შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “16“


2-01-2016, 22:55
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 878

-ექთანო,-შეშინებული კივილით მირბის პალატიდან და ცრემლები სცვივა თვალებიდან,-ვინმე დამეხმარეთ,-ძალა ეცლება და დერეფანში მუხლებზე ეცემა,მის დანახვაზე ნინელი ფეხზე ვარდება და საშველად გარბის,-დედა,-ტირილით უძახის ელენე ნინელის,-თვალები დახუჭა,-ტკივილით აღსავსე ამბობს და ნინელის ეჭიდება.
-დამშვიდდი,-იხუტებს ქალი შვილს და თავადაც ტირის,-ყველაფერი კარგად იქნება,-მათ გიორგიც უახლოვდება.
-ექთანმა ხომ გითხრა სანერვიულო აღარაფერიაო,რატომ ტირი?-ეკითხება და თავად ცრემლებს იკავებს.
-თვალები დახუჭა,-სლუკუნით ამბობს ელენე და ნინელის მეტად ეკვრის,-სადაა ექიმი,-იხედება გარშემო,-მიხედონ ჩემს ქმარს,-ისტერიული ტირილი უვარდება და სუნთქვა უჩერდება,მთელი სხეული ტკივილისგან ეკუმშება და გულწასული, ნინელის ხელებში უვარდება.
-ელენე,-შეშინებული ქალი ცდილობს მის გონზე მოყვანას,მაგრამ ვერაფერს აწყობს,-გიორგი,წადი,ექთანს სთხოვე პალატაში დააწვინონ,ამდენი ნერვიულობით ხო ხედავ ცუდადაა,-მუდარით ეუბნება ნინელის გიორგის და თვალცრემლიანი ელენეს უცქერს.
* * *
-ნერვიულობამ გამოიწვია, მისი წნევის ნორმაზე დაბლა დაყვანა და გულისცემის შესუსტება,უნდა ეცადოთ რომ აუხსნათ დამიანეს მდგომარეობა,სთხოვეთ რომ საკუთარ ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდეს,დამიანეს მისი გვერდში დგომა ყველაზე მეტად ახლა სჭირდება,რთული ოპერაცია გადაიტანა და ორგანიზმიც ჯერ კიდევ სუსტადაა,მან უბრალოდ დაღლილობისგან დახუჭა თვალები,თქვენს შვილს კი ეგონა,რომ გარდაიცვალა,ამიტომ კარგად უთხარით რომ ყველაფერი სტაბილურდება,-მიუგო მთავარმა ექიმმა ნინელის და გიორგის
-ძალიან ემოციურია,-აუხსნა ნინელიმ,-თავისი ქმარი სიცოცხლეზე მეტად უყვარს,ბუნებრივია მისმა მდგომარეობამ ელენეზე ცუდად იმოქმედა
-მესმის,ქალბატონო,ყველა ადამიანი ძნელად იტანს რთულ პერიოდს,-უთხრა ექიმმა,-დამამშვიდებლები გავუკეთეთ და მალე უკეთ იქნება
-მადლობთ,-გვერდულად გაუღიმა ნინელიმ და ელენეს მიუახლოვდა,ის ისევე უგონოდ იწვა და ძნელად სუნთქავდა,- ესაა დედა სიყვარული,მადლობა უფალს რომ შენ ისეთი სიყვარული იგემე,როგორიც იშვიათია ვინმეს ებოძოს დასაგემოვნებლად,-დაიხარა და შუბლზე ეამბორა.
* * *
შუაღამე იყო შეშინებული რომ წამოვარდა საწოლიდან და პალატიდან გავარდა.სირბილით გაუყვა ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანს და ერთ-ერთი პალატის წინ გაჩერდა,ღრმად ჩაისუნთქა და ფრთხილად შეაღო კარი.
-დამიანე,-მიუახლოვდა ფრთხილად და ხმადაბლა მიმართა,-გღვიძავს?-მისი სახე თითქმის არ ჩანდა,თითქოს სიბნელემ შთანთქა,შემკრთალი ელენე მიუახლოვდა და ხელი ხელზე მოკიდა,-რაღაც მინდა გითხრა,-აგრძელებდა ჩურჩულს და კანკალებდა.
-ელენე,-სიჩუმე გაბზარა დამიანეს ბოხმა ხმამ და ელენე შეშინებული წამოხტა.
-მეგონა გეძინა,-მიუგო მან და დამშვიდებას შეეცადა.
-აქ რა გინდა,სახლში რატომ არ ხარ?-ჰკითხა დამიანემ და წამოჯდომა სცადა რომ კარგად დაენახა.
-ცუდად გავხდი და აქ დამაწვინეს,-მიუგო ელენემ და ახლოს ჩამოჯდა.
-რატომ?-გაკვირვებით ჰკითხა მამაკაცმა,-არ მითხრა რომ ჩემზე ნერვიულობამ გაგხადა ცუდად,არ დავიჯერებ,-სიმწრის ღიმილი გაუკრთა ბაგეზე,-როდის იყო შენ მე გაღელვებდე
-დღეიდან ასე იქნება,მე შენ მაღელვებ,იმაზე მეტად ვიდრე წარმომედგინა,-თვალებში ჩამდგარი ცრემლის შეკავება სცადა,მაგრამ ერთი წვეთი მაინც ჩამოუგორდა.
-ელენე,-წამოჯდა დამიანე და გაოცებული მიაშტერდა ქალს,მის წინ სრულიად სხვა პიროვნება იჯდა,-არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს,-თქვა მან და ხელზე ეამბორა.
-რა ცუდია,მაშინ რომ იგებ ვინაა შენთვის ძვირფასი ადამიანი,როცა დგება საშიშროება,მისი დაკარგვის
-ანუ მე შენთვის ძვირფასი ადამიანი ვარ?,-ჰკითხა გრძნობამორეულმა და თვალებში იმედის სხივი აენთო.
-კი,-უყოყმანოდ მიუგო ელენემ და მისკენ დაიხარა.
მათი გახშირებული სუნთქვა ერთმანეთს შეხვდა და გადაეხვია.ელენე დაიხარა და თავი მის მკერდზე დადო.გული შეუწყვეტლად გამოსცემდა სიყვარულის ბგერებს და მის ყურს საამოთ ატკბობდა.
-მგონია რომ სიზმარია,-დაუჯერებელი ტონით ამბობს დამიანე და თმაზე ხელს უსვამს,-თუკი ჩემი სიკვდილის ფასად დამიჯდებოდა შენი სითბო,აქამდე გავიმეტებდი თავს,რომ შენი თმებისა და კანის სუნი მეგრძნო.
-მორჩი ბრაცუნს,-გაბრაზებულმა წამოყო თავი ელენემ
-კარგი,-თბილად გაუღიმა დამიანემ და მისი რბილი თმა საჩვენებელ თითზე დაიხვია ძაფივით,შემდეგ ცხვირი ჩარგო და მთელი ძალით შეისუნთქა ელენეს თმის სურნელი.უნდოდა ეთქვა მიყვარხარო,მაგრამ ასეთი ბანალური ახსნა რატომღაც არ სურდა,გადაწყვიტა რომ საქმით დაემტკიცებინა.
-რომ გამოგწერენ დავქორწინდებით,-წამოყო ისევ თავი და პატარა ბავშვივით აიწყო ტიტინი,-და მუდამ ერთად ვიქნებით,-დააცქერდა მომღიმარ მამაკაცს,-გვეყოლება შვილები,შვილიშვილები,შვილთაშვილები,-აგრძელებდა იგი.
-უკვე?-სიცილით აწყვეტინებს ემოციებში თავით გადაშვებულ ელენეს და ლოყაზე ჩქმეტს,-მეგონა ჩემი ცოლობა არ გინდოდა და ახლა შთამომავლობაზე მელაპარაკები?-ელენემ დაიმორცხვა და გაჩუმდა,-საწყენად არ მითქვამს,რაც თქვი მართალია,ჩვენი ერის გამრავლებაზე უნდა ვიზრუნოთ,-დააყოლა და წამოიწია რომ კიდევ ეგემა მისი ტუჩები,მაგრამ ელენე წამოხტა და კართან მივარდა.
-არ შეიძლება,-მიუგო და კარი შეაღო,-დაისვენე დილით შემოვალ,-დამიანეს გამომეტყველება ეცვალა და წამოდგომა დააპირა,-რას აკეთებ?-შეშინებული მივარდა ელენე და მამაკაცს ხელი შეუშალა წამოდგომაში,ისევ დააწვინა და დააფარა.
-არ წახვიდე,-შეეხვეწა დამიანე და ხელში ჩაახლო ხელი,-გთხოვ,აქ დაიძინე,ჩემს გვერდით,-მიჩოჩდა გვერძე და ადგილი გამოუყო ელენეს რომ დაწოლილიყო
-არა,რას იფიქრებენ
-რაც უნათ ის იფიქრონ,მე ჩემი ცოლი მჭირდება,-დაღონებულმა თქვა და ხელი უშვა,-თუ არ დაიძინებ ჩემთან,ჩემს ხმას ვეღარასოეს გაიგებ,-რა გაეწყობოდა,დამიანეს სურვილს აღარ შეწინააღმდეგებია და როგორღაც მოთავსდა ერთ საწოლიანზე,-მომეხუტე თორემ გადავარდები,-მიუგო დამიანემ ნახევრად მწოლ ქალს და ხელი წელზე შემოხვია,მთელი ძალით მიიკრა სხეულზე და ლოყაზე აკოცა.ელენე კანკალმა აიტანა,პირველად იყო ასე ახლოს მის სხეულთან და გრძნობდა,როგორ უქვეითდებოდა სხეულის მგრძნობელობა,მთელი სხეული სითბოთი გაიჟღინთა.



№1  offline წევრი kora

არა მარტო ელენეს, არამრდ, მეც სითბოთი გამეჟღენთა სული love ძალიან საყვარლები და ტკბილები არიან. ეს თბილი ელენე მომწონს, კარგია რომ აღარ ამწარებს დამიანეს და მიხვდა რამდენად ძვირფასია ის მისთვის love
--------------------
kira.G

 


№2 მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე როგორ მიყვარს ეს წყვილი შენ ხომ არ იცი მაგრამ დამიანეზე მაფანატებს ვგიჟდები ვსულელდები love love love გილოცავ ახალ წელს love

 


№3  offline მოდერი tsn

როგირ მოხდა აღარ იჩხუბეს :-დ

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

kora
არა მარტო ელენეს, არამრდ, მეც სითბოთი გამეჟღენთა სული love ძალიან საყვარლები და ტკბილები არიან. ეს თბილი ელენე მომწონს, კარგია რომ აღარ ამწარებს დამიანეს და მიხვდა რამდენად ძვირფასია ის მისთვის love

<3 აჰაამ რომ ვწერდი მეც მასეთი განცდა მქონდა.
sameone crazy girl
ვაიმეე როგორ მიყვარს ეს წყვილი შენ ხომ არ იცი მაგრამ დამიანეზე მაფანატებს ვგიჟდები ვსულელდები love love love გილოცავ ახალ წელს love

მეც ისე შევეჩვიე რომ დავასრულებ ალბათ ვიტირებ. :(
ცირა ნინიაშვილი
როგირ მოხდა აღარ იჩხუბეს :-დ

:დდ მეც დამღალა ამათმა ჩხუბმა და გავათბე.
< <3 მადლობაა ჩემო კარგებო. <3 რომ კითხულობთ. love love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline წევრი mako-makuna23

ვეელიი ახააააალსს მალეე კააარგიიხაარ <3

 


№6 სტუმარი ემი

16 თავი დასჭირდა ამ ქალის მობულბულებას..
დამიანე ძალიან მომწონდა, მაგრამ ძალიან ნერვებს მიშლიდა...უთავმოყვარეო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა უკვე... თავიდანვე რო დაეფასებინა თავი, უფრო ადრე მოარჯულებდა ამ ქალს belay

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

egirsat :D male dade kargia

 


№8  offline მოდერი ელი

ხომ ვთქვი ტკბილად დამეძინება-თქო არა?!
სწორედ ასე მოხდა.სულის შემკვრელი და უტკბილესი თავი იყო!...
ველოდები მოუთმენლად

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ეს რა ტკბილი თავი იყო უჰ გავთბი და დავტკბი.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ამ თავმა უბრალოდ საოცრად გამათბო.. ეს რა იყო :ო ასეთი მეტამორფოზი ელენეს საოცარი სანახავი იყო. უკვე იმდენად მივეჩვიე ცივ ელენეს, რომ ეს სხვა ელენე მგონია.
და სტილი და აღწერები ხო შეუდარებელია. ვგიჟდები ამ ისტორიაზე ქალბატონო თეონა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმეეე გავთბიი... რამდენი სითბო და სიყვარული იყო... არის ეშველათ. ურააა... ქორწილია ქეიფია გრიალი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent