რა საოცარია ეს სამყარო (5)
ლიზა: ავედი კი არა ავფრინდი მემგონი, რამდენიმე საფეხურს ვახტებოდი. ნერვიულობისას ერთ ადგილზე ვერ ვისვენებ ხოლმე, ამ დროს ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, შევვარდი ოთახში და კარს მივეყრდენი (უფრო მივეჯახე). გულზე ხელი ისე მქონდა მიბჯენილი, თითქოს ასე დავირეგულირებდი არეულ გულუსცემას. ისევ ზარმა გამომაფხიზლა, მათეს მეგობრები მოსულან. სწრაფად შევუდექი მომზადებას. ატმისფერი, მუხლს აცელილი, წელიდან გაშვებული, სიფრიფანა ნაჭრის კაბა ჩავიცი, მსგავსი ფერის ფეხსაცმელი არც ძალიან დიდი ქუსლით. თმა გავიშალე, ისედაც ხვეული თმა მაქვს და ზედმეტი არაფერი მინდოდა, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვარ, აი ჩემი სუნამოც, მოვრჩი. სწრაფი მოძრაობით გავედი, კარი გავხურე და ლუკას შევასკდი, რომელიც ოთახს ტოვებდა, დავეცემოდი, მაგრამ მომჭიდა მისი ძლიერი მკლავები და ''გადამარჩინა''. აზრზე მალე მოვედი, გადაწყვეტილი მქინდა, რომ მის კოცანაზე არაფერს შევიმჩნევდი, როგორც ჩანს მასაც, ცოტა ხანს მიყურა, მერე გამიღიმა და მითხრა.. - კარგად გამოიყურები, ფერიას გავხარ - გმადლობ შენც - რა მეც'? მეც კარგად გამოვიყურები თუ მეც ფერის ვგავარ - წარბი მაღლა ასწია, ისე მკითხა სიცილი ვერ შევიკავე - ფერიას გავხარ :-დ, ბიჭ ფერიას, თუ არსებობს საერთოდ - ვუთხარი სიცილით და გასაქცევად მოვემზადე მკლავზე რომ მწვდა და დამიჭირა - ოხ როგორ გამიბლატავდი ლიზა, ამისთვის დაისჯები - მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა - რა მკაცრი ხარ ლუკა, კიდევ კარგი მასწავლებელი არ ხარ, ისე გინდა დაფაზე ასჯერ დავწერ წინადადებას '' ლუკას ფერიას აღარ დავუძახებ'' - სიცილს ვერ ვიკავებდი, მასაც გაეცინა, აი თურმე როგორ უხდება გულწრფელი ღიმილი - მე რომ დასჯის ჩემი მეთოდები მაქვს? - ხო და ეგ შენი მეთოდები შენთვის შეინახე- ვუთხარი და სახე სასაცილოდ დავღრიცე - კარგი წამოდი სწრაფად, გარეთ მათეს მეგობრები არიან, მალე ყველა მოვა, ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს - ნუ ღელავ, წეღან ყველაფერი შევამოწმე, სრული წესრიგია - ლუკაა, გმადლობ... მარტო ვერ მოვახერხებდი - მოდი შევთანხმდეთ, ერთამეთისთვის რაიმეს იმიტომ არ გავაკეთებთ, რომ მერე მადლობები ვუხადოთ, კარგი? - კარგი..- დაბლა ჩავედით, მათეს მეგობრები მოვიკითხე, გულწრფელად გამიხარდა მათი ნახვა, მხოლოდ მათესი კი არა ჩემებიც არიან, ოღონდ არ ვეუბნები, თავში რომ არ აუვარდეთ :-დ ლუკაც გავაცანი. 10 წუთში კი მანქანების ხმაც გაისმა მოვიდნენ - აბა ვიმალებით- ვიყვირე და ყველა ჩავმალე, ეზოში მათე ძმაკაცებთან ერთად, დედა და მამა ლია დეიდასთან ერთად, სანდრა თავის ქმართან - კოსტასტან ერთად, ( იცით მათი შეხვედრაც რომ დაგეგმილი მქონდა?) - სიუეპრიზიიიი - ვიყვირეთ ერთ ხმაში, ჩემი ოჯახი შოკში იყო, მათე თვალებს ისრესდა, ხიმ არ მელანდებაო, ბოლოს კი გამიღიმა, მომვარდა, ხეკში ამიტაცა დამაბზრიალა, როგორ მომნატრებია, კი ჩამოვდიოდი ხშირად, მაგრამ უკვე. რამმდენიმე თვეა არ ვყოფილვარ - გილოცავ მათულიუს, დიდი ბიჭი გაიზარდე - მასე არა შე კუდიანო, აი რას გეგმავდი თურ... - ვინ აცადა სიტყვის დამთავრება, მომვარდნენ ყველა - გამოიწიე აქეთ და მიმიშვი მეც - თქვა სანდრომ და ახლა მან დამაბზრიალა - მომენატრე პატარა გადარეულო - მეეც სანდრო, მეც ძალიან მომენატრეე - ახლა დედა ჩამეხუტა - ჩემი გიჟი გოგო მოვიდა - მითხრა და ცრემლები წამოუვიდა - რას ტირი, გაჩერდი, თორემ მეგონება არ გაგეხარდა და უკან წავალ - ისე ვუთხარი შანსი არ იყო არ გაეღიმა, ასეც მოხდა - შენ ხომ არაფერი შეგცვლის, მარტო წლები გემატება- მითხრა მამამ და ჩამიხუტა - რა ვუყო ბატონო ლევან, სულით უჭკნობი ვარ- ახლა სანდრა მოვიდა და გადამეხვია, ხო სანდრა ფეხმძიმედაა და საყვარელი მუცელი აქვს - მომენატრე პატარა ქალბატონო, რომ იცოდე ანდრია ( უფროსი ბიჭი) როგორ გელოდება ხოლმე - მეც ყველა ძალიან ძალიან მომენატრეთ, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი - ჩემი ფერებით რომ გული იჯერეს მათ ლუკა გავაცანი და ახლა შეამჩნიეს გალამაზებული და მორთული ბაღიც, აკოს - მათეს ძმაკაცს ნიშანი მივეცი, ირგვლივ ჩაბნელდა და დიდ ეკრანზე ჩვენი ვიდეო გავიდა, ზუსტად ის დღეა აქ დაფიქსირებული, ერთმანეთს რომ რაღაც რაღაცეებს ''ვუჩალიჩებთ''. ვიდრო იმით იწყება რომ სანდრო ჩემს ოთახში იპარება და მაღვიძარას 04:00 საათზე აყენებს, მე მეღვიძება გულ გახეთქილს და ჩემი ფლომასტერებით ჯერ სანდროს მერე მათეს ოთახებში ვიპარები და სახეს ვუხატავ და მერე იწყება თუ იწყება, ათასი სისულელე, ვიდეო ყველას მოეწონა. იცინოდნენ და თან როგორ. ყველაზე მეტად მათეს ღიმილი მახარებდა, მალე ტორტის გამოტანის დრო მოვიდა, ლუკას ვთხოვე დახმარება, სამზარეულოში შევედით ტორტზე სანთლები ავანთეთ - ლუკა, ეს რა არის, აქ თითი შენ დაუსვი? - დავუშვათ მე ვიყავი, მერე - წარბები შეათამაშა - მერე ის, რომ დაისჯები - ოჰ, ასჯერ ხომ არ გამოვწერო დაფაზე წინადადება '' ლიზას ტორტს თითს აღარ დავუსვამ'' - არაა ცუდი ოდეა - სერიოზულად? - არა, რამე საშინელს მოვიფიქრებ, აი ნახავ - კარგი, ოღონდ ახლა ტორტი გავიტანოთ - გავიტანეთ, ჩემმა ტორტმა მოწონებაც დაიმსახურა, ბიჭებმა დალიეს, იცეკვეს გაერთნენ.. საბოლოოდ სასიამოვნო საღამო გამოვიდა, სტუმრები დაიშალნენ, უკვე გვიანი იყო, ლუკას ოთახი მოვუმზადე, სანდრა კოსტამ წაიყვანა, ანდრია იღვიძებს და ტირისო, ყველა დაწვა მე კი ჩემი ბალიშით ხელში მათეს ოთახში შევიპარე და გვერდით მივუწექი, მათეც გადმობრუნდა ჩამეხუტა და დავიძინეთ ტკბილად ლუკა: - დილით ადრე გამეღვიძა, ნაბახუსევზე თავი მისკდებოდა, მოვემზადე და ფარდა გავწიე, ფანჯრის გაღება მინდოდა, ეზოში ლიზა დავინახე, მცენარეს რგავდა.. ისეთი საყვარელი იყო, ასე ძველ და ჭუჭყიან ტანსაცმელშიც კი ბრწყინავდა. ისე უფრთხილდებიდა მცენარეს, თითქოს ბროლისა იყო და დაეფშვნებოდა. ადრიანი დილა იყო, შვიდი ხდებოდა.. ლიზამ თითქოს მზერა იგრძნო, გამომხედა და გამიღიმა, მანიშნა ჩამოდიო და თვითონაც სახლისკენ წამოვიდა. კიბესთან შემხვდა, ტალახით მოთხუპნული - როგორ ხარ ლუკა? - ვარ რა ლიზა, თავი მისკდება - შედი სამზარეულოში და მალე მოვალ მეც- მითხრა და გავარდა, მართლაც მალე ჩამოვიდა, ვიწრო და ღია ფერის ჯინსის შარვალი, მოკლე თეთრი მაიკა და მოსაცმელი ეცვა, აგვისტოა, მაგრამ დილით სუსხია, შემოდგომა მოიპარება - ლუკა, აი ეს წამალი დალიე, ტკივილს მოგიხსნის - კარგად დააკვირდი ამ წამალს? სხვა რამისა არ იყოს, არ დამღუპო გოგო- ვეხუმრე ლიზას -თავის ტკივილს გაგიყუჩებს და ენას დაგიმოკლებს - გამიღიმა ლიზამაც - წამალი დავლიე და ვკითხე - ლიზა შენებს რომ მოუყვები რა რეაქცია ექნებათ? - მათე დამცინებს, სანდრო ფარმაცეპტს აგინებს და დაიმუქრება, რომ იპოვის და პასუხს აგებინებს, მამა მეტყვის რომ ჭკუა საერთოდ არ მომმატებია, დედა კი იმას შეუცხადებს ღამე უცხო კაცის ოჯახში იყავიო, სანდრა კი იმას იტყვის რომ ასეთი რამე მხოლოდ შენ შეიძლებოდა მოგსვლოდაო, ხო და შენ ვაჟბატონო ჩემს მხარეს იქნები და მათ შემოტევებს მომაგერიებინებ - არის პატარა ქალბატონო, ახლა პატივი დამდე და ყავა გამიკეთე - კარგი ლუკას -ასე არავინ მეძახის.. - ხო და მე დაგიძახებ - იქნებ არ მომწონს - სამაგიეროდ მე მომწონს - ისე ლიზა სულ ასე ადრე დგები? - არაა - მომზადებული ყავა და ტკბილეული მაფიდაზე დადგა და თვითონაც დაჯდა.. - ყვავილები ძალიან გიყვარს? ისე უვლიდი წეღან - კი, ძალიან მიყვარს, ორანჟერიაც მაქვს, იქ ყველა მცენარე ჩემით დავრგე და ვახარრ, რამდენიმე ენდემური ჯიშიც კი მაქვს და ვუვლი - კარგია, ნამდვილად კეთილშობილური საქციელია. ბუნებას უვლი და უფრთხილდები.. - კი და ამაზე სასიამოვნო არაფერია, თავმა გაგიარა? - კი, გამიარა.. მოდი საუზმე მოვამზადოთ - შევთავაზე ლიზას და ისიც დამთანხმდა, მსუბუქი კერძები მოვამზადეთ, მალე ლიზას ოჯახის წევრებიც ჩამოვიდნენ, მათე მოასიარულე პოზიტივი აღმოჩნდა, არც სანდრო იყო ნაკლები, ვიყურებდი და თწთრი შურით მშურდა, ოჯახური გარემო სულ მაკლდა მამასა და ძმის გამო - ლიზა შვილო ლუკა სად გაიცანი, ან შენი ნივთები სადაა, იკითხა ქალბატონმა ნატალიამ, ლიზამ კი მოყვა თუ რაც გადახდა თავს.. რეაქცია კი იმის იდენტური რაც ლიზამ მითხრა. მაგრამ ყველაფერი ნორმალურად დასრულდა, ყველამ ერთ ხმად ვაღიარეთ, რომ ლიზა მსხვერპლია, ოღონდ სულელი მსხვერპლი, ვისაუზმეთ, ცოტაც ვილაპარაკეთ და ათასი მადლობაც მივიღე, ლიზას შეფარრბისთვის.. წამოსვლის დროც მოვიდა, არ ვიცი მათ კიდევ როდის ვნახავდი, არა და უკვე მივეჩვიე, ყველას დავემშვიდობე, ლიზამ გამაცილა - ნახვამდის ლუკას, ხომ შემოგვივლი კიდევ - გამიღიმა, ამ წამს მივხვდი, რომ მისი ღიმილის გარეშე ვეღარ გავძლებდი. მეც გავუღიმე, ხელი სახეზე დავუსვი და ვუთხარი, რომ აუცილებლად ვეწვევი კიდევ. ასეც მოხდება, ამ ისტორიას ასე არ დავამთავრებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს ლიზას გულს მაინც მოვიგებ, დრო მოვა და ის ჩემი ლიზა იქნება, ჩემი პატარს ქალბატონი ტუჩის კუთხეში ვაკოცე და წავედი. ვფიქრობ რომ ეს ორივესთვის კარგი იქნება, ჩვენს თავებში გავერკვევით, უფრო ის, რადგან მე გარკვევა აღარ მჭირდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.