დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს (თავი II)
ცხოვრება ერთი პატარა წუთისოფელია, რომელშიც ჩვენ გვიწევს ყოფნა... ყველაფერს ვერ დაგეგმავ და ყველაფერს ვერ გააკეთებ, ეს უნდა გაითავისო... ცხოვრება ხანმოკლეა და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, რომ ხდებოდეს... არც ისეა ყველაფერი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს... მომავალს ვერ განსაზღვრავ, წარსულს ვერ დაიბრუნებ... მშვიდად,ნელა უნდა წერო შენი ცხოვრება რადგან მას ვერ წაშლი, მან კი შესაძლოა შენ წაგშალოს... მაღაზიიდან სახლში ვბრუნდებოდით და ისევ ბექაზე დავიწყეთ საუბარი... სულ რაღაც 2წუთით ვესაუბრე და ვფიქრობ ამეკვიატა... ლიფტი გამოვიძახეთ მაგრამ არ მუშაობდა, ჩვენ ხომ ძაღლის ბედი გვაქვს... - ანაააა ოღონდ ეს არა ( საწყალი ხმით ამოვთქვი და პარკებს დავხედე) - ვაიიმმეეეეე (ანამაც დაიწივლა და პარკები შეათვალიერა) სხვა გზა არ გვქონდა მეშვიდე სართულზე ფეხით უნდა ავსულიყავით... კიბეებს ავუყევით და ანას მივუტრიალდი - აანნნ (დავუწივლე და მის შიშისგან შეხტომაზე გულიანად გადავიკისკისე) - რა გინდა ტასო გინდა გული გამისკდეს?(ხელი გულზე მიიჭირა და დაიჯღანა,ცალი წარბი ავუწიე იმის ნიშნად რომ სპექტაკლი მორჩათქო და მანაც ნორმალურად შემომხედა) - ბექაზე რამე მომიყევიი...(ლოყებშეფარკლულმა თვალი ავარიდე და გზა განვაგრძე) - ოჰოჰ რაოო მომეწონაო? - მიდი რაა (თხოვნის კილოთი ვუთხარი და ისევ სხვა მხარეს გავიხედე) - ბექა მაღალია, ქამელეონი თვალებით, შავგვრემანია, ძალიიან სიმპატიურია, მხიარული და თბილია დაა კიდევ რასაც ვერ ვიტან მექალთანეა... - აჰაამ კაი... - შეყვარებული არ ყავს არავინ არ უყვარს მაგრამ "ნაშოჩკები" ყავს აუარება... არაფერი მითქვამს სახლში შევედი და გეზი სამზარეულოსკენ ავიღე...პარკები მაგიდაზე დავალაგე და შოკას მივუტრიალდი - აუ დაოო გთხოვ ამოალაგე და რასაც მთხოვ შეგისრულეებ შორენამ ამოალაგა ყველაფერი... მალევე გავედით ბავშვების სანახავად და სახლში საღამოს დავბრუნდით...ნამცხვარი და პიცა გამოვაცხვე და ჩავუჯექით...მთელი საღამო იდიოტივით მეღიმებოდა და გოგოებს არ დარჩენით შეუმჩნეველი... ოთახში რომ შევედით ორივემმ მასზე საუბარი დამიწყო... - მექალთანეა არენდო - შო კაი რაა... ბაბნიკსაც უყვარდება !! (ვთქვი დამაჯერებლად) აღარ მელაპარაკოთ ეხლა ვწვები მე დავწექი და მასზე ფიქრი დავიწყე... გამთენიას ჩამეძინა... 1საათი იყო ანამ რომ გამაღვიძა, ჩემთან უნდა წავსულიყავით... რახდებოდა ? არაფერი... ანა ყოველდღე ესაუბრებოდა ბექას და ასე თუ ისე მეც მიწევდა მასთან საუბარი თუმცა ვცდილობდი ასე არმომხდარიყო რადგან მეშინოდა... რამდენიმე დღის შემდეგ დავიწყეთ მუდმივი საუბარი და ჩათაობა, ერთმანეთისთვის აკრძალვები და ერთ დღესაც ვკითხე - ბექა რაღაცას გგკითხავ? - კაი ტასო - ერთმანეთის რა ვართ ? - ცოლქმარი მოკლედ მომიჭრა და ლამის სიცილით გავიგუდე... ანა მეკითხებოდა რაგითხრაო მაგრამ ვერ ვპასუხობდი და ბოლოს ბექას მიადგა საკითხავად. რამაცინებდა არ ვიცი მაგრამ მეცინებოდა და რა მექნა :დდ რა იყო მერე ? მერე იყო ჩემი გაბრწყინებული თვალები... პირველად ბექას ნახვა, პირველი ჩახუტება, პირველი ემოციები პირველი მიყვარხარ და მენატრები...და პირველი კოცნა... ჰო ჰო კოცნა რომელიც არ ვიცოდი... პარკში ვიყავით მე ანა და ბექა, გავებუტე და ჩამეხუტა, ვეღარ გავძელი და მეც ჩავეხუტე რომ უცბად მაკოცა... ეგრევე მოვშორდი მაგრამ რას ვგრძნობდი? ჰო მე ვადასტურებ მუცელში პეპლების და მთელი ზოოპარკის არსებობას... მე ვადასტურებ მთელ ტანში ელექტროდენის დავლას და ვადასტურებ მთელი კანის დახორკვლას... არ ვიცოდი ეს სიყვარული იყო თუ არარეალური გრძნობა მაგრამ ფაქტია ის მე მაბედნიერებდა... დილით ადრე გამეღვიძა, ძალიან მშიოდა და ანაც გავაღვიძე... ბექას ნომერი ავკრიფე და დავურეკე - ჰო ცხოვრება - ჩემი ბიჭიი... როგორ მიყვარს შენი ძილისგან უფრო დაბოხებული ხმა... დილამშვიდობისა ცხოვრება, პოზიტიურ დღეს ფგისურვებ... - შენც ასევე ჩემო პატარავ მიყვარხარ - მეც ცხოვრება მეცც... ცხოვრებ ეხლა მაგრად მშია და იმისთვის რომ დილა შენით დამეწყო გაგაღვიძე მაგრამ ეხლა წავალ მე შევჭამ და მერე დაგირეკავ კაი ? - კაი პატარავ მიყვარხარ და გაკოცე - მეც ჩემოო - ჩემი კნუტი ხარ სენ გოგო ბექას გავუთიშე და ვჭამეთ მე და ანამ...მერე ვისაუბრეთ და ბექას დავურეკეთ ისევ...ვმაიმუნობდით, ვიცინოდით და ერთი ამბები... საოცრად შევიცვალე... ძალიან ცივი ვიყავი მაგრამ მან ძველი ანასტასია დააბრუნა... თბილი და მგრძნობიარე... აღარ ვიყავი ადრინდელივით ცივი, აღარ ვიყავი ქვასავით უგრძნობი და ახლა ჩემს თვალებში სულ ჭინკები დარბოდნენ... უწინდელივით სევდით სავსე თვალები შეიცვალა და ახლა უკვე ბედნიერებისგან ციმციმებდა... ანა მადლობას უხდიდა ბექას ჩემი ასეთი შეცვლისთვის და არანაკლებ მადლობელი ვიყავი მეც, მან ხომ შემცვალა და ჩემს თავს დამამსგავსა? მან ისეთი რამ გააკეთა რაც ვერავინ შეძლო... სიტუაციაში უკეთ გარკვევისთვის მოგიყვებით ჩემს ისტორიას... 5წლის ვიყავი როცა დედა და მამა განქორწინდნენ, მამა რამდენნერმე მყავდა ნანახი... მე ის არმიყვარდა... დედა ცდილობდა მქონოდა ურთიერთობა მამასთან და მის მხარესთან მაგრამ მე არ მინდოდა... ასაკთან და თანატოლებთან შედარებით ყოველტვის გამოვირჩეოდი, ზედმეტად ჭკვიანი ბავშვი ვიყავი და ყველას უკვირდა... ისე ვაზროვნებდი როგორც დიდი ადამიანი... დედასთან 8წელი ვიცხოვრე, როცა დედა საზღვარგარეთ წავიდა 4დღეში გავხდი 9წლის, არაფერი მინდოდა დედის გარდა...მის დარჩენილ ტანსაცმელს გულში ვიხუტებდი და ისე ვიძინებდი ხოლმე... მისი სურნელი სულ თან დამყვებოდა... მისი წასვლის დღიდან დეიდამისთან ვიყავი რადგან სკოლაში იქ დავდიოდი, ის კი მეზობლად ცხოვრობდა ჩვენთან... ერთ დღეს სკოლაში ზეიმი მქონდა, დავინახე როგორ მოდიოდნენ სხვა ბავშვების მშობლები და როგორ უხაროდათ ბაშვებს მათი ნახვა...ვხედავდი მათ ბედნიერ სახეებს და მტკიოდა, გული მტკიოდა რადგან ბედის მარიონეტი ვიყავი... იყო დაჩაგვრები, იყო დაცინვები, იყო ცრემლები და იყო გაპარვა !! ჰო, არ მოგეჩვენათ, მე გავიპარე და წავედი ბიცოლასთან,,, სამსახურში ატირებული შევუვარდი, გულში ჩამიკრა და მკითხა რა მოხდაო, მეც ყველაფერი მოვუყევი და სახლში გამიშვა ბავშვები სახლში არიან და მეც მალე მოვალო... მეძებდნენ, ყველა მე მეძებდა და ბოლოს გადმოვიდნენ, ჩმი წაყვანა უნდოდათ მე კი არ მინდოდა და ვთხოვდი ბიცოლას რომ არ გავეშვი...დიდი ჩხუბის შემდეგ დავრჩი იქ სადაც ჩემები მეგულებოდნენ და სკოლაშიც იქიდან დავდიოდი, ყოველ დილას ბიძაშვილებს მივყავდი და ბიძაშვილებს მოვყავდი სკოლიდან სახლში... მალევე წამიყვანა სოფელში ბებომ... დედის დედამ... ქალაქთან ახლოსაა მაგრამ მაინც სოფელია, რეალობა ასეთია და მე ვერ შევცვლი მას... ახალი სკოლა,ახალი ბავშვები, ახალი მასწავლებლები, ახალი ხალხი და საერთოდ ყველაფერი ახალი რაც არც თუ ისე "კარგად" მახსოვს...იმის გამო, რომ ზედმეტად ჭკვიანი ვიყავი და ყოველთვის ლიდერობას მარგუნებდნენ, მიწვდა ხშირი ჩხუბი, კამათი, ცრემლი... ბებო დილიდან საღამომდე სამსახურში იყო, მე კი მთელი ამ დროის მარტო გატარება მიწევდა, გავხდი დამოუკიდებელი, რთული ხასიათის, ბუტია, ეჭვიანი, ეგოისტი და დროთა განმავლობაში ვინც კი ოდესღაც მჩაგრავდა ყველას ისე ვექცეოდი როგორც დაიმსახურეს. ცუდი არაფერი იფიქროთ უბრალოდ ვაიგნორებდი და მათზე უბრალოდ მეღიმებოდა... ვიზრდებოდი და საკუთარ თავს თავად ვიცავდი,,, საკმაოდ შევიცვალე... რა მოხდა მერე? ჰო ამდენი წლის შემდეგ მე შევიცვალე... მან შემცვალა, მან შეცვალა ჩემი გზა სადაც დავდიოდი, მან შეცვალა ჩემი სამყარო და მან შეძლო ის, რაც ვერასდროს ვერავინ ვერ შეძლო... ვიცი პატარაა და მაპატიეთ ამისთვის,,, უბრალოდ სხვა გზა არმქონდა და ვიფიქრე სულ აარაფერს ჯობიათქო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.