შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარული აკრძალულია! /თავი VII/


9-01-2016, 09:50
ავტორი Evelina
ნანახია 2 716

პირველს ნიკას გაეღვიძა, ვერონიკა მისკენ შებრუნებულიყო და თავი ნიკას მკერდზე მიედო. სულ ასე იყო… გაბრაზებული ვერონიკა, საგულდაგულოდ საწოლის მეორე კიდეში დაწვებოდა, ნიკას ზურგს შეაქცევდა, დილით კი მასზე მიხუტებულს ეღვიძებოდა.
ფრთხილად მოშორდა ვერონიკას და ოთახიდან გავიდა. ვერონიკასაც მალევე გაეღვიძა. ღრმად ჩაისუნთქა და რაღაც უცნაური იგრძნო. ეს ნიკას სურნელი იყო…
_დილა მშვიდობისა._სამზარეულოში მოფუსფუსე ნიკას მიესალმა.
_თავს როგორ გრძნობ?_ჰკითხა ნიკამ და ჭიქებში ცხელი წყალი ჩაასხა.
_უკეთ… გუშინ სად გეძინა?_ჰკითხა ვერონიკამ და თვალი მისღები ოთახისკენ გააპარა, ნიკას დივვანზე ეძინა ხოლმე.
_რას გულისხმობ?_ გაიკვირვა ნიკამ და თვალი აარიდა._სად მძინავს-ხოლმე?_ხმაში ნერვიულობა დაეტყო.
_არ გამიგია, გუშინ როგორ გახვედი ოთახიდან და…_ჩაილაპარაკა ვერონიკამ და მაგიდას მიუჯდა.
_დაღლილი იყავი და უცებ ჩაგეძინა…_გაუღიმა ნიკამ.
ვერონიკას აღარაფერი უთქვამს. ზუსტად იცოდა ნიკას მასთან ერთად ეძინა, შეუძლებელი იყო ეს არ ეგრძნო. თანაც კარგად იცოდა, როდესაც ნიკა იტყუებოდა არასოდეს უყურებდა თვალებში. ჩაი ისე დალიეს არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. მხოლოდ სამსახურში წასვლის წინ დაემშვიდობა ნიკა და ბედნიერი დღე უსურვა, თან გააფრთხილა, რომ მთელი დღე საწოლში ყოფილიყო.
ვერონიკას ბედნიერი არა, მაგრამ საკმაოდ დაძაბული დღე ელოდა წინ. ილიას უნდა შეხვედროდა, უნდა დალაპარაკებოდა, მაგრამ რა უნდა ეთქვა - არ იცოდა. სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდა, ცდილობდა აზრები დაეწყო, თუმცა როდესაც ილია დაინახა ყველა სიტყვა რაც გაწერილი ჰქონდა სათქმელად, გადაავიწყდა.
ილია სასტუმროს ნომერში ელოდებოდა. არ უნდოდა ყველაფერი ასე დამთავრებულიყო, თუმცა იცოდა რომ ეს ურთიერთობა აუცილებლად დასრულდებოდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. მისი ცოლი უყვარდა, მაგრამ ახალი შეგრძნებები ძლიერ იზიდავდა. 25 წლია უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ. ორივენი 15 წლისანი იყვნენ ოჯახი, რომ შექმნენ. პირველად 11 წლის წინ უღალატა, მას შემდეგ კი თავს ვეღარ იმორჩილებს. ყოველ ჯერზე პირობას დებს, რომ ეს უკანასკნელია, რომ უკვე დაბერდა ამგვარი ურთიერთობებისთვის, თუმცა, აქამდე პირობას ვერ ინარჩუნებდა.
ვერონიკა პირველად, რომ დაინახა უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო, მისმა გამომწვევმა გამოხედვამ კი თავი სულ დააკარგვინა. თითქოს ახალგაზრდობა დაუბრუნდაო, დაინახავდა თუ არა, მაშნვე ვნება ჩაექცეოდა თვალებში და თვალებითვე აშიშვლებდა ახალგაზრდა გოგონას.
_როგორ ხარ?_ოთახში შემოსულ ვერონიკას ჰკითხა ილიამ.
_კარგად…_გაღიმება სცადა ვერონიკამ, მაგრამ არ გამოუვიდა.
ილიას ეს შეხვედრა სხვანაირად წარმოედგინა, ეგონა ერთმანეთს შემოეხვეოდნენ და ვერონიკა ტირლით ეტყოდა თავის სათქმელს, მაგრამ გოგონა ძალიან ცივი იყო. ხელის შეხებასაც კი ვერ ბედავდა ილია.
_ნიკას შევურიგდი…_თავჩახრილმა უთხრა ვერონიკამ და ილიას წინ, სავარძელზე დაჯდა._იმ დილითვე შევურგდი… მაპატია…
_მთავარია, შენ თუ გინდა მასთან ყოფნა?!_სასოწარკვეთილმა შეხედა ილიამ და შეეცადა ვერონიკას თვალებიდან ამოეკითხა სიმართლე.
_მინდა!_მკაცრად უპასუხა დაფეხზე წამოდგა._დაივიწყე ყველაფერი ილია, შენ ჩემზე უკეთ იცი, რომ ეს ყველაფერი დიდი შეცდომა იყო… ვნებას ავყევით, ვნება კი საშიში რამ არის… მე ვიცი როგორ გიყვარს ლილე… შეეცადე აღარ აჰყვე ვნებას. შეიძლება ლილემ არ იცოდეს, რომ ღალატობ, მაგრამ ამას გრძნობს. დამიჯერე… გრძნობს და შიგნიდა ღრღნის ეს გრძობა, მას მხოლოდ სიყვარული არ სჭირდება, ყურადღება და სითბო უნდა… რომ იცოდე რა არარაობად ვგრძნობ თავს, ლილეს წინაშე, სალომეს წინაშე… შენს წინაშე!
_არა, ვერონიკა!_სიტყვა გააწყვეტინა ილიამ და ისიც წამოდგა. ვერონიკას ხელები თავისაში მოიქცია და მავედრებელი თვალები მიაპყრო._ჩემო პატარა ვერონიკა… შენ არ ყოფილხარ შეცდომა, შენ სწორედაც რომ, ზუსტად ის ადამიანი ხარ ვინც აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში, რომ იცოდე როგორ ვნანობ ყველა იმ წლებს… პირობას გაძლევ, რომ აღარასოდეს დავკარგავ ასე თავს!
_მე შენი პირობა არ მჭირდება ილია…_თვალები აუცრემლიანდა მას._შენ საქმით დაამტკიცე, ისე მოექეცი ლილეს თითქოს თქვენი გაცნობის პირველი დღეა და მისი გულის მოპოვება გინდა…
_ასეც იქნება!_უთხრა და გულში ჩაიკრა ვერონიკა.
_ჩვენზე არასივ უთხრა…_გააგრძელა ისევ._ვიცი, უნამუსობაა ეს დავმალოთ, მაგრამ ყველასთვის ასე აჯობებს. არ მინდა სალომე დავკარგო, ან შენ შეგიძულოს ამის გამო.
_არაფეს ვიტყვი…_ხელები შეუშვა ილიამ და მის წინაშე, ამხელა კაცი ახლა თავჩახრილი დადგა.
_კიდევ არის რაღაც…_დაამატა ვერონიკამ და თავი ისე ასწია, როგორაც ტყუილის თქმის წინ სჩვევია ხოლმე._ორსულად ვარ, ექიმა მითხრა რომ სულ რამოდენიმე კვირის არის ნაყოფი, ასე რომ ბავშვი ნიკასია… ახალ ცხოვრბეას ვიწყებ… ძალიან გთხოვ, ხელს ნუ შევუშლით ერთმანეთს…
ილიას არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია. მისი სასოწარკვეთა უსაზღვრო იყო. ვერ ხვდებოდა რატომ უჭირდა ამ პატარა გოგონას დათმობა. ვერონიკა წავიდა… კარი გაიხურა და სამუდამოდ წავიდა ილის ცხოვრებიდან.
_როგორ ჰგავს…_ხმამაღლა წარმოთქვა და უცებ გაწყვიტა წინადადება ილიამ. ბაგეებზე უცნაური ღიმილი შეეპარა._როგორ ჰგავს ლილეს ახალგაზრდობაში!_ახლა უკვე უშიშრად წარმოთქვა ეს სიტყვები. მიხვდა! მიხვდა, რაც იზიდავდა ვერონიკაში. ზუსტად იცოდა რომ ეს არ იყო უბრალო ვნება, თუმცა არც სიყვარული. ახლა კი ყველაფერს ნათელი მოეფინა. სწორედ ამიტომ შემოვიდა ვერონიკა მის ცხოვრებაში. გაახსენდა ძველი გრძნობები, გაახსენდა უსაზღვრო სიყვარული მისი მეუღლის მიმართ, გაახსენდა თუ რატომ შეირთო იგი ცოლად. დრო იყო მასთან დაბრუნებულიყო და შეცდომები გამოესყიდა.
***
სასტუმროდან გამოსულმა, გადაწყვიტა იქ წასულიყო სადაც სულიერი სიმშიდე ყოველთვის მოდიოდა. ტაქსი გააჩერა და სასაფლაოსკენ, ევას მოსანახულებლად გაემართა.
_ჩემო პატარა ანგელოზო…_შეადგა თუ არა ფეხი სასაფლაოზე, მაშნვე ჩაიმუხლა ევას წინ._როგორ მიჭირს უშენობა… შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ… შენ რომ აქ მყავდი სულ სხვანაირად იყო ყველაფერი, შენ მაძლევდი ძალას ყველა პრობლემა დამევიწყებინა, შენი ერთი შემოხედვა და ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი მთელს ქვეყანაზე. იმედია ჩემი პატარაც შენსავით ლამაზი და ჭკვიანი იქნება!_გაეღიმა ვერონიკას და ცრემლები მოიწმინდა.
_გამარჯობა, ვერონიკა!_მოესმა ნაცნობი ხმა. მისკენ შეტრიალდა და სოსო დაინახა.
_აქ რას აკეთებ?!_ისეთი სიმკაცრით ჰკითხა ვერონიკამ, აშკარად საჩხუბრად მოემზადა.
_ჩემი მშობლების საფლავზე მოვედი… დღეს მათი გარდაცვალების დღეა._სევდა შერეოდა სოსოს ხმაში.
_ეს…_თქვა ვერონიკამ დამშვედბულად და ევას საფლავისკენ მიათითა._ეს ჩემი შვილია… ევა!_თქვა და ისევ წასკდა ცრემლები, ერთიანად ამოხეთქმა მასში ევას მონატრებამ, აქამდე ცდილობდა ემოციები დაეფარა, მაგრამ სოსოს წინაშე იმდენად სუსტ არსებად გრძნობდა თავს, ყველაზე ღრმად დამარხული გრძნობაც კი გამოხატა._იცი როგორ მენატრება?!_ბოლო ხმაზე ტიროდა ვერონიკა. მუხლებზე დაეცა და საფლავიზე დაადო შუბლი.
_ვიცი!_უთხრა სოსომ და მისი წამოყენება სცადა._ადექი გთხოვ…
_ცუდად ვარ…_ჩაილაპარა ისე ჩუმად ვერონიკამ, რომ სოსომ ძლივს გაიგონა._გული…_თქვა და ისევ იგრძნო როგორ აუჩქარდა გულის ცემა.
_ადექი ვერონიკა!_ევედრებოდა სოსო. ვერონიკას კი ისევ დაეკარგა გონება.
თვალების გახელისას კი ისევ საავადმყოფოს თეთრი პალატა დაინახა.
_ექიმო, გაეღვიძა!_დაიყვირა სოსომ და დერეფანში გავარდა. მალევე დაბრუნდა ექიმთან ერთად.
_გამარჯობათ ექიმო!_უთხრა ვერონიკამ და წამოჯდომა სცადა.
_იწექით!_უთხრა ეწიმმა და ცალი ხელი ბეჭზე დაადო._უნდა დასივენოთ…
_ხომ ყველაფერი კარგადაა?!_შეშინებულმა იკითხა ვერონიკამ.
_ჯერ-ჯერობით, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით…
_ბავშვი?!_დაიყვირა ვერონიკა.
_ბავში კარგად არის!_დაამშვიდა ექიმა._თქვენ კი აშკარად გაქვთ პრობლემა. იცით, ზიგჯერ დაავადებები ორსულობისას იჩენს-ხოლმე თავს, სჯობს პირად ექიმს გაესაუბროთ. დაგვიტოვეთ მისი პირადი იმფორმაცია და თქვენი ანალიზების პასუხს გავუგზავნი.
_არ მყავს ექიმი…_თავი ჩახარა ვერონიკამ._მაგრამ ხვალვე წავალ, პასუხები კი მე მომეცით, პირადად გადავცემ.
_აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან!_თავი უკმაყოფილოდ გააქნია ექიმმა და პალატიდან გავიდა.
სოსომ ვერონიკა სახლში საღამოს მიიყვანა. არაფერი უთქვამს, ხმა საერთოდ არ ამოუღია, სადარბაზოსთან დაემშვიდობა და სახლისაკენ გაუყვა გზას. ან რა ჰქონდა სათქმელი?! ვერონიკა ორსულადაა! ეს სიტყვები დასტრიალებდა მის თავს. თითქოს მის კითხვებზე პასუხი, მისივე გონებაში იყო. ან იქნებ ეშინოდა პასუხის გაგონების და ამიტომაც არაფერი ჰკითხა ვერონიკას. ვერონიკა ორსულადაა… ვერონიკა ორსულადაა… ვერ იშორებდა ფიქრებს და ვისკის ბოთლს იყუდებდა პირთან.
_უნდა შევეშვა…_წარმოთქვა ხმამაღლა._თავის ცხოვრებას თვითონ მიხედავს!
თუმცა არ უიოლდებოდა თავი დაენებებინა მისთვის. უკვე ღრმად გაერთხა ფესვები ვერონიკაზე ფიქრებს მის გულში.
***
_მოხვედი?!_შემოსასვლელ ოთახში შეეგება ნიკა._რატომ გახვედი დღეს სახლიდან?! ხომ შევთანხმდით, რომ დაისვენებდი?
_საქმეები მქონდა…_უემოციოდ უპასუხა და ფეხზე გაიხადა.
_თვალებზე რა გჭირს?_მიუახლოვდა ნიკა._იტირე?_ჰკითხა და ვერონიკას სახე მის ხელებში მოიქცია.
_სასაფლაოზე ვიყავი…_უთხრა და ისევ წამოუვიდა ცრემლები. დღევანდელ დღელს ძიერ დაესუსტებინა, უკვე ვეღარ იკავებდა ემოციებს._ისე მენატრება…
_მეც მენატრება!_ნიკამ ხელები ყელზე შემოხვია და გულში ჩაიკრა._ისიც, და შენც!
_ვიცი, გუშინ ჩემთან, რომ გეძინა…_ცრემლები უფრო გაუხშრდა ვერონიკას და მანაც შემოხვია ხელები ნიკას წელზე._მხოლოდ ახლა მიხვდი, როგორ მომნატრებიხარ! შენი სურნელი რომ ვიგრძენი ასე ახლოს… ის დრო მენატრება ერთმანეთი თავდავიწყებით, რომ გვიყვარდა…
_ჩემო პატარა, ჩემო სიცოცხლე… ნეტავ შეგეძოს მაპატიო…_თავზე აკოცა ნიკამ.
_რა მოხდა ნიკა?! რატომ მიღალატე მაშინ?! მთელი ეს წლებია, ვეძებ პასუხს ამ კითხვაზე და ვერ ვპოულობ… მითხარი რა დავაშავე?! რატომ გადაგიყვარდი?!
ნიკამ არაფერი უპასუხა. არასოდეს საუბრობდა ამაზე, არასოდეს უთქვამს ვერონიკასთვის რა მოხდა, ან ვინ იყო ევას დედა. არც აპირებდა, ეს საიდუმლო საფლავში უნდა ჩაეტანა. მხოლოდ ერთს გაიძახოდა, შეცდომა დავუშვი და მაპატიეო.
ევა საწოლში შეწვა, თვალი ოთახში მოსიარულე ნიკას გააყოლა.
_ფარდები გადმოვწიე დილით მზემ, რომ არ გაგავიძოს._თქვა ნიკამ და ოთახიდან გასვლა დააპირა.
_მოიცა…_უთხრა ვერონიკამ და მისკენ შებრუბებულ ნიკას ხელით ანიშნა საწოლზე ჩამომჯდარიყო.
_გისმენ!_ღიმილი დაეფინა ნიკას სახეზე და სწოლზე ჩამოჯდა.
_ის, დაახლოებით 3 თვის წინ გავიცანი…_საწოლზე წამოჯდა ვერონიკა._მხოლოდ ერთი თვე გვქონდა ურთიერთობა. ბავშვის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს!
_არ არის საჭირო ვერონიკა._ხელი დაუსვა სახეზე ნიკამ._არ ხარ ვალდებული მომიყვე…
_ვიცი… უბრალოდ ახლა ვინმეს რომ არ ვუთხრა ის რაც გულში მაქვს შევიშლები!_ ვერონიკამ იგრძნო როგორ აუკანკალდა სხეული._მეგონა ამაშიც შენ იყავი დამნაშავე. მეგონა ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ შენგან გაუბედურებული ქალი ვიყავი. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ შეცდომა დავუშვი, შევცოდე…
_ჩემი ბრალია ვერონიკა…_ნიკამ ხელები შემოხვია და მისკენ მიიზიდა.
_არა, ნიკა… შენი ბრალი შენი შეცდომაა, ეს კი ჩემია!_ტირილი დაიწყო მან._მაგრამ არ ვნანობ… ამ ურთიერთობამ, ისეთი სიხარული მომანიჭა, რომელზეც ოცნებასაც ვერ ვბედავდი…
_ვერონიკა… ძალიან გთხოვ, დამშვიდდი… რომ იცოდე როგორ მძულს საკუთარი თავი, შენს ცრემლებს რომ ვუყურებ!_ნიკამ მისი სხეული მოიშორდა, ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ფეხზე წამოდგა._ჩაის გაგიმზადებ, ლიმნით…
_აქ დარჩი._ხელი ჩაკიდა ვერონიკამ._დაიძინე ისევ აქ…
ნიკას გული აუჩქარდა, არ ელოდა ამას. სახეზე ბედნიერება გამოეხატა, ვერონიკას გვერდით მიუწვა და ძლიერ მოხვია ხელები.
_შუქი ჩააქვრე…_უთხრა ვერონიკამ. ნიკა ცალი ხელით გადასწვდა ჩამრთველს და გამორთო.
_მიყვარხარ…_ჩაილაპარაკა ნიკამ და შუბლზე ნაზად ეამბორა._და ყოველთვის მიყვარდი… არასოდეს არ გადამყვარებიხარ! დანახვის დღიდან დღემდე, მიყვარხარ!
ვერონიკამ თავი ასწია და ძალიან ნაზად შეახო მისი ბაგეები ნიკასას. ნიკაში ამდენი წლის ნაგროვებმა ვნებამ ერთიანად ამოხეთქა, ძლიერ მოხვია ხელები და ასევე ძლიერ დაუწყო მის ტუჩბს კოცნა. სამი წელი იყო ქალს არ შეხებია, არც უჩნდებოდა სურვილი. ახლა კი სწორედ იმ ქალს კოცნიდა, ვინც ერთადერთი იყო, რომელიც მას ამ დოზით აღაგზნებდა.
ვერონიკამ ხელი მისი შარვლისაკენ წაიღო და ქამარი შეუხსნა.
_შენთვის შეიძება?_გაკვირვებულმა იკითხა ნიკამ.
_ჯერ კიდევ შეიძლება…_გაეცინა ვერონიკას და შარვლის ღილიც შეახსნა. ნიკას სხეული აუხურდა, თვალები ჩაუწითლდა, ისედაც ბნელი ოთახი უფრო ჩამუქდა და ვნებამორეული დააცხრა ვერონიკას სხეულს.
***
ვერონიკა რომ გაიცნო მაშინ 17 წლის იყო. თვითონ მე_12 ა კლასში იყო, ვერონიკა კი მე_10 ბ კლასის ახალი მოსწავლე იყო. ფიზკულტურის გაკვეთილი ერთად უტარდებოდათ. გულის კანკალით ელოდებოდა ნიკა ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, დანაჩენად კი მის აჩრდილად იყო ქცეული. შეუყვარდა… შეუყვარდა და მერე როგორ?! რაღას არ აკეთებდა მისი გულის მოსაპოვებლად. ხან ვარდებს უგზავნიდა, ხან სათამაშო დათუნიებს. გულიც კი დაანთო მისი სახლის წინ და მეგობრებთან ერთად სერენადა უმღერა. ვინ იცის რამდენი ბიჭი შემოელახა მის გამო. ან რამდენჯერ დაუმტვირეს მასაც თავ-პირი. ვერონიკასაც უყვარდა, მაგრამ არ ჩქარობდა მისთვის ეს გაემხილა. ეშინოდა კიდეც, ეგონა, რომ დამიგულებს ადგება და მიმატოვებსო. ბოლოს ნიკამ, ვერონიკას საუკეთესო დაქალისაგან, ნინისაგან შეიტყო რომ მასაც უყვარდა. ამით შეგულიანებულმა, ვერონიკა 17 წლის, რომ გახდა საკუთარ დაბადების დღეზე მოიტაცა.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ერთ-ერთი განსაკუთრებულად პოპულარული ბიჭი იყო სკოლაში, ის არ ჰგავდა სხვებს. ყველა გოგოში, რომელიც მის მიმართ ინტერესს გამოხატავდა, რაღაც განსაკუთრებულს ეძებდა. თუ ვერ იპოვიდა, არც ფუჭ იმედებს უსახავდა ვინმეს. არ უნდოდა მისი პირადი ცხოვრება ბანალურად წარმართულიყო. გოგონები კი არ ანებებდნენ თავს. ის ხომ ასეთი წარმოსადეგი და სიმპათიური იყო. შავი ხშირი თმებითა და ცისფერი თვალებით. ასაკთან ერთად კი, უფრო და უფრო მამაკაცური ხდებოდა, ეს კი ჭკუას აკარგვინებდა ყველას. თუმცა მხოლოდ ვერონიკას გაუმართლა. მხოლოდ ის შეამჩნია ნიკამ და პირველი ქალიც ის იყო მისთვის. არასოდეს დაყვებოდა ბიჭბს ‘’ქალებში’’. უბრალოდ ამის სურვილი არ უჩნდებოდა. ყოველ შემთხვევაში, იქმადე სანამ ვერონიკა არ დაინახა. იმ დღიდან დაკარგა მოსვენება და მანამდე ვერ დამშვიდა, სანამ მისი არ გახდა.
ეგონა, ვერონიკას გარდა სხვა ქალთან ვერ დაწვებოდა, მაგრამ იმ დღეს ძლიერ დათვრა…
ნიკა ერთ-ერთ გავლენიან ადვოკატათან თანაშემწედ მუშაობდა. დილით უნივერსიტეტში დადიოდა, საღამოს კი ოფისში იყო და უფროსის საქმეებს აგვარებდა. ერთ საღამოსაც უფროსმა გადაწყვიტა კლიენტს კლუბში შეხვედროდა. კლიენტი საშიში კრიმინალი იყო, ბევრ ფულს იხდიდა იმაშ რომ ციხეში არ ჩამჯდარიყო. (მოგვიანებით, ნიკას იმ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზიც ეს იყო, არ უნდოდა ამ უსამართლობაში მიეღო მონაწილეობა.) ის კლუბი არ ყოფილა ჩვეულებრივი. სასმელი ნახევრად შიშველმა ქალებმა მოართვეს და იქვე მიუჯდნენ. ნიკა ნერვიულობდა, არ მოსწონდა მისი უფროსის გადაწყვეტილება, ამიტომაც გადაწყვიტა დალევა. ერთი ჭიქა… მეორე… მესამე… მეათე… და იგი უკვე რეალურ ცხოვრებას მოსწყდა. კრიმინალმა თვალებით ანიშნა ახალგაზრდა გოგონას გაეყვანა. გოგონამ ნიკა სადღაც, დერეფანში გაიყვანა, ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და იქვე საწოლზე მიაწვინა. იცოდა გოგონამ რომ არაფერი არ მოხდებოდა, თავიდანვე შეამჩნია ნიკას ცივი თვალები, თავიდანვე იგრძნო, რომ ვერ დააინტერესა.
_ვერონიკა…_ამოხდა პირიდან ნიკას და ხელი ჩასჭიდა გოგონას. მისკენ მიიზიდა და საწოლში სწრაფი მოძრაობით ჩაიწვინა. ეგონა მას ეფერებოდა, ეგონა მის ცოლს უკოცნიდა ტუჩებს, ეგონა ვერონიკას სხეულს თუ ეხუტებოდა…
_რაღაც სხვანაირი სურნელი გაქვს…_ბოლოს ეს ჩაილაპარაკა ნიკამ და ვნებისაგან დაცლილი წამში გაითიშა.
დილით, ძლიერმა თავის ტკივილმა გააღვიძა. არაფერი ახსოვდა. იქაურობა მოათვალიერა, მიხვდა სახლში არ იყო და წამოდგა. როცა შესმჩნია, რომ შიშველი იყო ისევ შეწვა საწოლში. ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი, თუმცა მაინც ვერაფერი გაიხსენა. სწრაფად ჩაიცვა ტანზე და წასავლელად მოემზადა.
_დილა მშვიდობისა!_ აბაზანიდან გამოვიდა ის გოგონა, რომელმაც წინა ღამით სასმელი მიართვა და, რომელიც ახლა სულ მთლიანად შიშველი იდგა მის წინაშე.
იქაურობა ისე დატოვა, არავისთვის არაფერი უთქვამს. იმ დღის შემდეგ თვალს ვეღარ უსწორებდა ვერონიკას. სახლში გვიან ბრუნდებოდა და მაშინვე იძინებდა, ყველანაირად არიდებდა ცოლთან ურთიერთობას თავს. ვერონიკას კი ეგონა სხვა გაიჩინაო, უნივერსიტეტში ნახევრად არ დადიოდა, მთელ დღეებს ტირილში ატარებდა. ნიკას უყურადღებობა გულს უკლავდა.
იმ ღამიდან დაახლოებით ორ თვეში კი თავად ის გოგონა დაუკავშირდა ნიკას და სთხოვა შეხვედროდა.
_ორსულად ვარ!_უთხრა მას შემდეგ, რაც იმ ღამის დეტალები მოუყვა ნიკას და ცივი წვენი მოსვა გოგონამ, რომელსაც ლიზა ერქვა. _ბავშვს ვერ მოვკლავ, მაგრამ თუ სხვა გზა არ დამრჩება…_თავი ჩახარა ლიზამ.
_ბავშვი, არავითარ შემთხვევაშ არ უნდა მოკლა!_მკაცრად წარმოთქვა ნიკამ._მაგრამ, მე რატომ მეუბნები ამას?
_ვერ დავიჯინებ, რომ ბავში შენია…_ისევ აარიდა მზერა ლიზამ._მაგრამ, მხოლოდ შენთან ვიწექი ისე, რომ თავი არ დაგვიცვია… მეგონა, არაფერი არ მოხდებოდა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები წინასწარ არ მიმიღია. თუმცა დილით, რომ წამოხვედი მერე დავლიე… ნაყოფი ზუსტად ორი თვისაა… ნიკა, მე არ მინდა ბავშვი, მაგრამ არც ის მინდა მკვლელი გავხდე…
_მესმის!_ნიკა ფეხზე წამოდგა._არ აქვს მნიშვნელობა ვისია ბავშვი, წამოდი იქედან და მე მოგხედავ, სანამ ბავშვი გაჩნდება. ბავშვს კი ჩემთან წავიყვან._უთხრა და იქედან წამოვიდა.
სწორედ იმ საღამოს უთხრა ვერონიკას ბავშვის არსებობის შესახებ. თუმცა მეტი არაფერი მოუყოლია. გაურკვევლობაში დატოვა და ვერონიკამაც უამრავი ილუზია შეიქმნა საკუთარ თავში. იმაზე მეტად მძაფრი სიტუაცია დაისახა ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. თუმცა ღალატი - ღალატია, ნებით თუ უნებლიეთ.
მაინც შეინარჩუნა ნიკამ ვერონიკას სიყვარული, ისევ ისეთი გახდა როგორიც იმ საბედისწერო ღამემდე იყო. ევამ კი იდალური სიმშვიდე შემოიტანა მათ ოჯახში. ნიკას არასოდეს გასჩენია სურვილი, გაერკვია ევა ნამდვილად მისი შვილი იყო თუ არა. ან რა გარკვევა სჭირდებოდა?! მასავით შავი, ხშირი თმა, ცისფერი თვალები, პატარა აპრეხილი ცხვირი და სქელი ზედა ტუჩი ჰქონდა.
16 ნოემბერს ევა 2 წლის გახდა. საღამოს, როდესაც პატარას დაბადების დღეს მთელი ოჯახი აღნიშნავდა, ნიკას ლიზამ დაურეკა.
_უნდა ვნახო… გთხოვ ნიკა…_ატირებული ხმით ევედრებოდა ლიზა.
ნიკამ თბილად ჩააცვა პატარას და გარეთ გაიყვანა.
_სად მიგყავს?_თითქოს გულმა უგრძნო ვერონიკას, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა.
_უნდა ვანახო…_უთხრა ნიკამ და ევა ხელში აიყვანა.
ვერონიკას მისთვის არაფერი უთქვამს, ჩაწითლებული თვალებით გახედა შვილს, უეცრად ძლიერ ჩაიხუტა გულში და მთელი სახე დაუკოცნა.
_დე… დედიკო…_იძახდა პატარა და იცინოდა ისე, როგორც ანგელოზები იცინიან._ ოლ წუთში დავბრუნდები!_უთხრა ვეროკას და ორი პაწაწუნა თითი მიუტანა სახესთან.
ლიზა სასოწარკვეთილი იყო, შვილთან უნდოდა ყოფნა. არ ეგონა ასე თუ ეტკინებოდა მასთან დაშორება, ორი წელი ვერ ბედავდა მას გაჰკარებოდა. პატარას დაბადების დღეზე კი ძლიერ დათვრა და ნიკას დაურეკა.
მისკენ მიმავალი ნიკა ბავშვით ხელში, რომ დაინახა მათკენ გაექანა და ევა ხელიდან გამოსტაცა.
_მიმყავს!_უთხრა ნიკას და იქაურობას მოსწყდა. გარბოდა, მაგრამ, სად თვითონაც არ იცოდა. ბავშვი ტორიდა, მამას ეძახდა. ნიკა უკან მისდევდა, უყვიროდა, ეუბნებოდა შეჩერებულიყო… ლიზა გზაზე გადავიდა, სწორედ ამ დროს კი, საკმაოდ დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახათ.
ლიზა იქვე გარდაიცვალა. პატარა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
_დე… დედიკო…_ეძახდა ევა დედას. სასწრაფოს მანქანაში ნიკას მისი პაწაწინა ხელი თავისაში მოექცია და გაშმაგებული თვალებით მისჩერებოდა, ჯერ კიდევ არ კვდებოდა მასში იმედი._ოლ წუთში დავბრუნდები!_თქვა ევამ, ორი პატარა თითი ასწია და ნიკას მიუტანა თვალებთან. უეცრად ხელი უღონიდ ჩამოუვარდა, მისმა პაწაწინა გულმა ფეთქვა შეწყვიტა.



№1 სტუმარი darina

Ragacnairi istoriaa dgevandel dges asaxavs, minda rom nikastan darches yvelafris miuxedavat, shecdomas yvela uahvebs amitom ert ahansac yvela imsaxurebs, nika bolomde ver gavamtyune. Momwons istoria dzalian kargia, imedia veronika im sosostan ar gaabams urtiertobas es ukve metismeti iqneba.

 


№2  offline წევრი Evelina

darina
Ragacnairi istoriaa dgevandel dges asaxavs, minda rom nikastan darches yvelafris miuxedavat, shecdomas yvela uahvebs amitom ert ahansac yvela imsaxurebs, nika bolomde ver gavamtyune. Momwons istoria dzalian kargia, imedia veronika im sosostan ar gaabams urtiertobas es ukve metismeti iqneba.

სწრედაც, რომ ნამდვილი ისტორიაა! რა თქმა უნდა, რაღაც დეტალები ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ეს ისტორია, ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობრის ცხოვრებაა...

 


№3 სტუმარი უგული

კაი რა ზედმეტია უკვე სოსოც საბაც და ისკაციც ბაში გადადის :/ ეს ბავშვიც ხო საერთოდ გულცივი ადამიანი გამოვალ მარა ჯობია ბავშვი ნაყოფი მოშორდეს და ცხოვრება ხელახლა დაიწყოს ნიკასთანერთად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent