შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს...(სრულად)


6-01-2016, 15:55
ავტორი zak
ნანახია 2 639

ყოფილხართ შემსწრე რეალური და წრფელი სიყავრულისა?!ალბათ,ბევრი თქვენგანი ფიქრობს რომ დღეს ადამინები,მხოლოდ ბღალავენ ამ დიად გრძნობას.მხოლოდ გასართობად,დროის დასახარჯად იყენებენ მას და დავიწყებული აქვთ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა.ალბათ,ბევრ თქვენგანს აღარ სწამს სიტყვა „მიყვარხარ“,მართალი ვარ?!...რაღაც დროის მანძილზე მეც თქვენსავით ვფიქრობდი,მეგონა რომ,მთელი ცხოვრების მანძიზე ერთი ადამიანის სიყვარული აფსურდული და დაუჯერებელი იყო,რომ სიახლეები აუცილებელია და ერთი ადამიანის გვერდით უბრალოდ შეუძლებელია საკუთარი თავის აღმოჩენა,შეცნობა...მაგრამ მე გავხდი მომსწრე,წრფელი პირველი სიყვარულისა,რომელმაც მთლიანად შემიცვალა წარმოდგენები,გადაასხვაფერა ჩემი შინაგანი სამყარო და მაიძულა მერწმუნა მარადიული სიყვარულის არსებობა...
** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
პირველად სკოლის დერეფანში მოჰკრა თვალი პატარა გოგონს,მეგობრებთან ერთად რომ იყო მიყუდებული კედელს.მისთვის ახალ სკოლაში პირველი დღე იყო,ოდნავ ღელავდა კიდეც,მაგრამ კედელთან მდგარ გოგონას მაინც ვერ სწყვეტდა მზერას.რამდენჯერმე სცადა მასთან საუბარი,მაგრამ მე-3 კლასის მორცხვი მოსწავლე მასთან მიახლოვებას ვერ ახერხებდა,გოგონას კლასელები გვერდიდან არ შორდებოდნენ.ბიჭები ხშირად მორცხვები და გაუბედავები არიან,უჭირთ პირველი ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ როგორც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს,მაინც მათ მოეთხოვებათ გამბედაობის გამოჩენა.
ცოტა ხნის შემდეგ,როგორც იქნა მოახერხა მისი გაცნობა,დამეგობრდნენ კიდეც...ასაკის მატებასთან ერთად თითქოსდა გაქრა ძველი აღფრთოვანება,ორივე მათგანის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა.ჯერ ისევ ბავშვები იყვნენ,მაგრამ თითქოს გაიზარდნენ.რჩებოდნენ უბრალოდ კარგ მეგობრებათ.არაფერი განსაკუთრებული.იყვნენ ისეთივე მეგობრები,როგორც სხვები.მათი ურთიერთობა გამარჯობითა და მოკითხვით შემოიფარგლებოდა.არც ვინმეს ყურადღებას იპყრობდნენ და არც ჰქონდათ ამის მცდელობა.
მაგრამ,სკოლაში გადმოვედი მე,აქ ჩაცინება,რატომღაც ყოველთვის ვამჩნევდი,რომ მათ ბევრად უფრო ღრმა და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ვიდრე სხვებს ეგონათ.გაუცნობიერებლად უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს,უზიარებდნენ ყველაფერს და ხომ ვიცით რომ ბავშვი ყოველთვის ამჩნევს ამ უკანასკნელს მაინც.მერე თანამოაზრეები მოვიკრიბე და მათზე დაკვირვება განვაგრძეთ,ყოველივე მხოლოდ ერთზე მიუთითებდა,ამ ორს ერთმანეთი უყვარდა.
არაჩვეულებრივად მახსოვს,გაკვეთილებზე როგორ ვაბრაზებდით საბას,როგორ კატეგორიულათ უარყოფდა ყოველივეს და აქეთ გადმოდიოდა იერიშზე.დროთა განმავლობაშ მათი ამბავი მივივიწყეთ.
** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
2015 წლის აგვისტოს,მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში მივედით.ამ წელს სკოლის მეორე სართულს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა,მოსწავლეების ნაწილი იძულებულები გავხდით მასწავლებლებს კლასების მოწესრიგებაში დავხმარებოდით.წინა წელს მე და მარიამი დავვახლოვდით.ახლო ურთიერტობა ჩამოგვიყალიბდა,მაგრამ ეს ზაფხული ნამდვილი გარდატეხა იყო,ამ ზაფხულს ერთმანეთს ყველაფერი მოვუყევით,ახლა მეგობრები კი არა დაქალები ვიყავით.
მე,მარიამი და მისი რამდენიმე კლასელი სკოლაში შევხვდით ერთმანეთს,საქმის მომთავრების შემდეგ ეზოში ვიჯექით და გოგონებს ვესაუბრებოდი.ყურში მომხვდა რომ მარიამს ვიღაც ყავდა,გულის სიღრმეში ჯერ კიდევ მჯეროდა რომ ის ბედნიერი საბა იყო.მეც სიტუაციით ვისარგებლე და ვინაიდან და რადგანაც ერთი გზა გვაქვს გასავლელი,დიდი ხვეწნის შემდეგ ყველაფერი გამოვკითხე.მართალი აღმოვჩნდი,მარიამს და საბას ერთმანეთი უყვარდათ და უკვე წელიწადზე მეტი იყო მათი წყვილის შემნის შემდეგ გასული.
დროის გაგებამ ფურორი მოახდინა ჩემში,წარმოუდგენლად მიმაჩნდა.ამ დღიდან მათი წყვილის ნომერ პირველი გულშემატკივარი გავხდი.
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
„-დამპალი ხარ!
-შენ ჩემი ანგელოზი...“
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
„-აუ როგორ მიყვარხარ იცი?!სასტიკად,
-არ ვიციარ გითქვამს...
-ძალიან მიყვარხარ,ჩემი ულამაზესი ადამიანი ხარ,ძალიან მიყვარს შენი ტუჩების გემო,ძალიან.
-კაი დაოკდი,მეც ძალიან მიყვარხარ!“
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
რატომრაც გადავწყვიტეთ გვემაიმუნა.ალბათ,იმ წუთას ეშმაკი შეგვიჩნდა მე და მარიამს.სხვისი სახელითა და გავრით გავხსენით „facebook”-ის გვერდი და საბა მეგობრებში დავამატეთ.მცირე ხნიანი მიმოწერის შემდეგ საბა მიგვიხვდა და მაშინ დიწყო ყველაფერი.ორივე ჩვენგანი გამოლანძღა,თან საკმაოდ მსუბუქად,ყოველგავრი ბილწსიტყვაობის გარეშე.შემდეგ კი ჩვენს ბოდიშსაც კი აღარ პასუხობდა.ამდენი ჩემს ცხოვრებაში არ მინერვიულია,ყოველგვარი გაბუქების გარეშე გეუბნებით.მეორე დღეს კი ესემესი დამხვდა,დაახლოებით მსგავსი შინაარსით „არაფერი მწყენია,მაგრამ არ გათამამდეთ“.ამოვისუნთქე...

** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
ალბათ გსმენიათ რომ ხშირად მშობლები შვილების ურთიერთობის წინააღმდეგნი არიან. ამის მიზეზი მხოლოდ შვილზე ზრუნვაა,მაგრამ ფაქტია რომ მათ ურთიერთობებს ხშირად არასწორად თვლიან.მარიამის დედა არაჩვეულებრივი ქალია,მწამს რომ სწორედ ეს ზემოთხსენებული მიზანი ამოძრავებდა მას,როდესაც ქალიშვილისა და საბას ურთიერთობის შესახებ გაიგო და არც ზედმეტდ მკაცრად,მაგრამ არც დიდი სიხარულით მიუღია იგი.საბოლოოდ მიხვდა რომ დაშლა შედეგს არ გამოიღებდა,მსგავს ძლიერ გრძნობასთან,ამიტომ შეეგუა,თუმცა მათი ურთიერთობის არც მომხრე გამხდარა.
-დღეს სოფო საბას წერდა...ასეთი სიხლე მომაწოდა ერთ დღეს მარიამმა...შეხვედრა შეუთანხმა,მეც მინდა წასვლა,მაგრამ...მოკლედ ის ავადსახსენებელი დღე გავიდა,საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ მანამ სანამ სიძე-სასიდედრო ერთმანეთს შეხვდებოდნენ ორივე მათგანი სხვა ქალაქში გაემგზავრა.შეხვედრა გადაიდო,მარიამმაც ამოისუნთქა...
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
ყველა ამტკიცებს რომ ბიჭები არასოდეს ამახვილებენ ყურადღებას დეტალებზე,რომ მათთვის სულ ერთია,რომელ რიცხვში გაიცვნეს ერთმანეთი,როდის სრულდება ურთიერთობის წამოწყებიდან ორი თვე,რომელ სიმღერას უსმენდნენ პირველ პაემანზე და ასე შემდეგ...ეს წყვილი დაგიმტკიცებთ რომ ცდებით.
„-სკოლაში რომ გადმოვედი,სადარბაზოში დავინახე პირველად,გოგონებთან ერთად,სამასწავლებლოს წინ“...მსგავსი პასუხი მივიღე ამ წყვილის ერთად ყოფნის ორი წლის თავზე,საბასაგან.მაშინ როდესაც მარიამს მხოლოდ ის ახსოვდა რომ სადღაც სკოლაში მოჰკრა მას თვალი...
„-ურთიერთობა უბრალოდ მეგობრობით დავიწყეთ,მერე მაბრაზებდა ხოლმე,შემდეგ კი „facebook“-ზე მომწერა რომ ვუყვარდი,მას შემდეგ ჩემი ბოთეა“...ძალიან მოკლედ მომიყვა თავიანთი სიყვარულის ისტორია მარიმ,მე ოდნავ ვრცლად მოგიყევით...
** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** ** **
ეს წყვილი დღემდე იწვევს ჩემს გაოცებას.ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ,ეჭვიანობით კვდებიან,მაგრამ მაინც სულ,გამუდმებით კინკლაობენ.მათი სიყვარული იმაზე მყარია,ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.მინდა ეს პატარა ისტორია მათ მივუძღვნა.ვუსურვო რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთის სიყვარულში გაეტარებინოთ.ახდენოდეთ ყველა ნატვრა,ოცნება.ეცხოვროთ უდარდელა და რაღა თქმა უნდა ჩემთან ერთად.ორივე მათგანი ძალიან მიყვარს
სიყვარულით zak




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent