გაყიდული სხეული “17“
* * * საავადმყოფოან გამოწერის დრო როდესაც დადგა,იქ მისულ ელენეს დამიანე არ დახვედრია,მისი ამბავი მოიკითხა,მაგრამ ყველა მხრებს იჩეჩდა,გაოგნებული და აღელვებული ქალის წინაშე.თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეტირა.“მიმატოვა“,ამბობდა გულში და თვალებში ჩამდგარ ცრემლებს იკავებდა,გაურკვევლობაში ჩავარდნილი წამოვიდა საავადმყოფოდან და როგორც კი სახლში მივიდა,ოთახში შევარდა,კარი ჩაიკეტა და საწოლზე წამოწვა,ასეთ გაურკვევლობაში არასოდეს ყოფილა,ორი კვირით ადრე მასთან ეძინა და მერე რა მოხდა?გონებაში ათასმა აზრმა და შეკითხვამ გაუელვა და ცრემლებს უმატა. -ელენე,-კარზე დააკაკუნა ნინელიმ,-გამიღე,ჩაი მოგიტანე -არ მინდა,-ხმის კანკალით მიუგო ელენემ და ბალიშში ჩარგო თავი -რაღაც უნდა მოგცე,ელენე,-არ შორდებოდა კარს ნინელი,-გესმის?-კიდევ დააბრახუნა მუშტით კარზე,-წერილი მომცა ექთანმა,-ამის გაგონებაზე ელენე წამოვარდა და კარი საჩქაროდ გააღო. -ვისგანაა?-ჰკითხა და გამოსტაცა -არ ვიცი,არ წამიკითხავს,მთხოვა შენთვის მომეცა,-მიუგო და უკან გაბრუნდა,ელენემ კი გახსნა კონვერტი და წერილის კითხვა დაიწყო. {დამიანე} სახელის წაკითხვის თანავე გული შეეკუმშა და მოწყვეტით დაეშვა საწოლზე. {ძალიან მიჭირდა,არ ვიცოდი როგორ მეთქვა შენთვის,მაგრამ გთხოვ დამივიწყე,მე და შენ აღარაფერი გვაკავშირებს,არ მინდა შენთან ყოფნა,ნურც იმის შიში გექნება რომ შენი წარსული გამჟღავნდება და სულ უბედური იქნები,არა,ყველაფერი კარგად იქნება,სხვა შეიყვარე,მე დამივიწყე,ისე იცხოვრე თითქოს არც ვვარსებობდი,მხოლოდ ერთს გთხოვ დემნა ჩემი დის დედამთილს მიუყვანე,არ მინდა შენთან იყოს.ჩვენ შენთვის არავინ და არაფერი ვართ. მშვიდობით!} წერილის კითხვა რომ დაასრულა არ განძრეულა გაშტერებული თვალებით დაჰყურებდა ფურცელს,სადაც ჯოჯოხეთური სიტყვებით შეექმნა დამიანეს წინადადებები.განადგურებულმა,გონზე მოსვლა ვერ შეძლო,ცხარე ცრემლები წამოსცვივა თვალებიდან და საწოლზე დაემხო.“სწორედ ამიტომ არ მინდოდა შენი შეყვარება,ერთ დღესაც აგებოდი და მიმატოვებდი“,ლუღლუღებდა სასოწარკვეთილი. * * * ეტლის ბორბლები ხრჭიალით მივიდნენ კარამდე,ოთახში შესულს გული შეეკუმშა და დარდმა მოიცვა,იგრძნო რომ სწორედ ახლა წაიკითხა ელენემ მისი წერილი და მოსვენება დაკარგა,ყელში რაღაც გაეჩხირა და ახრჩობდა,ვერ სუნთქავდა,ცრემლის წვეთები ჩამოუგორდა სახეზე.მთელი სხეული ტკივილმა მოიცვა,სტკიოდა რომ მის გვერდით ყოფნას ვეღარ შეძლებდა,ვეღარ ჩაიხუტებდა,როგორც ცოლს და ვერ ეტყოდა,როგორ ძალიან შეუყვარდა,მიუხედავად იმისა რომ არ შეიძლებოდა შეყვარება. -დამიანე,-მიუახლოვდა ეტლში მჯდომს საბა,-ბიძაშვილო,ნუ ჩამოგტირის ცხვირ-პირი,ფეხზე გაივლი და დაიბრუნებ -არა,საბა,-ამოიოხრა დამიანემ,-მე მას ვეღარ დავიბრუნებ,უკვე იცის რომ არ მიყვარს და ჩემი ღირსი არაა -ასე უხეშად მიწერე? -ჯობია ვძულდე,ვიდრე ვუყვარდე და ჩემი მონატრება სტკიოდეს -შენ უარესად დაიტანჯები,-დაღონებულმა მიუგო საბამ,-უნდა გეთქვა რომ დროებით ეტლში მოგიწევდა ჯდომა -არ მინდა ვაწვალო,მირჩევნია ვინმე ნახოს,უკეთესი,რატომ უნდა დაკარგოს კარგი წუთები ჩემს მოვლაში,როცა შეუძლია რომ გვერდით ჰყავდეს ჯანმრთელი და ძლიერი მამაკაცი -ისევ შენ გეტკინება შეიძლება მან დაგივიწყოს , შეგიძულოს,მაგრამ შენ? ვიცი რომ ძლიერი სიყვარული შეგიძლია და უმისოდ ვერ გაძლებ,იმის თქმას რომ არ გიყვარს,ჯობდა გეთქვა რომ უნარშეზღუდული ხარ და არ გინდა მისნაირ ლამაზ ქალს შენისთანა ქმარი ჰყავდეს,რომელიც ვერ მოუვლის და ვერ დაიცავს. -მაპატიე,მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ მეპარება,ყველაფერს დრო უშველის,რამენაირად გადავიტანთ,მთავარია ის იყოს ბედნიერი -და შენ უბედურიც იცოცხლებ ხო -არ ვიცი რამდენად ვიცოცხლებ -იცხოვრებ,მაგრამ არა იცოცხლებ,დავიჯერო ასეთი უგულოა რომ არ მიგიღებდა? როცა უყვართ ხომ ცდილობენ რომ მათთან იყვნენ,არაფერს არ უშინდებიან,ყველა დაბრკოლებას იცილებენ და თქვენ,-სახე დაებრიცა,-თქვენ ეტლი,ეს ჩონჩხი გიშლით ხელს,ერთად ყოფნაში,-უკმაყოფილო ხმით თქვა და ისეთი ძალით ჩაავლო ხელი დამიანეს ეტლიანად შეარყია. -გაჩუმდი,-გაბრაზდა დამიანე,-დავიღალე,-ეტლი გაასწორა და საწოლამდე მივიდა,-გვიანია დავიძინოთ,-მიუგო და საწოლზე ხელებით დაეყრდნო,აიზიდა ტანი რომ საწოლზე დაწოლილიყო,მაგრამ საბას მიუხმარებლად ვერაფერი გააწყო. * * * -რა ეწერა წერილში?-თვალებ ჩაწითლებულ ელენეს ჰკითხა ნინელიმ,-რამ აგატირა ასე მწარედ -დამიანემ მიმატოვა,-აღმოხდა და დედის მკერდზე ჩამოდო თავი,ისევ წამოუვიდა ცრემლები და თვალწინ დაუდგა ის ღამე,როცა მათ ერთად ეძინათ და ეგონა რომ ეს მთელი ცხოვრება გასტანდა,მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. -რატომ?-გაოგნდა ნინელი,-რა მოხდა? -მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ,-ცრემლებით გული დაუსველა,მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა,-მიმატოვა,ასე უბრალოდ,თან მთხოვა დემნა ბებიამისს დავუბრუნო,არადა ორივეს ძალიან შევეჩვიე და მათ გარეშე რა მეშველება -დამშვიდდი,-თმაზე მიეფერა ნინელი,-ტირილით რას გააწყობ,უნდა გაარკვიო რატომ მიგატოვა ასე მარტივად,რა მიზეზია,იქნებ ისეთი რამ მოხდა რამაც აიძულა რომ უარი ეთქვა შენზე -აღარ მაინტერესებს დედა,დავივიწყებ,მას მერე არ ვუყვარვარ,ხოდა არც მე მეყვარება -კარგი,ოღნდ დამშვიდდი. * * * დარდი დროს არასოდეს მიჰყვება,ყოველთვის გვახსოვს და გვტკივა,გვენატრება და გვაკლია,გვინდა ჩვენს გვერდით იყოს,მაგრამ არანაირი გზა არაა მის დასაბრუნებლად,განადგურებული ჯდები და იწყებ ფიქრს,იმის მაგიერ რომ დაივიწყო უფრო მეტად ეჯაჭვები და ლამის ფიქრებით მიეფერო,აკოცო და ჩაეხუტო,ჩუმი ხმით ცდილობ მის ყურამდე მიიტანო შენი ნათქვამი,თუ როგორ გენატრება,მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იგივედ რჩება,არც მას ესმის შენი ჩურჩული და ვერც ფიქრებში ჩახუტებულს გგრძნობს. დილა გათენდა ტკივილით სავსე,წამოდგა და გარეთ გასასვლელად გამოეწყო,უნდოდა გული გადაეყოლებინა და დარდი ცოტა გაექარვებინა,თბილად ჩაიცვა და სწრაფად გავარდა სახლიდან.როგორც კი იგრძნო სუსხი კაშნე სახეზე აიფარა და სვლა განაგრძო,გაუყვა ტროტუარს და ცოტა სიმშვიდეც დაეუფლა.ისე მიდიოდა თავი მაღლა არ აუწევია,მხოლოდ მაშინ,როდესაც უნდოდა გზის გადაჭრა და შუქნიშნის დანახვა,რა ფერი ენთო,როგორც კი საშუალება მიეცა გადასულიყო,ნაბიჯს აუჩქარა და ეტლით მოსიარულეს უკნიდან დაეჯახა,ისიც გზას კვეთდა.ელენეს ძალიან შერცხვა შეუხედავად მოუბოდიშა და სიარული განაგრძო,როდესაც ზურგში რაღაც მოხვდა და შედგა,სანამ შემობრუნდა კიდევ ერთი თოვლის გუნდა დაიფშვნა მის ტანზე და გაგულისდა,უნდოდა ეჩხუბა,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო,როცა მის ფეხებთან ეტლი გაჩერდა -სამაგიეროს ასე მიხდით?-ჰკითხა ელენემ და სიცილი აუტყდა.უცხოს მუქი ფერის სათვალეები,შავი ქუდი და კაშნე ეკეთა,ისე იყო გამოწყობილი,ეტლი რომ არა ელენეს ქურდი ეგონებოდა,-რადგან ლაპარაკს არ აპირებთ,აქ დავცილდეთ ერთმანეთს,-ხელი გაუწოდა რომ ჩამოერთმია და მშვიდად გაეგრძელებინა გზა,მამაკაცმაც ჩამოართვა და უკან შებრუნდა,-დაგეხმარებით,-შეაკავა ელენემ,მისკენ წავიდა და ხელები ეტლს ჩაჭიდა,-სად მიდიხართ? -არ მინდა შენი დახმარება,-მოგუდული ხმით მიუგო უცხომ,ელენეს თითქოს ძალიან ცნო,მაგრამ გულში გაეცინა,მას არავინ ჰყავს ნაცნობი,რომელიც ეტლით სარგებლობს. -მინდა დაგეხმაროთ,-მიუგო ელენემ გულდაწყვეტილმა -არ მინდა-მეთქი,-გაბრაებული ხმით უთხრა უცხომ და ისიც ჩამოსცილდა -კარგი,ბოდიში,-ზურგი აქცია და სვლა განაგრძო. პ.ს მუზა გაქრა,რაც არ მინდოდა ძალიან,ხვალამდე ვერ დავწერ.ბოდიშით ასე მცირედ რომ ვწერ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.