სასახლე დაბურულ ტყეში 20
ანდრია დაპირდა, რომ ხვალ საღამოს დაბრუნდებოდა. ელენს ქვეცნობიერად მაინც ეშინოდა ღამით, მარტო დაძინების. მის ძილს ხომ ყოველთვის იცავდა ანდრია, ახლა კი კოშმარებისგან ვერავინ იხსნიდა. _უნდა დავძლიო.-ხმამაღლა თქვა ფიქრებში წასულმა ელენმა. ბიჭებმა კი კითხვისნიშნით გადმოხედეს. _რა უნდა დაძლიო?-იკითხა იოანემ. _არაფერი, ხმამაღლა ვფიქრობიდი მაპატიეთ.-გაეცინა ელენს. მერე კი თემა რომ შეეცვალა ჯეკოს მიუბრუნდა. _ვერ აარჩიე ახალი? რამდენი ხანია ეძებ? _მოდი ისევ კომედია იყოს რა. მორჩა, ვრთავ! ელენმა ამოისუნთქა, უხაროდა, რომ აღარაფერი ჰკითხეს. ფილმი არც ისე კარგი გამოდგა და ბიჭებიც არ დაინტერესდნენ. ჯეკოს თვლემდა, იოანეს კი თვალები ჩაწითლებოდა. თეოდორე და დემე ფხიზლად იყვნენ, თითქოს არც იყვნენ აქ და ისევ სადარაჯოზე არიანო. _ბიჭებო, მე რომ დავიძინო? კისერი მწყდება უკვე.-გაიცინა ელენმა. _მიდი, მიდი. ჩვენ აქ ვიქნებით. თუ გინდა გამოგყვებით ზევით, ხომ არ გეშინია?-დაეკითა თეოდორი. _არა, თუ რამეა დაგიძახებთ. -თბილად გაუღიმა ქალმა. _ყველასთვის არის საწოლი, ნუ იფხიზლებთ მთელი ღამე, დაიძინეთ რომელ ოთახშიც მოგინდებათ. სულ ვფიქრობიდი, რა ცუდია ამხელა სასახლეში მხოლოდ ჩვენ რომ ვართ, არ მომწონს ოთახები რომ გამოუყენებელია.. ახლა კი თქვენც აქ ხართ. _ჯეკოს მალე წავიყვანთ მგონი ნანაში.-ახითხითდა დემე და დანარჩენებიც აყვნენ, ბიჭმა კი ცალი თვალი გაახილა და საპასუხოდ რაღაც უკბინა, თუმცა ელენს აღარ გაუგია. დაემშვიდობა და წავიდა. ცოტახანს იწრიალა ანდრიას საწოლში, არ მოსწონდა მარტო წოლა. ანდრიას სურნელი მთელ ოთახს ჰქონდა გამჯდარი, ეს მაინც ანუგეშებდა ცოტათი. ღამით ელენი რაღაცის მსხვრევის ხმამ გამოაღვიძა. გაახსენდა, რომ კოშმარებს ისევ ხედავდა მთელი ღამე, მაგრამ ის მხოლოდ მანიაკს აღარ უკავშირდებოდა, არამედ ანდრიასაც. ელენი წამოხტა და ოთახიდან გავიდა. კიბესთან მისულმა, დაინახა, რომ ჰოლი ბოლს დაეფარა. ელენმა ახლა კარების ხმა გაიგო და უკან მობრუნდა. ჯეკო იყო. შეშფოთებული მივარდა ელენს და შეათვალიერა. _რა მოხდა? კარგად ხარ? ეს რა ბოლია? _არ ვიცი. რაღაც ხმამ გამაღვიძა და მეც ახლა გამოვედი. _ბიჭები? _იოანე?-ყვირილით შევარდა ბიჭის ოთახში, რომელიც ჩაცმით გამოდიოდა ოთახიდან. _რა ხდება ბიჭო? ელენი სადაა?-მერე თვითონვე დაინახა ქალი და სახე დაუწყნარდა. _აქ დარჩი, ელენს არ მოშორდე. -მიაყარა ჯეკომ და დაბლა დაეშვა. ცხვირ-პირზე კი რაღაც ნაჭერი მოეხვია. ცოტახანში ჯეკო გამოჩნდა, რომელსაც ზურგზე დემეს სხეული მოეგდო. _ჩამოდი იოანე დროზე, თეოდორიც აქაა. ეს რაღაც, მგუდავს...- ჯეკო შებარბაცდა, მაგრამ ელენი ელვის სისწრაფით დაეშვა კიბეზე და ხელი შეაშველა. _ადი ელენ, ადი არ შეიძლება.-ეწინააღმდეგებოდა ბიჭი, მაგრამ ელენს არ მოუსმენია მისთვის. როგორც იქნა, დემეს სხეული ამოიტანეს და იატაკზე დაასვენეს. ქალი პანიკაში იყო. მაგრამ გონს მალევე მოეგო და ოთახში შევარდა. შარფით შეფუთული გამოვარდა და სწრაფად დაეშვა დაბლა. გზად იოანე თეოდორს მოათრევდა, არ უჭირდა, ამიტომ მათ ჩაუარა და ფანჯრებს მივარდა. ერთი კი მიაძახა იოანემ სად მიდიხარ, არ შეიძლებაო, მაგრამ არ მოუსმინა. ყველაფერი გააღო. გამწოვი ჩართო და მიხვდა, რომ ბოლმა მაინც შეაღწია მის ფილტვებში. თავბრუ დაეხვა, ცრემლები სდიოდა და გულისრევის შეგრძნებაც აწამებდა. ბოლოს კარებთან მივიდა და გამოაღო. იქ კი ვიღაც დაეტაკა და შეაბრუნა. ზურგიდან აკრულმა მკლავებში მოიქცია. ქალმა იკივლა, მაგრამ საფეთქელზე იარაღი იგრძნო და გაჩუმდა. ახლა მხოლოდ ის ადარდებდა, კაცს ბიჭებიც არ ეპოვა, მაგრამ ბოლი მალე გაიფანტა და ელენმა დაინახა, როგორ მორბოდნენ ბიჭები მათკენ. ერთი კი დაიკივლა ელენმა, რომ ბიჭები შეეჩერებინა, მაგრამ მის კივილს ორი გასროლა მოყვა. ორივეს ყელში მოხვდა. ჯეკო კიბიდან ჩამოგორდა და თავი დაბლა დაარტყა. ელენმა უკვე სასოწრაკვეთილად ამოიბღავლა. იოანე კი დაეცა მაგრამ მალევე წამოიმართა და მეორე ტყვიაც მოხვდა, მარგამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ტყვია. ელენი გაოცდა, რადგან ბიჭს არცეთ გასროლაზე არ დასცდენია ხმა. მერე კი მიხვდა, რომ ისინი უბრალოდ დააძინა უცნობმა. უკვე ტირილიც აღარ შეეძლო, იგრძნო, რომ გონებას კარგავდა, მაგრამ მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა თავის თავს. ახლა არ უნდა გათიშულიყო. ელენი სკამზე დასვა და თოკით დააბა. სახეზე უცნაური ნიღაბი ეკეთა, ალბათ მომწამვლელი ბოლისგან იცავდა. ხმას არ იღებდა, მაგრამ ელენმა რომ ამოისლუკუნა ნელა მიბრუნდა მისკენ. ქალი გაშეშდა. _გაჩუმდი, თორემ ორივეს გავასხმევინებ ტვინს. ქალი დამორჩილდა, როგორც შეეძლო. უცნობმა ჯეკოს და იოანეს სხეულები ერთმანეთზე მიაბა, მერე თეოდორესთან და დემესთან ავიდა. ელენმა ვერ გაიგო იქ რას აკეთებდა, ცდილობდა თოკი როგორმე გაეხსნა. ტელეფონი ოთახში დარჩა. ანდირას ვერ დაურეკავდა. კვანძები ზედმეტად მაგარი იყო იმისთვის, რომ მორეოდა. უცნობი დაბრუნდა. ელენს საშინელი შეგრძნება უვლიდა ამ ნიღბის დანახვაზე. „როდის დამთავრდება ჩემი ცხოვრების კოშმარები? ნუთუ არასდროს მეღირსება სიმშვიდე?“ -ფიქრები უცნობმა გააწყვეტინა. _ალბათ გაინტერესებს, რა მიზნით ვარ აქ.-უცნაური ხრინწიანი ხმა ჰქონდა. თითქოს გესლიანი, მაგრამ სრულიად მშვიდი. ელენმა მხოლოდ თავის დაქნევა მოახერხა. _ელენ, ძალინ გთხოვ არ შემაწყვეტინო ისტერიკებით და ასე შემდეგ.. დამამთავრებინე და მერე გადაწყვიტე როგორ მოიქცევი. ელენმა ისევ დაუქნია თავი. უკვე ხვდებოდა, რომ საქმე ისევ მანიაკს უბრუნდებოდა. _შენ მამაჩემის ბოლო მსხვერპლი ხარ. მე არ ვეხმარებოდი მას, არცერთ საქმეში, მაგრამ ყოვეთვის ვეხმარები, თუ თავისი საქმეების გამო, ხაფანგში ებმება. ის მაინც გეძებდა, მე გავაფრთხილე, მაგრამ რათქმაუნდა არ დამიჯერა. მერე, როცა გაქრა, მივხვდი, რომ შენ თუ გიპოვიდი, მასაც მივაგნებდი. მერე შენი ბიჭის საიდუმლოც გავიგე, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ იცი სადაა მამაჩემი. ვიცი, რომ ბევრი ტკივილი მოგაყენა, მაგრამ შენ ხომ იცი რას ნიშნავს მამაის დაკარგვა, ამიტომ არ მინდა მეც გადავიტანო ეს..-ხმა სევდიანი და ირონიული ჰქონდა._ თუ წყნარად მოვაგვარებთ ამ საქმეს, არაფერს არ დაგიშავებ, არც შენ და არც ამათ. ვიცი, რომ შენი სიცოცხლე არაფრად მიგაჩნია, ამიტომ ესენი ჩემ სასარგებლოდ დამიტოვა შენმა ბიჭმა. იმდენხანს ველოდი, სანამ მოგშორდებოდა, მან კი ყველაფერთან ერთად საქმე გამიადვილა. ელენს ცრემლები სდიოდა, თუმცა არც ხმას იღებდა და არც სახეზე ჰქონდა რამე ემოცია, უბრალოდ გაშტერებული მისჩერებოდა ნიღბიანს. იცოდა, რომ როგორმე უნდა გაეწელა ეს მდგომარეობა ანდრიას მოსვლამდე, მაგრამ როგორ ეს უკვე ვეღარ გაეგო. მაგრამ ბოლოს ერთ დასკვნამდე მივიდა. სიმართლე უნდა ეთქვა. _ელენ, ვფიქრობ ბევრი დრო არ გაქვს მოსაფიქრებლად.-მშვიდად მიმართა ნიღბიანმა, მაგრამ ელენმა მაინც გაიგო მის ხმაში გამკრთალი მოუსვენრობა. ეს მის თითებსაც ემჩნეოდა, რომელსაც ნერვულად ათამაშებდა. _ან მეტყვი სადაა მამა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, გპირდები, რომ უფლებას არ მივცემ მოგეკაროს. ან არ მეტყვი, და ჯერ ამათ დავხოცავ წამებით, მერე შენ გაწამებ და თუ მაინც არ მეტყვი, შენ ბიჭს ვაყურებინებ როგორ გკლავ. არა, მაგის იმედი არ გქონდეს, პირადად არა, ყველაფერს გადავიღებ და კიდევ.. _მორჩი!-მკაცრად ამოხედა ელენმა და მზერით გაბურღა. _ფეხებზე რას მიზამ. შემიძლია არც იმაზე ვინაღვლო, რომ მათ დახოცავ, იმიტომ რომ, ამას მაინც გააკეთებ, როცა შენსას მიიღებ, და თუნდაც ასე არ მოხდეს, ის მაინც აანაზღაურებს და ვინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანს შეიწირავს. 5 ადამიანის სიცოცხლე არაფერია იმსთან, რამდენის გაკეთებაც მას შეუძლია. ის სიკვდილს განატრებს, შენ კი უბრალოდ სიკვდილით მემუქრები? _კარგი, და იმაზე რას იტყვი, რომ შენს ბიჭს ამ ყველაფრის გადატანა მოუწევს? ელენი გაჩუმდა, ეს იყო ზუსტად ის, რაც უფლებას არ აძლევდა, რომ სწორად მოქცეულიყო. ანდრიას ვერ გაიმეტებდა ამისთვის. _გეტყვი სადაც არის, მაგრამ ეს ვერფრით დაგეხმარება, რადგან მისი განთავისუფლება შეუძლებელია ანდრიას გარეშე. _ანდრია შენი ბიჭია? _კი. _წესიერად ამიხსენი რას ამბობ! _ის ციხეშია, არჩვეულებრივ ციხეში. მე არ ვიცი მისი ზუსტი ადგილმდებარეობა, რადგან... შენ ხომ თქვი, რომ ანდრიას საიდუმლო გაიგე? ის თუ იცი როგორ მოძრაობს? _კი ვიცი.-ნიღბიანს აშკარად ევსებოდა მოთმინების ფიალა._დროზე ამოღერღე და ნუ მიედ-მოედები. _თუ დამცადი კარგს იზავ.-ტონს აუწია ელენმა და ზიზღით გაჟღენთილი მზერა ესროლა, სამაგიეროდ კი სილა მოხვდა სახეში. ცხვირიდან სისხლი წასკდა. _ახლა სწრაფად ილაპარაკებ. _მეორეთ თუ კიდევ გაბედავ მსგავს რამეს, ჩათვალე რომ ანდრიასაც დავივიწყებ და მთელი ცოვრება რომ მაწამო ერთ სიტყვასაც არ გეტყვი.-უარესად აუწია ელენმა ტონს მაგრამ ხმა გაბზარული ჰქონდა. ტირილს უფლება არ მისცა ზედაპირამდე მიეღწია და ამოეხეთქა. ნიღბიანი გაჩუმდა, მაგრამ ხელები უცახცახებდა. _ანდრიამ ერთხელ მიმყვანა იქ, მაგრამ არ ვიცი როგორ. ის ისე მოძრაობდა, სწრაფად. მე კი არ ვიცი იქამდე მისასვლელი გზა.. _რამე იქნება, აღწერე როგორია გარემო.-ნიღბიანი ყველანაირად ცდილობდა მშვიდი ხმა ჰქონოდა. _ღამე იყო, მაგრამ ვიცი რომ დაბლა ჩასასვლელი.. აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. იქ მხოლოდ ანდრიას კოდების საშუალებით შეაღწევ, ეს კოდები კი ანდრიას სხეულზეა. -ელენმა მაინც არ დაუკონკრეტა რას წარმოადგენდა კოდები. _აზრი არ აქვს.. სანამ ის არ მოვა იქ ვერ შეაღწევ. ერთი შეცდომის შემთხვევაში განგაში ირთვება და შენც შიგნით ჩაიკეტები, მერე კი ანდრიას მეგობარი მოგაკითხავს და ნამდვილად არ დაგინდობს. _რა ვიცი რომ არ მატყუებ?-გაცხარდა ნიღბიანი. _არ მაინტერესებს გჯერა თუ არა, მე არჩევანი გავაკეთე და გითხარი. ახლა შენ გადაწყვიტე. გინდა მაწამე და გინდა დაელოდე. _მართალი ხარ. დაელოდე. ჰაჰ. მე და შენ დაველოდებით, მაგრამ არა აქ. ვაიძულებთ, რომ მამაჩემი გამოუშვას, შენს სანაცვლოდ. ნიღბიანმა ელენი აუშვა, გარეთ გაიყვანა, მაგრამ სანამ მანქანასთან მივიდოდნენ ელენმა კაცს შეაფურთხა, ის დაიბნა, ქალმა კი ისარგებლა და ძლიერად ამოჰკრა ფეხი ფეხებშუა. მერე კი მთელი ძალით გაიქცა. სახლში შევარდა და თავისი ოთახისკენ გაიქცა. ტელეფონი აიღო და ახლა მესამე სართულისკენ აიღო გეზი. იმ ოთახში გარბოდა, ანდრიამ რომ გააფრთხილა, უკიდურესი შემთხვევისთვის, მაგრამ სანამ მივიდოდა მანამდე დაეწია კაცი და გაქცეულს პირდაპირ ზედ დაეცა, ხელები გაუკავა და წამოდგა. ქალს თმებში მოჰკიდა ხელი და დაბლა დაგდებულს ასე მიათრევდა. კიბის ერთი სართული ასე თრევით ჩამოატარა. ელენი ტკვილის მიუხედავად ხმას არ იღებდა. კაცი კი გზადაგზა ილანძღებოდა. _მომატყუე არა შე ძუკნა?! ახლა ნახავ როგორ უნდა ჩემი მოტყუება. ელენი საყელოთი წამოაყენა და მთელი ძალით გაისროლა მაგიდის მიმართულებით. ქალი მაგიდაზე მდგარ ვაზაზე დაეცა და ნამსხვრევები ზურგში შეერჭო. ახლა კი თავი ვერ შეიმაგრა და ხმამაღლა ამოიბღავლა. კაცს თავი გვერძე გადაეხარა და შესცქეროდა. ელენი როგორც იქნა წამოიმართა და კიდევ სცადა გაქცევა, მაგრამ უცნობის სწორედ ამას ელოდა, მივარდა და ახლა მეორე მხარეს მოისროლა. ელენმა თავი სკამს დაარტყა და იგრძნო, რომ თბილმა სიბლანტემ სახე გაუთბო. მერე კი თვალები მიეხუჭა და სადღაც სიშავეში ჩაიკარგა. თვალები რაღაც შოკისმომგვრელმა ტკივილმა გაახელინა. იმდენი ტკივილი იყო, რომ ვერ გაეგო რომელი ჩაეხშო გონებაში. ფეხის ტერფი და მაჯა ერთნაირად სტკიოდა. მიხვდა კაცი რასაც აკეთებდა. ძვლები დაუმტვრია, რომ გონზე მოეყვანა. _გამოფხიზლდი პატარავ?-ახარხარდა კაცი და მოტეხილ მაჯაზე ხელი მოუჭირა. ელენის ყვირლმა თეოდორი და დემე მოიყვანა გონზე, თვთონ ელენი კი ვერ ხვდებოდა ეს ხმა მას ამოუვიდა თუ ვიღაც სხვა კიოდა ასე სულისშემძვრელად. _მითხარი სადაა მამჩემი!-უღრიალა კაცმა და პასუხი რომ ვერ მოისმიან ელენს წიხლი მოხვდა მუცელში. ერთხელ, ორჯერ მერე კი უბრალოდ კონტროლი დაკარგა და ვეღარ ჩერდებოდა. ბიჭები ფეხზე ვერ დგებოდნენ, თავბრ ეხვეოდათ, და თვალთ უბნელდებოდათ. თეოდორი ოთხით გაბობღდა ოთახში და იარაღით ხელში დაბრუნდა. ჯერ ჰაერში ისროლა, რომ კაცი შეეჩერებინა და ასეც მოხდა. ელენს მაშინვე თავი მიანება და მაღლა აიხედა. თავისი ნამდვილი იარაღი მოიმარჯვა და ზევით ისროლა, თუმცა უშედეგოდ. საპასუხო სროლამ კი მხარი გაუკაწრა. ამ ყველაფერს კი საშინელი ჭახანის ხმა მოჰყვა. ელენი გამოფხიზლდა და დაინახა, როგორ შეენარცხა კედელს კაცის სხეული, მაგრამ ეს ვინ გააკეთე ვერ გაიგო. ისევ დაეხუჭა თვალები. ისევ სიბნელეში იძირებოდა. გული უტიროდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ინძრეოდა. ისევ დააღწია თავი და თვალები გაახილა. დაინახა როგორ მიუახლოვდა ანდრია. ისეთი თვალებით უყურებდა ელენს ქვითინი აუვარდა. _არა ელენ, არაფერს დაგიშავებ, ნუ გეშინია. მე ვარ ელენ.- სასოწარკვეთილი ხმით აწყნარებდა ანდრია. გოგოს კი ვერ გაეგო რატომ ეუბნებოდა ამას ანდრია.. _ელენ, არ გატოკდე კარგი? ოდნავადაც არ გატოკდე. ახლავე დავბრუნდები.-ეს თქვა და გაქრა, მაგრამ მაშინვე მის გვერდით გაჩნდა ნემსით ხელში და გაჩერდა. _გამაყუჩებელს გაგიკეთებ და ტკივილს ვეღარ იგრძნობ, ოღონდ არ გაინძრე. ელენმა ტუჩები შეატოკა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა. ბიჭ ფრთხილად მიუახლოვდა და წამალი ვენაში შეუყვანა. ელენმა ამოიგმინა, მაჯა გაუტოკდა მაგრამ მაინც შეძლო თავის შემაგრება. ანდრია ელენისკენ დაიხარა და სახეზე შეეხო. _ყველაფერი კარგად იქნება, მალე გაგივლის აი ნახავ. _ანდრი, არ დამტოვო.-ამოიჩურჩულა ელნმა. _აქ ვარ, არსად არ წავალ. შენთან ვარ. _ბიჭები, ანდრი ბიჭები.-ახლიდან აქვითინდა ელენი. _კარგად იქნებიან ნუ გეშინია. -ეს გაიგო ელენმა და მიხვდა, რომ ისევ იძირებოდა. სასოწარკვეთილი იყო. _მაპატიე ელენ.-თითქოს სიზმარში ჩაესმა ბოლო სიტყვები და გაითიშა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.