შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა საოცარია ეს სამყარო (2)


5-01-2016, 01:04
ავტორი tsn
ნანახია 3 074

ლიზა
- ნელ-ნელა აზროვნების უნარს ვიბრუნებ, ვფხიზლდები. თავს უცნაურად ვგრძნობ, ბალიშის უცხო და ამავე დროს სასიამოვნო სურნელს ვგრძნობ და ვცდილობ ღრმად ჩავისუნთქო, თვალებს ზანტად ვახელ. აქაურობა სხვანაირია, მართალია მთლად კარგად ვერ ვგრძნობდი თავს, მაგრამ ტაქსისტს მისამართი სწორად ვუთხარი, ან იქნებ არა... ნეტავ რა დამემართა? წლებია ამ წამალს ვსვამ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მარჯვნივ ვბრუნდები და უცხო კაცს ვხედავ, რა უცნაურად მიყურებს, ერთ ადგილზე გავშეშდი, ახლა ვიკივლებ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ..
-კარგად ხართ? - მეკითხება უცნობი და ჩემკენ მოდის, გაურკვევლობაში ვარ, საწოლზე ვჯდები (საბედნიეროდ ტანსაცმელი მაცვია) - შენ რა ლაპარაკი არ იცი?- მეკითხება და ირონიულად მიღიმის. შემომძახა ჩემმა ალტერეგომ
-თქვენ ვინ ხართ, ან ჩემს ბინაში რა გესაქმებათ? არ იცით, რომ ადამიანებს ასე ოთახში არ უვარდებიან, სიმშვიდე დამირღვიეთ და ახლა კითხულობთ როგორ ვარ?-როგორც იქნა ამოვთქვი.
-მშვიდად პატარა ქალბატონო, აი შენი ნივთები, მოწესრიგდი და მერე ვისაუბროთ-საოცარი სიმშვიდით მეუბნება და გადის ოთახიდან. სწრაფად ავდექი, მოვწესრიგდი და ოთახიდან გავედი. მშვიდად გამოვიყურები, მაგრამ სადაცაა ავფეთქდები, ძლივს ვაგნებ სამზარეულოს, წყალს ჭიქაში ვასხამ, ვბრუნდები და უცნობის მკერდს ვეკვრი. ისევ ის სასიამოვნო სურნელი და უცნაური გრძნობა, რომელმაც ამაფორიაქა
-თქვენ ისევ აქ ხართ?- ვცდილობ არ შემატყოს აღელვება- რატომ არ მიდიხართ?
- ჯერ ერთი, თქვენობით ნუ მომმართავ, ბებერი მგონია თავი, მეორეც, იცი სად ხარ?
- ჯერ ერთი, მასწავლეს, რომ უფროსებს თქვენობით ვესაუბრო, მეორეც, დიახ ვიცი, თბილისში და ბინის მისამართს ვეუბნები - წყალს ვსვამ რომ ნერვიულობა არ შევიტყო
-იგივე მისამართი, მხოლოდ ბათუმი- ამას ისე მშვიდად ამბობს, როგორ შეუძლია, მე კი ამის გაგონებაზე წყალი გადამცდა და ხველა ამიტყდა- უცნობი ჩემს დასხმარებლად მოვარდა, ახლა ვაკვირდევი და ვხვდები, რომ ძალიან მესიმპათიურება - დაჯექი- მიმითითა და მეც მის ნებას დავყევი, მომიყვა თუ როგორ აღმომაჩინა საკუთარ სახლში უეცრად, ასევე წამალზეც სიმართლე მითხრა ფარმაცეპტზე საშინლად გავბრაზიდი, აქ რომ მყოლოდა გავწიწკნიდი, მერე მია გამახსენდა, რომელსაც რომ კითხო, არაფერი ეშლება.. უცნობიც გავიცანი..
ახლა ლუკა სკამზე ზის მე კი ერთსა და იმავე მანძილს ალბათ მეასეთ გავდივარ, ნერვიულობისას ასე ვიცი, ლუკას მობეზრდა და ჩემი შეჩერება სცადა
- რა ენერგია გაქვს გოგო ამისთანა, უკვე ვეღარ ვითვლი მერამდენედ გაიარ-გამოიარე-ხუმრობს ბიჭი
- დიდი ენერგია, ლამის მთელი დღე მეძინა- ჩემს თავზე ვბრაზობ
- კარგი ნუ ღელავ, ხდება ხოლმე-მიღიმის
- არა, არ ხდება ხოლმე, ესეთი სისულელეები მხოლოდ მე მემართება-ცრემლებს ვეღარ ვაკავებ- მაპატიეთ, სიმშვიდე დაგირღვიეთ, თან აქეთ დაგდეთ ბრალი
-კარგი რა, ნუ ტირი- მიახლოვდება და
ცრემლს მაშორებს- ისევ რაღაც აუხსნელს ვგრძნობ- და მოაშორე ეგ "თ"-
მეც თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად
ლუკა:
მას შემდეგ, რაც ის გოგო ოთახში დავტოვე, ვერ მოვისვენე. სააბაზანოდან გამოვედი და ისევ მასთან გავედი. ისევ მშვიდად ეძინა, მის გვერდით, სავარძელში მოვთავსდი. ვუყურებდი გოგოს, რომლის სახელიც არ ვიცოდი და ვგრძნობდი რაღაც განსხვავებულს, არ მინდა ზედმეტი გრძნობები,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ახლოს მივედი და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი, სულ მთლად გავუბერე მემგონი. მთელი ღამე ვერ მოვისვენე, ცოტა ხანს ჩამთვლიმა, შრიალის ხმამ გამომაფხიზლა, გოგონაც იღვიძებს, თვალები გაახილა, რა საოცარი თვალები ჰქონია. არ იცოდა სად იყო, ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდა, შემეკამათა კიდეც. მის ბავშვურობაზე მეცინებოდა, თუმცა თავს ვიკავებდი, არ მინდოდა დამეფრთხო. მოგვიანებით ყვრლაფერი გავარკვიეთ. თბილისში აპირებდა წასვლას უკვე, რომ შევაჩერე, ვიცი აუცილებლად წავა , მაგრამ ამ წამს არ მეთმობა
- ლიზა, ხვალ მეც მოვდივარ თბილისში, დღეს დარჩი, თან ექიმიც გაგსინჯავს- ვუთხარი და პასუხს დაველოდე, ცოტა იყოყმანა, თუმცა დამთანხმდა.
- კარგი, მაგრამ იცოდე, ხვალ ჩემი ძმის დაბადების დღეა და აუცილებლად ადრე უნდა მივიდე
- რა თქმა უნდა ლიზა, თუ რამეა თვითმფრინავით გადაგაფრენ, არაა პრობლემა. ახლა ვისაუზმოთ კარგი? - ისიც დამთანხმდა, ეგოისტურად გამიხარდა მისი თანხმობა და ჩემ მომზადებულ საუზმეს შევექეცით...


_________
ესეც მეორე თავი, ველოდები თქვენს შეფასებებს, შეცდომებისთვის ბოდიშიი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent