შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როზასა და ზურას სიყვარულის ისტორია (დასასრული)


8-01-2016, 03:36
ავტორი unijo mwerali
ნანახია 2 396

ზურას სახლი:

საღამოს სახლში ბატონი თემური დაბრუნდა,ოჯახის წევრებს მიესალმა.მერე გაოგნებულმა დაიწყო რაღაცის მოყოლა.
- დღეს ქალაქში მომიწია გავლა უცხოელი ინვესტორები არიან ჩამოსულები და მათ ვათვალიერებინებდით ქალაქს მე,კომპანიის ვიცე პრეზიდენტი და ასისტენტები როდესაც ერთ-ერთ ქუჩაზე ნახატი შეგვხვდა კედელზე აი ეს ნახატია._აჩვენა ტელეფონი.იქ კი ზუსტად ის ნახატია გამოსახული რომელზეც რამდენიმე საათის წინ განიხილავდნენ ოჯახში.სუყველას გაეცინა.-ულამაზესი ნახატი იყო და ზურა იცი ვინ არის ის მხატვარი?
- კი ვიცი მამა._ძლივს დასერიოზულდა ზურა.
- ვინ არის შვილო?_თემური.
- რამე მოხდა თემურ?_თამარი
- ისე მომეწონა ის ნახატი რომ მინდა იმ მხატვარს ვთხოვო და ჩემთან იმუშაის ჯერ ოჯახის პორტრეტის დახატვა მინდა ვთხოვო.ვინ არის იცი თუ არა?_თემური
- კი მამა მშვენივრად იცის._სიცილით თქვა სანდრომ.
- რამე ხდება და უნდა ვიცოდე?_თემური
- ისეთი არაფერი საყვარელო უბრალოდ ის გოგო ჩვენს ბიჭს უყვას თუმცა ცოტა აერიათ ურთიერთობა._ჩუმათ უჩურჩულა თამუნამ ქმარს.
- ზურა არ ამიხსნი ყველაფერს?_ცოტათი გაუმკაცრდა ხმა უფროს ფოლადაშვილს.ზურამ დაახლოებითაუხსნა სიტუაცია.კაცი გაოცებული უსმენდა.
- უკვე ძალიან მომინდა მაგ ახალგაზრდის გაცნობა და რაც შეიძლება მალე მოაგვარეთ თქვენი პრობლემები რომ გავიცნო ჩველი მომავალი რძალი._ყვესაგან გასაკვირად ზედმეტად მხიარულად და მშვიდად მიიღო როზას ამბავი რამაც სამივე პირღია დატოვა.-რატო მიყურებთ ეგეთი გაოცებული სახეებით ყოველთვის დინჯი და მკაცრი კი არ ვიყავი,სანამ შენ ცოლად გამომყევი მანამდე არ გახსოვს როგორი ვიყავი?_თავისი წარსული გაიხსენეს ცოლ-ქმარმა.
- ხო მახსოვს ისეთი აუტანელი იყავი მიმიქარავს დღევანდელი ახალგაზრდობა._ჩაიცინა თამარმა.
- ოხ შემოაწვათ მოხუცებს ახალგაზრდობის წლები და მოგონებები._ჩაიცინეს ბიჭებმა.-ჩვენ დაგტოვებთ._ადგნენ და გავიდნენ.
- მართლა მოგეწონა ზურას არჩევანი?_ჰკითხა თამარმა მეუღლეს.
- რავიცი არ უნდა ჩანდეს ცუდი გოგო მაგამ ზედმეტად თავისუფალი მეჩვენა._ტემურმა გულზე მიიხუტა ცოლი.
- არაუშავს მაგას დრო უჩვენებს იქნებ და ის ყველაზე დიდი მეოჯახე გამოდგეს._თამუნა
- არაფერია გასაკვირი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს._თემური.


ზურა და როზა:

რამდენიმე დღე არ გამოჩენილა ზურა როზას სიახლოვეს.როზა კი სკოლაში დაბრუნდა და სწავლას აგრძელებდა.სკოლაში ისევ ძველებურად იყო ყველაფერი.ერთ-ერთი დასვენების დროს ზურამ როზა მხარზე გადაიკიდა,თავის მანქანაში ჩასვა და შორს წაიყვანა სკოლიდან.
- ზურა რა გჭირს?_როზა.
- შენთან ლაპარაკი მინდოდა._ზურა
- ამის გარეშე ვერ ვილაპარაკებდით?_როზა
- ვერა! გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ ისე როგორც ეს ერთ დროს შენ მოინდომე.გახსოვს?_ზურა
- ყველაფერი მახსოვს._როზა
- რამდენიმე დღის წინ იასმინს ველაპარაკე._ზურა
- მართლა? რა გითხრა?_როზა
- რაღაცეები მომიყვა._ზურა
- მაინც რა?_აღელდა გოგნა.
- მაგალითად ის რომ სინამდვილეში როზა არ გქვი.ხო და მაინტერესებს რა გქვია სინამდვილეში?_ზურა
- სინამდვილეში?იმდენი ხანია არავის დაუძახია იასმინის გარდა ისიც იშვითად მეძახის რომ ვეღარ ვეგუები.
- ანუ არ მეტყვი?
- ეხლავე მე ლიზა მქვია.
- ლიზა?! მშვენიერი სახელია შენს ადგილზე არ გადავირქმევდი.
- ეს დედაჩემის დამსახურებაა._სევდიანი ღიმილით უთხრა გოგომ
- ხო! მომიყვა იასმინი.
- ეგ კი არა რამდენიმე ადგილას ვარდის ტატუ გავიკეთე.
- მართლა? არასოდეს მინახავს.
- ვერც ნახავდი. ერთი გულთან ახლოს მაქვს დახატული მაშინ დავიხატე როცა მშობლები გარდაიცვალნენ...
- გააგრძელე მინდა ადრე დაშვებული ჩემი შეცდომა გამოვასწორო.ვფიქრობდი როცა დრო მოვიდოდა შენ თვითონ მომიყვებოდი და ახლა მივხვდი შენ ამას არასოდეს მომიყვებოდი.
- მართალი ხარ არ ვაპირებ იმ ბიჭთან საუბარს გულახდილად ვისაც ფეხებზე ვკი*ივარ ეს ერთხელ უკვე გავიარე.
- რა? შენი პირველი სიყვარლი მე არ ვარ?_გაოცდა ბიჭი.
- მაგ რატომ იფიქრე?_ღიმილით უთხრა გოგომ
- არ ვიცი.ასე ფიქრობდა ყველა,შენ ისე იქცეოდი....
- და მაინც ყველაფერს ვერ მოგიყვები.
- თუ გეტყვი რომ ძალინ,ძალინ ძალიან მიყვარხარ და ამ სიტყვების სატქმელად რამდენიმე დღე ვიკრებდი ძალას.
- მართლა? ნუთუ?
- ხო მართლა. ყველას გონია რომ შენი შეყვარება ჩემი მხრიდან ერთ გვარი პროტესტის გამოხატულება იყო ტუმცა როცა მიმატოვე მაშინ გავაცნობიერე რომ შენზე უზომოდ ვარ შეყვარებული.
- გასაოცარია არ მოველოდი ამას შენგან.გამიგია გულთამპყრობელ ზურას სიტყვა "მიყვარხარ'' არასოდეს უტქვამს თუმცა კარგად კი იყენებდა.
- კარგი რა ჩემი გაკიცხვის ნაცვლად არ ჯობია ისევ შენზე მომიყვე რაგაცეები მაგალითად რამდენჯერ შეგიყვარდა ჩემამდე._ლიზას მოეჩვენა მის სიტყვებში ეჭვიანობა იკვეთებოდა.
- ერთხელ ვიყავი შეყვარებული._ღიმილით მიუგო გოგონამ
- ახლაც არ მომიყვები ყველაფერს?
- კარგი შევეცდები._საუბრის დროს მთაწმინდის პარკში სეირნობდნენ.-შვიდ წლამდე ისე ვცხოვრობდი როგორც ნამდვილი პრინცესა,მერე ჩემი მშობლები დაიღუპნენ,ჩემს ერთადერთ ნათესავად იასმინს ვტვლიდი ,თუმცა როცა მასთან დამაშორეს მეორე ტატუ გავიკეთე.სახლიდან ხშირად ვიპარებოდი და ასე მოვასერხე.მესამე კი სამი წლის წინ გავიკეთეგათავისუფლების ნიშნად.
- რისგან გათავისუფლდი?
- სიყვარულისგან.თორმეტი წლის ვიყავი დემეტრე რომ გავიცანი,ის ჩემზე სამი წლით უფროსი იყო თავმომწონე თინეიჯერი.თუმცა ყველაფერი ქონდა რაც მე მომწონდა ძალიან სიმპატიური იყო ქერა,ცისფერთვალება უმაგრესი აღნაგობის.ერთმანეთი სკოლაში გავიცანით.ყველა გოგოს ჭკუა ეკეტებოდა მასზე ერთი მე მინდოდა სწავლა და ის არ მაინტერესებდა ამოტომ მისი სამიზნე გავხდი. ჯერ მისი ძმაკაცები თავს დამესხნენ დამცინოდნენ და წიგნები დამიხიეს მერე კი თვითონ გამომეცხადა გმირივით ისინი მომაშორა.მაგრამ მე ასე იოლად ხელში ჩასაგდები არ აღმოვჩნდი.თავს არ მანებებდა ბოლოს როგორც იქნა შემოყვარდა.მას ყველაფერი მივეცი უზომოდ ბედნიერი ვიყავი ცამეტი წლისამ მას ისეთი რაღაც ვაჩუქე რასაც ახლა ძალიან ვნანობ მეგონა ჩემი უფლისწული ვიპოვე თქო თუმცა ვცდებობი .როცა ეს ყველაფერი მოხდა ის უბრალოდ გაქრა.ძალიან დავიტანჯე,დღემდე ვერვივიწყებ იმ ტკივილს მაგრამ ის სიყვარული სადღაც გაქრა.ახლა კი გამოჩნდი შენ რომელიც ასევე ძალიან სიმპატიური ხარ რაღაცით მასაც გავხარ.ამიტომაც გიფრთხოდი თუმცა შენ დაბრუნდი.
- მოიცა დაშორება გამოცდა იყო?
- კი.როგორც წესი ასეთი სიტყვების შემდეგ არავინ ბრუნდება.ალბათ ამიტ მათ თავმოყვარეობას ვაყენებ ზიანის ქვეშ._მთელი დღე ლაპარაკში გაატარეს ყველაფერზე საუბრობდნენ ნახატზეც ილაპარაკეს.რამდენიმე დღის შემდეგ ზურას ოჯახმაც გაიცნო გოგო ძალიან მოეწონათ.შემოდგომით იქორწინეს და წვეულების დროს ლიზამ მთელს ოჯახს სიურპრიზი გაუკეთა და მათი პორტრეტი აჩუქა.ზურა იდეალური მეოჯახე აღმოჩნდა.

____________
გამარჯობათ პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს და შობას მრავალ დაესწარით. და ბოდიშს გიხდით ამდენი ხნით რომ დავაგვიანე უბრალოდ თბილისში არ ვიმყოფებოდი და დროს ვერ ვპოულობდ დასაწერად ♥



№1 სტუმარი Xatia

Kargi iyo yochag. Dzalian momecona mtliani istoria.

 


№2  offline წევრი nini :)

ვაიმე რა კარგი იყოოოოო. კი ვიცოდი რაღაც მსგავსი დსასრული იქნებოდა, მაგრამ ძალიან მგარიააა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent