შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება (თავი 5-6) დასასრული


10-01-2016, 22:15
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 679

 ყველა სტუმარი წავიდა დედამ სახლი მიალაგა და დასაძინებლად წავიდა მეც დაძინებას ვაპირებდი რომ ახლახანს წასული გიორგი უკან შემოტრიალდა.
-თემურ რაღაც მოგიტანე.
-რა?
-ეს მარიამმა დაგიტოვა.
-შენ სად ნახე მარიამი?
-მე გავაცილე თემურ.....ბათუმამდეც მე ჩავიყვანე.
-მერე მაგას ახლა მეუბნები? რატომ არ შეაჩერე? ხომ იცოდი რომ ვიტანჯები შენ რანაირი მეგობარი ხარ?
-მე ნამდვილი მეგობარი ვარ,მარიამი კი იმიტომ გავუშვი რომ დავინახე როგორ ძალიან ტკიოდა, დრო სჭირდება თემურ დრო.
-გთხოვ წადი გიორგი მარტო დამტოვე.
-კარგი მე წავალ ვიცი შენც მარტო ყოფნა გჭირდება.
გიორგი გავაცილე და ჩემს სამალავს მივაშურე.ღუმელი გავანთე იქვე სავარძელში ჩავჯექი და მარიამის საჩუქარი გავხსენი იქ ისევ ის შარფი დამხვდა,ოღონდ ამჯერად წერილთან ერთად.
"თემუკა,მაპატიე რომ სუსტი აღმოვჩნდი,მინდოდა რომ შენთან ვყოფილიყავი მაგრამ ვერ გავბედე შენთვის ამის თქმა,ხომ იცი არასოდეს შემეძლო გრძნობების გამოხატვა ისიც კი არ ვიცი როგორ შევძელი და ნიკას მხოლოდ ერთხელ ისიც სიკვდილის წინ ვუთხარი რომ მიყვარდა ან ის როგორ ვაღიარე რომ ეგოისტი და მესაკუთრე ვარ,მინდა რომ ბედნიერი იყო....მართლა ძალიან მინდა.... შენ მართალი ხარ მე შენ მიყვარხარ მაგრამ შენი ბედნიერებისა და სიმშვიდისთვის ასე აჯობებს .....მე მჯერა რომ მალე ძალიან ბედნიერი იქნები.... ორივესთვის ჯობს რომ წავიდე და ეს სიყვარული დავივიწყოთ.... მე ვიცი ჩემს გამო ოჯახზე უარსაც კი იტყვი მაგრამ მეშინია ეს არ ინანო მეშინია რომ არ ვიქნები ისეთი ცოლი როგორიც შენ გინდა ან მარიამს კარგ დედობას ვერ გავუწევ და იმედებს გაგიცრუებ....მაპატიე რომ არ ვარ ისეთი ძლიერი როგორიც შენ და გავრბივარ მეტი ტკივილის ატანა აღარ შემიძლია.... მაგრამ დაიმახსოვრე რომ ყოველთვის როცა დაგჭირდება მეგობრის თანადგომა შენთან ვიქნები. მიყვარხარ შენი მარიამი"
ტელეფონი ავიღე და მარიამს დავურეკე მაგრამ არ პასუხობდა.... ერთდროულად ბედნიერი ვიყავი და თან ძალიან უბედური მტკიოდა მარიამის გარეშე სული მტკიოდა იქ მხოლოდ სუცარიელე სუფევდა, ვფიქრობდი და ვალაგებდი იდეებს თუ როგორ ვაიძულებდი მარიამს ჩემთვის ეთქვა რომ ვუყვარვარ.
**********
-მარიამ წამოდი საწოლი გაგიმზადე და დაიძინე დილით გადავწყვიტოთ რას გააკეთებ.
-და რა უნდა გავაკეთო?
-თემურს უნდა დაელაპარაკო.რაცარუნდა მწარე იყოს რეალობა შენი ბედნიერებისთვის და მისთვისაც ჯობია რომ დაელაპარაკო და ერთად იყოთ.
-არა..... არ მინდა ჩემს გამო ოჯახს დაუპირისპირდეს.
-მარიამ ნუ სულელობ მას უყვარხარ და შენც გიყვარს.
-ნინო რა მოხდება დროის უკან დაბრუნება შემეძლოს.
-და ვის გააქრობდი შენი ცხოვრებიდან ნიკას თუ თემოს?
-არ ვიცი მაგრამ...... ჩემს მშობლებს არ მივცემდი იმის უფლებას რომ იმ დღეს წასულიყვნენ და არც ის ავარია არ მოხდებოდა... მეც ახლა მშობლები მეყოლებოდა.
-ხო მარიამ და არც აქ არ მოგიწევდა ცხოვრება.... სულ თემოსთან იქნებოდი ხომ? მარიამ მომისმინე კარგად... შენ თემო გიყვარს არ გაბედო რომ უარყო გიყვარს და ამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო გაიგე?
-მიყვარს ნინო მიყვარს მაგრამ....
-არავითარი მაგრამ ახლა დაიძინე უკვე თენდება.
*************
-ალო თემური ბარძანდებით?
-დიახ და თქვენ ვინ ხართ?
-მე ნინო ვარ მარიამის მეგობარი.
-მარიამი კარგადაა?? რამე ხომ არ მოუვიდა??
-კი მარიამი კარგადა მე თქვენთან ლაპარაკი მინდა..... ვიცი შეიძლება არასწორად გამიგო და იფიქრო რომ ჩემი საქმე არ არის მაგრამ მე მარიამის მეგობარი ვარ მისი ბედნიერება მინდა ამიტომ გირეკავ..... მე მინდა დახმარება შემოგთავაზო მარიამთან ურთიერთობის აწყობაში.
-მადლობა... მეც ვაპირებდი ვინმეს მოძებნას ვინც დამეხმარებოდა.... ხვალ დილითვე მოვდივარ თბილისში და გნახავთ დამეხმარეთ როგორმე მარიამის დარწმუნებაში.
-კარგით გელოდებით.
**********
-გიორგი შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ?
-კი მერე?
-თბილისში წამიყვანე ჩემი მანქანა ხელოსანთანაა მე კი სასწრაფოდ უნდა წავიდე.
-რატომ მიხსნი ხომ იცი რომ არ არის პრობლემა ნუ რათქმაუნდა ჩაცმას თუ დამაცდი და პიჟამოებით არ წამომიყვან.
-კაი ჩაიცვი და წავიდეთ.
ისე ჩავედით ბათუმში გიოს არაფერი უკითხავს არც მე ვიღებდი ხმას.
-თემურ?
-ხო.
-მარიამმა იცის რომ მიდიხარ?
-არა არ იცის.
-და რას აპირებ?
-ჯერ მარიამს დაველაპარაკები მერე კი ბიძამისს.
-ეგ შეცვლის რამეს?
-კი..... მარიამს ვუყვარვარ ახლა მთავარია დავარწმუნო რომ ჩემი ცოლი გახდეს.
-თუ უყვარხარ რატომ წავიდა?
-ეშინია რომ არ იქნება ჩვენი ურთიერთობა ისეთი როგორიც წარმომიდგენია და ვინანებ მასთან ქორწინებას.
-აუუ არ მესმის ტო ამ ქალური ლოგიკის.
-ჯერ არავინ გიყვარს და არ გესმის ვიღაც რომ შეგიყვარდება რა დღეში იქნები.
-აუუ კაი რა სიყვარული არა ისა კიდე....
-მოვა დრო და გაგახსენებ.
***********
-მარიამ,მარიამ გაიღვიძე ვისაუზმოთ.
-აუუ ნინო დამაძინე რააა.
-შენ რაღაც გაზარმაცებულხარ.
-ოოოო ვდგები ხო,ვდგები.
-აქ დაჯექი ეხლა და სლუკუნის და ცრემლების გარეშე მითხარი რას აპირებ?
-არაფერსაც არ ვაპირებ.
-როგორ არ აპირებ? მარიამ აღიარე რომ ელოდები თემოს ჩამოსვლას გულისსიღრმეში გჯერა რომ ჩამოვა ხომ ასეა? ამოტომაც დაუტოვე წერილი სადაც სიყვარულს უხსნიდი.
-არა წერილი იმიტომ დავუტოვე რომ ჩემი წამოსვლის მიზეზი ამეხსნა.
-მარიამ ეგ მოატყუე იმას ვინც არ გიცნობს.
-აუუ შენ კიდე ისე მელაპარაკები სიყვარულსა და გრძნობებზე თითქოს გამოცდილი იყო 27 წლის ხარ და შეყვარებულიც კი არ გყავს.
-არ მყავს იმიტომ რომ არ მინდა ვინმეს ვეთამაშო და გული ვატკინო.
-ეხლა ამით რისი თქმა გინდა რომ მე თემურს ვეთამაშები და გულს ვტკენ?
-აი ზუსტად ისეა როგორც ახლა ამბობ, შენ იცი რომ ბაბუაშენი და ბებიაშენი შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებენ არავის მოუსმენენ მათთვის მთავარი შენი ბედნიერება, ამის ნათელი მაგალითი ის იყო რომ შვილის ბედნიერებისთვის სხვა მამაკაცზე დანიშნული თეო მამიდა ცოლად დათო ბიძიას გააყოლეს იმიტომ რომ ის უყვარდა, არ უფიქრიათ თუ რას იტყოდა ხალხი მათზე, კიდევ როცა შენ ნიკას ცოლად მიყვებოდი მიუხედავად იმისა რომ მათ იცოდნენ ნიკას ლეიკემია ჰქონდა და შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო შენს გადაწყვეტილებას არ შეწინააღმდეგებიან მოგცეს უფლება გექორწინა ნიკაზე. მარიამ შენ რა მსხვერპლის როლში ყოფნა მოგწონს?
-აუუ ნინო ძაან მაგარი მეგობარი ხარ.
-არ გაბედო წასვლა, დღეს ბოლომდე მოგიწევს მომისმინო.
-დაგრჩა რამე სათქმელი?
-კი დამრჩა. მარიამ ეს ყველაფერი იმიტომ გითხარი რომ შენი ბედნიერება მინდა.... მინდა შენს მომავალზე დაფიქრდე.... ჩემს ადგილზე სხვა ცრემლებს შეგიმშრალებდა და გაგამართლებდა, მაგრამ მე მიყვარხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ აღარ მინდა დაიტანჯო.
-მადლობა ნინიკო შენ მართლა საუკეთესო მეგობარი ხარ.
-ხო და ეხლა ისტერიკების მართვას მოეშვი ისაუზმე და იმ ბიჭს დაელაპარაკე, გუშინ მთელი ღამე რეკავდა.
-ჯერ ნიკას სასაფლაოზე წავალ და მერე დავურეკავ.
-კარგი როგორც გინდა.
*******
-გამარჯობა ნინო.
-აააა თქვენ ალბათ თემო ხომ?
-დიახ მე ვარ.
-ცხოვრებში ბევრად სიმპატიური ყოფილხართ ვიდრე ფოტოზე, თქვენ ალბათ გიორგი ხომ?
-ვაუ თქვენ საიდან იცით ჩემი სახელი?
-მე ბევრი თქვენი ფოტო მაქვს ნანახი მარიამმა მაჩვენა.
-სასიამოვნოა რომ ასეთმა ლამაზმა გოგონამ ჩემი სახელი იცის ნინიკო.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. თემურ ეს ჩემი სახლის გასაღებია მარიამი სახლშია ნიადაგი შემზადებულია.... ხო და კიდე მარიამს იოგურტი და შოკოლადი უნდოდა.
-შენ სად იქნები?
-მე გიორგის თბილისს ვაჩვენებ ნუ რათქმაუნდა თუ თანახმაა?
-კარგი წავედი მე მარიამთან..... ჩემს მეგობარს კარგად მიხედე არ დამიკარგო.
-შენ კი ჩემსას..... შევთანხმდით?
*************
-ნინ მოხვედი?? აუუ შოკოლადი მომიტანე??? ნინო ხმას რატ...... სიტყვა გამიწყდა როცა კარში მდგარი თემო დავინახე....
-მარიამ კარგად ხარ??
-შენ აქ რა გინდა ნინო სადაა??? ან გასაღები საიდან გაქვს?? ნუ იღიმები მიპასუხე..
-მაცდი ლაპარაკს რომ გიპასუხო???
-გისმენ მაგრამ არ მომიახლოვდე...
-რატომ როცა გეხები რა ხდება?? რამოდენიმე დღისწინ არაფერი არ ხდებოდა?? ახლა შეიცვალა რამე შენში?? რატომ თრთი მარიამ??? რატომ იხევ უკან როცა მე მოვდივარ???
-მიპასუხე სადაა ნინო???
-ჩუუუუუუ ხმას დაუწიე ნუ ყვირიხარ მეზობლები რას იფიქრებენ??
-მითხარი სადაა ნინო????
-ხო კარგი ნინო გათხოვდა.
-რაა საიდან მოიგონე???
-ნუ ჯერ თუ არა მალე გათხოვდება.... ხო არ ვხუმრობ მემგონი მალე ნინო და გიორგი ქორწილში დაგვპატიჟებენ....
-დაასრულე მასხარაობა ახლა მითხარი აქ რა გინდა???
-შენ.... შენ მინდიხარ და აქედან არ წავალ სანამ არ მეტყვი რომ შენც გინდა ჩემთან.
-არასოდეს.
-მაშინ ვიყოთ აქ უსასრულოდ მე და შენ... ჩემო მარიამ.
-არ მომიახლოვდე.... თემო მანძილს უფრო ამცირებდა მე კი ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო ადგილზე გავიყინე.... სხეულში კი თითქოს ცეცხლი გიზგიზებდა... ახლა მხოლოდ მის ტუჩებს ვხედავდი რომელიც საოცრად იღიმოდა და წარმოთქვამდა სიტყვებს "ჩემო მარიამ".... მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია...
-მარიამ ახლა რომ გაკოცო რას გააკეთებ?? გამექცევი??? სილას გამაწნი????
თემოს ლაპარაკი არ დავაცადე ცერებზე ავიწიე ჩემსკენ მოვქაჩე და ქვედა ტუჩზე გაუბედავად ვაკოცე.
-მიყვარხარ მარიამ და არ ვაპირებ შენს დათმობას აქედან უშენოდ არსად წავალ მინდა რომ ჩემი შვილების დედა და ჩემი ცოლი იყო მე მჯერა რომ შენ იმედს არასოდეს გამიცრუებ.
-არ მოგიწევს უჩემოდ წასვლა იმიტომ რომ მეც მიყვარხარ.... ბოლო სიტყვები ისე ჩუმად წარმოვთქვი რომ მე ძლივს გავიგონე..
-რა თქვი მარიამ უფრო ხმამაღლა მითხარი, ეს სირცხვილი არაა.
-მიყვარხარ თემო..... ძალიან მიყვარხარ..... ნინო მართალია აღარ მინდა მსხვერპლისა და ტანჯული გოგოს როლში ყოფნა,ბედნიერება და ოჯახი მინდა.
-მაშინ წამოდი ჩემთან ერთად.
-მე მეშინია.
-ჩუუუუ არ თქვა ნუ გეშინია ჩემთან ერთად ნურაფრის გეშინია.
თემოს ძლიერ მკერდზე დავადე თავი და ყველა შიში მოვიშორე.
-მარიამ ის ღამე გახსოვს??
-რომელი??
-აი მაშინ 15 წლისები რომ ვიყავით.... იმ ღამით ქოხში პირველად დავრჩით მარტო მე და შენ...... შენ მთვრალი იყავი....
-შენ მითხარი მინდა რაიმე ისეთი გავაკეთო რასაც არავინ არ ელოდება ჩემგანო მე შემოგთავაზე ერთად გავიპაროდ მეთქი....
-მე კი გიპასუხე ახლა მთვრალი ხარ მაგრამ თუ დილით ფხიზელიც მეტყვი რომ გინდა გავიპაროთ აუცილებლად გამოგყვები თქო....
-ხო და ეხლა 12 წლის შემდეგ ფხიზელი გეუბნები რომ შენთან ერთად მინდა....
-მარიამ ვიცეკვოთ...
-მუსიკა??
-არ გვჭირდება ისე ვიცეკვოთ ბავშვობაში წვიმაში რომ ვცეკვავდით.
-მიყვარხარ... ასეთი გიჟი და გადარეული მიყვარხარ....
**********
-თემურ ბაბუა და ბებია როგორ მიიღებენ ამ ამბავს?? შენები??
-შოთა ბაბუამ უკვე დიდი ხანია იცის ჩემი გრძნობების შესახებ ჯერ კიდე იმ დროიდან 17 წლის რომ ვიყავი... ერთი სიმთვრალის დროს სითამამე შეპარებულმა შოთა ბაბუას მივადექი და ვუთხარი რომ მიყვარხარ და შენი ცოლად შერთვა მინდა ჯერ დამცინა მითხრა პატარა ბიჭი ხარ მეგობრობა და სიყვარული ერთმანეთში გერევაო მაგრამ მეორე დღეს ფხიზელმაც რომ იგივე ვუთხარი წარბები შეკრა.... დრო გავიდა მე უკრაინიდან მარიამთან ერთად დავბრუნდი შოთა ბაბუას საყვედურით აღსავსე მზერას ვერ გავუძელი და ყველაფერი ვუამბე მარიამზე ის იმ წამსვე მიხვდა ყველაფერს როგორც კი მისი სახელი გაიგონა.... მერე შენ ნიკა ჩამოიყვანე ჩვენს გასაცნობად მანდ უკვე იმედი დავკარგე მივხვდი რომ დამაგვიანდა ძალიან დამაგვიანდა მაგრამ მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა შენ ისევ დაბრუნდი და ჩემში ისევ გაიღვიძა შენმა სიყვარულმა...
-ბაბუამ ყველაფერი იცოდა და მაინც მაძლევდა შენთან ერთად ყოფნის უფლებას??
-დიახ.... მასაც უნდა გაუგო შენი ბედნიერება უნდოდა.
-შენები როგორ მიიღებენ ამ ამბავს??
-მამა უფრო მშვიდად მიიღებს დედაც ცოტას იქოთქოთებს და დამშვიდდება გახსოვს ჩუმად რომ მოვინათლეთ როგორ გაგვიჯავრდნენ??
-კი მახსოვს შოთა ბაბუა რომ არა ვერ გადავრჩებოდით.
-ნეტა გიომ ნინო ხომ არ მოიტაცა რაღაც ძაან შეაგვიანდათ.
-ხოო... წამო ვახშამი მოვამზადოთ ისინიც მოშიებულები იქნებიან.
**********
-მარიამ მოდი გამოიცვალე მალე სტუმრები მოსვლას დაიწყებენ.
-აუუ ვერ გავიგე ახალ წელს ჩვენთან რატომ მოდიან სტუმრად თავის სახლში შეხვდნენ.
-მარიამ სიხარულო ესე თქმა არ შეიძლება ისინი ჩემი და მამას მეგობრები არიან.
-კარგი ბოდიში.... მარიამ შენ მამაჩემის ცოლი ხარ??
-ხოოო..
-და ჩემი დედიკო??
-შენ გინდა რომ ვიყო??
-კი ძაან მინდა რომ ჩემი დედიკო იყო.
-მეც მინდა მარიამ..
-შეილება დედა დაგიძახო??
-რათქმაუნდა ჩემო პრინცესა..
მარიამი ოთახიდან გავიდა მე კი ბედნიერებისგან ვტიროდი... იმ ბედნიერებისგან რაც ცხოვრებამ მაჩუქა ამდენი ტანჯვის შემდეგ მყავს საუკეთესო ქმარი და ულამაზესი ცისფერთვალება გოგონა.
-რატომ ტირის ჩემი ლამაზი მეუღლე??
-იცი მარიამმა დედა დამიძახა.
-ვაა რა მაგარია მერე რა გატირებს მეც მეძახის მამას მარა კი არ ვტირივარ.
-აუუ შენ მაგას ვერ გაიგებ.
-ხო კაი მე არ მესმის ამ ქალური სენტიმენტბის.
-ხო მართლა გიო დახვდება ნინოს??
-კი ნინო უკვე ბათუმშია და გიოს მანქანაში ზის..
-აბა ტელეფონი რატომ აქვს გამორთული მანერვიულებს.
-ალბათ დაუჯდა... ან გიორგის სიყვარულით ტკბება.
-ნუ მაიმუნობ ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა რაც ერთმანეთს იცნობენ.
-ხო კარგი შენ ხომ ხუმრობასაც არ მაცდი... წავედი თამთა და ლადო მოვიდნენ მივხედავ.
-მიდი გაიქეცი თამთასთან არ დაგეკარგოს სადმე.
-ვიღაც ისევ ეჭვიანობს..
-სულაც არაა....
-ხომ იცი ჩემო ლამაზო ცოლო რომ შენი სიყვარული "ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი".
-როგორც ბაბუა იტყოდა.
-რას იზამ.... ჩვენთან სოფელში ასეთი სიყვარული იციან.....
**********
დავასრულე იმედია მოგეწონებათ ბოდიში დაგვიანებისთვის სოფელში ვიყავი და ინტერნეტი არ მქონდა



№1 სტუმარი მანანა

მე მომწონს ძალიან ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent