შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “18“


7-01-2016, 23:23
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 336

* * *
-მაპატიე,-მოესმა ხმა უკნიდან და შეშინებული შედგა,ხმამ იმდენად ღრმად შეაღწია მის შინაგანში რომ შემობრუნება და დანახვა არ სურდა,რადგან სწორედ იმას დაინახავდა ვისი დანახვაც,თან ძალიან უნდოდა და თან ეშინოდა,-ელენე,-სახელის გაგოონებაზე სუნთქვა შეეკვრა,თვალები გაუფართოვდა და გული ასტკივდა.
-დამიანე,-ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა და მისკენ შემობრუნდა და ვაი ამ შემობრუნებას,თავზარი დაეცა,თავი უარესად ცუდად იგრძნო და ცხარე ცრემლით ატირდა.
-ნუ ტირი,გთხოვ,-მიუახლოვდა ეტლით დამიანე და ხელზე ძლიერად ჩაჭიდა ხელი.
-რატომ არ მითხარი?-ცრემლები შეიმშრალა და განადგურებული დააცქერდა ეტლში მჯდომს,-გეგონა მოგიშორებდი?-ასლუკუნდა,-რა გააკეთე, შენ მე თავად მომიცილე,ისე მიმატოვე,თითქოს შენთვის არაფერი ვიყავი,-სიმწრისგან სახის კანი აეწვა და გული აუჩქარდა.
-შენც იცი რომ არ მინდოდა,-ახსნას შეეცადა დამიანე
-მე რა ვიცი?-გაღიზიანდა ელენე,-ისეთი წერილი დამიტოვე,თითქოს ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ და მგონი ასეცაა,ვისაც ნამდვილად უყვარს ასე იოლად არ მიატოვებს.
-მომისმინე,-ცრემლები ვეღარ შეიკავა დამიანემ,-წამოდი ჩემთან,უფრო სწორად ჩემი ბიძაშვილის სახლში,მხოლოდ მე და შენ ვიქნებით და მე ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს,გთხოვ,-აცრემლებული თვალებით ახედა,ანერვიულებულ ქალს.
-კარგი,ძალიან მაინტერესებს თავს რითი გაიმართლებ,-გულოსულმა თქვა და გადაადგილებაში დაეხმარა.
* * *
-გისმენ,-უკვე სახლში იყვნენ,როცა ელენემ მიუგო და რბილ სავარძელზე ჩამოჯდა.
-მას მერე,რაც გაგიცანი,შენი დაკარგვა არ მდომებია,მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე რომ ჩვენი დაცილება მხოლოდ ჩემი ან შენი ნება არ იქნებოდა და მესამე პირი აუცილებლად ჩაერეოდა,-ამოიოხრა და გულზე მოწოლილი დარდიც გააყოლა,-არ მინდოდა ჩემისთანა ქმარი გყოლოდა
-მე შემეკითხე?,-გააწყვეტინა ელენემ,-შენ არ გინდოდა მე მინდოდა,-სიბრაზისგან სახე წამოუწითლდა ჭარხალივით და დამიანეს ღიმილი მოეფინა ბაგეზე მისი შემხედვარე.
-მართალი ხარ,უშენოდ გადავწყვიტე ჩვენი ბედი,მაგრამ საკუთარ თავს ჰკითხე ჯერ,გინდა ასეთი ქმარი რომ გყავდეს?
-ყველაფრის გამოსწორება შეიძლება სიკვდილის გარდა,-მიუგო და ფეხზე წამოდგა,მიუახლოვდა და მის წინ მუხლებზე დაემხო,-მე რომ მზგავსი რამ დამმართნოდა მიმატოვედი?-თვალებში ჩააცქერდა და შენიშნა,როგორ ჩამოუგორდა დამიანეს ცრემლი მარცხენა თვალიდან და ყელში ჩაეწვეთა,-ისევე მიმატოვებდი,როგორც შენ?
-ეს სხვადასხვა რამეა,-მიუგო დამიანემ
-მიპასუხე,-სიბრაზე მოერია ელენეს,-კი თუ არა,-მკაცრად უთხრა და მის პასუხს დაელოდა
-არა,-მიუგო დამიანემ და ცრემლები წამოუვიდა,-არასოდეს,-მისკენ დაიხარა საკოცნელად,მაგრამ ელენემ არ მისცა ნება.
-მორჩი,-წამოდგომა დააპირა,მაგრამ დამიანემ ხელი დაუკავა
-წამოდგომა რომ შემეძლოს ძლიერად ჩაგიხუტებდი
-ჩახუტება რომ გდომოდა სხვისთვის არ გამიმეტებდი,-უხეშად მიუგო ელენემ და ხელი გააშვებინა,ცრემლები შეიმშრალა და წამოდგა,-არ გყვარებივარ,-ზურგით დადგა და ცივად თქვა.
-ცდები,-ხმა გაუმკაცრდა დამიანესაც,-მიყვარხარ,- ცხოვრებაში პირველად წარმოსთქვა ეს სიტყვა და მასაც ისევე დაუარა მთელ სხეულში,როგორც ელენეს.
-არ მჯერა,-ხმის კანკალით თქვა ელენემ,არადა დამიანემ ისეთი ხმით თქვა,რომ სათითაო ასო ჩასწვდა მის გულს და სხეულში ბომბივით გასკდა.
-დაიფიცე,-ღიმილნარევი ხმით მიუგო დამიანემ
-ვინ?-ჰკითხა დაბნეულმ
-ჩემი თავი
-არა
-რატომ?-გაიკვირვა,-აკი არ გჯერა და ერთი დაფიცება რას აფუჭებს?
-არ შეიძლება
-არ შეიძლება თუ გჯერა და ვერ ამბობ?
-დამიანე,-გაგულისებული შემობრუნდა მისკენ,-შენი საერთოდ აღარ მჯერა,გესმის?
-არ მესმის,-ხელებით დაეყრდნო ეტლს და წამოდგომა სცადა,ელენე შეშინდა და მივარდა.როდესაც დამიანემ მისი ხელები თავის ტანზე იგრძნო,სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა
-რას აკეთებ?-დასვა ისევ,-გაგიჟდი?
-რა გავაკეთო რომ დამიჯერო?
-არაფერი
-მაშ?
-მაშ,ყველაფერი დავასრულოთ,შენ ხომ უკვე მიიღე მზგავსი გადაწყვეტილება,ხოდა როგორც შენ გინდა ისე იქნება.
-ჩემი სურვილი არ ყოფილა,ხომ გითხარი მესამე პირის ჩარევამ გამოიწვია ჩვენი დაშორება.
-მესამე პირში ვის გულისხმობ?
-ბედს,-სიმწრის ღიმილი გაუკრთა ბაგეზე,-რომ მცოდნოდა ეტლში ჩავჯდებოდი არ შეგიყვარებდი.
-რა პესიმისტი ყოფილხარ,მე მანუგეშებდი და თავად უარესი ტრაგიკოსი ხარ.
-შენს ტკივილს ვერ გადავიტანდი და ჩემსას რა უჭირს
-ვერ ხარ!
-როცა გიყვარს ნამდვილად ვეღარ ხარ!
-წავედი,-შემოსასვლელისკენ გაემართა,როცა კარი საბამ შემოაღო და გაოცებული შედგა.
-ელენე,-თქვა დაბნეულმა,-უკვე გაიგე?
-დამიანეს ბიძაშვილი ხო,-მიუგო ელენემ
-საბა,-ხელი გაუწოდა მან და ელენემაც ჩამოართვა,-გვეშველა?-დამიანეს გასაგონად იკითხა და ელენე უკან შეაბრუნა,-ახლა მითხარით რომ შერიგდით.
-ცეცხლზე ნავთს გვისხამ,საბა
-აუ დამიანე,არ მაინტერესებს მე,უნდა შერიგდეთ,სულ მაგ ეტლში ხომ არ იჯდები,ელენე კი სულ არ დაგელოდება,გაჰყვება ვინმეს და ექნება ოჯახი.
-არ გაჩუმდები?-გაბრაზდა დამიანე,-ელენე მიდის გააცილე
-სად მიდის კაცო,ახლა სუფრას გავშლით და ვიქეიფოთ,თქვენი შერიგება უნდა აღვნიშნო,თქვენ ვერ ხვდებით და ვინმემ მაინც მიგახვედროთ რომ უერთმანეთობა სიკვდილის ტოლფასია.
-უნდა წავიდე,-მიუგო ელენემ
-არა,მეთქი,-მკაცრად მიუგო საბამ,კართან მივიდა,სწრაფად გადარაზა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო,-აბა, მიდი, ახლა წადი,-კმაყოფილს გაეცინა და სამზარეულოში შევარდა.
* * *
-კიდევ დალიე,-ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა საბამ,-გაიტანს.
-არა,ისედაც მომეკიდა უკვე,-მიუგო ელენემ და ჭიქა უკან დაადგმევინა,-მეტი აღარ მინდა,-თქვა მან და მზერა დამიანესკენ გააპარა,იგი უხმოდ იჯდა ეტლში და ჭიქა ხელისგულში მოექცია.
-შენ რატომ არ სვამ?-გადაწვდა დამიანეს საბა,-ახლა არ მითხრა საჭესთან ვარო,-და ახარხარდა,დამიანე ბიძაშვილის მწარე იუმორმა უკმაყოფილო დატოვა.
-რა ყბედი ხარ,-უკმაყოფილოდ მიუგო დამიანემ
-შენნაირ უხმოდ ჯდომას ყბედობა მირჩევნია,-თქვა საბამ და ჭიქა შეივსო,-ამ ჭიქით,თქვენს ტკბილ სიყვარულს და ჩემს მარტო ყოფნას გაუმარჯოს,-თქვა და გადაკრა.
-ვაი შენს პატრონს,-გვერდულად გაეღიმა დამიანეს,-რამდენს სხვამ?
-ფხიზელმა ჩემმა მტერმა გიყურათ,-სახე დაბრიცა,-კარში მდგარიც კი არ გამოიყურება ისე საცოდავად,როგორც თქვენ,ვითომ არ გინდათ შერიგება,არადა სული გძვრებათ,როდის ჩაიკრავთ გულში ერთმანეთს.
-შენ რა გესმის,არავინ გყვარებია და გართობის მეტი არაფერი გაგიგია
-სიყვარულიც გართობაა,თავისებური,საღლაბუცო კიარა,აი ბავშვობაში რომ იყო სერიოზული გასართობები იმნაირი.
-შე საწყალო,ვინმე რომ შეიყვარო,ჩემი საპასუხო დარტყმა მერე ნახე,დღევანდელი მონაგონი იქნება.
-საქმეს ისე არ გავიხდი რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანის დაკარგვის საშიშროების წინაშე დავდგე.
-მორჩი,არავინ ვიცით,წაგვერთმევა თუ არა სიცოცხლის ნახევარი,-წამიერად გადაავიწყდა ეტლი და ჩვეულებრივად წამოდგა,მაგრამ ფეხები მოეკვეთა და უკან წავიდა.
-შენ სიცოცხლის ნახევარიც წაგერთვა და ჭკუა ხომ მთლად დაკარგე,-წამოვარდა საბამ და ხელი მიაშველა,-დაგავიწყდა?-ხელი რომ მოჰკიდა,იგრძნო როგორც უცახცახებდა სხეული დამიანეს.
-ჩემს ოთახში წავალ კარგი?-უცნაური ხმით ჰკითხა მან და ეტლი შეაბრუნა მისაღებისკენ,საბა არ შეწინააღმდეგებია და როცა დამიანემ მისაღები გაიარა და ოთახში შევიდა,ცრემლები წამოუვიდა და გული ყელში მიებჯინა,ტკივილისგან სახე დაემანჭა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს ძვლებში ამტვრევდნენ.ტკივილისგან ერთიანად შეშლილმა,თავი საწოლში ჩაამხო და მოგუდული ხმით აყვირდა.,ვერც საბას დაუძახა,ვერც ელენეს,მხოლოდ ცდილობდა რამენაირად გაეყუჩებინა გულიდან წამოსული და მთელ სხეულში კიბოსავით მოდებული ტკივილი.ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ოდესმე ასეთი სუსტი იქნებოდა,სად არ უნახავს ეტლით მოსარგებლე,რადმეს დახმარებია კიდეც,რამდენი უნუგეშებია,ტრაგიზმად ქცეული ცხოვრების გამო,მაგრამ ახლა?!ახლა თავად იქცია ცხოვრება ტრაგიზმად და არც ცდილობს რეალობას თვალი გაუსწოროს.
-დამიანე,-საბას დაძახილი მოესმა და თავი დაიჭირა ისე,თითქოს წამის წინ დარდი არ ჰკლავდა.
-რა მოხდა?-გასძახა მან
-ელენე მიდის
-წავიდეს მერე მე რა,-გულცივად მიუგო მან
-არაფერი,-ესღა გაიგო საბასი და კარი მიხურა.



№1 სტუმარი SaIi

Shobas giIocav!❤ dzaIian kargia, ubralod mati ase kureba ar shemidzIia (( shearigeee

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

SaIi
Shobas giIocav!❤ dzaIian kargia, ubralod mati ase kureba ar shemidzIia (( shearigeee

მადლობაა მეც გილოცავ, <3 შევეცდები მალე შევარიგო. :* love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline მოდერი X.G

love ძალიან კარგია მომეწონა მაგრამ მალე შერიგდნენ რაა და დამიანეც მალე წამოდგეს ფეხზე love შობას გილოცავ მრავალს დაესწარი love

 


№4 სტუმარი სტუმარი

დედას გაფიცებ, არ მოგწყინდა ამ სულელ ქალზე წერა? ....

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სტუმარი
დედას გაფიცებ, არ მოგწყინდა ამ სულელ ქალზე წერა? ....

ვინ გკითხავს?
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6 სტუმარი სტუმარი

teofine15
სტუმარი
დედას გაფიცებ, არ მოგწყინდა ამ სულელ ქალზე წერა? ....

ვინ გკითხავს?


ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, უბრალოდ კიდე რამდენი თავი უნდა დაწერო, რომ დააფასოს ეს კაცი? უკვე კაცზეც გული მერევა.

არადა, თავიდან კარგად დაიწყე. შენი საქმე შენ იცი.

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე ეს გოგო რა შტერია :X

 


№8 სტუმარი nino

ar daagviano axali tavis dadeba torem gadmogixtebi mag shen planshetshi tu ta mnishvneloba aq ritidac wer da daginayav tavs muza rom movides:-)

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ახლა დამიანე გაჭირჩელუდა.ელენე ცუდად იქცევა,როგორც ყოველთვის,მას ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს დამიანესი,უნდა ხვდებოდეს,ასე რატომ მოიქცა.

 


№10 სტუმარი nini

Dedaaa teonaa zustad ise dagiweria rogorc me mindoda da rogorc me gitxarii gushinn shen chemi ... gogo xarrr :* :* aii dzalian magrebi arian :* rogor miyvars es orii ver warmoidgenn chemi shokoladi gogo xarr

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

გული დამეწვააა.ა რა საშინელებაა. მაინც რომ არ შერიგდნენ საშინლად არ მომწონს... ელენე როგორი მკაცრია ისევ, რომ არ სჯერა მისი და უფრო სწორედ თავს ისე რომ იჭერს თითქოს არ სჯერა, არადა მის გულსაც ცეეცხლი უკიდია და უნდა შერიგდნენ!
თეოოოონა... ძალიან კარგად წერ, ოღონდ ცუდად მიგყავს ისტორია :(( შენი ნებაა რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მაგიჟებს ასე რომ არიან... არადა უერთმანეთოდ ნამდვილად ვერ გაძლებენ :(
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12  offline მოდერი tsn

პატარებივით არიან რა, დამიანეს თუ არ უნდოდა შერიგება რაღას დაუძახა, ხომ მიდიოდა ეს გოგო თავისი გზით, ან ელენე რამ წაიყვანა მასთან, აი რას შვრება ეს სიამაყე..

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ოხ.. რა ვქნა რით ვუშველო? დაიღუპავენ ესენი თავს და ჩემს ლივს შეკოწიწებულ ნერვებსაც თან წაიღებენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent