შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის თეორია (8)


10-01-2016, 16:04
ავტორი N7
ნანახია 1 881

VIII.
ვისკით სავსე ჭიქა ეჭირა და სულიერი მდგომარეობა ჰქონდა ცარიელი. ასე, უბრალოდ, აღარაფერი შეეძლო თითქოს. ჰო, მართალი იყო გაბრიელი, როდესაც ამბობდა, წყვილზე უფრო მეტი ვართო, მართალი იყო, როდესაც მათ სიყვარულს არ ადრიდა თავიანთ გრძნობას, ამ ერთადერთზე აღმატებულს. კონსერვატორიის სიახლოვეს ჩამდგარი ბარი რას დაუკრავდა თუ არა კლასიკას? ჰოდა საიდანღაც მოცარტის მაჟორები ჩაესმოდა. ბოლო პერიოდმა სულ შეაძულა მაჟორი, არც როდის რომ არ მოსწონდა.
იგრძნო გვერდზე ვიღაც მიუჯდა და დაიძაბა. ახლა რიგითი ლოთის თავი არ ჰქონდა, ნერვები რომ მოეშხამა, ისედაც საშინელ ხასიათზე იყო. ერთ წერტილს აქამდეც მიშტერებოდა და არც მერე მოუცილებია თვალი. ვისკი შეუკვეთა უცნობმაც. საოცრად ბოხი ხმა ჰქონდა... ისეთი, გაგონებაზე რომ გასცრა ქეთას. ცოტა მანაც დალია, ასე სამი ჭიქა და ბოლოს ხმა ამოიღო.
– შემოთავაზება მაქვს, – უყოყმანოდ წარმოსთქვა მამაკაცმა.
ქეთას ხარხარი აუტყდა ჩუმი. „რიგითი“ – გაიფიქრა. ყელში ბოღმა მოაწვა და ისე ძლიერად მოუჭირა ჭიქას ხელი, შეიძლებოდა შემოფშვნოდა.
– საოცარი ქალი ხარ, – განაგრძობდა ნერვებზე თამაშს.
„გმადლობ“ – გაიფიქრა ქალმა და ზურგზე გადაყრილი თმა მარჯვენა მხარეს ფარდასავით ჩამოუშვა, რომ დაემალა მამაკაცის თვალთახედვის არედან თავისი სახე.

– რა თქმა უნდა, – გააგრძელა სწრაფად. – რეჟისორი ვარ.
„აინტერესებს ვინმეს?“ – გააგრძელა გულშივე დატოვება თავისი აზრების. თავი არ ჰქონდა უაზრო საუბრების. ან კი როგორ უნდა დალაპარაკებოდა სხვა მამაკაცს, გაბრიელის შემდეგ?
– კინოს ვიღებთ, – კიდევ ერთი ჭიქა შეუკვეთა. რატომ თვრებოდა? – დიდი ხანია გაკვირდები... იდეალური კანდიდატი ხარ მთავარი როლისთვის.
გაკვირვებულმა გახედა. პირველად შეხედა მამაკაცს. ოცდაათიოდე წლის იქნებოდა. სასიამოვნო გარეგნობის. ყველაზე ძვირფასი მაინც მწვანე თვალები იყო, ასე რომ უციმციმებდა. ბოხი ხმა კი იმხელა იერს უსახავდა პიროვნებას, რომელსაც ჯერ არ ენახა მისი ვიზუალი.
– რა ფილმია? – დაინტერესებულმა ძლივს ამოღერღა. თავბრუ ესხმოდა და ენა ებმეოდა. არადა, მაგდენიც არ დაულევია.
– „სიზმარი“ ჰქვია, - გაუღიმა.
„ბედის ირონია უფრო შეეფერება“ - ამოიბუტბუტა დაბალ ხმაზე.
- უკაცრავად? - გადმოხედა მამაკაცმა.
- არა, არაფერი, - სწრაფად გაიქნია თავი.
- მოკლედ, ჩემს ნომერს დაგიტოვებთ და დაფიქრდით. ხვალ საღამოსთვის დაგელოდებით! - ჩაილაპარაკა, ოფიციანტს კალამი და ფურცელი სთხოვა, სწრაფად ჩამოწერა ციფრები და დაბნეულ ქეთას გაუწოდა. - კარგად იყავი, ანგელოზო! - თვალი ჩაუკრა და წავიდა.
„კარგად ვიქნები, ადამიანო!“ - გაიფიქრა, ფურცელი ჯიბეში ჩააცურა, ანგარიში გაასწორა და წამოვიდა.
***
მის მორიგ სიზმარში აღარ დომინირებდა გაბრიელი. თითქოს კარგად იყო. სასმლით გაბრუებულს არ დასჭირდა წვალება დასაძინებლად. ტკბილად ვერ ეძინა, ის ღამე ერჩია, გაბრიელთან რომ გაათეთრა. სიზმარში კამერების წინ იდგა და როლს ირგებდა. ზოგადად, არასდროს უყვარდა თავის წარმოჩენა და სცენაზე დგომა, ყოველთვის კულისებიდან ადევნებდა თვალს კონცერტს, თუმც ახლა მთელი არსებით იყო შეჭრილი როლში და ნერვიულობდა; რა იქნებოდა არაფერი რომ არ გამოსვლოდა? სიტყვა ჰქონდა მსგავსი: „ჩვენ სხვა ვიყავით. სხვა, რომელიც აღარ განმეორდება“. საწოლში წრიალებდა. როგორი რეალური იყო ყველაფერი... შორს თვალი გაექცა, გაბრიელი იდგა. სიმწრის ღიმილი სახეზე ეფინა და დაცვარულ ხელისგულებს ერთმანეთს უხახუნებდა. „ღმერთო, ეს არა!“ – ფიქრობდა და მოუსვენრად ცქმუტავდა. ვინ იცის, მერამდენედ წყვეტდდნენ კადრს.
გაეღვიძა. ოფლში ცურავდა. როგორ გაუჭირდა კიდევ ერთხელ ჩაეხედა მის თვალებში, მწვანე თვალებში, ასე რომ ითრევს. როგორი რეალური იყო ყველაფერი, როგორი... მისი ხმაც თითქოს შორიდან ჩაესმოდა. უნდოდა კინოში გადაეღოთ, ძალიან უნდოდა და თან ფეხს ითრევდა. „სიზმარი“ – ბედის ირონია იყო მართლაც. ყველაფერი სიზმრიდან დაიწყო. ხელის კანკალით გადაწვდა ტუმბოზე მიგდებულ, ჯიბეში დებით დაჭმუჭნილ ქაღალდს, გაკრული ხელით ნაწერი ნომერია. ფურცელს ტელეფონი მოაყოლა და თითების კანკალით აკრიფა ნომერი. ცოტა ხანს დაელოდა.
– გისმენთ, – ხმა მეტად დაბოხებოდა მამაკაცს. „ალბათ ეძინა, ღმერთო!“ – გაიფიქრა და გააჟრიალა.
– გამარჯობა, გაგაღვიძეთ?
– არაფერია. „სიზმრის გოგონა“, არა? – შეარქვა უცბად სახელი.
– მეტ–ნაკლებად, – მოუჭრა უცბად და ცალი ხელისგული საფეთქელზე მიიჭირა, – თანახმა ვარ.
– ოო, ცუდია, რომ ხელი არ მითხოვია თქვენთვის, – სიცილით წარმოსთქვა.
ქეთამ თვალები გადაატრიალდა და მობეზრებული მიმიკით მიაჩერდა კედელს.
– კარგი. მისამართს მოგწერ და იქ მობრძანდი ხვალ, თერთმეტ საათზე.
– ხაშია? – ამოიოხრა. – კარგი.
***
გვიან საღამოს რამდენჯერმე სცადა ირაკლისთან შეხმიანება. საოცრად უნდოდა ახლა მასთან საუბარი და მობოდიშება, სულ ყველაფრისთვის. „იქნებ წავიდა?“ - გაიფიქრა და თავის ფიქრებზე გააჟრიალა. ასე, წავიდეს ისევ, გადაიკარგოს წლობით და დაბრუნებულმა ზედაც არ შემოხედოს... ვერ გადაიტანს. ასე, ნაწყენს ვერ გაუშვებს. ირაკლი მისთვის ყველაფერია. განა იმიტომ, რომ ერთმანეთთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ, არა! ბევრი მეგობარი ყავს, რომელსაც სიყრმიდან იცნობს, მაგრამ მათთან შორი გამარჯობისეული ურთიერთობა აქვს. ეს კი სხვაა. ყველაფერია, რადგან თავისთავად ასოცირდება ყველა საუკეთესო მომენტთან ქეთას ცხოვრებაში. ის მომენტებიც კი, რომელნიც ოდესღაც შავ ფერებში წარმოუდგებოდა, მისი დამსახურებით ახლა ცისარტყელისფრად იყო შეფერილი.
ყავა მოადუღა და ფანჯარასთან მივიდა. ახალწლამდე მხოლოდ ერთი კვირაღა დარჩენილიყო, ის კი აზრზე ვერ მოდიოდა რა უნდა გაეკეთებინა ახალ წელს. არადა, აწ უკვე მილეული წელი ცუდი არ იყო. მეგობრებთან ერთად შეხვდა და მთელი წელიც მათთან ერთად გაატარა. ეზოში არეული ბავშვები ასაფეთქებლებს უგდებდნენ ერთმანეთს ფეხებში და შემდეგ პატარა ბუთქუნით შეშინებულ ბავშვებს დასცინოდნენ. მოუნდა შვილი ჰყოლოდა. ისე მოუნდა, როგორც არასდროს. შვილი და ბედნიერი ოჯახი. აქ, ზუსტად აქ, ფანჯარასთან მდგარიყო მეუღლესთან ერთად, რომელსაც უსასრულობამდე ეყვარებოდა ოჯახი, და ეყურათ ეზოში მოჟრიამულე შვილისთვის, რომელიც უკვე მერამდენედ სვრის ახალგარეცხილ პერანგს.
გაეღიმა. იატაკმა ჩუმი კივილი წამოიწყო. რიგ-რიგობით ახმაურნენ ხის ფილები. იგრძნო, რომ მოვიდა. ზუსტად იცოდა, ის იყო, რადგან ასე მოპარვით, დაუპატიჟებლად მოსვლა მხოლოდ მას შეეძლო და სხვას არავის. მისი სუნთქვით აივსო ჰაერი. თითქოს ჰაერმა ხელები გაშალა, ქეთას ყელთან თითები მჭიდროდ შეატყუპა და მთელი ძალით მოუჭირა. თვალები მიენაბა, სრულად მიენდო.
არ იკმარა ის, რომ კინაღამ დაახრჩო. ახლა მარწუხები შემოხვია... ნაზად შეუცურა წელზე ხელი და თითები მუცელზე მოათავსა, ნიკაპით კი მხარზე ჩამოეყრდნო და ყელში გავარვარებული ჰაერი შეაფრქვია. თუ არ დადნებოდა, არ ეგონა. პირი ოდნავ შეხსნა და მოდუნებული მიენდო მამაკაცის ძლიერ ხელებს.
- მომენატრე, - ამოიჩურჩულა მის სიახლოვეს. ხმა ჩახლეჩვოდა და ერთი წამით იფიქრა ქეთამ: ის არისო? მაგრამ როგორ შეცდებოდა, როცა ასეთი გავარვარებული სხეული მხოლოდ გაბრიელს ჰქონდა...
ენა კბილებს შორის მოიქცია. ძალიან არ სურდა რამე წამოეროშა, მერე რომ ინანებდა. არადა, სურდა კიდეც სადღაც, გულის სიღრმეში, გულის რომელიღაც კუნჭულში.
- გელოდებოდი... - განაგრძო მამაკაცმა. „გაცივდი? - ყოჩაღ!“ - გაიფიქრა ქალმა და თავის ფიქრებზე გაეცინა. - ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მინდოდა, იქ რომ ყოფილიყავი...
„და შენ რა იცი, იქნებ ვიყავი?!“ - განაგრძო ფიქრი, თუმცა ხმა ვერ ამოიღო. ენა ვერ გაამოძრავა, კბილები მორჩილად და ზუსტად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს.
- და მერე დაგინახე... - გაეღიმა. ყელზე ტუჩები მიაწება. ცუნამივით წავიდა სხეულში ჟრუანტელი. - შორიდან, ძალიან შორიდანაც კი დავინახე შენი ცრემლჩამდგარი თვალები, - კანზევე ამოიჩურჩულა.
- ღმერთო, გაბრიელ... - ამოიკვნესა და მარჯვნივ გადაწია თავი, რომელ მხარზეც მამაკაცს ნიკაპი ჩამოედო. თავადაც უნდოდა ეკოცნა მისთვის.
- ღმერთო, ქეთა, სხვა ხარ... - ხელები აუშვა მუცლიდან და ცხელი ტემპერატურა მოაშორა, განერიდა.
რამდენიმე წუთი გონზე ვერ მოვიდა, ვერ გაიაზრა რა მოხდა.
შემდეგ დენმა დაარტყა, რომ გაიაზრა დააკლდა სითბო და ბუმბულები გაეყინა. მთელი სხეულით მოტრიალდა, მაგრამ არსებითი ნიშანი იმის, რომ გაბრიელი აქ იყო, არ არსებობდა. მხოლოდ მისი სუნთქვით გაჟღენთილი ჰაერი, ჯერაც რომ უჭერდა ქალს ყელში.
- ღმერთო, გაბრიელ... - ამოიკვნესა და მარჯვნივ გადაწია თავი, რომელ მხარზეც ოდესღაც მამაკაცს ნიკაპი ჩამოედო.
სიზმრის თეორია (8)

***
დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.
ძალიან დიდი პაუზა კი გამომივიდა, მაგრამ უსაშინლესი პერიოდი მქონდა, არც მუზა მკადრულობდა და არც გარემოებები...
გმადლობთ, ვინც კითხულობთ და მოგწონთ.
იმედია არ გიცრუებთ იმედებს.
მიყვარხართ.



№1  offline მოდერი Eleniko13

შენი ბოლო ისტორია მიყვარდა ძალიან,
ამიტომ ვფიქრობ ესეც კარგი უნდა იყოს.
მაგრამ შენი მუზების გამო,ჯერ თავებს დავაგროვებ და მერე ჩავუჯდები.
წარმატებები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი N7

Eleniko13
შენი ბოლო ისტორია მიყვარდა ძალიან,
ამიტომ ვფიქრობ ესეც კარგი უნდა იყოს.
მაგრამ შენი მუზების გამო,ჯერ თავებს დავაგროვებ და მერე ჩავუჯდები.
წარმატებები.

სამართლიანია wink
მნიშვნელობა არ აქვს, მერეც გამახარებ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს მაინც განსხვავებული იყო. აქ მელოდია დამაკლდა თითქოს, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ სიზმარში ვიყავი ჯერ კიდევ ღვივის ჩემში და გამოსვლას ვერ ვახერხებ. სიზმარია? ნამდვილად სიზმარი მგონია და თითქოს ეს ყველაფერია სიზმარი, ან გაბრიელია სიზმარი. იცი? შენ სერიოზულ აზრს აყენებ წინა პლანზე, იმას რომ ადამიანები სიზმარში ვცხოვრობთ. იმ იდეას, თითქოს ეს ცოვრებაც სიზმარია და უბრალოდ სხვა სიზმარში გადავდივართ ძილისას, ან ის არის რეალური ცხოვრება, რაც ძილში გვესიზმრება, მისი მონაკვეთები და აქ, ამ ცხოვრებაში კი ეს სიზმარია.
ცნობილი იაპონური (თუ სადაურიც არ უნდა იყოს) სიბრძნე მახსენდება ამ ისტორიის კითხვისას. ალბათ ხვდები, რომელიც. ადამიანს რომ ბუზი ესიზმრება, იმ ბუზს ადამიანი.. რაღაც ასეთი შეგრძნება მეუფლება ხოლმე და სიზმრიდან გამოსვლას ვცდილობ თითქოს.
ტრანსში ვარ. შეძელი და ამაფორიაქე. პასუხს ვეღარ ვაგნებ...
საოცარია და გაგრძელებას ველი აუცილებლად.
მუზები დროზე მოათრიე ყურიიით! love
როგორი კარგი გოგო ხარ, ვაიმეეეეეე
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline წევრი N7

ერკე
ეს მაინც განსხვავებული იყო. აქ მელოდია დამაკლდა თითქოს, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ სიზმარში ვიყავი ჯერ კიდევ ღვივის ჩემში და გამოსვლას ვერ ვახერხებ. სიზმარია? ნამდვილად სიზმარი მგონია და თითქოს ეს ყველაფერია სიზმარი, ან გაბრიელია სიზმარი. იცი? შენ სერიოზულ აზრს აყენებ წინა პლანზე, იმას რომ ადამიანები სიზმარში ვცხოვრობთ. იმ იდეას, თითქოს ეს ცოვრებაც სიზმარია და უბრალოდ სხვა სიზმარში გადავდივართ ძილისას, ან ის არის რეალური ცხოვრება, რაც ძილში გვესიზმრება, მისი მონაკვეთები და აქ, ამ ცხოვრებაში კი ეს სიზმარია.
ცნობილი იაპონური (თუ სადაურიც არ უნდა იყოს) სიბრძნე მახსენდება ამ ისტორიის კითხვისას. ალბათ ხვდები, რომელიც. ადამიანს რომ ბუზი ესიზმრება, იმ ბუზს ადამიანი.. რაღაც ასეთი შეგრძნება მეუფლება ხოლმე და სიზმრიდან გამოსვლას ვცდილობ თითქოს.
ტრანსში ვარ. შეძელი და ამაფორიაქე. პასუხს ვეღარ ვაგნებ...
საოცარია და გაგრძელებას ველი აუცილებლად.
მუზები დროზე მოათრიე ყურიიით! love
როგორი კარგი გოგო ხარ, ვაიმეეეეეე

ერკე, ასიანში ხარ! :D
მეც ერთგვარ ტრანსში ჩამაგდო შენმა სიტყვებმა, მერამდენედ გადავიკითხე :D
როგორ მიხარია, რომ მოგწოოოონს❤
მოვათრევ, აპა რას ვიზამ?
და ჰო, მიყვარხარ, პირადო პოზიტივო!❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent