სლიზერინელი პრინცის ისტორია 34
გაღვიძების დრო იყო,მაგრამ ძილს თავს ვერ ვართმევდი. გღვიძავს?ყურში ჩამჩურჩულა ბიჭმა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. -კარგი მე ქვემოთ ჩავალ, შეშა უნდა მოვაგროვოთ,თორემ გავიყინრბით. -რატომ? გარეთ ხომ თბილა.ნამძინარევი ხმით ვიკითხე მე. -გარეთ საშინელება ხდება.ჩაიცინა ბიჭმა.ესეც ჩვენი შესანიშნავი დასვენება. -კარგი რა,თბილი ტანსაცმელი არ მაქვს. -ჩემს სვიტერს მოგცემ. -ბავშვები არ მოვლენ? -ლუკა და მისი გოგო მოვიდნენ უკვე, ის გოგო მაგლია,არაფერი იცის ჩვენს სამყაროზე და გთხოვ არაფერი წამოგცდეს. -ერთი ორი ფოკუსი არ.აწყენდა.გამეცინა მე. -ფოკუსები მე ჩამიტარე.თვალი ჩამიკრა ბიჭმა და კისერზე მაკოცა. სწრაფად ჩავიცვი.ჩიკოს სვიტერს ისეთი კარგი სუნი ჰქონდა ლამის გული წამივიდა.გარეთ მართლა საშინელი ამინდი იყო,ნამდვილი წარღვნა.დაბლა ჩავედი და იქ მჯდომი რამდენიმე ადამიანის ყურადღებაც მივაპყარი,განსაკუთრებით ერთი გოგონასი რომელმაც ზიზღით ამათვალიერა,როგორც ჩანს მხოლოდ მე ვიყავი ახალი,რადგან დანარჩენები აშკარად კარგად იცნობდნენ.ერთმანეთს.რამაც ცოტა არ იყოს გამაღიზიანა.დიდხანს მომიწია ამ გარემოცვაში ყოფნა,აშკარად მე მჭორავდნენ. კართან ხმაური გაისმა,მადლობა ღმერთს. კარი გაიღო და ზღურბლზე საშინლად გაწუწული ნიკო გამოჩნდა.მაგარია ესეც აქ ყოფილა.უკან ლუკა და ალექსი მოყვენ,ბოლოს კი ფრანცისკო შემოვიდა გაწუწული და გალურჯებული.შეშა ბუხართან დაყარა და მაისური სწრაფი მოძრაობით გაიძრო და თვალი ჩამიკრა..ქერა გოგომ ისევ ზიზღით გამომხედა. ვახშმის შემდეგ ბუხართან მოკალათდა "სასტავი" მე ჩიკოს კალთაში მოვთავსდი.იმ გოგომ ისევ ამრეზით შემოხედა დიდი ალბათობით ჩიკო მოსწონდა,ის კი ყურადღებას არ აქცევდა.ამის გაფიქრებაზე ჩამეცინა,მგონი ჩიკოც მიმიხვდა ფიქრს და ლოყაზე ნაზად მაკოცა, რამდენჯერმე.ქერა ლამის გასკდა. მთელი საღამო რაღაც უაზრო მაგლურ თამაშს ვთამაშობდით.მართალი ვიყავი ერთი ორი ფოკუსი არ აწყენდათ.დიდი ხანია ასეთი ცუდი დასვენება არ მქონია,დიდად ჩიკოც არ ჩანდა ბედნიერი, არც ალექსი იყო ისეთი მხიარული,როგორიც პირველ შეხვედრაზე.არადა ვიცი რომ ეს ორი ერთად ყოფნაზე გიჟდებოდა. დასაძინებლად რომ წავედით შუა ღამე იყო.საწოლში კარგად მოვთავსდი,ჩიკომაც მალე დაიკავა ადგილი ჩემს გვერდით. -რაღაც არ არის კარგად ხომ? -თავი დამიქნია და მაგრად ჩამიხუტა.-ის ქერა გოგო,დედაჩემს მოსწონს უნდა რომ დავინიშნოთ.ავად დაისისინა ბიჭმა.ნიკომ სპეციალურად მოიყვანა ეგონა,რომ არ იქნებოდი და.შემაბავდნენ,ალქსთან უხერხულად გამოვიდა.უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა,როგორ იფიქრეს რომ ის გოგო მომეწონებოდა ან მასზე დავქორწინდებოდი.... ხვალ დილით ადრე წავიდეთ.მისი ლაპარაკი ბუნდოვნად მესმოდა,რადგან ნახევრად მეძინა... დრაკო ძალების მოკრება მჭირდება,ამიტომ გადავწყვიტე კარგად დამესვენა.შაბათს დედა მოვინახულე,ცუდად არ გამოიყურებოდა,უფრო მეტი ბედნიერიც კი მეჩვენა,მასაც ყელში ჰქონდა ამოსული ლუციუსის ბრძანებები და როგორც ჩანს.მისგან მანაც დაისვენა.მე და დედამ ბევრი ვილაპარაკეთ და ვისეირნეთ ბაღში. მინდა ასტორიაც გავაცნო.ძალიან გაუხარდა. კარგად გამოვიძინე და.დილით უკვე ჰოგვორტსისკენ ავიღე გეზი.მე და ბლეზი ჰოგსმიდში ვაპირებდით გასეირნებას გოგოებთან ერთად.მატარებელში შევედი და ცარიელი ადგილის ძებნა დავიწყე....მთელი გზა ძილი არ მომეკარა,რატომაც ანაზე მეფიქრებოდა.პრინციპში მასზე სულ მეფიქრება.ნეტავ ყველაფრის გამოსწორება შემეძლოს,დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი მასთან,მაგრამ უკვე ძალიან გვიანია,ახლა ასტორიას ჯერია იმედია მასთან მაინც ვიქნები ბედნიერი.... შუადღეს უკვე სკოლაში ვიყავი და სამეცადინოდ ვემზადებოდი.სხვები აშკარად დასვენებას აპირებდნენ,ჩიკოც კი ვერ დავიყოლიე,დივანიდან ადგომაც კი არ უნდოდა. იმ გოგოს ამბავმა მაინც იმოქმედა მასზე.რაღას ვიზამდი მარტო გავყევი ცარიელ დერეფანს,მარჯვნივ შევუხვიე და უფს! არასასიამოვნო შეხვედრა...კუთხეში მალფოი იდგა.უკან.დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ შემრცხვა და გზა გავაგრძელე,რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო ვღელავდი,ეს გრძნობა საშინლად არ მომწონდა. -როგორ ხარ ბლექ? გაუბედავად მკითხა მალფოიმ. -არამიშავს.მხრები ავიჩეჩე მე.დებილივით გავშეშდი ერთ ადგილას,რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ვერ ბედავდა.გზა გავაგრძელე. -მოიცა.მალფოის ცივმა ხმამ გამაჩერა. -მართლა მინდა რომ შევრიგდეთ,ძალიან ვნანობ ყველაფერს მართლა ძალიან მიყვარხარ.მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.უხეშად მოვიშორე. -როგორ ფიქრობ იმ ყველაფრის მერე ისევ შენთან ვიქნებოდი? თან შემცვლელი გიპოვია,იმ გოგოს რას უპირებ ძალიან მაინტერეასებს? ავად დავაკვესე თვალები მე და ბიბლიოთეკისკენ გავვარდი. ისე გავბრაზდი სწავლაზე და წიგნებზე კონცენტრირება ვერ მოვახდინე,დიდხანს და უაზროდ დავშტერებოდი. ოთახში არავინ დამხვდა პირველკურსელების გარდა. -ბავშვები ჰაგრიდთან წავიდნენ.მითხრა ერთმა მათგანმა.იქ მარტო წასვლის თავი არ მქონდა,ამიტომ გამოძინება გადავწყვიტე,დიდი ხნის ტრიალის შემდეგ არც ეს.გამომივიდა.ახლა უკვე ყველაფერზე ერთად გაბრაზებულმა,მაგლურ წიგნსა და პლედს ხელი დავავლე და ხიდზე წავედი.რათქმაუნდა სწორედ ეს მჭირდებიდა,როგორც ყოველთვის ულამაზესი ხედი და სასიამოვნო გარემო.წიგნიც საკმაოდ დადებითი გამოდგა და ძალიან გამართო. ჩიკოც მალე მოვიდა.ისევ ცუდ ხასიათზე მეჩვენა. -დედაზე ძალიან გავბრაზდი,დღეს წერილი გამომიგზავნა და ისევ იმ გოგოზე დამიწყო ლაპარაკი,ნეტავ რა ბზიკმა უკბინა აქამდე არასოდეს ადარდებდა ჩემი ბედი.ასეთი გაბრაზებული პირველად ვნახე. -კარგი არ ინერვიულო. -კარგი ვეცდები.გაიცინა ბიჭმა და ტუჩებში ჯერ ნაზად მაკოცა, ბოლოს კი გიჟებივით ვკოცნიდით ერთმანეთს.ჩიკოს ლამის ხელებში ჩავადნი. -ახლა ნამდვილად აღარაფერზე ვინერვიულებ.თბილად გამიღიმა ბიჭმა. ჰოგვორტსში ცხოვრება ძველებურად გრძელდებოდა.მე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჰერმიონთან ერთად ვმეცადინეობდი ბიჭები კი მთელ დღეს ვარჯიშში ატარებდნენ.ჩიკო ძალიან მეცოდებოდა.ძალიან იღლებოდა.მალე შუალედური გამოცდებიც დაიწყებოდა,მერლინს ვფიცავ შეიძლება მოვკვდე.... ძალიან გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი.მადლობა ყველას :* :* :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.