ვერ დაგთმობ (სრულად)
- ნია ბოლოჯერ მესმის მისი ხმა. მანქანაში ვჯდები გიჟივით ვწყვეტ ადგილს ვერ ვიმორჩილებ საჭეს ვერც სიჩქარეს მანქანის ფარებმა მომჭრა თვალი და ხმაური შეჯახება. გათიშვა და სიბნელე. * * * მგონია თავი სადაცაა გამისკდება თვალებს ძვლის ვახელ ან ვერ ვახელ. ხები მესმის. ზოგი ნაცნობი ზოგი უცნობი. ვცდილობ გამოფხიზლებას არ გამომდის. რაღაც საშინლად მტკივა გონება ითიშება ისევ სიბნელე. ძალას ვიკრებ თვალებს ვახელ უსიამოვნო სურნელი ცხვირს მიწვავს მტკივა მეწვის ხელს ვერ ვამოძრავებ ვერც ფეხს... თვალებს ვატრიალებ ვცდილობ ნაცნობი სახის პოვნას არ ჩანს, არაა აქ, კარი იღება სილუეტს ვყურებ ნინა ტირილით მიახლოვდება ასეთი არასდროს მინახავს - რა მოხდა? ვლუღლუღებ ჩუმათ - რა მოხდა? გიჟ ხარ, ნამდვილი გიჟ. სად გარბოდი, ხედავ რა დღეში ხარ? თავს იკლავდი? - ხომ ხედავ არ მოვმკვდარვარ. ვამბობ უემოციოდ - მართლა გიჟ ხარ ნია ყიფიანო! გადარეული.... შეშლილი - მადლობა. - იდიოტი ხარ. როგორ შემაშინე შენ არც კი იცი. ისე ტირის არა ღრიალებს... მე კი უემოციოდ ვუყურებ ადრე მეტკინებოდა ახლა? ახლა ვერაფერს ვგრძნობ. მტკივა უსაშველოდ, უაზროდ, მენატრება, გაგიჟებამდე თავის დაკარგვამდე. ის კი არ ჩანს. * * * დედაჩემი 18 წლის ასაკში გაყვა მამაჩემს, ხუთი წლის მცდელობის შემდეგ დავიბადე მე ნია ყიფიანი. პირველი შვილი, პირველი შვილიშვილი, პირველი დიშვილი, პირველი ბიძაშვილი. ყველა მანებივრებდა, მათამამებდა. არადერი მაკლდა ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა. მხოლოდ ძმა მინდოდა უფროსი ძმა, მაგრამ ვერ მოხერხდა. მყავდა ნიკუშა, ჩემი ბაღის მეგობარი, ძმა, ძაკაცი. მყავდა ნინა, და, დაქალი, ყველაფერი რაც მინდოდა. მყავდა სოფო. განუყოფელი ნაწილი, დიდი ტკივილი. ჩვენ ვიყავით ყველაფერი, მე მქონდა ველაფერი, მყავდა საუკეთესო სამეგობრო. * * * აკოს დაბადების დღე იყო, წითელი კაბა მეცვა, შავი მაღლები, მსუბუქი მაკიაჟი. ვერთობოდით, ვსვავდით. უჩა მოვიდა ცეკვა შემომთავაზა დავთანხმდი. სასმელმა გამათამამა. ვაკოცე. დაიწყო ყველაფერი, გავხდით წყვილი. საკმაოდ კარგი ურთიერთობა, საერთო სამეგობრო და არანაირი შეზღუდვა. მიყვარდა? არა არ მიყვარდა. უფრო სწორად შევეჩვიე. მის სიახლოვეს მივეჩვიე. იყო რაღაც მასში ისეთი, სხვანაირი. ბათუმში ვიყავით სამეგობრო. ჩვენთვის ვერთობოდით, ვსვავდით. ნიკუშამ აიტეხა ზღვაშ უნდა ჩავიდეო. გავრეკეთ, ნიკუშა წყალში შეხტა, უკან მივყევი მარტო ხო არ გავუშვებდი. სოფო ბოლო ხმაზე ბღაოდა მთვრალები ხართ რამე არ დაგემართოთო. მე და ნიკუშა? ვხარხარებდით. ბოლომდე გავერთეთ. მაგრამ ფეხი გამიკავდა. ვერ გავცურე. პირველად არ მეყო ჰაერი ვიგრძენი წყლით როგორ მევსებოდა ფილტვები. თვალები მეხუჭებოდა ვცდილობდი ამოსვლას არ გამომდიოდა. მუცელზე შემეხო რაღაც და ნაპირისკენ წამიყვანა. სული მოვითქვი ჰაერი ჩავისუნთქე. ჩემს მშველელს ავხედე. ნიკუშა ზედ ეკვროდა გოგოები მადლობას უხდიდნენ უჩა ძმობას ეფიცებოდა. პირველად ვნახე, პირველად ვიგრძენი როგორ ამიცახცახდა სხეული მაგრამ სიცივეს დავაბრალე. ჰოო... ის... დემეტრე დავითულიანი იყო. თავად სახელგანთქმული ბიზნესმენი დემეტრე დავითულიანი. * * * 10 დღეში გამომწერს ისე არ ჩანდა. ისევ მტკიოდა მენატრებოდა... ის კი არ ჩანდა. ყვეა თავს მევლებოდა, მე მხოლოდ ის მჭირდებოდა. არ მოდიოდა, ტკივილისთვის მიმეტებდა. ნეტა იცოდე როგორ მენატრები... მოხვიდოდი. ჩამეხუტებოდი და არასდროს გამიშვებდი. არ დამთმობდი. * * * დავითულიანი ჩვენიანი გახდა. ყველგან ერთად ვიყავით. დემეტრეს შევეჩვიე, უჩა? ურთიერთობა დაგვეძაბა. პირველად ვიჩხუბეთ. 2 კვირა ვერ მირიგებდა. ბოლოს შევურიგდი. - გელოდები ჩამოდი - მოვდივარ. მანქანაში გაყინული ჩავჯექი. უჩამ ერთო შემომხედა და ადგილიდან ისე წრაფად გავარდა გააზრებაც ვერ მოვასწარი. - რა ხდება. - არაფერი. - სად მიგყავარ? - მივალთ და ნახავ? - გეთქვა მაინც, ნორმალურად ჩავიცვამდი. - არა იყო საჭირო. წყნეთში წამიყვანა. მთელი ეზო ბუშტებით იყო მორთული. რით ვერ გამოვიდა ბავშვობის ასაკიდან? აუზი ვარდის ფურცლებით იყო მორთული. პიიველად მითხრა „მიყვარხარო“ ჩემი რეაქცი? გავოგნდი, არ ველოდი. ჰოო.. ნამდვილად არ ველოდი. ვერაფერი ვუთხარი. უხმოდა ჩავჯექი მანქანაში არ მყვარდა. ვიცოდი რომ არ მიყვარდა, მაგრამ არ მემეტებოდა დასათმობად. მხოლოდ ვაკოცე ვერ გავშვი. * * * სამზარეულოში ყავას ვიკეთებდი დედა შემოვიდა უცნაურად გამიღიმა. რაღაცის თქმას აპირებდა. მივუხდვი დავასწარი. - რა იყო ქეთევან,ამჯერად რა უნდა მისაყვედურო? - რამდენი ხანია ერთად ხართ? - რა? - უჩა... - დედა.. - ნია გეკითხები... - საიდან გაიგე? - მთელი ქალაქი თქვენზე ლაპარაკობს... - საკმაოდ დიდი ხანია... - დარწმუნებული ხარ? - კი დედა. ვიცრუე. ჰოო ავდექი და ვიცრუე პირველად მოვატყუე დედა. არ ვიყავი დარწმუნებული არ მიყვარდა ვერ ვთმობდი. ბავშვობიდან ასე იყო რასაც ვეჩვეოდი მერე მიჭირდა მიტოვება. ახლაც ასეა ვერ მივატოვე ვერ გავუშვი ეგოისტი ვარ. * * * 2 თვე გავიდა ავარიიდან ისევ ველოდები, ის ისევ არ ჩანს. ფანჯრის რაფაზე ვზივარ და მასზე ვფიქრობ. შენს გარეშე არაფერი ვარ. მენატრები. არ მინდა შენი დათმობა. შეგეჩვიე? საკმაოდ. მიყვარხარ? არაამქვეყნიურად. გაპატიე? რომ წამოვედი მაშინვე. უშენოდ ვერ ვსუნთქავ, მიჭირს უჰაერობა... არ მინდა უშენოდ. რა იქნება რომ დაბრუნდე? ჩამკიდო ხელი და აღარასდროს გავუშვათ ერთმანეთს? გამაგიჟა, ჰოო... გამასულელა შენმა სიყვარულმა. მაინც მომიგრიხა რქები. გელოდები... ვიცი... დარწმუნებული ვარ, ვგრძნობ რომ დაბრუნდები. ხელს ჩამკიდებ და არასდროს აღარ გამიშვებ. მჯერა რომ ვერ დამთბობ, მჯერა რომ არ გემეტები დასათმობად. დაბრუნდი გთხოვ. დაბრუნდი.... * * * კლუბში ვიყავით სასტავი. არ ვსვავდი არ მინდოდა დალევა. უჩა თურქეთში იყო წასული საქმეზე. უხასიათოდ ვიყავი. კოქტეილი შევიკვეთე ბართან ვიჯექი და მოხიტოს ვწრუპავდი. - დღეს საოცრად გამოიყურები. მომესმა ბოხი ბარიტონი. - დემეტრე? - როგორ ხარ ნია? - არამიშავს. შენ როგორ ხარ? - უკვე საკმაოდ კარგად. მიღიმის. ყველაზე მეტად უხდება ამ ბიჭს ღიმილი. მეკეტება... ისე საყვარლად ეჩუტება ლოყები. ახლა ისეთი სიმპათიური მმმ... რეებს ვფიქრობ. - მარტო რატომ ხარ? - მარტო ვარ ახლა მე? - აბა? - შენ აქ ხარ ნია. - ჰოო... - ვიცეკვოთ? - კარგი. სიმხურვალე... პულსის გაორმაგება... ბუსუსები... აკანკალებული სხეული და მომღიმარი დავითულიანი. თვალებიც კი საოცარი აქვს... მწვანე... ისეთი მწვანე... ვუყურებ და მაინც ვერ ვხსნი როგორი მწვანეა. თვალს ვერ ვწყვეტ... იხრება და ნაზად მეხება ბაგეზე. არ ვეწინააღმდეგები. კოცნაში ვყვები. მშორდება. თვალს მიკრავს და კლუბიდან გადის. მე? ვრჩები გაოგნებული. ადგილიდან არ ვიძვრი.. ვუყურებ ისევ იმ ადგილს საიდანაც დავითულიანი გავიდა. * * * - ამდენ ხანს სად არის? - დამშვიდდი მალე დაბრუნდება... - ქეთევან, ღამის 3 საათია. ამ დროს სად დაიარება? - კლუბშია ბავშვებთან ერთად, ნიკუშაც იქაა ხომ იცი. - გადამრევს ეს გოგო. ჯერ მხოლოდ 18ისაა. - არაა პატარა ხომ იცი? - პატარაა საკმაოდ პატარაა, იმისთვის რომ ამ დროს გარეთ იყოს. მანქანას ვაჩერებ. სახლში დაღლილი შევდივარ ლაპარაკის ხმა მესმის მისაღებში მამუკა და ქეთო მხვდებიან მამუკა გაბრაზებული მიყურებს რა უნდა ამ კაცს რას მერჩის ერთი. - ეღირსა დაბრუნება ქალბატონს. - კარგი რა მამუ.. - სად დადიხარ ამდენ ხანს ქალბატონო? - ჩემებთან ერთად ვარ მამუ, პირველად ხომ არ მოვსულვარ ამ დროს? - დაჯექი საქმე მაქვს. - რა ხდება? - შენ უნდა მითხრა რა ხდება? - რაზე მეკითხები? - დავითულიანთან რა გინდა? - რა უნდა მინდოდეს? - ნი კითხვაზე მიპასუხე, რა ურთიერთობა გაქვს დავითულიანთან. - არანაირი. - დარწმუნებული ხარ? - სავსებით. - კარგია. იმედი მაქვს ახლოს არ გაეკარები. - რატომ არ უნდა გავეკარო? - რომ გეუბნები ესეიგი მასეა საჭირო. - აღარ ვარ პატარა მამუკა, ვიცი ვისთან უნდა მქონდეს ურთიერთობა და ვისთან არა. ჩემს ცხოვრებას მე ვწყვეტ და არა თქვენ. - დავითულიანს არ გაეკარები და ამას მე გადავწყვეტ. ახლა ადი და დაიძინე გვიანია უკვე. 18 წლის განმავლობაში პირველად მიყვირა მამუკამ. რა უნდა ხდებოდეს დავითულიანსა და მამაჩემს შორის? ასეთი მამუკა არასდროს მინახავს. * * * საშინელი გრძნობაა მონატრება. გენატრება და თვას ვერაფერს უხერხებ. მასთან მისვლა არ შეგიძლია, ვერ ეხუტები, ვერ კოცნი. არ გინდა მისგან შორს მაგრამ ახლოსაც არ ხარ. ვზივარ და უემოციოდ ვუყურებ ოთახს ვზივარ და ესე ყოფნაც მოსაბეზრებელია, ყველაფერი გარშემო ერთფეროვანია. მენატრება... მონატრებაც ერთფეროვანი ხდება. სად ხარ... გენატრები? ნეტავ ვიცოდე ახლა რას გრძნობ. ვზივარ და ვერ ვიშორებ ფიქრებს შენზე, მგონი ვგიჟდები. მართლა ვგიჟდები. მეტი აღარ შემიძლია, ძალა არა მაქვს. დაბრუნდი გთხოვ დაბრუნდი. დავიღალე გესმის... დავიღალე. უშენობა მკლავს. დაბრუნდი გთხოვ. აღა მინდა, აღარ მინდა მკიოდეს, მენატრებოდე, აღარ მინდა უშენოდ ვსუნთქავდე. გელოდები, ყოველ წამს, წუთს, საათს. მჯერა რომ დაბრუნდები. ვერ დამთმობ. * * * დასაწოლად ვემზადები, როდესაც მობილური რეკავ. ვპასუხობ. უჩაა... - დაბლა ჩამო. - ახლა? - ხო ახლა, ჩამო. ზუსტად 2 წუთში ჩავდივარ. სპორტული შარვლით და მოკლემკლავიანი მაისურით. სიცივე ძვლებში მივლის. - რა ხდება? - მივდივარ - ახლა არ ჩამოხვედი? - სამუდამოდ მივდივარ... - ასე მარტივად? - მინდა რომ წაგიყვანო... - არ გამოვა... - არ გიყვარვარ? - ვერ წამოგყვები... - გიყვარვარ? - ნუ მაძალებ - ნია...უბრალოდ კი ან არა. - არა... - ასე მარტივად? - ასე მარტივად. - კარგი. - მომენატრები - უზომოდ ნია. მთელი ძალით მიხუტებს. ახლა ვაცნობიერებ, ვხვდები არ მიყვარს. ვუშვებ, იმისთვის რომ იგრძნოს ნამდვილი ბედნიერება. ბოლოჯერ ვკოცნი და უკანმოუხედავ ვბრუნდები სახში. არჩვაძესთან შევიკრიბეთ. ბევრი ვიგიჟეთ. ბევრი დავლიეთ. დავითულიანი გვიან შემოგვიერთდა არ სვავდა. ბოლოს ყველას ერთმანეთზე ჩახუტებუსლ ეძინათ. არ მეძნებოდა. პირველად მომინდა მომეწია. სიგარეტი ავიღე და აივანზე გავედი. პირველად ჩავუშვი ფილტვებშ ნიკოტინი. სიცივემ დამიარა, გამაკანკალა. უცბათ ჩამოცხა მთელი სხეული გათბა. გამეღიმა. დავითულიანი გვერდძე დამიდგა. - იმედია არ მიეჩვევი. - არ ვაპირებ - ჭკვიანურია. სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა. თვალს ვერ ვაშორებ მასში რაღაც საშინლად მიზიდავს. მინდა შევეხო და... კოცნა გავიმეორო. თავ ჩემკენ ატრიალებს, ცოტახანს მაკვირდება თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს ჩემკენ იხრება და... აი მეირდება... ისევ მკოცნის. შეგრძნება მაქვს საოცარი. ვერ ავღწერ. არ მინდა მომშრდეს. ველ ველევი მის მწველ ტუჩებს. - იმედია სითავხედეში არ ჩამეთვლება. - რატომ? - ახლახანს დაშორდი შეყვარებულს. - შეიძლება. მაგრამ გამეორება მინდა. მის ტუჩებს ვწვდები ამჯერად მე ვკოცნი ვნებით და მთელი ემოციით. * * * - ნია უნდა ვილაპარაკოთ. - რა ხდება ქეთევან? - შენ უნდა მითხრა რა ხდება? რა გინდა დავითულიანთან? - რას გადამეკიდეთ? - მიპასუხე ნია... - რა მინდა ეგ მე ვიცი, ნუ ერევი დედა. - ხომ გაგაფრთხილა მამუკამ? რომ გაიგოს გაგიჯდება ხომ იცი არა? - მე გადავწყვეტ როგორ მოვიქცევი გესმის დედა? ჩემი ცხოვრებაა.. ნუ ჩაერევით რა. მანქანის გასაღებს ვიღებ და სახლიდან გავდივარ. სოფოს ვურეკავ. ახლა ყველაზე მეტად სოფკა მჭრდება. - სახში ხარ? - ტატოსთან ვართ ამო მიდი. - 5 წუთში მანდ ვარ. ტატოსთან ისეთი სიტუაციაა რომ ლაპარაკს ვერ ვახერხებ. მე და ნინა უკვე გრადუსში ვართ. დავითულიანს თვალს არ ვაშორებ. ნინა დებილივით მიტრიალებს წინ 5 თითს. - შეხედე გოგო სოფკას და ნიკუშას მგონი რაღაც ისე არაა. - შეეშვი რა. მიხედავენ თვითონ. - ნახე როგორ უყურებს სოფკა, არც ნიკუშა აკლებს - უყვარს - რა? - ჰო საუკუნეა ნიკუშა სოფკაზე გიჟდება. - შანსი არაა. ვაფშე ვერ დავწვი. - მიხედავენ თვითონ. - სოფკაც? - ჰო სოფკაც. - ანუ ვქეიფობთ და რამე? - შესაძლოა. ისევ ვსვამ, ბოლომდე ვისხავ სასმელს. ვლოთდები. ბოლო დროა მოვუხშირე სმას. ასე არ შეიძლება. ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს როგორ მიმეძნა კრესლოშ. დილით ოთახში მეღვიძება. აშკარად არ მეცნობა აქაურობა. თავი მისკდება. ძვლივს ვდგები და დაბლა ჩავდივარ. ყველა ერთმანეთზეა მიწებებული. ვერ ვიტან ყავას მაგრამ ახლა ისე მინდება რომ სამ ჭიქას გამოვცლი. წყალს ვადუღებ და ყავას ვიკეთებ. - მეც გამიკეთე რა. მესმის ნაცნობი ხმა და მეღიმება. - კარგი. ყავას წინ ვუდებ. მის პირდაპირ ვჯდები და ყავას ვიყუდებ. ჯანდაბა. ცხელია ენას ვიწვავ და გაბრაზებული ვაბრუნებ ჭიქას უკან. - პახმელიაზე შველის თუ რა პონტია? ნიკუშა შემოდის შეწუხებული სახით. - არა უბრალოდ მომინდა. - როდიდან გინდება? - დღეს მომინდა . - ნაბეღლავი გამიჩითე რა. - მოიცა მოგიტან ახლავე. ნაბეღლავის ბოთლს ვესვრი და ისევ ყავას ვუბრუნდები. ორივეს ისეთი საცოდავი სახე აქვს სიცილი მივარდება. - რას ხმაურობთ რა თავი მისკდება უფფ.. - შენ სულ თავი გისკდება ნინა. - ბევს რომ არ სვავდეს არ გაუსკდებოდა. - მოდი მოვტყდეთ...პირდაპირ შემოაგდო სათქმელი ნიკუშამ და გაიბადრა. - ვინ სად ტყდება? - დავითულიანთან სვანეთში, ჰა დავაწვეთ. ყველა ვთანხმდებით. * * * მოგონებები ტკივილიანად დამსდევს უკან. გნატრობ, გყვარობ. უკვე ერთი წელია შენს გარეშე ვცხოვრობ. უკვე ერთი წელია ჩემგან შორს, მაგრამ მაინც ყველაზე ახლოს ხარ გულში. იცი როგორ მტკივა? იცი როგორ გიცდი? იცი როგორ მჯერა რომ დაბრუნდები? იცი როგორ მჯერა რომ ვერ დამთბობ, ვერ გამიმეტებ მარტოობისთვის. არ ვიცი ასე როგორ შეგიყვარე. როგორ გენდე როგორ დავკარგე თავი. მტკივხარ ადამიანო. უშენოდ ყველა წამი მტკივა, ყველა წუთი მანადგურებს, ყველა დღე მკლავს და გულს მიჩერებს. რომ იცოდე როგორ მჯერა ჩვენი. რომ იცოდე, ვიცი დამიბრუნდებოდი. მეტყოდი რომ გიყვარვარ. რომ გჭირდები. ჩამეხუტები როგორც მაშინ პირველად... მთელი გრძნობით. მენატრება შენი სურნელი... შენი ხმა, შენ მენატრები. სიზმრად მაინც მოდი, სიზმარში მაინც ჩამეხუტე. სიზმარში მაინც ნუ გამიმეტებ მარტოობისთვის. გთხოვ მოდი... * * * სვანეთი საოცრება იყო. ულამაზესი. დავითულიანთან ერთად კი ყველაფერი ორმაგად მელამაზებოდა. მაბედნიერებდა მასთან ყოფნა. არ ვშორდებოდი გვერდიდან არ ვშორდებოდი. მიხაროდა... მიყვარდა... მაფანატებდა... მეკეტებოდა... ყველაფერი ერთად მჭირდა. რაღაც არაამქვეყნიურად შემიყვარდა... უჩვეულოდ... ღვთიურად... გიჟურად... მიყვარდა მისი სახე, მისი სხეული, მისი სუნთქვაც კი მიყვარდა. ის ჰაერი მიყვარდა რითიც სუნთქავდა. ჩემი იყო, მხოლოდ მე მეკუთვნოდა. მაბედნიერებდა... ვაბედნიერებდი... მერე იყო ჭორები... გოგოები რაზმი, ეჭვიანობა, ჩხუბი, მაგრამ მაინც დიდი სიყვარული. პირველი ჩხუბის შემდეგ პირველი ჩახუტება. ისეთი იყო... აი მთელი ძვლები ჩამიმტვრია. ეს იყო სიყვარული... ბედნიერება... ჩვენ ვიყავით ყველაფერი. არავინ იყო ჩვენს გარდა. * * * - ხომ გაგაფრთხილე არ გაეკარო დავითულიანსთქო? - რა გინდა მამა? - გაგაფრთხილე თუ არა რომ არ გაეკარო დავითულიანსთქო. ნია გამაგებინე რა ჯანდაბა გინდა დავითულიანთან? - მიყვარს მამა. - გიყვარს არა? ვინ გიყვარს, რა იცი მასზე ნია? - საკმარისია ის რაც ვიცი. - ცხოვრებაში პირველად მრცხვენია ჩემი შვილი რომ ხარ ნია ყიფიანო. - ასე ნუ მელაპარაკები გთხოვ მამა. - რა გითხრა ასეთი? რით მოგიწამლა ეგ გონება? გამაგებინე სხვა ვერავინ ნახე მაინცდამაინც დავითულიან რომ მიახტი? - უნდა გაიგო მამა რომ მიყვარს. არ შემიძლია მის გარეშე მამა გაიგე გთხოვ. - რა გავიგო ამიხსენი რა უნდა გავიგო? ის რომ ჩემი 18 წლის შვილი ცოლიანი კაცის საყვარელია და რომ მასზე იშვერს ხელს ყველა? ამიხსენი ნია, დავითულიანის გარდა ვინმეს ან რამეს ამჩნევ? - არ არის ცოლიანი, გეყოფა...საკმარისია გესმის, საკამარისია. რატომ ცდილობ რომ ცხოვრება დამინგრიო. პირველად ვარ ასეთი სრულფყოფილი, ასეთი ბედნიერე. რატომ გინდა მომკლა რატომ? - მე გკლავ ხო? მე საკუთარი მამა გიმეტებ ტკივილისთვის არა? წადი და ნახე შენი დავითულიანი როგორ ეფერება თავის ჩოლს და შენ აქ მის გამო საკუთარ მამას უპირისპირდები. მიდი წადი და ნახე იქნებ მერე მაინც გაგინათდეს ეგ გონება. - არ არსებობს, ასე ვერ გამიმეტებს ვერ მომატყუებდა მამა. ამას არ იზამდა. ის ხომ მპირდებოდა...მეფიცებოდა. არა. გასაღები ავიღე და ისე დავტოვე სახლი არც მომისმენია რას მეუბნებოდა მამა. არ ვენდობოდი? პირიქით ვერავინ დამაჯერებდა რომ მომატყუა. მაგრამ წავედი დავადექი და პირველად ჩამწყდა გულში პირველად ვიგრძენი როგორ წამართვეს მთელი სხეული. დავითულიანი იჯდა და კალთაში ეჯდა ის არ ვიცი ვინ უბრალოდ ზედმეტიც იყო ეს ჩემთვის. ვუყურებდი და არ მჯეროდა მტკიოდა ყველაფერი მტკიოდა ყველა სიტყვა ყველა დანაპირები. დამინახა დავიფიცებ არ მელოდა გაფითრდა, გამწვანდა გალურჯდა, გაწითლდა. - ნია მომისმინე. - არაკაცი ხარ დემეტრე დავითულიანი, არაკაცი. მე კი ყველაზე სულელი არსება. გენდე, გენდე და პირველად ცხოვრებაში შევცდი. მეზიზღები გესმის, მეზიზღები. - ნია არაა ისე როგორც შენ გგონია. მომისმინე ნია. როგორ გამოვარდი არ მახსოვს. ბოლოჯერ გავიგონე როგორ დამიძახა მერე იყო მანქანის გიჟვით ტარება ვერ დამორჩილებული საჭე სიჩქარე და შეჯახება. * * * დრო სწრაფად გადის. ისევ მტკივხარ ისევ მახსოვხარ ისევ მახსოვს ყველა ოცნება დაბრუნდი და ერთად ავისრულებთ ოცნებებს. შეიძლება ყველაფერს მისი გაუჩინარების მერე მიმვყდარიყავი? ალბათ უნდა წასულიყო რომ დავფიქრებულიყავი. უნდა მომესმინა უნდა მიმეცა შანსი. მენატრება, ყველაფერი უბრალოდ მზერა მენატრება. შენი თვალები მენატრება. დამიბრუნდი ასე როგორ შეგიყვარე მთელი გრძნობით. * * * თითქმის 2 წელი გავიდა ისევ არ ჩანს ისევ შორსაა. გაქრა არავინ იცის სადაა არავინ მიხსენებს. მივყვები ამ ცხოვრებას ისევ თბილისის უღმღამო ქუჩები. ისევ მეგობრული შეკრებები სმა გალეშვა „პახმელია“ ისევ შეკრება არჩვაძესთან. ისევ სმა და ისევ ბოლომდე გალეწვა. - შეჩერდით და მომისმინეთ...დაიღრიალა ნიკუშამ და ყველამ მისკენ გავიხედეთ. - მომისმინეთ. მინდა ვთქვა რომ, მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ თქვენ რომ მყავხართ. მაგრამ უფრო ბედნიერი ვიქნები თუ ერთი ადამიანი მთელი ჩემი ცხოვრების მეგზურობაზე დამთანხმდება. ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოღო და სოფკას წინ დაიჩოქა. -გახდები ჩემი ცოლი? მერე იყო კივილი წივილი სიცილი თავზე დამხობა ისევ გათიშვა. * * * ყველაფერს გაფიცებ თუ კი რამე არსებობს თუ კი რამე გიყვარს მოდი. დამენახე. უსიტყვოდ მოდი. ოღონდ დაგინახო. ვერ გთმობ ადამიანო, ვერ გთმობ. ვერ გელევი. არ შემიძლია. * * * ქორწილი იყო საოცარი. მეჯვარე ვიყავი პირველად გაილამაზე თავი ასე გული რაღაცას მიგრძნობდა. ვგრძნობდი მის სიახლოვეს. იყო ხელის მოწერა სოფკას ცრემლები ჯვრისწერაზე რესტორნის გადატრიალება ცოლ ქმრის ულამაზესი ცეკვა მეჯვარეების სურპრიზი. იმდენად მტკიოდა უკვე ფეხები ვერ მოვთმინე და შუა ქორწილში ჩავიცვი კედები. იყო გულის ფეთქვის გაორმაგება სუნთქვის შეკვრა და დავითულიანის მზერის დაჭერა. მე ვიყავი ბედნიერი უზომოდ ბედნიერი. და ამავდროულად ყველაზე მეტად მტკიოდა პირველად ვიგრძენი სიცივე პირველად არ მიმიღო დავითულიანმა პირველად ამირა გვერდი და არ შემომხედა. პირველად არ ჩამთვალა არაფრად. * * * აღარ შემიძია ასე ისე ახლოს ხარ ისე ახლოს... ვერ ვძლებ მინდა შეგეხო მინდა ჩაგეხუტო გაკოცო. როგორ მიყვარხარ როგორ... * * * ისევ არჩვაძესთან ვიყავით. პირველად არ ვსვავდი. უსიტყვოდ ვიჯექი მკლავდა მისი სიახლოვე და მისი სიშორე ისევ მოწევა მინდოდა სიგარეტი ავიღე და აივანზე გავედი ერთი ნაპასი ორი... სამი... მეორე ღერი... მესამე... ვიგრძენი სიმხურვალე... თვალები დავხუჭე. გავიღიმე ვიცოდი აქ იყო ჩემთან ერთად უსიტყვოდ იდგა ეწეოდა. თავს ვერ მოვერიე შევხედე მონატრებულ სახეს როგორ მომინდა ჩავხუტებოდი როგორ მომინდა მეთქვა რომ არასდროს გავუშვებდი მინდოდა მეყვირა მეკივლა მეწივლა დავცლილიყავი ემოციისგან მინდოდა შემოეხედა ერთხელ მაინც ერთხელ ჩაეხედა თვალებში იგრძნობდა ყველაფერს იგრძნობდა. მკლავს ეს სიჩუმე. ცრემლები მომდის. უხმოდ ვბუნდები უკან ჩანთას ვიღრებ და არჩვაძის სახლს ვტოვებ. * * * - ქეთევან ნია სად არის? - არჩვაძესთანაა, მოხდა რამე? - დავითულიანი დაბრუნდა. - რა? ახლა რა იქნება? - ნია უნდა გავუშვა სადმე. ისევ ვერ გაუძლებს ამ ტკივილს. - ბოლოს მომიღებს მასზე ნერვიულობა. მთელი თბილის შემოვიარე. არ მინდოდა სახლში მისვლა. მეძინებოდა უსაშველოდ მანქანა გავაჩერე და ჩუმათ შევიპარე სახლში მეგონა რომ შევიპარე. ქეთო და მამუკა დივანზე ისხდნენ და მელოდნენ. - მოხვედი? - ჰო, დავიღალე წავალ დავწვები. - მიცადე. - რა ხდება? - გაიგე? - კი - ნახე? - კი - უნდა წახვიდე, ვეღარ გაუძლებ - არ მინდა მამა. - ერთხელ მაინც დამიჯერე - არ მინდა , ჯერ არა. - კარგი. ვთმობ - დავწვები. არ მინდოდა ისევ ვერ დავშორდებოდი მერე რა რომ არ მიმჩნევს მთავარია ახლოსაა აქაა სადაც ისაა იქ ვარ მეც მიყვარს მაგიჟებს და მაინც ისევ მენატრება. * * * პირველად მომინდა არ ავმდგარიყავი ვწოლილიყავი მთელი დღე ვინ გაცადა სოფკამ დამირეკა დავითულიანია საავადმყოფოშიო. ვიწვებოდი? გიჟივით წამოვხტი რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი და გიჟვით გავვარდი სახლიდა. გიჟით შევვარდი საავადმყოფოში ყველა იქ იყო სოფკა და ნინა მომვარდნენ დამშვიდდიო კარგადააო რა დამამშვიდებდა ვთხოვე შევეშვი ვინ მეტყოდა უარს. მოვკვდი როცა პალატაში შევედი დავითულიანი იწვა თვალები დაეხუწა აპარატზე იყო შეერთებული რა ეტყობოდა კარგად ყოფნის? გავქვავდი მივუახლოვდი ხელი დავადე როგორ მომნატრებია მისი კანიც კი გაყინული იყო ვტიროდი უხმოდ ვევედრებოდი არ მივეტოვებინე ისევ არ გავეშვი ჩემთან დარჩენილიყო ებრძოლა სიცოცხლისთვის ჩემთვის ჩვენი სიყვარულისთვის ასე მარტივად ვერ დამთმობდა. ვიგრძენი როგორ მომიჭირა ხელი შევხედე მიყურებდა ცრემლი მოსდიოდა მტკიოდა საშინლად უფრო საშინლად მიყვარდა - ვერ დაგთმობ ყიფიანო. - ვერ დაგთმობ დავითულიანო. იყო ბოლოჯერ ნათქვამი იყო ტკივილი და მთელი ძალით ჩახუტება. 2011წ 11 მაისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.