ქვასაც კი სდინდება ცრემლები. ტირილი სირცხვილი არ არის. მოიცა, რაღაც მინდა გაჩვენო. - სკამიდან წამოდგა და მის მარცხნივ მაგიდისკენ წავიდა გიორგი, ლომიამ ქვითინი შეწყვიტა და მზერა მიაპყრო გაოცებულმა. ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ასე ტანჯვით ესუნთქა იმის ცოდნით, რომ ყოველი დღე მარტო მოუწევდა ყოფნა, ვერავისთან გაიყოფდა ჰაერს, მხოლოდ მარტო უნდა ესუნთქა და ეარსება ამ ქვეყნის დასალიერამდე. აგიჟებდა მარტო ყოფნა, მიუჩვეველს, როცა ყველამ მიატოვა უფრო უძნელდებოდა ამის გადატანა. ყველას რომ ამბობდა თავს დამნაშავედ გრძნობდა, რადგან ჰყავდა ჯერ კიდევ რატი, ჰყავდა სხვებიც, ლაშა, თედო, თუმცა ბოლო საუბრის შემდეგ დარწმუნებული აღარ იყო, რომ ჰყავდა. ჰყავდა დედა, მამა, ძმა, საყვარელი ოჯახი, რომლებსაც ისე კარგად ვერ აფასებდა ადრე. ახლა კი მათ ფასს მიხვდა, მიხვდა ყველაფერს, რომ მათზე ძვირფასი ამ ქვეყნად არავინ აღარ ჰყავდა და მეგობრებმა უბრალოდ მიატოვეს. დედა ყოველთვის ისეთს მიგიღებს, როგორიც ხარ, შენი ყველაფრიანად, მას მაინც ეყვარები და გაგიგებს, მასზე წინ არავინ უნდა დაეყენებინა ლომიას, მაგრამ მხოლოდ ბოლოს მიხვდა ამას.
გიორგიმ ხელში რაღაც ჩაბღუჯა და ისევ საწოლს მიუახლოვდა, ჩამოჯდა. კარგად აკვირდებოდა ფურცელს, რომელიც ხელში ეჭირა, ჯერ ზომავდა როგორ და რა ფორმით ეჩვენებინა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა კიდეც, რომ ეჭვობდა, ნერვიულობდა, განიცდიდა. საშინლად მოქმედებდა ყველაფერი ეს, მისთვის. ბოლოს მაინც გაუწოდა ფურცელი ლომიას, შეხედა თუ არა მაშინვე გაახსენდა სიტყვები, მაშინვე იგრძნო გულის გამალებული ფეთქვა, რომელიც არა და არ დგებოდა თავის კალაპოტს, ცდილობდა უაზრო სიცოცხლისთვის დაესვა წერტილი და ლომიას გულიდან ამოხტომოდა, მაგრამ სამაგრებით, თითქმის ხელით ეჭირა ბიჭს, ახლა მეტად მოუნდა სიცოცხლე, უფრო გრძნობდა როგორ გადაასხეს ცივი წყალი თავზე და რეალობაში დააბრუნეს.
-ეს ხელში გეჭირა, მაგრად გეჭირა და არ უშვებდი. მას უყვარხარ, არ აქვს მნიშვნელობა ვისზე ქორწინდება, მთავარია რომ უნდა გადაარჩინო, მთავარია რომ უყვარხარ ლომია.
ლომიას შუბლი შეეზნიქა და სახე სრულიად შეეცვალა, უკმეხად შეეცვალა და არა სიამოვნებისგან, ეს კი გიორგიმ მაშინვე შენიშნა და გაუკვირდა. არაფერს შეჰკითხვია, პასუხს ელოდებოდა, ლომია კი მის სანუკვარ ფურცელს აკვირდებოდა და თავის ესმერალდაზე ფიქრობდა.
-ჰმ... გათხოვილი მოვიყვანო მერე? - გაფითრდა გიორგი ამის თქმისას. - მთელი ამ დროის განმავლობაში საქმროც ჰყოლია, ალბათ არც ქალიშვი...
-რა სისულელეებს ბოდავ. - გაუწყრა გიორგი და ისეთ ცეცხლებს აფრქვევდა, თითქოს ლომიას შანთებით უპირებდა ამოწვას, შუშანიკივით. ვერ გაეღიმა ლომიას, უნდოდა მიწას ჩაეტანა, მართლა ეს რამ მათქმევინაო, მაგრამ სურვილი არაფრის დიდებით არ უსრულდებოდა. იწვა ისევ თავის საწოლზე და განრისხებულ მეგობარს თვალებს ვერ არიდებდა, მერე შერცხვა და თავი გვერდით გაატრიალა, ფანჯრისკენ, სადაც თეთრი მტრედი დამჯდარიყო და უცნაურად უყურებდა თვალებში პირდაპირ ლომიას. - ჯერ არ არის გათხოვილი, ხუთ დღეში აქვს ქორწილი და უნდა მიასწრო იქამდე, უნდა დაიბრუნო შენი სიყვარული, ხომ გიყვარს?
თავი უღიმღამოდ დაუქნია, მაგრამ წამიერად გაუკრთა ნათელი სხივი თვალებში.
-იბრძოლე! - გონებაში მძრომელი სიტყვები გაახსენდა ლომიას და თავი უფრო ცუდად იგრძნო. - რომც ვერ მოასწრო და რომც გათხოვდეს მერე რა? რამეს ცვლის ეს ფაქტი შენთვის? მას შენ უყვარხარ, თუ სიყვარულისთვის არ იბრძოლე, შენც უბედური იქნები, ისიც დაიტანჯება, შენ კი სინანულის გრძნობა დაგტანჯავს, შეგეძლო გეშველა, შეგეძლო ბედნიერი ყოფილიყავი და გადაგერჩინა, მაგრამ დანებდი. აი ამას ინანებ ყველაზე მაგრად. შენმა სიტყვებმა ახლა ყველაზე მაგრად მატკინეს გული, თვითონ გამოვცადე ყველა ის განცდა, რაც შენ, თვითონ ვიგრძენი რომ დამპალი ნაყოფი ვიყავი და არავის ვჭირდებოდი. აი ჩემი ამბავი ასეთი იყო:
მდიდრულ ოჯახში დავიბადე, ყოველთვის მწამდა რომ არაფერი მომაკლდებოდა ცხოვრების ბოლომდე, მეგონა ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მომინდებოდა და არ გამიჭირდებოდა. მშობლები მცირეოდენ გაჭირვებას არ მაჩვენებდნენ, სახლში კი არა, სასახლეში ვცხოვრობდი და მშობლებს საერთოდ ვერ ვნახულობდი. ყველაფერს მოსამსახურეები აკეთებდნენ, თავზე საყრელად მქონდა ყველანაირი ტიპის საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი და ყველანაირი ნივთი, რაც დამჭირდებოდა უცებ ჩნდებოდა სურვილისთანავე, მოკლედ უზრუნველი ცხოვრება მქონდა, არც გართობებს ვიკლებდი, არც ქალებს და სადღაც გულის სიღრმეში მაინც რაღაც მაკლდა. არ ვიყავი იმდენად ბედნიერი. ეს ყველაფერი, ფუფუნება ბედნიერებას არ მანიჭებდა. 14 წლის რომ გავხდი, მამამ დაბადების დღეზე ყველაზე კარგი საჩუქარი გამიკეთა, უფრო სწორედ ის მიიჩნევდა მაშინ კარგ საჩუქრად და მეც ასე მივიჩნევდი. ხუთი ულამაზესი ქალბატონი მომიყვანა ჩემი სიამოვნებისთვის, რა თქმა უნდა, მაშინ უარი არ მითქვამს, თუმცა ახლა მრცხვენია ამის გახსენება ყოველთვის. მჯეროდა რაღაც დიადისთვის ვიყავი დაბადებული და არა უბრალო გართობისთვის, რასაც ყველაფერი ნელ-ნელა უფრო მიმძაფრებდა. ყოველი ქმედება, ყოველი ამ ქმედების მიღმა რაღაც სიცარიელეს ვგრძნობდი, რაღაც ისეთი მჭირდებოდა, რაც შემავსებდა, მთლიანად მაგრძნობინებდა თავს ამ საზოგადოების ნაწილად.
ვისაც მიაჩნია, რომ ბედნიერება სიმდიდრესა და ფულშია, ძალიან ცდება. მთავარია იმ ფულის სწორად გამოყენება ისწავლო, გამოიყენო ისევ ბედნიერების საქმნელად და არა შენი სიამოვნებისთვის, აი მაშინ ხარ ბედნიერი, როცა გრძნობ სხვისი ბედნიერების მიზეზი ხდები, როცა სხვის სახეზე ღიმილს შენივე მიზეზით ხედავ ეს საოცრებაა. ქველმოქმედება, აი რა იყო საჭირო და სიყვარული, რაც ყველაზე ძალიან მაკლდა. პირველი სიყვარული თექვსმეტი წლის ასაკში მეწვია, ორი წელი ცალმხრივად მიყვარდა, ვერასდროს ვეუბნებოდი ამას, შორიდან ვუყურებდი და ვგრძნობდი ყელში გაჩხერილი ბურთი როგორ მაწვებოდა. ვგრძნობდი უსასრულო სივრცეში რომ ვიკარგებოდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ვიდექი და ვუყურებდი, ანგელოზს ვხედავდი მასში, მაგრამ მეშინოდა, იმედგაცრუების მეშინოდა, მისი მოპოვების და მერე დაკარგვის მეშინოდა. იცი რა? მივედი, მაგრამ ჯერ ხმა ვერ ამოვიღე, მერე კი ყველაფერი ვუთხარი რასაც ვგრძნობდი. დამცინა. აბუჩად ამიგდო და ჩემ თვალწინ სხვა ბიჭს მივარდა. პირდაპირ ტუჩებში აკოცა, ის სხვა ბიჭი კი სიამოვნებით ლოკავდა მის ტუჩებს, რამაც ზიზღის გრძნობა მომგვარა და მეტი არაფერი, ესეც პირველი იმედგაცრუება, რამაც მაგრძნობინა, რომ აქამდე არ მიცხოვრია, აქამდე ნამდვილი ცხოვრება არ მქონდა ნანახი და ცივ ნიავს პირდაპირ შევეჯახე. ის ბიჭი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, მასაც ვაქციე ზურგი და იმ გოგოსაც, მშვიდად გამოვტრიალდი, თუმცა გულში ცეცხლი მიქროდა, წამოვედი, უახლოეს ჩიხში შევუხვიე და ემოციებისგან დაცლა მხოლოდ მაშინ მომიხერხდა.
ერთი წლის შემდეგ, ძლივს რომ დავივიწყე ყველაფერი, მაშინ კიდევ ერთი გოგო გამოჩნდა, რომელსაც ვუყვარდი, ვგრძნობდი ვუყვარდი, მის ყოველ ღიმილში ვხედავდი ამას, თბილი მზერა ჰქონდა, საოცარი გამოხედვა, მხოლოდ მე მიყურებდა ასე საყვარლად, მაგრამ რად გინდა... მას ჩემი საჩუქრები და ფული უყვარდა და არა თვითონ მე. საჩუქრები რომ შეწყდა, პირდაპირ მომახალა არასდროს მყვარებიხარო! ეს მეორე სილის გაწვნა იყო ბედისგან, მეორე საშინელი ფაქტი, რისგანაც თავს დიდი ხანი ვერ ვაღწევდი და ვფიქრობდი ვერასდროს ვიპოვნიდი მას, ვინც ჩემთან ფულის კი არა, სიყვარულის გამო იქნებოდა. მაშინ ვოცნებობდი ეს ფული არ ყოფილიყო ჩემ ცოვრებაში და მეც ჩვეულებრივი ბავშვებივით ვყოფილიყავი, მყვარებოდა, ვყვარებოდი, მქონოდა ბავშვობა, წესიერი ბავშვობა, რომელსაც თავისუფლად ბავშვების წრეში გავატარებდი და არა ჩემს უბადრუკ სასახლეში. საშინელი შეგრძნება იყო, თავი პატიმარი მეგონა, გალიაში ვიყავი გამომწყვდეული, საწყალი ჩიტივით, გამოსვლას რომ ლამობს.
ოცდახუთი წლის ასაკში, მშობლები კატასტროფამ იმსხვერპლა. - ცრემლი გადმოაგდო, ლომია კი პირღია მისჩერებოდა მის ცრემლებს, რასაც სირცხვილად საერთოდ აღარ მიიჩნევდა, გიორგის წყალობით. და მისი ამბის მოსმენისას იგრძნო, როგორი უბადრუკია ხანდახან ცხოვრება და როგორ გვტანჯავს ყველა ჩვენგანს, იგრძნო თავისი ცხოვრება არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც გიორგიმ გადაიტანა, ის კი მოყოლას ისევ აგრძელებდა. - მაინც გამიჭირდა ცხოვრება მათ გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ფული თავზე საყრელად მქონდა. აზროვნების უნარიც კი დაკარგული მქონდა, თამაში დავიწყე, დღითიდღე ფული სულ ცოტავდებოდა, მაგრამ არ მთავრდებოდა. ჩემმა ადვოკატმა მთლიანად წამართვა ფულიც, სახლიდანაც გამომაგდო და ქუჩა-ქუჩა, როგორც შემეძლო ისე დავეხეტებოდი და ვცხოვრობდი, ვსულდგმულობდი დღიდან დღემდე. აი, მაშინ კი პირველად შემიყვარდა ქალი, რომელიც ჩემი არ იყო. შემიყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება მისი უნაკლო სხეული, მისი თოვლივით თეთრი კანი და საოცარი ნაკვთები, ყველაზე მეტად მიყვარდა, მაგიჟებდა, უბრალოდ არარსებული არსების დაჯერებას მაიძულებდა, არ ვიცი ეს რა იყო, სიზმარი? იქნებ მოლანდება? მაგრამ შეგრძნებები ისეთი რეალური იყო, რომ ყველაფერს რაღაც ახსნა ექნებოდა. ის ახლა ჩემ თავში ცოცხლობს, ჩემ მეხსიერებაში, რადგან სუსტი აღმოვჩნდი და ვერ აღვუდექი წინ განგებას. ვერ შევცვალე ბედი, ვერ გავაბედნიერე, შენ კი იგივეს აკეთებ...
-რა მოხდა? - ძალაუნებურად ჩაეკითხა ლომია. ინტერესი აგიჟებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა მოყოლა როგორ უჭირდა. ყველაფერი უნდა ეთქმევინებინა. მასაც სჭირდებოდა ის, ვინც მოუსმენდა. იცოდა ლომიამ როგორ შვებას გრძნობ, როცა შენ ტანჯვას ვინმეს უზიარებ და ტკივილიან გამოხედვას მიაჩერდა.
-რა მოხდა? - კითხვა გაიმეორა გიორგიმაც და მოგონებებმა წაიღო. ანერვიულებულმა თმებზე გადაისვა ხელები, შემდეგ კი აკაპიწებულ სახელოებზე ჩამოატარა და მის თეთრ და სუფთა კანზე თმები აეხორკლა. იგრძნო გულში წვა, მაგრამ უნდა ეთქვა, ისიც აცნობიერებდა ამას. ორივესთვის ჯობდა. - მე ის შემიყვარდა, გვქონდა კიდეც ურთიერთობა, ვხვდებოდი, მხვდებოდა. მასაც ანგელოზივით ჰქონდა თმა ჩამოშლილი სხეულზე, საოცარი სურნელების პატრონი და ულამაზესი გოგო იყო, სიზმარშიც რომ ვერ ნახავ ისეთი. ნინი ერქვა. მეგონა ის ანგელოზი ვიპოვე, რომელიც სამუდამოდ ჩემთან უნდა ყოფილიყო, რომელიც საბოლოოდ მიმიღებდა ისეთს, როგორიც თავიდან ბოლომდე ვიყავი, უკვე თითქმის გაღატაკებულს, მაღაზიაში მუშაობით თვიდან თვემდე, ძლივს აღებული მცირე ხელფასით, უბრალოდ მჯეროდა ბედნიერებას მომიტანდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ოცნებაც უბრალოდ თავზე დამემსხვრა, სწორედ ჩემი უსუსურობის გამო. მას ქმარი აღმოაჩნდა, ამას მიმალავდა მთელი ეს ხანი, მაგრამ ის კი არ დაუმალია, რომ ჩემთან ერჩივნა ყოფნა. მე კი, როგორც უკანასკნელი იდიოტი, შემაშინა ამ ფაქტმა, ძალიან შემაშინა, როგორც ნებისმიერი ქართველი მამაკაცი შეშინდებოდა. თუმცა განა იმან, გათხოვილი რომ იყო, იმან რომ ჰყავდა ქმარი, ვისაც ძალიან უყვარდა და ყოველდღე სახლში, მის ღიმილს უცდიდა, მაინც ვერ გავბედე მათ შორის ჩადგომა და ვერ მივიჩნიე ეს სწორ გამოსავლად. გეფიცები, მთელი ცხოვრება ამისგან დავიტანჯები, ამას ვგრძნობ... ეჰ... - ამოიხავლა ძლივს. - ბედნიერება თვალწინ მქონდა და ქარივით უჩუმრად გამეპარა, ისე რომ ვერც ვიგრძენი. ხელი ვერ ჩავჭიდე, იმედი ვერ მივეცი ერთად ყოფნის, მომავლის შემეშინდა. ვიცოდი, რომ ჩემთან ერჩივნა ყოფნა, ვიცოდი სიგიჟემდე ვუყვარდი, ისეთი როგორიც ვიყავი, ქმარი კი მილიონერიც რომ ყოფილიყო მაინც არ ეყვარებოდა, მაგრამ ვერ გავბედე. მეორე დღეს, - წაბორძიკდა, ისევ ფიქრებში გადაიხლიჩა და სკამიდან წამოდგა. აქეთ-იქით დაიწყო სიარული, შორს უსასრულობას უცქერდა, შორით გაწვდენილ მთებს უცქერდა, რომლებიც ადგილიდან არ იძვროდნენ. ფანჯარას კი წვიმის ნაკვალევი კარგად აჩნდა, მისი ჩამოწელილი წვეთები, ნიაღვარივით რომ ტკეპნიდნენ ერთმანეთს და ეზრდებოდნენ ერთიმეორეს. - სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკი ყოველთვის ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარს ვერ უვლი, მაგრამ არ მინდა იგივე შეცდომა დაუშვა, არ მინდა იტანჯო და სინდისის ქენჯნამ შეგაწუხოს სიცოცხლის ბოლომდე. იმაზე ფიქრი არ მოგასვენებს, რა იქნებოდა ბედნიერებას რომ მიყოლოდი, რას იგრძნობდი, როგორი იქნებოდა შენი მომავალი. გამოცდილ კაცს დაუჯერე, მეგობარო. - სევდიანად გაეღიმა, ლომიას შეხედა, მაგრამ იგრძნო მას კი არა, არამედ შორეულ წარსულში იყურებოდა, ისევ თავის ანგელოზთან.
-ქუჩაში როგორ აღმოჩნდი? - მტკივნეულად დააჩნდა ეს კითხვა სახეზე გიორგის.
-მივატოვე ყველაფერი, რაც ძვირფასი იყო ჩემთვის. მივატოვე ის ცხოვრება, რომელიც მეძვირფასებოდა. სამსახურიც. აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემი შიშის გამო ძველ ცხოვრებას დავემშვიდობე, მაგრამ აი, ახლა შენ შეგხვდი, ამ ტკივილებმა თავისით იწყეს ისევ ამოტივტივება, მაგრამ იმდენად მტკივნეული აღარ არის, როგორც მაშინ, თუმცა ფიქრები მასზე, კოშმარები ყოველ ღამით მტანჯავს, რის გამოც წესიერად ძილსაც კი ვერ ვახერხებ. - ჩამოჯდა ისევ სკამზე სწრაფად, ლომიას თვალებს მიაჩერდა გულმოდგინედ, დაუბრიალა და მწარედ ამოთქვა. - ვიცი რა დანიშნულებაც მაქვს... ვიცი ჩემი ცხოვრების მიზანი.
-რა?
-ახლა ნამდვილად მივხვდი, ისევ მომეცა შანსი ჩემი ცხოვრების გამოსწორებისა, მომეცა შანსი სხვას მაინც დავეხმარო, სწორი გზა გაჩვენო და ამით გამოვისყიდო ჩემი დანაშაული, რაც ნინისთან მიმიძღვის. იქნებ... იქნებ, ჩემმა სულმაც მოისვენოს და სინდისიც დამიმშვიდდეს ამის გასაკეთებლად, რომ გიბიძგებ. - კარგად შეანჯღრია საწოლი ამ სიტყვების შემდეგ და ლომიას სახე მოეღრიცა. - იბრძოლე ლომია! იბრძოლე, რათა შენ ბედს შეხვდე! არ უნდა დაუშვა გაგექცეს, არ უნდა გაგექცეს გესმის? არ გაუშვა ის, იყავი ძლიერი და მოიპოვე ბედნიერება, შენი საკუთარი ბედნიერება, რომელიც სამუდამოდ შენ ხელში იქნება. იბრძოლე ლომია! - გულაჩქარებულმა ყვირილი შეწყვიტა, მაგრამ ექოდ ისევ ისმოდა საავადმყოფოს კედლებში.
-ანგელოზო... მპუა.. - გაეღიმა ლომიას, თავი დაუკრა და მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით აფასებდა ამ ურთიერთობას, აფასებდა სიტყვებს, რომელიც მისთვის იყო გამიზნული, იმ მოგონებებში ჩაღრმავებასაც, რომელმაც აიძულა ასე დაწყნარებულიყო და ნათელი გზა დაენახა, აქამდე ბუნდოვნად რომ ხედავდა. შერცხვა ახლა მისი უნებურად წამოსროლილი სიტყვების, რადგან თავადაც მიხვდა, რა დიდი ბედნიერებაა იპოვო საკუთარი რჩეული, იპოვო და იბრძოლო მისთვის, რადაც არ უნდა დაგიჯდეს. ლომიამ იცოდა, აუცილებლად დაიბრუნებდა თავის სატრფოს, თავის ესმერალდას, რომელიც არც არასდროს გაუშვია. ახლა მეტი ძალა დაუბრუნდა, მოეძალა გმირობის სურვილი და შერცხვენილმა, გაწითლებულმა ამოღერღა. - იმ სიტყვების თქმა არ ვიცი რას მივაწერო გიო, ნამდვილად ვერ გავამართლებ თავს, მაგრამ არ ვიცი ამ ბოლო დროს რა მემართება. ვხვდები, რომ ხანდახან ისე ვმოქმედებ, როგორც გაორებული პიროვნება... საავადმყოფოდან გამოწერის მერე თავს ზედმეტად ვგრძნობდი ამ სამყაროში, ვერ ვპოულობდი საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. იყო ორი ლომია, ერთი ვინც ისევ წარსულს ებღაუჭებოდა, მეორე კი ახლებურად, რაღაცნაირად შეცვლილი ლომია, რომელსაც ბედნიერება და სიყვარული ეწადა. საკუთარ თავში ვერ გავრკვეულიყავი, ახლაც იგივე მოხდა. მაპატიე, ამ ყველაფრის თქმა, რომ მოგიწია, მეც არ ვიცი ის რამ მათქმევინა, ნამდვილად მიყვარს ჩემი ანგელოზი, ჩემი ესმერალდა და მას აუცილებლად დავიბრუნებ. აუცილებლად მივიღებ იმას, რაც ბედისგან მე მეკუთვნის და რასაც განგება იმეტებს ჩემთვის ზურგს არ ვაქცევ. მიყვარხარ მეგობარო, მაგრად გაფასებ ყველაფრისთვის და შენ უკვე ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი გახდი, ვისაც ვენდობი, ერთადერთი თუ არა. - ცრემლებით დაასრულა მონოლოგი ლომიამ.
-გამაგრდი. შენი სიტყვებია, ამ ქვეყნად უბრალოდ არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი მიზეზი და მიზანი აქვს. მეც ვფიქრობ ჩემი მიზანი, რაც გამაჩნდა შევასრულე და შენ ჭკუაზე მოგიყვანე.
-ბულგაკოვის ოსტატს გავხარ მაგრად. უფრო სწორედ შენი ისტორია ჰგავს ოსტატისას. - უთხრა ლომიამ გიორგის.
-შენც დაახლოებით ასე არ ხარ, ჩემო ლომია? დაახლოებით არა... ზუსტად ასე ხარ. ასე ერთნაირები, სწორედ რომ განგებამ შეგვახვედრა ისევ ერთმანეთს, უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ... ერთად.
-გიორგი... - ვედრების კილოთი თქვა მეგობრის სახელი და ყელი გამოიწელა თითებით. - გთხოვ, მომეხმარე ადგომაში. - მოიძრო ვენაში გაკეთებული ნემსიც, რომლითაც წამალი გადადიოდა მის სხეულში და ყველანაირ აპარატურას გამოეთიშა. უნდოდა გიორგის შეეჩერებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. გვერდით პატარა ღილაკს დააჭირა თითი, მაპატიეო, მხოლოდ ეს უთხრა.
ლომია გააკავეს და დამაწყნარებელი გაუკეთეს. წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა, თვალები მილულა და ჩაეძინა.
***
საშინელი დღეები, უფრო შემზარავი გახდა. ვერ იტანდა მის წარმოთქმულ ვერცერთ სიტყვას, ყალბი ღიმილი ეწერა სახეზე და თავის მოვალეობებს მხოლოდ მოვალეობის მიზნით და დედამისის თხოვნით ასრულებდა. მხოლოდ ლომიასკენ გაურბოდა ფიქრები და იმ მტანჯველი მზერისკენ, რომელიც მისი სიტყვების მერე შეეცვალა.
ბედნიერი იყო? სრულებითაც არა. არ ერქვა ამას ბედნიერება. მარწუხებშემოჭერილი იჯდა თავის ოთახში და მზერაგაშტერებული ერთ წერტილს უყურებდა. მისი საქმროს ბუტბუტს კი ყურსაც არ უგდებდა. მოდიოდნენ მეგობრები, ეალერსებოდნენ, ესაუბრებოდნენ და ართობდნენ, მაგრამ მის ყურადღებას ვერავინ იმსახურებდა. უღიმღამოდ ჩაიცვა საქორწილო კაბა რამდენიმე დღით ადრე, თავი რომ შეეფასებინა. გაიკეთა მაკიაჟი, მაგრამ მსუბუქად და სარკეში ჩაეღიმა. კარგად დაკვირვებისას სიმწრის ღიმილს მიაწერდით მის მშრალ, ცრემლებისგან დამშვენებულ ღიმილს. ჰქონდა სიცოცხლის დასრულების მცდელობები, ტკივილის შეგრძნება უსპობდა ყველაფერს და ანადგურებდა. ლომიასთან განშორებისას კი რაღაც ჩასწყდა გულში, თითქოს სამუდამოდ დაკარგა ის, მაგრამ წინასწარ, ალალბედზე გამზადებული წერილი კი ჩაუცურა ჯიბეში უჩუმრად. იმედოვნებდა მიიღებდა, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა ისევ არ აძლევდა ბედნიერებისა და კარგზე ფიქრის უფლებას.
ქორწილის დღე მოიზლაზნებოდა, მაგრამ ლომია არ ჩანდა.
-ულამაზესი პატარაძალი იქნები. - ჩურჩულებდა მეგობარი პირდაპირ ყურში და გაუსაძლისად სტკიოდა ეს სიტყვები. ოცნებობდა ბავშვობაში პატარძლობას და თეთრი კაბის ჩაცმას, ბედნიერბას იმ თეთრ კაბას მიაწერდა, რადგან ფიქრობდა სწორედ ეს ხდიდა ქალს ბედნიერს - გათხოვება. გაიზარდა და მეტად გააცნობიერა, რომ გათხოვება ეს ის წვრილმანია, რაც ბედნიერებას თან ახლავს, რაც სიყვარულს სამუდამოდ აკავშირებს ერთმანეთთან, მჭიდროდ, ისე რომ ამ ჯაჭვს ვერავინ და ვეღარაფერი გაწყვეტს. თეთრი კაბის ჩაცმა უბრალოდ სურვილი იყო, სინამდვილეში კი სხვა რამე ექცა ოცნებად, ეპოვა სიყვარული.
-მადლობა. - გაუღიმა ნეტარად, მაგრამ ამ ღიმილის მიღმა იმხელა ტკივილს მალავდა, რას წარმოიდგენდა გოგონა, ჯოჯოხეთის ცეცხლის ზოლზე გავლა რომ იყო მისთვის საკურთხეველამდე მისვლა და სრულებითაც არ ახარებდა.
-რა გჭირს გოგო? გაიღიმე რა.. დღეს ყველაზე ბედნიერი შენ უნდა იყო. ბოლოსდაბოლოს თხოვდები! - გაუღიმა მარიამმა და ჩაიხუტა. - მიყვარხარ ჩემო ლამაზო.
-ბედნიერი? ბედნიერება ჩემთვის მხოლოდ ოცნებად იქცა ჩემო გოგო. - ნაძალადევად გაიღიმა ისევ, ამ ღიმილში კი იგრძნობოდა ტკივილი, თან საოცრად შესამჩნევად, რაზეც მარიამიც კი დაიღრიჯა.
-ყველაფერი კარგად იქნება. შეგიყვარდება. - ისე თქვა, თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების, მაგრამ ხომ თქვა, რა მნიშვნელობა აქვს როგორ.
-თუ საკუთარ თავს ტყუილში და ილუზიაში ვაცხოვრებ, მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, ისიც მცირე ხნით მარიამ. - სარკეში იყურებოდა და მარიამის საქმიანობას აკვირდებოდა, რომელიც თმებს უწნიდა უკნიდან. მყისიერად მიტრიალდა მისკენ, მაჯებში ჩასჭიდა ხელი და შეანჯღრია მეგობარი. - გთხოვ, დამეხმარე! გთხოვ... გაქცევაში დამეხმარე. მარიამ, დავიტანჯები და ეს შენ ჩემზე კარგად იცი, დავიტანჯები, ვერასდროს ვიქნები მასთან ბედნიერი. დამეხმარე გაქცევაში.
-გაგიჟდი?
-არა, მაგრამ თუ მივთხოვდები ნამდვილად გავგიჟდები.
-ხომ ხედავ შენი პრინცი აგვიანებს და არ მოდის. ის არ გიმსახურებს, არ უყვარხარ. ჯობია დაივიწყო.
-ვუყვარვარ მარი. ვუყვარვარ. დამიჯერე, ამას ვგრძნობ, მის გამოხედვაში ვკითხულობ როგორ ვუყვარვარ, მისი ღიმილი... ეს საოცრებაა. ჩემი ლომია, ნამდვილი ლომი. ჯერ კიდევ არ არის გვიან, მაგრამ ვგრძნობ რაღაც შეემთხვა, რაღაც ისეთი, რასაც ვერ ავხსნი, მაგრამ ვგრძნობ. საშინელი გრძნობაა, უიმედობა, ტკივილი და ერთად შერეული ეს საუცხოო იმედიანი მზერა, რომელსაც გამართლება არ აქვს. ძალიან მტკივა. - ხელი გულზე დაიდო და მოწყენილი სახით შეხედა მარიამს. - დამეხმარე!
-არა... არ შემიძლია.
-ვერ გავთხოვდები ისე, როგორც შენ გათხოვდი! უსიყვარულოდ, რომელსაც ტკივილის მეტი არაფერი არ მოუტანია შენთვის. ვერ დაგემსგავსები მარიამ, ეს მე არ შემიძლია.
მარიამი საშინლად გაბრაზდა. ხმა გაებზარა და მზად იყო ტირილი მოერთო მაშინვე, მაგრამ ამის ნაცვლად სირბილით დატოვა ოთახი და დატოვა თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა სრულიად მარტო, სატანჯველად.
***
ლომია ნელა, მაგრამ მაინც ახერხებდა სიარულს და მის დამტვრეულ სხეულს უკვე მეორედ უწევდა ამ რთული მისიის შესრულება, რასაც ფეხზე გავლა ერქვა.
მეორედ დაიწყო საავადმყოფოდან, უკვე ეჯავრებოდა ეს ადგილი, მაგრამ ამშვიდებდა კიდეც. ესმერალდაზე ფიქრობდა მხოლოდ, უნდოდა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, უნდოდა შეემსუბუქებინა საკუთარი თავისთვის ტკივილი, მაგრამ უპირველესად იმ გოგონასთვის, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. ოღონდ არ ჰკითხოთ არაფერი, არ უნდა იმის მოსმენა, თუ რა თქვა მაშინ, განათხოვარს როგორ მოვიყვანო, უბრალოდ ახლა თავის თავში გარკვევა უჭირდა და ძნელი დღეები უტევდა ყოველთვის.
ესმერალდა მისი იყო. ამას ყოველთვის გრძნობდა, მისი პირველი შეხების მერე, რომელმაც კომიდან გამოიყვანა.
***
-გთხოვ... წამომაყენე. უნდა მოვასწრო. აუცილებლად უნდა მივიდე მასთან.
-აბა შენ იცი მეგობარო. - ღიმილი გაურია გიორგიმ და სხეული დაძაბა. ააყენა, გავლა უკვე დამოუკიდებლად შეეძლო ლომიას, მაგრამ მაინც უჭირდა. ეტლში ჩააჯინა და საავადმყოფოს კარამდე ეტლით მიიყვანა.
უკვე დრო იყო თავისი ნამდვილი ძალის გამოვლენისა. ლომი იყო და ლომი უნდა ყოფილიყო ბოლომდე. ეს ყველასთვის უნდა დაემტკიცებინა, რომელიც მხოლოდ უაზრო ღრიალში კი არა, საქმეშიც უნდა გამოხატულიყო.
-სასწრაფოდ სამებისკენ! - გიორგი მართავდა მანქანას.
***
თვალს კარებისკენ აპარებს, წელავს, ძალიან სურს გათავისუფლება იმ მარწუხებისგან, მაგრამ ნაცნობი სახე არ ჩანს. მზად არის აქვე მოკვდეს, ოღონდ ეს ქორწილი არ შედგეს, მაგრამ მამაოს სანდომიან სახეს და ღიმილიან მზერას, რომ უყურებს წამიერად მშვიდდება, თითქოს მზად არის ამ ყველაფრისთვის. თითქოს იგრძნო ტკივილი მის სახეზე და ნაღვლიანი გაუხდა მზერა. შემდეგ თვალი ჩაუკრა გოგონას და სტუმრებისკენ შეტრიალდა.
ეკლესია ივსებოდა ხალხით. მალე დაიწყებოდა.
***
-ლომია! - გაშრა გიორგი, როცა წინმავალ ქალს დააკვირდა. - ღმერთო ჩემო.
-რა? რა გჭირს?
-ის არის... - ვერ თქვა ბოლომდე, ეშინოდა არ გამქრალიყო და სიტყვები ისევ არ გაუფერულებულიყო. - საერთოდ არ შეცვლილა. - ლომიას გაეღიმა და თვალი ჩაუკრა მეგობარს.
-მიდი, ძმაო. შენ ბედს მისდიე... შენც ამას არ მეუბნებოდი? დღეს ორივეს აგვიხდება ოცნებები... მჯერა! - წარმოთქვა და ნელა აუყვა კიბეებს სამებისაკენ.
***
-თანახმა ვარ. - თქვა ბიჭმა.
ესმერალდას უმძიმდა იგივე კითხვაზე თანხმობის თქმა, არადა ყველა მას მისჩერებოდა, მისი პირიდან ამოსულ, ბედნიერებისგან გაჟღენთილ სიტყვებს ელოდა, გოგონა კი კარისკენ აპარებდა შეშინებული ტვალს. ბოლო იმედის გაქრობის ეშინოდა, გაქცევა უნდოდა, ოღონდ აქაურობას მოშორებოდა და ამ ტანჯული ცხოვრებისთვის დაესვა წერტილი. სურდა ბედნიერების უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის, რომელსაც მის გვერდით მდგარი ბიჭისგან ვერ მიიღებდა.
-არა! - ეკლესიაში ექოდ გაისმა ღრიალი და კარისკენ მიატრიალა ყველამ თავი. ესმერალდამაც მიიხედა და თვალები მაშინვე გაუბრწყინდა. ყველანაირ იმედგადაწურული, ახლა ბედნიერებისგან ათამაშებდა თვალებს და აცახცახებულ სხეულს ძლივსღა იმორჩილებდა. მისმა წარმოთქმულმა სიტყვამ ლამის იქვე დაადნო სიამოვნებისგან და უეცრად მის მკლავებში ყოფნა მოუნდა. - ეს ქორწინება არ შედგება. - გრძელი ბილიკი გადმოჭრა, რომელიც ესმერალდასთან უფრო აახლოვებდა და ეს სიახლოვე ყველაფერი იყო მისთვის, მთლიანად გადახარშა თავისი საქციელი და მზად იყო გრძნობები მიეღო, მზად იყო გოგონა ყველანაირი მიეღო, ძველი ლომია უცებ სადღაც დაკარგა, გონება ერთიანი გაუხდა და იგრძნო არაფერი იყო იმაზე მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი ბედნიერება თვითონ ჰყოლოდა. გვერდით გიორგის გადახედა, რომელიც უკვე ნინისთან იყო და ეხუტებოდა, მისი ქმარი კი არ ჩანდა, იქნებ აღარც კი ჰყავდა ის. ბედნიერ თვალებს უყურებდა მისას და თვითონაც ებედნიერებოდა ესმერალდასთან ახლოს ყოფნა. გიორგიმ გამოხედა და თვალი ჩაუკრა, ანიშნა მიდიო და სასიამოვნოდ გაუღიმა.
ესმერალდას ჩაკიდა ხელი და საქმროს განრისხებული მზერა, რომ დაიჭირა გაეცინა.
-ისევ შენ? - ბოლოსღა ამოიღო ხმა, როცა ლომიამ დააღო პირი. ბიჭს არც უფიქრია, შეუბღვირა სმოკინგიან კაცუნას და იმედოვნებდა ეს ეყოფოდა, მაგრამ მისკენ რომ გაიწია, უეცრად მიეკრა ბიჭს, თითქოს ეხუტება და ცოლის მოყვანას ულოცავსო.
„ჩემი მუშტის გემო გეხსომება, გინდა ამდენ ხალხში ისევ შეგარცხვინო?“ - ჩასჩურჩულა ყურში და ზურგზე დაჰკრა ხელი. გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ თავის გატეხვა არჩია სახელის გატეხვას და არავის მისცემდა ნებით ეკლესიიდან წაეყვანა მისი მომავალი ცოლი. მუშტი მოუღერა ლომიას, თუმცა ლომიას მუშტმა ისევ ზღართანი მოადენინა ხალიჩაზე. აღშფოთებული ხალხის ხმები გაისმა, მაგრამ გიორგის კმაყოფილი მზერა ერთვოდა ამ ყველაფერს, რაც ძალას ჰმატებდა ლომიას.
-ლიკა... - კმაყოფილმა შეხედა წინ მდგარ ესმერალდას, რომლისთვისაც ეკლესიაში ასე უხეშად შემოჭრასაც არ დარიდებია. გოგონა გაბრწყინებული უყურებდა და კიდევ უფრო გაკვირვებული იმისგან, რომ მისი სახელი ახსოვდა. - გამომყვები ცოლად? - მის გვერდით დადგა ლომია და მღვდელს გაუსწორა მზერა, მთელი დრო უნდობლად რომ შესცქეროდა მოვლენებს. უკმაყოფილო ხმები ისმოდა აქეთ-იქიდან, მაგრამ ბედნიერი იყო ლომია და ბედნიერი იყო ანგელოზი, სახელად ესმერალდა.
დასასრული...

„ლომია მიხვდა, როგორც იქნა მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა საკუთარი ბედნიერების მიღებისთვის. მან ესმერალდა არ დათმო არაფარის ფასად, ბედნიერებაც სწორედ ეს არის. სიტყვებით არა... მთავარია საქმით დაამტკიცოთ, რომ ამის ღირსი ხართ, უბრალოდ უნდა მიჰყვეთ, არ დანებდეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ არასდროს. ყველას აქვს მომენტები, როცა არაფრის იმედი არ აქვს, ყველას აქვს ისეთი დრო, როცა საკუთარი თავის რწმენას კარგავს და გვერდით ამ დროს არავინ ჰყავს. მთავარია ხავსს ჩაეჭიდოთ ნაპირისკენ გამოსასვლელად და მდინარეში არ ჩაიხრჩოთ. იგრძნობთ ბედნიერების ძალას, მის მოახლოებას, თუკი არ გაჩერდებით და ძებნას, ან ბრძოლას არ შეწყვეტთ. მარტივად მოსული ბედნიერება, მარტივადვე წავა. ლომია და ესმერალდა კი იცხოვრებენ დიდხანს, ბედნიერად, იმ ტანჯვის გამოვლის შემდეგ, რაც ორივემ გადაიტანა ისე დასრულდა ყველაფერი, როგორც განგებამ მოისურვა, როგორც ეწერა დიდ, უხილავ წიგნში, ბედისწერის წიგნში.
იგრძენი, დაისახე მიზანი და იბრძოლე!“
ლომია წერას მორჩა და ლეპტოპი დახურა. სახეზე სიამოვნების კვალი არ შორდებოდა. გვერდით, მოფუსფუსე ქალს გახედა, რომელიც შუქს ასხივებდა ძველებურად, როგორც კი ერთ დროს, მისმა შუქმა სრულიად გაუნათა გონება.
წამოდგა ნასიამოვნები, ოთახი გადაჭრა და თავის საყვარელ ქალს მიუახლოვდა. უკნიდან მიეკრა. მაშინვე ჩაეღვარა სითბო და დენდარტყმულივით გააჟრჟოლა სიამოვნებისგან. - მიყვარხარ! - თბილად ჩასჩურჩულა ყურში და გამობერილ მუცელზე შემოჰხვია ხელი ესმერალდას.
ე.მ.
1 იანვარი 2016

_____________
ესეც ასე... ძლიივს მორჩა. მინდოდა ახალი წლის პირველი დღე ამ ისტორიის დასასრულის დადებით დამეწყო და ასეც მომელოცა თქვენთვის ახალი წელი.
განსაკუთრებით ჩემ ესმერალდას ვულოცავ ახალ წელს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა ამ ისტორიას ვწერდი, ჩემი მუზა იყო და კიდევ იქნება... აუცილებლად.
ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გვერდში მედექით... დასასრულს კი, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა თქვენი აზრის მოსმენა.. როგორ მოგეწონათ, როგორი დასასრული იყო და საერთოდ კმაყოფილი თუ ხართ ^^
ემილი! ეს ისტორია, მთლიანად შენ...
და ბოლო სიტყვები შენ გეკუთვნის, ბედნიერებისთვის იბრძოლე ჩემო კარგო... ყველაზე კარგი გოგო ხარ და ეს უნდა იცოდე უკვე <3
ესმერალდა შენ ხარ.. ჰოდა ამით ბედნიერება დაგებედება შენც!
LOVE YOU...



№1  offline წევრი lesia

სათაურმა და სურათმა დამაინტერესა. აუცილებლად წავიკითხავ love
გილოცავ ახალ წელს

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ესმერალდა ესმერალდა
არასდროს ვინანებ რომ ეს ისტორია წავიკითხე
ისეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
ძალიან ძალიან კარგი იყო ♥
--------------------
მარიამი

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

lesia
სათაურმა და სურათმა დამაინტერესა. აუცილებლად წავიკითხავ love
გილოცავ ახალ წელს

გამიზიარე შთაბეჭდილება აუცილებლად! love მადლობა ^_^
გიჟი - ♥♥♥
ესმერალდა ესმერალდა
არასდროს ვინანებ რომ ეს ისტორია წავიკითხე
ისეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
ძალიან ძალიან კარგი იყო ♥

ძალიან ძალიან მიხარია მე love კიდევ არ მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ დასასრულს სად წავუვიდოდი? :(( ძალიან მომენატრება ესმერალდა. აქაც კი შემაყვარა თავი sad recourse love
მახარებ გიჟოო
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4 სტუმარი Black

Vuh gvian vnaxe:/mara umagresia sg erkinio bravo vualaa..kaia dzma imedia siaxleebi male iqneba

 


№5  offline წევრი ROLIKA

Esmeraaldaaa <3 erkee hmm gitxari vkitxulob dziliswin istoriebs metqi rom mitxari rogor ishrome werisas davintrigdi <3 kargi iyoo ^^ tbilii tkbilii <3 kargi weris stili gaqvs <3 momwons

 


№6  offline მოდერი chica sol

დასასრულიო? აჰაა... კარგია...
ჩეემთვის ახლა იწყება. ლომია მოვდივარ:დ

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სდინდება არა ერკე,მოსდის...სხვა?სხვა რა გითხრა,კარგი ხარ,ნიჭიერი და ვიცი ბევრს მიაღწევ.ძალიან თბილი დასასრული იყო,შენ რომ შეგეფერება ისეთი.წარმატებები.

 


№8  offline წევრი EmyLee

ჩემო საყვარელო და ყველაზე ნიჭიერო ლაშუნაა♡♡ მიყვარხარ ლაშ♡♡ ჩემითბილი და გმირი ლაშუნახარ¤♡♡♡♡♡
--------------------
Rain Of Native Girl

 


№9  offline წევრი nini :)

აუ რა კარგი იყოოოოო love ვგიჟდები ამ ისტორიაზე, ლომიაზეც და შენზეც რომ ვგიჟდები ეგ გითხარი? თუ არ მითქვამს ეხლა გეტყვი, ძალიან მაგრად წერ და მომწონს, დასასრულს რაც შეეხება ის იყო რაც მინდოდა, გაამართლე ჩემი იმედებიიიიი love love love love love

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

Black
Vuh gvian vnaxe:/mara umagresia sg erkinio bravo vualaa..kaia dzma imedia siaxleebi male iqneba

ჰო.. მთავარია რომ ნახე :D <3 მადლობა love ცოტა მეტი რამ დაგეწერა კაცო
ROLIKA
Esmeraaldaaa <3 erkee hmm gitxari vkitxulob dziliswin istoriebs metqi rom mitxari rogor ishrome werisas davintrigdi <3 kargi iyoo ^^ tbilii tkbilii <3 kargi weris stili gaqvs <3 momwons

მიხარია რომ მოგწონს.. ინტრიგა კი ჩემი საქმეა რა საერთოდ :D მოსიარულე ინტრიგა ვარ <3
მარიამ ზაქარაშვილი
დასასრულიო? აჰაა... კარგია...
ჩეემთვის ახლა იწყება. ლომია მოვდივარ:დ

ველოდები იცოდე შენ კომენტარს, როცა დაასრულებ!
ლორელაი
სდინდება არა ერკე,მოსდის...სხვა?სხვა რა გითხრა,კარგი ხარ,ნიჭიერი და ვიცი ბევრს მიაღწევ.ძალიან თბილი დასასრული იყო,შენ რომ შეგეფერება ისეთი.წარმატებები.

შენიშვნა მიღებულია... და ძალიან დიდი მადლობა შე მაგარო <3 შენც წარმატებებიიი <3
EmyLee
ჩემო საყვარელო და ყველაზე ნიჭიერო ლაშუნაა♡♡ მიყვარხარ ლაშ♡♡ ჩემითბილი და გმირი ლაშუნახარ¤♡♡♡♡♡

აი, შენ მაინც გამათბე, ყველანააირად კარგი ხარ ჩემო ესმერალდა და ამ თავშიც ისე დავასრულე, როგორც საჭირო იყო და როგორც მინდოდა მათი ისტორია დასრულებულიყო, თუმცა ... არ დასრულებულა... ის ხომ გაგრძელდება, თქვენ გააგრძელებთ გონებაში და იქნებ გაგრძელება უკეთესიც იყოს love
შენ არ გეპატიება ასეთი პატარა კომენტარი! wink wink
შენ გეძღვნება ეს ისტორია, ჰოდა მაინც ველოდი რომ უფრო ვრცლად დაწერდიიიი :(((
მაინც მიყვარხარ love
nini :)
აუ რა კარგი იყოოოოო love ვგიჟდები ამ ისტორიაზე, ლომიაზეც და შენზეც რომ ვგიჟდები ეგ გითხარი? თუ არ მითქვამს ეხლა გეტყვი, ძალიან მაგრად წერ და მომწონს, დასასრულს რაც შეეხება ის იყო რაც მინდოდა, გაამართლე ჩემი იმედებიიიიი love love love love love

აჰამმმ... ძალიან კარგი. ვნერვიულობდი, ვაიდა იმედები ვერ გამემართლებინა love love love უხ... ზოგს ლომიას სიკვდილი უნდოდა :((( ზოგს რა.. მარიამს.. მიხვდება თვითონ, ვინც იგულისხმება wink
მიყვარხართ ყველანიიიი ჩემო მკითხველნო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი EmyLee

მაინც გეყვარები ხო:დდდ ვაიმე ლაშ

უზომოდ თბილი და ემოციური ისტორია იყო ლაშ.წინა თავში ისე ვინერვიულე რომ არმოგეკლა ეს ბიჭი:დდ საშინელებაა უსიყვარულოდ გათხოვება და მიხარია ჰეფი ენდიც♡♡ შენ კი უნიჭიერესი ხარ და მართლა სიტყვები არმყოფნის გადმოგცე რას ვგრძნობ.ჩემო თბილო და საყვარელო♡♡ რაღაც მომენტები დავიჭირე მსგავსების.. დიალოგები კიდევ:დდ იდენტური იყო თითქმის ჩვენი ურთიერთობის:დდ გმადლობ შენ ამ სიხარულისთვის.. მაბედნიერებს შენი ყველა საჩუქარი. მოკლედ საოცრება ხარ ლაშ♡♡
--------------------
Rain Of Native Girl

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
მაინც გეყვარები ხო:დდდ ვაიმე ლაშ

უზომოდ თბილი და ემოციური ისტორია იყო ლაშ.წინა თავში ისე ვინერვიულე რომ არმოგეკლა ეს ბიჭი:დდ საშინელებაა უსიყვარულოდ გათხოვება და მიხარია ჰეფი ენდიც♡♡ შენ კი უნიჭიერესი ხარ და მართლა სიტყვები არმყოფნის გადმოგცე რას ვგრძნობ.ჩემო თბილო და საყვარელო♡♡ რაღაც მომენტები დავიჭირე მსგავსების.. დიალოგები კიდევ:დდ იდენტური იყო თითქმის ჩვენი ურთიერთობის:დდ გმადლობ შენ ამ სიხარულისთვის.. მაბედნიერებს შენი ყველა საჩუქარი. მოკლედ საოცრება ხარ ლაშ♡♡

შენთვის ემილი ყველაფერი მსურს love love ჰო, მეყვარები აბა რა :D love
ჰო... მე კი მინდა ჩვენი ისტორიაც ასე კარგად დასრულდეს ლამაზო love love
ჩემი ესმერალდა ჩემთან love
მახარებ და მაბედნიერებ ძალიან <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

ოჰ..კიდევ კარგი ყველაფერი გასწორდა..საუკუნეა,რაც კომენატრის დაწერა მინდა,მაგრამ რაღაც ხარვეზების გამო მხოლოდ ახლა ვწერ...

ამაფორიაქებელი თავი იყო...ათასი ინტრიგითა და მოულოდნელობით სავსე...ესმერალდა!.
ბრავო,ერკე..
არ მეგონა თუ ასე კარგად ბიჭი აღწერდა ემოციებს..მამრობითი სქესი მსგავს რამეებზე არ წერს,ალბათ,გრძნობებშI წარუმატებლობას სისუსტედ მიიჩნევენ...

შესანიშნავად დაგვანახვე ლომიას სამყარო...ეს არაჩვეულებრივი იყო..

ეგ მომენტი მომეწონა,ესმერალდაზე რომ გაიფიქრა იქნებ ქალიშვილიც არაოო და მერე რომ გაწყიტა..აქ შესანიშნავად გამოჩნდა ქართველი კაცის ლოგიკა...მერე გავაცნობიერე და მაგრად გამეცინა,ის ღამე გამახსენდა ესმერალდას პირველად რომ შეხვდა...

ყველაფერი ზემოიერად და კარგად გქონდა..

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

უნდა ვწერო
ოჰ..კიდევ კარგი ყველაფერი გასწორდა..საუკუნეა,რაც კომენატრის დაწერა მინდა,მაგრამ რაღაც ხარვეზების გამო მხოლოდ ახლა ვწერ...

ამაფორიაქებელი თავი იყო...ათასი ინტრიგითა და მოულოდნელობით სავსე...ესმერალდა!.
ბრავო,ერკე..
არ მეგონა თუ ასე კარგად ბიჭი აღწერდა ემოციებს..მამრობითი სქესი მსგავს რამეებზე არ წერს,ალბათ,გრძნობებშI წარუმატებლობას სისუსტედ მიიჩნევენ...

შესანიშნავად დაგვანახვე ლომიას სამყარო...ეს არაჩვეულებრივი იყო..

ეგ მომენტი მომეწონა,ესმერალდაზე რომ გაიფიქრა იქნებ ქალიშვილიც არაოო და მერე რომ გაწყიტა..აქ შესანიშნავად გამოჩნდა ქართველი კაცის ლოგიკა...მერე გავაცნობიერე და მაგრად გამეცინა,ის ღამე გამახსენდა ესმერალდას პირველად რომ შეხვდა...

ყველაფერი ზემოიერად და კარგად გქონდა..

იმ ღამეს არაფერი მომხდარა... და ვერც იმას ვიტყვი იყო ქალიშვილი თუ არა wink მე რა ვიცი :D
შენ კი ძალიან მახარებ ასეთი მაგარი კომენტარით, მთლად რომ გაგიანალიზებია ლომიას სამყარო დაგინახია კარგად.. <3 love love
მარიკუნაა ^_^
მაგ ლოგიკაში სწორედაც რომ ყველაფერი ვთქვი. საშინლად მაღიზიანებენ ეგეთი მამაკაცები, მაგრამ ლომია ვერ გავიმეტე... უბრალოდ მისი პერსონაჟიდან და ცვლილებიდან გამომდინარე ასეთი ვერ იქნებოდა...
კარგი გოგო ხარ ძალიან love მადლობა, რომ კითხულობდიიი და ჩემთან იყავი
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

ვკითხულობდი ამ თავს და ვგრძნოდი რომ თითოეული სიტყვა მიყვებოდა შენზე, შენსა და შენს ესმერალდაზე... შენს სულსა და გონებაზე... ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გადმოცემ, ვერც დახატავ,ვერც დაინახავ, ეს უბრალოდ უნდა იგრძნო, შენ თვითონ უნდა შეიგრძნო მთელი სხეულითა და სულით... მე კი შენი თითოეული სიტყვა ვიგრძენი.. აღმაფრთოვანა და ფრთები შემასხა... ნაწერმა თავი დამაკარგვინა და სხვა გალაქტიკაში ამოვყავი თავი, სულ სხვა განზომილებაში, ეს სასწაული შეგრძნება იყო, როგორც შენი ნაშრომია სასწაული...
წინა კომენტარშიც გითხარი ერკ, რომ ხანდახან გოგო მგონიხარ wink (ისევ ვაზუსტებ, მხოლოდ ხანდახან)ნასე მაგრად რომ აღწერ შინაგან სამყაროსთქო, ეს მართლაც დასაფასებელია. ბრავო ერკე...
მაინც ინტრიგად დამიტოვე იმ ღამით რა მოხდა... როგორ მაინტერესებდა ყველაფერი... wink ოხ ტეროოო..
სასწაული დასასრული იყო განუმეორებელი... რაც არ უნდა ყოფილიყო დასასრული ვიცი რომ იმ ყველა გრძნობას განვიცდიდი რაც ამ ჰეფი ენდით დასასრულს მოყვა... love
ამჟამად გავკადნიერდები wink და იცი რას ვიტყვი? ვისურვებდი შენი ყველა ნაშრომი უფრო გავრცობილად მენახა ერთ წიგნად შეკრული, ზამთარში თბილ ბუხართან ერთად და ჭიქა ჩაისთან ერთად (ჭიქა ჩაი და არა ღვინო ერკე) წამითაც კი ვერ ვაპატიებ გონებას მოდუნებას, თითოეული სიყტვა მტვერსასრუტივით რომ შევისრუტო და ბოლომდე შევიგრძნო..
მართლაც რომ ბრავო ერკე... love
პ.ს (მაინც დღე მომიწია დამთავრება) wink

 


№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
ვკითხულობდი ამ თავს და ვგრძნოდი რომ თითოეული სიტყვა მიყვებოდა შენზე, შენსა და შენს ესმერალდაზე... შენს სულსა და გონებაზე... ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გადმოცემ, ვერც დახატავ,ვერც დაინახავ, ეს უბრალოდ უნდა იგრძნო, შენ თვითონ უნდა შეიგრძნო მთელი სხეულითა და სულით... მე კი შენი თითოეული სიტყვა ვიგრძენი.. აღმაფრთოვანა და ფრთები შემასხა... ნაწერმა თავი დამაკარგვინა და სხვა გალაქტიკაში ამოვყავი თავი, სულ სხვა განზომილებაში, ეს სასწაული შეგრძნება იყო, როგორც შენი ნაშრომია სასწაული...
წინა კომენტარშიც გითხარი ერკ, რომ ხანდახან გოგო მგონიხარ wink (ისევ ვაზუსტებ, მხოლოდ ხანდახან)ნასე მაგრად რომ აღწერ შინაგან სამყაროსთქო, ეს მართლაც დასაფასებელია. ბრავო ერკე...
მაინც ინტრიგად დამიტოვე იმ ღამით რა მოხდა... როგორ მაინტერესებდა ყველაფერი... wink ოხ ტეროოო..
სასწაული დასასრული იყო განუმეორებელი... რაც არ უნდა ყოფილიყო დასასრული ვიცი რომ იმ ყველა გრძნობას განვიცდიდი რაც ამ ჰეფი ენდით დასასრულს მოყვა... love
ამჟამად გავკადნიერდები wink და იცი რას ვიტყვი? ვისურვებდი შენი ყველა ნაშრომი უფრო გავრცობილად მენახა ერთ წიგნად შეკრული, ზამთარში თბილ ბუხართან ერთად და ჭიქა ჩაისთან ერთად (ჭიქა ჩაი და არა ღვინო ერკე) წამითაც კი ვერ ვაპატიებ გონებას მოდუნებას, თითოეული სიყტვა მტვერსასრუტივით რომ შევისრუტო და ბოლომდე შევიგრძნო..
მართლაც რომ ბრავო ერკე... love
პ.ს (მაინც დღე მომიწია დამთავრება) wink

აჰა! ვაიმე გამაწითლე ^^
ჰოდა, შენ კიდევ ამბობდი, რომ არ ვარ საუკეთესო მკითხველი და ნუ აფერისტობო... აი ამ სიტყვებისთვის უნდა დაისაჯო კიდეც! როგორ გამათბო და გამაბედნიერა შენმა კომენტარმა ვერ წარმოიდგენ. სასიამოვნოა, როცა ასე გრძნობენ იმას, რასაც მე ვგრძნობ წერისას, ან უფრო სწორედ რაც მინდა რომ იგრძნოს მკითხველმა. ამ გრძნობებს თუ რეალურად საგრძნობლად გადმოვცემ, მწერლისთვის ეს ყველაზე დიდი რამაა, რასაც მკითხველი ეტყვის, ასე ვფიქრობ. მეც ვიგრძენიო, ამაზე დიდი რამ არ ვიცი რა შეიძლება იყოს.. დიდი მადლობა ყოველი ამ თბილი სიტყვისათვის და დამოკიდებულებისათვის. იმისთვისაც, რომ არ დაიზარე და მაინც დღეს ჩაამთავრე... და მიყვარს მე შენი კომენტარებიიი... ძალიან მიყვარხარ შენც!
წიგნს რაც შეეხება ამას მუშაობა უნდა, ბევრი ბევრი მუშაობა და უფრო დაკვირვებულად წერა... არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, არცერთი ნიუანსი და ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. მოკლედ.. რომანსაც ხომ ვწერ. ოღონდ ის არარეალურ სამყაროზე იქნება და არ ვიცი როგორ მოგეწონება შენ, რომ გაკადნიერდი და ჩემ ნაშრომებს ჩაით ხელში ბუხართან იტკბარუნებ უკვე wink love
ფანტასტიკური რომანი რამდენად მოგეწონება ეს მე არ ვიცი... წელს იმასაც დავასრულებ. იქნებ ისე გავაკეთო კიდეც, რომ დავბეჭდო... არ ვიცი ვნახოთ. ძალიან რთულ რომანს შევეჭიდე, ბევრი რამ უნდა ახლიდან გადავწერო და დავაზუსტო. ჰოდა ^_^ მოთმინებას თუ იქონიებთ კარგი იქნება love მადლობა ამ უსაზღვროდ მაგარი შეფასებისთვის ტერო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე
terooo
ვკითხულობდი ამ თავს და ვგრძნოდი რომ თითოეული სიტყვა მიყვებოდა შენზე, შენსა და შენს ესმერალდაზე... შენს სულსა და გონებაზე... ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გადმოცემ, ვერც დახატავ,ვერც დაინახავ, ეს უბრალოდ უნდა იგრძნო, შენ თვითონ უნდა შეიგრძნო მთელი სხეულითა და სულით... მე კი შენი თითოეული სიტყვა ვიგრძენი.. აღმაფრთოვანა და ფრთები შემასხა... ნაწერმა თავი დამაკარგვინა და სხვა გალაქტიკაში ამოვყავი თავი, სულ სხვა განზომილებაში, ეს სასწაული შეგრძნება იყო, როგორც შენი ნაშრომია სასწაული...
წინა კომენტარშიც გითხარი ერკ, რომ ხანდახან გოგო მგონიხარ wink (ისევ ვაზუსტებ, მხოლოდ ხანდახან)ნასე მაგრად რომ აღწერ შინაგან სამყაროსთქო, ეს მართლაც დასაფასებელია. ბრავო ერკე...
მაინც ინტრიგად დამიტოვე იმ ღამით რა მოხდა... როგორ მაინტერესებდა ყველაფერი... wink ოხ ტეროოო..
სასწაული დასასრული იყო განუმეორებელი... რაც არ უნდა ყოფილიყო დასასრული ვიცი რომ იმ ყველა გრძნობას განვიცდიდი რაც ამ ჰეფი ენდით დასასრულს მოყვა... love
ამჟამად გავკადნიერდები wink და იცი რას ვიტყვი? ვისურვებდი შენი ყველა ნაშრომი უფრო გავრცობილად მენახა ერთ წიგნად შეკრული, ზამთარში თბილ ბუხართან ერთად და ჭიქა ჩაისთან ერთად (ჭიქა ჩაი და არა ღვინო ერკე) წამითაც კი ვერ ვაპატიებ გონებას მოდუნებას, თითოეული სიყტვა მტვერსასრუტივით რომ შევისრუტო და ბოლომდე შევიგრძნო..
მართლაც რომ ბრავო ერკე... love
პ.ს (მაინც დღე მომიწია დამთავრება) wink

აჰა! ვაიმე გამაწითლე ^^
ჰოდა, შენ კიდევ ამბობდი, რომ არ ვარ საუკეთესო მკითხველი და ნუ აფერისტობო... აი ამ სიტყვებისთვის უნდა დაისაჯო კიდეც! როგორ გამათბო და გამაბედნიერა შენმა კომენტარმა ვერ წარმოიდგენ. სასიამოვნოა, როცა ასე გრძნობენ იმას, რასაც მე ვგრძნობ წერისას, ან უფრო სწორედ რაც მინდა რომ იგრძნოს მკითხველმა. ამ გრძნობებს თუ რეალურად საგრძნობლად გადმოვცემ, მწერლისთვის ეს ყველაზე დიდი რამაა, რასაც მკითხველი ეტყვის, ასე ვფიქრობ. მეც ვიგრძენიო, ამაზე დიდი რამ არ ვიცი რა შეიძლება იყოს.. დიდი მადლობა ყოველი ამ თბილი სიტყვისათვის და დამოკიდებულებისათვის. იმისთვისაც, რომ არ დაიზარე და მაინც დღეს ჩაამთავრე... და მიყვარს მე შენი კომენტარებიიი... ძალიან მიყვარხარ შენც!
წიგნს რაც შეეხება ამას მუშაობა უნდა, ბევრი ბევრი მუშაობა და უფრო დაკვირვებულად წერა... არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, არცერთი ნიუანსი და ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. მოკლედ.. რომანსაც ხომ ვწერ. ოღონდ ის არარეალურ სამყაროზე იქნება და არ ვიცი როგორ მოგეწონება შენ, რომ გაკადნიერდი და ჩემ ნაშრომებს ჩაით ხელში ბუხართან იტკბარუნებ უკვე wink love
ფანტასტიკური რომანი რამდენად მოგეწონება ეს მე არ ვიცი... წელს იმასაც დავასრულებ. იქნებ ისე გავაკეთო კიდეც, რომ დავბეჭდო... არ ვიცი ვნახოთ. ძალიან რთულ რომანს შევეჭიდე, ბევრი რამ უნდა ახლიდან გადავწერო და დავაზუსტო. ჰოდა ^_^ მოთმინებას თუ იქონიებთ კარგი იქნება love მადლობა ამ უსაზღვროდ მაგარი შეფასებისთვის ტერო <3

ვგიჟდები ფანტაზიაზე... რა მნიშვნელობა აქვს რაზეა... ვინ არიან იქ... ესეთი ნაწარმოების ,, რომანის" წაკითხვის დროს ტვინი სასიამოვნოდ ისვენებს...თითქოს ოქროს ქვიშებზე დაისვენე მცხუნვარე მზეზე

 


№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

მაშინ... ისღა დამრჩენია გითხრა, რომ დაელოდო love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent