გაყიდული სხეული “19“(დასასრული)
* * * ქუჩაში გასულმა იგრძნო,როგორ გამოეცალა ფეხქვეშ ყველაფერი და ცახცახმა აიტანა,მტევნები მკლავებზე შემოიჭირა და ტროტუარს გაუყვა.შეჩერების და უკან დაბრუნების სურვილი აღეძრა და ვერაფრით ჩაახშო,წამით შეჩერდა, მიიხედა კიდეც,მზერა კორპუსს ააყოლა და მათ ფანჯარას მიაცქერდა,სწორედ ამ დროს მიუახლოვდა ფანჯარას დამიანეც და შენიშნა,როგორ იმზირებოდა ელენე მათი სახლისკენ და სიცივემ და სითბომ ერთიანად დაუარა,გული აუჩქარდა და თვალები ცრემლით ამოევსო.დამიანეს დანახვაზე ელენე შეკრთა და მზერა მოარიდა,თითქოს არც გაუხედავს,ჩვეულ განაგრძო სიარული და დამიანე ამღვრეული თვალებით ითვლიდა ყოველ მის ნაბიჯს,ნაბიჯს,რომელიც უფრო და უფრო აშორებდა მასთან,შემდეგ ფანჯარას ჩამოსცილდა და ფარდები ჩამოაფარა. ისევ გაჩერდა,გულმა მეტი ვეღარ აიტანა და უკან მიბრუნება გადაწყვიტა,ღრმად შეისუნთქა ჰაერი და სწრაფად მიუახლოვდა ისევ სადარბაზოს,როგორც კი სართულს აუყვა ფეხები აუკანკალდა და თავბრუსხვევა იგრძნო “ღმერთო,იმედია არ ვცდები“,ლუღლუღით თქვა,როცა უკვე კართან იდგა,“მაპატიე“,შუბლი მიაბჯინა ზედ და ცრემლები წამოუვიდა,“უშენოდ არ შემიძლია“,ხელი ასწია რომ დაეკაკუნებინა,მაგრამ კარი უეცრად გაიღო და ლამის თავადაც გაჰყვა. -ელენე,-ორივე გაოცებისგან და დაბნეულობისგან ატირდა,-ახლა ვაპირებდი -მაპატიებ?-შეაწყვეტინა ელენემ და თბილი ხმით ჰკითხა,-სულელი ვარ,მაგრამ ის მაინც შემიძლია რომ მიყვარდე,-ჩაიმუხლა და ორივე ხელი ძლიერად შემოხვია წელზე. -უნდა მეთქვა,-მის მკერდზე თავჩარგულმა მიუგო და ძლიერად შეისუნთქა,რომ სხეულის სურნელი მთლიანად შეესრუტა,-ეს ხომ დროებითია -დროებითია,-სლუკუნით დაეთანხმა ელენეც,-მაგრამ არა ჩვენი სიყვარული,იმ ტკივილის მერე რაც მე გამოვიარე,უფლება არ მქონდა ასე ცივად მოგქცეოდი და რომ გამეგო თავიდანვე ეტლით მოსარგებლე გახდი,შენზე უარს მაშინაც კი არ ვიტყოდი,თუნდ სამუდამო ყოფილიყო,მაგრამ უფლის ნებით შენი ტკივილი დროებითია და რომ არ მოვბრუნებულიყავი სხვა ტკივილი სამუდამო და უფრო სატანჯველი იქნებოდა,ვიდრე ეს ეტლი. -ავარიის მერე სულ დავივიწყე ჩემი პირობა,იმდენად შემცვალა უმოძრაობამ რომ შენს დაკარგვასაც ვეგუებოდი -აღარ თქვა,-შეევედრა ელენე,-მე შენ არასოდეს დაგკარგავ,-მოუჭირა ხელები,-არასოდეს,-გაუმეორა და თვალებში ჩააცქერდა. -აღარ მინდა შენს თვალებში ჩემით გამოწვეულ ცრემლებს ვხედავდე,-ცერა თითებით შეუმშრალა ცრემლები უწინდელივით და თვალები დაუკოცნა,-მაპატიე,მაგრამ ცრემლებისთვის არ მემეტები,-ღიმილი მოეფინა ბაგეზე,-იმდენი რამ მოხდა დემნა სულ აღარ გამხსენებია,მიუყვანე ბებოს? -არა,-თავი ჩახარა ელენემ,-მინდოდა ის მაინც მყოლოდა შენგან,ის მაინც ჩამხუტებოდა,რომ შენი სითბო მეგრძნო -მე კი მეგონა რომ იმ დღესვე გააქანებდი და ჩვენს არსებობას დაივიწყებდი -რომ არ შემყვარებოდი ასეც იქნებოდა,ვიცხოვრებდი უდარდელად -წამოდი,შინ შევიდეთ,ცივა,გაკანკალებს -შენს მკლავებში ვარ მოქცეული და როგორ უნდა მციოდეს,კანკალი კი იმას არ ნიშნავს რომ მცივა -აბა რას ნიშნავს?-ეშმაკურად შეხედა დამიანემ -სახლში შევიდეთ,-წამოდგა ელენე. * * * -დედა,-ყურმილში ჩაჰყვირა ელენემ ნინელის,-ყველაზე ბედნიერი ვარ -დედას სიცოცხლე,რა მოხდა?-ჰკითხა დაბნეული ხმით -შენ მართალი იყავი,მიზეზი ის არ იყო,რაც წერილში ეწერა,-ღრმად ამოისუნთქა და დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს ნინელის. -საწყალი,-დარდიანი ხმით თქვა მან -არა დე,ნუ ღელავ,ყველაფერი მალე მოგვარდება,ექიმმა უთხრა დროებითიაო -მადლობა,ღმერთს -მამასაც უთხარი -აბა რას ვიზამ,შენ ის მითხარი,სახლში როდის მოხვალთ,დემნა სულ შენ გკითხულობს,რომ ტირის ვეღარ ვაჩერებთ -მალე ,დამიანე ბარგს ჩააწყობს და მოვალთ -ჭკუით ჩემო ლამაზო,-დაარიგა ნინელიმ და ყურმილი დაკიდა. -ვინ იყო?-ოთახში შესულს ჰკითხა დამიანემ და ჩემოდანი გულიანად შეკრა,საწოლიდან ჩამოდგა და გამოღებული კარადა მიხურა -დედა იყო,-გასცა პასუხი უყოყმანოდ ელენემ,-მალე მოდითო,შენ მორჩი უკვე? -მგონი კი,-ღიმილით მიუგო მან,-საბა ჩაიცვამს და წავალთ. -კარგი. * * * -დედა,-სახლში შესულმა მკაფიოდ გაიგონა დემნას ხმა და სიხარულისგან ლამის ხტუნვა დაიწყო,მისკენ წავიდა და ხელში აიტაცა,პატარა კისკისებდა და ხელის გულებს ერთმანეთს უტყაპუნებდა -დამიანე,გაიგონე?-მიუბრუნდა მის უკან მყოფ მამაკაცს,-დედა დამიძახა,-ცრემლები წამოვიდა. -გავიგონე,-მასაც წამოუვიდა ცრემლები,-მომიყვანე გთხოვ,-შეეხვეწა ელენეს და ხელები გაიწვდინა,რომ დემნა ხელში აეყვანა. -მამიკოსთან მიხვალ?-ჰკითხა ელენემ და დემნა დამიანეს მიუყვანა. -ელენე ჩვენ გავალთ,-ხმა დაუსერიოზულდა დამიანეს და გვერდით ოთახში გავიდა დემნასთან ერთად.ელენე შიშმა აიტანა,დრო მოვიდა სიმართლე ეთქვა საკუთარი მშობლებისთვის. დივანზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა,გონებაში ალაგებდა აზრებს,არ იცოდა როგორ დაეწყო,საერთოდ დრო თუ შეარჩია სწორი,მაგრამ მეტის მოთმენაც აღარ შეეძლო.ჩაფიქრებულს გვერდით ნინელი მიუჯდა და ხელი მხარზე დაადო,შეკრთა და თვალები გაახილა. -ნუ გეშინია,-დაამშვიდა ნინელიმ,-რაზე ფიქრობ?-ჰკითხა მან -ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა,მაგრამ როგორ არ ვიცი,მეშინია რომ ვერ გამიგებ -დედა შვილს ყოველთვის გაუგებს,მთავარია შვილი ენდოს -ვიცი,მაგრამ ისეთი რამ უნდა გითხრა,შეიძლება არასოდეს მაპატიოთ - უპატიებელი რა უნდა იყოს,მიდი მითხარი,განსჯას ღმერთს მივანდობ,-მის მოსასმენად მოემზადა ნინელი. -სამუშაოდ რომ წავედი,-თქვა და დადუმდა,ტკივილი ყელში მიებჯინა და ნერწყვი ვეღარ გადაყლაპა -განაგრძე,-სთხოვა ნინელიმ,-ნუ გეშინია,-ანუგეშა ელენე. -არ მიმუშავია,მომატყუეს,რაღაც სიბინძურეში გამხვიეს,ერთ ოთახში ვყავდით სამი ქალი და,-ცრემლები წამოუვიდა მას,ნინელის კი ხმა ჩაუვარდა,გაშეშდა,გულ-მკერდი ასტკივდა და სუნთქვა შეეკვრა. -ადრე როგორც ხდებოდა,-ხელები პირზე აიფარა სასოწარკვეთილმა,-როგორ გამოაღწიე იქიდან -დამიანემ ფული გადაუხადა,-ამის გაგონებაზე ხელები თავში წაიშინა განადგურებულმა ქალმა და ფეხზე წამოვარდა,-მაპატიე,გთხოვ,-წამოვარდა ელენე და მუხლიჩოქა დადგა,ხელები ფეხებზე შემოხვია და თავი მიაბჯინა. -ადექი,-მკაცრად მოსთხოვა ნინელიმ,-ნუ მთხოვ პატიებას -დედა,-განწირული ხმით წარმოთქვა მან,ნინელიმ კი ხელები მოჰკიდა და ძლივს წამოაყენა,კანკალს ატანილი შვილი ძლიერად ჩაიკრა გულში და ცხარედ ატირდა. -საპატიებელი არაფერია,მე დედა ვარ შენი,ყველა შენი შეცდომით ნატკენი იარები მე უნდა მოგიშუშო,არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის,შვილზე ძვირფასი დედისთვის არაფერია,მით უფრო როცა შენი სურვილი არ ყოფილა მზგავს საქმეში ჩართულიყავი,ვიცი როგორი შვილიც გავზარდე და ასე რომ ცრემლები შეიმშრალე და მადლობა გადაუხადე დამიანეს,ამისთანა სიკეთე რომ გაგვიკეთა. -ამის სამაგიეროს ვერასოდეს გადავუხდი დე,-ამოილუღლუღა ელენემ -მორჩი ტირილს,დამშვიდდი,-სთხოვა ნინელიმ,-მამაშენს მე ავუხსნი ყველაფერს,ამაზე არ ინერვიულო -მამა არ მაპატიბს -მამა დედაზე გულჩვილია,როდის არ გაუგია გიორგის შენთვის? -ყოველთვის მიგებდა -ხოდა მორჩი,ყველაფერი ჩაცხრება * * * -მაგათი დედაც,-შეიკურთა გიოგიმ და გაბრაზებულმა მუშტი დასცხო მაგიდას,-უნდა ვუჩივლოთ,შვილი ასე რომ გაგვიუბედურეს -ახლა გვიანია მამა -არაა გვიანი,უნდა ამოლპეს ყველა ასეთი არაკაცი -მეც გეთანხმებით გიორგი,-ჩაერია დამიანე,-მაგრამ რაც არ უნდა ვეცადოთ თავს დაიძვრენენ მე კი არ მინდა ელენე უარესად დაიტანჯოს -რომ ჩამოხვედით უნდა გეთქვათ,-უსაყვედურა გიორგიმ დამიანეს -ისეთი მარტივი არაა რომ უცებ მოგვეხალა,დღეს ძლივს გაბედა ელენემ ხმის ამოღება და ამის გამო ნუ უსაყვედურებთ -ელენე,-მიუახლოვდა შვილს,-შეგიძლია დაივიწყო ყველაფერი და იცხოვრო ისე,როგორც სრულასოვანმა ოჯახმა? -დამიანეს გვერდით დგომა ყველაფერს შემაძლებინებს,-გასცა პასუხი ელენემ და დამიანეს მიუცუცქდა,თავი მხარზე დაადო და ხელი ძლიერად ჩაჰკიდა,-ის მეხმარებოდა ამ ტკივილის დაძლევაში და დამეხმარება კიდევ ბედნიერი მომავლის შექმნაში. -მაშ,რაღა მეთქმის,ორივეს ბედნიერებას გისურვებთ,-ძლივს გაეღიმა გიორგის. * * * როცა ერთად ყოფნის დრო მოახლოვდა,დამიანე უჩვეულოდ მსუბუქად გრძნობდა თავს,უნდოდა ელენესთვის ეთქვა,მაგრამ ის იმდენად იყო მოუცლელი რომ ვერაფრით მიაწვდინა ხმა.თავად მოსინჯა ბედი და სხეულის სიმსუბუქე გამოსცადა,შებოჭილობა მოეხსნა და სიმხნევე შეემატა,მარჯვენა ფეხი ეტლიდან გადმოდგა და ტერფი იატაკს შეახო თუ არა ჟრუანელმა დაუარა მთელ ტანში,ჯერი მეორე ფეხზე დადგა და როდესაც ორივემ ტერფით დაეყრდნო წამოდგომა სცადა კიდეც და დგომისგან განცდილი ბედნიერება იმდენად დიდი იყო რომ ლამის გული გაუსკდა,ფრთხილად გადადგა ნაბიჯი და სიმყარე რომ იგრძნო მიხვდა,სიარული აღდგა. -ელენე,-ოთახში იყო ელენე დამიანეს ხმა რომ გაიგონა და შებრუნდა,ფეხზე მდგარი და კბილებ დაკრეჭილი მამაკაცი რომ დაინახა შეჰკივლა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. -გაიარე?-ტკივილი და სიხარული მოაწვა,-ღმერთო,მადლობა,-მაღლა აიხედა მან. -საერთოდ არაფერი მტკივა,ისე მსუბუქად დავდივარ,როგორც არასდროს -ყველაფერი მორჩა -ხო ყველაფერი მორჩა,გარდა ერთისა,-მიუახლოვდა და საწლიდან წამოაყენა,წელზე შემოხვია ხელები და მონატრებული ჩახუტებით და მთელი არსებით ჩაიხუტა,-მიყვარხარ,-მიუგო ვნებამორეული ხმით და მარჯვენა ხელი სახეზე მოკიდა,ტუჩები ახლოს მიიტანა და ნაზად აკოცა,-რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა,-თქვა და მთელი არსებით აკოცა,-დრო რომ გვქონდეს ვერ გადამრჩებოდი,მაგრამ ამჯერად კოცნას დავჯერდები,-ეშმაკურად შეხედა და თვალი ჩაუკრა. -ვინ თქვა რომ დრო არ გვაქვს,-კართან მივარდა ელენე და საჩქაროდ დაკეტა,მერე დამიანეს მიუახლოვდა და მონატრებული მამაკაცი გულში ჩაიკრა.თავის გაკონტროლება არცერთს უცდია,შემწუხებელიც არავინ იყო და უერთმანეთოთ გატარებული ყოველი წუთი აინაზღაურეს. ნაზად დაუყავ მის სხეულს და კოცნა დაუწყო.ელენე კანკალმა აიტანა და მეტად მიეკრო მამაკაცს სხეულზე,დამიანეს ყოველი შეხება ჭკუიდან შლიდა,ორივე ალმოდებული ერთმანეთის ალერსით ვერ ძღებოდა.მთელი კანი ეწვოდა და სისხლი უდუღდა,მთელი არსება გრძნობდა ძლიერ სითბოს და დამიანეს ყოველი გულმხურვალე კოცნა გულ-მუცელში ტალღებლს წარმოქმნიდა. პ.ს არ ვიცი რამდენად დაგაკმაყოფილათ ჩემმა ნაწერმა,მაგრამ ყველას დიდი მადლობა რომ კითხულობდით და მომყვებოდით.იმედია დასასრულის გამო არ მიწყენთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.