შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტფილისური სიყვარული (დასასრული)


2-01-2016, 22:33
ავტორი ერკე
ნანახია 1 861

დილის სასიამოვნო სიჩუმე, რომელიც ისეთ სიმყუდროვეს იწვევდა, შეგეძლო ტკბილად დაგეძინა და ხელი არავის შეეშალა შენთვის, უეცრად კარის ჟღარუნა ხმამ დაარღვია. სახლში ექოდ გაისმა მისი კაკუნა ხმა და ილიას ძილის საშუალებას არ აძლევდა. იგრძნო როგორ შეულაწუნეს სახეში, მაგრამ სახლში მარტო ცხოვრობდა და ეს ცივი ლაწანიც მისი მოჩვენების ბრალი იყო. ჯერ იფიქრა სახლს მინგრევენო და თვითონ ისე ეძინებოდა ამაზეც თანახმა იყო. სულ არ ადარდებდა ნანგრევები რომ ჩაიტანდა და სახლთან ერთად დაიმარხებოდა, სულ შთაინთქმებოდა მისი არსებობაც. დაეჭვდა კიდეც, თუმცა თავი არ აუწევია, სივრცეში უსიამოვნოდ იჭრებოდა მთელი ეს გამაყრუებელი ხმაური, რომელიც დილის აგონიას უფრთხობდა მწერალს და რედაქტორს. აგიჟებდა პირდაპირ და თავში უკაკუნებდა. მისმა გონებამ ისიც კი დაუშვა, რომ კარზე კი არა მის გონებას ამტვრევდნენ ლაწანით და ამის გაფიქრებაზე ტანში შეაცია. ცოტა ხანს კიდევ შეიცადა, თუმცა არც მტვრევის თუ უცნაური ჟღარუნის ხმები არ შეწყვეტილა, რამაც აიძულა ფეხზე წამოჭრილიყო და უსიამოვნოდ შემოეცვა ხალათი, მოსაჭერებით მაგრად მოეკრა და თვალების ფშვნეტით გაეხედა ძველი ხის საათისკენ, რომელზეც შემომჯდარი ჩიტი თავს აქეთ-იქით აქნევდა და ელოდა, როდის დადგებოდა მისი ყვირილის დრო. მალე შვიდი შესრულდებოდა. უადგილოდ ეყარა ილიას ტანსაცმელი და ავეჯსაც მტვერი დასდებოდა, რომელიც ჰაერში იშლებოდა და დაფარფატებდა.
არა. მას არ სიამოვნებდა დილით, რომ აღვიძებდნენ ასე ადრე, მითუმეტეს ახლა, როცა გუშინდელი ღამის შემდეგ ისედაც ცოტა ეძინა. სულ იმ ანგელოზზე ფიქრობდა და მის გამოხედვას ნატრობდა, ნეტავ ჩემკენ მოეხედა, ისე მოქცეულიყო როგორც ყველაო, თუმცა სწორედ ის მოეწონა მასში, რომ სხვებს არ ჰგავდა. მან ყურადღებაც არ მიაქცია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იცნო კიდეც, მას ხომ მთელი თბილისი იცნობდა იმ დროს, მასთან გამოლაპარაკებაზე კი არავინ ამბობდა უარს, გოგონამ კი ისე ჩაუარა, როგორც უცნობს, როგორც არარაობას, რამაც პირდაპირ გააგიჟა ილია.
თვალი მოავლო მის არეულ ოთახს, ჩარჩოში ჩასმულ სურათს, რომელიც იმდენად დამტვერილი იყო, რომ ბუნდოვნად ჩანდა იქიდან მომზირალი ულვაშა ილია, კმაყოფილად რომ იმზირებოდა, თითქოს თვალებსაც აბრიალებდა ოდნავ, მაგრამ კმაყოფილება უჩუმრად მალავდა, ნიღბავდა მის მოუსვენარ წრიალს. თავისი ოთახი დატოვა და სტუმრების ოთახში, იატაკი ფეხშიშველმა გადაიარა, რომელიც მის ნაბიჯებს ჭრიალით ხვდებოდა და მტვრის ბოჭკოები ცვიოდა ზევით. ზრიალებდა ყავისფერ თაროებში შელაგებული ძველი ჭურჭელი, ჭიქები და ხის სკამებიც ხტუნავდა მისი იატაკის ჭრიალზე და მისი ფეხის ნაბიჯების თანხლებით.
ნელა გადაჭრა ოთახი და იგრძნო, როგორ ასტკივდა თავი. თავზე ხელწავლებულმა გააღო კარი და სახე გაეყინა. მის წინ გრძელთმიანი, ულამაზესი, წინა ღამის სიზმარი იწონებდა თავს. გაოცდა, შერცხვა კიდეც, როცა გოგონამ მზერა ქვევით ჩააცოცა და გაწითლებულმა გადაიკისკისა. ილიაც გაწითლდა, განა არ გაწითლდა. რას იფიქრებდა ანგელოზი, როცა ასეთ ფორმაში დაინახავდა ქალაქში ცნობილ მწერალს და რედაქტორს? სახე აუჭარხლდა და კარის უკან შეიმალა. მხოლოდ თავი გამოყო, მზერა გოგონას გაუშტერა, ის ისევ ქვევით იყურებოდა, მაგრამ სიწითლე ოდნავ გადაუვიდა და თავის ჩანთას ხელებში ნერვიულად ათამაშებდა.
-არ შემომიშვებ ილია? - თავი არ აუწევია ისე წარმოთქვა სიტყვები გოგონამ.
-შემოდი... შემ.. შემოდი.. - ენა დაება კაცს და გოგონა შემოატარა. ისე იყო, თითქოს სულ შიშველს უყურებდა ილიას, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხალათის მიღმა ხედავდა გოგონა. მისი მზერა კი რაღაცნაირად აბნევდა, სულს უწვავდა, ისე ჯადოსნურად მოქმედებდა, თავი სიზმარში ეგონა. „დაწყნარდი ილია, დაწყნარდი. ნუ გაფითრდები, მხოლოდ სიზმარია, მალე გაიღვიძებ.. არ გაგიჟებულხარ.“ სიმორცხვე სადღაც დაკარგვოდა ქალს, თითქოს კარებში სიწითლე მხოლოდ ნიღაბი იყო, ზღურბლზე შემობიჯებისას კი ყველაფერი კართანვე დატოვა და მის წინ წარსდგა ნამდვილი, დახვეწილი მანერებისა და საოცარი სილამაზის პატრონი ქალბატონი. უკვე აგიჟებდა ილიას, მისი შეხება სწადდა, რა უშლიდა ხელს? ის უკვე მის სახლში იყო და ისე აბნევდა, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს. - თქვენ... თქვენ რა გქვიათ? - ძლივს ჩაეკითხა.
-თქვენ? ნუთუ მოხუც ქალს ვგავარ? - შეჭმუხნა შუბლი. ილიამ კარის ჩაკეტვა ახლაღა მოიფიქრა და გოგონას მიუახლოვდა. - ლეილა. ილიას ჰგავს არა?
-არა, რას ამბობთ.... ამბობ. - შეასწორა. - ისეთი ლამაზი ხარ, რომ...
გოგონამ ისევ გადაიკისკისა.
-ილია. - ზარივით წკრიალა ხმამ მისი სახელი, რომ წარმოსთქვა ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-ახლავე გამოგიტან უბის წიგნაკს, რომელიც ავიღე და კარგადაც შევინახე.
-ეგ მხოლოდ საბაბი იყო აქ მოსახვედრად. - მხიარულად წაიწია ილიასკენ და პირდაპირ ბაგეზე ეძგერა, თან ისე მამაკაცი აზრზეც ვერ მოვიდა. მხოლოდ გაფიქრება შეძლო, რას მიშვრება ეს გოგო ან როგორო და მის მკლავებში უსუსურად მოექცა. თვითონაც სემოხვია მკლავები მაგრად და ვნებიანად უკოცნიდა გოგოს ბაგეებს, არ უნდოდა მოშორებოდა და უფრო მეტად იკრავდა გულში. მერე ხელი დაბლა ჩააცურა, გოგონას წითელი კაბის შიგნით შეჰყო ხელები და საჯდომზე მოფერება დაუწყო. ტუჩები ბაგეებს მოაცილა, გოგონამ კი სუსტად წამოიკნავლა სიამოვნებისგან და საყვედურიც ერია ამ ხმაში, თუმცა ილიამ კოცნა არ შეწყვიტა და ახლა ყელზე გადაინაცვლა. სიმხურვალე იგრძნო, შეიგრძნო მთლიანად გოგონა და ნელი სვლით თავის ოთახში აღმოჩნდნენ. ილიას დაავიწყდა სირცხვილი და არეულ ოთახში შეიყვანა, საწოლზე სათუთად დააგდო ქალი და ზემოდან მოექცა.
მაშინვე მის სხეულს დაუწყო სინჯვა ილიამ. ლეილა უკვე სიამოვნების ზღვარზე იყო და თავს უკან სწევდა. ლეილას სხეულზე დააცოცებდა ხელებს ილია, უყვარდა, უფრო მეტიც, უკვე გიჟდებოდა ამ გოგოზე და სიცოცხლის მომძლავრებული ქშენა იგრძნო, სიყვარულით დაიმუხტა მისი არსება და სითბო უსაშველოდ ეღვრებოდა, მთლიანად ავსებდა მის თევზივით ცივ სხეულს, სისხლმაც უფრო სწრაფად იწყო დინება ორგანიზმში.
მსუბუქად მოაშორა ლეილას ტანსაცმელი და მის წინ ულამაზესი, უნატიფესი სხეული გაწვა, ისე მონდომებით ელოდა, როდის იმოქმედებდა მამაკაცი, რომ ილიაც აზარტში შევიდა და ტუჩები მკერდისკენ წაიღო, უშველებელი მრგვალი მკერდისკენ, რომელიც საოცრად აღაგზნებდა. მთელი სხეული დაუკოცნა ლეილას, მთელ სხეულზე ეფერებოდა და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს სამოთხეში ყოფილიყოს. ლეილას დაუფლების წყურვილი კი უფრო უმძაფრდებოდა, რაზეც გიჟივით, მაგრამ მაინც საოცრად ნაზად მოქმედებდა. არ უნდოდა სიამოვნება ჩაეშხამებინა მისთვისაც და ლეილასთვისაც, ამიტომ მის აქოშინებულ სურვილს ყველაფრისთვის სწრაფად მიეღწია, ცვლიდა ნაზი და ნელი მოძრაობები, რომელიც უფრო ვნებას ურევდა და სულს უმღვრევდა.
ოთახში იმ ჭაობისფერ დილას, რომელიც ასე სასიამოვნოდ დაიწყო, მხოლოდ მანდილოსანის მოკრძალებული სიამოვნების კვნესა არღვევდა სიჩუმეს და ახლახანს გაღვიძებული მთელი ქალაქის გახმაურებული ბრდღვინვა. შორს რამდენიმე ხმაში შეჭრილი ტკბილი მუხამბაზი ატკბობდა ნარიყალას, ვნებაში გადაშვებული სანაქებო მწერალი კი ყურებამდე იღიმოდა და ულამაზეს სხეულს გაგიჟებით იხუტებდა.

ტფილისური სიყვარული (დასასრული)

სამიკიტნო, რომელიც დღეს ასე გამოიყურება.
ტფილისური სიყვარული (დასასრული)

ილიას სახლი დღეს.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ცოტა უცნაურად კი დავასრულე და სწრაფად, მაგრამ იქნებ ასე ჯობს? ^_^ შემიფასეთ! love angry მიყვარხაართ :***
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2 სტუმარი ემი

პირველად წავიკითხე შენი ისტორია... რატომღაც, ყოველთვის გვერდს ვუვლიდი და ახლა ძალიან ვნანობ... ალბათ მომიწევს ყველა დანარჩენი სიტორიების წაკითხვაც...

ძალიან ვისიამოვნე...

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ემი
პირველად წავიკითხე შენი ისტორია... რატომღაც, ყოველთვის გვერდს ვუვლიდი და ახლა ძალიან ვნანობ... ალბათ მომიწევს ყველა დანარჩენი სიტორიების წაკითხვაც...

ძალიან ვისიამოვნე...

love love გაბადრული ვიღიმიიიი ახლაააააააააა <3 <3
დიდი მადლობა love ესმერალდაზე სიამოვნებით მოვისმენ შენ აზრს ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent