შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ოლივია"...ნაწილი მესამე


7-01-2016, 22:21
ავტორი miachka1
ნანახია 1 557

დილით საშინელმა სხეულის ტკივილმა და გულის რევამ გამაღვიძა,თავი წამოვწიე და ტელეფონს დავხედე,ჯერ 7:00 იყო ამიტომ დამძიმებული თავი ისევ ბალიშზე დავაგდე,მაგრამ გულის რევა ისე გამიმწვავდა,ტუალეტამდე ძლივს მივასწარი და შემდეგ იქვე ჩავიკეცე,ვცდილობდი წინა ღამის ფრაგმენტები გამეხსენებინა,მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამხსენებია,სანამ პირი არ დავიბანე და ის "მუტანტი" არ წარმომიდგა თვალწინ.საწოლთან,რომ მივედი მისი ჟაკეტი ძირს ეგდო,ფრთხილად ავიღე და გაუთვიცნობიერებლად ჩამეღიმა,საწოლზე წამომჯდარი ვიყავი,როცა დედა შემოვიდა და მკაცრი თითქოს მუქარა ნარევი ხმით მომმართა
-გაიღვიძე?მივდივარ,როცა დავბრუნდები სალაპარაკო გვაქვს
არც თუ ისე განებივრებული ვიყავი მისგან ასეთ ტონით საუბარს,რადგან მიუხედავად იმისა,რომ იდეალური ურთიერთობა არასოდეს გვქონია მაინც ანგარიშს ვუწევდით ერთმანეთის აზრს და ინტერესებს
-დედა
მივმართე,ჩემდა გასაკვირად თბილი ხმით,თითქოს ამით მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ვცდილობდი,მაგრამ ვერც სირცხვილს და ჩემდა გასაკვირად ვერც სიბრაზეს ვგრძნობდი,ასეთივე ხმით დავამატე,რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია და მისი უღიმღამო,ძნელად შესამჩნევი ღიმილიც დავიმსახურე
კარგად ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს,იმისთვის,რომ სკოლაში წავსულიყავი და მაინც და მაინც დიდად არც მასწავლებლებთან კინკალობის თავი მქონდა,არც დარაჯთან გაწევ გამოწევის,რომელიც ხშირად არ მიჯერებდა,რომ მათი სკოლის მოსწავლე ვიყავი,მიუხედავად იქ 10 წლიანი სწავლისა და არც ექიმის კაბინეტში გაწოლისა და მასთან "ჭორაობისა"(ზოგადად ასე გამოიყურებოდა ჩემი სკოლის ცხოვრება).თავში მხოლოდ ის უცნობი მიტრიალებდა,რომელმაც დახმარებასთან ერთად მისი საკმაოდ ძვირიანი ჟაკეტიც მისახსოვრა,რატომღაც ცხოვრებაში პირველად,მაშინ ჩემში მადლიერების გრძნობამ გაიღვიძა,ერთი წუთით ისიც წარმოვიდგინე,როგორც ფილმებში ხდება ხოლმე მე გარეთ გავიდოდი და მას დავინახავდი,მის მანქანაზე მიყრდნობილს,რომელიც ჩემი დანახვისთანავე მომიახლოვდებოდა და ჩემს ამბავს მოიკითხავდა,იმდენად ვიყავი გართული ამ ფიქრებში,როგორ ვიბანავე ვერც კი გავაცნობიერე,კუჭი ისევ მეწვოდა და თითქოს შიმშილსაც ვგრძნობდი,მაგრამ მოვერიდე, ისევ უნიტაზზე დამხობას ვერ გავუძლებდი."მუტანტის" მოსაცმელი გავწმინდე და ზურგჩანთაში ჩავდე.გარეთ გასულს რა თქმა უნდა არც უცნობი დამხვედრია და არც არავის მოუკითხავს ჩემი ფიზიკური თუ სულიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა,იმ დღეს ფიქრებში გართულმა მგონი მთელი ქალაქი შემოვიარე და თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა,რომ როგორმე ის "მუტანტი" მეპოვა,მაგრამ სახელიც კი არ ვიცოდი.ყველაზე ჭკვიანურ გზად ისევ იმ ადგილას მისვლა ვარჩიე სადაც "მიპოვა".იქ სულ სამიოდე ბარი იყო,ერთი ის ჯურღმული სადაც მე ამოვყავი თავი,ერთი კარაოკე და ერთიც გასართობი ბარი,სადაც შესვლა ხშირად მდომებია,როგორც ვიცოდი კარგი დასალევი ქონდათ,ალბათ გულის რევამდე გამოთრობა და ყველაფრის ასე დავიწყება 15 წლის ასაკში ყველას თუ არა უმეტეს თქვენგანს გდომებიათ და პირდაპირ ამ ბარისაკენ გავემართე იქ,რომ მივედი უკვე 14:00 იყო.კარი შევაღე და საკმაოდ თავდაჯერებულმა შევაბიჯე,იქვე მსხდომი გოგოების ცოტა არიყოს შურიანი მზერაც დავიმსახურე და ნელი ნაბიჯით დახლს მივუახლოვდი.
-უკაცრავად,ერთ ბიჭს ვეძებ
-მე მივხედავ
მომესმა ჩემი ნათქვამის შემდეგ და ჩემს წინ ჩემზე საკმაოდ მაღალი ქერა ბიჭი გაჩნდა,რომელიც ერთი შეხედვით ამ ბარის მომსახურე პერსონალს კი არა მფლობელს უფრო გავდა,ბარმენს რაღაც თხოვა და ჩემთვის საბოლოოდ მოიცალა
-აბა გისმენთ
-ერთ ბიჭს ვეძებ,რომელიც სავარაუდოდ აქ დადის
-აქ სავარაუდოდაც და რეალურადაც უამრავი ბიჭი დადის
-არა,მე ვისაც ვეძებ ის მუტანტია
ვუთხარი სწრაფად და გავაცნობიერე ჩემი ნათქვამის სისულელე,მის ტუჩებზეც შევნიშნე ღიმილი და ისიც,რომ საკმაოდ დაკვირვებით მათვალიერებდა,გამომწვევმა მზერამ უფრო მომიშალა ნერვები და ახსნა გავაგრძელე,შევეცადე ხელით მეჩვენებინა დაახლოებით რა სიმაღლის იყო ჩემი ძებნის ობიექტი და დავამატე,რომ საკმაოდ ცუდი,კეხიანი ცხვირი ქონდა თითქოს ამით წერტილი დავუსვი ჩემს ბოდიალს და ისიც უკვე უნდა მიმხვდარიყო ვისზე იყო საუბარი.ღიმილი უცებ გაიქრო სახიდან და საკმაოდ სერიოზული და თავაზიანი ხმით მომმართა
-ჰო,თქვენ როგორც ჩანს მათეს ეძებთ,მათე ბურდულს,ის მართლაც ხშირად დადის აქ
-გუშინ საღამოსაც იყო?
-კი,თითქმის ყოველ ღამე მოდის,მაგრამ რით შემიძლია დაგეხმაროთ გარდა იმისა,რომ მისი სახელი უკვე იცით?
-მისი ტელეფონის ნომერი მაინტერესებს,შეიძლება?
-ოჰჰ,მისამართიც ხომ არ გნებავთ?
ამ უადგილო ხუმრობას,საშინელი ღიმილით და გამოხედვით ვუპასუხე და ეს საკმაოდ სიმპათიური,ერთი შეხედვით ზრდილობიანი ახალგაზრდაც მიხვდა,თავის "დანაშაულს",დახლისაკენ შეტრიალდა ფურცელი და კალამი აიღო და სწრაფი მოძრაობით "მუტანტის" ნომერი,მისამართი და ბოლოში ასევე სახელი გვარიც მიმიწერა,თითქოს რომ არ დამვიწყებოდა...
-მისი ახლობელი ხართ?
-მადლობა ინფორმაციისთვის
ვუთხარი და წამოვედი,საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით,გამოსულმა მაშინვე ტელეფონი ამოვიღე და ნომერი ავკრიფე,ვიცოდი ფიქრს და ტექსტის მომზადებას აზრი არ ქონდა მაინც დამავიწყდებოდა ახლა კი ისიც არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.საკმაო ლოდინის შემდეგ,როგორც იქნა დამრთო ნება და აიღო,თუმცა ეს ხმა სულაც არ გავდი იმ ბიჭის ხმას,რომელიც გუშინ გამომეცხადა,ეს უფრო უკვე დაღვინებული,მამაკაცობაში გადასული ბიჭის ხმა იყო,ამიტომ ძლივს ამოვილუღლუღე:
-ვის ვესაუბრები?
-ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს
ეს უკვე მისი ხმა იყო,მაგრამ ნათქვამი ისეთი,თითქოს უკვე იცოდა ვინც ვიყავი
-მათე ბურდული არა?
-დიახ,მე ვარ.მაგრამ ახლა დაკავებული ვარ,უაზრო საუბრებისთვის არ მცალია
მითხრა და გათიშა,გაღიზიანებულს ერთ წუთში გამიქრა ყოველგვარი დადებითი აზრი მასზე,მისამართს დავხედე და იქ გავემართე...მითითებულ მისამართზე ერთ დიდ და ლამაზ სახლს მივადექი,რომ ვთქვა დიდად გამიკვირდა მეთქი არა,მაგრამ ასეთსაც არ ველოდი.ჭიშკარი ღია იყო და არც დაცვა იდგა ადგილზე,აი ეს კი ნამდვილად გამიკვირდა,გრძელ ეზოს გავუყევი და კარამდეც მივაღწიე,გაღიზიანებულმა დაუკაკუნებლად უფრო შევვარდი ვიდრე შევედი და დიდ ნათელ ოთახში აღმოვჩნდი ერთი უბრალოდ ჩაცმული ქალის წინ,რომელსაც საკამოდ უხეში ტონით მივმართე
-მათე სახლში?
ასეთი სახლის დიასახლისებს,სულ სხვა გვარად წარმოვიდგენდი ხოლმე,მოწესრიგებულებს,ლამაზებს,ქუსლიანი ფეხსაცმელებით,მკაცრი გამოხედვითა და მკვეთრი მაკიაჟით
-ნანა ვინ მოვიდა?
მომესმა და თვალი კიბისკენ გავაპარე,რომელზეც ჩამომავალი ქალი შევნიშნე
-მათესთან არიან ეკა
-მე მივხედავ,საქმეს დაუბრუნდი
აი ეს კი ნამდვილად დიასახლისი იყო,რომელიც აშკარად სხვაში ამერია,ეს იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი,ქერა ქალბატონი,რომელსაც იმდენად ლამაზი არ ეთქმოდა,რამდენადაც მოვლილი,დაახლოებით 10-12 სანტიმეტრიან შპილკებზე შემდგარი,თეთრ ლამაზ კაბაში,კინო ვარსკვლავს უფრო გავდა
-მათე გასულია,მაგრამ შეგიძლია დაელოდო
-აუცილებლად უნდა ვნახო,საქმე მაქვს
-კარგი,გასაგებია, მგონი გითხარი შეგიძლია დაელოდო
-გმადლობთ,მალე დაბრუნდება?
-არამგონია დააგვიანდეს
მითხრა ღიმილით და ჩემი შეთვალიერება დაიწყო,თითქოს ნასიამოვნებმა ვერანდაზე გამიძღვა და პატარა მაგიდასთან მიმიპატიჟა,ქალბატონს კი რომელსაც ცოტა ხნის წინ შევხდი თხოვა ჩემთვის რამე მოეტანა,წინ დამიჯდა და მათეს დაურეკა,შემდეგ კი ჩემთან გააბარა საუბარი
-მე ეკატერინე ვარ მათეს დედა,მისი მეგობარი ხარ?
-დიახ,ახლო მეგობრები ვართ
ამ ტყუილს კიდებ მოყვა რამდენიმე ასეთი,მას კი კიდევ უფრო ეფინებოდა სახეზე სიამოვნება რის მიზეზსაც ნამდვილად ვერ ვხდებოდი,სავარაუდოდ კი ეს ჩემი ვიზუალი იყო.ამ საუბარში დაახლოებით 10-15 წუთი გაილია და უკვე წასვლაც კი მქონდა გეგმაში
-სახელი არ გითქვამს?
-უკაცრავად?
-სახელი,სახელი არ გაქვს?
-დიახ,ოლივია,ოლივია მეტრეველი?
-მეტრეველი?(წარმოთქვა თითქოს ნასიამოვნებმა)ალექსანდრე მეტრეველს ხომ არ ენათესავები?
-არა,არამგონია
-"არამგონია"?ეს რას ნიშნავს?
-დედა მე მივხედავ სტუმარს
მომესმა ნაცნობი ხმა და ფეხზე ისე სწრაფად წამოვვარდი,წინ დადგმული წვენი ლამის ზედ გადავისხი,ეკატერინე კი ადგა თავაზიანად დამემშვიდობა და გავიდა
-უკაცრავად,ვიცნობთ ერთმანეთს?
მითხრა ისე თითქოს პირველად მხედავდა და მაგიდას მიუჯდა,მისი მუტანტიზმის გადამკიდე მგონი დამჯდარიც ჩემზე მაღალი იყო,გამომწვევად გამომხედა და გაიცინა
-კარგი,კარგი გიცანი აქ რამ მოგიყვანა?
იმდენად გამაღიზიანა მისმა ქცევებმა მომინდა იქვე მომეკლა,ჯერ ტელეფონი გამითიშა ახლა დამცინოდა კიდეც,მე კი აქ მადლობის გადასახდელად მოვედი,გამწარებულმა ზურგჩანთიდან სწრაფად ამოვიღე მისი ქურთუკი და წინ მგონი უფრო სწორი იქნება,რომ ვთქვა დავუგდე
-ამის დასაბრუნებლად მოვედი,აღარ მჭირდება
ვუთხარი და სწრაფი მოძრაობით მივტრიალდი,ნაბიჯის გდადგმისთანავე მომესმა მისი ხმა და ველოდი ბოდიშის მოხდას ან ცოტა რბილ,თავაზიან საუბარს
-მოიცა,მოიცა
-კარგი არ მინდა ეს თავაზიანი საუბარი
-გაგაცილებ
ამ ნათქვამმა უფრო გამაცოფა,ლამის იქვე ჩავკალი,მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე მის ნებას დავყევი და კერებისკენ წავედი,კარი თავად გამიღო გავედი და თვითონაც ერთი ნაბიჯით გადმოაბიჯა კარებს
-ნახვამდის
მის ხმას უკვე ვეღარ ვიტანდი,ეს "ნახვამდიც" უფრო მაცოფებდა და ყველაფერი რაც მას ეხებოდა,სწრაფი ნაბიჯით გავედი ეზოდან შემდეგ კი კიდევ უფრო სწრაფად გავუყევი სახლის გზას,მთელი დღის ნაბოდიალები საშინლად დაღლილი ვიყავი,არაფრის თავი არ მქონდა და ჩემდა საბედნიეროდ იმ დღეს მეტი არც არაფერი მომხდარა განსაკუთრებული.მეორე დღეს კი გაღვიძებულს მათეს sms დამხვდა.
---------------------------------------------------------
არ ვიცი რამდენად მოგწონთ,ან არ მოგწონთ,უბრალოდ დიდი მადლობა ვინც კითხულობთ <3



№1  offline წევრი miachka1

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent